IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 28 29 30  
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
G_saxva
პოსტი Mar 20 2015, 04:26 PM
პოსტი #581


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
ციტატა
ბოდიში ბოდიში შემეშალა მოიცადე მოვძებნი

სულ რავა გეშელბა შე კაცო ფაქტების მოყვანა biggrin.gif
კაი დაგელოდები a075.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 20 2015, 04:45 PM
პოსტი #582


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



მასოვკიზმის ერთ-ერთი გამოვლინება

კანონი 61
მორწმუნე, რომელსაც ბრალი ექნება წაყენებული და ამხილებენ სიძვაში, მრუშობაში, ან სხვა რაიმე კრძალულ საქმიანობაში, დასში არ უნდა იქნეს შეყვანილი

ამ კანონში ნათქვამია, თუ რა თვისებებით უნდა გამოირთჩეოდნენ მღვდელმსახურობის კანდიდატები, რათა საზოგადოებაში პატიოსანი სახელი იქონიონ. სასულიერო პირთაგან წმინდა წერილი მოითხოვს, რომ ისინი მორწმუნეთათვის სამაგალითონი იყვნენ სიტყვით, ცხოვრების წესით, სიყვარულით, სულისკვეთებით, რწმენითა და სიწმინდით (შდრ. 1 ტიმ.-4,12; ტიტ. 2, 7; 1 პეტ. 5, 3). მაგრამ მღვდელი ვერასდროს იქნება თავისი სამწყსოსთვის სამაგალითო, თუ მას საყვედურობენ იმ ცოდვების გამო, რომლებშიც ის ოდესღაც მხილებული იყო და რომლებიც ყველასათვის ცნობილი გახდა. იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის სიტყვების განმარტებისას ამბობს, რომ სასულიერო პირი უნაკლო უნდა იყოს, ამბობს რომ ცუდად იქცევა ის, ვინც იცის ზოგიერთი საკუთარი ცოდვა და მაინც ცდილობს დაკავდეს ისეთი მსახურებით, რომლისგანაც მას თავისთავად აშორებენ მისი ცოდვები. როდესაც მოიხსენიებს სიძვას, მრუშობასა და სხვა მსგავს ცოდვებს რომელთა მიზეზითაც დასში მიღება არ შეიძლება, კანონი დასძენს რომ ასეთი ადამიანი უნდა იმხილოს, ანუ სამღვდელო კანდიდატის მიმართ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს. ბრალდების უსაფუძვლობის შემთხვევაში, იგი უყურადღებოდ უნდა დარჩეს, რადგან კანდიდატის მიმართ შეიძლება ვინმეს ღვარძლი ან პირადი სიძულვილი ჰქონდეს და ამის გამო დასდოს ბრალი. ამიტომ უსამართლო იქნებოდა მაშინვე მოეკლოთ მისთვის სამთვდელო მადლი; ხოლო თუკი ბრალდება საფუძვლიანია და დამტკიცებული, მაშინ ასეთი კანდიდატის ხელთასხა არ შეიძლება არც ამ და არც საკითხთა დაკავშირებულ საფუძველზე , გარდა ამისა თუ ხელდასხმისას არ იყო ცნობილი კანდიდატის რაიმე მძიმე ცოდვა და ის მხილების თანახმად, ასეთი პირს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას სასულიერო ხარისხი. სამღვდელო დასში არც ის პირები მიიღებიან, რომლებიც ეკლესიის წინაშე მთელი გულწრფელობით ინანიებდნენ საკუთარ მძიმე ცოდვას.


ესეც მე-2, კიდევ რამდენია ვინ მოსთვლის sad.gif

კანონი 62
კლერიკოსი, რომელიც იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელს უარყოფს, ეკლესიიდან განიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს საეკლესიო დასიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს როგორც ერისკაცი

....კვიპრიანეს მოჰყავს თავისი დროის რამდენიმე ასეთი სამწუხარო მაგალითი, როცა სასულიერო პირი, რომელიც მორწმუნეთათვის იმის მაგალითი უნდა იყოს, თუ როგორ უნდა გაიღოს მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე ქრისტიანის სახელისთვის, ამ დროს თვითონვე იმის შიშიტ, რომ რაიმე ხიფათი შეემთხვეს, ქრისტეს უარყოფს და განუდგება. ამ კანონის განწესების თანახმად, მსგავსი დანაშაულის გამო არა მხოლოდ მის მიერ გალანძღული სამღვდელო ხარისხიდან იკვეთება, არამედ სრულიად სამართლიანად როგორც განდგომილი, კანონიკური სამართლის უმაღლეს სასჯელს ექვემდებარება, ანუ ეკლესიიდან საბოლოო განკვეთას (ეკლესიის ჯანსაღი სხეულიდან იკვეთება იგი როგორც დამპალი წევრი).....ორივე შემთხვევაში ეს კანონი უშვებს, რომ თუკი ასეთი პირი მოინანიებს და ეკლესიისგან გულწრფელად გამოითხოვს შენდობას, მაშინ იგი დაბრუნებული იქნება საეკლესიო საზოგადოებაში, მაგრამ მხოლოდ როგორც ერისკაცი - იმ მსახურებაზე უფლების გარეშე რასაც ის განდგომამადე ასრულებდა. ეს განწესება ყველა კლერიკოსს ეხება, ანუ ეკლესიის მსახურებსა და ღვთისმსახურებს-წიგნის მკითხველიდან დაწყებული, ეპისკოპოსის ჩათვლით.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 1 2015, 01:40 AM
პოსტი #583


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




ჩატარდა საერთომართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი მესამე სხდომა
31/03/2015
ავტორი: შალვა ჯიხვაძე

Chambesy-1-e14255136531672015 წლის 30 მარტს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზეში, ჩატარდა მესამე სხდომა საერთომართლმადიდებლური კრების მოსამზადებლად.

მესამე სხდომაზე დასრულდა განხილვა დოკუმენტისა: ”მართლმადიდებლური ეკლესიის წვლილი მსოფლიოში, სამართლიანობაში, თავისუფლებაში, ქვეყნებს შორის ძმურ სიყვარულში და რასობრივ და თუ სხვა დისკრიმინაციებში”. ასევე ამ სხდომაზე რედაქტირება გაიარა ზოგიერთმა აქამდე მიღებულმა გადაწყვეტილებამ.

სხდომის დაწყებას წინ უძღოდა სარედაქციო კომისიის ორ დღიანი მუშაობა (28-29 მარტი). ამას ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამფილოქე (სერბეთის საპატრიარქო). ამის შემუშავებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, რუმინეთის საპატრიარქოებმა და ელადის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

სხდომა ჩატარდა მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასის (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო) ხელმძღვანელობით. სხდომაზე ასევე მონაწილეობა მიიღეს:

კონსტანტინეპოლის საპატრიარქო – პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი; არქიმანდრიტი მაქსიმე პოფოსი

ალექსანდრიის საპატრიარქო – კეიფთაუნის მიტროპოლიტი სერგი, არქიმანდრიტი ნიკილოზ იოანიდისი

ანტიოქიის საპატრიარქო – აკარის მიტროპოლიტი ბასილი

იერუსალიმის საპატრიარქო – მთავარეპისკოპოსი არისტარქე; ფ. იანგუ

რუსეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ილარიონი; დეკანოზი ნიკალაი ბალაშოვი და დიაკონი ანატოლი ჩურაკოვი

საქართველოს საპატრიარქო – მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა; პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

სერბეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ამფილოქე და ეპისკოპოსი ირინეოსი

რუმინეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ნიფონი; დეკანოზი ვიოლენი

ბულგარეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი იოანე; მიტროპოლიტი სერაფიმე

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი გიორგი; მ.სპირუ

ელადის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი ქრიზოსთომოსი; მიტროპოლიტი ეგნატე და მიტროპოლიტი ქრიზოსთომოსი

ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი იოანე; ეპისკოპოსი ნიკოლოზი

პოლონეთის ეკლესია – ეპისკოპოსი გიორგი; დეკანოზი ანდრეი კუზმა

ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესია – მთავარეპისკოპოსი გიორგი; არქიმანდრიტი სერაფიმე.

კომისიის სამდივნოს შეადგენენ შვეიცარიის მიტროპოლიტი იერემია, არქიდიაკონი იოანე ხრისავგისი და ვლასის ფიდასი(კონსტანტინეპოლის საპატრიარქო).

http://www.orthodoxtheology.ge/saertomartlmadideblurikreba/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 16 2015, 01:54 AM
პოსტი #584


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Δημοσίευση: 10 Ιουλ. 15 (17:26)
Ακολουθεί ανακοίνωση του Πατριαρχείου Ιεροσολύμων αναφορικά με την απόφαση του Πατριαρχείου Αντιοχείας για τη διακοπή της μεταξύ τους κοινωνίας:

Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων ἐκφράζει τήν λύπην αὐτοῦ διά τήν πρόσφατον ἀπόφασιν τοῦ Πατριαρχείου Ἀντιοχείας νά διακόψῃ τήν κοινωνίαν μετ’ αὐτοῦ καί ἐνημερώνει τάς ἀδελφάς Ὀρθοδόξους Ἐκκλησίας καί τό ποίμνιον αὐτοῦ ἐν εἰλικρινείᾳ καί ἀληθείᾳ διά τῶν κάτωθι:

1ον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων ἀνταπεκρίθη εἰς πρόσκλησιν τῶν Χριστιανῶν τοῦ Qatar, γεωγραφικήν περιοχήν τῆς ἐκκλησιαστικῆς δικαιοδοσίας αὐτοῦ, καί ἀπέστειλε ὡς λειτουργόν ἱερέα τόν νῦν Μακαριώτατον Πατριάρχην Ἱεροσολύμων κ.κ. Θεόφιλον τό ἔτος 1997, ὅτε οὔτε ναός ὑπῆρχε ἐκεῖ οὔτε χριστιανική λατρεία ἐξησκεῖτο. Ἔκτοτε, ἄχρι τῆς σήμερον, ὑπῆρξε συνεχής ἡ λειτουργική διακονία τῶν Ὀρθοδόξων Χριστιανῶν εἰς Qatar, ἀρχικῶς εἰς εὐκτηρίους οἴκους, ἀπό δέ τοῦ 2009 εἰς τόν Ἱερόν Ναόν τοῦ Ἁγίου ἐνδόξου Μεγαλομάρτυρος Γεωργίου τοῦ Τροπαιοφόρου καί τοῦ Ἁγίου Ἰσαάκ τοῦ Σύρου, τόν ὁποῖον ἵδρυσεν ἐκεῖ τό Πατριαρχεῖον εἰς ἔκτασιν γῆς παραχωρηθεῖσαν παρά τοῦ Ὑψηλοτάτου Πατρός Ἐμίρη Hamad bin Khalifa Al Thani.

2ον. Ὁ μακαριστός Πατριάρχης Ἱεροσολύμων Διόδωρος ἐπραγματοποίησε ποιμαντικήν ἐπίσκεψιν εἰς Qatar τό ἔτος 1999, ὁ δέ νῦν Μακαριώτατος Πατριάρχης Ἱεροσολύμων κ.κ. Θεόφιλος τό ἔτος 2010. Διαρκούσης τῆς δεκαοκταετοῦς ποιμαντικῆς ταύτης δραστηριότητος τοῦ Πατριαρχείου Ἱεροσολύμων, ἀλλά καί πολλῷ πρό ταύτης, οὐδεμία παρουσία ὑπῆρχεν ἐκεῖ τοῦ Πατριαρχείου Ἀντιοχείας καί οὐδεμία διαμαρτυρία ἠκούσθη παρ’ αὐτοῦ. Αἱ διαμαρτυρίαι αὐτοῦ ἤρξαντο, ὅτε τό Πατριαρχεῖον ἐχειροτόνησεν εἰς Ἀρχιεπίσκοπον Καττάρων τόν ἐκεῖ ὑπηρετοῦντα ἀπό τοῦ 2004 Ἀρχιμανδρίτην Μακάριον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων, τῇ βοηθείᾳ τοῦ Θεοῦ, ἀνέπτυξε τό εἰς Qatar ἀρξάμενον ἔργον αὐτοῦ εἰς Διορθόδοξον πολύγλωσσον λειτουργικόν κέντρον μετά ποιμνίου 12.000 ψυχῶν περίπου ἄνευ οὐδεμιᾶς φυλετικῆς διακρίσεως. Ἀντιθέτως, τό Πατριαρχεῖον Ἀντιοχείας τοποθετεῖ τό θέμα ἐπί ἐθνοφυλετικῆς βάσεως, ὡς ἐμφαίνεται καί ἐκ τῆς ἐπιστολῆς αὐτοῦ, ἡ ὁποία ἀπηυθύνθη εἰς τό Ὑπουργεῖον Ἐξωτερικῶν τοῦ Qatar, καί ἡ ὁποία «διαλαμβάνει ὅτι ὁ Πατριάρχης Ἰωάννης Ι΄, Πατριάρχης Ἀντιοχείας καί πάσης Ἀνατολῆς, εἶναι ὁ μοναδικός ἀνεγνωρισμένος Πατριάρχης ἐκ τῆς Ὀρθοδόξου Κοινότητος (Τάϊφε) εἰς ὁλόκληρον τήν Μέσην Ἀνατολήν καί ἐκπροσωπεῖ τήν Ὀρθόδοξον Κοινότητα εἰς ὅλας τάς Ἀραβικάς χώρας, μή ἐξαιρουμένων ὡς ἐπί παραδείγματι (τοῦ Ἰράκ, τῆς Συρίας, τῆς Ἰορδανίας, τοῦ Λιβάνου, τῆς Ἱερουσαλήμ, τῆς Αἰγύπτου, τοῦ Μπαχρέϊν, τῶν Ἐμιράτων, τοῦ Ἰράν)».

3ον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων διαψεύδει κατηγορηματικῶς τόν ἀνυπόστατον ἰσχυρισμόν τοῦ Πατριαρχείου Ἀντιοχείας περί γενομένης δῆθεν συμφωνίας μετονομασίας τοῦ τίτλου τοῦ Ἀρχιεπισκόπου Καττάρων Μακαρίου εἰς συνάντησιν εἰς τήν Διεύθυνσιν Ἐκκλησιῶν τοῦ Ὑπουργείου Ἐξωτερικῶν τῆς Ἑλλάδος τόν Ἰούλιον τοῦ 2013. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων εἰς τό σημεῖον τοῦτο ἐπικαλεῖται τήν μαρτυρίαν τῶν ἐκπροσώπων τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριαρχείου καί τῆς Διευθύνσεως Ἐκκλησιῶν.

4ον. Τό Πατριαρχεῖον Ἱεροσολύμων παραμένει ἀμετακίνητον εἰς τήν στάσιν τῆς συνδιαλλαγῆς καί τοῦ διαλόγου, τήν ὁποίαν ἐτήρησεν εὐθύς ἐξ ἀρχῆς καί προτείνει τήν Σύστασιν Ἐπιτροπῆς εἰδημόνων Κανονολόγων διά γνωμάτευσιν ἐπί τοῦ θέματος, χωρίς νά διακόπτῃ τό μνημόσυνον τῆς ἀδελφῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας τῆς Ἀντιοχείας, χάριν τῆς ἑνότητος τῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας.

http://archiveshare.net/v2/15072015/2/7/b/...9/web/?archSh=1



ანტიოქიის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა ერუსალიმის ეკლესიასთან.
(ყატარის გამო)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2015, 11:47 PM
პოსტი #585


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარყო საერთო მართლმადიდებლური კრების მომზადებული დოკუმენტი
21/07/2015
ავტორი: შალვა ჯიხვაძე
2P20121004-VSN-3763რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველმა ორგანომ უარყო დოკუმენტი, რომელიც უნდა განხილულიყო 2016 წლის საერთო მართლმადიდებლურ კრებაზე. დოკუმენტი სახელწოდებით: “მართლმადიდებლური ეკლესიის წვლილი მშვიდობაში, სამართლიანობაში, თავისუფლებაში, ძმურ ურთიერთობაში და ერებს შორის სიყვარულში, რასობრივ და სხვა სახის დისკრიმინაცულ გამოვლინებაში” აღმოჩნდა “ამჟამინდელი ფორმებით მიუღებელი” რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისთვის.

რუსეთის ეკლესიის მმართველმა ორგანომ შესთავაზა ახალი დოკუმენტის მიღება, რომელის სახელიც იქნება: “მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება დღესდღეობით” და ასევე მოითხოვა დოკუმენტის შეცვლა, რომელიც შესთავაზა ბიბლიურ-თეოლოგიურმა კომისიამ.
http://www.orthodoxtheology.ge/rusetiseklesiisdadgenileba/
თუ კიდევ დაინტერესდებით ვის და რომელ ძალებს არ სურთ დიდი კრების ჩატარება და მისი ქმედუნარიანობა,მიმართეთ პუტინს,მის კლერიკოსებს და პუტინის პოლიტიკის გამტარ , რუსეთის ეკლესიის უმაღლეს პირებს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2015, 09:58 PM
პოსტი #586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,109
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გილოცავთ მორწმუნენო!!!
ა.შ.შ.-ს ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) ღვთისადმი ძლიერი სიყვარული და გადაჭარბებული რწმენა ფსიქიურ დაავადებად დააკვალიფიცირა.
მეცხრე ნეტარება: ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდნენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა. (მათე-5;11-12)
ანტონი დიდი: დადგება ჟამი, როდესაც სამყაროს ისეთი შეშლილობა დაეუფლება, რომ შეშლილები გონიერებს უგუნურებად გამოაცხადებენ, საკუთარ თავს კი - გონიერებად.

/FB/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2015, 10:34 PM
პოსტი #587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,109
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ინტერნეტში გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის აფრიკის ერთ-ერთი ტომი კრიმინალს:
როდესაც ადამიანი რამეს დააშავებს, ცუდ საქციელს ჩაიდენს, იგი მიჰყავთ სოფლის შუაგულში, გარს შემოევლებიან და 2 დღის განმავლობაში იხსენებენ მასზე ყველაფერს, რაც როდესმე კარგი ჩაუდენია, უყვებიან თავისი სიკეთეების შესახებ.
ამ ტომს სჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება ”კარგი” - სიყვარულის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების მსურველი.
მაგრამ ზოგჯერ, ამ ყველაფრის ძიების პროცესში, ადამიანი შეცდომას უშვებს, რასაც ტომი სასოწარკვეთის გამოძახილად აღიქვამს და დახმარების ხელს უწვდიან.
ისინი ამ რიტუალით ცდილობენ დაუბრუნონ ადამიანს ნამდვილ სახე და გაახსენონ, რომ იგი ”კარგია”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Sep 8 2015, 08:22 AM
პოსტი #588


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



რელიგიური მსიფლიო დღეს... სამწუხაროდ დღეს რელიგიები ერთმანეთს ებრძვიან და მათი ბრძოლის იარაღი არის ფარისევლობა


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2015, 11:07 PM
პოსტი #589


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა 2015 წლის ფესტივალის საზეიმო გახსნა. მონაწილეთა სახელით რუმინეთის ეკლესიის პატრიარქს,სინოდს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მივმართავ რუმინულად,მადლობას მოვახსენებ შეხვედრის ორგანიზების,მასპინძლობისა და ყურადღებისათვის.ამასთანავე ქრისტეს ვთხოვ,რომ დალოცოს ,ფესტივალის ყველა მონაწილე,ორგანიზატორი და მაყურებელი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Sep 10 2015, 11:14 PM
პოსტი #590


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



ციტატა(A.V.M @ Sep 10 2015, 11:07 PM) *

მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა 2015 წლის ფესტივალის საზეიმო გახსნა. მონაწილეთა სახელით რუმინეთის ეკლესიის პატრიარქს,სინოდს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მივმართავ რუმინულად,მადლობას მოვახსენებ შეხვედრის ორგანიზების,მასპინძლობისა და ყურადღებისათვის.ამასთანავე ქრისტეს ვთხოვ,რომ დალოცოს ,ფესტივალის ყველა მონაწილე,ორგანიზატორი და მაყურებელი .




მხოლოდ მართლმადიდებლები იყვნენ?


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2015, 11:20 PM
პოსტი #591


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რობინი
კი ბატონო,მხოლოდ მართლმადიდებლები ვიყავით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2015, 01:38 PM
პოსტი #592


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,109
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



A.V.M

გენაცვალე wub.gif იმრავლოს შენნაირმა ახალგაზრდებლმა!!!


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Sep 11 2015, 01:51 PM
პოსტი #593


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



ციტატა(marine @ Sep 11 2015, 01:38 PM) *

A.V.M

გენაცვალე wub.gif იმრავლოს შენნაირმა ახალგაზრდებლმა!!!



ამინ! მართლას დასაფასებელია მაგ ბიჭის ასეთი მონდომება. წარმატებები ვუსურვოთ თავის საქმეში. a075.gif არა მარინე???


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2015, 03:37 PM
პოსტი #594


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,109
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(რობინი @ Sep 11 2015, 02:51 PM) *

ამინ! მართლას დასაფასებელია მაგ ბიჭის ასეთი მონდომება. წარმატებები ვუსურვოთ თავის საქმეში. a075.gif არა მარინე???

yes4.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Sep 12 2015, 07:28 AM
პოსტი #595


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



ქალბატონო მარინე როგორ მიხარია რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი გვყავს...


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 15 2015, 09:34 AM
პოსტი #596


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Sep 10 2015, 11:07 PM) *

მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა 2015 წლის ფესტივალის საზეიმო გახსნა. მონაწილეთა სახელით რუმინეთის ეკლესიის პატრიარქს,სინოდს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მივმართავ რუმინულად,მადლობას მოვახსენებ შეხვედრის ორგანიზების,მასპინძლობისა და ყურადღებისათვის.ამასთანავე ქრისტეს ვთხოვ,რომ დალოცოს ,ფესტივალის ყველა მონაწილე,ორგანიზატორი და მაყურებელი .


ბრავისიმო გურამ kiss1.gif

პ.ს ქართულადაც გვითხარ რას უბრობ....


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 23 2016, 10:34 PM
პოსტი #597


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ელადის მთავარეპისკოპოსი, რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქი მიგრანტებთან (შეხვედრა და დეკლარაცია)

მიგრანტთა კრიზისი: პაპი ფრანცისკე სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე

პაპი ფრანცისკე სტუმრობს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის ლტოლვილთა ბანაკს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა იმ მიგრანტებისადმი, რომლებიც ცდილობენ ჩრდილო ევროპაში შეღწევას.

ამჟამად ათასობით ლტოლვილი შეჭრილია კუნძულ ლესბოსის ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ, ევროკავშირი შეუთანხმდა თურქეთის სახელმწიფოს, რომ მოაგვარებდა მიგრანტთა შემოდინების პროცესს. მორიას ბანაკში განთავსებულ 3 000-ზე მეტ მიგრანტთაგან, გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთის თურქეთში დეპორტაცია მოხდეს.

ვატიკანი ამტკიცებს, რომ პაპის ვიზიტი არის წმინდა ჰუმანიტარული და რელიგიური ხასიათის, მისი აღქმა არ შეიძლება, როგორც დეპორტაციის მიმართ კრიტიკა. მიუხედავად ამისა ვატიკანი ოფიციალურად აკვირდება მიგრანტებს, კარდინალმა ანტონიო მარია ველიომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი თურქეთი ეპყრობა მიგრანტებსს,როგორც უბრალო საგნებს და აკნინებს მათ ადამიანურ ღირსებას.

,,სასაფლაო’’

უამრავი ლტოლვილი შეიკრიბა მორიას ბანაკთან, რათა ეხილათ პაპი. ზოგიერთი მათგანი ბანერების მეშვეობით ითხოვდა დახმარებას. მოგვიანებით, მიგრანტებმა მოითხოვეს უკეთესი მოპყრობა და ევროპაში დარჩენის უფლება.

ლესბოსზე თავისი ვიზიტის შესახებ პაპმა უთხრა რეპორტიორებს, რომ ამ მოგზაურობისათვის თანმდევია მწუხარება, რადგან ესაა -,,მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ შევხვდებით ბევრ ადამიანს, რომლებიც იტანჯებიან და ილტვიან. მათ არ იციან თუ საით უნდა წავიდნენ, აგრეთვე მოვინახულებთ ზღვის სასაფლაოს.’’

პაპი შეხვდა ლესბოსის მიტილინის აეროპორტში საბერძნეთის პრემიერ მინისტრს ალექსის ციპრასს, პატრიარქ ბართლომეოსს (მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერ ლიდერს) და საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმე II-ს.

მორიას ბანაკში პაპმა აგრეთვე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ ხალხთა ხსოვნას, რომლებიც ზღვის გადაკვეთისას, უკეთესი ცხოვრების ძიების დროს, დაიღუპნენ.

საბერძნეთის სახელმწიფო ERT ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპმა ფრანცისკემ მოისურვა 10 ლტოლვილის თავისთან წაყვანა იტალიაში, ვატიკანის სპიკერმა რევ ფედერიკო ლომბარდმა კი განაცხადა, რომ არ შეეძლო კომენტარის გაკეთება.

ვიზიტის წინა დღეს ერთი სირიელი შეეცადა თავის მოკვლას მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შეიძლებოდა თურქეთში დეპორტირებულიყო, პოლიციამ იგი გადაარჩინა.

წყარო-http://www.bbc.com/news/world-europe-36060360

სხვა წყაროები: რომის პაპის ისტორიული ვიზიტი საბერძნეთში

ლესბოსის ერთობლივი დეკლარაციის სრული ტექსტი

ჩვენ, პაპი ფრანცისკე, მსოფლიოს პატრიარქი ბართლომეოსი და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, შევხვდით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება იმ ტრაგიკული სიტუაციის გამო, რომელიც შექმნილია უამრავი ლტოლვილის, მიგრანტის და თავშესაფრის მაძიებლის ირგვლივ. ისინი ჩამოდიან ევროპაში კონფლიქტური გარემოდან, იქიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ყოველდღიურად ემუქრება საფრთხე. მსოფლიომ არ შეიძლება უარყოს ის მოსაზრება, რომ კრიზისი შექმნილია ძალადობის გავრცელებისა და შეიარაღებული კონფლიქტების გამო, რომელმაც გამოიწვია რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების დევნა და იძულებითი გადაადგილება, საკუთარი სახლებიდან ოჯახების აყრა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში ხელყოფა.

მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულთა ტრაგედია, გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე. ესაა კაცობრიობის სერიოზული კრიზისი, რის გამოც მოგიწოდებთ სოლიდარობისკენ, პასუხისმგებლობისკენ, თანაგრძნობისკენ, სულგრძელებისკენ და პოლიტიკურ რესურსთა დაუყოვნებლივ გამოყენებისკენ. ლესბოსიდან ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მოახდინონ გაბედული რეაგირება მასიური ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, მისი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად კი გამოიყენონ დიპლომატიური, პოლიტიკური და საქველმოქმედო ინიციატივების სრული მობილიზება, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე ევროპის მასშტაბით.

როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილ ეკლესიათა ლიდერები, ჩვენ ერთიანი აზრი გვაქვს მსოფლიოს მშვიდობისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამთ დიალოგისა და შერიგების გზით კონფლიქტების მოგვარებისთვის. ამ ხნის განმავლობაში ძალისხმევა უკვე გაწეულ იქნა, რათა აღმოგვეჩინა დახმარება და გვეზრუნა ლტოლვილებისთვის, მიგრანტებისთვის და თავშესაფრის მაძიებელთათვის, რისთვისაც მოვუხმობთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მათთან ერთად ყველა ქრისტიანს რომ უზრუნველყონ, (როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად) ყველა ხელთარსებული საშუალების გამოყენებით. რათა დარჩნენ ისინი საკუთარ მშობლიურ სახლებში, ისიამოვნონ ცხოვრებით და იცხოვრონ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში. დაუყოვნებლივ საჭიროა ფართო საერთაშორისო შეთანხმებისა და დასახმარებელ პროგრამათა მობილიზება , რათა დავიცვათ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და უმცირესობები ამ არამდგრად გარემოში. ვიბრძოლოთ ადამიანთა ტრეფიკინგის და კონტრაბანდის წინააღმდეგ, აღმოვფხვრათ საფრთხისშემცველი მარშრუტები, როგორც ესაა ეგეოსის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში და განვავითაროთ უსაფრთო განსახლებითი პროცედურები. ამ გზით შეგვეძლება დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რათა უშუალოდ მიაქციონ ყურადღება და შეხვდნენ ამდენ ტანჯვაგამოვლილ ჩვენს ძმებს და დებს. განსაკუთრებით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას საბერძნეთის ხალხისადმი, რომლებმაც მიუხედავად მათი ეკონომიკური სირთულეებისა, იკისრეს პასუხისმგებლობა და გამოიჩინეს სულგრძელება, ამ კრიზისის მოსაგვარებლად.

ერთად ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ ახლო აღმოსავლეთში ომის, ძალადობის დასასრულს და ხანგრძლივი მშვიდობიანობისა და სამართლიანობის დაბრუნებას . ჩვენ ვთხოვთ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომ გაზარდონ მათი მხარდაჭერა, რათა ყველა რელიგიის წარმომადგენელმა ლტოლვილმა მიიღოს დახმარება, ხელშეწყობა და დაცვა. ასევე ვთხოვთ რელიგიურ და საჯარო დახმარების სერვისებს, რომ საკუთარი ინიციატივითვე იმუშაონ შეთანხმებულად, იმდენად რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს. ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, რათა მოაწყონ დროებითი თავშესაფარი და შესთავაზონ ლტოლვილის სტატუსი იმ დევნილებს, რომელთაც ეს ეკუთვნით,. რათა სწრაფად დასრულდეს მიმდინარე კონფლიქტები.

მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული, ევროპა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კატასტროფის წინაშე, რომ შევხვდეთ ამ მძიმე გამოწვევას, ჩვენ მივმართავთ ქრისტეს ყველა მორწმუნეს, რათა იყვნენ ყურადღებიანნი უფლის იმ სიტყვების მიმართ, რომლითაც ჩვენ ერთ დღეს განვისჯებით: ,,რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. ‘’(მთ.25.36-37)

ჩვენი მხრივ იესო ქრისტესადმი მორჩილებით, ყველაფერს ვცდილობთ პრობლემის გადასაჭრელად, მტკიცედ და მთელი გულით ვუჭერთ მხარს ქრისტიანთა მთელს კრებულს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ , რომ: შერიგება (ქრისტიანების), მოიცავს სოციალური სამართლის ხელშეწყობას ყველა ხალხს შორის. ჩვენ ერთად შევასრულებთ საკუთარ მოვალეობას მიგრანტთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ევროპაში დაბინავებისთვის. (საყოველთაო ქარტია, 2001 წელი). ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, მიგრანტთა და მარგინალიზებულთა უმთავრეს უფლებათა დაცვით, ჩვენი მიზანია რომ სრულვყოთ ეკლესიათა მისიის სამსახური, მთელს კონტინენტზე.

ჩვენი შეხვედრა დღეს ნიშნავს ხელშეწყობასა და იმედს ამ ლტოლვილებისთვის და ყველასადმი, ვინც მზადაა, რომ დაეხმარონ მათ. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებებს, რათა დაიცვან ადამიანთა თანასწორობის პრიორიტეტი, რომ მხარი დაუჭირონ შემცვლელ (ინკლუზიურ) პოლიტიკას, რომელიც ვრცელდება ყველა რელიგიურ ორგანიზაციაში. ახლანდელი ჰუმანიტარული კრიზისის მიერ გამოწვეული ის საშინელი სიტუაცია რომელშიც ჩართულია უამრავი ჩვენი ქრისტესმერი ძმა და და, მოგვიწოდებს მუდმივი ლოცვისაკენ.

ლესბოსი; 16 აპრილი 2016 წელი

იერონიმე II; ფრანცისკე; ბართლომეოსი

წყაროები:http://www.romereports.com/2016/04/16/full-text-lesbos-joint-declaration

https://www.patriarchate.org/-/joint-declar...-ii-16-04-2016-

მოამზადა საიტ orthodoxtheology.ge-სთვის

http://www.orthodoxtheology.ge/lesbosjointdeclaration/

გურამ ლურსმანაშვილი

16/04/2016

https://seminarieli.wordpress.com/2016/04/2...83%A1%E1%83%98/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 7 2016, 03:00 AM
პოსტი #598


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმინდა და დიდი კრების სესიათა მოკლე მიმოხილვა

2016 წლის 19-26 ივნისს, მსოფლიოს ყურადღება საბერძნეთის კუნძულ კრეტისკენ იყო მიმართული, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები შეიკრიბნენ და რიგ საკითხების შესახებ იმსჯელეს. კრებამ, რომელსაც ეკლესია 10 საუკუნეზე მეტია ელის, განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია მსოფლიოში. წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე მიმოხილვას. ( კრების განრიგი იხილეთ მისამართზე:http://www.orthodoxtheology.ge/sultmofenobiswirvakreta/ ).
წმინდა და დიდი კრების გახსნით სესიაზე (ორშაბათს, 2016 წლის 20 ივნისს) მისმა უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ხაზი გაუსვა სინოდალურობის (კრებსითობის) მნიშვნელობასა და პატივისცემას არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზეც. (ვრცლად იხილეთ მისამართზე:http://www.orthodoxtheology.ge/romanianpatriarchcouncil200616/ ). ისევე როგორც სხვა დღეებში 20 ივნისსაც, საბერძნეთის დროით 15:30 წთზე, მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურმა სპიკერმა გამართა პრეს-ბრიფინგი, სადაც სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტებს მიაწოდა კრების მსვლელობის შესახებ არსებული ინფორმაციები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
21 ივნისს გაიმართა კრების III, IV და V სესიები, რომელთა მსვლელობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმადიდებელი ეკლესიის მისიას თანამედროვე მსოფლიოში, და მართლმადიდებლურ დიასპორას. (დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე:http://www.orthodoxtheology.ge/didikrebasesiebi/ ).
მომდევნო დღეს, კრების VI, VII და VIII სესიებზე, დისკუსიები განახლდა ავტონომიასა და მისი მინიჭების წესზე, აგრეთვე მარხვის მნიშვნელობისა და თანამედროვე ცხოვრებაში მის შენახვის ფორმაზე. (დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე:https://www.orthodoxcouncil.org/-/holy-and-great-council-concludes-third-day?inheritRedirect=true&redirect=%2Fupdates-from-the-council ).
23 ივნისს, კრების მსვლელობის მეოთხე დღეს გაიმართა IX, X და XI სესიები, რომელთა მსვლელობის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მარხვის მნიშვნელობას და თანამედროვე ცხოვრებაში მის შენახვის წესს, აგრეთვე ქორწინების საიდუმლოს და მის დამაბრკოლებელ მიზეზებს. კრებაში მონაწილე იერარქებმა ხმა მისცეს და მიიღეს საბოლოო ტექსტები ავტონომიის და მის მინიჭების წესზე, ასევე მართლმადიდებლური დიასპორის შესახებ. დღის დასკვნით სესიაზე, წაკითხულ იქნა სხვა ეკლესიებთან ურთიერთობის შესახებ არსებული პუნქტი, რომელიც თავის მხრივ განიხილეს პლენარულ სხდომაზე, რასაც მოჰყვა ღია დისკუსიები. კრების მსვლელობისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამცნო იერარქებს რუსეთის საზაფხულო ბანაკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელსაც 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კრების მონაწილე იერარქები შეთანხმდნენ, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქ უნეტარეს კირილისადმი გაეგზავნათ სამძიმრის წერილი. გარდა ამისა მსოფლიო პატრიარქმა წაიკითხა მთავარეპისკოპოს იოსების (კურთცი) მისასალმებელი წერილი (იხ.https://www.orthodoxcouncil.org/-/usccb-president-archbishop-kurtz-sends-letter-to-ecumenical-patriarch-on-eve-of-historic-council ). დასახელებული პიროვნება გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსთა საბჭოს ხელმძღვანელი. აღნიშნულ წერილში კათოლიკე იერარქები გულითადად მოიკითხავენ წმინდა და დიდ კრებას და იმედს გამოთქვამენ რომ მისი დასრულების შემდეგ ქრისტიანულ სამყაროში სიტუაცია დადებითად შეიცვლება. (დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე:https://seminarieli.wordpress.com/2016/06/29/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-ix-x-%E1%83%93%E1%83%90-xi/ ).
24 ივნისს, წმინდა და დიდი კრების მსვლელობის V დღეს გაიმართა XII, XIII, XIV სესიები, რომლებზეც ძირითადი ყურადღება გამახვილდა მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. მეთაურებმა განიხილეს ადგილობრივ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა და ცალკეულ ეპისკოპოსთა მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც მიმართული იყო დასკვნითი ტექსტისათვის. მართლმადიდებლური წმინდა და დიდი კრების ენციკლიკის წინასწარი ვარიანტის განხილვის შემდეგ კი იერარქებმა შეაჯამეს განვლილი დღე.

(დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე:http://www.kreba2016.ge/2016/06/28/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%98/ ).
წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ მადლობა მოახსენა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებიც კრების მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას და რსთხოვა,რომ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულებს ეხარებინათ იქ მყოფთათვის ქრისტესმიერი მშვიდობა, რაც აგრეთვე გახლავთ წმინდა და დიდი კრების გზავნილი. მან აგრეთვე დასძინა, რომ ,,სულიწმინდის მადლი და ნათელი, რომელიც თანაბრად განეფინება ეკლესიის მთელ სხეულ, წინ მიგვიძღვის ერთსულოვნებისაკენ…ერთად ჩვენ დავწერეთ ისტორია! ჩვენ დავწერეთ ეკლესიის ისტორიის ახალი თავი!’’ გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული იყვნენ პროცესში და ასევე მათაც, ვინც უფლისადმი ლოცულობდა, რათა წმინდა და დიდი კრება წარმატებით დასრულებულიყო.
კრებაზე მიმდინარე პროცესთა შეფასებისას პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ ამ ყოველივეს თან ახლდა უამრავი სირთულე, მართალია ყველაფერი არ იყო მარტივი და უნაკლო, მაგრამ კრების მამებმა წარმოაჩინეს, რომ ისინი არიან ერთიანნი მრავალფეროვნებაში!მისმა ყოვლადუწმინდესობამ საკუთარი მიმართვა დაასრულა მადლიერებით:,,ღმერთი მშვიდობისა არს ჩვენ ყოველთა თანა! ქრისტე არს ჩვენ შორის!’’ ამის შემდეგ, ალექსანდრიის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოდორემ მიიღო სიტყვა და კრების წარმატებით დასრულება მიულოცა მსოფლიო პატრიარქს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად მეთაურებს შორის განსხვავებულ შეხედულებათა და ლინგვისტური კულტურის არსებობისა, საერთო აზრზზე შეჯერება მაინც მოხერხდა.მოხსენების ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქმა უსახსოვრა ყოვლადუწმინდესბართლომეოსს საპატრიარქო პანაღია და ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ მართალია საპატრიარქო მსახურება ჯვარია, მაგრამ მას თან მოსდევს აღდგომა და ამაღლება.
(დასახელებულ სესიათა შესახებ დაწვრილებით იხილეთ მისამართზე:
https://seminarieli.wordpress.com/2016/06/3...83%90%E1%83%A1/ )


მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

https://seminarieli.wordpress.com/2016/07/0...83%94%E1%83%A1/



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 28 29 30
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th August 2019 - 11:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი