IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მირონის კურთხევის შესახებ
marine
პოსტი Oct 25 2007, 11:10 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მირონის კურთხევის შესახებ


მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

„თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მიიღო IX საუკუნეში. მართლაც, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მირონის კურთხევის ნება იერუსალიმის პატრიარქს გამოსთხოვა ეფრემმა.

ძველ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული აზრით, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების - 451 წლის შემდეგ.

ეკურთხებოდა თუ არა ქართულ ეკლესიაში მირონი V ს-დან, ამ საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში არსებულ მდგომარეობას.

სომხურ ისტორიოგრაფიაში შემონახული ცნობების თანახმად, ქართველი ხალხი და სამღვდელოება ქართული ეკლესიის ღირსებას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ალბანურისას. ამიტომაც, როდესაც სომხეთის პატრიარქმა ალბანეთის ეკლესიას ქართულ ეკლესიასთან შედარებით მიანიჭა უპირატესობა და იგი ქართულ ეკლესიაზე წინ დააყენა, ეს ქართველმა მამამთავარმა იუკადრისა და უხტანესის მიერ შეგროვილი ცნობების თანახმად, გაწყვიტა კავშირი სომხურ ეკლესიასთან.

ალბანელი ისტორიკოსი მოსე კალანკატუაცი წერს, რომ სომხეთის „...მთავარმა საეკლესიო მოღვაწეებმა, სომხეთის ამპარტავანი ხასიათის მიხედვით, თვითნებური სურვილით განაწესეს აბრაამი - პატრიარქად, ალბანელი - არქიეპისკოპოსად, ქართველი - მიტროპოლიტად: აღშფოთდა ქართველი, რომელსაც კირიონი ერქვა და საწინააღმდეგო კამათი დაიწყო. ხოლო წმინდა მამათავარი აბრაამი ამბობდა, რომ ალბანელები ქართველებზე ადრე იყვნენ ქრისტიანები და მთავარეპისკოპოსობა მათ შეეფერებათ.“

ალბანეთის ეკლესიაზე უფრო დაბალ საფეხურზე დაყენება ქართულმა ეკლესიამ პატივისა და ღირსების დამცირებად მიიჩნია. ასეთი თვალსაზრისი არა მარტო მოსე კალანტატუელს, არამედ ძველ სომეხ ისტორიკოსებსაც ჰქონდათ. ამას მიიჩნევდნენ ზოგიერთ წრეებში საეკლესიო განხეთქილების მიზეზად. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართულ ეკლესიას თავისი ღირსება და პატივი არც ალბანურ და არც სომხურ ეკლესიაზე ნაკლებად არ მიაჩნდა. ამიტომ თუკი სომხურ, ანდა ალბანურ ეკლესიაში აკურთხებდნენ მირონს, მაშინ აუცილებლად ქართული ეკლესია იმავე უფლებით ისარგებლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა სრული არ იქნებოდა და იგი ვეღარც შეედრებოდა თავისი პატივითა და ღირსებით იმ ეკლესიებს (ამ შემთხვევაში, ალბანეთისა და სომხეთისას), რომელთაც მირონის კურთხევის უფლება ჰქონდათ მოპოვებული.

ალბანეთის ეკლესიას, მოსე კალანკატუელის თანახმად, მირონის კურთხევის უფლება ჰქონდა არა თუ IX საუკუნემდე, არამედ VI საუკუნეშიც. უფრო მეტიც, ამ დროს ალბანეთის ეკლესია სივნიეთის ეკლესიასაც კი აძლევდა მირონს, მოსე კალანკატუელი თავისი „ალბანეთის ისტორიის“ 48-ე თავს ასათაურებს ასე - „...სივნიელთა მოქცევა სომეხთაგან ალბანელებისაკენ და ხელდასხმისა და ზეთის [მათგან] მიღება.“
უხტანესი ამ მდგომარეობას ასე ხსნის: „...სომხეთი სპარსელებსა და ბერძნებს ჰქონდათ ერთმანეთში გაყოფილი... გაყოფილი საპატრიარქო საყდარი უარყვეს სივნიეთის უფლებმა და წინააღმდეგობის გამო არ დაეთანხმნენ რომელიმეს დამორჩილებოდნენ პეტრე ეპისკოპოსის ბრძანებით, რომელმაც ...უბრძანა თავის სამწყსოს, ხელდასხმა და მირონის კუთხევა ალბანელთაგან მიეღოთ, სანამ წმინდა გრიგორის საპატრიარქო საყდარი გაერთიანდებოდა. ამ დროიდან აქამდე ხელდასხმასა და მირონს სივნიელები ალბანეთაგან იღებდნენ...“

აქედან ჩანს, რომ როგორც ალბანელი მოსე კალანკატუელის, ისე სომეხი უხტანესის მიხედვით, ალბანეთი ეკლესია თვითვე აკურთხებდა მირონს ჯერ კიდევ სოხმეთის საკათალიკოსოს ორად გაყოფამდე, VI საუკუნის დასასრულამდე. იოანე კოგოვიტელი, გაყოფის დროინდელი სომეხი ქალკედონიტი კათალიკოსი, 590-611 წლებში ზეობდა.

ალბანეთის ეკლესია VI საუკუნეში მირონს აკურთხებდა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ეკლესიასაც კი აწოდებდა მირონს.

ზ. ალექსიძე წერს: „მოსე კალანკატუელის გადმოცემით, როცა სომხეთის საკათალიკოსო ორად გაიყო VI-VII სს-ის მიჯნაზე იოანესა (ქალკედონიტი) და მოსეს (მონოფიზიტი) შორის, სივნიეთის მმართველებმა არც ერთი აღარა სცნეს და ხელდასხმისათვის ალბანელთა კათალიკოსებს მიმართავდნენ ხოლმე. ალბანეთიდანვე იღებდნენ მირონს, სანამ აბრაამ ალბათანელმა არ გააერთიანა ორივე საყდარი.“

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ალბანეთის ეკლესიას მირონის კურთხევა შეეძლო VI საუკუნეში, ქართულ ეკლესიასასც ასეთივე უფლება ექნებოდა, რადგანაც ქართულ ეკლესიას ალბანურ ეკლესიაზე ღირსეულად და მეტი პატივის მქონედ მიაჩნდა თავი.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მირონის კურთხევის შესახებ   Oct 25 2007, 11:10 AM
marine   სომხეთის კათალიკო...   Oct 25 2007, 02:44 PM
marine   ქართული წყაროების ...   Oct 29 2007, 04:41 PM
marine   სხვა საკითხია ის ა...   Nov 7 2007, 02:00 PM
marine   ამავე დოკუმენტში მ...   Nov 20 2007, 03:39 PM
sable   ამავე დოკუმენტში ...   Nov 20 2007, 04:29 PM
marine   არსებობს არჩილ II მ...   Nov 22 2007, 01:30 PM
sable   დიდი მადლობა საინ...   Nov 22 2007, 03:02 PM
marine   ჩვენს მეცნიერებაშ...   Nov 26 2007, 01:14 PM
marine   „მირონის კურთხევა ...   Nov 22 2013, 12:05 PM
marine   "...ცოტა მოგვიანებ...   Feb 1 2017, 05:16 PM
marine   "V საუკუნის ბოლოს ...   Mar 23 2017, 11:35 AM
marine   "მიქაელთან ერთად ...   Apr 12 2017, 02:05 PM
marine   "ტრაპეზზე უნდა ეს...   Apr 16 2020, 06:59 PM
marine   "დიდი ხუთშაბათი ე...   Apr 4 2021, 08:25 PM
marine   "მირონს აკურთხებ...   Dec 26 2021, 03:49 PM
marine   "მეექვსე მსოფლიო ...   Feb 10 2022, 08:54 PM
marine   "ჩვეულებრივი მირ...   Aug 4 2022, 08:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 01:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი