იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ, საბრძოლველად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ, საბრძოლველად |
betaneli luka |
Mar 23 2009, 02:24 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
რატომღაც მგონია,რომ წმ.მაკარი დიდის ეს სიტყვები,რომელთაც ეხლა დავწერ, ამ თემას ძალიან უხდება,თუმცა ვინმემ შესაძლოა სხვაგვარად იფიქროს,რისთვისაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს.
წმ.მაკარი დიდი:''როცა ადამიანი ურისხდება ძმას თვისას,მაშინ იგი წააგავს ძაღლს,რომელიც კბენს ქვას,რომელიც მას ესროლეს...და არა იმ ხელს,რომელმაც ესროლა.''წმინდა მამები განსაცდელის დროს იწყებდნენ ლოცვას,რათა განეგდოთ ქვების მსროლელი-ბოროტი ძალა,ხოლო მოყვასს თვისას(ძმას)ცდილობდნენ არ განრისხებოდნენ. ყველას შინაგანად მლოცველთ ღმეთმა მოგვცეს გამარჯვება საკუთარ თავზე და სიყვარული ჭეშმარიტი. ვხარობდეთ ორსავე სოფელსა შინა! ასევე ზემოთ თქმულს შეესაბამება(ჩემის აზრით)წმ.ნექტარი ოპტინელის სიტყვები:''ადამიანი უნდა გახდეს არარა...და როგორც ღმერთმა არარაობიდან შექმნა ყველაფერი,ისე ასეთი ადამიანის შინაგან სამყაროშიც ყველაფერს შექმნის.'' |
guest |
Mar 23 2009, 02:39 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
betaneli luka
ციტატა თუმცა ვინმემ შესაძლოა სხვაგვარად იფიქროს,რისთვისაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს. რა უნდა იფიქროს სხვანაირად? ან საბოდიშო რა გაქვს , მაკარი დიდის სიტყვებს თუ აციტატებ? თუ "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო და ... " კონტექსტს მიუსადაგებ პ.ს. და სხვა რას ამბობს წმინდა მაკარი, ირონიაზე, გადახლართულ აზრებზე, არაპირდაპირობაზე? დაბრალებაზე ? ამბობს ამაზე რამეს? იქნებ მოიძიო ... |
inaina |
Mar 23 2009, 05:59 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
betaneli luka რა უნდა იფიქროს სხვანაირად? ან საბოდიშო რა გაქვს , მაკარი დიდის სიტყვებს თუ აციტატებ? თუ "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო და ... " კონტექსტს მიუსადაგებ პ.ს. და სხვა რას ამბობს წმინდა მაკარი, ირონიაზე, გადახლართულ აზრებზე, არაპირდაპირობაზე? დაბრალებაზე ? ამბობს ამაზე რამეს? იქნებ მოიძიო ... ამის შინაარსი ვერ გავიგე,იქნებ განმიმარტოთ? -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
guest |
Mar 23 2009, 06:06 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
inaina
ციტატა ამის შინაარსი ვერ გავიგე,იქნებ განმიმარტოთ? მაგის შინაარსი არ არის საინტერესო შენთვის ინა ნუ მიაქცევ შენ ყურადღებას წაიკითხე მხოლოდ მამათა გამონათქვამები და პლიუს რასაც ლუკა ჩემს თხოვნაზე მიამატებს |
inaina |
Mar 23 2009, 06:56 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
inaina მაგის შინაარსი არ არის საინტერესო შენთვის ინა ნუ მიაქცევ შენ ყურადღებას წაიკითხე მხოლოდ მამათა გამონათქვამები და პლიუს რასაც ლუკა ჩემს თხოვნაზე მიამატებს ვკითხულობ გულმოდგინებით -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
betaneli luka |
Mar 24 2009, 12:33 AM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
''სულიერი ბრძოლის არსიც იმაში მდგომარეობს,რომ არ ჩამოვაშოროთ საკუთარი გონება ღმერთს...არ მივიღოთ ბოროტი აზრები,არამედ განვაგდოთ ისინი და წმინდა ვყოთ გონებანი ჩვენნი.''წმინდა ღირსი მამა ნილოს სინაელი.
|
betaneli luka |
Mar 24 2009, 12:16 PM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
''...ლოცვა საწყისია ყველაფრისა.ლოცვა ასევე მამოძრავებელი ძალაა ყველაფრისა.ლოცვა ასევე სწორი მიმართულებაა ყველაფრისა.რაც უფრო სწორია და მართებული ლოცვა-მით უფრო საწორია და მართებული ყოველივე ირგვლივ,რამეთუ სწორი ლოცვა არ დაუშვებს,რომ რაიმე იყოს ირგვლივ არამართებული.''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.
|
zegardeli |
Mar 24 2009, 06:27 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
ვასრულებ თქვენს სურვილს: როცა ტელევიზორი ან რაიმე სანახაობა გაგიტაცებს :"მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე." როცა "მეგობრებში" ან ისეთ ხალხში ხარ ვისაც ღმერთი არ ახსოვს: "შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი." აღსარების თქმის წინ: "შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუვარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა". წმინდა წერილის კითხვის წინ: "ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწავლო მას." როცა ვინმე განგარისხებს ან შეურაცგყოფს ან გაგტისკავს: "მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს" როცა ვნებები მოგეძალება: "სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე." კიდე ბევრია , ფაქტიურად მთელი წმინდა წერილი. როცა ტელევიზორი გაგიტაცებს ყველაზე უებარი საშუალებაა დენის წასვლა, მაგრამ თუ ნებით არ მიდის შეგიძლიათ ძალით წაიყვანოთ |
gio_opizari |
Apr 7 2009, 11:52 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
ღმერთო შეწევნასაჩემსა მოხედენ; უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე (ფს 69:1) და კიდე ანკეტაზე რაც მაქვს მიწერილი. დავითნი საოცარი წიგნია, სიბძნის ზღვაა და საწაულად თბილია. ვერც გამოვხატავ რასაც ვგრძნობ
-------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
gvanchi |
Feb 18 2010, 10:01 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 |
იესოს ლოცვა მამშვიდებს ძალიან
-------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
betaneli luka |
Feb 20 2010, 11:37 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 |
|
.ნინო |
Mar 10 2010, 03:14 PM
პოსტი
#32
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლის გაუფრთხილებლობა, აღთქმისადმი სიძულვილი, ამ სოფლის დანატვრა, ბრალდება ღვთისა, თითქოს იგი უმოწყალო და არაკაცთმოყვარე იყოს. გალობისას ის სუსტია, ლოცვისას - უძლური, ხორციელი მსახურებისას - რკინასავით მტკიცე, ხელსაქმეში დაუღალავი, მორჩილებაში - თვალთმაქცური.
3. მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობით საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს. 4. ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისათვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება. 5. სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
gvanchi |
Dec 12 2011, 01:50 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 |
ლოცვა როცა მეზარება ან წირვაზე წასვლა ამ სიტყვებს ვიხსენებ ხოლმე :"სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი"...
-------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 08:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი