IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სახება ქეთევან დედოფლისა...
marine
პოსტი Mar 17 2008, 03:51 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,125
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



XV საუკუნეში ერთის მხრივ ოსმალეთი, მეორეს მხრივ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ ბრძოლებში დაქანცულ ქართველებს და უღმერთოდ არბევდნენ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით მორწყულ ბაღ-ვენახებს. მაგრამ ყველა ეპოქაში გამოჩნდება ქვეყნის მხსნელი, რომლის მისია ამ პერიოდში ქეთევან დედოფალმა ღირსეულად შეასრულა.

ქეთევან წამებული ეს ისა სახებაა, რომელსაც საქართველოს დიდ მნათობთა შორის განსაკუთრებული პატრიოტული, სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობა აქვს. დიდი აკაკი წერდა: „არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის, როგორც ქეთევან დედოფალს. გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა, ქეთევან დედოფლის დახლეჩილმა ძუძუებმა უფრო მეტი გმირი აღუზარდა საქართველოს, ვიდრე ასი ათასი დედა გაზრდიდა მათ.“

ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, ბაგრატიონთა გვარიდან. სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე, კეთილგონიერი ასული ცოლად გაყვა კახთა მეფის ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ სულ მალე გარდაიცვალა. შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა, მოეკლა ღვიძლი მამა, ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. მან შაჰის განზრახვა შეასრულა და სისხლში გასვრილმა ქეთევანს ცოლობა სთხოვა. შეძრწუნებულმა კახელებმა მოღალატე სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. უმცროს ვაჟს ალექსანდრეს თეიმურაზმა დედაც, წმ. ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა უფროსი შვილიც მძევლად ითხოვა.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმინდა დედოფალი შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხანის უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია ნეტარი სხეული.

ურჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, ნეტარი დედოფალი წამებისთვის განემზადა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს სათაყვანებელი წმინდანი. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლეთიო. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს წმინდა ქეთევანი, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

უკანასკნელი სიტყვები დედოფლისა, რომელიც აღძრულ იყო სახარების შეგონებით - ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა. ეს იყო სამშობლო, ქრისტე. წართმეულმა სიცოცხლემ მას წამებულისა და წმინდანის გვირგვინი დაადგა. ქართველობისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში ქეთევანის წამება საჭირო იყო, რათა მძიმედ დაჭრილ საქართველოს მომავალ შერკინებაში გამარჯვების იმედი ჰქონოდა.

მღვდელი პეტრე კვარაცხელია


IPB-ს სურათი


ქეთევან დედოფალი


/ანა კალანდაძე/


რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,

ცეცხლს აგზნებდა

კაცთა გრძნობის კონდაქარი...

ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,

ქროდა ქარი...

თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,

ტინად იდგა დედოფალი...

თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,

სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...

ლოცულობდა...

როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:

„არასოდეს!“

დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,

ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,

ცხელი რკინა,

საქართველოს გულს რომ კვეთდა.

რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,

ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...

ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,

ქროდა ქარი...

ცეცხლით სწვავდნენ

ტანშეძარულ დედოფალსა,

უდრეკ იყო დედოფალი!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   სახება ქეთევან დედოფლისა...   Mar 17 2008, 03:51 PM
marine   "გავიხსენოთ, რა ს...   Aug 22 2016, 07:26 PM
marine   "- ქართველები, ჩვე...   Sep 22 2016, 09:55 PM
marine   "ქართველი ხალხის ...   Sep 22 2016, 10:09 PM
marine   "მატერიალური კეთ...   Sep 23 2016, 11:39 AM
marine   "აქ [ალავერდში] ტრ...   Sep 23 2016, 12:02 PM
marine   http://s019.radikal.ru/i608/1609/cc/bfba60e6c61a.j...   Sep 24 2016, 08:35 PM
marine   "ავჭალის წმინდა ქ...   Sep 26 2016, 12:14 PM
marine   http://s018.radikal.ru/i525/1609/1a/2bac8449efd6.j...   Sep 26 2016, 03:08 PM
marine   "წმინდა დიდმოწამ...   Sep 28 2016, 09:57 PM
marine   "ქეთევან დედოფალ...   Sep 29 2016, 10:31 AM
marine   "ამბროზიო დუშ ანჟ...   Sep 29 2016, 10:49 AM
marine   "ქეთევან დედოფალ...   Sep 29 2016, 11:20 AM
marine   "ევროპელი მისიონ...   Sep 29 2016, 07:59 PM
marine   "გრძნობდა მუქარი...   Sep 30 2016, 11:31 AM
marine   "წმინდა დედოფალმ...   Sep 30 2016, 12:11 PM
marine   "ჯალათებმა უსასტ...   Sep 30 2016, 08:33 PM
marine   "წმინდა ქეთევანი...   Oct 3 2016, 11:57 AM
marine   "მნიშვნელოვანია, ...   Oct 3 2016, 07:29 PM
marine   "ბელგიის უძველეს ...   Oct 4 2016, 11:57 AM
marine   "ჩვენი შეთანხმებ...   Oct 4 2016, 03:18 PM
marine   "ჩვენი სოფლისთვი...   Oct 28 2016, 11:45 AM
marine   "დატყვევებულ დედ...   Dec 9 2016, 06:43 PM
marine   "სინაზითა და სილა...   Feb 3 2017, 07:44 PM
marine   "წმინდა ქეთევან დ...   Apr 26 2017, 07:17 PM
marine   "1675 წელს კახეთში ს...   Jul 14 2017, 10:32 AM
marine   "სიამაყეს მგვრის ...   Aug 25 2017, 10:52 PM
marine   იდგა მამა მოსე გაა...   Sep 4 2017, 10:21 AM
marine   "დღეს რომ ქუჩაში ...   Sep 13 2017, 11:19 AM
marine   23 სექტემბერს საქარ...   Sep 24 2017, 02:55 PM
marine   http://i057.radikal.ru/1709/8d/3dadd019a6ad.jpg   Sep 24 2017, 10:40 PM
marine   http://s019.radikal.ru/i601/1709/6e/492041f10774.j...   Sep 26 2017, 11:37 AM
marine   "დედოფალი ქეთევა...   Oct 16 2017, 09:32 AM
marine   "ასეთი ტანჯული, ღ...   Oct 16 2017, 10:00 AM
marine   "დღეს მთელი ქართვ...   Oct 17 2017, 09:13 PM
marine   ------ "ქ. გოას მუზეუმ...   Oct 18 2017, 10:19 AM
marine   "უწმინდესმა და უნ...   Oct 19 2017, 10:19 AM
marine   "შირაზის მცხოვრე...   Oct 19 2017, 01:36 PM
marine   "1588 წელს ტახტის კა...   Oct 22 2017, 09:01 PM
marine   "წმინდა დედოფლის ...   Oct 22 2017, 09:47 PM
marine   "მამა ამბროზიომ თ...   Oct 23 2017, 09:42 PM
marine   "როგორც რუსეთის ძ...   Oct 24 2017, 11:24 AM
marine   "ალავერდში დარჩე...   Oct 25 2017, 10:29 AM
marine   "ისტორიული წყარო...   Oct 26 2017, 10:43 AM
marine   "წამების წინ დედო...   Oct 26 2017, 07:14 PM
marine   "XVII საუკუნის 20-იან...   Oct 26 2017, 07:51 PM
marine   "წმინდა დედოფალ ქ...   Oct 27 2017, 11:06 AM
marine   "იგი არ ტიროდა, არ...   Oct 27 2017, 11:20 AM
marine   "ეკლესიის ისტორი...   Oct 27 2017, 11:38 AM
marine   "ქეთევან დედოფალ...   Oct 27 2017, 09:12 PM
marine   "დედოფლის დამწვა...   Oct 29 2017, 06:31 PM
marine   "1626 წელს ავგუსტინ...   Oct 29 2017, 06:55 PM
marine   "ქეთევან დედოფალ...   Oct 30 2017, 03:37 PM
marine   "შეგახსენებთ, რომ...   Nov 18 2017, 09:44 PM
marine   "წმ. ქეთევანის ცხ...   Dec 2 2017, 09:49 PM
marine   "საჯელს დამნაშავ...   Dec 6 2017, 10:43 AM
marine   "და, აი, გაისმა სამ...   Dec 6 2017, 08:39 PM
marine   "...ამ ამბის მერე კ...   Dec 8 2017, 11:42 AM
marine   ქეთევან დედოფალს...   Jan 23 2018, 10:01 PM
marine   შირაზის ვარდი ...... ქ...   Jan 24 2018, 11:48 AM
marine   "ავალიშვილი იოვა...   Feb 2 2018, 10:48 AM
marine   "ტანჯვათა ფერადო...   Jun 29 2018, 09:48 PM
marine   "მკვლევართა ვარა...   Jun 30 2018, 10:22 AM
marine   "დღეისათვის, აქ, ნ...   Jun 30 2018, 09:28 PM
marine   "მე-17 საუკუნის II ნა...   Jul 9 2018, 06:57 PM
marine   ----- "გრემის ტერიტო...   Aug 14 2018, 08:44 PM
marine   "მცოდნე საღმრთო წ...   Oct 23 2018, 03:36 PM
marine   "თამარ მეფის შემდ...   Oct 23 2018, 06:08 PM
marine   "1636 წელს კლოდ მალე...   Oct 25 2018, 01:01 PM
marine   "ითმენდი წამებას ...   Oct 25 2018, 01:43 PM
marine   "ადრე თუ წმინდა ნ...   Oct 25 2018, 03:55 PM
marine   "წმ. დედოფალი ქეთ...   Nov 27 2018, 08:28 PM
marine   "წმინდა დედოფლის ...   Dec 3 2018, 04:13 PM
marine   "მომხდურებმა დედ...   Dec 3 2018, 06:35 PM
marine   "საქართველო მოწა...   May 22 2019, 07:48 PM
marine   "თითქმის არავინ ი...   Jun 12 2019, 10:14 PM
marine   "როდესაც ქეთევან ...   Sep 16 2019, 08:32 PM
marine   "წმინდა მოწამის ლ...   Sep 25 2019, 11:13 PM
marine   ----------- "ღვაწლ მრავა...   Oct 13 2019, 03:03 PM
marine   "შირაზს გადასახლ...   Oct 15 2019, 12:23 PM
marine   "წმინდა ქეთევან დ...   Oct 15 2019, 03:27 PM
marine   "ამას იქმს ქალი, ბ...   Oct 15 2019, 04:33 PM
marine   "ხედავდა გულმრის...   Oct 16 2019, 09:49 PM
marine   "კახიდან მთავარი ...   Nov 12 2019, 04:34 PM
marine   "ქეთევან დედოფალ...   Dec 12 2019, 08:17 PM
marine   "სიკვდილის წინ მა...   Jan 18 2021, 05:24 PM
marine   "ქეთევან წამებულ...   Jan 18 2021, 05:51 PM
marine   "დიდმოწამე ქეთევ...   Apr 5 2021, 08:52 PM
marine   "2021 წლის 9-10 ივლისს, ...   Aug 27 2021, 07:55 PM
marine   "წმინდა ქეთევანი ...   Aug 31 2021, 07:49 PM
marine   "1928 წელს მან [კათალ...   Feb 13 2022, 02:05 PM
marine   "XVII საუკუნის პირვ...   Apr 24 2022, 01:39 PM
marine   "პროფ. ტ. რუხაძე ქე...   Jun 20 2022, 07:02 PM
marine   "ვახუშტი ბატონიშ...   Jun 25 2022, 02:23 PM
marine   წმ. ქეთევან დედოფლ...   Dec 7 2022, 07:51 PM
marine   "10 წელი იტანჯებოდ...   Apr 20 2023, 08:00 PM
marine   "ხალხით გაჭედილ მ...   Apr 26 2023, 04:11 PM
marine   "არსებობს ასეთი ი...   Apr 26 2023, 04:26 PM
marine   "ცა განაკვირვა და...   Jun 16 2023, 08:21 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 01:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი