IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> 9 აპრილის ტრაგედია
marine
პოსტი Mar 27 2008, 02:30 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!



მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი.

იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია.

ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ.

დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე.

მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა.

ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს.

მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას.

მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება.

გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა.



დიდი პატივისცემით ილია II

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი





* * *

გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული,

რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული.

რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა,

მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ.

ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად,

თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად.

/ხეებზე გაკრული ლექსებიდან/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Aug 17 2019, 08:46 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გოდება გვმართებს უმანკო მსხვერპლთა გამო, მაგრამ ნუგეშად ის გვრჩება, რომ მათი წმინდა სისხლი ტყუილუბრალოდ არ დაღვრილა, იგი საქართველოს ერთიანობის, ეროვნული სიმტკიცის დუღაბად იქცა, რაც 1991 წლის 9 აპრილს გამოუკიდებლობის აქტით განმტკიცდა. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც"

რომ ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!
(9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას)


ახლოა ჟამი შუაღამისა,
ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
ლოცვით, გალობით, ახლა ვინც კვდება!
ახლოა ჟამი, ჟამი ცისკრისა,
იწვიმებს სისხლი, დადგება ტბებად...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება!
არა გაქრობა, - აღდგომა მკვდრეთით!
არა დალევა, - მრავლობა შვილთა,
რომ... გამოვუსხლტეთ ისევ ყორანთა
და ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!

ანა კალანდაძე

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.45/

----------------------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   9 აპრილის ტრაგედია   Mar 27 2008, 02:30 PM
Amuza   ჩემი თანასოფლელიც ...   Mar 27 2008, 02:46 PM
marine   ჩემი თანასოფლელიც...   Mar 27 2008, 02:47 PM
Rozoma   marine ეს წერილი ვის სა...   Mar 27 2008, 02:52 PM
KAIROS   ვისია ეს დალოცვილ...   Mar 27 2008, 02:53 PM
marine   მაგ დროს სულ პატარ...   Mar 27 2008, 03:02 PM
marine   იარონ სინათლეში ...   Mar 27 2008, 05:01 PM
tamara   უცნაური რაღაცეები ...   Mar 27 2008, 06:58 PM
marine   ... ახლა საჭიროა უფრ...   Apr 8 2008, 05:06 PM
მნათე   ტკივილი მართლაც დი...   Apr 8 2008, 07:09 PM
orthodox-georgia   ტკივილი მართლაც დ...   May 17 2008, 06:54 PM
yipiani gio   აცხოვნოს ღმერთმა მ...   Apr 8 2008, 09:21 PM
ქავთარაძე   9 აპრილი დიდი ტკივი...   Apr 8 2008, 09:26 PM
Amuza   გახსენება ვუძ...   Apr 8 2008, 09:35 PM
q-e-T-i   ღმერთმა აცხონოს თა...   Apr 8 2008, 09:37 PM
TikoE   9 აპრილი იყო და ყოვე...   Apr 8 2008, 09:56 PM
makiki   დღეს ამინდიც როგორ...   Apr 9 2008, 09:29 PM
არაგველი   დღე იყო უღმერთოდ მ...   Apr 23 2008, 09:37 AM
tiko282   დავიჯერო არავის გ...   Apr 23 2008, 09:24 PM
milana   არ დაიჯერო :) გაგვი...   Apr 22 2009, 01:13 AM
xornabujeli   დიდად პატივცემულო...   Apr 24 2008, 12:47 AM
abo   tamara დარიშხანი მძიმ...   Apr 24 2008, 01:21 AM
tamara   tamara დარიშხანი მძიმ...   Jun 2 2008, 05:40 PM
tiko282   არაგველი მოვძებნე ...   Apr 30 2008, 01:49 PM
Misha_kartveli   9 აპრილი საქართველ...   Jun 2 2008, 08:57 AM
veriko7   ეს დღე ყველა ჩვენგ...   Jun 2 2008, 05:59 PM
Lego   ერთ-ერთი დაღუპულთა...   Jun 2 2008, 06:06 PM
მატასი   ცათა სასუფეველი და...   Apr 9 2009, 11:04 PM
likka   იმდროს ორივე, მამა...   Apr 9 2009, 11:11 PM
sable   ისე ეს დღე ტრაგედი...   Apr 10 2009, 03:08 AM
ქავთარაძე   ამ კაცის სახელის გ...   Apr 10 2009, 12:37 PM
ana.anu   უდაოა ის,რომ 9აპრილ...   Apr 10 2009, 07:58 PM
ა ნ უ კ ა   პატარა ვიყავი სამწ...   Apr 10 2009, 09:27 PM
Belief   3 წლის ვიყავი ბევრი...   Apr 18 2009, 05:59 PM
tamara   http://s53.radikal.ru/i141/0903/ce/42169cec0637.jp...   Apr 18 2009, 06:59 PM
Belief   tamara ვერ ვხვდები რუს...   Apr 18 2009, 07:38 PM
tamara   Belief ამ ადგილას დაიღ...   Apr 18 2009, 09:04 PM
Belief   tamara კი ბევრ ადგილას ...   Apr 21 2009, 04:03 PM
tamuna_18   ყველაზე მეტად ვიდე...   Apr 21 2009, 11:55 PM
უჩა   tamuna_18 ხო მართალი ხარ. ...   Apr 21 2009, 11:58 PM
tamuna_18   ესე მგონია რამდენჯ...   Apr 22 2009, 12:00 AM
უჩა   tamuna_18 იმედია აღარასდ...   Apr 22 2009, 12:06 AM
ბადრი   22 წელი შესრულდა საბ...   Apr 9 2011, 05:12 AM
zura.bi   http://s014.radikal.ru/i329/1104/c3/3ec091b393a1.j...   Apr 9 2011, 09:21 AM
orthodox-georgia   +1   Apr 9 2011, 06:26 PM
marine   გმირების სიმღერა ...   Apr 8 2015, 11:04 PM
marine   რუსთაველს და იმ 9 აპ...   Apr 9 2015, 12:15 PM
marine   ფიქრები 9 აპრილის წ...   Apr 8 2016, 11:22 PM
marine   "მე შევესწარი ცხრ...   Apr 1 2017, 10:41 AM
marine   "ერთი ამბავი გამა...   Jul 11 2018, 04:17 PM
marine   "მე ვგრძნობდი, რო...   May 24 2019, 06:29 PM
marine   "ყველაზე მძიმე მდ...   Jun 2 2019, 03:05 PM
marine   "9 აპრილი - რაოდენ ...   Aug 7 2019, 09:45 PM
marine   "მრავალტანულ საქ...   Aug 17 2019, 03:27 PM
marine   "გოდება გვმართებ...   Aug 17 2019, 08:46 PM
marine   "იმ ღამეს საქართვ...   Dec 5 2022, 08:35 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 07:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი