IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 27 28 29 30 31 >  
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
BOO
პოსტი Oct 20 2008, 09:19 PM
პოსტი #561


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(m16 @ Oct 20 2008, 09:40 PM) *

მიდით ინგუშებო დაცხეთ, ეხლა ჩემი აზრით ქართველებმა უნდა ჩამოაყალიბოს სამხედროთა ანონიმური დაჯგუფება და ინგუშებს პადეშკა უნდა მისცეს...
ხოლო სხვა ავტონომიებში დაზვერვის ხალხი უნდა გავუშვათ და ავტეხოთ იქაურობა, როგორც რუსები გვტეხავდნენ ისე უნდა ავტეხოთ ეხლა ჩვენც


რას დასცხებენ..სადღა არიან ინგუშები
ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვყოფნის, რომელიც ჯერ მოუგვარებელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Oct 20 2008, 09:32 PM
პოსტი #562


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ხო მაგრამ თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ რუსეთს ვერ დავამარცხებთ...


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 23 2008, 06:06 PM
პოსტი #563


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსი სამხედროების რაოდენობა 2000-ით გაიზარდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებით 2000 ჯარისკაცი ჯავის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული.
"ორი დღის წინ კი, 40 ერთეული მძიმე ტექნიკა ცხინვალიდან ახალგორის რაიონში გადაადგილდა. ტექნიკას თან ახლდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. ამგვარად, რუსების რაოდენობა ცხინვალის რეგიონში 7000 კაცს აღწევს, რაც მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს რამდენიმე პროვოკაციული აქტიც განხორციელდა. კერძოდ, იყო ქართველი პოლიციელების პოსტის აფეთქების მცდელობა.
"ეს ყოველივე გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ რუსული მხარე ვითარების ესკალაციას ამზადებს", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.


რუსების მიერ ოკუპირებული ერედვი, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი სოფელი იყო დიდი ლიახვის ხეობის 9 ქართულ სოფელთან, მთლიანად დანგრეულია.

დამწვარი და განადგურებულია კულტურის სახლი, პოლიციის შენობა და სკოლა. 800 ოჯახიდან ამ დროისთვის ერედვში არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობს. იქ მხოლოდ ოკუპანტები აკონტროლებენ ტერიტორიას.


ამ განყოფილებაში ვინმე საერთოდ იხედება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Oct 23 2008, 09:34 PM
პოსტი #564


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ხო მაგრამ თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ რუსეთს ვერ დავამარცხებთ...



რუსეთი თვითონ დაამარცხებს თავის თავს, ცოტაც აცადეთ... მედვედევს და პუტინს მალე ერთმანეთზე გადააფსკვნიან რუსი ოლიგარქები smile.gif

ცოტა ესკალაცია შესაძლებელია, პოლიტიკური-ეკონომიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით... შესაძლოა უგნური ნაბიჯები კიდევ გადადგან რუსმა პოლიტიკოსებმა... მაგრამ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი დამარცხებული ადამიანების ნაბიჯი იქნება და ამის არ უნდა შეგვეშინდეს...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 24 2008, 07:16 PM
პოსტი #565


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(neo @ Oct 23 2008, 10:34 PM) *

.. მაგრამ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი დამარცხებული ადამიანების ნაბიჯი იქნება და ამის არ უნდა შეგვეშინდეს...


რავიცი ..მე კიდე მგონია რომ 7000 ჯარისკაცამდე გაზრდა შემაშფოთებელია უკვე

აფეთქება მოხდა წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. ადგილობრივი მცხოვრების ოთარ საბულუას სახლს ცეცხლი დღესაც გაუხსნეს, მანამდე კი დაახლოებით ღამის 2 საათზე იმავე სახლს ყუმბარმტყორცნის 2 ჭურვი ესროლეს და ავტომატით დაცხრილეს.

ერთი ჭურვი სახლის შესასვლელ კარს მოხვდა, მეორე კი – მანქანას. ამ დროს ოჯახის ყველა წევრს ეძინა. სახლში ჩამტვრეულია მინები და დაცხრილულია კედლები, ერთ-ერთ ოთახში კი აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საბულუებს აქ დარჩენის უკვე ეშინიათ. სოფელი მუჟავა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონეს ესაზღვრება. საბულუების სახლიდან დაახლოებით 700 მეტრში კი რუსულ-აფხაზური საგუშაგოა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Oct 25 2008, 05:35 PM
პოსტი #566


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



რაო რა ხდება კიდე რუსებიო?
ახალ ამბებისთვის არ მიყურებია და ამბობენ რუსები ისევ მოდიანო და მართალია?


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 25 2008, 06:31 PM
პოსტი #567


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მომხდარი აფეთქების შედეგად წალენჯიხის რაიონის გამგებელი გია მებონია დაიღუპა. აფეთქება, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა. სავარაუდოდ, გია მებონიას კუთვნილი ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი პირი. მათი მდგომარეობა მძიმეა და ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ. დაჭრილებს შორის არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.
აფეთქება იმ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც წუხელ აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდოდ, ეს ტერიტორია წუხელვე დაინაღმა.



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Oct 26 2008, 01:03 PM
პოსტი #568


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 27 2008, 08:35 PM
პოსტი #569


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



გალში ვითარება უკონტროლოა. ადგილობრივებს რუსი ოკუპანტები ქართული პირადობის მოწმობისათვის უსწორდებიან, ანადგურებენ საფლავებს და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნარგავებს. პარალელურად, ენგურზე ჩამდგარი ოკუპანტები სეპარატისტების მეშვეობით პროვოკაციები მოწყობას განაგრძობენ. ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილია. მძიმე ტექნიკა ენგურის ხიდის ცენტრალურ ნაწილზეა გამოყვანილი.(რუსთავი2)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Oct 27 2008, 09:11 PM
პოსტი #570


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



აბა რტოგორ ხართ ხომ არ გაშინებენ რუსები? ცოტა ხანი დაიცადეთ და ისეთი დღე დავაყაროთ თავბედი ვაწყევლინოთ


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Oct 27 2008, 09:17 PM
პოსტი #571


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
ცოტა ხანი დაიცადეთ და ისეთი დღე დავაყაროთ თავბედი ვაწყევლინოთ

ეგრე ვიძახდით, მეც ეგრე ვიძახდი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა დავმარცხდით, მაგრამ აუცილებლად ვაწყევლინებთ თავბედს,მოიცა a075.gif



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Oct 27 2008, 09:19 PM
პოსტი #572


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



m16
ეე ძმაკაც მე არ დავმარცხებულვარ და ვერც ვერასდროს დამამარცხებს ვერცერთი ქვეყანა.ჩვენ ქართველმა ჯარისკაცებმა ბრძოლა მოვიგეთ


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 27 2008, 09:22 PM
პოსტი #573


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(jariskaci @ Oct 27 2008, 10:11 PM) *

აბა რტოგორ ხართ ხომ არ გაშინებენ რუსები? ცოტა ხანი დაიცადეთ და ისეთი დღე დავაყაროთ თავბედი ვაწყევლინოთ


გაიხარე
შეძახება გვჭირდება თორე იმედები გადაგვეწურა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Oct 28 2008, 05:58 PM
პოსტი #574


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



jariskaci
ციტატა
ეე ძმაკაც მე არ დავმარცხებულვარ და ვერც ვერასდროს დამამარცხებს ვერცერთი ქვეყანა.ჩვენ ქართველმა ჯარისკაცებმა ბრძოლა მოვიგეთ

ხოო კიი მოიგე, მთელი საბრძოლო ტექნიკა გაზიდეს რუსებმა, ლამის თბილისში შემოვიდნენ და კი მოიგე ძმაკაც მოიგე...

მე იმას არ ვამბობ ჩვენმა ჯარისკაცებმა ვერ იომეს მეთქი.. მე იმის თქმა მინდა რომ დროა ყველაფერი გონების თვალით დავინახოთ და შემდეგ ბრძოლას უფრო მზად შევხვდეთ..


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Oct 28 2008, 08:37 PM
პოსტი #575


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
აბა რტოგორ ხართ ხომ არ გაშინებენ რუსები? ცოტა ხანი დაიცადეთ და ისეთი დღე დავაყაროთ თავბედი ვაწყევლინოთ

რა ბედნიერი კაცი ყოფილხარ , თუ მართლა გჯერა მაგისი.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 29 2008, 12:34 AM
პოსტი #576


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



jariskaci

ყველანი ვამაყობთ ქართველი ჯარისკაცებით და თქვენი მამაცობით...

მაგრამ ეხლა ჯობია თავს გაუფრთხილდით... მგონი ჯერ არ დამდგარა ბრძოლის დრო. ეხლა მხოლოდ ლოცვა დაგვრჩენია... ამ სიტუაციიდან მხოლოდ უფლის წყალობით გამოვალთ, ჩვენ კი ჯერ ამას არ ვიმსახურებთ ეტყობა....

ციტატა
აბა რტოგორ ხართ ხომ არ გაშინებენ რუსები?


მანამდე არაფერი ეტკინოს არცერთ ქართველს, სანამ რუსის არ შემეშინდეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ეხლა იარაღით ბრძოლის დრო არ არის...

და ისიც მესმის რად გიჯდებათ იმის მოტმენა, რაც დღეს საქართველოში ხდბა, მაგრამ მოთმინებას უფრო დიდი ნებისყოფა სჭირდება თურმე... და გონივრული მოთმენა უფრო მეტ სარგებელს მოიტანს ეხლა...

შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Nov 1 2008, 12:53 PM
პოსტი #577


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878




m16
მე უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერს გონების თვალით ვუყურებ და ვიცი რასაც ვამბობ და დიდი ხანია მზად ვარ ბრძოლისთვის

ციტატა

რა ბედნიერი კაცი ყოფილხარ , თუ მართლა გჯერა მაგისი.
აბო.

შენ არ გჯერა?


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Nov 17 2008, 07:39 PM
პოსტი #578


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



გორის რაიონის სოფელ ფლავში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმემ კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. აფეთქება სოფლის ცენტრში, სკოლასთან ახლოს მოხდა. დაღუპულია ორი გამნაღმველი.

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად მართვადი უნდა ყოფილიყო.

დაზარალებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სეპარატისტები სოფლიდან სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დგანან, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას.

მათივე თქმით, რამდენიმე დღის წინ სოფლის შემოსასვლელთან დაახლოებით ათამდე შეიარაღებული ოსი იყო მისული და ისინი მროგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სპეცრაზმის წარმომადგენლებსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 18 2008, 10:25 AM
პოსტი #579


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კითხვა მიშას დამცველებს: მაშ რა მოვიგეთ იმ ომით?

1. ნატოს სამოქმედო გეგმას არ გვაძლევენ
2. ევროპა რუსეთთან მკაცრ პოზიციას არ/ვერ იჩენს (ალბატ არც უნდა გამოეჩინა)
3. ამერიკაში მოვიდა ახალი მთავრობა, რომლის პოლიტიკა მუდმივად შიდა-ნაციონალური ინტერესები იყო
4. ტერიტორიები დავკარგეთ კიდევ დამატებით
5. რუსეთმა დამოუკიდებლობა სცნო აფხაზეთის და ოსეთის

მაშ რა მოვიგეთ და როგორ გავიმარჯვეთ?
საქართველო ოდესღაც რომ გაბრწყინდება ეს ისედაც ვიცი biggrin.gif მარა დღეს?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Nov 18 2008, 10:56 AM
პოსტი #580



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანუდოსელი

კანუდოს, მიშა რა შუაშია, მისი ცოდვებიც ეყოფა, კაცი შოუმენად იქცა და ტყუილებით გვბერავს (PR-ს უწოდებენ ამას), მაგრამ ბევრი კარგი გააკეთა იმ კაცმა და ახლა გუნდში რომ ნაძირალები ყავს და ყველა ბიზნესის წილში არიან, ეგ მიშას ბრალი კი არ არის, ეგ იმის ბრალია, რომ ადამიანი მაიმუნისგან წამოვიდა და დღემდე რჩება მაიმუნად smile.gif

ევროპამ რაც არ უნდა ქნას, რუსეთი ნელ-ნელა იძირება

აშშ-ში ის მეორე თეთრი რომ მოსულიყო, აგრესიულ საგარეო პოლიტიკას დაიწყებდა, ავრანეთში, ირანში, ერაყში ალბათ ჩვენთანაც რუსეთის წინააღმდეგ და მერე ვიტყოდით ომი არ გვინდოდა ჩვენო

დარწმუნებული ვარ ობამას მთავრობა გულგრილი არ იქნება დათვების მიმართ

სამოქმედო გეგმას კი არა ვიზებსაც აღარ მოგვცემენ, თუ ოდესმე ადამიანებს არ დავემსგავსეთ და დალევის, "კაცობის" და გადაფურთხების გარდა არაფერი გვეცოდინება

რეალურად პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკა ჩავარდა და არ ამბობენ
თორემ ომი, როგორც ასეთი გადაუვალი იყო. ორი თავში ავარდნილი ერის კეთილმეზობლობა რთულია

თუმცა რუსების ასე და ისე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 27 28 29 30 31 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი