და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა... მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული. ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი. მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მაკუნა |
Jun 15 2007, 07:49 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
შეიძლება სხვის მაგივრად დავპოსტო?
ბევრს აქვს ეს პრობლემა, მათ შორის შოთკასაც, ჩვენ ფორუმელს, ხანდახან აზრის გაგებაც კი მიჭირს ხოლმე, ისე ამახინჯებს ქართულ სიტყვებს. ძალიან მწყდება გული ბავშვებო თქვენზე, საშინელებაა როცა ქართველი ქართულად კარგად ვეღარ მეტყველებს. ამის ერთადერთი გამოსავალია ცოტა ხშირად ჩამოხვიდეთ ხოლმე საქართველოში. ქეთუშა გული მწყდება ამ ზაფხულს რო ვერ მოდიხარ კიდე ჩემ მამიდაშვილებზე შემიძლია იგივეს თქმა, უკვე 6 წელია ერთი შვედეთში ცხოვრობს მეორე საფრანგეთში და ქართულად ლაპარაკი საკმაოდ უჭირთ. რამდენიმე დღის წინ მეუბნება ერთ-ერთი, ხანდახან ქართული ასოებით ვწერ შვედურ სიტყვებსო ქართულად ზალიან მიჭირს წერა და აღარ ვიცი რა ვქნაო ძალიან პატარა იყო რო წავიდა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კოლეჯში იქ სწავლობდა და... ეტყობა მაგის გავლენაა კიდე ბიძაშვილები მყავს, რომლებმაც სიტყვაც არ იციან ქართულად ამ თემას ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც ვწერ იმიტო რო ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია... საშინლად მწყდება გული, როდესაც ქართველს ქართულად სიტყვის თქმაც კი არ შეუძლია თუმცა ამ შემთხვევაში ბიძაჩემია დამნაშავე, ბავშვებისთვის არ უნდა ესწავლებინა მშობლიური ენა? -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
k@the |
Jun 15 2007, 08:35 PM
პოსტი
#3
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Qeti
კარგი თემა გაგიხსნია სიმართლე გითხრათ დღეს ქართულის პრობლემა აღარ მაქვს, მარა ერთი პერიოდი მეც კი, ამხელა ადამიანმა ავურიე. ანუ ახალი ჩამოსული ვიყავი და გერმანულის გაგებაში არ ვიყავი, იდეაში ინგლისურად უნდა მესწავლა და ეგრეც იყო, მარა სამსახური, მეგობრები ყველგან გერმანული მესმოდა და ფაქტიურად ორ ენას ერთდროულად ვსწავლობდი. თან ისიც დავამატოთ რომ ინტერნეტი არ მქონდა და ქართველი ხმისგამცემიც არავინ მყავდა, ოჯახს ვურეკავდი ხოლმე და ის 10-15 წუთი არც არაფერი იყო. მერე რაღაც დრო გავიდა და ყველაფერი ტვინში თავის ადგილას დაჯდა თან ამდენს ვლაქლაქებ ამ ინტერნეტში და რა დამავიწყებს გამართულ ქართულს makuna7474 როცა ბავშვებმა ქართული არ იციან, ეგ მართლა მშობლის ბრალია. მაგრამ ძირითადად მე ვისაც ვიცნობ ყველა მშობელი ცდილობს თავის პატარას ორივე ენა ასწავლოს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ბექა |
Jun 15 2007, 08:58 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
მე ჩემს მაგალითზე დავწერ 3 კვირით მომიწია საბერძნეთში წასვლა და მერე ამდენი ხნით თურქეთში და ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი არსაიდან ქართული რო არ გესმის ჯგუფს მოსცილდები და 180 გრადუსით სუ უცხო ენა უცხო გარემო და ნამდვილი ტანჯვა იყო საბერძნეთი კიდე ხო მარა თურქეთი სუფთა წამება იყო როგორია დილით ვიღაც ჭუჭყიანი მოლა გადმოდგება და პატიფონით რაღაცეებს ღრიალებს ყველაზე საშინელი დღეები ჩემს სიცოცხლეში და მაგის მერე დავრწმუნდი კიდევ იმაში თუ რა ძნელია სხვა აღმსარებლობის ქვეყანაში რომ ცხოვრობ მაგაზე საშინელი არაფერია და საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი ლამის მიწას ვაკოცე ისე ვიყავი და თან ნათლია რომ მყავს გერმანიაში მისგანაც ვიცი თუ რა ძნელია უცხოე ქვეყანაში 13 წელია უკვე იქაა ასე რომ უფალმა გაგაძლიეროთ ყველა საზღვარგარეთ მყოფნი ყველანი მაგრად მიყვარხართ :*
|
k@the |
Jun 15 2007, 09:03 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ბექა.შუხოშვილი†
მადლობა მიწის კოცნაზე გამახსენდა, ადრე თბილისში მეც მინახია, ვიღაც ჩამოსულა და აი ფეხშველამ გაიარა ან მიწას აკოცა ქართულსო. ხოდა რავიცი საერთოდ თავშეკავებული ადამიანი ვარ და ზედმეტობად მეგონა მარა დამიჯერეთ რო ჩამოვედი საქართველოში, მეც ისეთი დიდი სურვილი მქონდა ფეხშველას გამეარა, ისევ ჩემი თავშეკავებულობა თორე ვიყავი მაგის ჩამდენი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მამფალი |
Jun 15 2007, 09:25 PM
პოსტი
#6
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ვინ რამდენი ხანია რაც წაულია?
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ქეთუ |
Jun 15 2007, 09:26 PM
პოსტი
#7
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ბექა.შუხოშვილი† მადლობა მიწის კოცნაზე გამახსენდა, ადრე თბილისში მეც მინახია, ვიღაც ჩამოსულა და აი ფეხშველამ გაიარა ან მიწას აკოცა ქართულსო. ხოდა რავიცი საერთოდ თავშეკავებული ადამიანი ვარ და ზედმეტობად მეგონა მარა დამიჯერეთ რო ჩამოვედი საქართველოში, მეც ისეთი დიდი სურვილი მქონდა ფეხშველას გამეარა, ისევ ჩემი თავშეკავებულობა თორე ვიყავი მაგის ჩამდენი ხო ამაში გეთანხმები, მართლა ზედმეტად მიმაჩნია უბრალოდ ამით რაღაცის აფიშირებას ახდენენ და არ მიყვარს როცა ადამინი თამაშობს. ისე ვიცი რომ ჩამოდიხარ თვითმფრინავიდან ძალიან ღრმად და ხარბად სუნთქავ და უბრალოდ გრძნობ შინაგანად! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მანანა |
Jun 15 2007, 09:29 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა ნამდვილად არაა ადვილი. ამჩნევ, როგორ გიღარიბდება სიტყვათა მარაგი, ვერ იხსენებ ზოგიერთ ქართულ სიტყვას და ა.შ. ეს სამწუხაროდ ის პროცესებია, რომლებსაც უცხოეთში დიდი ხნით ყოფნისას გვერდს ვერ აუვლი. ამის წამალია ქართული ლიტერატურის კითხვა ან თუნდაც ქართული ფილმების ნახვა, რისთვისაც სამწუხაროდ დრო აღარ გვრჩება ხშირად . უცხოეთში მცხოვრები ქართველების მეტყველებაში ძალიან არ მომწონს ერთი რამ: ქართულში უცხოური სიტყვების პირდაპირ გადმოტანა, მაგალითად იტალიაში მცხოვრებ ქართველთაგან სადგურის ნაცვლად ხშირად გაიგონებთ სტაციონეს: "სტაციონეზე მივდივარ". გერმანიაში "სტაციონეს" "ბანჰოფი" ენაცვლება და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სიტყვა შემოიჭრება ჩვენს ისედაც გაღარიბებულ მეტყველებაში და გვიმახინჯებს მას. ერთი რომ იტყვის, მეორე ხომ არ ჩამორჩება მას და თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო-ს პრინციპით, ელვისებური სისწრაფით ხდება ამგვარი "ნეოლოგიზმების" ათვისება და გავრცელება. გადაგვარებაც აქედან იწყება.... |
ქეთუ |
Jun 15 2007, 09:47 PM
პოსტი
#9
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ნამდვილად არაა ადვილი. ამჩნევ, როგორ გიღარიბდება სიტყვათა მარაგი, ვერ იხსენებ ზოგიერთ ქართულ სიტყვას და ა.შ. ეს სამწუხაროდ ის პროცესებია, რომლებსაც უცხოეთში დიდი ხნით ყოფნისას გვერდს ვერ აუვლი. ამის წამალია ქართული ლიტერატურის კითხვა ან თუნდაც ქართული ფილმების ნახვა, რისთვისაც სამწუხაროდ დრო აღარ გვრჩება ხშირად . უცხოეთში მცხოვრები ქართველების მეტყველებაში ძალიან არ მომწონს ერთი რამ: ქართულში უცხოური სიტყვების პირდაპირ გადმოტანა, მაგალითად იტალიაში მცხოვრებ ქართველთაგან სადგურის ნაცვლად ხშირად გაიგონებთ სტაციონეს: "სტაციონეზე მივდივარ". გერმანიაში "სტაციონეს" "ბანჰოფი" ენაცვლება და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სიტყვა შემოიჭრება ჩვენს ისედაც გაღარიბებულ მეტყველებაში და გვიმახინჯებს მას. ერთი რომ იტყვის, მეორე ხომ არ ჩამორჩება მას და თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო-ს პრინციპით, ელვისებური სისწრაფით ხდება ამგვარი "ნეოლოგიზმების" ათვისება და გავრცელება. გადაგვარებაც აქედან იწყება.... ასეა, მეც მაღიზანებს როდესაც რაღაცის თქმა მინდა და გაურკვეველი სიტყვების კომბინაციას ვამბობ, აზრის გამოთქმა რომ მინდა უნდა დავფიქრდე და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობ გასაგებად! და ისიც მაღიზიანებს სხვადასხვა სიტყვები რომ გადმოაქვთ, მაგრამ ეს უნებლიედ ხდება, ძალიან რთულია იცით? მთელი დღეები, 24 საათის მანძილზე გესმის ერთი და იგივე და მომენტ 3 დღეში ერთხელ რომ ქართულად დაილაპარაკებ აშკარად რთულია თავი შეიკავო. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
k@the |
Jun 15 2007, 09:52 PM
პოსტი
#10
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Qeti
ეგრეა. ანუ როცა სწრაფად გინდა რაღაცის ქართულად თქმა, თავში პირველად უცხო სიტყვა მოგდის, რაც შენს ტვინში აქტიურია. მეც არ მომწონს ეგ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თათი87 |
Jun 15 2007, 11:54 PM
პოსტი
#11
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ნეოლოგიზმები უკვე თბილისშიც ოხრად გვაქვს "დამამისთქოლებინე", "წავლეთსგოვდეთ", "ავსთენდაფდეთ" და ა.შ. ვეიქში ხშირად გაიგებთ ასეთ ბარბარიზმებს
უბრალოდ ეგ სხვადასხვა მიზეზით ხდება. თუ ემიგრანტები იმიტო იშველიებენ უცხო სიტყვებს რომ მათ ისინი უფრო ხშირად ესმით და საჭიროების შემთხვევაში პირველი ის სიტყვა ამოუტივტივდებათ ხოლმე, აქ მყოფები ამას სხვა განხრახვით აკეთებენ და ესაა შემაშფოთებელი. "ტიპობენ" რო იტყვიან რა !!! ეეეეეეეჰ, ადამიანს რო მშობლიური ენა გავიწყდება იმაზე საშინელი რა არის ეხლა ვხვდები და უფრო ვრწმუნდები რო ფესვები გენიალური ფილმია!!! მართლა ყველაფერია აღწერილი... -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნათია |
Jun 15 2007, 11:56 PM
პოსტი
#12
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
იკითხეთ ქართული ჟურნალები, ლიტერატურა, ან თუნდაც ინტერნეტში მოიძიეთ და ეცადეთ არ დაივიწყოთ მშობლიური ენა....
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მანანა |
Jun 16 2007, 12:45 AM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
ნეოლოგიზმები უკვე თბილისშიც ოხრად გვაქვს "დამამისთქოლებინე", "წავლეთსგოვდეთ", "ავსთენდაფდეთ" და ა.შ. ვეიქში ხშირად გაიგებთ ასეთ ბარბარიზმებს რას არ გაიგებს კაცი.... ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ბევრად უფრო სავალალოდ ყოფილა საქმე ..... ერთი ეს მომითარგმნეთ, ვერ ჩავწვდი : "დამამისთქოლებინე" |
თათი87 |
Jun 16 2007, 12:57 AM
პოსტი
#14
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მანანა
"დამამისთქოლებინე" ანუ ზარი გამაშვებინე სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
gogola |
Jun 16 2007, 01:17 AM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 16-June 07 წევრი № 2,206 |
გამარჯობათ
როგორ ხართ? -------------------- აქ ხელმოწერა უნდა იყოს? რავი აბაა
|
k@the |
Jun 16 2007, 01:24 AM
პოსტი
#16
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
gogola
გაგიმარჯოს! გაგვეცანი ცოტა. საქართველოში ხარ? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
gogola |
Jun 16 2007, 01:54 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 16-June 07 წევრი № 2,206 |
k@the
კი ეხლა უკვე საქართველოსი ვარ ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, 3 წელი ვცხოვრობდი ლონდონსი იცი რა მაინტერესებს ესე მუქად როგორ წერტ სახელებს? -------------------- აქ ხელმოწერა უნდა იყოს? რავი აბაა
|
ქეთუ |
Jun 16 2007, 01:56 AM
პოსტი
#18
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
-------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
gogola |
Jun 16 2007, 01:58 AM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 16-June 07 წევრი № 2,206 |
Qeti
ვაიმე დიდი მადლობა ასეტი თპილი სეხვედრისთვის -------------------- აქ ხელმოწერა უნდა იყოს? რავი აბაა
|
ქეთუ |
Jun 16 2007, 02:00 AM
პოსტი
#20
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ვაახ ჩემი - ვეიკელი მათემატიკოს/დეიტა ანალისტი! ვეიკში თუ 2 ფიზ/მატ მეცნიერებათა მომავალი დოქტორი იქნებოდა არ მეგონა... ვის იცნობ ვეიკში ვაბშე რაადგილას ცხოვრობ დაიკო ლოოოლ უბნელი ყოფილხარ შენ რომ ტემა არ გააოფო არ შეგიძლია არაა Qeti ვაიმე დიდი მადლობა ასეტი თპილი სეხვედრისთვის რის მადლობა მოგვიშინაურდი, -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი