IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გრიგოლ ფერაძე
Sotiris
პოსტი Jul 18 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე), რომელსაც თან ერთვის მამა გრიგოლის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. სტატიაში აგრეთვე დაბეჭდილია მისი რამდენიმე ფოტო, რომლებიც, ვფიქრობ, ხალხს დააინტერესებს. სტატია ქართული ვერსიებისგან განსხვავებით მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. საერთოდ გრიგოლ ფერაძის სიკვდილის სამი ვერსია არსებობს (მეტი დეტალებისთვის ნახეთ სტატია):

1) ვარშავის პავიაკის ციხიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში, სადაც სიკვდილით დასაჯეს.
2) იგი ძაღლებს დააგლეჯინეს და დაწვეს (ეს ნახსენებია მიტროპოლიტ ბასილის ერთ წერილში).
3) აუშვიცის ბანაკში მრავალშვილიანი ოჯახის მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.

პირველი ვერსია უსაფუძვლო უნდა იყოს (არცაა ცნობილი საიდან მომდინარეობს), რადგან ეწინააღმდეგება იგივე ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებს, რომლებიც აუშვიცში სიკვდილის შესახებ საუბრობენ. აუშვიცის ვერსია კი არის ცხადი, მაგრამ დეტალები მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. 1945 წ.-ს აუშვიცს გადარჩენილმა ერთმა პირმა (რომლის ვინაობის შესახებაც ახლა არაფერი ვიცით) პოლონეთის ეკლესიას მიაწოდა ზეპირი მოწმობა, რომ გრიგოლ ფერაძემ სხვა პატიმრების ნაცვლად შესთავაზა თავი დასასჯელად გერმანელებს. პაპროცკი წერს, რომ ჩატარებულ გამოკვლევებს ამ ვერსიის დასადასტურებლად ამ დღემდე არ გამოუღია შედეგი (მეორეს მხრივ პაპროცკი დარწმუნებულია, რომ მამა გრიგოლმა თავი გასწირა სხვებისთვის).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Jul 18 2007, 02:52 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ლილიანა
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში. მისი მამა რომანოზი მღვდელი იყო. გრიგოლმა დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაამრთავრა თბილისში 1918 წელს, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მალე ქართული მართლმადიდებლური ეკლეიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. 1922-25 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე 1927 წლამდე განაგრძობდა ღვთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლიოვაიანეს უნივერსიტეტში.

1927 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდის ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონაზონის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად.

1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში.

მამა გრიგოლი ცხოვრების ძნელ წუთებში ხშირად იმეორებდა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: „გმადლობ, უფალო, ყველაფრისათვის“.

ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები განმსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. ფიქრებით იგი ხშირად გადადიოდა იქ, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისინი. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს იგი ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეშთი, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ქართულმა საზოგადოებამ არ იცოდა ისიც, რომ მისი დაარსებულია წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და სამრეველო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.

1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების პიროვნებებს. გრიგოლ ფერაძე ჩასვეს პავიაკის ციხეში (ვარშავაში). საანკეტო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად იგი მოხვდა VII განყოფილებაში, რომლის საკნები სარდაფში იყო მოთავსებული. იქ მან დაახლოებით 14 დღე დაჰყო. შემდეგ გადაიყვანეს პირველ სართულზე მოთავსებულ V, ე.წ. სატრანსპორტო განყოფილებაში, N 117 საკანში. 1942 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“.

გრიგოლ ფერაძის სიკვდილის გარემოებასთან ახლოს იყვნენ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ, 1945 წელს, მოდიოდნენ ვარშავის საპატიმროში და მოჰქონდათ ამბავი გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულისა. როგორც ირკვევა, არქმიანდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, რის გამოც გაზის კამერაში მოაკვდინეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   გრიგოლ ფერაძე   Jul 18 2007, 02:22 AM
mariami-k   გრიგოლ ფერაძე: http://img2...   Jul 18 2007, 09:28 AM
ლილიანა   Sotiris ქართულ ენაზე არ ...   Jul 18 2007, 11:00 AM
marine   http://www.georgianweb.com/language/geo/feradze.ht...   Jul 18 2007, 11:34 AM
ulvashi   შეგიძლიათ იხილოთ ...   Jul 18 2007, 12:56 PM
catherina_10   ლილიანა წმიდა მღვდ...   Jul 18 2007, 02:52 PM
Sotiris   წმიდანთა ცხოვრება...   Jul 19 2007, 06:06 PM
ზებედე   გაუმარჯოს ეკუმენი...   Jul 21 2007, 01:39 AM
abo   Sotirisპაპრპროტცკიმ კი...   Jul 21 2007, 01:50 AM
Sotiris   Sotirisპაპრპროტცკიმ კ...   Jul 21 2007, 08:50 PM
დავით ივერიელი   გრიგოლ ფერაძე უდიდ...   Jul 21 2007, 10:41 PM
Amuza   კარგი იქნება,თუ კი...   Jan 23 2008, 01:52 AM
KAIROS   ვთხოვ ფორუმელებს ...   Jan 23 2008, 05:15 AM
marine   ჩემი შემწე... ჩემი უ...   Jul 29 2016, 09:20 PM
marine   "იარაღად მე ხელში...   Sep 28 2016, 10:08 PM
marine   "ასევე გურჯაანის ...   Oct 30 2017, 03:42 PM
marine   "ბაკურციხე წმინდ...   Jul 11 2018, 04:21 PM
marine   "ბაკურციხიდან გა...   Jul 3 2020, 07:23 PM
marine   "არქიმანდრიტი გრ...   Sep 27 2020, 03:30 PM
marine   "1922-25 წლებში გრიგო...   Jan 18 2021, 09:51 PM
marine   "როგორც ბალკანეთ...   Jan 1 2022, 06:52 PM
marine   "თავისუფალ დროს გ...   Feb 7 2022, 07:39 PM
marine   "1922-25 წლებში წმ. გრი...   Feb 8 2022, 07:58 PM
marine   "ორი გამორჩეული თ...   Feb 12 2022, 02:13 PM
marine   "1942 წლის მაისში გრ...   Feb 12 2022, 04:22 PM
marine   "27-28 ნოემბერს [2023 წ.], ...   Feb 11 2024, 09:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 05:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი