IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 7 8 9 10 11 >  
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
marine
პოსტი Aug 28 2016, 11:18 AM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა იცოდა მაშინ ბატონმა სარგისმა [ცაიშვილი], რომ ერთმორწმუნე ბერძნები არც სამომავლოდ უღალატებდნენ ჩვეულებას და XXI საუკუნეში რუსთაველს კიდევ უფრო ვანდალურად გაუსწორდებოდნენ - მისი კვალი სამუდამოდ რომ გამქრალიყო, საგულდაგულოდ გადაფხეკდნენ ფრესკას, ჯვრის მონასტრის კარიბჭის თაღზე გადაშლიდნენ ქართულ წარწერებს, მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აღმართულ რუსთაველის ბარელიეფს კი სახეს ჩამოამტვრევდნენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2016, 11:55 AM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამორკვეულად და დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არავითარი დევნა არ გამოუცხადებია "ვეფხისტყაოსნისთვის". პირიქით - "ვეფხისტყაოსანი" წიგნი გათხოვილის მზითვისათვის აუცილებელ და ძვირფას შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა და მზითევთან ერთად, წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იკურთხებოდა. "ვეფხისტყაოსანი" წიგნი ინახებოდა საგანგებოდ ფარჩის ქსოვილისგან შეკერილ ბუდეში. მზითევის გადატანის დროს (ქმრის სახლში) - "ვეფხისტყაოსანი" განსაკუთრებულ ხონჩაზე იდო და ხონჩის მტვირთველი ჩაყენებული იყო სხვებთან ერთად მწკრივში და პატივით მიჰქონდათ სასიძოს სახლში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2016, 10:21 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველ ქართველ მღვდელს, როდესაც ოჯახში შედის, ცალ ხელში ბიბლია, სახარება და ჯვარი უნდა ეჭიროს, მეორეში - "ვეფხისტყაოსანი". ეს არის ქრისტიანულ მორალზე აღმოცენებული მართლაც ღვთიური პოემა, რომელიც ქადაგებს სიყვარულს, მიჯნურობას, მეუღლებრივ ერთგულებას, სიწმინდეს, თავდადებას, რაზეც უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა".

/დეკ. კონსტანტინე კაჭარავა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2016, 12:20 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1841 წ. ქართველი მწიგნობრების დ. ჩუბინაშვილისა და ზ. ფალიაშვილის დახმარებით და საკუთარი ხარჯით გამოსცა [მარი ბროსემ] შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემის შემდეგ ეს იყო პოემის მეორე ბეჭდური გამოცემა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2016, 09:51 PM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როცა ქართველი...

ამ მოჯარებულს რა ვუყო ფიქრებს,
ვის გავუმხილო ლექსად სათქმელი,
როცა დრო სულის ნაღვერდალს მიქრობს
და ძლივსღა ბჟუტავს ხსოვნის სანთელი...

ჩანს შორით მგოსნის ძველი ნათელი
და ეფერება რითმას შაოსანს,
ღმერთო, კი მომკალ, როცა ქართველი
არ წაიკითხავს "ვეფხისტყაოსანს"...


/თემურ ჩალაბაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2016, 01:50 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოემა ჟანრობრივი თვალსაზრისით ვერ თავსდება ჰეროიკული და სახოტბო ეპოსის საზღვრებში, - მასში ვხვდებით მარადიულ თემებს, რის გამოც "ვეფხისტყაოსანი" ყველა ეპოქის თანადროულ ნაწარმოებადაა აღიარებული.

სიბრძნის წყაროდ მიჩნეული ეს გენიალური ქმნილება აგებულია "ოქროს კვეთის" (Sectio aurea), ანუ "ღვთაებრივი პროპორციის" პრინციპზე, - იგი რითმათა სიმფონიაა, სიყვარულისა და მეგობრობის უდიადესი ჰიმნია".

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2016, 02:03 PM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვეფხისტყაოსნით" სუნთქავდა გოგლა [ლეონიძე] - თავის ქალიშვილებს ნესტანი და თინათინი დაარქვა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2016, 10:19 AM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსთაველი დიდია და მიუვალი".

/კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2016, 01:51 PM
პოსტი #169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ესთეტიკური ფასეულობებიც თავის დატვირთვას იძენენ რუსთაველთან, რაც მანამდე არ იყო ჰაგიოგრაფიაში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ავტორს არ აინტერესებს ისეთი ნიუანსი, როგორიცაა აშოტ კურაპალატის ცხენზე ლამაზად ჯდომა. რუსთაველს კი ესეც აინტერესებს და მხედრის ესთეტიკურ სილამაზეზეც ამახვილებს ყურადღებას: "ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2017, 06:47 PM
პოსტი #170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შოთა რუსთაველი საქართველოა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2017, 10:07 PM
პოსტი #171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2017, 11:00 PM
პოსტი #172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველო, როგორც ამას ჩვენი ძველი მოღვაწეები იტყოდნენ ხოლმე, შემოინახა სახნისმა, ჯვარმა და ხალხმა, და მე ამ სამ დიდ ფაქტორს დავუმატებდი მეოთხესაც - წიგნს... და ეს წიგნი იყო "ვეფხისტყაოსანი"...

/ირაკლი აბაშიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2017, 06:23 PM
პოსტი #173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც რუსთაველმა თავისი პოემით გვამცნო: "ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები" ამით თავად მიგვითითა იმ ხერხზე, რომლითაც მისი იგავის ენა უნდა გაგვეგო. საკმარისია მხოლოდ ვთარგმნოთ სპარსული და არაბული სახელები პოემის გმირებისა, რომ ამ სახელების სიმბოლოებსაც და მათ დანიშნულებასაც მივაკლევთ.

ნესტან-დარეჯანი ანუ "ის, რაც არსად არ არის", "საღმრთო სიბრძნე და მადლი" - რაც ადამიანმა თავისი ცოდვების გამო დაკარგა, თავიანთ ჯურღმულში ჰყავთ დამწყვდეული ქაჯებს, ანუ ცოდვისმიერ ვნებებს: შურს, ბოროტებას, სიავეს, უკეთურობას, სიბილწეს - და იმისათვის, რათა დავიბრუნოთ იგი, საჭიროა გაერთიანდეს საღმრთო სიყვარული (რასაც გულისხმობს "ტარიელი"), სარწმუნოება (რასაც ნიშნავს "ავთანდილი") და იმედი (რასაც ნიშნავს "ნურადინ ფრიდონი"), ისე, როგორც ამაზე ახალ აღთქმაში მოგვიწოდებს პავლე მოციქული სრულქმნილების მისაღწევად "სარწმუნოების, სასოების და სიყვარულის" მეშვეობით (იხ. I კორ. 13,13). ყოველივეს დასაბამია თინათინის ("გონების") ძალისხმევა, რომელიც მოუწოდებს "რწმენას" (ავთანდილს) სიყვარულისა და იმედის ძალებთან შეკავშირებით დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნებისაკენ.

და თუკი ადამიანი შესძლებს გააერთიანოს რწმენა, იმედი და სიყვარული - დაამარხებს მიწიერ ვნებებს და შეუერთდება საღმრთო სიბრძნეს, რისი დასტურიცაა ტარიელისა და ნესტანის ბედნიერი სამიჯნურო შეყრა. ამ გზით ადამიანი მივა უფალთან და დაიბრუნებს ნეტარებას - დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს!"

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.49/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2017, 11:05 PM
პოსტი #174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი არცოდნა დანაშაულია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2017, 05:05 PM
პოსტი #175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველ მწერალთა შორის ყველაზე ახლო ურთიერთობა არტურ ლაისტს ილია ჭავჭავაძესთან ჰქონდა. ილიამ ერთგულ მეგობარს "შორეული თავისიანი" უწოდა. ი. ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის დახმარებით არტურ ლაისტმა გერმანულ ენაზე პროზაულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". თარგმანი დრეზდენსა და ლაიფციგში გამოქვეყნდა. ეს იყო რუსთაველის პოემის პირველი თარგმანი ევროპულ ენაზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2017, 11:47 AM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელ საღოლაშენის სამხრეთით, ერთ კილომეტრზე არის წყარო, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი ჰქვია. აქაურები "შოთას წყაროდ" იხსენიებენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2017, 11:19 PM
პოსტი #177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...შოთა რუსთაველი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ სიბრძნის სიმბოლოდ, მაქსიმე აღმსარებელთან და იოანე დამასკელთან უმცირესად მიიჩნევდა თავს, რის გამოც ჯვრის მონასტერში მისი სურვილით შექმნილ ფრესკაზე ამ ორი მნათობის უზარმაზარ გამოსახულებასთან რუსთაველმა თავი დაახატინა უმცირესად..."

/დეკ. დავით ქვლივიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2017, 11:09 AM
პოსტი #178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვეფხისტყაოსანი" დაიწერა თამარ მეფის დროს XII-XIII საუკუნეში, თვით თამარ მეფემ დაავალა რუსთაველს ტექსტის შედგენა და გალექსვა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2017, 01:54 PM
პოსტი #179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიამ შემოგვინახა შოთა რუსთაველის ორი პორტრეტი: პირველი - რუსთაველის ახალგაზდობის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია XII-XIII სს-ის უცნობი მხატვრის მიერ; მეორე - ფრესკა დაცული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ძველ ქართულ მონასტერში. რუსთაველი დაიბადა 1166 წლის ახლოს, "ვეფხისტყაოსანი" დაიწერა 1196-1207 წლებს შორის, შოთა ამ დროს იყო 30-41 წლის (პ. ინგოროყვა, 1976, ტ.4, გვ. 55,ვ56,ვ62).

რუსთაველის ახალგაზრდობის პორტრეტი XVII ს-ის ზაზა ციციშვილისეულ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერს აქვს დართული, რომელიც XII-XIII სს-ის უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტიდან გადმოუხატავთ. "ვეფხისტყაოსნის" ეს ხელნაწერი ჯერ ვახტანგ V-ის ოჯახის, ხოლო მოგვიანებით ერეკლე II-ის უმცროსი ქალიშვილის თეკლას საკუთრება გამხდარა. რუსთაველის ახალგაზრდობის ეს პორტრეტი მოგვიანებით სარგის კაკაბაძემ გამოიყენა 1927 წელს მის მიერ გამოცემულ "ვეფხისტყაოსანში" (ბორის კანდელაკი, 1982 წელი - "რუსთაველის 100 პორტრეტი").



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 10:15 AM
პოსტი #180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვეფხისტყაოსნის" გმირები რჩეული საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები არიან, რომლებიც პიროვნული სრულყოფილების მისაღწევად, სულიერი ამაღლებისათვის, დაკარგული ჰარმონიის აღსადგენად იბრძვიან. ისინი ზრუნავენ ადამიანის არსებობის იდეალის განხორციელებისათვის."

/პროფესორი ნესტან სულავა
"კარიბჭე" N22, 2009, გვ.15/

სრული ვერსია:


ღვთის განგებას ადამიანის დასაზღვრულ-შემოფარგლული გონება ვერ ჩასწვდება



"ვეფხისტყაოსანში" თავმოყრილი და განფენილია იმდროინდელი ეპოქის ძირითადი ინტელექტუალური მონაპოვარი, ნასაზრდოები და გაჟღენთილი ქრისტიანული მსოფლმხედველობით. შოთა რუსთველის ქრისტიანული მსოფლმხედველობის წარმოსაჩენად ერთი უმთავრეს საკითხთაგანია განგების კონცეფცია, რომელიც რამდენიმე რუსთველოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. ამ თემაზე გვესაუბრება ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის სრული პროფესორი ლიტერატურის მიმართულებაში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნესტან სულავა.

- როგორ ვლინდება "ვეფხისტყაოსანში" განგება, როგორია განგების რუსთველური კონცეფცია?

- "ვეფხისტყაოსანში" ღმერთი და განგება თავიანთი არსით სხვადასხვანი არიან. ღმერთი უზენაესი არსებაა, რომლის წინასწარზრახვაა განგება. "ვეფხისტყაოსანში" ღმერთის სახელად განგება არ არის მოხმობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ღმერთი განაგებს ყველაფერს - სამყაროს, არსს, განგება კი ღვთის ნება - წინასწარგანზრახვაა, რომლის ზოგადი არსი ცნობილია ადამიანისათვის, მაგრამ მისი კონკრეტული გამოვლინება საქმის აღსრულებამდე მისთვის უცნობი რჩება. განგება არის ღმერთის ზრუნვა, შემწეობა, მფარველობა ადამიანზე. ცხადია, ღმერთისა და განგების აღრევა არ შეიძლება.

განგების რუსთველური კონცეფცია საღვთისმეტყველო ლიტერატურას ემყარება, რაც კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოებს შოთა რუსთველის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. განგების რწმენა პოემის გმირებისათვის მოქმედებისა და მომავალი გამარჯვების სათავეა, მათ ქმედებას, ბრძოლას ღვთის განგების სასოება წარმართავს. განგების აღსრულებას ყოველთვის წინ უძღვის გმირის თხოვნა ღმერთისადმი, გმირის ლოცვა კეთილი საქმის აღსასრულებლად. შემთხვევითი არ არის, რომ ავთანდილი ანდერძში სწორედ განგების მოიმედეა, ვინაიდან სჯერა:

"არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა...
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა".

განგება, წინასწარხილვა, გონებით წინაგანჭვრეტა არის ღვთის ნების შეხამება ადამიანურ თავისუფლებასთან, იგი ყოველი არსის თავისუფალ ქმედებათა წინასწარხილვაა. ეს არის ნება, რომელიც ადამიანის სულის ხსნას ორიენტირებს, რომელსაც შეუძლია ადამიანს სასარგებლო საქმე აკეთებინოს, ვინაიდან იგი სიკეთითაა გასხივოსნებული. თუ ადამიანს მისი შეცნობა შეუძლია, ცთუნებას აერიდება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი თავისი განგებითი მოქმედებით ადამიანთა თავისუფლებას კიდეც ზღუდავს და კიდეც აფართოებს. ღმერთი მოქმედებს თავისუფალი ნების გამოსახატავად, თავისუფალი არჩევანის აღსასრულებლად, იგი მოქმედებს ადამიანისათვის თავისივე ბოძებული თავისუფლების შესაბამისად, თავის ქმედებებს უქვემდებარებს თავისი შექმნილი არსებების ქმედებებს, რათა თავისი წინასწარგანზრახულება და თავისუფალი ნება აღასრულოს, დაცემული სამყარო ისე წარმართოს, რომ მათ არ დაურღვიოს მათთვის მინიჭებული თავისუფლება. ღმერთმა კი არ დათრგუნა ადამიანში თავისუფალი ნება და არჩევანი, არამედ მიანიჭა იგი. გრიგოლ ნოსელის თვალსაზრისით, ადამიანის განსაცდელში ჩავარდნის მიზეზი პიროვნების არჩევანი, ბოროტი არჩევანია. ღვთის განგებას ადამიანის დასაზღვრულ-შემოფარგლული გონება ვერ ჩასწვდება, იგი ღვთაებრივი საიდუმლოა, დაფარულია. ადამიანისთვის ღმერთი "უცნაური და უთქმელია", "ძალი უხილავია", რომელიც ყოველივეს ჭვრეტს. განგება ისევე შეუცნობელია, როგორც თვით ღმერთი, მხოლოდ დასახული საქმის აღსრულებით სწვდება ადამიანის გონება ღვთის ნებას. ამიტომ ადამიანისთვის ღმერთი საცნაური გახდა ძე ღმერთის, იესო ქრისტეს, ლოგოსის განსხეულებით. განკაცებამდე იგი იყო სიტყვა (იოანე 1,1-2). განგებით, ღვთის წინასწარგანზრახულებით, ღვთის ნებით უნდა მოვლენოდა კაცობრიობას მხსნელი, მესია ცოდვათა განსაწმენდად, რაც არაერთგზის არის ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში. ღვთის ნება აღსრულდა, განგება გამჟღავნდა, როდესაც ღმერთი განკაცდა, აქედან მიეცა დასაბამი განგების აღსრულებას, ღმერთის კეთილი ნების, ადამიანებზე მზრუნველობის გამოხატვას. განგებაა ის, რაც საღვთო წერილში სულიწმინდის მეშვეობით დაიწერა, განგებით მოხდა ყოველივე ის, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებით განხორციელდა, განგებით ეცვა ჯვარს იესო ქრისტე, რაც ევანგელურ თხრობებში არაერთგზისაა მითითებული. მართალია, განგება დაფარულია, აქედან გამომდინარე, მისტიკურია, მაგრამ "არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადნეს" (მათე 10,26), რაც მის აღსრულებადობას მიანიშნებს.

"ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, განგების აღსრულებისათვის აუცილებელია ცდა, აქტიური ქმედება; განგება და ადამიანის ქმედება თანხმიერია, ადამიანის ქმედებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იგი ღვთის წინასწარგანზრახულებით, ნებით ხდება. "ვეფხისტყაოსანში" განგების აღსასრულებლად აუცილებელია წინააღმდეგობათა დაძლევა, გასაჭირის ატანა, ვინაიდან ღმერთი არის "ზოგჯერ მომცემი პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათა". ავთანდილის ეს სიტყვები იმ პატიჟთ, იმ ვნებებს გულისხმობს, რომლებიც ღვთის ნების წინააღმდეგ ქცევით ევლინება ადამიანს. ღმერთი თავის დამოკიდებულებას ადამიანისადმი განგების აღუსრულებლობისას დაბრკოლებით ამჟღავნებს, ე.ი. პატიჟი მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც ადამიანის ქმედება სცილდება განგებას, ღვთის ნებას. ადამიანი თავად იახლოვებს ვნებას, პატიჟს, რომლის გადასალახავად საჭიროა "გამორჩევა და თათბირი".

"ვეფხისტყაოსნის" გმირები რჩეული საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები არიან, რომლებიც პიროვნული სრულყოფილების მისაღწევად, სულიერი ამაღლებისათვის, დაკარგული ჰარმონიის აღსადგენად იბრძვიან. ისინი ზრუნავენ ადამიანის არსებობის იდეალის განხორციელებისათვის.

- რა წარმართავს პოემის მთავარი გმირების ქმედებას?

- რა თქმა უნდა, ღვთის განგება. იმთავითვე განსაზღვრულია, რომ მათ ამქვეყნიური ცხოვრება, წუთისოფელი ტრაგიკულად არ უნდა განვლონ და დაასრულონ, ვინაიდან მათ ცხოვრებისეულ გზას, ამქვეყნიურ გზას თავად ღმერთი განაგებს და წარმართავს, საკუთრივ ადამიანის მცდელობასთან ერთად. ისინი სოფელს მინდობილნი არ არიან, ღმერთმა სოფელი ადამიანისათვის მინიჭებული თავისუფალი ნებისა და არჩევანის შესაბამისად ზესთასოფლის მიმსგავსებით შექმნა. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნას სიკეთე უდევს საფუძვლად. ამიტომ ღმერთი განგებით მხოლოდ სიკეთის დასამკვიდრებლად და სულიერი სრულყოფილების მოსაპოვებლად მიმართავს ადამიანის მოქმედებას. ადამიანმა განგებით უნდა მიაგნოს ადამიანის არსებობის აზრს, რაც ზეცისაკენ სწრაფვით რეალიზდება.

"ვეფხისტყაოსანში" ადამიანის, ვითარცა სუბიექტის, ვითარცა პიროვნების ქმედება პირდაპირ კავშირშია ღვთის განგებასთან, ისინი ერთიანია, რაც ამკვიდრებს ჰარმონიას.

რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე გვასწავლის, რომ ყველაფერი ხდება ღვთის განგებით, ვინაიდან "არავინ ჩუენგანი თავით თვისით ცოცხალ არს, და არავინ თავით თვისით მოკუდების" (რომ. 14,7). ყოველივე ის, რის გადატანაც უწევთ ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ავთანდილსა და თინათინს, ღვთისაგან განგებულია. ღმერთი მუდმივ კავშირშია ადამიანთან, იგი მისი ქმედების წარმმართველი და წინამძღოლია, მისი მომავლის წინაგანმგებელია. ღმერთი განგებას სულიწმინდის მეშვეობით ახორციელებს, იგი ადამიანის სულის მღვიძარების დასტურია (რომ. 8,6-9). განგება ადამიანის სულის მხსნელია, თუ იგი გამოიცნობს მას. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას, სრულად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები. განგებას უკავშირდება ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სიკეთისა და ბოროტების არსობა-უარსობისა. "ვეფხისტყაოსანში" არაერთგზის ვლინდება სიკეთის ღმერთისაგან მომდინარეობა და ბოროტის უარსობა, რომლის გათვალისწინებით, კეთილის შემოქმედი, მოწყალე ღმერთი განგებით, მზრუნველობით ექცევა ადამიანს, იგი "ყოველთათვის ტკბილად მხედია" და მისი განგებაც, წინასწარგანზრახულებაც კეთილია. სწორედ ღვთის განგება განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას სიკეთის განსახორციელებლად. როდესაც ბოროტება იჩენს თავს, იქ განგებით სიკეთეა შესუსტებული ადამიანის ბუნების გამოსაცდელად. "ვეფხისტყაოსნის" გმირებმა უნდა გაუძლონ გამოცდას და სულიერად ამაღლებულნი, განწმენდილნი წარდგნენ ღვთის წინაშე.

"ვეფხისტყაოსნის" გმირთა მომავალს განსაზღვრავს მათი ზნეობა და ფსიქოლოგიური თავისებურება. თუ იგი "გული გონიერით" შეიგრძნობს საკუთარ თავში, რომ ღმერთმა მასში თავისი ნება, წინასწარგანზრახულება განახორციელა სულიწმინდის მეშვეობით, თუ იგი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გრძნობადით, ინტელექტუალურითა და ნებელობითით, ე.ი. სულიერი ცხოვრებით უერთდება ღმერთს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ნება აღსრულდა. განგების რწმენა მათში ინტელექტუალურ სფეროში მარადიული ცხოვრებისაკენ სწრაფვას, ზესთასამყაროს სულიერებასთან შეხების გრძნობას აღვიძებს და ასაზრდოებს; გრძნობად სფეროში ღმერთისადმი, უზენაესისადმი ამაღლებული სიყვარულის შეგრძნებას უმკვიდრებს; ნებელობით ანუ პრონოეტულ სფეროში ღვთის წინასწარგანზრახულებისადმი, ნებისადმი შეგუების, მისი გამოცნობის ღრმა წადილსა და მისადმი სრულ ერთგულებას უნერგავს. ყოველივე ამას, ცხადია, ქრისტიანული მსოფლმხედველობა უდევს საფუძვლად.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 7 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი