იოგა, რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოგა, რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან |
aamirani |
Jan 16 2012, 02:54 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 8-January 12 წევრი № 11,924 |
რაშია იოგას ხიბლი, რატომ ინტერესდება თანამედროვე ადამიანი ამ ძველი, უცხო და რთული სისტემით? არის მასში ისეთი რამ, რითიც ქრისტიანებმაც შეიძლება ისარგებლონ? ადამიანთა დიდი ნაწილი მეტ-ნაკლები მონდომებით ცდილობს ყოფიერების საიდუმლოში გარკვევას, თითქმის ყველას აინტერესებს რა მოელის სიკვდილის შემდეგ, რა არის სული, რა არის ცხოვრების მიზანი და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობა ისეა ჩაფლული და გახლართული ყოფით პრობლემებსა და მრავალფეროვან გართობებში, რომ სულისთვის დრო და ენერგია აღარ რჩებათ და მათი ინტერესი რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხების მიმართ ძირითადად მაინც წარმავალი ინტერესებით შემოიფარგლება – ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიმშვიდის მოპოვება, მატერიალური კეთილდღეობა, „საიდუმლო სიბრძნის“ დაუფლება, სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება და სხვ. სამწუხაროდ, აღმოსავლური სწავლებებით გატაცებულ მილიონობით ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს, რა მძიმე სულიერი შედეგი მოყვება ამ ერთი შეხედვით უვნებელ ვარჯიშებს.
http://martlmadidebloba.ge/sacdurebi21.html |
NINJA - ნინძა |
Jan 16 2012, 03:04 PM
პოსტი
#2
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
aamirani
ციტატა მათი ინტერესი რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხების მიმართ ძირითადად მაინც წარმავალი ინტერესებით შემოიფარგლება – ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიმშვიდის მოპოვება, მატერიალური კეთილდღეობა, „საიდუმლო სიბრძნის“ დაუფლება, სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება და სხვ. ასე ზერელედ რატომ მსჯელობ? მეც ვმედიტირებ და იოგაზეც ვვარჯიშიბ, მაგრამ ის მიზეზები იოგაში, რისგამოც მე ვმედიტირებ, რაც შენ ჩამოთვალე, თავშიც არ გამივლია. შენ გგონია ყოველი ქრისტიანი უფლის სადიდებლად ლოცულობს? რა გარანტია გაქვს, რომ მათ ლოცვას ეს მიზნები არ ედოს საფუძვლად? ციტატა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიმშვიდის მოპოვება, მატერიალური კეთილდღეობა, „საიდუმლო სიბრძნის“ დაუფლება, სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება და სხვ. -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
აკაკი |
Jan 16 2012, 03:13 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
NINJA - ნინძა
ციტატა რა გარანტია გაქვს, რომ მათ ლოცვას ეს მიზნები არ ედოს საფუძვლად? ციტატა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიმშვიდის მოპოვება, მატერიალური კეთილდღეობა, „საიდუმლო სიბრძნის“ დაუფლება, სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება და სხვ. იოგა-მედიტაციის დროს ადამიანი თვითონ უხსნის თავს ადამიანი უცხო, "ჰაერში მოთარეშე" დაცემულ სულებს, რომელნიც თავისუფლად დათარეშობენ უკვე ადამიანში "ნათლის ანგელოზის"... ანუ ცრუ "სიმშვიდის"... ცრუ "სიბრძნის" და ა.შ - სახით. ხოლო ლოცვისას (ვგულისხმობ მართლმადიდებელი ქრისტეანის ლოცვას) ადამიანი მიმართულია პიროვნებისაკენ (ღმერთი), რომლის უკიდეგანო სახიერება და კაცთმოყვარეობა, თუნდაც, რომ ადამიანი მატერიალურ კეთილდღეობას ითხოვდეს, უფალი იფარავს... და კეთილისაკენ წარმართავს ყოველივეს.... მედიტაციისას კი ეს არ ხდება... ამ დროს ადამიანი სრულიად გახსნილი ხდება "უცხოთათვის" (კარგად ვიცით ვინც არიან ისინი), ადამიანი არ არის მიმართული კონკრეტული მიზნისაკენ (პიროვნებისაკენ)... ამიტომ ასეთ დროს ადმანს ეუფლებიან დაცემული სულები სხვადასხვა ვითომ კეთილი "მდგომარეობის" სახით... ხიბლავენ და ცნობიერებას ამრუდებენ, რაც მართლა ძალიან საშიშია... |
NINJA - ნინძა |
Jan 16 2012, 03:17 PM
პოსტი
#4
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
აკაკი
შენ გენაცვალე, ნუ მასწავლი იოგას და მედიტაციას რა! მე ვიცი რაც უდევს თითოეულ მათგანს საფუძვლად და ლექციებს აქეთ წაგიკითხავ თუ გინდა. ილოცეთ კაცო, გიშლით ვინმე? მიმართეთ პიროვნულ ღმერთს, რა გნებავთ? -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
აკაკი |
Jan 16 2012, 03:19 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
არა მე ამიტომ არ მომიწერია, რომ შენ განრისხებულიყავი... შემინდე, რომ ასე მოხდა...
მე ვის რა უნდა ვასწავლო |
NINJA - ნინძა |
Jan 16 2012, 03:23 PM
პოსტი
#6
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
აკაკი
ციტატა არა მე ამიტომ არ მომიწერია, რომ შენ განრისხებულიყავი... შემინდე, რომ ასე მოხდა...მე ვის რა უნდა ვასწავლო არაა საჭირო შენდობის თხოვნა, უბრალოდ დაუკვირდით, რომ რაც თქვენ არ გსიამოვნებთ და შეურაცხყოფად ჩათვლიდით საკუთარი აღმსარებლობისა, იმას სხვას ნუ ეტყვით. -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
aamirani |
Jan 16 2012, 04:12 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 8-January 12 წევრი № 11,924 |
NINJA - ნინძა
ურწმუნოს ვერაფრით დაარწმუნებ. ეს თვითონ კაცის ბუნებაში დევს. იყიდე ფსალმუნი - იქ ყველაფერი წერია, სამი მანეთი ღირს.წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Jan 16 2012, 04:17 PM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
aamirani
ბატონო ამირან... ეს კაცი ადრე იყო ჩვენს ეკლესიაში.(თუ კარგად მახსოვს)მაგრამ მერე სხვადასხვა მიზეზების გამო გავიდა. მეც მინდა რომ მართლმადიდებელი იყოს,მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას,რომ რაც მისთვის ძვირფასია.(იოგა,მედიტაცია...)შეურაცხყოფა მივაყენოთ. თავად უფალიც ბრძანებს,რომ მას ყავს ცხვრები,რომლებიც არ არიან მისი ფარეხის მკვიდრნი და მათთან ჩვენ მოსიყვარულე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს,რომ შეიქმნას ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
k@the |
Jan 16 2012, 04:28 PM
პოსტი
#9
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
aamirani ბატონო ამირან... ეს კაცი ადრე იყო ჩვენს ეკლესიაში.(თუ კარგად მახსოვს)მაგრამ მერე სხვადასხვა მიზეზების გამო გავიდა. მეც მინდა რომ მართლმადიდებელი იყოს,მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას,რომ რაც მისთვის ძვირფასია.(იოგა,მედიტაცია...)შეურაცხყოფა მივაყენოთ. თავად უფალიც ბრძანებს,რომ მას ყავს ცხვრები,რომლებიც არ არიან მისი ფარეხის მკვიდრნი და მათთან ჩვენ მოსიყვარულე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს,რომ შეიქმნას ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. სად ნახე შეურაცხყოფა? რატომ აძლევ შენიშვნას ახალ იუზერს, უცნაურია. გიყვარდეს ერთია და პატივს სცემდე მეორე, ადამიანი ყველა უნდა გიყვარდეს, თუმცა ისინი რა საქმესაც ემსახურებიან რატომ უნდა ვცე მაგას პატივი, სად წერია ეგ? არ მოსწონთ იოგაზე საუბარი და ნუ მოსწონთ, არავინ იჭერს. ეს ძახილის ნიშნებით გამოსვლები არაა საჭირო. NINJA - ნინძა ციტატა არაა საჭირო შენდობის თხოვნა, უბრალოდ დაუკვირდით, რომ რაც თქვენ არ გსიამოვნებთ და შეურაცხყოფად ჩათვლიდით საკუთარი აღმსარებლობისა, იმას სხვას ნუ ეტყვით. არავინ პირადად არ მოგმართავს შენ, აქ მართლმადიდებლები ვსაუბრობთ. არ მოგწონს? აარიდე თვალი. ციტატა მე ვიცი რაც უდევს თითოეულ მათგანს საფუძვლად და ლექციებს აქეთ წაგიკითხავ თუ გინდა. არ გვინდა. თუ მაინც ცდი, ბანს მიიღებ. aamirani კეთილი იყოს შენი ჩვენს ფორუმზე შემომატება. : ) ეგ საიტი ვის ეკუთვნის იქნებ გვითხრა. ინფორმაცია ვერ ვნახე. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
A.V.M |
Jan 16 2012, 06:10 PM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა სად ნახე შეურაცხყოფა? რატომ აძლევ შენიშვნას ახალ იუზერს, უცნაურია და ვამბობ სადმე? მე ვთქვი რომ არ უნდა მ-ი-ვ-ა-ყ-ე-ნ-ო-თ თქვა.... ციტატა ადამიანი ყველა უნდა გიყვარდეს, თუმცა ისინი რა საქმესაც ემსახურებიან რატომ უნდა ვცე მაგას პატივი, სად წერია ეგ? მეც არ მხიბლავს იოგა და მედიტაცია.(უფრო მეტი.წინააღმდეგიც ვარ)მაგრამ ეს ხომ არ გვაძლევს უფლებას რომ ავდგეთ და ვლანძღოთ ან სხვა დამცირებები მივაყენოთ. თუ რამეს ვამბობთ ვთქვათ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად და თუ არა საერთოდ გავჩუმდეთ.იყოს ჩვენთის მიუღებელი,მაგრამ ვისთვისაც მისაღებია უარგუმენტოდ ნურაფრის მტკიცებას ნუ დავუწყებთ. ასე უფრო დავაბრკოლებთ ,,სხვა ფარეხში"მყოფს.იმის მაგივრად რომ სიყვარულით გვქონდეს მასთან დამოკიდებულება. ციტატა არავინ პირადად არ მოგმართავს შენ, აქ მართლმადიდებლები ვსაუბრობთ. არ მოგწონს? აარიდე თვალი. ჩემთვის,შენთვის,სხვისთვის იოგა მიუღებელია და ამს აღვნიშნავთ კიდევაც,მაგრამ იმ კაცს ვინც ამ მეთოდს იყენებს არ უნდა ვუთხრათ რომ შენ უკვე დაღუპული ხარ,შენ აღარაფერი გეშველება და.ა.შ. თუ შეგვიძლია დასაბუთებულად ავუხსნათ რატომაა ის ცუდი და ეს კარგი.და თუ ეს არ შეგვიძლია საერთოდ ნუ ვეტყვით მას ნურაფერს,რადგან ის მცირე რწმენა და ნდობაც არ დავაკარგვინოთ რაც ჩვენდამი და ჩვენი ეკლესიისადმი გააჩნია. ციტატა არ გვინდა. თუ მაინც ცდი, ბანს მიიღებ. კარგი იქნება ამ (ან მსგავს)მეთოდს სხვების მიმართაც თუ გამოვიყენებთ,რომლებიც მართლა დებენ სხვადასხვა არამართლმადიდებლურ ლექციებს მართლმადიდებლური ფორუმის თითქმის ყველა თემაში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
k@the |
Jan 16 2012, 06:18 PM
პოსტი
#11
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
A.V.M
მიმითითე ლინკები სადაც დევს მსგავსი რამ და შესაბამის რეაქციასაც მოვახდენ. მე არ მაქვს იმდენი დრო, ყველაფერი ვიკითხო. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
A.V.M |
Jan 16 2012, 06:22 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მე არ მაქვს იმდენი დრო, ყველაფერი ვიკითხო. ვიცი ეგ ბატონო ჩემო... ციტატა მიმითითე ლინკები სადაც დევს მსგავსი რამ და შესაბამის რეაქციასაც მოვახდენ. სამოდეროში ვწერდით ამაზე მცირე ხნის წინ ქეთევან... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
k@the |
Jan 16 2012, 06:31 PM
პოსტი
#13
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
A.V.M
ციტატა სამოდეროში ვწერდით ამაზე მცირე ხნის წინ ქეთევან... სამოდეროში საუბარი წესების გამკაცრებაზე იყო მგონი. გამკაცრება წესებს კი არა, ადმინისტრაციას უნდა და მართლმადიდებლებს ფორუმზე, ვინც შორიდან უყურებს სიტუაციას და "ნწუ, ნწუ, წახდა ფორუმი"-ს მეტი არაფერს აკეთებს. ეს "ხან კაი ტიპები ვართ და კრიშნაიდებისგან ვსწავლობთ" რაღაცეებს და ხან "ცუდი და სიმკაცრე გვინდა" არ გამოვა. მე სულ ცუდი ტიპი ვარ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
A.V.M |
Jan 16 2012, 06:40 PM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა გამკაცრება წესებს კი არა, ადმინისტრაციას უნდა და მართლმადიდებლებს ფორუმზე, ვინც შორიდან უყურებს სიტუაციას და "ნწუ, ნწუ, წახდა ფორუმი"-ს მეტი არაფერს აკეთებს. მგონი ამაზე ჩემი აზრი შენთვის ნათელია და ხშირად დამიფიქსირებია... ციტატა ეს "ხან კაი ტიპები ვართ და კრიშნაიდებისგან ვსწავლობთ" რაღაცეებს და ხან "ცუდი და სიმკაცრე გვინდა" არ გამოვა ,,არავის ძალ-უძს ორთა უფალთა მონება." პ.ს.ძალიან მინდა პირადად მე კრიშნაიტებისგანაც და იუდაისტებისგანაც რაიმე ისეთის გაგება რაც არ ვიცი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მართლმადიდებლური ფორუმი კრიშნაიტულად ან იუდაურად(ან ნებისმიერ სხვად) გადავაქციოთ. ფორუმზე გამოყოფილია თემა-,,სხვა რელიგიები."ხოდა როცა რამე ახალის ,,სწავლა"მოგვინდება ამ თემაში ვისწავლოთ და არა სხვაგან... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
aamirani |
Jan 16 2012, 09:25 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 8-January 12 წევრი № 11,924 |
A.V.M
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ..თუ სადმე დაინახე მიმითითე..მე იმას ვწერ რომ იოგა მართლმადიდებლობისათვის მიუღEბელია და თუ რატომ ლინკიც დევს k@the საიტზე რომ შეხვალ კონტაქტებში მეილი დევს საიტის პატრონის და შეგიძლიათ მიწეროთ http://martlmadidebloba.ge/kontaqti.html |
A.V.M |
Jan 16 2012, 10:22 PM
პოსტი
#16
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ..თუ სადმე დაინახე მიმითითე ვინ გაკადრა ეგ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
terra |
Jan 16 2012, 11:29 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ნუ ცხელსისხლიანობთ ბიჭებო, იმშვიდეთ
ქრისტე არს ჩვენ შორის.. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
A.V.M |
Jan 16 2012, 11:31 PM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ქრისტე არს ჩვენ შორის.. ამინ! ისპოლა ედიდესპოლა -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
terra |
Jan 16 2012, 11:31 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
A.V.M
გურამ, ჯიგარი ხარ! -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
George Leluashvili |
Jan 16 2012, 11:40 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა ისპოლა ედიდესპოლა რა არი, ეპისკოპოსი მობრძანდა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2024 - 05:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი