თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ფორუმელი იურისტები

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 2 2009, 06:59 PM

მოკლედ, ვნახე თემაა გახსნილი"ფორუმელი ეკონომისტები", რატომ არ უნდა იყოს ვითომ ფორუმელი იურისტები.

ეს ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში კი ამ თემის მიზანი შეიძლება იყოს ფორუმელთათვის ან ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც სამართლებრივ დახმაებას საჭიროებენ ამ დახმარების გაწევა კონსულტაციის დონეზე.

გარდა ამისა, თუ ვინმეს აინტერესებს, რომელიმე კანონზე მოგვითხროს, ან რომელიმე კანონი განხილვა, შეიძლება ესეც ჩაერთოს ამ თემაში. მოკლედ სამართლებრივ საკითხებზეა ეს თემა და რა ვიცი, გამოთქვით თქვენი აზრი, დასვით კითხვები და უპასუხეთ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 2 2009, 09:44 PM

ციტატა(damiane80 @ Sep 2 2009, 06:59 PM) *

მოკლედ, ვნახე თემაა გახსნილი"ფორუმელი ეკონომისტები", რატომ არ უნდა იყოს ვითომ ფორუმელი იურისტები.

ეს ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში კი ამ თემის მიზანი შეიძლება იყოს ფორუმელთათვის ან ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც სამართლებრივ დახმაებას საჭიროებენ ამ დახმარების გაწევა კონსულტაციის დონეზე.

გარდა ამისა, თუ ვინმეს აინტერესებს, რომელიმე კანონზე მოგვითხროს, ან რომელიმე კანონი განხილვა, შეიძლება ესეც ჩაერთოს ამ თემაში. მოკლედ სამართლებრივ საკითხებზეა ეს თემა და რა ვიცი, გამოთქვით თქვენი აზრი, დასვით კითხვები და უპასუხეთ

შენ კანონას არ იცნობ ეტყობა biggrin.gif

პ.ს. საეკლესიო სამართლის განყოფილება ნახე აქ?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 2 2009, 09:47 PM

ღმერთმა არ დამაჭირვოს ამათი თავი biggrin.gif ფორუმელი ექიმებისა არ იყოს biggrin.gif
პროფესიის ამბებზე, თორე ისე რავა არა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 2 2009, 09:56 PM

ფორუმელ ექიმებზეც გაიხსნას რა... დავეკითხებით რჩევებს... smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Sep 28 2009, 04:09 PM

ხოოო, კარგი თემაა.

Dura lex, sed lex! biggrin.gif


მაგრამ მგონი სასაუბროში ჯობია გადავაგდოთ.
მოდერატორია აქ საჭირო. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 28 2009, 04:49 PM

kanonisti.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 29 2009, 07:36 PM

შეკითხვა მაქვს და თანაც რამდენი ნეტა იცოდეთ....
1. ორგანიზაციას (არასამეწარმეო იურიდიული პირი)აქვს ბანკში ანგარიში გახსნილი(როგორც ყველას) და ეხლა ამ ორგანიზაციას სურს სახელწოდების შეცვლა, ანუ პერერეგისტრაცია საგადასახადოში, მაინტერესებს თუ შეიძლება ახალმა ორგანიზაციამ დაიტოვოს ძველი ანგარიშის ნომერი ბანკში?
2. იმისათვის რომ საგადასახადოში თავიდან მოგვენიჭოს კოდი რა უნდა გავაკეთოთ, საქმიანობის შეწყვეტა? თუ ორგანიზაციის ლიკვიდაცია?
3. საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ უნდა წარვადგინოთ თუ არა საგადასახადოში ნულოვანი დეკლარაციები?



პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Sep 29 2009, 10:46 PM

ციტატა(მაშიკო @ Sep 29 2009, 08:36 PM) *

შეკითხვა მაქვს და თანაც რამდენი ნეტა იცოდეთ....
1. ორგანიზაციას (არასამეწარმეო იურიდიული პირი)აქვს ბანკში ანგარიში გახსნილი(როგორც ყველას) და ეხლა ამ ორგანიზაციას სურს სახელწოდების შეცვლა, ანუ პერერეგისტრაცია საგადასახადოში, მაინტერესებს თუ შეიძლება ახალმა ორგანიზაციამ დაიტოვოს ძველი ანგარიშის ნომერი ბანკში?
2. იმისათვის რომ საგადასახადოში თავიდან მოგვენიჭოს კოდი რა უნდა გავაკეთოთ, საქმიანობის შეწყვეტა? თუ ორგანიზაციის ლიკვიდაცია?
3. საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ უნდა წარვადგინოთ თუ არა საგადასახადოში ნულოვანი დეკლარაციები?



პირველი რაც მინდა გითხრა ის, რომ სახელწოდების შეცვლა არ არის ”პერერეგისტრაცია”, რადგან ამ დროს არ ხდება არსებული საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება ან შეჩერება და ახალი რეგისტრაციის წარმოება.

საფირმო სახელწოდების და ზოგადად სახელწოდების შეცვლა არ იწვევს საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების ცვლილებას.


იმ საბანკო დაწესებულებას სადაც არის ანგარიში გახსნილი, წარუდგენ საგადასახადოს მიერ სახელშეცვლილი საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს და წესდებამ თუ განიცადა ცვლილება, წარადგენ წესდებს დედანს ან ნოტარიალურად დამოწმებულ ასლს.


1 კითხვაზე გაცემულმა პასუხმა ვფიქრობ დანარჩენი 2 შეკითხვა მოხსნა.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 30 2009, 10:03 AM

თემო
არა მე ვიგულისხმე სახელწოდების შეცვლაც და ხელახალი რეგისტრაციაც.. ანუ ახალი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა მოგვენიჭოს... ძველ კოდზე არ გვსურს მუშაობის გაგრძელება, რადგან საგადასახადოში ჩვენს შესახენ ინფორმაცია არ მოიპოვება, ვერ ვაკეთებთ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, არანაირი დოკუმენტაცია არ დევს არც ჩვენს ორგანიზაციაში და არც საგადასახადოში,თავდაპირველი რეგისტრაციის შესახებ, ამიტომ საგადასახდოს თანამშრომლის რჩვევით უნდა დავრეგისტრირდეთ სულ თავიდან... მე ვფიქრობ რომ ეს ბევრ პრობლემას შეგვიქმნის... ძირითადი პრობლემა არის ის რომ არ გვნდა ბანკში ანგარიშის ნომრის შეცვლა

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Sep 30 2009, 10:22 AM

მაშიკო


გადასახადის გადამხდელისათვის ახალი საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება ხდება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც წარმოიქმნება ახალი იურიდიული თუ მეწარმე ფიზიკური სუბიექტი, სხვა შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი არ იცვლება., თქვენთვის ანგარიშის შენარჩუნების მიზნით საგადასახადო ან საბანკო დაწესებულება დარღვევაზე არ წავა smile.gif



ის რომ დოკუმენტაცია არ მოიპოვება, ეს ნაკლებ სარწმუნოა, რადგან 2001წლიდან სამეწარმეოო რეესტრის წარმოება და შესაბამისად რეგისტრაციები სასამართლოდან გადაეცა საგადასახადოს, არქივში აუცილებლად იქნება სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები.

ახალი სამეწარმეო სუბიექტის დარეგისტრირების შემთხვევაში ვერ გაარძელებთ ძველ საბანკო ანგარიშებზე ოპერაციებს.


პრაქტიკული დახმარების სურვილის შემთხვევაში შეგიძლია PM-ში მომმართო smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 30 2009, 08:11 PM

თემო
საგადასახდოში 6 თვე ვიმუშავე და ვიცი რომ დარღვევაზე არავის წავა ჩემს გამო... დანარჩენს PM ში მოგწერთ

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Feb 23 2010, 06:41 PM

როგორც ვხედავ ეს თემა დიდი მოთხოვნით მაინცადამაინც არ სარგებლობს, მაგრამ რა ვიცი, გავაცოცხლებ ხოლმე ხანდახან, იქნებ არ იცის ვინმემ ასეთი თემა რომ არსებობს.

ასე რომ თუ გჩირდება სამართლებრივი ხასიათის რჩევა, მათ შორის პატიმრებთან დაკავშირებით, ვადაზე ადრე განთავისუფლება და სხვა, ასევე სამოქალაქო საკითხები ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი საკითხი, დაწერეთ და შევეცდებით გიპასუხოთ.

პოსტის ავტორი: ზ უ რ ა თარიღი: Feb 26 2010, 03:57 PM

ციტატა(damiane80 @ Feb 23 2010, 06:41 PM) *

როგორც ვხედავ ეს თემა დიდი მოთხოვნით მაინცადამაინც არ სარგებლობს, მაგრამ რა ვიცი, გავაცოცხლებ ხოლმე ხანდახან, იქნებ არ იცის ვინმემ ასეთი თემა რომ არსებობს.

ასე რომ თუ გჩირდება სამართლებრივი ხასიათის რჩევა, მათ შორის პატიმრებთან დაკავშირებით, ვადაზე ადრე განთავისუფლება და სხვა, ასევე სამოქალაქო საკითხები ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი საკითხი, დაწერეთ და შევეცდებით გიპასუხოთ.

ისე, კონსულტაციები ნამდვილად კარგი იდეაა. მაგრამ, ავტორის ნებართვით, მემგონი ამ თემაში აგრეთვე შესაძლებლია ზოგადად, იურიდიულ საკითხებზე საუბარიც...

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Feb 26 2010, 05:20 PM

ციტატა(ზ უ რ ა @ Feb 26 2010, 03:57 PM) *

ისე, კონსულტაციები ნამდვილად კარგი იდეაა. მაგრამ, ავტორის ნებართვით, მემგონი ამ თემაში აგრეთვე შესაძლებლია ზოგადად, იურიდიულ საკითხებზე საუბარიც...


კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 11 2012, 02:02 AM

ე.წ. ,,კოსტეტის'' ტარება სრულწლოვანზე ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2012, 08:14 PM

იურისტებო მომხედეთ ვა...
biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)