პატრიარქის გამონათქვამები, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის გამონათქვამები, ... |
KoTe |
May 1 2007, 06:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,807 |
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, ის სიხარულია, იქ მშვიდობაა. მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს. მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდამ. გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველზაე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას. სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას. ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე. ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რეომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს. ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა. თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. დაწერეთ თუ იცით პატრიარქის რაიმე გამონათქვამი!!!! -------------------- ჭამე იმისთის რომ იცხორო და არ იცხოვრო იმისთვის რომ ჭამო!!
|
ნათია |
Aug 30 2007, 10:05 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას. შესანიშნავია! ციტატა ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. აი, ჩვენი მოვალეობაც... უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი სულიერი მამა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
Aug 30 2007, 10:14 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მისი უწმინდესობის პრაქტიკული ენა, რომელიც გამომაფხიზლებელი ზარივით ისმის ხოლმე მრევლში, მართლაც საქებია
მახსოვს როგორ უთხრა ერთ ნარკომანს - "რას ჩადი, ეს ხომ სირცხვილია?" ამ ნათქვამში იმხელა სიყვარული, ზრუნვა და მარტივი ჭეშმარიტება იყო.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მართა |
Sep 5 2007, 04:10 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
გუშინ წავიკითხე ახლანდელი პატრიარქის არა,მაგრამ ეფრემ || -ის გამონათქვამი რომელიც ძალიან მომეწონა:
"რკინას ცეცხლი აფოლადებს,ადამიანს-განსაცდელი!" -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ქავთარაძე |
Sep 5 2007, 05:02 PM
პოსტი
#5
|
დაურეგისტრირებელი |
KoTe
მშვენიერი თემა ძამიკო ისე სათაური შეუსწორეთ ციტატა ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. |
მართა |
Sep 8 2007, 04:22 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
егри
ციტატა მანამდე არაფერი გეტკინოთ სანამ მაგ მოვალეობას შეასრულებთ ამინ!!! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
geoatak |
Sep 15 2007, 03:29 AM
პოსტი
#7
|
geoatak ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 |
ამ ფაილში თავმოყრილია უამრავი ინფორმაცია მართლმადიდებლობაზე. იგი წარმოადგენს ცნობილი საიტების ნაკრებს, იწყება პირჯვარის გადაწერის წესით და ბიბლიის შინაარსით და მთავრდება წმინდა წერილის განმარტებებით და წმ. მამათა ცხოვრებით, აქვეა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებები და თითქმის ყველა ეპისტოლე.
http://rapidshare.com/files/55784621/ORTHODOX.rar |
მაგდალინა |
Dec 13 2007, 04:41 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა ჩაკეტილ წრეს ქმნის. ეს არის ეგოცენტრიზმის, საკუთარი ინტერესების მონობის წრე.
თუ კაცი ბედნიერია, სიმდიდრესა და სახელს მოიხვეჭს. თუ სიმდიდრე და სახელი მოიხვეჭა, ტანსაცმელი და საჭმელი კარგი ექნება. თუ საჭმელი და ტანსაცმელი კარგი აქვს, ამპარტავნება იპყრობს; თუ ამპარტავნებამ შეიპყრო, მისი საქციელი მანკიერი გახდება. თU საქციელი მანკიერი აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე და სიკვდილი ემუქრება. თუ მის სიცოცხლეს საფრთხე და სიკვდილი დაემუქრა, ის კარგავს წარმატებასა და დიდებას, - ეს დიდი უბედურებაა. ადამიანები უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც თან სდევს უბედურება. როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, და ნახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
შიო |
Dec 21 2007, 11:08 AM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,819 |
უწმინდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა“. „ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“. |
T_O_K_O |
Jan 4 2008, 02:33 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 4-January 08 მდებარ.: სოფელი სჭოლვილა წევრი № 3,545 |
ესეც ჩვენი პატრიარქის ბიოგრაფია
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1977 წლიდან. ილია II დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში. მისი საერო სახელია ირაკლი. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სეიმარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად... ... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი. ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ - ბერად შედგომა. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძელოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში რუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტარი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია. 1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში. 1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დოდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა. გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება: 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა. 1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერნეციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო... |
ნათია |
Jan 12 2008, 03:08 PM
პოსტი
#11
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
აჩიკო |
Jan 13 2008, 09:28 PM
პოსტი
#12
|
archili ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 |
"ერთხელ მკითხეს, რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო? და მე ვუპასუხე:
- მე არ ვიცი, მე ვარ სამშობლოში თუ სამშობლოა ჩემში!" პატრიარქის საშობაო ქადაგებიდან დამრჩა გონებაში. -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
მაგდალინა |
Jan 14 2008, 01:21 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
***
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულია, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას. *** სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა. *** ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი... *** თუ შენს გულში ადგილი აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინა რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე და მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არამარტო თავის შეცნობა, ამდენად დაძლევაც მისი. *** სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა, იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან. ამავე დროს, ქრება ის მომხიბვლელობა, ის მიმზიდველი ძალა, რომელიც ყოველთვის იყო მისი კუთვნილება. დროსტარების სურვილი, მოდის აყოლა, ხვალინდელი დღის შიში, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ყოველდღიური უარყოფითი განცდები, თანდათან დევნიან მის სილამაზეს. *** პიროვნების რელიგიურობას ეკლესიური ხასიათი, სულიწმიდის ბეჭედი უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდობა ნელ-ნელა ხვდება ამას. თუმცა, მისი რელიგიური ცხოვრება ჯერ კიდევ მძაფრი განცდების გადატანასა და ძიების რთული გზით მიემართება. ამის მიზეზი სხვადასხვაა. ბევრი მათგანი ათეისტური ოჯახიდან მოვიდა. მათ არ იციან ბიბლია, არ იცნობენ საღვთისმეტყველო ლიტერატურას, იდეალისტურ ფილოსოფიას... მიღებული ცოდნა კი არ აკმაყოფილებთ. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ნათია |
Jan 15 2008, 08:30 PM
პოსტი
#14
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Floyd |
Jan 17 2008, 02:48 PM
პოსტი
#15
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში !
ამეტირა რო წავიკითხე . -------------------- And the times , they are all changin' ...
|
teko1981 |
Mar 14 2008, 10:48 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 20-December 07 წევრი № 3,448 |
**"ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისაგან მომადლებული ნიჭია, ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიურ ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებსი გადის."
**"ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდებოდა თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს..მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა." **"როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი:ღმერთიც,შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისადა ზესთა სოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რ არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე დ ეს მუდამ ასე იქნება, ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს. საწოლ ოთახში განგაცალკავებს, ავადმყოფის სარეცელს დაგიგებს..იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს მიეახლოს შენს სულს და განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი განვლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ..ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან, ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.." **"ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მოვდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ:"ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა ვარსებობ იმისათვის, რომ ვჭამო".მართლაც რისთვის ვარსებობთ: კარგი სმა-ჭამისათვის, ჩაცმა-დასვენებისათვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება?! ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლა აცხადებენ, სრულიად არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერერიალურზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც,პირველ რიგში, მასზე ფიქრი დ ზრუნვა გვმართებს..მინდა მოგიყვანოთ ერთი ძალიან უბრალო,მაგრამ ფრიად შთამაგონებელი მაგალითი.ინგლისური ზღაპარი მოგვითხრობს: კატა დიდხანს ემზადებოდა ლონდონში წასასვლელად, რათა დედოფალი ენახა, როგორც იქნა, აისრულა წადილი,მაგრამ თაგვის გარდა იქ ვერაფერი ნახა, რადგან, როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანს ერთი უდიდესი მიზანი აქვს- მარადიულობისათვის მზადება, რათა უფლის წინაშე გაწმენდილი წარსდგეს და ცხონდეს, მაგრამ ხშირად მთავარ მიზანს იმ კატის მსგავსად ივიწყებს და მთელი გული და სული პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავისაკენ აქვს მიპყრობილი. ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა." **"სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი:უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს. სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად არიან ისინი გვარდიგვერდ. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს- თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეს- სიწმინდეს თუ ცოდვის გზას- სიკვდილს." საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილიაII |
toronji |
Mar 18 2008, 05:50 PM
პოსტი
#17
|
A n A n o ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 7-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,563 |
უსურვეთ და გაუკეთეთ სიკეთე ყველას, იმასაც კი, ვინც თქვენ გაწყენინებთ ან გმტრობთ და სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ. ერიდეთ ცოდვას, რადგან დანაშაულისთვის და ყოველი მცდარი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე.
*** საცოდავი და საბრალოა, ვინც ბოროტებას ატარებს გულით და ღვარლძს თესავს თავის გარშემო. მისთვის ჯოჯოხეთი ამქვეყნადვე იწყება. *** ყველაზე დიდი ცოდვაა ამპარტავნება, სიამაყე. ნუ იამაყებთ ნურც თქვენი ნიჭით, ნურც თქვენი სილამაზით, ნურც გონიერებით და ცოდნით, ნურც ფიზიკური ძალით. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი ღვისგან გაქვთ ბოძებული, რათა იგი სიკეთისათვის გამოიყენოთ და უფალსვე ხელეწიფება მისი წართმევა. *** გახსოვდეთ, რომელ დღესაც ვერ შეძლებთ სიკეთის ქმნას, ის დღე დაკარგულია. |
*ნინო* |
Apr 2 2008, 02:44 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, ის სიხარულია, იქ მშვიდობაა.
* * * მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. * * * მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს! * * * ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. * * * მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს. * * * მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდამ. * * * გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველზაე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. * * * რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას. * * * სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას. * * * ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს. * * * არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე. * * * ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, ეომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს. ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. |
marine |
Jun 12 2008, 05:10 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა - აი ის გზა, რომელიც გაგვამთლიანებს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
orthodox-georgia |
Jun 12 2008, 06:20 PM
პოსტი
#20
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
უფალი ამპარტავანთ შემუსრავს, ხოლო მდაბალთ მიანიჭებს მადლსა
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი