IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები
თემო
პოსტი Jun 16 2008, 01:25 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N369 2008 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი

საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ 6 000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადიგენის სატყეო უბანში.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს პირველი პუნქტით განსაზღვრული სამასალე მერქნის ჭრა და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის გადაცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული საქველმოქმედო ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელებისათვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციის შერჩევა «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 19 2008, 03:40 AM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(ირგე @ May 30 2007, 10:07 AM) *

Lenus

ეგ ვითომ რატომ? მილიონები დაუტოვეს კომუნისტებმა და იქიდან იხადოს?
მიშა რა ორჯონიკიძის სამართალმემკვიდრეა?



საქართველოს სახელმწიფო წარმოშობილია სეცესიის და არა სეპარაციის საფუძველზე. შესაბამისად ის არის სსრკ-ს სამართალმემკვიდრე.


მილიონობით ეკლესიის კუთვნილი ნაკვეთები, ტყეები და ქონება რომ დაუტოვეს კომუნისტებმა სახელმწიფოს რა ეკლესიას დაუბრუნა?


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 19 2008, 03:57 AM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(ირგე @ May 30 2007, 10:07 AM) *

Lenus

ეგ ვითომ რატომ? მილიონები დაუტოვეს კომუნისტებმა და იქიდან იხადოს?
მიშა რა ორჯონიკიძის სამართალმემკვიდრეა?
მე ვარ ათეისტი და ვიხდი საშემოსავლო გადასახადს. მერე ამ ფულს აძლევენ მღვდელს, რომ მან რელიგიური განათლება მიიღოს. ჩემს გარდა ამ საქართველოში გადასახადებს იხდის ნახევარ მილიონზე მეტი აზერი და სომეხი. ათეისტების, კათოლიკეების, პროტესტანტების რაოდენობას არ ვამატებ. ამათი ფული სად უნდა მიდიოდეს - საერთო საქმეზე თუ ერთი კონკრეტული რელიგიის განვითარებაზე?
და ყოველივე ამის შემდეგ შეგიძლია სერიოზულად ისაუბრო სეკულარიზაციაზე?



სეკულარიზაციაზე კი არა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციაზე შესაძლებელია უსასრულოდ საუბარი. მართლმადიდებელი ეკლესია გაგებით ეკიდება სახელმწიფოს გაჭირვებას და არ ითხოვს თავის კუთვნილს. სამაგიეროდ სახელმწიფო მორცხვად ხანდახან ვალის რაღაც უმცირეს ნაწილს დაუბრუნებს.

თქვენს მიერ ნახსენები კონფესიების წარმომადგენლები რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დღეში იყვნენ მათ დიდი ხნის წინ ექნებოდათ დავა დაწყებული და დამთავრებული სახელმწიფოსთან და სახელმწიფოზე დაკისრებული თანხებით საქართველოს ვალი მინიმუმ ასჯერ მაინც გაიზრდებოდა. ისინი ამას არ მოერიდებოდნენ.

მართლმადიდებელი ეკლესია დედაეკლესიაა და შვილებს სიყვარულით ექცევა. ზოგი ,,უძღები შვილი'' მობრუნდება და ვალის უმნიშვნელო ნაწილს დაუბრენებს. ამ დროს სხვა ,,უძღები შვილები'' განგაშს ატეხავენ ეკლესიას ფული მისცესო.

ისე მე არ მინახავს სახელმწიფოს რელიგიური განათლება დაეფინანსებინოს. თანხები ძირითადად იმ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას ხმარდება, რომლებიც ისევდაისევ ეკლესიის შემწყნარებლობის გამო ორმაგ მფლობელობაშია.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 19 2008, 11:29 AM
პოსტი #64


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზვარე
ციტატა
ისე მე არ მინახავს სახელმწიფოს რელიგიური განათლება დაეფინანსებინოს

რას ამბობ, აბა? 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სასულიერო განათლების ხელშეწყობისათვის გამოყოფილია 4 321 300 ლარი (მუხ. 57, კოდი 45 01), რაც წინა წელთა შედარებით გაზრდილია 2,5-ჯერ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 20 2008, 12:24 AM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(კანონისტი @ Jun 19 2008, 10:29 AM) *

ზვარე

რას ამბობ, აბა? 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სასულიერო განათლების ხელშეწყობისათვის გამოყოფილია 4 321 300 ლარი (მუხ. 57, კოდი 45 01), რაც წინა წელთა შედარებით გაზრდილია 2,5-ჯერ


კარგია ვალების გადახდაზე რომ ზრუნავს სახელმწიფო.


ისე თავდასხმები ეკლესიის დაფინანსების გამო ყოველთვის იქნება შიდა თუ გარე არაკეთილმოსურნეების გამო. ხომ არ ჯობდა სახელმწიფოს ეღიარებინა ვალი. ეგებ არგუმენტები გამოგვეცალა მტრებისათვის.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 20 2008, 12:02 PM
პოსტი #66


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზვარე


ზვარე, ყველა ქონებას, უძრავს ვგულისხმობ, სახელმწიფო ვერ დაუბრუნებს ეკლესიას, უფრო პოლიტიკურად მნიშვნელოვას აძლევს ხოლმე. მაგალიტად, ისეთ ადგილებში, სადაც ტერიტორია შეიძლ;ება არასასურველ ადამიანებს ჩაუვარდეთ ხელში, გადაეცემა ეკლესიას და აშ.

სხვა ქონება ხატებზე და ეკლესიის ნივთებზე საუბარი არ მაქვს, სრულად ვერ დაუბრუნდება, რადგან დღესი მდგომარეობით, მრავალი მიწის ნაკვეთი უკვე ხალხის მიერაა პრივატიზებული და მათ საკუთრებაშია.

გეთანხმებაი, რომ შეძლებისდაგვარად ნაწილი მაინც უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ასე ვერ გმოვა, ყველა მიწის და ქონების უსიტყვოდ დაბრუნება. ა
საბჭოტა კავშირის და გაკულაკების დროს ჩამორთმეული ოქნების უკან დაბრუნებაზე კანონი არ არსებობს და ალბათ ვერც მიიღებენ, ზემოხსნებებული მიზეზის გამო და კიდევ ბევრი სხვა მიზეზების გამო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამიტომ ეკლესიას იმ საფუძვლით რომ მისი ქონება იყო, ვერ დაუბრუნება, ამას შეიძლება სხვა სარჩულიც მოჰყვეს. ამიტომ, სახელმწიფო აძლევს სხვადასხვა მიწებს, მაგრამ ყველას ვერ დააბრუნებს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2008, 12:04 PM
პოსტი #67


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზვარე
ციტატა
ხომ არ ჯობდა სახელმწიფოს ეღიარებინა ვალი. ეგებ არგუმენტები გამოგვეცალა მტრებისათვის.

მაგაზეც მიდის მუშაობა 2kiss.gif სამწუხაროდ, უფლებამოსილი არ ვარ დეტალები გავახმაურო, მაგრამ მერწმუნე, მთავრობა იმაზე გაცილებით ბევრს აკეთებს, ვიდრე ეს ჩანს yes.gif smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 20 2008, 12:34 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(მხევალი ნინო @ Jun 20 2008, 11:02 AM) *

ზვარე
ზვარე, ყველა ქონებას, უძრავს ვგულისხმობ, სახელმწიფო ვერ დაუბრუნებს ეკლესიას, უფრო პოლიტიკურად მნიშვნელოვას აძლევს ხოლმე. მაგალიტად, ისეთ ადგილებში, სადაც ტერიტორია შეიძლ;ება არასასურველ ადამიანებს ჩაუვარდეთ ხელში, გადაეცემა ეკლესიას და აშ.

სხვა ქონება ხატებზე და ეკლესიის ნივთებზე საუბარი არ მაქვს, სრულად ვერ დაუბრუნდება, რადგან დღესი მდგომარეობით, მრავალი მიწის ნაკვეთი უკვე ხალხის მიერაა პრივატიზებული და მათ საკუთრებაშია.

გეთანხმებაი, რომ შეძლებისდაგვარად ნაწილი მაინც უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ასე ვერ გმოვა, ყველა მიწის და ქონების უსიტყვოდ დაბრუნება. ა
საბჭოტა კავშირის და გაკულაკების დროს ჩამორთმეული ოქნების უკან დაბრუნებაზე კანონი არ არსებობს და ალბათ ვერც მიიღებენ, ზემოხსნებებული მიზეზის გამო და კიდევ ბევრი სხვა მიზეზების გამო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამიტომ ეკლესიას იმ საფუძვლით რომ მისი ქონება იყო, ვერ დაუბრუნება, ამას შეიძლება სხვა სარჩულიც მოჰყვეს. ამიტომ, სახელმწიფო აძლევს სხვადასხვა მიწებს, მაგრამ ყველას ვერ დააბრუნებს.



ნებისმიერი ქონება შეიძლება შეიცვალოს ფულადი ექვივალენტით, რომელიც არაა აუცილებელი მაშინათვე გადახდილი იყოს. თანხა გაიწერება წლებზე, შესაძლებელია მის დაფარვას საუკუნეც დასჭირდეს. მაგრამ ეს იქნება ვალი და მისი დაბრუნება და ზოგიერთებს არ ექნებათ ყვირილის მიზეზი სეკულარიზაციაზე და ეკლესიის ,,პრივილეგირებულ'' მდგომარეობაზე.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jun 20 2008, 12:36 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(კანონისტი @ Jun 19 2008, 12:29 PM) *

ზვარე

რას ამბობ, აბა? 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სასულიერო განათლების ხელშეწყობისათვის გამოყოფილია 4 321 300 ლარი (მუხ. 57, კოდი 45 01), რაც წინა წელთა შედარებით გაზრდილია 2,5-ჯერ


მეტი ხელშეწყობაა საჭირო როგორც სასულიერო განათლებაზე ასევე საეროზე როგორც ფინანსური ასევე

მორალური.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 20 2008, 12:38 PM
პოსტი #70


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზვარე
ციტატა
ნებისმიერი ქონება შეიძლება შეიცვალოს ფულადი ექვივალენტით, რომელიც არაა აუცილებელი მაშინათვე გადახდილი იყოს. თანხა გაიწერება წლებზე, შესაძლებელია მის დაფარვას საუკუნეც დასჭირდეს. მაგრამ ეს იქნება ვალი და მისი დაბრუნება და ზოგიერთებს არ ექნებათ ყვირილის მიზეზი სეკულარიზაციაზე და ეკლესიის ,,პრივილეგირებულ'' მდგომარეობაზე



ესე ადვილი არ არის ხალხნო, ძალიან ადვილად საუბრობთ.იმ კანონზე რომელიც ითვალისიწნებს ჩამორთმეული ოქების უკან დაბრუნებას ან ტანხის ანაზღაურებას, 10 წელზე მეტია მუშაობენ. ეგრე არ არის დაჯდე ერთ დღერში დაითვალო ფული და მერე იხადო. ძალიან ადვილად უყურებთ, ძალიან.




--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 20 2008, 12:43 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(კანონისტი @ Jun 20 2008, 11:04 AM) *

ზვარე

მაგაზეც მიდის მუშაობა 2kiss.gif სამწუხაროდ, უფლებამოსილი არ ვარ დეტალები გავახმაურო, მაგრამ მერწმუნე, მთავრობა იმაზე გაცილებით ბევრს აკეთებს, ვიდრე ეს ჩანს yes.gif smile.gif


ძალიან კარგი. მთავრობის ბოლოდროინდელი ზრუნვა ეკლესიაზე მართლა გაზრდილია და საყვედურს ალბათ ვერავინ იტყვის.


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისე შიშების თემაში ნანახი მაქვს შენი პოსტი, ზოგ ტაძარში მთავრობას არ იხსენიებენო, ვფიქრობ დღეს ალბათ იხსენიებენ.

QUOTE(მხევალი ნინო @ Jun 20 2008, 11:38 AM) *

ზვარე
ესე ადვილი არ არის ხალხნო, ძალიან ადვილად საუბრობთ.იმ კანონზე რომელიც ითვალისიწნებს ჩამორთმეული ოქების უკან დაბრუნებას ან ტანხის ანაზღაურებას, 10 წელზე მეტია მუშაობენ. ეგრე არ არის დაჯდე ერთ დღერში დაითვალო ფული და მერე იხადო. ძალიან ადვილად უყურებთ, ძალიან.


არავინ ამბობს ერთ დღეში უნდა დაითვალოო. ერთ დღეში დათვლილი და სიმბოლური ანაზღაურება რას მისცემს ეკლესიას.
,,10 წელზე მეტია მუშაობენ'' _ ე.ი. მე ძალიან ცუდადა ვარ ინფორმირებული.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 20 2008, 01:40 PM
პოსტი #72


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზვარე
ციტატა
,,10 წელზე მეტია მუშაობენ'' _ ე.ი. მე ძალიან ცუდადა ვარ ინფორმირებული.



ნამდვილად ასეა, ან უფრო სწორედ მუშაობას ერიდებიანsmile.gif))) არადა საკონსტიტუციო სასამაღტლოს გადაწყვეტილებით მითითებაც კი აქვთ, უფრო სწორედ რეკომენდაცია ცოტა დააჩქარეთ მაგ კანონის მიღება, ხალხის უფლება ირღვევაო, მაგრამ მაგი რომ დააჩქარონ დარღვევა მერე ნახე შენ. ამიტომ, მესმის ჩვენი ხელისუფლების.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 24 2008, 07:49 PM
პოსტი #73


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



უბრალოდ, მთავრობის ზეგინდელი სხდომის დღის წესრიგი ნახეთ:
http://www.government.gov.ge/full_text.php?nid=5992

P.S. ახლა რისი საარჩევნო კამპანიაა ნეტავ? :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 02:04 AM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(კანონისტი @ Jun 24 2008, 06:49 PM) *

უბრალოდ, მთავრობის ზეგინდელი სხდომის დღის წესრიგი ნახეთ:
http://www.government.gov.ge/full_text.php?nid=5992




opaa.gif opaa.gif opaa.gif

hehe.gif hehe.gif hehe.gif


////////////////////////////////////////////////////

კანონისტის ციტატა
Feb 21 2007, 02:22 PM
შეიძლება ერთი შიში გამოკვეთო მეც??

25. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების

სამწუხაროდ, ვიცი არამხოლოდ საერო, არამედ სასულიერო პირები (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ), რომლებიც საერთოდ იღებენ კვერექსიდან "ღვთივდაცული ერის, მთავრობისა და მხედრობის" მოხსენიების მუხლს
////////////////////////////////////////////////////

დარჩა კიდევ ,,სასულიერო პირები (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ), რომლებიც საერთოდ იღებენ კვერექსიდან "ღვთივდაცული ერის, მთავრობისა და მხედრობის" მოხსენიების მუხლს''?

არა მგონია.

დღევანდელობაში პოზიტიური ინფორმაცია ნაკლებადაა და დიდი მადლობა კანონისტს ლინკისათვის http://www.government.gov.ge/full_text.php?nid=5992
გაიხარე


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 03:25 AM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(კანონისტი @ Jun 24 2008, 06:49 PM) *

უბრალოდ, მთავრობის ზეგინდელი სხდომის დღის წესრიგი ნახეთ:
http://www.government.gov.ge/full_text.php?nid=5992

P.S. ახლა რისი საარჩევნო კამპანიაა ნეტავ? tongue.gif


ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. (მთ. 6. 19-20)

რა იყო საარჩევნოზე ნაკლები კამპანიაა?


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jun 26 2008, 01:28 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



აქაურებს სალამი,საინტერესო თემაა.
რამდენიმე შეკითხვით შემოგიერთდებით.კომპეტენტურ პირებთანsmile.gif
იაღოველებთან დაკავშირებით რომ როგორც ვიცი (თუ არ ვცდები)ამ სექტის წარმომადგენლები არ ცნობენ არანაირ სახელმწიფოებრიობას.და ჯარშიც არ მიდიან საინტერესოა ამ მხრივ სახელმწიფოს დამოკიდებულა მათდამი.
მაგ:თუ არის იაღოველთა სექტა გაფორმებული საქართველოში როგორც იურიდული "ძალა" ან რავი რა ერქმევათ და რა შეთანხმებაში არიან ისინი სახელმწიფოსთან.
და 2: მაგ:სხვა რელიგიის წარმომადგენელზეი მოხდა თავდასხმა რელიგიური თვალსაზრისით სასამრთლო მას განიხილავს როგრც მოქალაქეზე თავდასხმის უბრალო ხულიგნობის მუხლით თუ როგორც სინამდვილეში იყო.ანუ ამ პიროვნებას სასამრთლო დაიცავს რეგლიგიული შეხედულებისამებრ.თუ ამზე პასუხი გაცემული მე მაპატიეთ.იაღოველებზე მაინც მომწერეთsmile.gif


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 26 2008, 01:34 PM
პოსტი #77


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



daviti_23
ციტატა
თუ არის იაღოველთა სექტა გაფორმებული საქართველოში როგორც იურიდული "ძალა" ან რავი რა ერქმევათ და რა შეთანხმებაში არიან ისინი სახელმწიფოსთან.

იურიდიული "ძალა" ვერ გავიგე

რასელისტთა კავშირი საქართველოში არის დარეგისტრირებული როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ქართული კანონმდებლობა ცნობს ერთადერთ რელიგიურ ორგანიზაციას - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ყველა სხვა კონფესიას შეუძლია დარეგისტრირდეს არაკომერციულ კერძო სამართლის იურიდიულ პირად. ამასთან, თუკი ის შეასრულებს რელიგიურ საქმიანობას, საგადასახადო კოდექსის თანახმად, შეიძლება გათავისუფლდეს გარკვეული ბაჟისა და გადასახადისგან.

ციტატა
სხვა რეიაგიაზე მოხდა თავდასხმა რელიგიური თვალსაზრისით სასამრთლო მას განიხილავს როგრც მოქალაქეზე თავდასხმის უბრალო ხულიგნობის მუხლით თუ როგორც სინამდვილეში იყო.ანუ ამ პიროვნებას სასამრთლო დაიცავს რეგლიგიული შეხედულებისამებრ.თუ ამზე პასუხი გაცემული მე მაპატიეთ.იაღოველებზე მაინც მომწერეთ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მთელი რიგი დანაშაულების მიმართ ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, როცა იგი ჩადენილია რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე. ასე რომ, დანაშაულის ჩადენის მოტივს სასამართლო გაითვალისწინებს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jun 26 2008, 01:40 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(daviti_23 @ Jun 26 2008, 11:28 AM) *

აქაურებს სალამი,საინტერესო თემაა.
რამდენიმე შეკითხვით შემოგიერთდებით.კომპეტენტურ პირებთანsmile.gif
იაღოველებთან დაკავშირებით რომ როგორც ვიცი (თუ არ ვცდები)ამ სექტის წარმომადგენლები არ ცნობენ არანაირ სახელმწიფოებრიობას.და ჯარშიც არ მიდიან საინტერესოა ამ მხრივ სახელმწიფოს დამოკიდებულა მათდამი.


არის ასეთი კანონი

საქართველოს კანონი

არასამხედრო, ალტერნატიული
შრომითი სამსახურის შესახებ


ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 26 2008, 01:42 PM
პოსტი #79


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მადლობა თემო. გამომრჩა ეგ კითხვა smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jun 26 2008, 01:44 PM
პოსტი #80


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2008, 11:42 AM) *

მადლობა თემო. გამომრჩა ეგ კითხვა smile.gif

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი