IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული საბრძოლო ხელოვნება
guest
პოსტი May 16 2009, 01:03 AM
პოსტი #321


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



Kabo
ციტატა
ცოტაოდენი ისტორიიდან

მადლობთ smile.gif კარგია , რომ ასე წერთ და ვინც არ იცის, აქვს საშუალება გაეცნოს. სურათებიც ძალიან შთამბეჭდავია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
falestra
პოსტი May 16 2009, 01:58 PM
პოსტი #322


ამორძალთუხუცესი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 161
რეგისტრ.: 1-June 07
მდებარ.: Temiskira
წევრი № 2,070



http://www.youtube.com/watch?v=eh70MW_w214


--------------------
ღერბეთ სილოგვიშდ!

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kabo
პოსტი May 17 2009, 09:55 AM
პოსტი #323


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 30-January 08
წევრი № 3,805



ძიუ-დოს ევროპის ჩემპიონატის გახსნის საჩვენებელი



IPB-ს სურათი

* * *
IPB-ს სურათი
* * *
IPB-ს სურათი
* * *
IPB-ს სურათი

* * *
IPB-ს სურათი

* * *
IPB-ს სურათი
* * *
IPB-ს სურათი

* * *
IPB-ს სურათი

ეს კი ვიდეოც smile.gif


http://www.youtube.com/watch?v=z5dQo4WNlPY



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samasmeertearagveli
პოსტი May 19 2009, 04:42 PM
პოსტი #324


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-May 09
წევრი № 7,007



ციტატა(amordzali @ May 12 2009, 11:37 PM) *

ვაააააააააააააა ნიკოლოზ?!?!?! მაგარი ხარ რააააააააა...... ყველაზე უკეთილშობილესი ადამიანი მსოფლიოში,ყველაზე პატრიოტი და ყველაზე სამაგალითო ქართველი.



მე ვიცი ეს სურათი სადაც არის გადაღებული, ლიქოკის ხეობაა, 1999 წლის ზაფხული. ნუკრიმ წაგვიყვანა ხრიდოლის ბავშვები ხევსურეთში, თითქმის ყველა ხეობა დაგვატარა, მოხუცი ხალხი გვანახა, ვისაც კიდევ შეეძლო ილეთები ეჩვენებინა ჩვენთვის. ეს მოხუცი - ნადირა ლიქოკელია, ორი ხმალი გამოიტანა სახლიდან და ილეთებს გვაჩვენებდა ბავშვებს. მერე დაგვლოცა, ნადირა პაპამ, ისეთი ენით ლაპარაკობდა მეთორმეტე საუკუნეში მეგონა თავი. ნუკრის უთხრა, ჩემს შვილიშვილებზე კარგად სცოდნიათო ფარიკაობა ამ ქალაქელებს, მოვამზადებ ამათ კარგად და ხრიდოლის შეჯიბრებებზე გამოვიყვანო. მაგარია ხევსურული ფარიკაობა, პირველად რომ ჩაატარეს შეჯიბრი, 1998 წელს, გამარჯვებულებს შორის მეც ვიყავი. მაშინ ძალიან სასაცილოდ ჟღერდა - "საქართველოს ჩემპიონატი ხავსურულ ფარიკაობაში" ერქვა და ვისაც ვეტყოდი მოვიგე მეთქი, ვერ იგებდნენ რაში მოვიგე, მე კი მაინც მეამაყებოდა. ეხლა კი დიდ საქმედ იქცა ხრიოლი, ღმერთმა გამრავლოთ ხრიდოლიონებო! მე ყველაფერი ვიცი ხრიდოლზე, თუ დაგაინტერესებთ დავდებ რაღაცეებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samasmeertearagveli
პოსტი May 19 2009, 04:52 PM
პოსტი #325


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-May 09
წევრი № 7,007




სურათი არ გადმოიტანა, რაღაც სხვანაირად არის საპატრიარქოს ფორუმზე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 19 2009, 05:00 PM
პოსტი #326


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



samasmeertearagveli
რომელი სურათის გადმოტანა გინდათ?

კეთილი იყოს თქვენი ჩვენს ფორუმზე მოსვლა smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samasmeertearagveli
პოსტი May 21 2009, 01:49 PM
პოსტი #327


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-May 09
წევრი № 7,007



k@the
რომელი ციტატაც გადმოვიტანე ჩემ პოსტში, სურათი ჰქონდა დართული და კომენტარი გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, ციტატა გადმოვიდა, სურათის გარეშე. თქვენ როგორც ჩანს მოდერატორი ბრძანდებით. შეგიძლიათ ეს ხარვეზი გაასწოროთ ჩემ პოსტში, ან მე მასწავლოთ როგორ გავასწორო. ციტატა მე-16 გვერდიდან არის, ორი სურათი დევს ერთად, ერთი ფშავ-ხევსურების ძველი სურათია მეორეში კი, ხრიდოლოის ფედერაციის ხელმძღვანელი, ნუკრი მჭედლიშვილი, ეფარიკავება ნადირა ლიქოკელს. თუ შეიძლება ეგ სურათები დაურთეთ ჩემ პოსტს, ან მე მასწავლეთ როგორ მოვიქცე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martkopeli
პოსტი May 21 2009, 11:23 PM
პოსტი #328


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,019



ციტატა(samasmeertearagveli @ May 19 2009 @ 05:42 PM)

ციტატა(amordzali @ May 12 2009 @ 11:37 PM)

IPB-ს სურათი

ვაააააააააააააა ნიკოლოზ?!?!?! მაგარი ხარ რააააააააა...... ყველაზე უკეთილშობილესი ადამიანი მსოფლიოში,ყველაზე პატრიოტი და ყველაზე სამაგალითო ქართველი.

მე ვიცი ეს სურათი სადაც არის გადაღებული, ლიქოკის ხეობაა, 1999 წლის ზაფხული. ნუკრიმ წაგვიყვანა ხრიდოლის ბავშვები ხევსურეთში, თითქმის ყველა ხეობა დაგვატარა, მოხუცი ხალხი გვანახა, ვისაც კიდევ შეეძლო ილეთები ეჩვენებინა ჩვენთვის. ეს მოხუცი - ნადირა ლიქოკელია, ორი ხმალი გამოიტანა სახლიდან და ილეთებს გვაჩვენებდა ბავშვებს. მერე დაგვლოცა, ნადირა პაპამ, ისეთი ენით ლაპარაკობდა მეთორმეტე საუკუნეში მეგონა თავი. ნუკრის უთხრა, ჩემს შვილიშვილებზე კარგად სცოდნიათო ფარიკაობა ამ ქალაქელებს, მოვამზადებ ამათ კარგად და ხრიდოლის შეჯიბრებებზე გამოვიყვანო. მაგარია ხევსურული ფარიკაობა, პირველად რომ ჩაატარეს შეჯიბრი, 1998 წელს, გამარჯვებულებს შორის მეც ვიყავი. მაშინ ძალიან სასაცილოდ ჟღერდა - "საქართველოს ჩემპიონატი ხავსურულ ფარიკაობაში" ერქვა და ვისაც ვეტყოდი მოვიგე მეთქი, ვერ იგებდნენ რაში მოვიგე, მე კი მაინც მეამაყებოდა. ეხლა კი დიდ საქმედ იქცა ხრიოლი, ღმერთმა გამრავლოთ ხრიდოლიონებო! მე ყველაფერი ვიცი ხრიდოლზე, თუ დაგაინტერესებთ დავდებ რაღაცეებს.

მოდერატორი არ ვარ მაგრამ, მგონი ამის გაკეთება გინდოდა smile.gif) მეც "ბებერი" ხრიდოლიონი ვარ და "ნაცნობობით" დაგეხმარე biggrin.gif თუ რამე ახალი იცი დადე smile.gif მე ინტერნეტში ვნახე ხრიდოლის შესახებ კაი ამბავი და დავდებ ეხლა.

ციტატა(jariskaci @ Apr 23 2009, 09:00 PM) *

არ გიცდიათ რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართოთ და შეიარაღებულ ძალებშიც ჩამოაყალიბოთ ჯგუფები?მე მაგალითად მივესალმებოდი ამ საქმეს.

""2009 წლის დასაწყისიდან, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემის - "ხრიდოლის" დანერგვა ქართულ ჯარში. 23 აპრილს, ჩატარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი პირად-გუნდური პირველობა ხრიდოლის ოთხჭიდის ერთერთ სახეობაში - "ქართულ კრივში". შეჯიბრებაზე გუნდური გამარჯვება მოიპოვა სენაკის ბრიგადამ.""

სურათები ვერ გადმოვიტანე.... ვისაც სურვილი აქვს ამ ლინკზე - http://forum.ge/?f=49&showtopic=33851387&st=1305 ნახავს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kabo
პოსტი May 23 2009, 07:41 PM
პოსტი #329


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 30-January 08
წევრი № 3,805



ეს ტოპიკი არის გახსნილი კავშირი" ქართული საბრძოლო ხელოვნების" მიერ და დიდი თხოვნა გვექნება რომ ხრიკოლები გახსნან თავისი ტოპიკი სადაც იმსჯელებენ ხრიკოლის საქმეებზე!


smile.gif smile.gif smile.gif smile.gif



ცოტაოდენი ისტორიიდან


...ქართველებსა და მათ მონათესავე ტომებს მაღალი საცხენოსნო სპორტული კულტურითა და ცხენთა მოშენება-გაწვრთნის ხელოვნებით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაუთქვამთ სახელი. ხეთები, სუბარები და მანაელები “განსაკუთრებით განთქმულნი ყოფილან თავისი მეცხენეობით. აქაურ მცხოვრებთ ცხენოსნობაში მეტოქე არა ჰყავდათ მთელ ურარტუში” (ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია. “საქართველოს ისტორია”. თბილისი, 1946 წ.). გამარჯვებულ მხედართა და ცხენთა სახელები თაობებს გადაეცემოდა, მათზე ლეგენდებს თხზავდნენ, ლექსებს და სიმღერებს უძღვნიდნენ. “ჩვენ გაგვიჭირდება ქართული კლასიკური ლიტერატურიდან რომელიმე ძეგლის დასახელება, დაწყებული “ქართლის ცხოვრებიდან” და დამთავრებული XVIII საუკუნის დასასრულის ნებისმიერი თხზულებით, რომელშიც ქართულ ასპარეზობაზე არ იყოს ლაპარაკი, ხოლო ისეთ ლიტერატურულ ძეგლებში, როგორიცაა “ვეფხისტყაოსანი”, “აბდულმესიანი”, “ამირანდარეჯანიანი” და სხვა, ქართულ ასპარეზობათა ზოგიერთი სახეობა მთლიანი სახით რომ არ იყოს წარმოდგენილი. აღარას ვამბობთ ისეთ ძეგლებზე, როგორიც არის არჩილის, თეიმურაზ მეორის თხზულებანი, სადაც თამაშობათა თუ ასპარეზობათა ნორმების თითქმის მთელი კოდექსია მოცემული” (ვ. სიდამონიძე, “ქართულ ასპარეზობათა ქრონიკები”, თბილისი, 1978 წ.). თვალსაჩინოებისთვის ამ ნაწარმოებებიდან რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ:

“ვეფხისტყაოსანი”: “ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა _ მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა”; “ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა”; “მოასპარეზედ ვინ მგავსო? _ ცუდნიღა უკუთქმანია, გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია”; “ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანად მჭევრსა, ჯავარ-სრულსა”; “მერე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულ-მან”; “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლეს მათი საქმენი, მახლტუნდებიან, მწვრთნიდიან”.

“აბდულმესიანი”: “სხვათა მძლეველი თვით უძლეველი, მძლედ მორკინალი”; “ჩანს მარგალიტი, ართუა ლიტი, ოდენ ბურთისა საბურთალისა”.
“ამირანდარეჯანიანი”: “მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა, მოასპარეზესა ყველასა იმარინდო სჯობდა, ოროლითა მომღერალთა ყველასა ორდავარელი სჯობდა, ცხენოსანსა ყველასა დორად დილამი სჯობდა, მონადირესა ყოველსა მოსორ ნადირის ძე სჯობდა, მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა, მცურავსა ყველასა ღამარ ღაზნელი სჯობდა”.

“ქართლის ცხოვრება”: “ესე დავით წელიწადის მოქცევამდე ესრეთ წაემჯობინა ყოველსა მშვილდოსანსა, ცხენოსანსა და მცურავსა მოასპარეზესა”; “კაცი... ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი, რჩეული საჩინო და მოისარი ხელოვანი”.

“რუსუდანიანი”: “დაიბადა ვაჟი ცისკრის უნათლესი, ლომის მონაკვეთი საფალავნოდ შექმნილი ჯიშმედი ძე ხელმწიფისა, რომელიც ჭაბუკობას მიღწეული, ცხენს არბევდა და ყაბახს ესროდა... ნადირობდის, ბურთაობდის და ასპარეზობდის”.

“არჩილიანი”: “ჩოგნის მოხვრეტა, მობანდვა, სწორისა ბურთის გამოჭრა, ბურთაობის დროსა ასპარეზს პირმხიარული გამოჭრა”; “ბურთაობა, ყაბახის სროლა, ვის რა ასპარეზს ენება”.

“შაჰნავაზიანი”: “შეიქნა სროლა ყაბახთა, არბევენ ბედაურებსა”; “ბურთობდის და ნადირობდის, არ მიაჩნდის სხვა საქმარი”.

“დღისა და ღამის გაბაასება”: “გითხრა სროლა ყაბახისა, მოჭირვებით ბურთობანი”; “მობურთალს ბურთი შეუგდონ შუაზედ მოედანსაო, იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდნენ გარდახრასაო”...



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ესეც მკერდაობა. იყო მებრძოლის ერთგვარი ვარჯიში, ორივე ხელი უკან ჰქონდათ და მკერდითა და ფეხებით იბრძოდნენ smile.gif


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kabo
პოსტი May 23 2009, 07:55 PM
პოსტი #330


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 30-January 08
წევრი № 3,805






ციტატა
გარდაიცვალა ჩვენი ფორუმელი ნინო(ჯარისკაცის მეუღლე) გასვენება კვირას(24.05.2009) 14:00 საათზე.


სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს

ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kabo
პოსტი May 23 2009, 09:07 PM
პოსტი #331


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 30-January 08
წევრი № 3,805



კავშირის "ქართული საბრძოლო ხელოვნების" მიერ აღებული პრიზი ფესტივალზე "GEO-ფოლკი" ქ.გორში smile.gif

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martkopeli
პოსტი Jun 1 2009, 11:17 PM
პოსტი #332


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,019



მოგესალმებით მართლმადიდებლებო!!!

თუ წინააღმდეგები არ იქნებით, თქვენს ფორუმზე გავხსნი თემას ხრიდოლის შესახებ. რადგან აღმოვაჩინე, რომ ამ თემით დაინტერესებული ადამიანები თქვენს ფორუმზე სრულყოფილ ცნობებს ვერ იღებენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის შესახებ...

მე თვითონ ვვარჯიშობდი ხრიდოლზე და რაზეც მიმიწვდება ხელი იმ ინფორმაციას დავდებ.

მოკლე ინფორმაცია დასაწყისისთვის ( ხრიდოლის საიტიდან ).

ხრიდოლი ძველ საქართველოში არ წარმოადგენდა საბრძოლო ხელოვნების სახეობას. ეს იყო დუელის წესი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მებრძოლ მეტოქეს. ამ შინაარსიდან გამომდინარე, ხრიდოლის ფედერაციის მიერ 1997 წელს აღდგენილ ქართულ ოთხჭიდს კრებით სახელწოდებად დაერქვა ხრიდოლი, რადგან ხრიდოლში გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში ის ერთგვარი ოსტატობის განმსაზღვრელიც იყო. გამომწვევს უნდა შესძლებოდა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება. ხრიდოლში ასახულია ქართველობის ისტორიაც, რადგან ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა.

დღეისათვის, ხრიდოლის ოთხჭიდში გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. ეს ოთხი სახეობა ერთ საბრძოლო სისტემაშია მოყვანილი და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ძლიერ საბრძოლო სისტემას საბრძოლო ხელოვნებებს შორის. ამჟამად ხრიდოლის საბრძოლო სისტემის მიხედვით ათასამდე ხრიდოლიონი გადის წვრთნას. ამა წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა ქართულ ჯარში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 1 2009, 11:30 PM
პოსტი #333


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



კარგი თემაა. საიტის მისამართი რატო არ წერია?


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jun 1 2009, 11:31 PM
პოსტი #334


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Martkopeli @ Jun 1 2009, 11:17 PM) *

მოგესალმებით მართლმადიდებლებო!!!


მოკლე ინფორმაცია დასაწყისისთვის ( ხრიდოლის საიტიდან ).

ხრიდოლი ძველ საქართველოში არ წარმოადგენდა საბრძოლო ხელოვნების სახეობას. ეს იყო დუელის წესი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მებრძოლ მეტოქეს. ამ შინაარსიდან გამომდინარე, ხრიდოლის ფედერაციის მიერ 1997 წელს აღდგენილ ქართულ ოთხჭიდს კრებით სახელწოდებად დაერქვა ხრიდოლი, რადგან ხრიდოლში გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში ის ერთგვარი ოსტატობის განმსაზღვრელიც იყო. გამომწვევს უნდა შესძლებოდა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება. ხრიდოლში ასახულია ქართველობის ისტორიაც, რადგან ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა.

დღეისათვის, ხრიდოლის ოთხჭიდში გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. ეს ოთხი სახეობა ერთ საბრძოლო სისტემაშია მოყვანილი და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ძლიერ საბრძოლო სისტემას საბრძოლო ხელოვნებებს შორის. ამჟამად ხრიდოლის საბრძოლო სისტემის მიხედვით ათასამდე ხრიდოლიონი გადის წვრთნას. ამა წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა ქართულ ჯარში.


ჩვენც მოგესალმებით !

ეს თანამედროვე სიტუაცია გასაგებია, მაგრამ ძველ დროში რა იყო ხრიდოლი ეგ არ დაგიწერია გარკვევით და თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია, ხრიდოლის შესახებ თუ როდის ყალიბდება და რა სახით, ასევე რომელი ძველი ცნობები არსებობს მის შესახებ, ამას თუ მოგვაწვდი, მადლობელი დაგრჩებით. ეს იმიტომ რომ ხშირად ისმის ბოლო ხანს მჭექარე ფრაზები - ,,ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი", მაგრამ თუ რამდენად ძველია და საიდან მოდის ამას ფაქტობრივად არც არავინ ხსნის. მოკლედ ამაზე თუ დაწერ კარგი იქნება.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jun 2 2009, 12:34 AM
პოსტი #335


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ბადრი
ციტატა
კარგი თემაა. საიტის მისამართი რატო არ წერია?


http://mtavari.ge
ეს არის ერთ-ერთი საიტი, რაც ვიცი. კიდე მინახავს მგონის სხვაც, მაგრამ ვერ ვიხსენებ ახლა.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martkopeli
პოსტი Jun 2 2009, 12:54 AM
პოსტი #336


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,019



ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის საიტის მისამართია www.khridoli.ge

ციტატა(sable @ Jun 2 2009, 12:31 AM) *

ჩვენც მოგესალმებით !

ეს თანამედროვე სიტუაცია გასაგებია, მაგრამ ძველ დროში რა იყო ხრიდოლი ეგ არ დაგიწერია გარკვევით და თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია, ხრიდოლის შესახებ თუ როდის ყალიბდება და რა სახით, ასევე რომელი ძველი ცნობები არსებობს მის შესახებ, ამას თუ მოგვაწვდი, მადლობელი დაგრჩებით. ეს იმიტომ რომ ხშირად ისმის ბოლო ხანს მჭექარე ფრაზები - ,,ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი", მაგრამ თუ რამდენად ძველია და საიდან მოდის ამას ფაქტობრივად არც არავინ ხსნის. მოკლედ ამაზე თუ დაწერ კარგი იქნება.

ძველ დროში ხრიდოლი რასაც ნიშნავდა ხომ დავწერე? ცნობას ხრიდოლის შესახებ გვაწვდის იოსებ გრიშაშვილი -"ძველი თბილისის ბოჰემაში". მისი გადმოცემით ხრიდოლი წარმოადგენდა ერთგვარ დუელს, სადაც გამომწვევი ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. რაც შეეხება თანამედროვე "ხრიდოლის სიძველეს", თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ხრიდოლის ოთხჭიდში შემავალ სახეობებს, რა თქმა უნდა ის უძველესია. ქართული ჭიდაობის, რკენის, ხევსურული ფარიკაობის და ქართული კრივის ტრადიციები, რა თქმა უნდა ძველია და ეს ოთხი სახეობა ერთად წარმოადგენს ხრიდოლის ოთხჭიდს. თანამედროვე ხრიდოლში არსებული საასპარეზო წესები ათი-თორმეტი წლის წინ შეიქმნა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სპორტული ასპარეზობების დროს შედეგების შეჯამება. ეს არის ხრიდოლში ახალი, თორემ "შუაკაური", "გარეკაური", "ბრუნი" და "მოგვერდი" ხრიდოლის ფედერაციის წევრებს არ მოუგონიათ და ახალი ვერ იქნება. არც ხევსურული ფარიკაობის წესებია მათ მიერ შექმნილი. ის საჩვევი ხის იარაღი, რომელიც დღეს სპორტული ასპარეზობების დროს გამოიყენება, ძველი ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან ძველ დროშიც ხის იარაღით ასწავლიდნენ "დამწყებ მებრძოლებს" იარაღის ხმარებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jun 2 2009, 02:30 AM
პოსტი #337


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Martkopeli @ Jun 2 2009, 12:54 AM) *

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის საიტის მისამართია www.khridoli.ge
ძველ დროში ხრიდოლი რასაც ნიშნავდა ხომ დავწერე?


განმარტება გასაგებია, მაგრამ ეტიმოლოგია ანუ სიტყვა ხრიდოლი საიდან მოდის? ეგ არის საინტერესო თორემ დღეს რომ ხრიდოლი ქართულ საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობად ითვლება ეგ გასაგებია.

ციტატა(Martkopeli @ Jun 2 2009, 12:54 AM) *

ცნობას ხრიდოლის შესახებ გვაწვდის იოსებ გრიშაშვილი -"ძველი თბილისის ბოჰემაში". მისი გადმოცემით ხრიდოლი წარმოადგენდა ერთგვარ დუელს, სადაც გამომწვევი ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს.


სულ ეგ არის ?! მე მაინტერესებს თუ არის რაიმე ძეელი ინფორმაცია XIX საუკუნის მაინც ან კიდევ უფრო ადრინდელი რაც მის მეტნაკლებად შუა საუკუნის გადმონაშთობას მაინც დაამტკიცებს ანუ იმ პერიოდისას როდესაც ზოგადად ქართული საბრძოლო ხელოვნება აღმავლობას განიცდიდა.

ციტატა(Martkopeli @ Jun 2 2009, 12:54 AM) *

რაც შეეხება თანამედროვე "ხრიდოლის სიძველეს", თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ხრიდოლის ოთხჭიდში შემავალ სახეობებს, რა თქმა უნდა ის უძველესია. ქართული ჭიდაობის, რკენის, ხევსურული ფარიკაობის და ქართული კრივის ტრადიციები, რა თქმა უნდა ძველია და ეს ოთხი სახეობა ერთად წარმოადგენს ხრიდოლის ოთხჭიდს.


რამდენად უძველესი?! და სად არის ეგ ინფორმაცია დაცული?!

ციტატა(Martkopeli @ Jun 2 2009, 12:54 AM) *

თანამედროვე ხრიდოლში არსებული საასპარეზო წესები ათი-თორმეტი წლის წინ შეიქმნა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სპორტული ასპარეზობების დროს შედეგების შეჯამება. ეს არის ხრიდოლში ახალი, თორემ "შუაკაური", "გარეკაური", "ბრუნი" და "მოგვერდი" ხრიდოლის ფედერაციის წევრებს არ მოუგონიათ და ახალი ვერ იქნება.


კი აღნიშნული ტერმინები ძველი ქართული ტემინებია ფაქტია მათ არ მოუგონიათ ამაზე მე არც მიკამათია

ციტატა(Martkopeli @ Jun 2 2009, 12:54 AM) *

არც ხევსურული ფარიკაობის წესებია მათ მიერ შექმნილი.


ეგ წესები უხუცესებისგან არის ათვისებული მთიან რეგიონებში, ეგ დაახ. ცნობილია ჩემთვის

ციტატა(Martkopeli @ Jun 2 2009, 12:54 AM) *

ის საჩვევი ხის იარაღი, რომელიც დღეს სპორტული ასპარეზობების დროს გამოიყენება, ძველი ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან ძველ დროშიც ხის იარაღით ასწავლიდნენ "დამწყებ მებრძოლებს" იარაღის ხმარებას.


ეგ ტრადიცია ქართული არ არის ეგ უნივერსალურია, ძველა დროში თითქმის ყველგან მასე იყო.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 2 2009, 03:29 AM
პოსტი #338


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვცდები თუ მსგავსი თემა უკვე არის აქ?

აი აქ არის უკვე კარგა ხანია ამ თემაზე საუბარი:

http://church.ge/index.php?showtopic=328&h...ვნება


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 2 2009, 10:46 AM
პოსტი #339


დაურეგისტრირებელი









ქართული საბრძოლო ხელოვნება არ არის მხოლოდ ხრიდოლი... ხრიდოლი მისი ერთი მცირე ნაწილია... არასწორი სახელწოდებაა smile.gif

2 ფედერაციაა საქართველოში.

ნუკრი კარგი კაცია, მომიკითხე smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
samasmeertearagveli
პოსტი Jun 2 2009, 03:08 PM
პოსტი #340


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-May 09
წევრი № 7,007



ციტატა(KAIROS @ Jun 2 2009, 03:29 AM) *

ვცდები თუ მსგავსი თემა უკვე არის აქ?

აი აქ არის უკვე კარგა ხანია ამ თემაზე საუბარი:

http://church.ge/index.php?showtopic=328&h...ვნება

არა, ეგ ერთერთი ორგანიზაციის მიერ გახსნილი გვერდია და იქ ხრიდოლის ფედერაციის შესახებ ინფორმაციის დადება აკრძალულია, მე დავწერე და აგდებით მიპასუხეს "ხრიკოლები აქ ნუ პოსტავთო". მარტყოფელს დიდი მადლობა, რომ ეს გვერდი გახსნა. აქ დავწერ რაც ხრიდოლის შესახებ წამიკითხავს, ან ჩემი მასწავლებლებისგან მსმენია. წერილებს გადავხედე და როგორც ჩანს უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ხრიდოლის შესახებ. ეს სიტყვა როგორც მე ვიცი იოსებ გრისაშვილმა დააფიქსირა პირველად. ეტიმოლოგია გაურკვეველია, შესაძლებელია "ხრიკი" და "დოლიდან" არის ნაწარმოები, არ ვიცი, სხვადასხვა ვერსია მომისმენია... ფაქტია, რომ უპირატეს მდგომარეობაში მყაფ მეტოქესთან ბრძოლას ნიშნავს, ამიტომ გამოიყენა ხრიდოლის ფედერციამ, კრებით სახელად, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი