თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ქრისტეს სისხლი და ხორცი

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 22 2009, 01:22 AM

მოკლედ ეხლხანს მქონდა ნახევრად იუმორისტული კამათი ამ საკითხზე და ამ კამათს მოჰყვა კიდევ სხვა რაციონალური შემეცნებითი საღამო biggrin.gif. მართლია ორივე შემთხვევაში ჩემი პოზიცია, რაღაც ერეტიკული აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. ამიტომ აქ მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ

გასაგებია, რომ ევქრისტიისას ვეზიარებით (ვიღებთ) ქრისტეს ხორცს და სისხლს მაგრამ...

მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში.

რა არის ეს ხორცი და სისხლი ცოცხალი იესოს (აღდგომადე) თუ განახლებული (აღდგომის შემდგომი) თუ...

ეს ბოლო კითხვა ცოტა პრიმიტიულად არის დასმული მაგრამ თავდაპირველი განსაზღვრისთვის ესე აჯობებს...

მოკლედ გისმენთ...

ჩემს პოზიციას თქვენი კომენტარების შესაბამისად დავაფიქსირებ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 01:42 AM

death

ტრანსსუბსტანცია - ანუ გადაარსება - ეს არის მართლმადიდებლურ/კათოლიკური პოზიცია, ანუ პური და ღვინო ინარჩუნებენ სუნს, გემოს, ფერსა და ფორმას, - მაგრამ არსობრივად აღარ არიან აღარც პური და აღარც ღვინო, მათი არსი შეცვლილია, ჩვენ წინ უცილობელად არის ის ხორცი და ის სისხლი, რომელიც ქრისტესია და როცა მას ვეხებით, ვეხებით ქრისტეს.

კალვინისტური პოზიციით - ზიარება არის სულიერი მოვლენა, ანუ ფორმები მხოლოდ სიმბოლოებია და ამ სიმბოლოს მშვეობით ხდება ჩვენი თანაზიარება უფალთან, არავითარი მატერიალური სისხლი და ხორცი არ არსებობს.

ევქარისტიის ტრადიციული გაგება ეფუძნება კაცობრიობაში ღვთის მარადიულ შემოსვლას, მარადიულ ჯვარცმასა და აღდგომას. ღმერთი მიკერძოებული არ არის. რადგან არა მხოლოდ 1 საუკუნის ქრისტიანებს ქონდათ შესაძლებლობა შეხებოდნენ მას, არამედ ჩვენც. ქრისტეს მოვლენიდან აქამომდე არ დამდგარა დღე, როცა ქრისტე არ ასულიყო ჯვარზე და არ შეწირულიყო კიდევ ერთხელ. ეს არის ერთგვარი დროითი გადაარსებაც. ჩვენ არაფერს ვიხსენებთ, ჩვენ ვაცოცხლებთ ამ რეალობას.

ამ საკითხს აქ ჩავუღრმავდით, დიალოგი იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მათი მონაწილეები სამი ძირითადი ქრისტიანული კონფესიდან არიან.

http://forum.ge/?f=84&showtopic=33934493

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 22 2009, 01:45 AM

ციტატა(მნათე @ Apr 22 2009, 01:32 AM) *

death

ტრანსსუბსტანცია - ანუ გადაარსება - ეს არის მართლმადიდებლურ/კათოლიკური პოზიცია, ანუ პური და ღვინო ინარჩუნებენ სუნს, გემოს, ფერსა და ფორმას, - მაგრამ არსობრივად აღარ არიან აღარც პური და აღარც ღვინო, მათი არსი შეცვლილია, ჩვენ წინ უცილობელად არის ის ხორცი და ის სისხლი, რომელიც ქრისტესია და როცა მას ვეხებით, ვეხებით ქრისტეს.

კალვინისტური პოზიციით - ზიარება არის სულიერი მოვლენა, ანუ ფორმები მხოლოდ სიმბოლოებია და ამ სიმბოლოს მშვეობით ხდება ჩვენი თანაზიარება უფალთან, არავითარი მატერიალური სისხლი და ხორცი არ არსებობს.

ევქარისტიის ტრადიციული გაგება ეფუძნება კაცობრიობაში ღვთის მარადიულ შემოსვლას, მარადიულ ჯვარცმასა და აღდგომას. ღმერთი მიკერძოებული არ არის. რადგან არა მხოლოდ 1 საუკუნის ქრისტიანებს ქონდათ შესაძლებლობა შეხებოდნენ მას, არამედ ჩვენც. ქრისტეს მოვლენიდან აქამომდე არ დამდგარა დღე, როცა ქრისტე არ ასულიყო ჯვარზე და არ შეწირულიყო კიდევ ერთხელ. ეს არის ერთგვარი დროითი გადაარსებაც. ჩვენ არაფერს ვიხსენებთ, ჩვენ ვაცოცხლებთ ამ რეალობას.


რაც დაწერე ეგ უკვე ცნობილია ჩემთვის. მაგას არ ეხება ჩემი კითხვა. მე ვკითხულობ:

ციტატა
მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში.


ნუ ჩამთვლით ეხლა გამოუსწორებელ რაციონალისტად biggrin.gif უბრალოდ რაციონალიზმის ერთგვარ ჩარჩოში ვცდილობ ამ ყველაფერის მოქცევას

და მეორე, გავაკეთოთ ქრისტეს სხეულის არსობრივი განმარტება. ეს ორი საკითხე გადაჯაჭვულია ერთმანეთზე.

ისე გარდასახვას, გადაარსებას ალბათ უფრო, რაც შეეხება ამაზე საინტერესოდ წერს კიპრიან კერნი:

Церковь, причастная им, не их превращает в человеческое тело, как это случается с обычной пищей, но сама претворяется в них, ибо высшее (божественное) побеждает тварное. Железо, прикоснувшееся огню, само становится огнем (раскаляется), a не допускает огню превратиться в железо. И подобно тому, как раскаленное железо не представляется нашему взору железом, но огнем, так как свойства железа как-будто бы поглощены огнем, — точно так же, если бы можно было видеть Христову Церковь, поскольку она соединена с Ним и причастна Его Плоти, мы не увидели бы ничего иного, кроме Тела Господня

ანუ გარდასახვა პირიქით ხდება...

თუმცა გავაგრძელოთ...

ველი პასუხებს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 01:50 AM

ციტატა
მოდი განვსაზღვროთ, როგორ და რა ფორმით ხდება ამ ხორცის გაარდასახვა ღვინოში და პურში.


ვერ გავიგე, საიდუმლოს პროცესი რომ აღწერო, საიდუმლო რაფრად იქნება? biggrin.gif

კერნი მაგარი ვინმეა....




პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 22 2009, 02:09 AM

ციტატა(მნათე @ Apr 22 2009, 01:50 AM) *

ვერ გავიგე, საიდუმლოს პროცესი რომ აღწერო, საიდუმლო რაფრად იქნება? biggrin.gif

კერნი მაგარი ვინმეა....


საიდუმლოს რაციონალურ ახსნას არ ვითხოვ, შენ ვერ გამიგე

რომელ ხორცს ვეზიარებით? გოლგთამდე დროინდელს თუ მის შემდეგ? ფაქტია მოციქულები ჯვარცმამდეც ეზიარებოდნენ და მის მერეც. ესეიგი მატერიალურის (პურის და სისხლის) გარდასახვა არ ხდება მატერილაურში (გოლგოთამდე) და არც "პოსტ-მატერიალურში" (გოლგოთის შემდეგ), მაშინ რომელ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით? და რატომაა ის სისხლი და ხორცი, როდესაც არამატერიალურს სისხლი და ხორცი არ აქვს... აგრეთვე პარალელისთვის ვიყენებ, ქრისტეს, რომელიც ეკლესიის (სხეულის) თავია და რომელიც არამატერიალურია.


ამ საკითხზე ჩემი აზრი, ისევე როგორც ბევრ სხვაზე სუბიექტურია, რადგან მე საკითხს ყოველგვარი რელიგიური კონიუქტურის გარეშე ვეცნობი, ამიტომ ეხლა ვცდილობ მართლამიდებლური პოზიცია მოვისმინო biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 02:17 AM

ციტატა
რომელ ხორცს ვეზიარებით? გოლგთამდე დროინდელს თუ მის შემდეგ? ფაქტია მოციქულები ჯვარცმამდეც ეზიარებოდნენ და მის მერეც. ესეიგი მატერიალურის (პურის და სისხლის) გარდასახვა არ ხდება მატერილაურში (გოლგოთამდე) და არც "პოსტ-მატერიალურში" (გოლგოთის შემდეგ), მაშინ რომელ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით? და რატომაა ის სისხლი და ხორცი, როდესაც არამატერიალურს სისხლი და ხორცი არ აქვს... აგრეთვე პარალელისთვის ვიყენებ, ქრისტეს, რომელიც ეკლესიის (სხეულის) თავია და რომელიც არამატერიალურია.


აქ საკითხის ასე დაყენება, ალუზიაა. დროში გვაქვს საქმე, მართლაც ჯვარცმამდე მისცა მათ პური და ღვინო და ეს იყო უცილობელად მისი ხორცი და უცილობელად მისი სისხლი, რომელიც ჯერ არ დაღვრილიყო და ჯერ არ ვნებულიყო... პრობლემის არსი ასე შეიძლება გამოიხატოს და მეც ძალიან მაინტერესებს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რამდენადაც ამ დროის ფაქტორს (გამოსყიდვამდე, გამოსყიდვისეული ქმედების აღსრულებას) მნიშვნელობა არა მხოლოდ აქ აქვს....



პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 22 2009, 02:30 AM

ციტატა(მნათე @ Apr 22 2009, 02:17 AM) *

აქ საკითხის ასე დაყენება, ალუზიაა. დროში გვაქვს საქმე, მართლაც ჯვარცმამდე მისცა მათ პური და ღვინო და ეს იყო უცილობელად მისი ხორცი და უცილობელად მისი სისხლი, რომელიც ჯერ არ დაღვრილიყო და ჯერ არ ვნებულიყო... პრობლემის არსი ასე შეიძლება გამოიხატოს და მეც ძალიან მაინტერესებს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რამდენადაც ამ დროის ფაქტორს (გამოსყიდვამდე, გამოსყიდვისეული ქმედების აღსრულებას) მნიშვნელობა არა მხოლოდ აქ აქვს....



აქ კვლავ ვერ დაგეთანხმები, რადგან გამომხსნელი ქმედება სწორედაც, რომ დროში მოხდა, რადგან ჯვარცმა აღსურულდა კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროს. პლიუს ამას ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელსაც ის გვაძლევს არამატერიალურია.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 02:32 AM

არ არის არამატერიალური, მისი სხეული სწორედ რომ მატერიალურია და არა ვითომ. არსი მატერიის ნაწილია, არსი არ არის ტრანსცენდენტალია.

იოანეს მეექვსე თავში ეს კარგად არის ახსნილი.

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 22 2009, 02:47 AM

ციტატა(მნათე @ Apr 22 2009, 02:32 AM) *

არ არის არამატერიალური, მისი სხეული სწორედ რომ მატერიალურია და არა ვითომ. არსი მატერიის ნაწილია, არსი არ არის ტრანსცენდენტალია.

იოანეს მეექვსე თავში ეს კარგად არის ახსნილი.


ეგ გასაგებია...

მაგრამ პური არ იქცევა არც ნამდვილ მატერიალურ სისხლად და არც ღვინო იქცევა ნამდვილ მატერიალურ ხორცად. ბოლო ბოლო სუნი მაინც უნდა ასდიოდეს სისხლის და ხორცის biggrin.gif

ისე ეს თემა ღვთისმეტყველებაში უნდა გამეხსნა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 22 2009, 03:42 AM

სანამ თქვენს თეოლოგიურ იდეებს გადმოალაგებდეთ, თან სიკვდილ გაითვალისწინეთ, რომ ეს საკმაოდ რთული თემაა, საკმაოდ ზღვარდადებულიც და ტერმინოლოგია და ტონი უნდა იყოს ფრთხილი...
თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა კითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებთ და მნათესი არ იყოს საიდუმლო, იმიტომაა საიდუმლო, რომ რწმენით უნდა მიიღო უპირველესად, და ასე რომ მანამ აჯობებს თავი მოვუყაროთ ყველაფერს რაც არის მამათა ნაშრომები, უმთავრესი ამოვიღოთ და დავდოთ და ქვემოთ უნდა ამოვკრიბოთ ისინიც რაც ამ თემაზე იქნა დაწერილი აქამდის (სადღაც მე და კანუდოსა ვწერდით ადრე).

მე მოვიყვან ცნობილ პომაზანსკის:

ევქარისტიის საიდუმლო
ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία - ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამრიგად, ეს საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება:

ა. პურისა და ღვინის გადაქცევა ანუ გარდაარსება უფლის ხორცად და სისხლად;

ბ. ამ წმიდა ძღვენის ზიარება.

მას ეწოდება ევქარისტია, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა.



საიდუმლოს დადგინების წინ

ქრისტემ მანამ აღუთქვა ხალხს ეს საიდუმლო, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. ხუთი ათასი ადამიანის ხუთი პურით დაპურების დროს უფალი საუბრობდა ცხოველი პურის შესახებ და ასწავლიდა: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე, და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა“ (ინ. 6,51). ცხადია, იუდეველებმა ქრისტეს სიტყვები პირდაპირ გაიგეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (ინ. 6,52); და უფალსაც არ უთქვამს იუდეველთათვის, რომ მას არასწორად გაუგეს, მხოლოდ უფრო მეტი ძალითა და სიცხადით გააგრძელა იგივე შინაარსის სიტყვა „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანასკნელსა მას დღესა. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,53-56). ასევე პირდაპირ გაიგეს ქრისტეს სიტყვები მისმა მოწაფეებმა: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ჴელეწიფების სმენად მისა?“ (ინ. 6,60) - ამბობდნენ ისინი. მაცხოვარმა, რათა დაერწმუნებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მიუთითა სხვა სასწაულზეც - თავის ზეცად ამაღლებაზე სამომავლოდ: „ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისა აღმავალი, სადაც იყო პირველ?“ (ინ. 6,61-62) და დასძენს: „სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა, რომელთა გეტყვ თქუენ, სულ არიან და ცხორება“ (ინ. 6,63). ამ შენიშვნიდან ჩანს, რომ ქრისტე არ ითხოვს, მისი საუბარი ცხოველ პურზე „გადატანითიი მნიშვნელობით იქნას გაგებული. „არიან ვინმე თქუენგანი, რომელთა არა ჰრწამს“ - იქვე დასძენს იგი. ამ სიტყვებით მაცხოვარი თავად მიანიშნებს, რომ მისი სიტყვები ძნელად სარწმუნოა. როგორ უნდა ჭამონ მისი ხორცი და სვან მისი სისხლი მორწმუნეებმა?! მაგრამ იგი ადასტურებს, რომ ლაპარაკობს თავის ჭეშმარიტ სხეულზე. მისი სიტყვები თავის ხორცსა და სისხლზე არის „სული და ცხორება“, ისინი ადასტურებენ, რომ:

ა. მას, ვინც ქრისტეს სისხლსა ღა ხორცს ეზიარება, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის:

ბ. ზიარებით ადამიანი ქრისტესთან უმჭიდროეს ურთიერთობას ამყარებს.

მაცხოვრის სიტყვები მიანიშნებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ ცხოვრებაზე: „პურ ზეციური და სასუმელი ცხორებისა იგემეთ და ნახეთ, რამეთუ სახიერ არს უფალი“ - ვისმენთ პირველშეწირულის ლიტურგიაზე.

ზიარება ფიზიკღრი შიმშილის დაოკება არ არის, როგორც ეს უდაბნოში მანანათი განძღომის დროს, შემდგომად კი ხუთი ათასი ადამიანის დაპურებისას მოხდა - იგი მარადიული ცხოვრებისათვის არს მნიშვნელოვანი.



საიდუმლოს დადგინება და მისი აღსრულება მოციქულთა ეპოქაში

მაცხოვრის მიერ ევქარისტიის სამომავლო დადგინების მითითება გადმოცემულია იოანეს სახარებაში. თავად საიდუმლოს დადგინებას აღწერს სამივე მახარებელი-სინოპტიკოსი: მათე, მარკოზი და ლუკა. მოგვიანებით ეს გაიმეორა პავლე მოციქულმა.

მათეს სახარება მოგვითხრობს: „ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ, მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ თქუა: სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26-28).

ამასვე გვაუწყებს მარკოზის სახარების მე-14 თავი და ლუკას სახარება: „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე არს სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“ (ლკ. 22,19-20).

პავლე მოციქული კი გადმოგვცემს: „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთვს განტეხილი: ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“ (I კორ. 11,23-24).

მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე: „ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული“ (ლკ. 22,19) და „... ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26) - სავსებით ცხადია და გარკვეული და რაი მე განსხვავებულსა თუ არაპირდაპირ განმარტებებს არ საჭიროებს. მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი; ეს აღსრულდა მაცხოვრის აღთქმის თანახმად თავის სისხლისა და ხორცის შესახებ (ინ. 6).

უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: „ამას ჰყოფდით... ჩემდა მოსახსენებლად“. და ეს მსხვერპლშეწირვა უნდა სრულდებოდეს „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი (I კორ. 11,26), ანუ პავლე მოციქულის დარიგების მიხედვით, უფლის მეორე მოსვლამდე. ეს მაცხოვრის სიტყვებიდანაც ჩანს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). და მართლაც, ეკლესიამ პირველივე დღეებიდანვე მიიღო ევქარისტია, როგორც უდიდესი საიდუმლო და მისი დადგინება უდიდესი ზედმიწევნობითა და კეთილკრძალულებით არის დაცული. იგი სრულდება და აღესრულება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.

მოციქულთა ეპოქაში ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების შესახებ ვკითხულობთ „საქმენი მოციქულთას“ წიგნში (საქ. 2,42,46; 20,6-7) და პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. იგი წერს:

„სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17).

„რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30).

ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხირცს ვიღებთ.

ევქარისტიისას ქრისტესთან შეკრთებით მორწმუნენიც შედიან ერთობაში ურთიერთთან: „რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოვლითა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,17).



პურისა და ღვინის გარდაარსება ევქარისტიის საიდუმლოში

ევქარისტიის საიდუმლოში, როდესაც მღვდელმსახური სულიწმიდას მოიწვევს შეწირულ ძღვენზე და მათ აკურთხევს მამა ღმერთისადმი აღვლენილ ლოცვაში: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა, ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე სულითა შენითა წმიდითა“ - ზუსტად ამ დროს პური და ღვინო სულიწმიდის გარდამოსვლით ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გადაიქცევა. შემდგომად ამისა, ჩვენი თვალები წმიდა ტრაპეზზე ხედავენ პურსა და ღვინოს, მაგრამ არსობრივად, გრძნობადი მზერისათვის უხილავად, ეს პურისა და ღვინის სახით წარმოდგენილი უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ჭეშმარიტი ხორცია.

მაშასადამე, ნაკურთხი ძღვენი - ეს მარტოოდენ ნიშნები და სიმბოლოები არ არის, რომლებიც, რეფორმატორ პროფ. ცვინგლის აზრით, მორწმუნეებს გამოსყიდვას შეახსენებს; არც მარტო თავისი „ქმედებითა და ძალით“ („დინამიურად“) მყოფობს მათში იესო ქრისტე, როგორც კალვინი ასწავლიდა: არც მხოლოდ „გამსჭვალავს“ მათ, როგორც ლუთერანები თვლიან (ისინი ცნობენ ქრისტეს თანამყოფობას „პურთან, პურში, პურის ქვეშ“). არა, ნაკურთხი ძღვენი საიდუმლოში დაიქცევა (ან გვიანდელი ტერმინით - გარდაარსდება) ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, როგორც მაცხოვარმა ბრძანა: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (ინ. 6,55).

ამ ჭეშმარიტებას „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“ შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „გვწამს, რომ ამ მღვდელმოქმედებაში ჩვენს წინ მყოფობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა სიმბოლურად (τυπίκώς) არც ხატოვნად (εικονίκως), არა მადლის სიუხვით, როგორც სხვა დანარჩენ საიდუმლოებებში, არა ოდენ მოფენით, როგორც, ზოგი მამის აზრით, ნათლისღების დროს ხდება; არც პურის „გამსჭვალვით“, თითქოს ღმერთ-სიტყვას ევქარისტიით შეწირულ პურში არსობრივად „შეეღწიოს“, როგორც ამას ლუთერის მიმდევრები საკმაოდ უხეიროდ და უღირსად გვიხსნიან. უფალი მყოფობს ჭეშმარიტად და ნამდვილად, - პურისა და ღვინის კურთხევისას პური გადაიქცევა, გარდაარსდება, გარდაიქმნება, გარდაისახება ჭეშმარიტ ხორცად უფლისა, რომელიც დაიბადა ბეთლემში ქალწულისაგან, მოინათლა იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა და მჯდომარე არის მარჯვენით მამისა და მოვალს ზეციდან ღრუბელთა ზედა. ხოლო ღვინო გარდაიქცევა და გარდაარსდება უფლის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე მისი ვნების დროს დაითხია ქვეყნის ცხონებისათვის; კვალად გვწამს, რომ პურისა და ღვინის კურთხევისას რჩება და არა თავად პური და ღვინო, არამედ მათი სახით უფლის ხორცი და სისხლი“13.

ზიარების წმიდა საიდუმლოზე მსგავს სწავლებებს ყველა წმიდა მამასთან ვხვდებით: დაწყებული უძველესთაგან (მაგ., წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი) და სხვა ძველი ეკლესიის მწერლებთან (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი). მაგრამ უძველესი მამები ამ სწავლებას მთლად ზუსტი ტერმინებით არ გამოხატავენ და ზოგი მათგანი უფრო სიმბოლურ განმარტებებს უახლოვდება (რაზედაც მიუთებენ პროტესტანტები); მაგრამ მათი გამოხატვის ეს მეთოდი ნაწილობრივ აიხსნება მათ წინაშე მდგომი პოლემიკური ხასიათის ამოცანებით (ორიგენე - „საიდუმლოსადმი ტლანქი, გრძნობადი დამოკიდებულების წინააღმდეგ“, ტერტულიანე „მარკიონეს ერესის წინააღმდეგ“). აპოლოგეტები წარმართთა წინაშე ზოგადქრისტიანულ ჭეშმარიტებებს იცავდნენ, მაგრამ მათ საიდუმლოთა სიღრმეებში არ ახედებდნენ.

I მსოფლიო კრებაში მონაწილე მამები აღიარებდნენ: „საღვთო ტრაპეზზე ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ უბრალოდ შეწირულ პურსა და სასმელს, არამედ ავმაღლდეთ გონებით და რწმენით შევიმეცნოთ, რომ წმიდა ტრაპეზზე ძევს კრავი ღვთისა, ამქვეყნიურ ცოდვათა ამღები, მღვდელთაგან მსხვერპლად შეწირული და ჭეშმარიტად შევიწყნაროთ პატიოსანი ხორცი და სისხლი მისი. უნდა გვჯეროდეს, რომ ეს არის ნიშანი ჩვენი აღდგომისა“.

ღვთის ძალით პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაარსების შესაძლებლობის დასამტკიცებლად და ასახსნელად ძველი მწყემსები მიუთითებდნენ შემოქმედის ყოვლისშემძლეობასა და მისი ამ თვისების დამადასტურებელ ისეთ მაგალითებზე, როგორიცაა სამყაროს შექმნა არაფრისგან, განხორციელების საიდუმლო, წმიდა წერილში ნახსენები სასწაულები: კერძოდ, წყლის ღვინოდ გადაქცევა (წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ამბროსი მედიოლანელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, ღირსი იოანე დამასკელი); ამასთან ერთად გვახსენებენ, თუ ჩვენთვის უხილავად როგორ გარდაარსდება თავად ჩვენში, საკვებად მიღებული პური, ღვინო თუ წყალი ჩვენს ხორცად და სისხლად14.



კერძო დებულებანი წმიდა ძღვენში უფალ იესო ქრისტეს მყოფობის გვარობის შესახებ

ა. თუმცა პური და ღვინო საიდუმლოში უფლის მხოლოდ სისხლად და ხორცად გარდაარსდება, მაგრამ ღმერთი ამ საიდუმლოში მყოფობს მთელი თავისი არსებით, ანუ თავისი სულითა და ღვთაებრივი ბუნებით, რომელიც განუყოფლად არის შეერთებული მის კაცობრივ ბუნებასთან.

ბ. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომად უფლის სისხლი და ხორცი ზიარების საიდუმლოში ნაწევრდება და იყოფა, ჩვენ გვწამს, რომ წმიდა საიდუმლოს ძღვენის თითოეულ, უმცირესი ნაწილითაც კი ადამიანები ეზიარებიან თავისი არსით, ანუ სულითა და ღვთაებრივი ბუნებით სრულ ქრისტეს - სრულ კაცსა და სრულ ღმერთს. ამ რწმენას წმიდა ეკლესია გამოხატავს წმიდა კრავის დანაწევრებისას მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმული სიტყვებით: „ნაწილდება და განიყოფება კრავი ღვთისა, დანაწევრებული და განუყოფელი, მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული, არამედ მიმღებელოა განმწმედელი“

გ . სამყაროში ერთდროულად მრავალი ლიტურგია აღესრულება, მაგრამ ქრისტეს სხეული ერთია და არა მრავალი. ყველა ტაძარში მყოფობს ერთი ქრისტე და მართალნი მის სხეულს იღებენ.

დ. ყველა ეკლესიაში დამოუკიდებლად მომზადებული შეწირული პური კურთხევის შემდგომ გადაიქცევა იმავე სხეულად, რომელიც ცათა შინა მყოფობს.

ე. ევქარისტიის საიდუმლოში პურისა და ღვინის ხორცად და სისხლად გარდაარსების შემდგომ ისინი უკვე აღარ უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას - რჩებიან უფლის სისხლად და ხორცად სამარადისოდ და დამოუკიდებლად იმისა, მიიღებენ თუ არა მას მორწმუნენი. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე დამკვიდრდა ჩვეულეაბად, გარკვეულ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგიის შესრულება იმ რწმენით, რომ წინა ლიტურგიაზე ნაკურთხი ძღვენი ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად რჩება. ძველთაგანვე მოდის წესი წმიდა ჭურჭელში მომაკვდავთათვის საგზლად ნაკურთხი ძღვენის შენახვისა. ცნობილია, რომ ძველ ეკლესიაში ასევე არსებობდა ჩვეულება, დიაკონის ხელით გაეგზავნათ ნაკურთხი ძღვენი იმ ქრისტიანებისთვის, რომელთაც ეკლესიაში ზიარების საშუალება არ ჰქონდათ. ასეთები იყვნენ აღმსარებლები, საპყრობილეში ჩამწყვდეულნი, მონანულები; ძველად, არცთუ იშვიათად, მორწმუნეებს წმიდა ძღვენი ტაძრიდან სახლში, ხოლო მოსაგრეებს კი უდაბნოში კრძალვით მიჰქონდათ.

ვ. ღმერთკაც ქრისტეს შეჰფერის ერთიანი, განუყოფელი თაყვანისცემა როგორც ღმერთსა და როგორც კაცს ბუნებათა განუყოფლად შეერთებისა გამო. ამიტომაც ევქარისტიის წმიდა საიდუმლოსაც ჩვენგან ისეითივე პატივი და თაყვანისცემა ეგების, როგორსაც თავად უფალ იესო ქრისტეს მივაგებთ.



ევქარისტიის მიმართება გოლგოთის მსხვერპლთან

ევქარისტიის მსხვერპლი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის გამეორება არ არის. ეს არის შეწირვა ჩვენი გამომსყიდველის მიერ ერთხელ ჯვარზე სამსხვერპლოდ ატანილი სისხლისა და ხორცისა, რომელიც არის „მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული“. გოლგოთა და ევქარისტიის მსხვერპლი ურთიერთგანუყოფელნი არიან და ერთ მსხვერპლს შეადგენენ. მაგრამ იმავდროულად განსხვავდებიან კიდეც. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ღმერთის მიერ გოლგოთაზე დარგული მადლმოსილი ხე ცხოვრებისა, რომელიც თავის საიდუმლო ტოტებით მთელს თავის ეკლესიას აღავსებს და ბოლო ჟამამდე გამოკვებავს თავისი მაცხოვნებელი ნაყოფით ყველას, ვინც მარადიულ ცხოვრებას ეძებს. მათი განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ევქარისტიის მსხვერპლი არის უსისხლო და უვნებო, რადგანაც მას შემდგომ, რაც მაცხოვარი „აღდგა მკვდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომ. 6,9); იგი შეიწირება ტანჯვის, სისხლის დათხევისა და სიკვდილის გარეშე და მისი საშუალებით ხდება ღვთის კრავის ვნებათა და სიკვდილის გახსენება.



ევქარისტიის, როგორც მსხვერპლის მნიშვნელობა

იგი არის ქებისა და მადლობის მსხვერპლი. მღვდელმსახური, რომელიც აღასრულებს უსისხლო მსხვერპლშეწირვას, წმ. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიათა თანახმად, ძღვენის კურთხევის წინა საიდუმლო ლოცვაში იხსენებს ღვთის დიად საქმეებს, ადიდებს და მადლობს ღმერთს - წმიდა სამებას, რომ მან ადამიანი არყოფნიდან გამოიხმო და მისი დაცემის შემდგომაც მრავალჯერ იზრუნა მასზე, თაყვანს-სცემს იესო ქრისტეს მის მიერ ადამიანთა გადარჩენის განგებულებისთვის. ამ წმიდა წუთებში ტაძარში მყოფი ყველა ქრისტიანი მას შეჰღაღადებს: „შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, და გმადლობთ შენ, უფალო...“.

ევქარისტია აგრეთვე შეწყალების მსხვერპლია ეკლესიის ყველა წევრისათვის. როდესაც უფალმა თავისი ხორცი მოწაფეებს მისცა, თან დასძინა: „ხორცი ჩემი, თქუენთვის მიცემული“ (ლკ. 22,20) და მისცა სისხლი და შემდეგი სიტყვები დაურთო: „თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მოსატევებელად ცოდვათა“ (ლკ. 22,10; მთ. 26,28). ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ამიტომაც შეიწირებოდა უსისხლო მსხვერპლი როგორც ცოცხალთა, ისე მიცვალებულთა ხსენებისა და ცოდვათა მისატევებლად. იაკობ მოციქულის ლიტურგიით დაწყებული, ეს ყველა ლიტურგიის განაწესიდან ჩანს. თვითონ მსხვერპლი ხშირად პირდაპირ იხსენიება, როგორც „მსხვერპლი შეწყნარებისა“.

ევქარისტია არის მსხვერპლი, რომელიც უმჭიდროესად აერთიანებს ყველა მართალს ქრისტეში ერთ სხეულად. წმიდა ძღვენის გარდაარსების შემღეგ და მანამდეც, პროსკომიდიაზე (კვეთაზე) ამიტომაც იხსენიებს მღვდელმსახური დედოფალ ღვთისმშობელს და ყოველ წმიდანს და დაურთავს: „რომლითა ლოცვითა მომიხენენ ჩვენ, ღმერთო“ და გადადის ცოცხალთა და მკვდართა - ქრისტეს მთელი ეკლესიის - მოხსენიებაზე.

ევქარისტია არის სავედრებელი მსხვერპლიც: ეკლესიის სიმშვიდის, მსოფლიოს კვთილდღეობის, მთავრობათა, უძლურებაში მყოფთა, მშრომელთა და „ყოველთა და ყოვლისათვის“ ვინც შემწეობას ითხოვს.



ლიტურგიკული ხასიათის დასკვნები

სახარებისა და სამოციქულო ტექსტზე დაყრდნობითა და ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე დავასკვნით შემდეგს:

ა. ევქარისტიის დროს ყველა მორწმუნეს უნდა მიერთვას არა მარტო ხორცი ქრისტესი, არამედ მისი სისხლიც, როგორც ეს მოციქულებს ებოძათ საიდუმლო სერობაზე. „სუთ ამისაგან ყოველთა“ - დაიბარა უფალმა (მთ. 26,27); „გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ“ (I კორ. 11,28) (ასე არ სრულდება ლათინთა ეკლესიაში, სადაც ერისკაცნი ბარძიმს მოკლებულნი არიან).

ბ. „ყოველთა ერთისა პურისა მისგან მოგუაქუს“ (I კორ. 10,17) - წერს მოციქული. და ძველ ეკლესიაშიც თითოეული თემი ერთი პურიდან ეზიარებოდა. მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე იკურთხება და განიტეხება ერთი პური და იკურთხება ერთი ბარძიმი (მეორე ათასწლეულში ლათინთა ეკლესიაში ასევე დაირღვა ერთი პურის კურთხევა).

გ. წმიდა წერილში ყველგან, სადაც ლაპარაკია ევქარისტიულ პურზე, მას ბერძნულად უწოდებენ αρτος (იოანეს სახარების მე-6 თავი, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები, პავლე მოციქულის ეპისტოლენი და საქმენი მოციქულთა). „არტოს“ ჩვეულებრივ აღნიშნავს ხორბლის გაფუებულ პურს („გაუფუებელი“ ბერძნულად გამოიხატება ზედსართავით αζυμος). ცნობილია, რომ მოციქულთა დროში, ევქარისტია თავიდანვე, დადგინებისთანავე სრულდებოდა მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, ანუ მაშინ, როდესაც იუდეველები ხმიადებს არ ამზადებნენ. მაშასადამე, თვით იუდეურ-ქრისტიანულ თემებშიც ევქარისტიის დროს გაფუებული პური გამოიყენებოდა. ეს მით უფრო ეხება ყოფილ წარმართთაგან შექმნილ ქრისტიანულ თემებს, რომელთათვისაც საერთოდ უცხო იყო უცომობის კანონი. პირველქრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის საიდუმლოსთვის ნივთიერებებს ჩვეულებრივ ხალხის შესაწირიდან იღებდნენ. სახლიდან კი ეკლესიაში, როგორც წესი, გაფებული პური მიჰქონდათ, რომელიც აგრეთვე სიყვარულის ტრაპეზისა და ღატაკთა მოსაკითხად იყო განკუთვნილი.



წმიდა საიდუმლოთა ზიარების აუცილებლობა და მაცხონებლობა

უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის თითოეული ქრისტიანისათვის არსებითი, აუცილებელი, მაცხონებელი და ნუგეშინისმცემელი მოვალეობა. ეს მაცხოვრის იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც მან ჯერ კიდევ ევქარისტიის საიდუმლოს აღთქმამდე წარმოთქვა: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (ინ. 6,53-54).

თუ ღირსეულად ვეზიარებით, ევქარისტიის საიდუმლოს მაცხონებელი ნაყოფი და მოქმედება შემდეგია:

ა. იგი უმჭიდროესად გვაერთებს უფალთან: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (ინ. 6,56);

ბ. კვებავს ჩვენს სულსა და ხორცს, ხელს გვიწყობს სულიერ ცხოვრებაში განმტკიცებაში, ამაღლებასა და ზრდაში: „რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,57);

გ. ღირსეულად მიღებული ზიარება ჩვენი სამომავლო აღდგომისა და მარადის ნეტარი ცხოვრების საწინდარია: „რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,58).

მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევქარისტიის ეს მაცხონებელი ნაყოფი სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს, ვინც რწმენითა და სინანულით მიეახლება მას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის უღირსად მიღება კი სასჯელად იქცევა: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი“ (I კორ. 11,29).

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/18.htm#5

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 22 2009, 04:13 AM

მოკლედ ვაგრძელებ ამოკრებას ამ საკითხის შესახებ ნაშრომებისა, ეს დიაკონი კურაევია :

...

Вот для этого и устанавливается величайшее христианское таинство – таинство Причастия Тела и Крови Христа.

Суть этого таинства состоит в том, что мы приобщаемся человеческой природе Христа, не Божественной. Мы вкушаем Тело и Плоть Христа, но это частицы преображенного космоса, преображенной Плоти Христовой, облагодатствованной. Святой Игнатий Богоносец, ученик апостола Иоанна, пишет в послании к Смирнийцам (конец 1 века): «Евхаристия есть Плоть Спасителя нашего, которая пострадала за наши грехи, но которую Отец воскресил».

Итак, к Воскресшему Телу Христа мы приобщаемся. Не к тому, которое было до преображения, до страдания, а к Воскресшему, в котором нет тления, которое победило тление, в котором смерть сломалась, и там нет смерти.

Эти частицы иного бытия, бытия занесенного в наше время и в наш мир – из беспредельного будущего, из Царства будущего века, где после конца истории, при сотворении нового неба и новой земли – там обещано нам такое бытие, где не будет ни смерти, ни болезни, ни воздыхания, ни страданий, ни слез. Вот из этого, иного порядка бытия – отдельные, как бы авангард, обетованные частицы – прорываются здесь уже к нам и поселяются в нас. Эта преображенная Плоть Христа входит в жизнь каждого христианина через Причастие.

...

Это то, что отличает литургическую трапезу от любой другой. Когда мы вкушаем обычный хлеб, по логике событий мы перестраиваем этот хлеб в ткани нашего организма. Однако когда мы участвуем в трапезе небесной, в литургической трапезе – происходит нечто обратное: не Хлеб, который я ем, становится мною, а мы становимся Тем, что мы вкушаем. Люди становятся тем небесным Хлебом, которому они причастились. Это призвание литургии – соделать нас причастниками, частицами Тела Христа.

Поэтому важнейшим предметом, который подлежит освящению на литургии, является не вино и не хлеб, а мы с вами. И в евхаристической молитве священник молится: «Господи, ниспосли Духа Твоего Святаго на нас и на предлежащие дары сия». Мы, собравшиеся в Церковь, есть первый по важности предмет освящения. А то, что находится в алтаре в Чаше, есть на самом деле средство к этому. Иоанн Златоуст восклицает, обращаясь к людям, которые стоят перед престолом: Братья, это ваша тайна лежит на престоле. Вы возложены на престоле. Причаститесь к тому, чем вы должны быть!

Есть в древнехристианской литературе некоторые тексты о литургии (кстати, этих текстов очень мало – это таинство, о нем не очень-то много писали) – они поражают своим радикальным отличием от того, что сейчас принято думать и писать о литургии.

Например – в любой популярной брошюрке будет сказано, что на литургии происходит преложение, преосуществление хлеба и вина в Тело и Кровь Христовы. И чудо состоит в том, что хлеб и вино, которые такими были вначале, затем становятся Телом и Кровью. Однако в древнехристианских текстах об этом говорится противоположным образом. Например, старца спрашивают: отче, почему мы причащаемся, почему есть это таинство причастия? Почему мы видим в чаше хлеб и вино? – и старец отвечает: видишь ли, Господь знает немощь человеческого естества, и знает, что мы не могли бы есть сырое мясо. И поэтому Господь, нисходя к нашим немощам, прелагает Свое Тело в Хлеб, а Свою Кровь претворяет в Вино.

Значит, смысл таинства – что Христос прячется в Дары, а не в том, что Он открывается в них

...

И тогда собор 1148 года принимает решение и говорит, что каждая литургия не есть только воспоминание Тайной Вечери, ибо этого недостаточно, и не есть повторение Тайной Вечери, ибо это невозможно. Каждая литургия есть сама Тайная Вечеря. Мы соучаствуем в той самой единственной трапезе, «силы Небесныя с нами невидимо служат, се бо входит Царь Славы». Мы незримо для телесных очей входим в пространство Сионской горницы и из рук Христа приемлем ту самую Чашу, и мы находимся в Царстве будущего века, в котором нет преград между прошлым и будущим, нет пространственных преград. Поэтому через благодатное действие Святаго Духа (а субъектом таинства является Святой Дух, Он совершает это таинство, а не священнослужитель), это нисхождение Святаго Духа на Церковь, собравшуюся вокруг Чаши – оно истончает толщу времен и пространств, которые отделяют нас от Сионской горницы. И мы соучаствуем вкупе с апостолами в причастии Телу и Крови Христа.

(ამაზე ვწედით მე და კანუდოსა ადრე)

...


(საკმაოდ საინტერესო სტატიაა, მთლიანად წაკითხვას გირჩევთ)

http://azbyka.ru/tserkov/duhovnaya_zhizn/sem_tserkovnyh_tainstv/prichaschenie/5g8_1_9-all.shtml

და ბოლოს უსპენსკის აქვს საკმაოდ დიდი და შრომატევადი სამუშაო გაწეული, აქ არის ამოკრებილი წმიდა მამების სწავლება ზიარების შესახებ

http://azbyka.ru/tserkov/duhovnaya_zhizn/sem_tserkovnyh_tainstv/prichaschenie/5g7_4n-all.shtml

აბა გავეცნოთ ყველა ამ ( და სხვა უამრავიდან რჩეულებს) წყაროებს და მერე გავაგრძელოთ კამათი, აქ დაშვებული უხეში შეცდომები რომ არ განმეორდეს და ხალხი არ დავაბნიოთ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 03:28 PM

ციტატა
Не к тому, которое было до преображения, до страдания, а к Воскресшему, в котором нет тления, которое победило тление, в котором смерть сломалась, и там нет смерти.


დიდ ხუთშაბათს, რითი აზიარა ქრისტემ მოციქულები, აღმდგარი ხორცით? საინტერესო რამ არის, კურაევიც არ საუბრობს ამაზე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2009, 03:44 PM

მნათე

ციტატა
დიდ ხუთშაბათს, რითი აზიარა ქრისტემ მოციქულები, აღმდგარი ხორცით? საინტერესო რამ არის, კურაევიც არ საუბრობს ამაზე.

აქ მნიშვნელოვანი ისიც არის გავიხსენოთ, რომ თვით აღდგომამდელი სხეულიც არ იყო ხრწნადი, სიკვდილს არ ექვემდებარებოდა ანუ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 04:06 PM

ციტატა
აქ მნიშვნელოვანი ისიც არის გავიხსენოთ, რომ თვით აღდგომამდელი სხეულიც არ იყო ხრწნადი, სიკვდილს არ ექვემდებარებოდა ანუ.


ანუ ხორცი რომელსაც მოციქულები ეზიარნენ და ხორცი რომელსაც ჩვენ ვეზიარებით, ერთმანეთისგან განსხვავდებოდა? ზოგადად, რატომ დადგინდა ეს საიდუმლო აღდგომამდე და არა აღდგომის შემდეგ? ცოდვათა მიტევება აღდგომამდე შეიძლებოდა? იმ ცოდვათა, რომლისგანაც თავისუფლებას, ზიარების ნაყოფი გვაძლევს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2009, 04:23 PM

მნათე

ციტატა
ანუ ხორცი რომელსაც მოციქულები ეზიარნენ და ხორცი რომელსაც ჩვენ ვეზიარებით, ერთმანეთისგან განსხვავდებოდა?

როგორც ვიცი, არა.

ციტატა
ზოგადად, რატომ დადგინდა ეს საიდუმლო აღდგომამდე და არა აღდგომის შემდეგ?

არ ვიცი, ნამდვილად. ეს ალბათ საუფლო განგებულებაა.

ციტატა
ცოდვათა მიტევება აღდგომამდე შეიძლებოდა? იმ ცოდვათა, რომლისგანაც თავისუფლებას, ზიარების ნაყოფი გვაძლევს?

ალბათ, არა.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 22 2009, 04:25 PM

კანონისტი

აბა, ვინ გვეტყვის დაზუსტებულ პასუხს smile.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 23 2009, 12:25 AM

KAIROS

მემგონი შენც ვერ გამიგე რისი თქმა მინდოდა

ევქარისტისას, რომ ქრისტეს სხეულს და სისხლს ვეზიარებით ამაში საკმათო არაფერია. ჩემი კითხვა თვითონ ამ გადაარსების ფორმას ეხებოდა. გასაგებია, რომ ჩვენ ვეზიარებით მის სიხლსა და ხორცს მაგრამ რომელ, რომელიც განსხეულების დროს ჰქონდა თუ შემდეგ? ფაქტია ჩვენ ვეზიარებით განახლებულ სისხლსა და ხორცს, რომელიც გვაერთიანებს მასთან ერთ სხეულად, ამიტომაც არ აქვს მას ადამიანური სისხლისა და სხეულის სახე. არ ვიცი რამდენად მეთანხმებით ამაში მაგრამ მე ესე წარმომიდგენია. კურაევის და უსპენსკის ნაშრომები საინტერესო იყო, თუმცა მეორე ბოლომდე არ წამიკითხია.

ასევე საუბრობს კურაევიც:

Мы вкушаем Тело и Плоть Христа, но это частицы преображенного космоса, преображенной Плоти Христовой, облагодатствованной.

შემდეგ კი ამატებს:

Итак, к Воскресшему Телу Христа мы приобщаемся. Не к тому, которое было до преображения, до страдания, а к Воскресшему, в котором нет тления, которое победило тление, в котором смерть сломалась, и там нет смерти.

ანუ გასაგებია, რომ ჩვენ ვეზიარებით იმ განახლებულ სხეულს, რომელიც არ განიცდის ხრწნას და არ კვდება, ხოლო რეალური სისხლი და ხორცი ხრწნადი და მოკვდავია. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასონი ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანი (ეფ. 5.30) აქედანაც გასაგებია, რომ სისხლი და სხეული, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით არ არის ჩვენებური, მატერიალური სისხლი და ხორცი. ჩვენ, რომელნიც ერთ მთლიან ორგანიზმს ვქმნით მასთან, ხომ ვერ ვიქნებით მისი ადამიანური სხეულის ასეობი?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 23 2009, 12:34 AM

ციტატა
აქედანაც გასაგებია, რომ სისხლი და სხეული, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით არ არის ჩვენებური, მატერიალური სისხლი და ხორცი.


განღმრთობილია, ანუ ჩვენებურის იდეალია.

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Apr 23 2009, 01:02 AM

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/86.htm
ამ საკითხზე ვრცლად იოანე დამასკელი აქ იხილეთ

ნაწყვეტი:ამ თავიდან იოანე დამასკელის წიგნისა
"ეს პური და ღვინო არ არის სახე ქრისტეს სხეულისა და სისხლისა (ნუ მოხდება ეს!), არამედ - თვით განღმრთობილი სხეული -უფლისა, თქმულია რა თავად უფლის მიერ: „ეს არის ჩემი სხეული“ და არა - სახე სხეულისა. ასევე, ითქვა „სისხლი“ და არა - სახე სისხლისა. უფრო ადრე იუდეველებსაც უთხრა მან: „თუ არ შეჭამთ ძის ხორცს, არ გექნებათ საუკუნო სიცოცხლე, რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი - ჭეშმარიტი სასმელი“. და კიდევა: „ვინც მჭამს მე, იცოცხლებს“ (იოანე 6,53-57). "


"ამასთან, თუმცა ზოგმა ამ პურსა და ღვინოს უფლის სხეულისა და სისხლის ნაცვალსახენი11 უწოდა, როგორც უთქვამს, მაგალითად, ღმერთშემოსილ ბასილის, მაგრამ ასე თქვეს მათ არა შესაწირავის განწმენდის შემდეგ, არამედ თვით შესაწირავს უწოდეს ამგვარად ვიდრე მის განწმენდამდე. წილმიმღებლობად ითქმის იგი12, რადგან მის მიერ იესოს ღმრთეების წილმიმღებნი ვხდებით, ზიარებად კი ითქმის და არის კიდეც ჭეშმარიტად, რადგან, ერთი მხრივ, მის მიერ ქრისტეს ვეზიარებით ჩვენ და წილმქონე ვხდებით მისი ხორცისა და ღმრთეებისა, მეორე მხრივ კი, მის მიერვე ვეზიარებით და ვუერთდებით ურთიერთსაც, რადგან, ვართ რა ერთი პურის წილმიმღებნი, ყველანი ქრისტეს ერთი სხეული, ერთი სისხლი და ურთიერთის ასოები ვხდებით, ქრისტეს თანამესხეულეებად13 წარმოჩენილნი. "



პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 23 2009, 01:07 AM

ციტატა
ზოგადად, რატომ დადგინდა ეს საიდუმლო აღდგომამდე და არა აღდგომის შემდეგ?


სანამ ამ საკითხს გავარკვევდეთ იქნებ ვინმემ გამარკვიოთ დიდ ხუთშაბათს ქრისტე ღმერთი იყო მოკვდავი თუ ღმერთკაცი?
აბო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 02:18 AM

თემაში შეძლებისდაგვარად მიმოვიხილე საიდუმლო სერობის პერიპეტიები . თუ დაგაინტერესებთ , შეგიძლიათ გადახედოთ .
შინაარსი

I – შინაარსი
II – ახალი აღთქმის პასექის პარალელები ძველ აღთქმასთან
III – სერობისათვის სამზადისი
IV – საიდუმლო სერობა
V – აპოკრიფული გამოძახილი
VI – დასკვნა
VII – გამოყენებული ლიტერატურა

შესავალი
,, ვგონებ რომელ განმავლობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო , წმინდა , მადლ აღსავსე სულიერთა აღშენებათა , სხვადასხვა მაგალითითა ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა . ‘’ (1) წერს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი . მართლაც საოცარი დღეა დიდი ხუთშაბათი , საოცარია მისი მნიშვნელობით , სიდიადით და მისტერიით . აღნიშნულ ნაშრომში შევეცდებით შეძლებისდაგვარად ვისაუბროთ იმ უდიდესი ფაქტისა და ვითარების შესახებ , რომელიც აღსრულდა ვნების კვირაში , ხუთშაბათ დღეს . ნამუშევარში განვიხილავ საიდუმლო სერობის ისტორიულ პარალელებს , მომზადების პერიოდს , უშუალოდ პროცესის დროსა და ვითარებას , ამასთანავე, ამ უდიდესი ფაქტის აპოკრიფული გამოძახილს .

––––––––––––

1 – ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა . ტომი II , გვ . 118 .
შენიშვნა : დამატებითი ცნობები ამ და სხვა გამოყენებული ლიტერატურის შესახებ იხილეთ ნაშრომის ბოლოს .

ახალი აღთქმის პასექის პარალელები ძველ
აღთქმასთან
სანამ სხვა პარალელების განხილვას დავიწყებდეთ , მოდით , ჯერ თარიღის შესახებ ვისაუბროთ . ,, მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი , ოდეს ღირდა პასქა იგი დაკვლად . ‘’(ლკ.22 . 7) ნეტარი თეოფილაქტე ,,უცომოების დღეს’’ უწოდებს ოთხშაბთს . ე.ი. იმ დღეს , როდესაც საპასექო კრავი უნდა დაეკლათ . აქედან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა , სწორედ ოთხშაბთს დილით გააგზავნა პეტრე და იოანე პასექის მოსამზადებლად . ვნახოთ თუ რა მოხდა ძველ აღთქმაში ამ დღეს . აი, რას ვკითხულობთ ,,გამოსვლათას’’ წიგნში : ,, ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.’’(გამ.12.6) ,, ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.’’
საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იოსებ ფლავიოსიც : ,, ხოლო მეშვიდესა თუესა , რომელსა მაკედონნი ვიპერვერეტოდ უწოდენ ზედდამძენელნი პირველთქმულთანი ზუარაკსა და ვერძსა და კრავსა შვიდთანი მსხუერპლვენ თიკანსა ცოდვათათვის.’’(1)
მოცემული ციტატებიდანაც ვრწმუნდებით , რომ ამ დროს უფალმა ახალი ,,წელიწადი’’ დაარსა , რომელსაც – ,,საპასექო წელიწადი’’ ეწოდა. , რომლის მიღებამდეც , ებრაელები სარგებლობდნენ სხვა კალენდრით, რომლის მიხედვით ახალი წელი დგებოდა სექტემბერ-ოქტომბრის თვეთა შუა რიცხვებში , რომელსაც ინდიქტიონი ეწოდებოდა . ვნახოთ, თუ საიდან ვიგებთ მის შესახებ ინფორმაციას.(არსებობს გადმოცემა , რომ ღმერთმა სწორედ ამ დროს დაასრულა ქვეყნიერების შექმნა) როგორც ,,დაბადების’’ მერვე თავში ვკითხულობთ , წარღვნა დაიწყო პირველი თვის მეჩვიდმეტე რიცხვში და : ,, მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი . ‘’ (დაბ.8.4) ე.ი. საპასექო კალენდრის მიხედვით , პირველი თვის ჩვიდმეტ რიცხვში გაჩერებულა კიდობანი , ისევე როგორც პირველი თვის ჩვიდმეტ რიცხვში მოხდა უფლის აღდგომა . რომლის დროსაც გაჩერდა , დასრულდა რაღაც ეპოქა და დაიწყო ახალი , იდუმალებით სავსე .
წმ. იოანე ოქროპირი სვამს ასეთ კითხვას – თუ რისთვის აღასრულა ქრისტემ ეს სადუმლო პასექის დროს და თავადვე პასუხობს მას : ,,რათა შენ ამ ყველაფრიდან შეიცნო , რომ იგი არის ძვ. აღთქმის კანონმდებელი … თუ წინასახე ეგოდენ დიდი მონობისგან ათავისუფლებს , მაშინ ჭეშმარიტება ხომ უფრო მეტად განათავისუფლებს ქვეყნიერებას და გასცემს საკუთარ თავს ჩვენი ბუნების სახსნელად . აი, რატომ არ დააწესა ქრისტემ საიდუმლო მანამდის , არამედ მაშინ , როდესაც უკვე უნდა გაუქმებულიყო დაწესებული სჯული . იგი აუქმებს იუდეველთა უმთავრეს დღესასწაულს . ‘’(2) წმ. მამა აგრძელებს მსჯელობას და ამბობს , რომ უფალმა უკუაგდო იუდეველთა წეს-ჩვეულებები და თუკი ძვ . აღთქმის პასექი სრულდებოდა ეგვიპტის სასწაულთა და
1 – იოსებ ფლავიოსი – ,, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობათანი ‘’ ; გვ. 197
2- წმ.იოანე ოქროპირი , მათეს სახარების განმარტება . გვ.691
პირველშობილთა საცხოვნებელად , ახალი აღთქმის პასექი სრულდება მის მოსახსენიებლად და მთელი ქვეყნიერების ცოდვების მოსატევებლად .
გავიხსენოთ ძველი აღთქმის პასექი . აი რას ეუბნევა უფალი მოსეს და Aარონს : ,,ამგვარად ჭამეთ , წელზე სარტყელი გერტყათ , ფეხზე გეცვათ , ჯოხი გეჭიროთ ხელში , აჩქარებით ჭამეთ , საუფლო პასექია ეს . ‘’ (გამ.12.21)
ახლა ახალ აღთქმას დავუბრუნდეთ : ,,და ვითარცა შემქუხრდა , ინახით – ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა . ‘’(მთ.26.20)
განმმარტებელთა ერთი ნაწილი , მათ შორის ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წერს : ,,ჩვენ ვამტიცებთ , რომ მან ჯერ ძვ . აღთქმის პასექი ჭამა , შემდეგ კი ინახით ჯდა და თავისი საიდუმლოება მისცა : პირველად მან წინასახის მქონე პასექი აღასრულა , შემდეგ კი ნამდვილი პასექი . ‘’(1)
ძვ.აღთქმაში სიჩქარე ,,შეინიშნება’’ და მძაფრად მოქმედებს მისი ფაქტორი . სწორედ ამიტომაა , რომ ხალხს , სამგზავროდ და დაჩქარებული წესით უნდა ეჭამათ იგი . მისგან განსხვავებით კი ახალი აღთქმის კაცს არსად ეჩქარება , იგი ,,ინახით ჯდება’’ და მშვიდად ელოდება მარადისობის მოახლოებას , რადგან უფალმა , სხვა ფაქტორებთან ერთად , დროზე გამარჯვებაც მოგვაპოვებინა .
გავიხსენოთ კიდევ ერთი ფაქტი . როდესაც ეგვიპტეში პასექი დასრულდა , ისრაელი წამოვიდა ,,მონობის სახლიდან’’ : ,,მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს : ვუმღერი უფალს , რადგან განდიდდა დიდად , ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედრები . ‘’(გამ.15.1)
ახლა ვნახოთ თუ რას გადმოგვცემს ოთხთავი , საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ : ,,და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა . ‘’( მთ.30.26) წმ.წერილში ზოგადად , გალობა მიებული იყო მაშინ , როდესაც ხალხი ეგებებოდა გამარჯვებულ გმირს . მაგალითად : გოლიათის დამმარცხებელ დავითს ქალები სიმღერით შეხვდნენ , ისევე როგორც Dდებორა უმეროდა გამარჯვებულ ბარაკს. მომღერალი ქალწულები შემოეგებნენ შინ დაბრუნებულ იფთხან გალაადელსაც და.ა.შ.
ზიარების დაწესებით უფალმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სიკვდილზე გამარჯვება , შეცვალა ძვ.აღთქმისეული კანონები და მოგვცა საშუალება , რომ საკუთარ გულში მივიღოთ ქრისტე .
ჩვენი მსჯელობის ერთგვარ შეჯერებას თუ მოვახდენთ , მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უწინდელი პასექი აღესრულებოდა ეგვპტის მონობისგან განთავისუფლების აღსანიშნავად , ხოლო სისხლის დაღვრა კი პირმშოთა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით . ახალი პასექი კი აღესრულება ვნებათა დატევებისა და ცოდვილი აზრებისგან დასაცავად . უფალი ჯერ გვაძლევს პურს , ხოლო შემდეგ სასმისს . ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილქტე საინტერესოდ აღნიშნავს , რომ სათნოებას წინ უსწრებს ოფლის დაღვრა , ისევე

–––––––––––––

1-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი , მათეს სახარების განმარტება , ვ.352

როგორც პური მხოლოდ ოფლის ღვრით არ იქმნება და გამოყენების დროსაც შრომას მოითხოვს . რის შემდეგაც მოდის სიხარულის ჟამი , რაც სასმისით აღინიშნება .
სერობისათვის სამზადისი
როდესაც ახლოვდება საიდუმლო სერობის მისტერია , უფალი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას : ,,და წარავლინნა პეტრე და იოანე და ჰრქუა მათ : წარვედით და მომიმზადეთ ჩვენ პასქაი რაითა ვჭამოთ . (ლკ.22.8)
დავუბრუნდეთ კვლავ და კვლავ ნეტარ თეოფილაქტეს და ვნახოთ თუ რას წერს იგი : ,,უფალი აგზავნის მოწაფეებს . ერთს როგორც მოყვარულს და მეორეს როგოც საყვარელს აგზავნის ,,უცხო’’ სახლში ; ვინაიდან არც მას და არც მოწაფეებს არ ჰქონდათ საკუთარი . .. ზოგიერთნი ამბობენ , რომ უფალმა არ თვა ამ ადამიანის სახელი და არ გამოაცხადა იგი , არამედ მოწაფეები მის სახლამდე გარკვეული ნიშნით მიიყვანა , რათა გამცემს , არ მიენიშნებინა ფარისეველთათვის ეს სახლი და არ მისულიყვნენ მის წასაყვანად მანამ , სანამ არ დააწესებდა სერობას . ‘’(1) იგივე მკვლევარი უცომეობის დღეში მოიაზრებს სულიერ ნათელში გატარებულ ცხოვრებას , პეტრესა და იოანეს სახეში – ქმედებასა და ჭვრეტას , მხურვალე მოშურნეობას და მშვიდ სიმდაბლეს .
გავაგრძელოთ სახარების კითხვა : ,,ხოლო თავადმან ჰრქუა მათ : აჰა ეგერა შესვლასა ოდენ თქუეს ქალაქად შეგემთხვიოს თქუენ კაცი , რომელსა ლაგვინი წყლითა ზე ედგას : შეუდეგით მას სახიდ , ვიდრეცა შევიდეს . ‘’(ლკ.22.10)
ნეტარი თეოფილაქტე აღნიშნავს , რომ თუ ჩვენ გვექნება კეთილი ცხოვრება , რომელსაც პეტრე გამოხატავს და ჭეშმარიტი სწავლება , რომლის სახეცაა ამ შემთხვევაში იოანე მახარებელი , ვპოვებთ ჭეშმარიტად ადამიანურ არსებას , რომელსაც დოქით წყალი მოაქვს . წყალი – სულიწმინდის მადლის სიმბოლოა – ,,და რომელსა რწმენეს ჩემი , ვითარცა თქუა წიგნმან , მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოვრებისანი . ‘’(ინ.7.38) დოქი კი კეთილშემუსვრილებისა და სალბოს გულისას . ეპიზოდი შემდეგნაირად გრძელდება : ,, და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი : მუნ მზა – მიყავთ ჩუენ . ‘’(ლკ.22.12)
ეს დარბაზი ( ქორი ) , იმავე ეგზეგეტის განმარტებით არის მაღალი შენობა გონებისა , ანუ ღვთაებრივი და სულიერი საგნები , რომელთა შორისაც იგი ცხოვრობს და მოიქცევა სიყვარულით .

–––––––––––––––

1 – ნეტარი თეოფილაქტე , ლუკას სახარების განმარტება . გვ.30

საიდუმლო სერობა
მას შემდეგ რაც , საიდუმლო სერობის პერიპეტიების შესახებ ვიხილეთ ეგზეგეტთა აზრი , ვფიქრობთ, უპრიანი იქნება თუ ცალკეულ , თუმცა მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას . ამას მოკლედ გადმოგვცემს არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი : ,, და ვითარცა ჭამდეს იგინი , – ამბობს მათე მახარებელი, – მოიღო იესო პური ( ბერძნულად არტოს , რაც ნიშნავს წმინდა პურს , საფუარით გაფუებულს , საპირისპიროდ ,,აქსიმონ’’-ისა ! უცომო პურისა , რომელსაც ებრაელები პასექზე ხმარობდნენ . გაფუებული პური შესაძლებელია უფლის ბრძანებით იქნა მომზადებული , ვინაიდან სჯულის თანახმად , პასექის სერობაზე , მხოლოდ უფუარი პური უნდა ჰქონოდათ . ‘’(1) მკვლევარი იმასაც ურთავს საუბრის ბოლოს , რომ მაცხოვარმა ღვინო წყლით გააშავა .
გავაგრძელოთ ფაქტის განხილვა : ,,… და თქუა : ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე‘’ (ინ.13.21) ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი შეშინებულები და გაოგნებულები იქნებოდნენ მოწაფეები . აქედან გამომდინარე , როგორც წმ.იოანე ოქროპირი გადმოგვცემს , იესომ სხვათა შიში გაანელა , როდესაც ერთს მიაწერა ყველაფერი .
ამის შემდეგ იუდამ მიიღო ლუკმა . დიმიტრი როსტოველი გადმოგვცემს რომ , ეს იყო საპასექო კერძში დამბალი პური . კერძი იყო წვნიანი ცხვრის ხორცი , ხოლო მასში პურის ჩაწობა და თანამეინახისთვის მიწოდება ერთ-ერთი ებრაული ტრადიცია .
როგორც სახარებაში ვკითხულობთ : ,, და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი ‘’(ინ.13.27) ამ მუხლის უკეთ გასაგებად მოვიხმობთ კვლავ და კვლავ წმ.იოანე ოქროპირს და შევაჯერებთ მათესა და იოანეს სახარებაში აღწერილ ეპიზოდს . ,,სანამ იგი (იუდა გ.ლ.) იყო კრებულში (მოციქულებისა) სატანა ვერ ბედავდა მასში შესვლას , არამედ გარედან ესხმოდა თავს ; ხოლო როცა (ქრისტემ) გამოაშკარავა იგი და განაყენა , მაშინ უშიშრად შევიდა მასში . ‘’(2) ახლა ვნახოთ მათეს სახარების განმარტება და შევუთანხმოთ ერთმანეთს L ,,სატანა უცებ არ შედის , და არა მეყსეულად , არამედ თავიდან მრავალგზის ესხმის თავს , რაც მოხდა აქაც . თავდაპირველად ის სცდიდა იუდას და თანდათანობით უახლოვდებოდა მას ; ხოლო , როცა დაინახა რომ იგი მის მისაღებად მზად იყო , მაშინ მთლიანად ჩასახლდა მასში და სრულიად დაეუფლა მას . ‘’(3)
თხრობის მომენტში იოანე მიყრდნობილია იესოს . საინტრესოა ასეთი სითამამის მიზეზი : ,,ეს სიყვარულს გამო მოხდა ‘’ გადმოგვცემს იოანე ოქროპირი , და აგრძელებს საუბარს : ,, მეკი ვფიქრობ , ეს მან (იოანემ გ.ლ.)

––––––––

1-არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი – ახალი აღთქმის წმ.წიგნები . გვ.79
2-იოანე ოქროპირი , იოანეს სახარების განმარტება . გვ.402
3 – იოანე ოქროპირი , მათეს სახარების განმარტება . გვ 687

სხვა მიზეზითაც ქმნა , სახელდობრ სურდა ეჩვენებინა , რომ მას არ ეხებოდა გამცემის ბრალდება . ‘’ (1)
გავაგრძელოთ საკითხის განხილვა და ვნახოთ თუ ვის ასახელებს იესო თავის გამცემად : ,,რომელსა მე დავაწო პური და მივსცე , იგი არს . ‘’( ინ.13.26) ლოგიკურია , რომ ჩნდება კითხვა , მიუხედავად ამისა რატომ ვერ მიხვდნენ იუდას გამცემლობას
მაშინაც კი , როდესაც აღნიშნული მოქმედება აღასრულა ქრისტემ . ამაზეც გვპასუხობს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი :,,სარწმუნოა , რომ ქრისტემ ჩუმად თქვა , ისე , რომ ვერავინ გაიგონა . რა თქმა უნდა , იოანეც , რომელიც მის მკედს მიყრდნობოდა , ამიტომაც ეკითხებოდა თითქმის ყურში , რათა გამცემი არ გამოეაშკარავებინა და ქრისტეც ამგვარად პასუხობდა . ‘’(1) ,მაგრამ მოგვიანებით ვრწუმნდებით , რომ მიუხედავად ამ უწყებისა თვით იოანემაც დაიჯერა , რომ მათ (მოციქულებს ) შორის , ვინმე გამცემი აღმოჩნდებოდა , სწორედ ამიტომ იყო , რომ როდესაც მაცხოვარი იუდას აჩქარებს , ყველა ფიქრობს , რომ მაცხოვარი იუდასადმი მიბარებულ ქისას გულისხმობდა , ხოლო ის , რომ ისკარიოტელი გამცემი იყო : ,,არავინ სცნა ინახით მჯდომარეთაგანმან . ‘’
ვნახოთ თუ როგორ სრულდება ეპიზოდი : ,,ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა . და იყო ღამე . ‘’ (ინ.13.36 ) აღიშნულ მუხლს შინაარსობრივად განმარტავს წმ.კირილე ალქსანდრიელი : (სამწუხაროდ ამ მამის შესრულებული იოანეს სახარების სრული ეგზეგეზა არ მოგვეპოვება ქართულ ენაზე და აღნიშNული განმარტების ინგლისურიდან თარგმნა მოგვიხდა.) ,, და ასე მგონია , სულით აღძრული ევანგელისტს არ უთქვამს ეს უმიზნოდ . მიიღო რა ღვინოში ჩაწობილი ნაჭერი მყისვე გავიდა გარეთ , რადგან სატანას საშინლად სურს , რომ აიძულოს ისინი რომლებიც ერთხელ შეიპყრო და რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ ჩავარდნენ მის ხელებში , რათა პირდაპირ აღასრულოს მათი ბოროტი საქმენი და ყოველგვარი შეყოვნების გვერდით გადადებით აიძულოს მათ , რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც კი განახორციელონ მისი სიამოვნება . ‘’ (3)
დავიწყოთ სიტუაციის განხილვა : ,,და ვითარცა ჭამდეს იგინი , მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა . და ჰრქუა მათ : მიიღეთ და ჭამეთ ესე არს ხორცი ჩემი . ‘’ (მთ . 26.26 ) როგორც ნეტარი თეოფილაქტე გადმოგვცემს , მახარებელმა იმისთვის დაამატა ტერმინი -

––––––––––––

1-იოანე ოქროპირი , იოანეს სახარების განმარტება . გვ 402
2 – იოანე ოქროპირი , იოანეს სახარების განმარტება . გვ.402
3 -Sead : ,, . And it seems to me that the inspired Evangelist did not without a purpose say that, having received the sop, he straightway went out. For Satan is terribly wont to urge on those whom he has once captured, and who have once for all fallen into his power, to straightway accomplish their evil works; and, throwing aside all delay, to compel them even against their will to carry out his pleasure. ‘’

Cyril of Alexandria , commentary on john . pg . 207 )

,,როცა ჭამდნენ ’’ , რომ იუდას არაადამიანურობა დაგვანახოს . იგი აგრეთვე გამოთქვამს ვარაუდს , რომ ქრისტემ თავისი საიდუმლოებები მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც იუდა გარეთ გავიდა და დასძენს , რომ მორწმუნეებიც ვალდებულნი ვართ , რომ უკეთურნიც ამგვარად განვაყენოთ საიდუმლოებებიდან .
ახლა ვნახოთ გრიგოლ პალამას აზრი : ,, ხორცი ქრისტესი – პური , ამ შემთხვევაში კრეტსაბმელია , რომელიც ფარავს ღვთის სიღრმეში არსებულ საიდუმლოს . ღვთაებრივმა მოციქულმა პავლემ ეს იცოდა , როდესაც ამბობდა : ,, განგვიახლა ჩვენ გზა ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით , ესე იგი არს , ხორცთა მისთათა . ‘’(ებრ . 10.20) (1)
ვითარება შემდეგნაირად გრძელდება : ,და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა : ,, სუთ ამისგან ყოველთა , ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა , მრავალთათვის დათხული მისატევებელად ცოდვათა . ‘’ (მთ.26.27-28)
განხილვას ნეტარი თეოფილაქტეთი დავიწყებთ , იგი ეყრდნობა ერთ გავრცელებულ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც იუდამ პური კი არ შეჭამა , არამედ დამალა რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა , რომ იესო პურს თავის ხორცს უწოდებს , სასმისის დამალვა კი უკვე ვეღარ შეძლო .
ახლა მიტროპოლიტ ფილარეტსაც მოვუსმინოთ : ,, ,, ყოველთა’’ , რადგან ღვთის სიტყვის ყოველ გამოხატულებაში იმალება ნათელი , ყოველ ბგერაში – სიბრძნე . უფალმა არ თქვა საიდუმლო პურზე : ,,მიიღეთ და წამეთ ყოველთა’’ და სწორადაც , რადგან ზოგიერთებს არ შეეძლოთ ჭამა , მაგალითად ჩვილ ბავშვებს , ხოლო საიდუმლო სასმისზე თქვა : ,,სუთ ამისგან ყოველთა ‘’ და ამრიგად , გამორიცხა ყოველგვარი გამონაკლისი , იგულისხება რწმენაში მყოფნი და ეკლესიურად ერთნი . ‘’ (2)
ბოლო ეგზეგეტად , აქაც გრიგოლ პალამას გამოვიყენებთ : ,, ადამიანისთვის წინადაგებული ხორცი და სისხლი ქრისტესი უფრო მრავალმეტყველია , ვიდრე აბელის სისხლი . რამეთუ ძმის სისხლი დაიღვარა კაენის ხელთ , ქრისტეს სისხლი კი – ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად . უფალმა იესო ქრისტეს უმანკო სისხლი შეიწირა , იესო ქრისტემ ძმასავით სეიყვარა თითოეული ჩვენგანი . ‘’ (3)
საინტერესოა შემდგომი ფრაზაც და უნდა აღვნიშნოთ , რომ სამივე სინოპტიკურ სახარებაში , სიტყვების იდენტური დამთხვევა არ გვხვდება და ყველა მათგანში სხვადასხვაა . დავიწყოთ მათეს სახარებით : ,,არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენახისა , ვიდრე მუნ დღემდე , რაჟამს იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა . ‘’ (მთ. 26.29) აქაც ნეტარ თეოფილაქტეთი

–––––––––––––––

1– გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; გვ . 39
2– www.orthodoxy.ge/ მეუფე ზოსიმე შიოშვილი / მათეს სახარების განმარტება
3 – გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; გვ . 43

დავიწყებთ : ,,აღდგომის შემდეგ ის მართლაც ჭამდა და სვამდა , მაგრამ უვე ერთგვარი ახალი მიზნისთვის , რადგან იმიტომ კი არ ჭამდა და სვამდა , რომ საკვების საჭიროებას განიცდიდა , არამედ მისი სხეულის ჭეშმარიტ ბუნებაში დასარწმუნებლად . ‘’ (1)
ახლა მარკოზთან გადავიდეთ : ,,რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა ვიდრე მუნ დღედმდე , რაჟამს იგი ვსუა ახალი სსუფეველსა ღმრთისასა . ‘’ (მკ.14.25) იგივე შინაარსის მატარებელია ამავე ეგზეგეტის აზრი : ,,არღარა ვსუა, ამბობს ის შემდეგ , ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა ‘’ აღდგომამდე ( სასუფეველს აქ უწოდებს აღდგომას , რადგანაც მკვდრეთით აღმდგარი , იგი გამეფდა სიკვდილზე‘’ (2)
ვიხილოთ ლუკას სახარებაც : ,,ამირითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენახისა , ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაი მოვიდეს . ‘’ (ლკ . 12.18) აღნიშნული ეპიზოდის განხილვისას ზემოთნახსენები მკვლევარი საინტერესო ფაქტს აღნიშნავს : ,,ვგონებ , ლუკა მოიხსენიებს ორ სასმისს . ერთის შესახებ ამბობს : ,,მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა ‘’ , რომელსაც ვინმემ შესაძლოა უწოდოს ხატი ძველი აღთქმისა , ხოლო მეორის შესახებ საუბრისას პურის განტეხისა და დარიგების შემდეგ , უფალი თავად ანუყოს მას მოწაფეებს , უწოდებს მას ახალი სჯულისას და ამბობს , რომ იგი , მისი სისხლით განელდება . ვინაიდან , როდესაც ძველი აღთქმა იქნა დადებული , ბეჭდად გამოყენებულ იქნა უგუნურ ცხოველთა სისხლი (გამ.24.5-8) ახლა კი , როდესაც ღმერთი სიტყვა განკაცდა , ახალი აღთქმა ჩვენთვის მისი სისხლითაა დაბეჭდილი . ‘’ (3)
საუბრის ბოლოს არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით იუდას საკითხს არ შევეხოთ . არაერთი მწვალებლური სწავლება გავრცელდა მის შესახებ . ზოგი იმასაც კი ფიქრობს რომ იუდას გარეშე ვერ აღესრულებოდა ის გამომხსნელობითი მისია , რაც უფალმა შეასრულა ქვეყნად . ამ აზრის მქონეთ ძალიან კარგად პასუხობს წმ . იოანე ოქროპირი : ,, არა იუდას გამყიდველობამ გადაგვარჩინა ჩვენ , არამედ ქრისტეს სიბრძნემ , რომელმაც საკვირველად შემოაბრუნა სხვების ბოროტება ჩვენს სასარგებლოდ . ‘’(4)

––––––––––––––––––––––

1 – ნეტარი თეოფილაქტე , მათეს სახარების განმარტება გვ . 356
2 – ნეტარი თეოფილაქტე , მარკოზის სახარების განმარტება გვ. 175
3 – ნეტარი თეოფილაქტე , Lლუკას სახარების განმარტება გვ . 306-307
4 – წმ . იოანე ოქროპირი ; მათეს სახარების განმარტება ; გვ. 685

აპოკრიფული გამოძახილი

თემაზე საუბრისას , რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი წმ.წერილია . თუმცა , საჭიროდ მიგვაჩნია ნაშრომის ერთ თავში , შევეხოთ ისეთ საკითხს , როგორიცაა აღნიშნული ფაქტის აპოკრიფული გამოძახილი .
სანამ უშუალოდ საიდუმლო სერობის ეპიზოდს შევეხებით , ვნახოთ თუ რას გადმოგვცემენ აპოკრიფები ისეთს , რაც წმ,წერილში აღნიშნული არაა .
როგორც პილატეს ცოლი – კლავდია გადმოგვცემს , მისმა ქმარმა, დიდ ხუთშაბათ დღეს , უკვე იცოდა სიტუაციის მომავალი განვითარების შესახებ : ,,პილატემ მითხრა დაღონებით : – ,, იესო ნაზარეველის მომავალი ძლიერ უნუგეშოა . მისი თავი დაფასებულია და დღესვე საღამოს შეიძლება მისცენ ის მღვდელთმთავრების ხელში . ‘’ (1)
ე.წ. ,,ტიბეტური სახარების’’ მიხედვით , პილატე არაა ისეთი უმანკო , როგორც ამას მისი ცოლი გადმოგვცემს . მეტიც , იუდა უშუალოდ მისი მოსამსახურეა , შეიძლება ითქვას აგენტიც : ,, მმართველმა მაშინ დაასახელა მოწმე , რომელმაც თავისი ბატონის – პილატეს დაკვეთით გაჰყიდა ისსა . ეს კაცი მოვიდა და ისსას მიმართა : ,,განა შენ ისრაელის მეფეს არ გმობდი , როცა ამბობდი , რომ ზეცათა მეუფეს გამოუგზავნიხარ მისი ხალხის შესამზადებლად . ‘’(2)
ახლა კი ორიოდე სიტყვით უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე , თუ როგორაა აღწერილი აპოკრიფულ ნაწარმოებებში საიდუმლო სერობა .
წმ.ნილოს მირონმდინარე გადმოგვცემს , რომ იმ მინიშნებებზე , რომელიც მაცხოვარმა გააკეთა თავის გამცემელზე და რომელი მინიშნებებიც სახარებაში არ ფიქსირდება : ,,უფალმა ამოიოხრა და თქვა , რომ თქვენ თორმეტთაგანში არის ერთი , რომელიც მე ცოდვილ, ადამიანთა დასასჯელად გადამცემსო . ის ვინც ჩემ წინ ხელს გაიწვდის – და იმავე წამს იუდამ მაცხოვრის წინაშე , სუფრაზე ხელი გაიწოდა . (სამარილეს მისწვდა) ‘’ (3)
ალბათ , ცალკე თემა აქვს დასათმობი ლეონარდო დავინჩის ნამუშევრის – ,,საიდუმლო სერობის’’ შესახებ საუბარს , თუმცა ამჯერად მისი ერთ-ერთი ფრაგმენტის ანალიზით შემოვიფარლებით : ,,წმ.პეტრე იოანესკენ იხრება , რომელიც ქრისტეს მარჯვნივ ზის . იგი თითქოს ბედსაა შეგუებული . იუდა კი განზე იწევს . პეტრეს ხელი იუდასა და იოანეს შორისაა და თითქოს ერთმანეთისგან გამოყოფს ერთგულებასა და ღალატს . ‘’(4)

––––––––––––––

1- ,, სიკვდილი მართლისა ‘’ ; გვ.3
2- ,,ტიბეტური სახარება’’ ; XII-21 ; გვ.30
3- ,,ამბავი ორი ჯვარცმულისა ავაზაკისა’’ ; გვ.90
4- ,,დიდი მხატვრები ‘’ ; ეონარდო და ვინჩი ; გვ.75

რადგან აღნიშნული ფერმწერი და მისი ნამუშევარი ვახსენეთ , უპრიანი იქნება ვნახოთ თუ რა გაკუღმართებული შეხედულებები წარმოიშვა მისი შესრულებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ . საუბარს დავიწყებთ ლი თიბინგის ე.წ. ბესთსელერზე’’ – ,,დავინჩის კოდი , ’’
,, რომელშიც ავტორი ამბობს რომ საიდუმლო სერობის დროს , იქ არავითარი ბარძიმი არ ყოფილა და ყოველივე ეს მარიამ მაგდალინელს მიემართება . (არგუმენტებს კი ე.წ. პილატეს სახარებიდან იშველიებს): ,,იქ ცამეტი ჭიქა იყო . უფრო მეტიც , პატარა უფეხო შუშის ჭიქები იყო . ნახატზე არ იყო ბარძიმი . არავითარი წმინდა ბარძიმი არ იყო . სინამდვილეში ბარძიმი იყო ადამიანი და არა საგანი . და ეს ადამიანი გახლდათ მარიამ მაგდალინელი . ‘’(1)
რადგან და ვინჩი და მისი ნამუშევარი ვახსენეთ , საჭიროდ მიგვაჩნია რენესანსის ეპოქის სხვა ფერმწერებიც ვახსენოთ . ისეთები როგორებიც არიან – გირლანდაიო და ტინტორენტო . ,,გირლანდაიოსთან თვალში პირველივე რაც გეცემათ იუდა ისკარიოტელის განცალკევებულობაა . ის სუფრას წინიდან მისჯდომია და ზურგიდანაა გამოსახული . მიუხედავად იმისა , რომ იუდა არასასურველი პერსონაჟია , ის მაინც ქრისტეს მოწაფეა , ამიტომ მხატვრების მატივი გადაწყვეტილებაა – განზე გამოესახათ იგი . ‘’(2)
ახლა , აღორძინების ხანის მეორე ხელოვანს შევეხოთ : ,,ტინტორენტოს ნახატში , უფრო მეტად შეიგრძნობა ღვთაებრიობა , რაც საიდუმლო სერობას ახლავს თან . კომპოზიცია მთლიანადაა გახვეული მისტიერ , არაამქვეყნიურ , იდუმალ საბურველში . მხატვარისასწაულებრივ ატმოსფეროს ყოფთ სცენას უპირისპირებს და ერთგვარ ცონტრასტს ქმნის : უკანა პლანზე ანგელოზების მიმოფრენაა გამოსახული , წინა პლანზე კი მეპატრონე მოსამსახურეებთან ერთად , რომელიც ძირს დადგმულ კალათიდან ნივთებს ალაგებს … რა სურდა ამით მხატვარს ეთქვა ? ის ხომ არა , რომ ჯერ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გაუგებარი იყო ის დიდი საიდუმლოება , რაც ამ მომენტში სრულდებოდა . ‘’(3)
თავში ვახსენეთ ის მისტიურობა , რაც საიდუმლო სერობის ბარძიმთანაა დაკავშირებული . მოდით , შეძლებისდაგვარად განვავრცოთ ეს საკითხი . დავიწყოთ რობერ დებრანით : ,,მისი (ავტორის გ.ლ.) თქმით , გრაალის თასი ის სასმისია , რომლიდანაც მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას მოციქულები აზიარა . ჯვარცმისას, მაცხოვრის ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი იოსებ არიმათიელმა ამავე თასში შეაგროვა . ‘’(4)
სხვა ვერსია აქვს ვოლფრამ ფონ ეშენბახს . იგი : ,,გრაალს უკვე სასწაულებრივი ქვის სახით წარმოადგენს . ეს ქვა ზეციური წარმომავლობისაა . ყოველ ვნების ხუთშაბათს , მასზე ციდან მტრედი ეშვება . ‘’(5)

–––––––––––––––––––––––

1- ,,იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში ‘’ , მამა თეიმურაზი , გვ. 90
2- www.Wikipedia.org
3- იქვე
4- გრაალის მოტივები საქართველოში ; ოთარ ქვრივიშვლი , გვ. 4
5- გრაალის მოტივები საქართველოში ; ოთარ ქვრივიშვლი , გვ. 5

ახლა კრუტიენ დე ტრუას მოვუსმინოთ . მისი აზრით : ,,გრაალი ეს არის ის ბარძიმი , ის სასმისი, რომელიც ანგელოზთა გამგებლობაშია . როდესაც ცუცურელი დაინიშნა მის მცველად და დაიწყო ტაძრის აგება , ბარძიმი ტაძრამდე ჯერ არ იყო დაშვებული . ის , მშენებარე ტაძრის ზემო , უხილავ სივრცეში ლივლივებდა და ანგელოზები იყვნენ მისი მცველები . მშენებლობა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა . გრაალის თასი მხოლოდ შემდეგ დაეშვა ტაძარში . ‘’ (1)
ტაძრის გრაალის შესახებ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქრისტიანული ეპოკრიფი იოსებ არიმათიელის ბრიტანეთში ჩასვლის შესახებ . სხვა ვერსიით , თქმულებები გრაალის შესახებ , სადუმლო , ოკულტურ საზოგადოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული , რომელიც პირველ საუკუნეებში დაუარსებიათ . ამ ყოველივემ კი მასონურ კავშირებთან მიგვიყვანა საბოლოოდ : ,,გრაალი – იესოს შთამომავლთა სისხლი SANG REAL ; SANG REAL ; SANG ROYAL მეფური სისხლი , რომლის სამდვილი მცველები სიონის პრიორატის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ . ‘’(2)

–––––––––––––––

1- გრაალის მოტივები საქართველოში ; ოთარ ქვრივიშვლი , გვ. 19
2- www.Wikipedia.org

დასკვნა

აღნიშნულ თემაზე საუბრის წარმართვა დაუსრულებლად შეიძლება და არაერთი მიმართულებით . თუმცა , სხვადასხვა ასპექტებში შეზუდულობის გამო , ვამჯობინებთ მსჯელობის შეწყვეტას . იმას კი დავძენთ , რომ ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნის ვალია შეეცადოს ღრმად ჩაწვდეს ამ საიდუმლს . სხვა საკითხია თუ როგორი და რამდენგვარი არასწორი ინტერპრეტაციები გაუკეთეს ,განსხვავებულმა კონფენსიებმა ამ უდიდეს საიდუმლოს . ფაქტი კი ერთია , ჩვენ , ზიარების დროს ვიღებთ ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და წმიდა სისხლს . ჭეშმარიტად ვიღებთ და არ ვახდენთ მის გახსენებას . ამ ყოველივეს კი ვმოქმედებთ ქრისტეს მოსახსენებლად . და თუკი ვინმეს , თავისი უძლურებისდა გამო , ვერ წარმოუდგენია ამ სიტყვების რეალურობა თუ ჭეშმარიტება , კარგი იქნება გაეცნოს ლანჩანოს სასწაულის შესახებ ისტორიას და იმსჯელოს კიდევ ერთხელ , თუ რას ფიქრობს და ვის შესახებ .

გამოყენებული ლიტერატურა
I -,, ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები ‘’ ; წმ . ნილოს მირონმდინარე ; თბილისი – 2006 წელი ;
II -,, განძთა ქვაბი ‘’ წმ. ეფრემ ასური ; გამომცემელი – ოთარ ნიკოლეიშვილი . თბილისი 2006 წელი .
III -გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; 2007 წელი
IV – ,, დიდი მხატვრები ‘’ ; გამომცემლობა sol 90 ; ესპანეთი – 2007 წელი ; ქართული ვერსიის რედაქტორი – ლია შარვაშიძე .
V – ,,თქმულება იესო ქრისტეზე ანუ ტიბეტური სახარება ; ‘’ ქუთაისი – 1991 წელი ; რედაქტორი – კარლო მგალობლიშვილი .
VI – იოსებ ფლავიოსი ; ,,მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი. ‘’ თბილისი 1987 წელი .
VII – ,, იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში ( სახარებისეული ინტერპრეტაციები ) ; მამა თეიმურაზი ; თბილისი – 2005 წელი .
VIII – მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
NIX – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მათეს სახარების განმარტება ; თბილისი – 2012 წელი .
NX – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მარკოზის სახარების განმარტება ; თბილისი – 2007 წელი .
NXI – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; უკას სახარების განმარტება ; თბილისი 2012 წელი .
XII – ოთარ ქვრივიშვილი – ,, გრაალის მოტივები საქართ

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 20 2013, 10:32 PM

რატომ ჯვარცმამდე? ჩვენ და მოციქულები სხვადასხვა ხორცს ვეზიარებით? და ასეთი შეკითხვების მერე ეს აზრი დამებადა:

კი მაგრამ ხალხო ქრისტესთვის ხომ მეორედ მოსვლაც მომხდარია, როგორც დროის მიღმა მყოფი სრულყოფილებისთვის...
საიდუმლო სერობის დროს ვფიქრობ მისთვის ჯვარცმა უკვე მომხდარი იყო...


პ.ს. არვიცი ვინსმეს თუ უწერია მსგავსი რამ ბოლომდე არ წამიკითხავს პოსტები

პ.პ.ს. თუ რაიმე არასწორი სწავლება ვთქვი ჯვარს ნუ მაცვამთ, უბრალოდ ამ წუთს დამებადა ეს აზრი და გაგიზიარეთ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2013, 10:47 PM

†სერგი†
ჯერ წავიკითხო რა გიწერია...biggrin.gif

ციტატა
რატომ ჯვარცმამდე?

ეს რატომ დასვი?

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 20 2013, 11:14 PM

მე არ დამისვია წინა გვერდებზე იყო კითხვა რატომ იყო ჯვარცმამდე სერობა და არა მის შემდეგო მე ეგეთი აზრი გამოვიტანე გესმის? ანუ კითხვები გავიმეორე მათი. და პასუხზე რას იტყვი ძმაო? "ვჯეჯყამ"?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2013, 01:23 PM

†სერგი†

ციტატა
"ვჯეჯყამ"?

biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2014, 04:42 PM

"ევქარისტია" ბერძნულიდან მომდინარეობს და მადლობას ნიშნავს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:46 PM

"ღვინო ახარებს გულსა კაცისასა", რომელიც მის სახეს საცხებელზე მეტად გააბრწყინებს და გულს განამტკიცებს, აქ ჩვენთვის საგულისხმო და ყურადსაღები ისაა, რომ ღვინო კაცის გულს ახარებს და არა სხეულს. წმ. მაკარი დიდის განმარტებით, ჩვენ ამ ღვინოში, უწინარესად უნდა ვიგულისხმოთ არა ჩვეულებრივი, არამედ წმინდა, საიდუმლო, ევქარისტიული ღვინო, განმწმენდელი, მიმტევებელი ცოდვათა, განმასპეტაკებელი სინდისისა"

/აკაკი მინდიაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)