IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მართმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა ეპისტოლე, ფანარი, 12 ოქტომბერი, 2008 წელი
ილია
პოსტი Oct 24 2008, 04:53 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



მართმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა ეპისტოლე

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!
1. ღვთის წყალობით, ჩვენ. ადგილობრვი მართმადიდებელი ეკლესიის წინამოძღოლნი და წარმომადგენლნი ამ ახალი საეკლესიო წლის ენათა მოციქულად წოდებული პავლეს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ ფანარში, 2008 წლის 10-11 ოქტომბერს, ჩვენ შორის პირველის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევითა და წინამძღოლობით. ძმური სიყვარულით განვიხილეთ მართმადიდებელ ეკლესიის საჭირბოროტო საკითხები, მონაწილეობა მივიღეთ ამ შემთხვევის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებებში, 2008 წლის 12 ოქტომბერს, ნიკეის VII მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამების ხსენების კვირას, ერთობლივი საღვთო ლიტურგია აღვასრულეთ მსოფლიო ტახტის უწმინდეს საპატრიარქო ტაძარში და განვამტკიცეთ ჭეშმარიტი ძღვენი ენათა მოციქულის საღვთო განმგებლობისა, რომლის წყალობით იგი გამოგვიჩნდა, როგრც ღვთის აღმატებული “ჭური რჩეული” (საქმ.9,15) და ეკლესიის სხეულის მოციქულებრივი მსახურების ნათელი მაგალითი.
მთელი მართმადიდებელი ეკლესია, თაყვანისმცემელი თავისი მოციქულისა, ამჯერად წარმოადგენს მას მთელი სისავით, როგორც “შორიელთა და მახლობელთა”(ეფეს.217) რწმენის თანამედროვე დამოწმებელი.

2. მართმადიდებელი ეკლესია, რომელიც ავტორიტეტულად გამოიძიებს პავლე მოციქუულის სწავლებას თავის ორიათასწლოვან ისტორიულ გზაზე, თანამდეროვე მსოფლიოსთვის უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ ადამიანთა ქრისატეში ერთობის აღდგენას, არამედ მისი გამომსყიდველი საქმის საყოველთაოობის განმცხადებელს, რისი საშუალებითაც დაიძლევა ყველა მსოფლიო განხეთქილება და განმტკიცდებიან ადამიანები.

3. პავლე მოციქულის შთამაგონებელი სწავლობითა და მოღვაწეობით, ჩვენ პირველ რიგრში, განსაკუთრებით გამოვარჩევთ მისიონერული ღვაწლის მნიშვნელობას ეკლესიის ცხოვრებაში, თანახმად უფლის უკანასკნელი მცნებებისა: “იყვნეთ ჩემდა მოწმე იერუსალეიმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა” (საქმ.1,8) როგორც საღვთო ერის, ასევე ურწმუნოთა ქრისტეში მოხმობა ეკლესიის უმაღლეს ვალს წარმოადგენს. არეგების რომ ეს ვალი აღსრულლდეს აგრესიულად, ან პროზელიტიზმის სხვადასხვაგვარი გამოვლინებით, იგი უნდა წარიმართოს სიყვარულით, სიმდაბლით. ყოველი ადამიანის პიროვნულობისა და ყოველი ერის კულტურული თავისებურებების პატივისცემით. და ყოველმა მართმადიდებელმა ეკლესიამ, კანონიკური წესრიგის პატივის მიგებით. თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ მისიონერულ მოღვაწეობაში.

4. ამჟამად ქრისტეს ეკლესია თავის მსახურებას აღასრულებს გამალებით ცვალებად სამყაროში, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებული ხდება – კავშირების, სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებების განვითარების წყალობით. პარალერულად, უფრო მეტად და მეტად იზრდება გაუცხოების, განხეთქილებებისა და კონფლიქტების მასშტაბები. ქრისტიანობა შენიშნავს, რომ ამგვარი მდგომარეობის წყარო არის ადამიანის ღმერთან გაუცხოება, რის საკურნებლდაც სოციალური სტრუქტურების ტრანსფორმაცია და ქცევის წესები უნარიანი ვერ იქნება. ეკლესია გამუდმებით მიუთითებს, რომ ცოდვებთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთისა და ადამიანის თანამოქმედებით.

5. განსხვავებული ეროვნული, რასობრივი, იდეოლოგიური და რელიგიური წინააღმდეგობა მარადიულად წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ კაცთა მოდგმის უდავო ონტოლოგიურ ერთიანობასთან დაკავშირებით, არამედ ადამიანის ღმერთის შექმნილთან მიმართებაშიც. ადამიანის პიროვნულობა მიმართულია ინდივიდუუმის ცალკეული გამოვლინებებისაკენ და მისი კავშირი ღვთის დანარჩენ ქმნილებებთან მიდრეკილია მომხმარებლური გამოყენებისკენ.
მსოფლიოსთვის თავსმოხვეულ დაყოფას თან სდევს ადამიანებისა და ერების შესაძლებლობათ, უთანასწორობა ღვთის შექმნილის სიკეთის მისაწვდომობაში, რაც მილიონობით ადამიანს აკლებს მთავარ სიკეთეს და მიჰყავს პიროვნების დამცრობისაკენ, ამწვავებს ნაციონალურ, რელიგიურ და სოციალურ სხვაობას, აღმოაცენებს კომფლიქტებს და ემუქრება საზოგადოების ერთსულოვნებას. შედეგი ამ გაყოფისა მეტად მძიმეა, რადგან უწყვეტად არის დაკავშირებული ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსა და მთელი ეკოსისტემის საფრთხესთან.

6. მართმადიდებელი ქრისტიანები პლანეტის სხვა რელიგიურ და არარელიგიურ ადამიანებთან ერთად პასუხისმგებლობას იყოფენ თანამედროვე კრიზისზე, მათი უდიდესი ვალია, წვლილი შეიტანონ სამყაროს განყოფის გადალახვაში.

7. მრავალი თანამედროვე სახელმწიფოს აქვს მცდელობა-განდევნოს რელიგია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. სახელმწიფოს საეროობის პრინციპი შეიძლება დაცული იყოს, მაგრამ დაუშვებელია იგი გავიგოთ, როგორც რელიგიის ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროდან რადიკალური განმდევნელი.

8. უფსკრული ღარიბთა და მდიდართა შორის დრამატულად იზრდება ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც შედეგია ადამიანის საზმოგაცლილი, დამახინჯებული ეკონომიკური ქმედებებისადა არ ემსახურება ადამიანის ჭეშმარიტ მოთხოვნებსყოველივე ამას თან ერთვის ფინანსისტთა გამორჩენისათვის სწრაფვაც, რაც ხშირად მანიაკალურ ხასიათს იძენს. სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ ის ეკონომიკა, რომელიც ეფექტურად არის შეხამებული სამართლიანობასთან და საზოგადოებრივ სოლიდარობასთან.

9. მართმადიდებლური ეკლესიისათვის უცხოა სწრაფვა-თავის საზრუნავად აქციოს სამეცნიერო კვლევების განვითარება და საკუთარი პოზიცია გამოთქვას ყოველგვარ სამეცნიერო პრობლემებზე. მართმადიდებლური მსოფლმხედველობისთვის კვლევის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანისთვის მინიჭებულ საღვთო ძღვენს. ამასთან, მართმადიდებლობა მიუთითებს გარკვეული სამეცნიერო მიღწევების საშიშროებასა და სამეცნიერო ცოდნის საზღვრებზე არ ივიწყებს სხვა ცდნის არსებობას, არ იჭრება უშვალოდ მეცნიერების სფეროში,მაგრამ აუცილებლად მიანიშნებს მეცნიერულ შედეგების მართებულად გამოყენებისაკენ. რაც დაფუძნებული უნდა იყოს ადამიანის პიროვენების ღირსების პატივისცემასა და ეგოცენტრიზმისა უარყოფაზე.

10. მართმადიდებლური ეკლესია დარწმუნებულია იმაში, რომ ტექნიკური და ეკონომიური პროგრესი არ უნდა წარიმართოს ადამიანთა სამკვიდრებლის შერყვმისა და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვის ხარჯზე. მატერიალური მოთხოვნილებებით დაკმაყოფილებისაკენ უსაზღვრო სწრაფვას მივყავართ ადამიანის სულისა და ჩვენს გარშემო არსებული ბუნების გაღატაკებამდე. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბუნებრივი სიმდიდრე არა მარტო ადამიანის საკუთრება, არამედ უპირველესად, ღმერთის შემოქმედებაა: უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა(ფსალმ.23,1). უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არა მხოლოდ ახლანდელ, არამედ მომავალ თაობასაც აქვს უფლება ისარგებლოს იმ ბუნებრივი სიკეთეებით, რომელიც შემოქმედმა გვიბოძა.

11. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ყოველგვარ სამშვიდობო ძალისხმევას, რაც მიმართულია აღმოცენებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრისკენ. მივესალმებით რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების პოზიციას, არცთუ დიდი ხნის წინანდელი კონფლიქტის დროს და მათ ძმურ თანამშრომლობას. ამგვარად; ორივე ეკლესიამ თავისი ვალი აღასრულა შერიგების სამსახურში. იმედი გვაქვს, რომ ეკლესიების ერთობლივი ძალისხმევა შეეწევა საომარი მოქმედებების ტრაგიკული შედეგების დაძლევას და ხალხთა სწრაფად შერიგებას.

12. ჩვენს ეპოქაში იმატა ქორწინების ინსტიტუტეს რღვევამ და ოჯახურმა კრიზისებმა. ეკლესიამ, ახალი, რთული სოციალური პირობების გათვალისწინებით, უნდა მოიძიოს სულიერი მხარდაჭერისა და ახალგაზრდებისა და მრავალშვილიანი ოჯახების განმტკიცების შესაძლებლობები.განსაკუთრებულად მივმარტავთ ახალგაზრდებს, რათა მოვიზვიოთ ისინი აქტიური მონაწილეობის მისაღებად, როგორც საღვთისმსახურო ცხოვრებაში, ასევე მისიონერულ და ეკლესიის სოციალურ მოღვაწეობაში, რათა ეკლესიას მიუძღვნან მათ თავიანთი ზრუნვა და ფიქრები; ახალგაზრდები ხომ-არამხოლოდ მომავალი, დღევანდელი ეკლესიაცაა.

13. ჩვენ წინამძღოლნი და წარმომადგენელნი უწმინდესი მართმადიდებელი ეკლესიისა, სრულად შემცნობელნი ზემოთითითებული პრობლემების მნიშვნელობისა, მივისწრაფით მათი გადაუდებელი გადაწყვეტისაკენ. როგორც ქრისტეს მსახურნი და საღვთო საიდუმლოს გამძღოლნი, მოგმართავთ ამ პირველმოსაყდრე ეკლესიის ამბიონიდან და კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ:
ა) ჩვენი ურყევი ვალდებულებაა დავიცვათ მართმადიდებელი ეკლესიის ერთობა ჩვენი მამების რწმენაში-ერთგზის მოცემულისა მისთვის წმინდისა სარწმუნოებისა (იუდ.1,3), ერთობლივი საღვთო ევქარისტიისა და ეკლესიის მართვის კანონიკური სისტემის ერთგულებით, მშვიდობისა და სიყვარულის სულით აღვსილები, ვისწრაფით დროებით აღმოცენებული პრობლემების დარეგულირებისაკენ.

ბ) ჩვენი ვალია სასწრაფოთ გავაჯანსაღოთ კანონიკური გაუმართაობა, რაც ე.წ. მართლმადიდებელ დიასპორებში ისტორიული გარემოებებიდან და სამოძღვრო საჭიროებიდან მომდინარეობს. ამასთან კავშირში ჩვენ მივესალმებით მსოფლიო პატრიარქის წინადადებას, მომავალ 2009 წელს, ამ საკითხებზე და წმინდა და დიდი კრების მომზადებასთან დაკავშირებით,მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა შეკრება, სადაც მოწვეული იქნება ყველა ავტოკეფალური ეკლესია, წესისა და პრაქტიკის შესაბამისად.

გ) ჩვენი სურვილია, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, გაგრძელდეს საღვთისმეტყველო დიალოგი სხვა ქრისტიანებთან, ასევე რელიგიადშორისი დიალოგი, განსაკუთრებით იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრებთან; მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ დიალოგი ადამიანებს შორის უთანხმოების გაწყვეტის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ ეპოქაში, როგორიც ჩვენია, როცა ნებისმიერი განყოფა,რელიგიის სახელითაც, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და ადამიანთა ერთობას.

დ) ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მსოფლიო პატრიარქისა და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ინიციატივას-ბუნების დაცვის საკითხებტან დაკავშირებით.დღეს არსებული ეკოლოგიური კრიზისი, რომელსაც ასევე სულიერი და ზნეობრივი მიზეზები აქვს, აღძრავს ეკლესიას მასში არსებული სულიერი საშუალებებით დაუყონებლივ იმოქმედოს საღვთო ქმნილების ადამიანთა სიხარბისგან დასაცავად . ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ახლად ვამტკიცებთ საღვთო ქმნილების დაცვასთან დაკავშირებით უფრო ადრე დადგენილ ლოცვების დღეს-1(14) სექტემბერს, ახალი საეკლესიო წელიწადის დასაწყისს. მხარს ვუჭერთ ბუნების შესახებ საკითხების შეტანას კატეხიზაციაში, ქადაგებებს და სამოძღვრო მუშაობას ჩვენს ეკლესიაში.

ე) ჩვენი გადაწყვეტილებაა- გადაუდებლად შეიქმნას საერთაშორისო კომისია ბიოეთიკის საკითხების შესასწავლად, რის შესახებაც მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვის მოსმენას ითხოვს.
ამ სიტყვებით მივმართავთ მთელ მართმადიდებელ ერებს და მთელ მსოფლიოს, ჩვენ კვლავ და კვლავ გვსურს. რომ საბოლოოდ მშვიდობა, სამართლიანობა საღვთო სიყვარული ზეიმობდეს ადამიანთა ცხოვრებაში. ,,ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალასა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის, მისა დიდებაი ეკლესიასა შინა ქრისტეს იესუის მიერ(ეფეს.3,20-21)

ფანარი, 12 ოქტომბერი, 2008 წელი








დოკუმენტს ხელს აწერენ:

კონსტატინეპოლის ყოვლადუწმინდესი პატრიარქი
ბართლომეოსი
ალექსანდრიის უწმინდესი პატრიარქი
თეოდორე
ანტიოქიის უნეტარესი პატრიარქი
ეგნატე
იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი
თეოფილე
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
ალექსი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე
(საქართველოს საპატრიარქო)
ჩერნოგორსკისა და პრიმორსკის მიტროპოლიტი ამფილოქე
(სერბეთის საპატრიარქო)
ტრანსილვანიის მიტროპოლიტი ლავრენტი
(რუმინეთის საპატრიარქო)
ვიდინსკის მიტროპოლიტი დომეტიანი
(ბულგარეთის საპატრიარქო)
კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი
ქრიზოსტომოსი
ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი
იერონიმე
ვორცლავისა და შეცინსკის მთავარეპისკოპოსი იერემია
(პოლონეთის მართმადიდებელი ეკლესია)
ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი
ანასტასიოსი
უნეტარესი მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკიისა
ქრისტეფორე


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 24 2008, 04:59 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
ჩვენ მივესალმებით მსოფლიო პატრიარქის წინადადებას, მომავალ 2009 წელს, ამ საკითხებზე და წმინდა და დიდი კრების მომზადებასტან დაკავშირებით,მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა შეკრება, სადაც მოწვეული იქნება ყველა ავტოკეფალური ეკლესია, წესისა და პრაქტიკის შესაბამისად.

მადლობა ღმერთს!... მგონი გვეშველა... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 24 2008, 05:03 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ახალი მსოფლიო კრება?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 24 2008, 05:04 PM
პოსტი #4


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ეს რიგითი კრება იქნება თუ მართლმადიდებელი ეკლესიის VIII საეკლესიო კრება, რომლის შესახებ წინასწარმეტყველებები ნაირგვარი ბურუსით არის მოცული?! rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 24 2008, 05:08 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მარიამი
გიორგი
ციტატა
წმინდა და დიდი კრების

სახელს მხოლოდ მსოფლიო კრება ატარებს yes.gif

ხოლო ეს:
ციტატა
მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა შეკრება

იქნება რიგითი, მსოფლიო კრების მოსამზადებელი smile.gif

როგორც ერთხელ ყოვლადუწმიდესმა ბართოლომეოსმა ბრძანა, მსოფლიო კრება უნდა იყოს ერთობის და არა განყოფის. შესაბამისად, საკითხები წინასწარ მომზადებული, განხილული და შეთანხმებული უნდა იყოს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 24 2008, 05:09 PM
პოსტი #6


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანონისტი
ციტატა
სახელს მხოლოდ მსოფლიო კრება ატარებს

ჰო, მაგრამ 2009 წელს მხოლოდ წინასწარი კრება იქნება ამ დიდი კრების ჩასატარებლად.
და თვითონ VIII საეკლესიო კრება როდის იქნება?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 24 2008, 05:23 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
წინასწარ კრებაზე გადაწყვეტენ ალბათ....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 24 2008, 05:48 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გვეშველა გონია!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 24 2008, 05:51 PM
პოსტი #9


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
გვეშველა გონია!

ან საბოლოოდ დევიღუპეთ... biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 24 2008, 05:53 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ან საბოლოოდ დევიღუპეთ...



მომავალი სქიზმატის ანგარიშებიდან biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 24 2008, 05:55 PM
პოსტი #11


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
მომავალი სქიზმატის ანგარიშებიდან

ბოლო ჟამის რომის პაპი გამოსჭვივის თქვენში... yes.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 05:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი