თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ზოდიაქოების შესახებ

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 3 2007, 02:38 AM

დამლოცეთ მამაო!

მე რა თქმა უნდა არ მჯერა ზოდიაქოების ადამიანზე გავლენისა, მაგრამ როგორც ერთმა ხატმწერმა მითხრა, მოციქულები ხანდახან ზოდიაქოებით გამოისახებაო და ჩვენს ტაძარშიდაც ერთ ფრესკაზე ასეთი ელემენტები გამოუყენებია.
ასევე მითხრა, რომ ეს ზოდიაქოები გამოსახულია სვეტიცხოველშიც.
მაინტერესებს, ზოდიაქოები მართლაც გამოიყენება, თუ არა მოციქულების აღმნიშვნელ სიმბოლოებად ქრისტიანულ რელიგიაში?

წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: Mama Davithi თარიღი: Jan 22 2007, 02:28 AM

ღმერთმა დაგლოცოთ!

ზოდიაქოს ნიშანს! როგორც ადრესაუკუნეების ასტრონომიული მეცნიერების ერთ-ერთ ელემენტს, ეკლესია სრულიადაც არ უარყოფს. ეკლესია ებრძვის ზოდიაქოს ნიშნებით და ვარსკვლავთმრიცხველობით, ადამიანის ბედის განსაზღვრას და მკითხაობას.

ვარსკვლავებზე და მნათობებზე მეცნიერული დაკვირვება, როგორც ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს შეცნობის ერთი ასპექტი, სრულიად მისაღებია მართლმადიდებლობისათვის. ადრე საუკნეებში ზოდიაქოს ნიშნებით სახელდებოდა ვარსკვლავთა გარკვეული ჯგუფები და მათ ასტრონომია მეცნიერული თვასაზრისით იყენებდა. ამიტომ სრულიადაც არაა გასაკვირი, მოციქულებისათვის სიმბოლური თვალსაზრისით, რაიმე ზოდიაქოს ნიშნით სახელდება.

მაგრამ მჩხიბავთა , მისანთა და სატანის მსახურთა მეცადინეობით ჩამოყალიბდა ცრუ მეცნიერება ასტროლოგია. რომლის საშუალებითაც თითქოსდა ვარსკვლავთა და მნათობთა ურთიერთქმედების საფუძველზე, ადამიანის ცხოვრების და ბედისწერის წინასწარ განსაზღვრა იყო შესაძლებელი. ისინი რა თქმა უნდა თავისი მიზნის მისაღწევად, მეტი დამაჯერებლობისათვის, იყენებდნენ ასტრონომიული მეცნიერების გარკვეულ ელემენტებს და მათ შორის ზოდიაქოს ნიშნებსაც, როგორც საკრალური მნიშვნელობის ნიშნებს.

ამიტომ უნდა განვსხვავოთ ასტრონომიული და ასტროლოგიური წარმოდგენები ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით!

სასურველია თუ წაიკითხავთ ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ბიძინა გუნიას ინტერვიუს-
http://orthodoxy.wanex.net/apologetika/zodiako_interviu.htm

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)