IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> 31 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, ყველამ ნახეთ არ გამოტოვოთ გთხოვთ
tati-tuti
პოსტი Jan 20 2008, 01:16 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 12-January 08
წევრი № 3,618



ძალიან გთხოვთ ეს თემა არ გამოტოვოთ!!!

"არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე,შვილი ფეხზე ვერ წამოვაყენო”

შეიძლება რომელიმე თქვენგანს დიღმის მასივში დაუნახავს, პატარა ბიჭი ინვალიდის ეტლს როგორ დაატარებს. იმ ბიჭს გიორგი ჰქვია და 5 წლისაა. ინვალიდის ეტლში კი მისი მამიკო, 31 წლის აკაკი პირველი ზის. მამა-შვილის საყვარელი სალაპარაკო თემა ფეხბურთია. აკაკი, სანამ ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვებოდა, ფეხბურთელი იყო, "ავაზაში" თამაშობდა. გიორგიც ფეხბურთელობაზე ოცნებობს, უნდა “მილანში” ითამაშოს. მანამდე კი სანამ ფეხბურთის ვარსკვლავი გახდება, ერთი ნატვრა აქვს- მამასთან ერთად ბურთი ითამაშოს. ყოფილ ფეხბურთელს შვილმა პირობა წაუყენა, ამ წლის სექტემბერში უკვე ფეხზე უნდა იდგეო. გიორგის ოცნება მართლაც შეიძლება ახდეს, თუ მის მამიკოს ვინმე გულისხმიერი ადამიანი გამოუჩნდება და სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალო ხარჯებს გაიღებს. ყველა ექიმი, მას შორის უცხოელი სპეციალისტებიც ამბობენ რომ შესაფერისი მკურნალობის შემდეგ აკაკი ფეხზე დადგება და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.
პირველების ოჯახი კეთილი ადამიანის გამოჩენას უკვე 12 წელია უიმედოდ ელის. ამასობაში კი, რაც გაჩნდათ, ყველაერი გაყიდეს, მათ შორის ბინაც. დღეს ოთხსულიანი ოჯახი დროები მეზობლის ბინაშია თავშეფარებული. აკაკის დედა, დალი ეკალაძე, 53 წლისაა. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა თავისი პროფესიის შესაფერისი კი არა, უბრალო გამყიდველის სამუშაოც ვერ იშოვა. “სარკეს” თავისი ოჯახის გასაჭირზე Qქალბატონმა დალიმ უამბო.
დალი ეკალაძე: - ერთადერთი შვილის დედა ვარ. აკაკი სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. ფეხბურთზე დამყავდა. ფეხბურთელები შოთიკო და აჩი არველაძეები, დათო გვარამაძე მასთან ერთად თამაშობდნენ. მწვრთნელები მეუბნებოდნენ, რომ კარგი მომავალი ჰქონდა. უნივერსიტეტში კომერციის ფაკულტეტზე პირველივე წელს ჩააბარა, მენეჯერის სპეციალობას ეუფლებოდა. მომავალს ვგეგმავდით, გვეგონა, ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწევდა, მაგრამ... იმ ერთმა დღემ Yყველა ჩვენი ოცნება თავდაყირა დააყენა.
-იმ დღეს რა მოხდა?
-ეს უბედურება 1994 წელს შეგვემთხვა. აკაკი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მოდიოდა. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როცა ბრმა ტყვია მოხვდა. მოგეხსენებათ, როგორი არეული წლები იყო. ერთი მანქანიდან მეორე მანქანის მგზავრებს ესროლეს, ტყვია კი შემთხვევით ჩემს შვილს მოხვდა, ფილტვი გაიარა და ხერხემლის მალა დაუზიანა. ამბობს, რომ ტყვია რომ მომხვდა, თითქოს რაღაც ძალამ მითხრა, არ მოკვდები, გადარჩებიო, წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ფეხები ვერ ავამოძრავეო.
-სათანადო მკურნალობა მაშინვე ჩაუტარდა?
-კარგი სპეციალისტების ხელში მოხვდა, Aშვილი გადამირჩინეს. ჯერ ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს, მერე ნეიროქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა და ხერხემლიდან ტყვია ამოუღეს.
-ვინ ისროლა, გაარკვიეთ?
-უნომრო მანქანიდან ისროლეს. შვილი საავადმყოფოში გაჭირვებული მეწვა და აქეთ-იქით დამატარებდნენ, ვითომ საქმეს იძიებდნენ. სინამდვილეში კი ვერაფერი დაადგინეს. საავადმყოფოში 5 თვე ვიწექით. ექიმები ამბობდნენ, ძლიერი ორგანიზმი აქვს, თორემ ამდენს ვერ გაუძლებდაო. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. მანამდე ავად არ გამხდარა. მაშინ “წითელი ჯვარი” დაგვეხმარა და სარეაბილიტაციო კურსი ერევანში გაიარა. იქ მესამე ოპერაციაც ჩაუტარდა. ნაწოლები ჰქონდა და ლამის სისხლი მოეწამლა. ერევანში უცხოელი ექიმების ჯგუფი იყო. მათ გვითხრეს, მკურნალობას ექვემდებარება, ავსტრიაში ძლიერი სარეაბილიტაციო ცენტრია, იქ აუცილებლად გამოჯანმრთელდება და ფეხზე გაივლისო.
-სრული გამოჯანმრთელების გარანტიას გაძლევდნენ?
-დიახ, სამთვიანი კურსის შემდეგ ყავარჯნებით მაინც გაივლიდა. რამდენიმე ბიზნესმენთან მივედი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. ჯანმრთელობის დაცვის სმინისტროსაც მივმართე, მაგრამ იქიდანაც უარი მივიღე. მითხრეს ფული არ გვაქვს და ვერ დაგაფინანსებთო.
-რამდენი სჭირდებოდა თქვენი შვილის სრულიად გამოჯანმრთელებას?
- 12 ათასი დოლარი. მერე ჩემი ხარჯებით ისევ ერევანში ჩავიყვანე. იქ, ძლიერი სარეაბილიტაციო ცენტრი აქვთ. შემდეგი კურსების ჩატარება კი ვეღარ შევძელით.
-ექიმებს ასეთი იმედის საფუძველს ალბათ მისი ფიზიკური მდგომარეობა აძლევთ.
-მგრძნობელობა ორივე ფეხში აქვს. პირველი ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ფეხის თითები აამოძრავა. თბილისში უცხოელი ექიმი იყო ჩამოსული. მასთან რომ შევედი, თარჯიმანს ვთხოვე არ უთხრათ, რომ დედა ვარ, მინდა სიმართლე ვიცოდე, იმედი მქონდეს თუ არა-მეთქი. ექიმმა თქვა, კარგი მკურნალობის შემდეგ ფეხზე დადგებაო. ერთ-ერთი ცნობილი ნეიროქირურგიც მოვატყუე, ჩემი დის შვილი ეტლს არის მიჯაჭვული და რაიმე თუ ეშველება-მეთქი. მითხრა, ერთი თითიც თუ აამოძრავა, 15 წელიც რომ გავიდეს, ფეხზე დადგომის შანსი მაინც ექნებაო. გახარებულმა გადავკოცნე და ვუთხარი, ჩემს შვილზე გელაპარაკებოდით-მეთქი. აქამდე რომ სათანადო მკურნალობა ჰქონოდა, ყავარჯნებით მაინც გაივლიდა. შვილი მეუბნება, აქეთ-იქით ნუღარ დადიხარ, მაინც არავინ დაგვეხმარებაო. სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ და ჩემს შვილს ფეხზე დავაყენებ. მინდა, იმედი არ დაკარგოს. ადრე ვარჯიშობდა. ბოლო დროს კი ხელი ჩაიქნია და აგარ ვარჯიშობს. ნერვიულობს, სამსახური რომ არ აქვს.
-ალბათ ცოლი რომ შეირთო დიდი იმედი ჰქონდა, რომ გაივლიდა
-იმედი ახლაც არის, თუ დაგვეხმარებიან. ცოლი 6 წლის წინ შეირთო. შესანიშნავი რძალი მყავს. სანამ ეს უბედურება შეგვემთხვეოდა, ერთმანეთი მანამდე უყვარდათ. ჩემს შვილს დიდ პატივს სცემს და მისი უზომოდ მადლიერი ვარ.
-ხელისუფლებამდე ხმა ახლაც ვერ მიაწვდინეთ?
-ჩვენ მეზობლად პარლამენტის 2 დეპუტატი ცხოვრობს. აკაკი ბავშვობაში ორივესთან მეგობრობდა, ფეხბურთს ერთად თამაშობდნენ. ერთ-ერთს წინასაარჩევნო პერიოდში ვუთხარი, მიხეილ სააკაშვილი გაჭირვებულების სახლში რომ დადის, იქნებ ჩვენს ოჯახშიც შემოიყვანო, იქნებ ჩვენი გასაჭირი ვინმეს ყურამდე მიიტანო-მეთქი. მითხრა ეტლს მოგცემთო. ეტლი ისედაც ეკუთვნის, იკნებ სარეაბილიტაციო კურსი გაატაროთ-მეთქი, ვთხოვე. აკაკის ყოველდღე ხვდებიან და ესალმებიან, მაგრამ...
სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, მიხეილ სააკაშვილი დიღმის პარკში იყო მოსული. ჩემი შვილი გაიცნო, უთხრა, ხელისუფლებაში მოვალთ და დაგეხმარებითო. ალბათ აკაკიც დაავიწყდა და ჩვენი წერილებიც მასთან არ ხვდება. არჩევნების წინ დიღმის მოსახლეობას შეხვდა. მე წერილი მქონდა გადასაცემი. მივედი და ვეძახდი, ბატონო მიშა, მომხედეთ-მეთქი, ხმა ვერ მივაწვდინე. დაცვამაც ახლოს არ მიმიშვა. ერთმა მისმა თანაგუნდელმა მითხარა, წერილი მე მომეცით და პირადად გადავცემო. თავისი სახელი და გვარიც მითხრა, მიშა ქავთარაძე ვარო. წერილი წაიღო, მაგრამ უკვე თვეზე მეტი გავიდა და არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
-დედისთვის ალბათ ორმაგი სატანჯველია, როცა იცი, რომ შვილს მკურნალობით უშველი, მაგრამ მკურნალობისთვის საჭირო თანხას ვერ შოულობ.
-ჩემ მდგომარეობაში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ. აღარც გათენება მიხარია და აღარც დაღამება. შვილს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, კარდაკარ ვივლი და ფეხზე მაინც დაგაყენებ-მეთქი. არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ შვილს ეს პირობა ვერ შევუსრულო . უფლის იმედით ვცოცხლობ. ეკლესიებში დავდივარ და ვლოცულობ. აკაკი მეუბნება, დედა გაჭირვებამ არ გაგაბოროტოს, როგორი კეთილიც ხარ, ისეთად დარჩიო. მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დედა პარასკევასთან ვიყავით. ის გვაიმედებს. მამა გაბრიელს ვევედრები, რომ მოგხედოთ, ნუ გეშინიათ, ღმერთი გადმოგხედავთო.
-თქვენი ყოველთვიური შემოსავალი რამდენია?
-ახლა პენსიები რომ გაიზარდა, აკაკი უკვე 55 ლარს იღებს. ჩემი რძალი პედაგოგია. 120 ლარი აქვს ხელფასი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ეს არის.
-სოციალურ პროგრამაში ვერ მოხვდით?
-ვერა, სოცაგენტმა 75 ათასი ქულა დაგვიწერა, ანუ ბევრი ქულა გვქონდა და დახმარება არ მოგვცეს.
-უსახლკაროებს მაღალი ქულები რატომ დაგიწერეს?
-არ ვიცი, ეტყობა ტელევიზორიც არ უნდა გვქონოდა.
-სამუშაო ვერსად იშოვეთ?
-ვის არ მივმართე, ეკონომისტი ვარ, რამე სამსახური მომეცით-მეთქი მაგრამ უშედეგოდ. ბოლო წლებში მაღაზიაში გამყიდვლად ვმუშაობდი. დგეში 5 ლარი მქონდა. 2 წლის წინ ის სამსახურიც დავკარგე. ახლა მხოლოდ ღვთის იმედად ვართ.

(ჟურნალისტი-ირინე მჭედლიძე)


უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროთ პირველების ოჯახს და სრულიად ახალგაზრდა სპორტცმენს, მამას, რომლის ოცნებაც შვილთან ერთად თამაშია...
იმედია საქველმოქმედო ფონდიც გამოყოფს იანვრის ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას.

საკონტაქტო ნომერი: 893 25 93 55 (იკითხეთ ქალბატონი დალი ეკალაძე, აკაკი პირველის დედა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jan 21 2008, 02:57 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



sad.gif სამწუხარო ამბავია ეს ,ასევე სულისშემძვრელიც . ნუ გეშინიათ ქალბატონო, ღმერთი მოწყალეა,და კეთლი ადამიანებს გამოგიჩენთ და აკაკიც ფეხზე დადგება.რაც შეეძლებათ ფონდიდანაც დაგეხმარებიან ალბათ.აბა ღმერთმა მოგცეთ ნუგეში და წყალობა.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 02:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი