თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ვარძია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 27 2006, 11:19 PM

IPB-ს სურათი

ვარძია

იდგა,
ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

ათასი კიბით,
ათასი ხვრელით
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.

ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა,
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.

იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.

ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.

თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.

იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

I ნაწილი: ქვემო ვარძიის მამათა მონასტერი


IPB-ს სურათი

მოკლე ისტორიული ცნობები: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/vardzia/vardzia.htm

ქვემო ვარძიის მამათა მონასტრის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია,
IPB-ს სურათი

რომლის სამხრეთ კედელზეც ცნობილი თამარის ფრესკაა:
IPB-ს სურათი

ამავე ტაძრის შესასვლელი კარის თავზეა მაცხოვრის ულამაზესი ფრესკა:
IPB-ს სურათი

ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ავედრებდა წმინდა თამარ მეფე თავის ქვეყანას ბასიანის ბრძოლის წინ:
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 27 2006, 11:23 PM

ხალხო ვარძიაში არ ვარ ნამყოფი sad.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 27 2006, 11:23 PM

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 27 2006, 11:39 PM

II ნაწილი: ანანაური

ანანაურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საკმაოდ შეუმჩნეველ ადგილასაა გამოკვეთილი. ისიც ვარძიის სამონასტრო კომპლექს ეკუთვნის. ძალიან მადლიანი პატარა ტაძარია ულამაზესი ფრესკებით. ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ფრესკების უმრავლოსობას თვალები დათხრილი აქვს sad.gif

IPB-ს სურათი

ანანაურის ფრესკების ფოტოებს მოგვიანებით დავამატებ

ლილიანა, გაიხარე ამ ფოტოსთვის. რამდენი ვეძებე და ასეთი კარგი ჩემს კოლექციაში ვერ ვიპოვე smile.gif

ციტატა
ხალხო ვარძიაში არ ვარ ნამყოფი

მოსალოცად გქონია საქმე wink.gif წინ დიდი სიამოვნება გელოდება smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 27 2006, 11:55 PM

III ნაწილი: ზედა ვარძიის დედათა მონასტერი

IPB-ს სურათი

ვარძიის ჯვარი:
IPB-ს სურათი

წმინდა ნიკოლოზის მირომდინარე ხატი, რომელიც მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული:
IPB-ს სურათი

ზარი smile.gif ჩემი სისუსტე - ყველგან ზარებს ვიღებ rolleyes.gif
IPB-ს სურათი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (IX საუკუნე):
IPB-ს სურათი

უძველესი, კლდეში ნაკვეთი სენაკი. დღეს აქ არავინ ცხოვრობს...
IPB-ს სურათი

ყვავილები ტაძრის ეზოში - ჩემი მეორე სისუსტე smile.gif
IPB-ს სურათი

კნუტები smile.gif
IPB-ს სურათი

გაგრძელება - ხვალ... ან ზეგ... ან როცა მოვიცლი wink.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 28 2006, 12:02 AM

მარიამ ვარძიაში ორივე მონასტერია მამათა და დედათა?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 28 2006, 12:04 AM

QUOTE(ალექსანდრე @ Sep 28 2006, 12:02 AM) *

მარიამ ვარძიაში ორივე მონასტერია მამათა და დედათა?

ქვემოთ არის მამათა მონასტერი - კლდეში ნაკვეთი, ზემოთ - დედათა. დედათა მონასტერი უფრო ადრინდელია, 2-3 საუკუნით უსწრებს წინ. 4-5 კილომეტრია მანძილი მონასტრებს შორის.
როგორც ამბობებ, თამარ მეფეს მხოლოდ 2-ჯერ აქვს გათენებული ღამე ქვემო ვარძიის მამათა მონასტერში, სხვა დროს ყოველთვის ღამის გასათევად ზემოთ - დედათა მონასტერში რჩებოდა... იქ რომ დადიხარ, რაღაც საოცარი განცდაა, როცა გაიფიქრებ, რომ აქ წმინდა თამარ მეფეს უვლია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 28 2006, 12:06 AM

მარიამი

ციტატა
როგორც ამბობებ, თამარ მეფეს მხოლოდ 2-ჯერ აქვს გათენებული ღამე ქვემო ვარძიის მამათა მონასტერში, სხვა დროს ყოველთვის ღამის გასათევად ზემოთ - დედათა მონასტერში რჩებოდა...

მერე მამათა მონასტერში შეიძლებოდა?
ისე რამდენი ბერი და მორჩილი მსახურობს?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 28 2006, 12:10 AM

QUOTE(ალექსანდრე @ Sep 28 2006, 12:06 AM) *

მარიამი

მერე მამათა მონასტერში შეიძლებოდა?
ისე რამდენი ბერი და მორჩილი მსახურობს?


თამარისთვის შეიძლებოდა unsure.gif ეტყობა ლოცვაში გაათენა, თორემ დასაძინებლად კი არ მივიდოდა huh.gif
ამჟამად 5-6 მამა მოღვაწეობს: ბერები და მორჩილები.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 28 2006, 12:23 AM

მარიამი

ციტატა
ამჟამად 5-6 მამა მოღვაწეობს: ბერები და მორჩილები.

კარგი იქნებოდა მონახულება smile.gif

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 4 2006, 04:35 PM

ეხ რა ბედნიერი ვარ რომ იქაური ვარ და ყოველ ზაფხულს დაახლოვებით 50 ჯერ ვნახულობ.საოცარია, ყველას გირჩევთ იქ ჩასვლას.ისე იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება და რომელიც აშენებულია 12 საუკუნეში შევეცდები სურათი დავდო. http://up.aqache.com/?act=download&fid=

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 4 2006, 05:10 PM

ციტატა
იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება

წუნდა აღადგინეს? ვაშააა! smile.gif

აი,სურათი:
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 4 2006, 08:21 PM

IPB-ს სურათი

მემგონი ესეც წუნდაა

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 5 2006, 10:21 AM

ეს მამა მათეს და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ძალისხმევით მოხდა:

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 6 2006, 09:53 PM

III ნაწილი: ბერთსაყუდელი

ვაგრძელებ ვარძიის თემას ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილის ფოტო-მიმოხილვით smile.gif
ესაა - ბერთსაყუდელი.
IPB-ს სურათი

ბერთსაყუდელი ზემო და ქვემო ვარძიის მონასტრებიდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. როგორც სახელიდანაც ჩანს, აქ ადრე ბერთა სავანე იყო, რომლებიც სწორედ ამ კლდეებში გამოჭრილ ქვაბულებში ცხოვრობდნენ.
IPB-ს სურათი

ზემოთა სურათზე მარჯვნივ ბერების სენაკებია. ფიცრები ამ ორიოდე წლის წინ გადეს, რომ ხალხისთვის ადვილი გადასასვლელი ყოფილიყო. მანამდე კი მარჯვენა სენაკებში მოხვედრა მხოლოდ მარცხენა სენაკში გაჭრილი საკმაოდ ვიწრო გვირაბით იყო შესაძლებელი (მე პირადად იქ ვერაფრით ვერ გავრძვრებოდი... შიშის გამო, რა თქმა უნდა და არა იმიტომ, რომ ვინი პუხივით გავიჭედებოდი biggrin.gif პრინციპში ეს უკანასკნელიც არაა გამორიცხული laugh.gif)
მარცხნივ კი ტაძარია, ზუსტად ქვით ნაშენი კედლის ზემოთა მარცხენა მხარეს.
IPB-ს სურათი

ეს არის ტაძარი შიგნიდან. პირდაპირ სამკვეთლო ჩანს, ხოლო სანთლის მარჯვნივ - ტრაპეზი. ძალიან მაინტერესებს, რატომ არის იატაკზე ოთხკუთხედად ამოჭრილი. შეიძლება აქედან ლოცვის ხმა ჩადიოდა ქვემოთ, სადაც ბერების ერთი ნაწილი იდგა... ეს ჩემი ვარაუდია.
IPB-ს სურათი

ბერთსაყუდელიდან კი ასეთი ლამაზი ხედი მოჩანს:
IPB-ს სურათი

smile.gif

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 12 2006, 11:24 PM

http://dade.ge/?code=1160695962MY835IZVZQ აი კიდევ ერთი სურათი

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 20 2006, 12:13 AM

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 20 2006, 12:23 AM

მარიამ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნაწილი.გფარავდეთ ღმერთი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 20 2006, 01:00 AM

QUOTE(solomony @ Oct 20 2006, 12:23 AM) *

მარიამ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნაწილი.გფარავდეთ ღმერთი

მეოთხე ნაწილიც იქნება smile.gif ვეღარ მოვიცალე... ისიც ძალიან საინტერესოა, მგონი ყველაზე მეტად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 13 2006, 12:08 PM

ვარძიაზე თემა გავუხსენი რუსებს ერთ ერთ საიტზე - ფოტოებიც დავდე- გადაირივნენ...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 13 2006, 12:13 PM

ციტატა(tamara @ Dec 13 2006, 12:08 PM) *

ვარძიაზე თემა გავუხსენი რუსებს ერთ ერთ საიტზე - ფოტოებიც დავდე- გადაირივნენ...

რომელ საიტზე rolleyes.gif ?
კეთილი იყოს თქვენი ფეხი smile.gif!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 13 2006, 12:24 PM

აი აქ - gerodot.ru - ახლა ქსელი არ მუშაობს, მერე უფრო ზუსტ მისამართს მოგცემთ -

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა - ერთ ერთ რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე რუსებს ვკითხე - ქართული ხატები გაინტერესებთ მეთქი ? - გადაირივნენ რავა არ გვაინტერესებსო - იმდენი ქართული ხატი დადეს იქ თავად - მე შემრცხვა.
ჰო! აქაც ვნახე ქართული ხატების თემა ...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 13 2006, 01:18 PM

http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1619&start=0 - აი ეს საიტიც

იქვე გავხსენი თემა ატენის სიონზეც -
http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1611

და საქართველოს საგანძურზე - ამაზე საერთოდ დამუნჯდნენ -
http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1624&start=0

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 13 2006, 06:18 PM

ციტატა(tamara @ Dec 13 2006, 01:18 PM) *

http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1619&start=0 - აი ეს საიტიც

იქვე გავხსენი თემა ატენის სიონზეც -
http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1611

და საქართველოს საგანძურზე - ამაზე საერთოდ დამუნჯდნენ -
http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1624&start=0

გაიხარე !
უნიკალური ფოტო მასალააა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 13 2007, 09:28 PM

კალმახები? . . .ვარძიის დედათა მონასტერი ულამაზესია. მეც ვიყავი ვარძიაში. ღმერთო, რა მშვენიერი იყო. . . ქვედა ეკლესიაშიც ვიყავით. . .ეხ, კიდევ მინდა იქ. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marushki თარიღი: Mar 17 2008, 11:08 PM

აუ ვარძია მაგარიაააააააააააsmile.gif))))))))) ვინც არ ხართ ნამყოფი ცადით რააააtongue.gif

პოსტის ავტორი: tammo თარიღი: Apr 2 2008, 06:05 PM

2 კვირის წინ ვიყავი ვარძიაში, მოვიარე დედათა მონასტერი და თავად ვარძია

მართლა ძალიან ლამაზია
სურათების დააწყობა მინდა მაგრამ რაღაც არ გამოდის ჯერჯერობითsmile.gif

პოსტის ავტორი: COMNENA თარიღი: Apr 13 2008, 10:35 PM

სამწუხაროდ ნამყოფი არ ვარ.



ძალიან მინდა წასვლა...

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 14 2008, 08:52 AM

sad.gif სამწუხაროდ, არც მე, არ ვარ ნამყოფი...

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Apr 14 2008, 09:27 AM


ძაან მაგარიააwub.gif

ციტატა
სამწუხაროდ, არც მე, არ ვარ ნამყოფი...

რა არც მე სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: TURIZMI თარიღი: Jun 7 2008, 11:22 AM

ციტატა(მარიამი @ Sep 28 2006, 12:19 AM) *

IPB-ს სურათი

ვარძია

იდგა,
ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

ათასი კიბით,
ათასი ხვრელით
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.

ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა,
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.

იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.

ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.

თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.

იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

I ნაწილი: ქვემო ვარძიის მამათა მონასტერი


IPB-ს სურათი

მოკლე ისტორიული ცნობები: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/vardzia/vardzia.htm

ქვემო ვარძიის მამათა მონასტრის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია,
IPB-ს სურათი

რომლის სამხრეთ კედელზეც ცნობილი თამარის ფრესკაა:
IPB-ს სურათი

ამავე ტაძრის შესასვლელი კარის თავზეა მაცხოვრის ულამაზესი ფრესკა:
IPB-ს სურათი

ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ავედრებდა წმინდა თამარ მეფე თავის ქვეყანას ბასიანის ბრძოლის წინ:
IPB-ს სურათი


მარი

ძალიან გთხოვ თუ იცი ვინ არის ამ ლექსის ავტორი მომწერე

წინასწარ დიდი მადლობა

smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 7 2008, 12:17 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 7 2008, 12:18 PM

ზემო ვარძიაში არის სამონასტრო ცხოვრება?

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 7 2008, 12:23 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 7 2008, 12:18 PM) *

ზემო ვარძიაში არის სამონასტრო ცხოვრება?

დიახ! smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 7 2008, 11:04 PM

ციტატა(TURIZMI @ Jun 7 2008, 11:22 AM) *

მარი

ძალიან გთხოვ თუ იცი ვინ არის ამ ლექსის ავტორი მომწერე

წინასწარ დიდი მადლობა

smile.gif smile.gif smile.gif

გრიგოლ აბაშიძის smile.gif

http://literatura.iatp.ge/abashidze_gr/vardzia.htm

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jun 7 2008, 11:50 PM

ციტატა(tamara @ Dec 13 2006, 12:08 PM) *

ვარძიაზე თემა გავუხსენი რუსებს ერთ ერთ საიტზე - ფოტოებიც დავდე- გადაირივნენ...

გააგიჟე რუსები ხო? smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 8 2008, 02:35 PM

ციტატა(xornabujeli @ Apr 14 2008, 08:52 AM) *

sad.gif სამწუხაროდ, არც მე, არ ვარ ნამყოფი...

არც მე. არადა ძალიან მაგარი ჩანს სურათებში

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 8 2008, 05:03 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Jun 8 2008, 02:35 PM) *

არც მე. არადა ძალიან მაგარი ჩანს სურათებში

სურათებში კიდე არ ჩანს a075.gif

პირველად ვარძია რომ ვნახე, ემოციებისგან სისხლი გამეყინა ძარღვებში smile.gif ასეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილებები მეორედ ტაო-კლარჯეთში მივიღე... თუმცა ეს მეორე უფრო სევდანარევი იყო user.gif

პოსტის ავტორი: TURIZMI თარიღი: Jun 11 2008, 05:16 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 8 2008, 12:04 AM) *

გრიგოლ აბაშიძის smile.gif

http://literatura.iatp.ge/abashidze_gr/vardzia.htm



უღრმესი მადლობა

smile.gif smile.gif smile.gif happy.gif

პოსტის ავტორი: tammo თარიღი: Sep 13 2008, 12:12 PM

ციტატა
პირველად ვარძია რომ ვნახე, ემოციებისგან სისხლი გამეყინა ძარღვებში

არანაკლებ ლამაზია ვანის ქვაბები. თან ძალიან ლამაზიsmile.gif და თუ ვარძიაში გადაწყვიტოთ წასვა მანდაც შეიარეთ, გზაგევეა და ბევრი სასიარულოც არაა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 15 2008, 09:49 AM

ციტატა(tammo @ Sep 13 2008, 12:12 PM) *

არანაკლებ ლამაზია ვანის ქვაბები. თან ძალიან ლამაზიsmile.gif და თუ ვარძიაში გადაწყვიტოთ წასვა მანდაც შეიარეთ, გზაგევეა და ბევრი სასიარულოც არაა

სწორი შენიშვნაა smile.gif ვანის ქვაბებში რომ მოვხვდი პირველად, გავიფიქრე, აი, აქ რომ მოქმედი მონასტერი იყოს, სიამოვნებით დავრჩებოდი-თქო.
ვანის ქვაბებებთან დაკავშირებით ერთი სევდიანი გადმოცემა არსებობს. ადრე (მგონი ნაწილობრივ ახლაც) მონასტრებში აკრძალული იყო ჯვრისწერა. ამ წესის საწინააღმდეგოდ ერთ თავადს მოუნდომებია ვანის ქვაბებში ჯვრის დაწერა. ჯვრისწერის დროს დიდი მიწისძვრა მომხდარა, კლდე ჩამოქცეულა და ქვეშ მოუყოლებია მექორწილეები. მაშინ ჩამოვარდნილა ის უზარმაზარი ლოდიც, რომელიც იქვე წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარშია დღესაც. მას მერე აღარ აღდგენილა სამონასტრო ცხოვრება ვანის ქვაბებში.

http://www.picoodle.com/view.php?img=/3/9/14/f_DSC02090m_8bfbe7a.jpg&srv=img26

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2017, 10:22 PM

"ვარძიაში ურწყავად ბალახიც ვერ ხარობს"

/ძველი გაზეთებიდან/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)