მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,098 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2020, 11:16 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,098 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გიორგი აღნიაშვილი
მამიკო საკურთხეველთან დგეხარ შვილო დედოფლის კაბაში, ჯვარს იწერ და ღვთის წინაშე უღალატობის, ერთგულების და სიყვარულის ფიცს სდებთ. შენი არჩევანია მამიკო. შენ თავად ჰქმნი შენს ოჯახს, შენს ბედს. დღეს მე მარტო დავბრუნდები სახლში . . . მარტო . . . ალბათ დედაშენი აქ არის სადღაც ანგელოსად მოვლენილი, თქვენ ოჯახს აკურთხებს და ლოცავს. შენ ხომ შენს დედიკოს მხოლოდ სურათებით იცნობ ჩემო მამისერთა. ჩემი სიცოცხლის გამართლება მხოლოდ შენ ხარ შვილო. საოცარია, რიგში ჩავდექი რომ მოგილოცოთ უკვე შეუღლებულთ ოჯახის შექმნა. ბედნიერი ხარ, სახე გიცინის, შენი მეუღლის სიყვარულით ანთებულ თვალებს შევყურებ, თავის დედოფალს რომ შესციცინებს ახალგაზრდა კაცი. ცრემლები მომერია გულში რომ ჩაგიხუტე, მომეჩვენა თითქოს ცივი იყავი ჩემდამი, მომეჩვენა, მხოლოდ მომეჩვენა . მამამთილს „მამა“ -ო მიმართე და მე მხოლოდ „მამიკო“ -ს ტიტულით დამაჯილდოვე შვილო. ასე იყოს, ბედნიერი ხარ და მე ეს მახარებს. სიძე ბატონი დამპირდა „ ყველაფერს გავაკეთებო მისი ბედნიერებისთვის და ბედნიერების ცრემლის გარდა სხვას ვერ იხილავენ მის სახეზე უკუნისამდე“ . იცი როგორ მინდა მჯეროდეს? გახსოვს საბავშვო ბაღში რომ მიმყავდი და რეიტუზი უკუღმა რომ ჩაგაცვი? ის თუ გახსოვს ბაფთის შეკვრას რომ მასწავლიდა შენი ბაღის აღმზრდელი? ის გახსოვს . . .ალბათ უკვე აღარ. ‘მამა მიყვარს და ჩემს ბედნიერებას წინ ნუ აღუდგებიო“ - მითხარი , დავიჯერო მაგას უფრო მეტედ უყვარხარ ვიდრე მე? ნეტავ რას ვსულელობ. დაგლოცოს შვილო ყოვლად წმინდა სამებამ, და წმინდა მარიამი იყოს შენი შემწე. ბედნიერი მეუღლე და დედა ყოფილიყავი შვილო. და გთხოვ . . .ძალიან გთხოვ . . . არაფერს არ გთხოვ, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი ჩემო მამისერთა. 2016 წელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2024 - 10:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი