სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით) |
marine |
Oct 3 2016, 07:33 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა არ უნდა შეგებრუნებინა, ისე უნდა შეგესრულებინა მისი [პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე)]. აი, ასე ესმოდა მორჩილება. თუ ხმას აუწევდა, მეორე წუთს აღარც ახსოვდა, ცდილობდა, შემდეგ ძალიან თბილად მოგპყრობოდა. იმდენად დიდ ყურადღებასა და სითბოს გამოავლენდა შენდამი, რომ თუ როდისმე რაიმე წყენა გქონია გულში მის მიმართ, ყველაფერი დაგავიწყდებოდა. სწორედ ეს სითბო გვაკლია ჩვენ, დღევანდელ მოძღვრებს. გაბრაზება ვიცით, მაგრამ სიყვარულით ვერ მივუტევებთ ჩვენს შვილებს".
/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 5 2016, 08:26 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატიმრობის შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი. ერთხანს თელავშიც ვიმსახურე, შემდეგ - თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. უწმინდესი ეფრემი [სიდამონიძე] ცდილობდა, ხშირად გამოეცვალა სამსახური სასულიერო პირებისთვის, რათა გამოცდილებასთან ერთად ადამიანს დროებითობის განცდაც დაუფლებოდა. "ამ ქვეყანაზეც ხომ დროებით ვართო", - იტყოდა, როცა ამ საკითხზე ჩამოვარდებოდა საუბარი. თითქმის არ დარჩენილა ადგილი საქართველოში, სადაც მის უწმინდესობას არ ემსახუროს, რადგან ასეთი იყო მისი ცხოვრება".
/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 5 2016, 10:27 PM
პოსტი
#63
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, ვინც პატრიარქ ეფრემის მიერ აღლენილ წირვა-ლოცვას დასწრებია, ყველა აღნიშნავს, რომ იგი მთელი სულითა და გულით იყო ჩართული მსახურებაში...
- დიახ, იგი შეუდარებელი მლოცველი გახლდათ და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვდა. არ უყვარდა, როცა სასულიერო პირი თავს იმდენად მიენდობოდა, რომ მცირე კვერექსებს წიგნის გარეშე წარმოთქვამდა. გვასწავლიდა: "ლოცვას დიდი ძალა აქვს და ვინაიდან ეშმაკი ყოველ ნაბიჯზე თან დაგვყვება, როცა დაინახავს, რომ საკუთარ შესაძლებლობას ხარ მინდობილი, კვერქსის წარმოთქმის დროს კი არა, "უფალო, შეგვიწყალენის" ლოცვისასაც შეუძლია შეგაფერხოს და სიტყვები გამოგაცალოს. ამიტომ ყოველთვის ან კონდაკი უნდა გეჭიროს ხელში, ან ის წიგნი, რომლითაც წირავ. ამ დროს ეშმაკი ვერ მოგეკარება რადგან იცის, რომ იარაღი გიჭირავს ხელში ლოცვების წიგნის სახითო". ეს იმდენად კარგი რჩევაა, რომ ამდენი ხნის მღვდელი ვარ და არ მახსოვს, მცირე ასალაღლებელიც კი უწიგნოდ წარმომეთქვას". /არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2017, 01:13 PM
პოსტი
#64
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიტროპოლიტი გაიოზი იხსენებდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემს [სიდამონიძე] განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა კათოლიკოს-პატრიარქის, კირონ მეორისადმი (საძაგლიშვილი), რომლის ფოტო კაბინეტში ჰქონია დაკიდებული და ამბობდა ხოლმე, - შეხედეთ, საუკუნეების სიღრმიდან მოსული გეგონებათო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 17 2017, 11:14 AM
პოსტი
#65
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ეფრემი როცა ციხეში მიუყვანიათ, ნარებზე ყველა ადგილი დაკავებული ყოფილა და ამიტომ იატაკზე დაწოლილა. ამის შემხედვარე მაჰმადიან თათარს მისთვის ადგილი დაუთმია ნარზე. პატრიარქს (მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსს) მისთვის უთქვამს, - აქ ორივე მოვთავსდებითო, მაგრამ თათარს უუარია: - მე არ ვარ ღირსი, ღვთის კაცის გვერდით ვიწვეო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 19 2017, 10:02 AM
პოსტი
#66
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ლენინგრადში პატრიარქი ეფრემი ლიტურგიას აღასრულებდა, დიდი შესვლისას ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ასე მოიხსენია პატრიარქი: "ყოველთა ქართველთა და სომეხთა პატრიარქი". უწმინდესი მიუბრუნდა ეპისკოპოსს და ჩუმად უთხრა: "შენ თვითონვე ხარ ერეტიკოსი". და მსახურება გააგრძელა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 22 2017, 11:25 AM
პოსტი
#67
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კაცი დიდებას გაურბის, ემალება, მაგრამ სწორედ მაშინ ღმერთი გამოაჩენს ხოლმე მის სათნოებას, უფრო მეტად განადიდებს. მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩუმად დაუტევა კათედრა და უბრალო მორჩილად შედგა ათონის ერთ-ერთ მონასტერში. ის ჯორების მწყემსად დაადგინეს. კელიას არასოდეს კეტავდა, ანდა რისთვის ჩაეკეტა, როცა ერთი ხის საწოლის გარდა არაფერი ებადა. ერთხელ, ზაფხულის სიცხეში, მის კელიას ერთმა ბერმა შეაფარა თავი. ჯორების მწყემსი საღამომდე არ დაბრუნდებოდა, ამიტომაც იგი საწოლზე წამოწვა და ჩათვლიმა. უეცრად ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი წარმოუდგა, გვერდში მსუბუქად წაჰკრა და უთხრა: "ადექი, შენ არ უნდა იწვე იქ, სადაც ისვენებს ხოლმე დიდი პატრიარქი!" ბერს გამოეღვიძა, გაუკვირდა ნანახი, მაგრამ მალევე ჩაეძინა. "გადმოხვალ თუ არა პატრიარქის საწოლიდან? - განურისხდა უფლის ანგელოზი, - განა არ გითხარი, პატრიარქის საწოლზე დასვენების უფლება არ გაქვს-მეთქი. ადექი, თორემ განგგმირავ შენი კადნიერებისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობისთვის", - და მახვილი მოუქნია. ძილში შეშინებული ბერი ცხადში წამოხტა და მონასტრის მამებს მოუყვა ნანახ სიზმარს. დაფიქრდნენ ბერები, გაახსენდათ გავრცელებული ჭორები კონსტანტინოპოლის პატრიარქის საყდრიდან მალულად წასვლისა. დარწმუნდნენ, რომ ჯორების მწყემსი პატრიარქი იყო და საღამო ჟამს, როცა მონასტერში ჯორები მორეკა, სამღვდელმთავრო ზარების რეკვით შეხვდნენ. მწყემსი მიწაზე დაემხო, შენდობა შესთხოვა ძმებს და დაუდასტურა, რომ მართლაც პატრიარქი იყო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 5 2018, 07:01 PM
პოსტი
#68
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა სამშობლოში ბრუნდებოდა [უწმინდესი ეფრემ მეორე], შიმშილისაგან სულ დასივებული და იმდენად დაუძლურებული ყოფილა, რომ ექთანი გამოაყოლეს. მისულან კასპიის ზღვასთან, სადაც გემზე ასასვლელი რიგი იდგა. როდესაც მისი რიგი მოვიდა, ადგილი აღარ დარჩენილა. შემდეგ ამბობდა, რომ ტირილი დაიწყო და იხვეწებოდა, როგორმე ადგილი მოენახათ მისთვის, რადგან ამდენი წელი თავისი ქვეყანა არ ენახა, მაგრამ უარი მიიღო. გავიდა 2-3 საათი და შეიტყვეს, რომ ეს გემი ჩაიძირა. ასე გადაურჩა იგი რამდენჯერმე სიკვდილს და ბოლოს ჩამოვიდა თბილისში.
უნდოდა აესრულებინა თავისი სურვილი - აქ, ამ ეკლესიაში, მოსულიყო, მუხლებზე დამდგარიყო და ასე მუხლისჩოქით შესულიყო საკურთხეველში. მან ეს მართლაც შეასრულა. ფიქრობდა, რომელ ხატსაც პირველად დავინახავ, იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ იმ წმიდანმა გადამარჩინაო. როცა მუხლზე დადგა, პირველი წმინდა სერაფიმე საროველის ხატი დაინახა და ამის შემდეგ განსაკუთრებულ პატივს სცემდა ამ წმიდანს. ასე დაბრუნდა იგი საქართველოში... ასეთი გზით ატარა უფალმა ამ ტაძრის მსახური წმინდა ადამიანი", - ეს ამბავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2005 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის დღესასწაულზე გაიხსენა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 08:09 PM
პოსტი
#69
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიტროპოლიტ ქრისტეფორეს [ციცქიშვილი] ინტრონიზაცია შედგა 1927 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. მან პატრიარქობის პერიოდში თავის ტიტულატურას ჩამოაცილა სიტყვა "უწმინდესი", რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ აღადგინეს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 19 2018, 08:35 PM
პოსტი
#70
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უწმინდეს ეფრემს ვერაფერს გამოაპარებდით. როცა გავიცანი, ახალგაზრდა ვიყავი და მისი საყვედური რომ არ დამემსახურებინა, ხშირად მიწევდა ბავშვური თავისმართლება და ზოგჯერ, თავდაცვის მიზნით, ჩემდაუნებურად ტყუილიც წამომცდებოდა ხოლმე.
ასეთ შემთხვევაში გამოხედვით მაგრძნობინებდა, რომ ჩემი არ სჯეროდა. როცა მის განმგმირავ მზერას ვეღარ გავუძლებდი და თავს დავხრიდი, მეტყოდა: "დაიმახსოვრე, შვილო, ბერი ეშმაკზე ორი დღით ადრეა დაბადებული. მე შენ ვერაფრით მომატყუებ, ამიტომ გირჩევნია, ჩემთან ყოველთვის სიმართლე ილაპარაკო". აი, ასე გადამაჩვია მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს". /არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 26 2018, 02:52 PM
პოსტი
#71
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქმა ეფრემმა ჩვენი გაცნობის პირველსავე დღეს მითხრა: - უწმინდეს კალისტრატეს ასეთი ჩვევა ჰქონდა, ყოველ დილით თავის ხაზინადარს ტკიცინა მანეთიანებს გამოართმევდა და სიონის ტაძრის წინ შეკრებილ გლახაკებს დაურიგებდა. ეს ჩვევა მისგან გადამედოო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 22 2018, 09:14 PM
პოსტი
#72
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც პატრიარქს 70 წელი შეუსრულდა, თბილისის საიუველირო ქარხანამ 200 ცალი მონეტა გამოუშვა უწმინდესი ეფრემის გამოსახულებით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 1 2018, 08:28 PM
პოსტი
#73
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უბრალოება უწმინდესი ეფრემის განუშორებელი სამკაული რომ გახლდათ, ამის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მამა დემეტრემ (დავითაშვილი) მოგვითხრო ორი ამბავი, რომლებიც მისთვის უწმინდეს ეფრემთან დაახლოებულ სასულიერო პირებს მოუყოლიათ:
"პატრიარქი ეფრემი მოცალეობის ჟამს ლესელიძის ქუჩაზე გამოდიოდა თურმე სასეირნოდ. სიონის კიბეებთან ერთი მათხოვარი ჯდებოდა მოწყალების სათხოვნელად. უწმინდეს ეფრემს მასთან ჩამოჯდომა და საუბარი უყვარდა. ერთხელ ტაძართან სტუდენტს ჩამოუვლია და მათხოვრის გვერდით ჩამომჯდარი ძველი ტანსაცმლით შემოსილი პატრიარქისთვის შაურიანი ჩაუდია ხელში. ამ შაურიანს უწმინდესი ეფრემი თურმე მთელი ცხოვრება ინახავდა. ამბობდა, ეს ფული მე ჩემი შრომით მოვიპოვეო. ერთხელ რუსეთიდან ორი მღვდელმთავარი ჩამოსულა კათოლიკოს-პატრიარქის გასაცნობად. ვიდრე ეწვეოდნენ, სიონის საკათედრო ტაძარში შეუვლიათ მოსალოცად. ამ დროს უწმინდესი ეფრემიც ტაძარში ყოფილა ხატების გასაწმენდად. დიდებულად შემოსილ მღვდელმთავრებს ხის ხარაჩოზე ასული ჭაღარათმიანი, უბრალო კაბაში გამოწყობილი მოხუცი რომ დაუნახავთ, ასე მიუმართავთ: - Ей, послушник! - Я не послушник, - მშვიდად მიუგია პატრიარქს, ისე, რომ საქმე არ შეუწყვეტია. - Ну кто ты, монах? - Выше бери. - Что, иеромонах? - Нет, еще выше. - Архимандрит? - Ещо выше. - Епископ? - Ещо выше. - Патриарх! - აღმოხდათ მღვდელმთავრებს და მუხლი მოიყარეს მის წინაშე". ეს შემთხვევა მამა დემეტრესთვის იმ სასულიერო პირს მოუყოლია, რომელიც შემთხვევით შესწრებია ამ ამბავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 1 2018, 08:40 PM
პოსტი
#74
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ უწმინდესს [ეფრემ მეორეს], როდესაც სიონის ტაძრის ეზოში შეკრებილ ახალგაზრებს მათი კითხვის საპასუხოდ კეთილი ძალის არსებობის შესახებ ესაუბრებოდა, მოუყოლია ერთი უჩვეულო ამბავი, რომელიც თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გადახდენია თავს:
"ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა ხალხი დაშინებული იყო და ეკლესიაში ცოტა დაიარებოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი პატარა გოგონათი. მიიყვანა გოგონა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა: "აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე; თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო". გოგონამ ტირილი დაიწყო. მე შემეცოდა ბავშვი. ვიფიქრე: "თუ არ სწამს ამ ქალს, რატომ მოიყვანა ბავშვი, ხოლო თუ სწამს, რატომღა ეპყრობა ასე უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი". მივედი მათთან და შევეკითხე - რატომ მოიქეცით ასე-მეთქი. ქალმა მიპასუხა, რომ გოგონა მისი შვილი იყო. თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ბავშვი ვერ მოარჩინეს ვერც ჩვენმა და ვერც უცხოელმა ექიმებმა. "ახლა მოვიყვანე აქ. თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და ამის შემდეგ მისი მოსამსახურე ვიქნებიო". შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა - თვალები არც კი ეტყობოდა. გოგონას მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი. წყალი ვაპკურე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი განვბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი სახლში გავატანე და ქალს ვურჩიე, ყოველ დილით მოებანა მისთვის თვალები. ამის შემდეგ ცოტა ხანი გავიდა. ერთხელ, როცა გასული ვიყავი ტაძრიდან ნავთის მოსატანად და ნელ-ნელა მოვეშურებოდი ნავთის ბიდონით შინისაკენ, უცებ ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე და ჩემს წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა უნდოდა. "დედიკომ მთხოვა, დაეწიეო", - მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა: "ვერ იცანით ბავშვიო? ეს ის თვალცრემლიანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლით და სახლშიც გამატანეთო". ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც კი არ ემჩნეოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს მრევლი გახდა, სულ ეკლესიაში დაიარებოდა, ეხმარებოდა ეკლესიას ეკონომიურად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 16 2018, 07:01 PM
პოსტი
#75
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოშიც ზოგჯერ იმართებოდა შეკრებები საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციათა მონაწილეობით.
ერთ-ერთი ასეთი თავყრილობის დასრულების შემდეგ, ვიდრე სტუმრები სატრაპეზოდ გაწყობილ მაგიდას მიუსხდებოდნენ, საქართველოს ეკლესიის მეთაურს უთქვამს: "ვისაც სად გენებოთ, იქ დაბრძანდით, ბატონებო: ზოგი - თავში, ზოგიც - ბოლოში, ზოგი - მარჯვნივ, ზოგი კი - მარცხნივო". თან ხელით მიუთითებია. ბევრი მიხვდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ამ ჟესტით სუფრას პირჯვარი გადასწერა და ტრაპეზი მართლმადიდებლური წესით აკურთხა, მაგრამ, სტუმარმასპინძლობის ეთიკეტიდან გამომდინარე, აღარავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება და მომხდარი ხუმრობაში გაატარეს. ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი მომხდარა, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ისე მოიქცა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უნდა მოქცეულიყო, თუმცა ამ უმნიშვნელო დეტალიდანაც კარგად წარმოჩნდა მისი პიროვნული თვისება - მისთვის ყველგან და ყოველთვის დედაეკლესიისა და მშობლიური ქვეყნის სიყვარული უმთავრესი გახლდათ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2018, 01:17 PM
პოსტი
#76
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანდასწრებით რომელიღაც საზღვარგარეთულ დელეგაციას იღებდა. იმ ადამიანებისთვის კარგად იყო ცნობილი, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მათ ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დამცველად მოჰქონდათ თავი, მაგრამ შინაგანად მტრულად იყვნენ განწყობილნი მართლმადიდებლობისადმი.
პატრიარქს გამომცდელ კითხვებს უსვამდნენ. როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ იგი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. ერთმა მათგანმა ჰკითხა: "როგორი ურთიერთობა გაქვთ მთავრობასთან?" პატრიარქმა მიუგო: "რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან საუკეთესო, მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაქვს. მე ვზრუნავ მის სულზე, ის კი ჩემს სხეულზე". თანამოსაუბრემ ისევ ჰკითხა: "ნუთუ საქართველოში ეკლესიის შევიწროების ფაქტები არ არის?" პატრიარქმა თქვა: "ანტიოქიის პატრიარქს რეზიდენცია აქვს არა ანტიოქიაში, არამედ დამასკოში, ალექსანდრიის პატრიარქს კი არა ალექსანდრიაში, არამედ კაიროში. როგორც ხედავთ, ისინი დევნილების როლში აღმოჩნდნენ. მე კი მშობლიურ თბილისში ვიმყოფები და ჩემს რეზიდენციას ხელს არავინ ახლებს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2018, 01:40 PM
პოსტი
#77
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელთა შეკრება ჩატარდა, რომელთა შორის გახლდათ გერმანელი ადოლფ ფიშმანიც. როგორც ჩანს, მათ სურდათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან საყვედურის სიტყვები მოესმინათ ეკლესიის მაშინდელ დაბეჩავებულ მდგომარეობაზე და ასეთი პროვოკაციული კითხვა დაუსვეს: "თქვენს მოძღვრებს შეუძლიათ იქადაგონ სკოლაში, ქარხანაში ან რომელიმე დაწესებულებაში?" თუ იტყოდი, "არ შეუძლიათო", ამას ვერ შეეგუებოდა ადგილობრივი ხელისუფლება და დიდი უსიამოვნება მოჰყვებოდა. თუ იტყოდი, "შეუძლიათო", სტუმრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო და პატრიარქი ცრუობდა, რაც მათ თვალში დასცემდა ეკლესიის ავტორიტეტს.
უწმინდეს ეფრემს დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი და მოჭრით უპასუხა: "შეუძლიათ, თუ მიგვიწვევენ, რადგან, განსხვავებით პროტესტანტებისგან, ტრადიციულად, დაუპატიჟებლად სტუმრად არ დავდივართო". აი, ასე ბეწვის ხიდზე უწევდა მას სიარული, რასაც წარმატებით ართმევდა თავს". "როგორც არქიმანდრიტმა ანტონმა (გულიაშვილი) გვითხრა, საჩივრებსა და ანონიმურ წერილებს სამების ტაძრის დეკანოზი იოანე საყვარელიძე წერდა უწმინდეს ეფრემზე. ეს იცოდა პატრიარქმა, მაგრამ ამ ამბავს მტკივნეულად არ განიცდიდა. როდესაც ერთ-ერთი ანონიმური წერილი ცეკადან საპატრიარქოში გადმოუგზავნიათ რეაგირებისთვის, პატრიარქ ეფრემს მამა იოანე თავისთან დაუბარებია და სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად უკითხავს: "მამა იოანე, როგორ გგონიათ, სამართალი არსებობს ამქვეყნად?" "არსებობს სამართალი ღვთიური და სამართალი ადამიანური", - უპასუხია მოძღვარს. პატრიარქ ეფრემს უთქვამს: "მე კი მგონია, არ არსებობს. ამქვეყნად რომ სამართალი არსებობდეს, პატრიარქი კირიონი გვარად საძაგლიშვილი უნდა ყოფილიყო, ამ ანონიმური წერილის ავტორი კი - საყვარელიძე?!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2019, 03:19 PM
პოსტი
#78
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მინდა კიდევ ერთი ამბავი გიამბოთ, რომელიც პატრიარქ ეფრემს თავს გადახდა. როდესაც იგი გადასახლებიდან საქართველოში ბრუნდებოდა, ზღვით უნდა ემგზავრა და ერთი ყურე ბორანით გაევლო. რიგი იდგა, ბორანს ბევრი მგზავრი ელოდა. როდესაც მისმა რიგმა მოიწია, ჩასხდომა შეწყვიტეს. პატრიარქი გულმხურვალედ იხვეწებოდა: იქნებ მეც წამიყვანოთ, 7 წელია სამშობლოში არ ვყოფილვარ და ძალიან მიმეჩქარებაო. მაგრამ მათ სასტიკი უარი უთხრეს. მეუფე ეფრემი თურმე მწარედ ტიროდა და ემუდარებოდა, გამონაკლისი დაეშვათ და ერთი მგზავრიც აეყვანათ, მაგრამ ამაოდ…გულდაწყვეტილი ნაპირზე დარჩა მორიგი რეისის მოლოდინში. 2 საათის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ის ბორანი ჩაიძირა და მგზავრები დაიხოცნენ. აი, ასე გადაარჩინა იგი უფალმა."
/ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი