თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ძველი და ახალი აღთქმა.

პოსტის ავტორი: syd barrett თარიღი: May 21 2009, 05:15 PM

გამარჯობა..

მაპატიეთ რომ შემოგეჭერით, მაგრამ რამდენიმე საინტერესო შეკითხვა მაქვს თქვენთან..


თავდაპირველად მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰგავს ასე ძლიერ ძველი აღთქმის და შუმერული მითოლოგიის არცთუ ცოტა ეპიზოდი..

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 21 2009, 09:57 PM

syd barrett
ეს თემა არ შეეფერება წმინდა წერილის განყოფილებას.
წმინდა წერილის განყოფილება გახსნილია იმისთვის რათა უკეთ შევისწავლოთ ბიბლია.
სადაო საკითხები კი აპოლოგეტიკის განყოფილებაში შეგვიძლია განვიხილოთ.
ამიტომ გადავიტან იქით და იქ გავაგრძელოთ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 22 2009, 10:45 PM

ძველი ერთდროულად ქრისტიანული სისავსის წყაროცაა და მისი აქილევსის ქუსლიც biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 22 2009, 10:50 PM

syd barrett

ციტატა
თუ რატომ ჰგავს ასე ძლიერ ძველი აღთქმის და შუმერული მითოლოგიის არცთუ ცოტა ეპიზოდი..

მოიყვანე ბარემ რამდენიმე მაგალითი smile.gif აქ ისტორიის კარგად მცოდნე ხალხიც გვყავს და ასევე მითოლოგიასაც იცნობენ ბევრი ფორუმელთაგანი. დაწერე რამდენიმე მაგალითი და განვიხილოთ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 22 2009, 10:53 PM

მე მაინც ვფიქრობ, რომ ძველი აღთქმის ზოგიერთ მუხლზე ეკლესიას კარგი ინტერპრეტაციისთვის დიდი სამეცნიერო მოღვაწეობის დაფინანსება მოუწევს. თუმც სულ უფრო ნაკლებ მჯერა ინტერნეტ ფორუმებში ასეთი თემების ობიექტური განხილვის, არასამეცნიერო განათლების გამო.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2009, 12:31 AM

staywhite

ციტატა
მოიყვანე ბარემ რამდენიმე მაგალითი

აშკარად წარღვნას გულისხმობს smile.gif ეს ყველაზე ცნობილი მაგალითია..

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 24 2009, 01:55 AM

გილგამეში? .....................................

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: May 31 2009, 10:24 PM

ციტატა(syd barrett @ May 21 2009, 05:15 PM) *

გამარჯობა..

მაპატიეთ რომ შემოგეჭერით, მაგრამ რამდენიმე საინტერესო შეკითხვა მაქვს თქვენთან..
თავდაპირველად მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰგავს ასე ძლიერ ძველი აღთქმის და შუმერული მითოლოგიის არცთუ ცოტა ეპიზოდი..


გადაწერილია უეჭველი unsure.gif

პოსტის ავტორი: syd barrett თარიღი: Jun 2 2009, 10:55 PM

გადაწერილი შეიძლება არაა, მაგრამ შუმერულის გავლენით არის დაწერილი
როგორც იქნა მეღირსა ამ თემის პოვნა..

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jun 3 2009, 03:54 AM

QUOTE(syd barrett @ Jun 2 2009, 10:55 PM) *

გადაწერილი შეიძლება არაა, მაგრამ შუმერულის გავლენით არის დაწერილი
როგორც იქნა მეღირსა ამ თემის პოვნა..



თუ იმ ფაქტს აღიარებ, რომ წარღვნა მოხდა, ე.ი. შესაბამისად მთელი დღევანდელი კაცობრიობა ნოესა და მისი შვილების შთამომავალია, გასაკვირს რას ხედავ იმაში რომ შტამომავლებს წინაპრის შესახებ რამე ინფორმაცია ჰქონდეთ?

ინფორმაცია შეიძლება იყოს დროთა განმავლობაში დამახინჯებული, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ ეს ყველას საერთო წინაპრის, ნოეს ისტორიაა.

შუმერები ისევე იყვნენ ნოეს შთამომავლები, როგორც ებრაელები და დიდი ბაბუა როგორ დაცურავდა წარღვნის წყლებში ხსომებოდათ არაა გასაკვირი.

ძველი აღთქმა კი სულიწმიდის კარნახითაა დაწერილი.

პოსტის ავტორი: G*A*M*O*F*X*I*Z*L*D*I*T თარიღი: Jul 23 2009, 09:03 PM

ძველიც და ახალი აღთქმაც, ორივე ღვთის სიტყვაა. ასეა ქრისტიანობაში აღიარებული. მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესია, ორივეს ცნობს ღვთის სიტყვას. ასე რომ, წმინდა წერილი არანაირად არ შეიცავს მითოლოგიურ ზღაპრებს. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)