თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ მასწავლებელი და სარწმუნოება

პოსტის ავტორი: maiazhizhila თარიღი: Dec 25 2008, 12:53 AM

სკოლაში ვმუშაობ. ჩემს გვერდით არიან კოლეგები,რომლებიც მოსწავლე გოგონებს შარვლის ჩაცმას უშლიან.ეს ერთის მხრივ,მართლაც ღვთისთვის სათნო მოქმედებაა, მეგრამ მეორეს მხრივ,ეკლესიურად ვფიქრობ პირველ რიგში ოჯახმა და ეკლესიამ უნდა აღზარდოს მოზარდი.მასწავლებელს შეუძლია |თავისი აზრი მიაწოდოს მოსწავლეებს და არა სიტყვიერი თუ ფიზიკური ზეწოლით ,,მოაქციოს,, ისინი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 25 2008, 09:59 AM

მასწავლებლის საქმე არაა მოსწავლე შარვალს ჩაიცმევს თუ კაბას ან შორტს...

ციტატა
ღვთისთვის სათნო მოქმედებაა

რათა ვითომ? მასწავლებელმა შეიძლება ასწავლოს საგანი და ესეთი საქციელით კიდევ ბავშვის სულიერი განვითარება შეაფერხოს.

ციტატა
მასწავლებელს შეუძლია |თავისი აზრი მიაწოდოს მოსწავლეებს და არა სიტყვიერი თუ ფიზიკური ზეწოლით ,,მოაქციოს,, ისინი.

არ მესმის, როცა მაგალითად მათემატიკის ან ისტორიის მასწავლებელი რელიგიაზე ესაუბრება ბავშვებს... ამის უფლება აშკარად არ აქვთ...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 25 2008, 10:09 AM

ქავთარაძე
ვერ დაგეთანხმები. მე რომ შრომის და რუსულის მასწავლებლისგან ადამიანობა მისწავლია, მათგან რომ ზნეობის გაკვეთილები მაქვს მიღებული, იმის ფასი არც ის შრომა იყო და არც ის რუსული. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი ასწავლოს ბავშვს. ცხადია, ყველაზე დიდი დოზით თავისი საგანი smile.gif

შარვლის აკრძალვას რაც შეეხება, მე საერთოდ სკოლაში ფორმის მომხრე ვარ. მაგრამ ძალიან არაეფექტურია, აუკრძალო ბავშვს, ვთქვათ, შარვლის ჩაცმა, ან სიგარეტის მოწევა, როცა იმავე სკოლის პედაგოგები შარვალსაც იცვამენ და სიგარეტსაც ეწევიან. ასევე მშობლებიც. მე არ ვაფასებ აქ შარვლის და სიგარეტის სიავკარგეს. უბრალოდ ვამბობ, არც ერთ აკრძალვას შედეგი არ ექნება, თუ თვითონ არ იქნები მაგალითი ბავშვისთვის.

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 25 2008, 12:57 PM

ციტატა(მარიამი @ Dec 25 2008, 10:09 AM) *

ქავთარაძე
ვერ დაგეთანხმები. მე რომ შრომის და რუსულის მასწავლებლისგან ადამიანობა მისწავლია, მათგან რომ ზნეობის გაკვეთილები მაქვს მიღებული, იმის ფასი არც ის შრომა იყო და არც ის რუსული. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი ასწავლოს ბავშვს. ცხადია, ყველაზე დიდი დოზით თავისი საგანი smile.gif

შარვლის აკრძალვას რაც შეეხება, მე საერთოდ სკოლაში ფორმის მომხრე ვარ. მაგრამ ძალიან არაეფექტურია, აუკრძალო ბავშვს, ვთქვათ, შარვლის ჩაცმა, ან სიგარეტის მოწევა, როცა იმავე სკოლის პედაგოგები შარვალსაც იცვამენ და სიგარეტსაც ეწევიან. ასევე მშობლებიც. მე არ ვაფასებ აქ შარვლის და სიგარეტის სიავკარგეს. უბრალოდ ვამბობ, არც ერთ აკრძალვას შედეგი არ ექნება, თუ თვითონ არ იქნები მაგალითი ბავშვისთვის.

გეთანმხები..

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Dec 25 2008, 01:31 PM

ციტატა(maiazhizhila @ Dec 25 2008, 12:53 AM) *

შეუძლია თავისი აზრი მიაწოდოს მოსწავლეებს და არა სიტყვიერი თუ ფიზიკური ზეწოლით ,,მოაქციოს,, ისინი.

ყოვლად დაუშვებელია blink.gif

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Dec 25 2008, 01:33 PM

ნეტა რა აზრი აქვს დაშლას რო? მაინც იმას გააკეთებენ რაც უნდათ

პოსტის ავტორი: Delusion თარიღი: Dec 25 2008, 04:04 PM

ყველა უნდა დაიჭირო და როზგები დაუნიშნო, ვინც "მოქცევას" და ადამიანის არჩევნის უფლების შეზღუდვას ცდილობს, მერე ეგება აეხილოთ თვალები ბნელებს.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 25 2008, 10:18 PM

ნუ იქცევით მრავალნი მოძღვრადო - სამოციქულოში წერია სადღაც. ყველას არ აქვს სწავლების მადლი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 25 2008, 11:51 PM

მარიამი

ციტატა
ვერ დაგეთანხმები. მე რომ შრომის და რუსულის მასწავლებლისგან ადამიანობა მისწავლია, მათგან რომ ზნეობის გაკვეთილები მაქვს მიღებული, იმის ფასი არც ის შრომა იყო და არც ის რუსული. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი ასწავლოს ბავშვს. ცხადია, ყველაზე დიდი დოზით თავისი საგანი smile.gif

ეთიკა და ესთეთიკა ცხადია შედის მასწავლებლის პრეროგატივაში, მაგრამ თუ სახელმწიფო უშვებს სკოლაში არა უნიფორმის გარეშე სიარულს და მოსწავლეები ესთეთიკურად იმოსებიან ანუ არა გამომწვევად და ვულგალურად, რა უფლება აქვს მასწავლებელს თუნდაც შენიშვნა მისცეს შარვალზე მოსწავლე გოგონას. რელიგიური საკითხები კი შესაბამისი მეცნიერების პედაგოგისგან უნდა ეწოდებოდეს ბავშვს . თუმცა , აქაც არაფერ შუაშია შარვალი.

ციტატა

შარვლის აკრძალვას რაც შეეხება, მე საერთოდ სკოლაში ფორმის მომხრე ვარ. მაგრამ ძალიან არაეფექტურია, აუკრძალო ბავშვს, ვთქვათ, შარვლის ჩაცმა, ან სიგარეტის მოწევა, როცა იმავე სკოლის პედაგოგები შარვალსაც იცვამენ და სიგარეტსაც ეწევიან. ასევე მშობლებიც. მე არ ვაფასებ აქ შარვლის და სიგარეტის სიავკარგეს. უბრალოდ ვამბობ, არც ერთ აკრძალვას შედეგი არ ექნება, თუ თვითონ არ იქნები მაგალითი ბავშვისთვის.

მასწავლებელს აქვს უფლება შენიშვნა მისცეს მოსწავლეს სიგარეტის წევაზე , თუნდაც თვით მასწავლებელი ეწეოდეს. მიზეზი: მოზარდისთვის უფრო მავნებელია ნიკოტინი. ასე რომ, მასწავლებელი ეწევა თუ არ ეწევა, ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს.

ჩემი აზრით, ყველამ მის საგანს მიხედოს და როგორც ზემოთ ავღნიშნე, იყოს კულტურული, რომ მოსწავლისთვის სამაგალითო აღმოჩნდეს.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 26 2008, 12:03 AM

ციტატა
მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერი ასწავლოს ბავშვს

ვერ გავიგე biggrin.gif რუსულის მასწავლებელს საიდან აქვს უფლება რელიგიაზე ესაუბროს ბავშვს? ეს შეიძლება ადამიანის სულისთვის საზიანოც აღმოჩნდეს ... შენ გაგიმართლა მარი და კარგი მასწავლებელი შეგხვდა და გასწავლა კარგი რამე-რუმეები მაგრამ არის 1000 გიჟი რომელთაც ამის უფლება არ უნდა მიეცეთ...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2008, 12:09 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 26 2008, 01:03 AM) *

ვერ გავიგე biggrin.gif რუსულის მასწავლებელს საიდან აქვს უფლება რელიგიაზე ესაუბროს ბავშვს? ეს შეიძლება ადამიანის სულისთვის საზიანოც აღმოჩნდეს ... შენ გაგიმართლა მარი და კარგი მასწავლებელი შეგხვდა და გასწავლა კარგი რამე-რუმეები მაგრამ არის 1000 გიჟი რომელთაც ამის უფლება არ უნდა მიეცეთ...

რა საოცარი ხალხი ხართ რა biggrin.gif ჩარჩოები ღუპავს საგანს, მოსწავლეს და მასწავლებელს. შენი ლოგიკით, არც ქართულის მასწავლებელს აქვს უფლება, რელიგიაზე ესაუბრო. რუსული მარტო ენა არაა, რუსულს ჩვენ რუსულის ლიტერატურასთან ერთად ვსწავლობთ, რაოდენ გასაკვირია, რუსი მწერლებიც მორწმუნეები იყვნენ biggrin.gif მათემატიკა? ფიზიკა? აქაც biggrin.gif მართალია, მასწვალებლები რელიგიაზე არ მესაუბრებოდნენ, მაგრამ თავად იყვნენ მაგალითები, მათემატიკის მასწავლებელი კი იმითაც დამამახსოვრდა, რომ სიმკაცრესა და პროფესიონალიზმთან ერთად, საინტერესო მითითება-შენიშვნა-დარიგებები იცოდა, თან არც თავს გახვევდა, უბრალოდ მაგალითს ან ლაპარაკს მოაყოლებდა smile.gif


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 26 2008, 12:35 AM

ციტატა
რუსი მწერლებიც მორწმუნეები იყვნენ

ზოგადად ნუ ისაუბრებ smile.gif
მე მინდა გკითხო: თუ მასწავლებელი არის პანატიკოსი მორწმუნე ან კიდევ იაღოველი ან სულაც მასონი biggrin.gif სატანისტი... მაგ ლოგიკით მათაც აქვთ უფლება ესაუბრონ ბავშვებს რელიგიაზე... სულ ესაა... მე ჩემი სათქმელი ამითი გამოვხატე...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2008, 01:31 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 26 2008, 01:35 AM) *

ზოგადად ნუ ისაუბრებ smile.gif
მე მინდა გკითხო: თუ მასწავლებელი არის პანატიკოსი მორწმუნე ან კიდევ იაღოველი ან სულაც მასონი biggrin.gif სატანისტი... მაგ ლოგიკით მათაც აქვთ უფლება ესაუბრონ ბავშვებს რელიგიაზე... სულ ესაა... მე ჩემი სათქმელი ამითი გამოვხატე...

და რატომ უნდა ისაუბრონ საერთოდ რელიგიაზე პირდაპირ, თუ ეს მათი მოვალეობა არაა? მეტისმეტად ცალსახად და რადიკალურად უდგები ყველაფერს

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 26 2008, 01:50 AM

თამარი_ცქნაფო
სარწმუნოებაზეა ამ თემაში საუბარი და აბა საიდან უნდა მივუდგე????
თემის სათაური არის
მასწავლებელი და სარწმუნოება...

ციტატა
მეტისმეტად ცალსახად და რადიკალურად უდგები ყველაფერს

აშკარად არაა ეგრე... smile.gif მე რაზეც მესაუბრებიან იმაზე ვესაუბრები... ტყუილა ნუ დამაბრალებ რადიკალიზმს... smile.gif

შეიძლება მასწავლებელი ბავშვს დაუმეგობრდეს(შეიძლება კი არა აუცილებელიცაა) ესაუბროს მას მისთვის სახალისო თემებზე მაგრამ როცა საქმე მიდი ბავშვის სულიერ აღზრდაზე(სარწმუნოებრივი კუთხით) ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია უბრალო მასწავლებლის(არ იგულისხმება თეოლოგი და სასულიერო პირი) ჩარევა რადგან შესაძლებელია ამან ძალიან დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოზარდის სულზე...

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 26 2008, 04:47 PM

ქავთარაძე

მგონი აჭარბებ,

მე ვფიქრობ რომ, გიჟი, ფანატიკოსი და არანორმალური არ უნდა შეუშვა ზოგადად ბავშვებთან, არცერთი საგნის მასწავლებლად.

მეორეც მასწავლებელი რელიგიაზე კი არ უნდა ესაუბრებოდეს ბავშვს, არამედ ასწავლიდეს ადამიაობას, ზრდილობას, უვითარებდეს პასუხისმგებლობის სეგრძნებას, მშობლების, მასწავლებლების პატივისცემას....

არ შეიძლება მასწავლებელი მხოლოდ ვიწროდ მისი საგნის სწავლებაში ჩაკეტო, მაშინ ის მასწავლებელი კი არა, კომპიუტერი იქნება, რომელიც გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის ბავშვს...

მართლა ისეთი მასწავლებლები მყავდა, რომ ბევრი რამ მათგანაც ვისწავლე და ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიებებაში მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს. განსაკუთრებით ქართულის და მათემატიკის მასწავლებლემა....

რაც შეეხება ტანსაცმელს, მეც ძალიან მაღიზიანებდა, როდესაც მასწავლებლები მითითებდნენ რა როგორ ჩამეცვა. (ასეთებიც იყვნენ რამოდენიმე).

ვფიქრობ მოზარდის ცაცმაში საერთოდ არავინ უნდა ჩაერიოს, თუ მთლად შიშველი(ვულგარულად ჩაცმული) არ დადის, იმიტომ რომ ეს მისი "თავისუფლების" ერთადერთი გამოხატულებაა, სხვა ყველაფერში ის მშობელზეა დამოკიდებული და თავის ინდივიდუალიმს ჩაცმით გამოხატავს...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 26 2008, 05:37 PM

.ნინო
ნინო ვერც შენ და ვერც ცქნაფომ ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდა... არადა გარკვევით მიწერია, მე ვსაუბრობ რელიგიაზე , სარწმუნოებაზე ისევე როგორც თემის ავტორი და არა აღზრდაზე ან მსოფლმხედველობაზე... რაზე ვაჭარბებ არ მესმის...

ციტატა
მე ვფიქრობ რომ, გიჟი, ფანატიკოსი და არანორმალური არ უნდა შეუშვა ზოგადად ბავშვებთან, არცერთი საგნის მასწავლებლად.

ვერ გავიგე, სამსახურში სარწმუნოების მიხედვით ღებულობენ მასწავლებლებს? მე რელიგიურად გადახრილი ადამიანები ვიგულისხმე და არა ფსიქიკურად.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 26 2008, 11:29 PM

ქავთარაძე

ციტატა
ნინო ვერც შენ და ვერც ცქნაფომ ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდა... არადა გარკვევით მიწერია, მე ვსაუბრობ რელიგიაზე , სარწმუნოებაზე ისევე როგორც თემის ავტორი და არა აღზრდაზე ან მსოფლმხედველობაზე... რაზე ვაჭარბებ არ მესმის...

ციტატა
ვერ გავიგე, სამსახურში სარწმუნოების მიხედვით ღებულობენ მასწავლებლებს? მე რელიგიურად გადახრილი ადამიანები ვიგულისხმე და არა ფსიქიკურად.

მე გავიგე, გიორგი და გეთანხმები იდეაში yes.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 26 2008, 11:43 PM

ქავთარაძე

ციტატა
შეიძლება მასწავლებელი ბავშვს დაუმეგობრდეს(შეიძლება კი არა აუცილებელიცაა) ესაუბროს მას მისთვის სახალისო თემებზე მაგრამ როცა საქმე მიდი ბავშვის სულიერ აღზრდაზე(სარწმუნოებრივი კუთხით) ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია უბრალო მასწავლებლის(არ იგულისხმება თეოლოგი და სასულიერო პირი) ჩარევა რადგან შესაძლებელია ამან ძალიან დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოზარდის სულზე...

განსაკუთრებით, თუ ეს მასწავლებელი თვლის, რომ აუცილებლად უნდა დაგეხმაროს გამუდმებული შენიშვნებით და სხვადასხვა ციტატებით ლიტერატუარსა თუ სახარებიდანbiggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 26 2008, 11:44 PM

სადმე სიტყვა პედაგოგიკასაც თუ ვახსენებთ, ალბათ ურიგო არ იქნება.

ბავშვის ჩაცმულობა, მისი იდენტობის გამომხატველია და თუ განსაკუთრებულად არაეთიკურად აცვია, ამისთვის არსებობს მშობელი, რომელსაც უნდა მიმართოს მასწავლებელმა ამ საკითხის დასარეგულირებლად. უშუალო შენიშვნისაგან მან თავი უნდა შეიკავოს, მითუმეტეს სხვა თანაკლასელების თანდასწრებით.

მასწავლებელი, პირველ რიგში პედაგოგია, ავტორიტეტი ბავშვის თვალში, რომელსაც გარკვეული ზოგადი ცოდნა უნდა გააჩნდეს, რომ მასთან კითხვით მისულ ბავშვს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, ან თუ არ იცის, სწორად დააკვალიანოს მაინცა, თუ სად მოიძიოს ბავშვმა მისთვის საინტერესო ინფორმაცია.

მხოლოდ რაიმე საგნის ცოდნა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება პედაგოგია და ივარგებს მასწავლებლად.

ნამდვილი პედაგოგი ადამიანები კი სამწუხაროდ იშვიათობაა და ამიტომ მეტად დასაფასებელიც.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 26 2008, 11:55 PM

ციტატა
შეიძლება მასწავლებელი ბავშვს დაუმეგობრდეს(შეიძლება კი არა აუცილებელიცაა) ესაუბროს მას მისთვის სახალისო თემებზე მაგრამ როცა საქმე მიდი ბავშვის სულიერ აღზრდაზე(სარწმუნოებრივი კუთხით) ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია უბრალო მასწავლებლის(არ იგულისხმება თეოლოგი და სასულიერო პირი) ჩარევა რადგან შესაძლებელია ამან ძალიან დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოზარდის სულზე...


პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით: თუ მასწავლებელი ბავშვს არ დაუმეგობრდება ვერაფერს ასწავლის. ამაში გეთანხმებით.

მაგრამ...... შეიძლება მასცავლებელს არ ქონდეს თეოლოგიური განათლების დიპლომი(მე მაქვსsmile.gif) და ძალიან კარგ სულიერების გზაზე დააყენოს მოსწავლე. ნუ რა თქმა უნდა "აღსარებას" არ უნდა იბარებდეს და "კურთხევებს" არ უნდა გასცემდეს

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Dec 27 2008, 12:19 AM

ციტატა(maiazhizhila @ Dec 25 2008, 12:53 AM) *

სკოლაში ვმუშაობ. ჩემს გვერდით არიან კოლეგები,რომლებიც მოსწავლე გოგონებს შარვლის ჩაცმას უშლიან.ეს ერთის მხრივ,მართლაც ღვთისთვის სათნო მოქმედებაა, მეგრამ მეორეს მხრივ,ეკლესიურად ვფიქრობ პირველ რიგში ოჯახმა და ეკლესიამ უნდა აღზარდოს მოზარდი.მასწავლებელს შეუძლია |თავისი აზრი მიაწოდოს მოსწავლეებს და არა სიტყვიერი თუ ფიზიკური ზეწოლით ,,მოაქციოს,, ისინი.

მასწავლებელს ცალკე –ნაკლებად მაგრამ სკოლის დირექციას და პედაგოგიურ საბჭომ უნდა დააწესონ
სასკოლო ფორმა ან როგორი ტანისამოსით არ შეიძლება სკოლაში მოსვლა

გოგოს კი არა მახსოვს მე მე 10 კლასში რომ დამინახა დირექტორმა ჯინსებში და ფუმფულა სვიტრში –სკოლაში რომ შევდიოდი –სახლში გააბრუნა
მართალია –ის საბჭოთა სკოლა იყო მაგრამ თავზეხელაჭებულობაც არ არის კარგი
როცა სკოლა არ გრძალავს –მშობლებისთვისაც ძნელია საკუთარი გოგო სხვანაირად გამოაწყონ
–რაც მიღებულია –ყველასთვის სამაგალითო ხდება

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 27 2008, 12:25 AM

ციტატა
მაგრამ...... შეიძლება მასცავლებელს არ ქონდეს თეოლოგიური განათლების დიპლომი(მე მაქვს) და ძალიან კარგ სულიერების გზაზე დააყენოს მოსწავლე. ნუ რა თქმა უნდა "აღსარებას" არ უნდა იბარებდეს და "კურთხევებს" არ უნდა გასცემდეს

კიმაგრამ ჩემო ბადრი შეიძლებაზე ხომ არაა ისეთი სათუთი რამ რასაც ბავშვის სული ქვია? შეიძლება ვიღაც მკვლელმა დააყენოს ბავშვი "ძალიან კარგ სულიერების გზაზე" მაგრამ ეს "შეიძლება" ჩემთვის პირადად მიუღებელია.
ჩემთვის მისაღებია თეოლოგი სკოლაში რომელიც ლოიალური იქნება იმ ბავშვებისადმი ვისაც განხვავებული რწმენა ექნება და აუცილებლად გამართლმადიდებლებას არ მოთხოვს...
მოძღვარი და თეოლოგი ამისთვის არსებობს და რუსულის მასწავლებელს სხვა მისია აკისრია.

პოსტის ავტორი: KveS_! თარიღი: Dec 27 2008, 12:37 AM

რელიგია, რელიგიის მასწავლებელმა უნდა ასწავლოს . მაგრამ შეიძლება გამონაკლისებიც (მე მყავდა ქართულის ძალიან კარგი მასწავლებელი და რელიგიაზეც გვესაუბრებოდა ) თუ საკმარისად არაქვს ცოდნა შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს ამ სწავლებამ და საუბარმა. შარვლის ჩაცმის დაშლა არ მგონია მართებული იყოს ! ბოლოს და ბოლოს მასწავლებელია და არა საეკლესიო პირი და არც მშობელი smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 28 2008, 12:41 AM

ციტატა
კიმაგრამ ჩემო ბადრი შეიძლებაზე ხომ არაა ისეთი სათუთი რამ რასაც ბავშვის სული ქვია? შეიძლება ვიღაც მკვლელმა დააყენოს ბავშვი "ძალიან კარგ სულიერების გზაზე" მაგრამ ეს "შეიძლება" ჩემთვის პირადად მიუღებელია.
ჩემთვის მისაღებია თეოლოგი სკოლაში რომელიც ლოიალური იქნება იმ ბავშვებისადმი ვისაც განხვავებული რწმენა ექნება და აუცილებლად გამართლმადიდებლებას არ მოთხოვს...
მოძღვარი და თეოლოგი ამისთვის არსებობს და რუსულის მასწავლებელს სხვა მისია აკისრია.

მგონი ოდნავ არასწორად გამიგე. მეც მირჩევნია საქმე პროფესიონალმა აკეთოს, მაგრამ მინახავს ბევრი თეოლოგი(დიპლომით) სათოფეზე რომ არ უნდა მიაკარო ბავშვს და ბევრი ადამიანი ერთხელაც რომ არ დასწრების თეოლოგიის ლექციას და მადლმოსილია. ვინ იცის ვისი პირით ველაპარაკება ხოლმე უფალი.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 28 2008, 12:51 AM

ციტატა
რელიგია, რელიგიის მასწავლებელმა უნდა ასწავლოს . მაგრამ შეიძლება გამონაკლისებიც (მე მყავდა ქართულის ძალიან კარგი მასწავლებელი და რელიგიაზეც გვესაუბრებოდა ) თუ საკმარისად არაქვს ცოდნა შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს ამ სწავლებამ და საუბარმა.


აბსოლუტურად გეთანხმებით


ციტატა
ბოლოს და ბოლოს მასწავლებელია და არა საეკლესიო პირი და არც მშობელი

ვაპროტესტებ smile.gif ცნობისათვის ადრე მასწავლებელს აღნიშნავდა სიტყვა "მოძღვარი" და საერთოდ ბავშვის სულის აღზრდაზე არც თუ უმნიშვნელო პასუხისმგებლობა ეკისრება მასწავლებელს

ციტატა
შარვლის ჩაცმის დაშლა არ მგონია მართებული იყოს !


მართებულია! მაგრამ გააჩნია ვინ,როგორ და როდის გააკეთებს ამას.
მა მდროს მთავბარი შარვალი არ უნდა იყოს...რაც უნდა იყოს კარგად მოგეხსენებათ smile.gif

პოსტის ავტორი: KveS_! თარიღი: Dec 28 2008, 01:20 AM

ბავშვს უნდა ასწავლო და მიახვედრო რა არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება smile.gif გოგოსთვის შარვლის ჩაცმის დაშლა მასწავლებლის ფუნქცია არ არის (ეს ჩემი აზრია ) smile.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Dec 29 2008, 03:32 PM

არადა, აკრძალული ხილი რა გემრიალიაააა?! biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 29 2008, 04:05 PM

ჯერ საკუთარ თავზე ეზრუნათ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 20 2014, 10:52 PM

ქიმიის გაკვეთილზე მახსოვს ეკლესიის ზარის ხმა იყო, ნახევარმა კლასმა პირჯვარი გადაიწერა და მასწავლებელი გვეჩხუბა.
პ.ს. კომუნისტების დროს არ მისწავლია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2014, 01:02 AM

qetevano
რა ცდა ჩაატარეთ ეგეთი ლექციაზე ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 21 2014, 09:12 AM

ციტატა(qetevano @ Feb 20 2014, 10:52 PM) *

ქიმიის გაკვეთილზე მახსოვს ეკლესიის ზარის ხმა იყო, ნახევარმა კლასმა პირჯვარი გადაიწერა და მასწავლებელი გვეჩხუბა.
პ.ს. კომუნისტების დროს არ მისწავლია

ნიკოლას ფლამელი ხო არ გასწავლიდათ ? biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)