თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ თურქული ენა დამწყებთათვის

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 24 2009, 11:18 AM

შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე ( biggrin.gif ) და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა.

მაშ ასე.

თურქული ენა განეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახის თურქმანულ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.

თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.

თურქულ ანბანში 29 ასოა, ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W, დამატებულია 6 ასო-ნიშანი:
Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü.

თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება.

თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა.

Aa - ა
Bb - ბ
Cc - ჯ
Çç - ჩ
Dd - დ
Ee - ე
Ff - ф
Gg - გ
Ğğ - ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს "ი"-ს)
Hh - ჰ
Iı - დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის)
İi - ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება)
Jj - ჟ
Kk - ქ
Ll - ლ
Mm - მ
Nn - ნ
Oo - ო
Öö - დაახლ. იო
Pp - ფ
Rr - რ
Ss - ს
Şş - შ
Tt - თ
Uu - უ
Üü - დაახლ. იუ
Vv - ვ
Yy - უმარცვლო ი
Zz - ზ

თურქულ ენაში მთავრული ასოთი იწერება:
ა) კერძო სახელები
ბ) გეოგრაფიული სახელები
გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები
დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები

დამატებითი ნიშნები:
ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს
მაგ. İslâm - დაახლ. ислям
ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად
მაგ.:
Ben Batum'a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] - მე ბათუმში წავედი

წაკითხვის მაგალითები:

Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] - მე ვსწავლობ თურქულს
Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] - აჰმედმა ჩაი დალია
Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] - შენ ეს წიგნი მოგეწონა?
İstanbul Türkiye'nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] - სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია
İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ენდენ ჩქმა*] - ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე

* რეალურად "ჩ"-სა და "ქ"-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ "ჩ-ქ" აი ისეთი.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 24 2009, 11:27 AM

სად იყავი მერე აქამდე?

დავიწყე ამას წინ შესწავლა და მერე ხალიხი დავკარგე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 24 2009, 11:33 AM

sergi_glaxa
ახლა ისწავლე მერე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 24 2009, 12:48 PM

ციტატა
შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე ( ) და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა.

:) მადლობა ძამიკო :) მართლა კარგია, ვსწავლობდი ადრე ( როგორც გერმანულს, ფრანგულს, ესპანურს და ბოლომდე ვერცერთი ვერ მივიყვანე ხეირინად), ისე დასახელებულ ენებსაც თუ გვასწავლის ვინმე დიიიდი მადლობელი დავრჩებით!
მადლობა!
კაიროსი!


პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Feb 24 2009, 01:15 PM

რა მაგარი თემაა

კანონისტი

რამდენი ხანი დამჭირდება რომ სალაპარაკო თურქული ვისწავლო
mail1.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 24 2009, 02:06 PM

ირაკლი
Allah Allah, ben sen Türkçe konuşabilirsin bildim, değil mi?

P.S. ბოლო ორი სიტყვა სწრაფად უნდა თქვა laugh.gif laugh.gif laugh.gif e025.gif
P.P.S. აქ რაა სასაცილო, ამას მოგვიანებით ისწავლით rolleyes.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 24 2009, 02:21 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 24 2009, 12:48 PM) *

smile.gif მადლობა ძამიკო smile.gif მართლა კარგია, ვსწავლობდი ადრე ( როგორც გერმანულს, ფრანგულს, ესპანურს და ბოლომდე ვერცერთი ვერ მივიყვანე ხეირინად), ისე დასახელებულ ენებსაც თუ გვასწავლის ვინმე დიიიდი მადლობელი დავრჩებით!
მადლობა!
კაიროსი!


ცოტა საყველპურო ფრანგული და კიდევ უფრო ცოტა გერმანეული მე შემიძლიათ გასწავლოთ

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 24 2009, 02:50 PM

ვახ მიხარია ეს ტემა biggrin.gif

რაღაც ხსირად მიწევს თურქეტში ვოიაჟი და კია დრო გავცდე თეშიქურ ელ ედერიმს laugh.gif

ყოფნა ზმნა როგორაა?

მაგ:

Ben ... Diş hakim biggrin.gif

პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Feb 24 2009, 03:31 PM

S a l l y

diş hekimiyim dans2.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Feb 24 2009, 03:35 PM

ციტატა
Jj - ჟ

ეს ჟ-დ იკითხება? ohmy.gif მე ჯ ვიცოდიიი

პოსტის ავტორი: ssofka თარიღი: Feb 24 2009, 04:09 PM

აუ მაგარი ენაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 24 2009, 04:43 PM

კანონისტი
ერთი ეს მითხარი, მთავრული ასოები რომელია?

Çç , Öö........ ???

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 24 2009, 05:25 PM

zedela

ციტატა
მე ჯ ვიცოდიიი

"ჯ" არის Cc

ა ნ უ კ ა
ციტატა
ერთი ეს მითხარი, მთავრული ასოები რომელია?

იგივე, დიდი ასოები, ანუ: ABCDE....


პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 24 2009, 10:31 PM

ციტატა(ირაკლი @ Feb 24 2009, 03:31 PM) *

S a l l y

diş hekimiyim dans2.gif


ეგ რა პონტია? fiqri.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 24 2009, 10:53 PM

S a l l y
კბილის ექიმი ვარ (ანუ ბოლო yim დამატება ნიშნავს ყოფნა ზმნას პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ახლანდელ დროში smile.gif )



პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 24 2009, 11:11 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 24 2009, 10:53 PM) *

S a l l y
კბილის ექიმი ვარ (ანუ ბოლო yim დამატება ნიშნავს ყოფნა ზმნას პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ახლანდელ დროში smile.gif )

და ეგ რაღაც ვერ წავიკითხე

ანუ ბენ დიშ ჰაკიმიიმ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 25 2009, 02:26 AM

Türkçe öğreniyor musunuz? ohmy.gif

Çök güzel!!! tongue.gif

Davit, kareşim, iyi öğret!!! tongue.gif Yardımcı istemiyor musun? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 25 2009, 11:26 AM

Ismail
Sende sağ ol, kardeşim. Yardımcı istersem, problem yok yani, İrakli yardım edecek, benden ve senden daha iyi konuşuyor Türkçe, vallahi....

P.S. აგერ ზურას მე ვასწავლი თურქულს, ასე რომ, შედეგი გარანტირებულია, როგორც ხედავთ.... laugh.gif e025.gif

S a l l y

ციტატა
ბენ დიშ ჰაკიმიიმ?

ხო.

ოღონდ ჰაქიმიიმ (თურქულში "კ" არ არის)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 25 2009, 05:30 PM

დღეს საღამოს თუ მოვიცალე, დავდებ თურქული ენის ხმოვნების დაყოფის წესს.

ეს არის თურქული ენის გრამატიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან მას ეფუძნება მთლიანად ბრუნებაც და უღლებაც.

კეთილხმოვანების ცოდნის გარეშე, თურქული ენის შესწავლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ, ვინც მართლა გეგმავთ სწავლას, გულდასმით წაიკითხეთ, გაიაზრეთ და თუ ვერ გაიგებთ, ახლავე დააზუსტეთ, რადგან შემდგომში, ისევ ვიმეორებ, ძალიან გაგიძნელდებათ გრამატიკული წესების ათვისება.

თუმცა აქვე მინდა დაგამშვიდოთ, რომ თურქულს საკმაოდ იოლი გრამატიკა აქვს და რაც მთავარია, პრაქტიკულად არ აქვს ენობრივი გამონაკლისები. ანუ ვსწავლობთ ერთ წესს და ის ვრცელდება ყველა მსგავს შემთხვევაზე.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 27 2009, 01:59 AM

ციტატა(კანონისტი @ Feb 25 2009, 05:30 PM) *

თურქულს პრაქტიკულად არ აქვს ენობრივი გამონაკლისები.

ერთი ისაა, რომ ზოგი ზმნა ობიექტს ბრალობით ბრუნვაში მოითხოვს (Ben seni seviyorum - მე შენ მიყვარხარ), ზოგი - მიცემითში (მაგალითები არ მახსოვს) და ზოგი - გამოსვლითში (Ben senden nefret ediyorum - მე შენ მეზიზღები). smile.gif სხვა ისეთი არაფერი. ნუ, ეს გამონაკლისი არაა, უფრო - არაერთგვაროვნება.

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Feb 28 2009, 02:26 AM

კანონისტი

ციტატა
"ჯ" არის Cc

უი ხოოოbiggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
benden ve senden daha iyi konuşuyor Türkçe, vallahi

ლექსიკონის აღება მეზარება ამ შუაღამისას...თOრე მესმის თქვენიიbiggrin.gif და ეს წინადადება მეც გავიგე მგონიbiggrin.gif biggrin.gif
მე და შენ დაჰა biggrin.gif კარგად ვლაპარაკობთ თურქულად...ვალლაჰი არ ვიციbiggrin.gif biggrin.gif
ეხლა რა შეცდომა დავუშვი?biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 28 2009, 02:44 AM

zedela

ციტატა
ლექსიკონის აღება მეზარება ამ შუაღამისას...თOრე მესმის თქვენიიbiggrin.gif და ეს წინადადება მეც გავიგე მგონიbiggrin.gif biggrin.gif
მე და შენ დაჰა biggrin.gif კარგად ვლაპარაკობთ თურქულად...ვალლაჰი არ ვიციbiggrin.gif biggrin.gif
ეხლა რა შეცდომა დავუშვი?biggrin.gif
biggrin.gif biggrin.gif ჩემზე და შენზე გაცილებით უკეთ ლაპარაკობს თურქულადო გოგოოოო. biggrin.gif
ვალლაჰი მგონი "ღვთის წყალობით" ("კიდევ კარგი", "საბედნიეროდ"), თუ "ღმერთმანი", თუ რაღაც მსგავსია. tongue.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Feb 28 2009, 03:24 AM

biggrin.gif
ნუ რა გინდა..იმის კვალობაზე რო ერთი წელი და დაჟე მეტია მაგ ენასთან შეხება არ მაქვს...მაინც ვქაჩავbiggrin.gif

ვალლაჰზე გავიხუმრეbiggrin.gif რაც მე ეგ სიტყვა ჩამესმის.....ღმერთმანს და ვფიცავ ალაჰსაც ნიშნავსa075.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 4 2009, 11:25 AM

ხმოვნების შეთანხმების წესი

დააკვირდით ცხრილს:

http://www.radikal.ru

თურქულ ენაში ყველა ბოლოსართი (სუფიქსი) სიტყვას დაერთვის იმის მიხედვით, თუ რომელი რიგის ხმოვანია ბოლო ხმოვანი ამ სიტყვის ფუძეში.

სუფიქსები არსებობს 2 ტიპის:
1. ორვარიანტიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები მაგარი ხმოვნებისთვის და რბილი ხმოვნებისთვის
2. ოთხვარიანტიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები მაგარი წინა რიგის ხმოვნებისთვის, მაგარი უკანა რიგის ხმოვნებისთვის, ასევე რბილი წინა და რბილი უკანა რიგის ხმოვნებისთვის.

1. ორვარიანტიანი სუფიქსია, მაგალითად, მრავლობითის საწარმოებელი სუფიქსი lar (მაგარი ხმოვნებითვის) და ler (რბილი ხმოვნებითვის)

ჩანთა: çanta - çanta-lar
სახლი: ev - ev-ler
თურქი: Türk - Türk-ler
მანქანა: araba - araba-lar
ტელეფონი: telefon - telefon-lar
პასტა: kalem - kalem-ler

2. ოთხვარიანტიანია, მაგალითად, ახლანდელი დროის საწარმოებელი სუფიქსი:
ıyor - წინა რიგის მაგარი ხმოვნებისთვის
iyor - წინა რიგის რბილი ხმოვნებისთვის
uyor - უკანა რიგის მაგარი ხმოვნებისთვის
üyor - უკანა რიგის რბილი ხმოვნებისთვის

(გასვლა - გადის): çık-mak* - çık-ıyor
(მიცემა - აძლევს): ver-mek - ver-iyor
(პოვნა - პოულობს): bul-mak - bul-uyor
(დანახვა - ხედავს): gör-mek - gör-üyor

* დააკვირდით, რომ ზმნის ინფინიტივის საწარმოებელი სუფიქსი (mak, mek) ორვარიანტიანია

შეიძლება ერთი შეხედვით რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ არც ისე რთულია. ამას თუ დაისწავლით კარგად, შემდეგში ყველაფერს იოლად აითვისებთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 4 2009, 01:57 PM

თუ ვერ გაიგეთ, მკითხეთ, არ მოგერიდოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Mar 4 2009, 04:12 PM

ის კი გავიგე მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს ეს "მი" და "მუ" რო აქ კითხვით წინადადებებს ეგ რას ნიშნავს?
მაგ ეს ბუ კიტაპ მი? ეგც ხმოვნების მიხედვით უნდა დავყოთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 4 2009, 05:01 PM

maikoo-84
1. ეგენია კითხვითი ნაწილაკები.
2. ჰო, ხმოვნების მიხედვით:

bu kitap mı?
bu ev mi?
bu top mu?
bu bülbül mü?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Mar 5 2009, 11:50 PM

გაგახაროთ ღმერთმა თურქულის შესწავლას ვაპირებდი და სულზე გამოჩნდით smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 6 2009, 05:14 AM

ციტატა
bülbül

biggrin.gif
ეგ რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 6 2009, 10:32 AM

KAIROS
რაც ქართულად არის, იმას a075.gif

ქართულად, წესით, იადონი ჰქვია smile.gif

ბადრი

ციტატა
გაგახაროთ ღმერთმა თურქულის შესწავლას ვაპირებდი და სულზე გამოჩნდით smile.gif


ჰოდა, ჩაერთე smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკა თარიღი: Mar 6 2009, 10:35 AM

კანონისტი


დავით ეს თემა მხოლოდ შენი თაოსნობით თუ გაიხსნებოდა smile.gif



პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 6 2009, 10:35 AM

ნიკა

ციტატა
დავით ეს თემა მხოლოდ შენი თაოსნობით თუ გაიხსნებოდა

and what about Italian? e025.gif

პოსტის ავტორი: ნიკა თარიღი: Mar 6 2009, 11:12 AM

კანონისტი


Did u open that one too? Sweet Jesus u are a genius walking through the mortals biggrin.gif

ok as turks would say. GULE GULE biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 6 2009, 11:14 AM

ნიკა
No, bro. I didn't.... and that one I wanted to say biggrin.gif

ეს ბაღნებო თურქული არ გეგონოთ, ინგლისურია laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 7 2009, 01:32 PM

იმედია კეთილხმოვანება გაიგეთ.

გადავიდეთ ბრუნვებზე.

თურქულ ენას აქვს 6 ბრუნვა: სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალობითი, ადგილობითი და გამოსვლითი.

სახელობითი - ქვემდებარის ან ზოგადი შინაარსის პირდაპირი დამატების ბრუნვა

ნათესაობითი - კუთვნილების ბრუნვა

მიცემითი - ირიბი დამატების ან მიმართულების გამომხატველი ბრუნვა

ბრალობითი - კონკრეტული შინაარსის პირდაპირი დამატების ბრუნვა

ადგილობითი - მსგავსია ქართული "-ში" ან ზოგ შემთხვევაში "-ზე" თანდებულებისა, შესაძლებელია გამოიყენებოდეს კუთვნილების გამოსახატადაც (ამას შემდგომ აგიხსნით)

გამოსვლითი - მსგავსია ქართული "-გან" და "-დან" თანდებულებისა

ბრუნვის ნიშნები:

თანხმოვანფუძიანი სიტყვებისთვის:


სახელობითი -
ნათესაობითი -ın, -in, -un, -ün*
მიცემითი -a, -e**
ბრალობითი -ı, -i, -u, -ü*
ადგილობითი -da, -de**
გამოსვლითი -dan, -den**

* აქვს ოთხი ფორმა
** აქვს ორი ფორმა

ხმოვანფუძიანი სიტყვებისთვის:

სახელობითი -
ნათესაობითი -nın, -nin, -nun, -nün
მიცემითი -ya, -ye
ბრალობითი -yı, -yi, -yu, -yü
ადგილობითი -da, -de
გამოსვლითი -dan, -den

შენიშვნა:
1. თუ თანხმოვანფუძიანი სიტყვა ბოლოვდება ყრუ თანხმოვანზე (ç, f, h, k, p, s, ş, t) ადგილობითი და გამოსვლითი ბრუნვების ნიშნები გვექნება შესაბამისად -ta, -te და -tan, -ten
2. თანხმოვანფუძიან სიტყვებში ბოლო თანხმოვანი თუ იქნა ç, k, p ან t, ნათესაობით, მიცემით და ბრალობით ბრუნვებში იგი შეიცვლება შესაბამისად c, ğ, b და d-თი.

მაგალითები:
კარადა - dolap

dolap
dolab-ın
dolab-a
dolab-ı
dolap-ta
dolap-tan

პური - ekmek

ekmek
ekmeğ-in
ekmeğ-e
ekmeğ-i
ekmek-te
ekmek-ten

აუზი - havuz

havuz
havuz-un
havuz-a
havuz-u
havuz-da
havuz-dan

ტბა - göl

göl
göl-ün
göl-e
göl-ü
göl-de
göl-den

მრავლობით რიცხვში ყველა სიტყვა იმის გამო, რომ დაბოლოება აქვთ -lar, -ler იბრუნება ისე, როგორც იბრუნება a და e ბოლოხმოვნიანი სიტყვები მხოლობით რიცხვში. ზემომოყვანილი გამონაკლისები აქ არ მოქმედებს

dolaplar
dolaplar-ın
dolaplar-a
dolaplar-ı
dolaplar-da
dolaplar-dan

ekmekler
ekmekler-in
ekmekler-e
ekmekler-i
ekmekler-de
ekmekler-den

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 9 2009, 10:50 AM

ყველაფერი გაიგეთ თუ ვერაფერი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 10 2009, 10:45 AM

ვინმე სწავლობთ?? unsure.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 10 2009, 01:43 PM

კანონისტი

ჩამოვრჩიი sad.gif

დაგეწევით და თუ რამე ვერ გავიგე, გკითხავ, არ მომერიდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Mar 11 2009, 12:08 PM

კანონისტი
შეიძლება ერთი შეკითხვა??? თქვენს სიგნატურაში იმის სხვადასხვა ენებზე თარგმანებია რაც ყველაზე თავში სწერია? და ცოტა ქვემოთ რუსულის შემდგომ სომხური ენაა? დიდი ბოდიში, მაგრამ ეს თუ ესეა, მაშინ ამ უკანასკნელში ყოველივე ქართულ ტექსტში თქმული ცოტა სხვანაირად გამოითქმის და კერძოდ: პირველად იყო ფული, და ფული იყო სომეხთან და სომეხი იყო ფული.... გთხოვთ ჩაასწოროთ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 12 2009, 12:43 AM

ხალხო, ვინმემ არ იცით, ინგლისურ-თურქული ელექტრონული ლექსიკონი (ან პროგრამა, ან საიტი), ძალიან მინდა და იქნებ დამეხმაროთ. blink.gif

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Mar 12 2009, 11:33 AM

ციტატა(ბადრი @ Mar 6 2009, 12:50 AM) *

გაგახაროთ ღმერთმა თურქულის შესწავლას ვაპირებდი და სულზე გამოჩნდით smile.gif

[size=2] ჯავახიშვილის II კორპ-ში არის თურქეთის საელჩოს მიერ შექმნილი თურქული ენის კურსები და თუ გინდა იარე უფასოა ოღონდ თურქეთის საელჩოში უნდა დარეგისტრირდე პირადობის მოწმობა და 1 ფოტოსურათი უნდა

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Mar 12 2009, 11:53 AM

ციტატა(კანონისტი @ Mar 10 2009, 11:45 AM) *

ვინმე სწავლობთ?? unsure.gif

კი მეე

ციტატა(Ismail @ Mar 12 2009, 01:43 AM) *

ხალხო, ვინმემ არ იცით, ინგლისურ-თურქული ელექტრონული ლექსიკონი (ან პროგრამა, ან საიტი), ძალიან მინდა და იქნებ დამეხმაროთ. blink.gif

www.livemocha.com aq naxe
www.seslisozluk.com
mobile.crack.ge am gverdebze naxe mand iqneba

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 12 2009, 12:24 PM

www.seslisozluk.com-ზე ჩავწერე მაგალითისთვის სიტყვა father და აი ამდენი სიტყვა ამომიგდო:


father yapmak (çocuk) (fiil) tr

*

father baba en

*

father ata en

*

father babacığım en

*

father babası olmak en

*

father icat etmek en

*

father kurucu en

*

father moruk en

*

father papaz en

*

father peder en

*

father pir en

*

father yaratmak en

*

father yaratıcı en

*

father yüklemek en

*

father vücuda getirmek en

*

father oğul olarak benimsemek en

*

father üzerine atmak (fiil) tr

*

father baba ol (fiil) tr

*

father cet tr

*

father Tanr tr

*

father Cenabı Hak tr

*

father babalık yapmak tr

*

father büyükler tr

*

father the tr

*

father father confessor günah çıkaran papaz tr

*

father fatherinlaw kayınpeder tr

*

father Holy Father Papa tr

*

father father of lies şeytan tr

*

father ihtiyarlar tr

*

father icat eden kimse tr

*

father soy tr

*

father bani tr

*

Father Tanrı en

*

Father Allah en

*

Father Peder (papazlara verilen unvan) (isim) tr

*

fatherless babasız en

*

fatherless yetim en

*

fatherless öksüz en

*

fatherly baba gibi en

*

fatherly babacan en

*

fatherly babaya ait en

*

fatherly pederane en

*

fatherless babasiz

არავინ იცით ისეთი იტერნეტ-ლექსიკონი, ან სათარგმნი პროგრამა, სადაც ინგლისურ სიტყვას თურქულში 60 შესაფერისი არ აქვს და სადაც ნორმალურად ითარგმნება? huh.gif huh.gif huh.gif huh.gif უკვე დავკარგე ასეთი რამის პოვნის იმედი. ლივემოჩაზე მარტო სწავლებაა. იქ ლექსიკონი არაა... იქნებ დაემეხმაროთ... sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 12 2009, 01:09 PM

Ismail

ციტატა
არავინ იცით ისეთი იტერნეტ-ლექსიკონი, ან სათარგმნი პროგრამა, სადაც ინგლისურ სიტყვას თურქულში 60 შესაფერისი არ აქვს და სადაც ნორმალურად ითარგმნება? უკვე დავკარგე ასეთი რამის პოვნის იმედი. ლივემოჩაზე მარტო სწავლებაა. იქ ლექსიკონი არაა... იქნებ დაემეხმაროთ...

http://translator.imtranslator.net/

უმაგრესია. თან ბევრი ენაა. თარგმანი ყველაზე მიახლოებულია ზუსტთან, მე რაც მინახავს.


პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 13 2009, 02:39 AM

კანონისტი
ებიჭო! სად იყავი აქამდე?! biggrin.gif biggrin.gif


ბიჭო გალისიურიდან ესტონურზე შეგიძლია თარგმნო დაჟე!!! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Mar 13 2009, 03:01 AM

კანონისტი

ციტატა
ვინმე სწავლობთ??

მე ვიხსენებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Mar 13 2009, 01:01 PM

ციტატა
ვინმე სწავლობთ??

მე წავიკიტხავ საღამოს. yes.gif
მადლობთ ეს თემა რომ გახსენით.. უბრალოდ პრაქტიკულადაც მინდა,

თუ გაქვთ ინფორმაცია თურქული ენის გაძლიერებული კურსები სად არის და პირობები (საელჩო არ მინდა)
მადლობთ წინასწარ


პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Mar 13 2009, 02:52 PM

ბატომო მასწ. შეგიძლიათ ახლანდელი დროის ბრუნებაა თუ უღლება აგვიხსნათ? მაგ. მე მოვდივარ რო არის bu gelyorum იმედია სწორად დავწერე. და კიდევ იქნება მასწავლო წიგნი სად ვიშოვო თურქულის გრამატიკის? ოღონდ ქართულ ენაზე. გმადლობთ წინასწარ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2009, 03:05 PM

maikoo-84

ციტატა
ახლანდელი დროის ბრუნებაა თუ უღლება აგვიხსნათ? მაგ. მე მოვდივარ რო არის bu gelyorum იმედია სწორად დავწერე.

ეგ უღლებაა და არა ბრუნება.

უღლებას მოგვიანებით აგიხსნით.

არასწორად დაწერე. ასე უნდა: ben geliyorum

2kiss.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 25 2009, 01:35 AM

Ne yapıyorsunuz? Dato, kardeşim, oğretmeki vazgeçtin mi? ohmy.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 2 2009, 07:35 PM

რას ნიშნავს თურქულში ევედ, თუ ევეტ... ბატონო-ს? თU კარგი-ს? ტელეფონზე რომ ლაპარაკობენ, ამ სიტყვას ხშირ ხშირად იმეორებენ... ან რო დაუძახებენ და ამას პასუხობენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Apr 3 2009, 05:16 PM

ევეტ-ნიშნავს კის...მე ასე ვიცი და შეიძლება კიდე ქონდეს რამე მნიშვნელობა

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Apr 8 2009, 04:55 PM

ციტატა(zedela @ Apr 3 2009, 06:16 PM) *

ევეტ-ნიშნავს კის...მე ასე ვიცი და შეიძლება კიდე ქონდეს რამე მნიშვნელობა


სხვა მიშვნელობა არა აქვს კის ნიშნავს და დიახსაც

პოსტის ავტორი: Bivrili თარიღი: Apr 29 2009, 07:27 PM

smile.gif

ძალიან კარგი თემაა
მეც დავიწყე თურქულის შესწავლა, მაგრამ მხოლოდ სიტყვები დავისწავლე, გრამატიკულად მინდა სწორად ვილაპარაკო, გადმოვწერე თეორია მაგრამ არც წამიკითხავს
ალბათ აქ ახსნილის მერე უფრო გამიადვილდება გაგება...
ცოტა მივიწყებულია თემა და იქნებ გამოაცოცხლოთ რა ...

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Apr 30 2009, 02:18 PM

ციტატა(Bivrili @ Apr 29 2009, 07:27 PM) *

ცოტა მივიწყებულია თემა

ხო, ჩვენი თურქულის "სპეცი" მოუცლელობას უჩივის და... biggrin.gif

Onda işleri. tongue.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 1 2009, 10:55 PM

Ismail
თან თარგმანის მიუწერე ხოლმეbiggrin.gif ნუ გვტანჯავ რაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Bivrili თარიღი: May 6 2009, 01:44 PM

zedela

მუშაობსო
smile.gif




Ben Türkçe dil çalışma istiyor, ama çok zordur.


user.gif

რა უცნაურად თარგმნის ეს საიტი...
თურქულიდან ინგლისურად რომ მინდა გადავთარგმნო თავისივე ნათარგმნი სხვა რამეს წერს

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 6 2009, 02:14 PM

ციტატა
Onda

ეს სიტყვა 'მაგრამ'-ს ხომ არ ნიშნავს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 6 2009, 02:31 PM

staywhite
არა.

მასთან – ასეა ზუსტი თარგმანი.

პ.ს. განვაახლოთ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 6 2009, 02:41 PM

კანონისტი

ციტატა
არა.

მასთან – ასეა ზუსტი თარგმანი.

ხო, შემეშალა, 'მაგრამ კი არა ''მაშინ' უნდა დამეწერა. მოკლედ, სერბული ენა სავსეა თურქული სიტყვებით sad.gif

პ.ს. დავით , იაზუღოლსუნ შერცხვენას ნიშნავს? smile.gif მახსოვს ამ კონტქსტში ხმარობდნენ ჩვენთან მოხუცები:-> შეგრცხვეს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 8 2009, 11:47 AM

უღლებაზე გადავდივართ დღეს.

ახლანდელი დროის უღლებაზე.

დავიწყოთ?

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: May 8 2009, 02:31 PM

sad.gif მოიცათ რა. ეხლა აღმოვაჩინე ეგ განყოფილება და კარგად წავიკითხო...

ხმოვნების შეთანხმების წესი - ვერ გავიგე sad.gif იცი რა გამიხარდება ამის გასაგებად? აი თუ არის ანალოგი ან ქარტულში. ან ინგლისურში თუ არ არის და იქნებ მთლიანი წინადადება დაწერო და არა ცალკეული ისტყვა, იქნება და კონტექსტიტ მივხვდე საერტოდაც რა საჭიროა ეგ ხმოვნების შეთანხმების წესი.
მადლობა


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 8 2009, 03:01 PM

Irma
რა საჭიროა, ეგ იგივე მრავლობითის ან ბრუნების მაგალითის დროს დავწერე. ანუ, კიდევ რომ გავიმეოროთ, თურქულში სუფიქსების დართვა დამოკიდებულია ამ სუფიქსის ხმოვანსა და სიტყვის ფუძის ბოლო ხმოვნის შეხამებაზე, ცხრილის მიხედვით.

ჩვენთვის ცნობილ ენებში ამის ანალოგი არ არსებობს.

პოსტის ავტორი: Anuki... თარიღი: Nov 30 2010, 10:21 PM

გამარჯობა! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ! თუ თურქული ენა იცით, შეგიძლიათ რომ შემდეგი ტექსტი გადამითარგმნოთ? sad.gif "Sen gibi olamam canını yakamam Bizde vefa babadan vasiyet Sevdim kabul ama uğruna Can verecek kadar degil Sen git şimdi kendin gibi Bir HAYIRSIZIN önünde eğil." თუ არ შეგიძლიათ ძალიან გთხოვთ მიმითითოთ რომელიმე საიტი სადაც გადათარგმნას შევძლებ rolleyes.gif წინასწარ გიხდით მადლობას!

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Dec 2 2010, 10:20 PM

ციტატა(Anuki... @ Nov 30 2010, 10:21 PM) *

"Sen gibi olamam canını yakamam Bizde vefa babadan vasiyet Sevdim kabul ama uğruna Can verecek kadar degil Sen git şimdi kendin gibi Bir HAYIRSIZIN önünde eğil."

შენსავით ვერ ვიქნები, გულს ვერ გატკენ, მამაპაპათაგან ერთგულება მისწავლიაო, : P მიყარხარ, მაგრამ არა ამის გამო სულის დათმობამდე, წადი შენ ეხლა და შენსავით ვინმე არაერთგულთან იყავი , დაახლოებით ესეა..

თურქულიდან სომხურად გადმოვთარგმნე : PP

ეს სიტყვები სიმღერიდანაა დაე დაიწვას სამყარო თუ რაღაც მაგდაგვარი http://sarkisozu.videoklipx.com/ozan-yansin-dunya/

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 2 2010, 11:30 PM

თამამ ... იახში...

ქაჩბარა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 2 2010, 11:47 PM

ციტატა
შენსავით ვერ ვიქნები, გულს ვერ გატკენ, მამაპაპათაგან ერთგულება მისწავლიაო, : P მიყარხარ, მაგრამ არა ამის გამო სულის დათმობამდე, წადი შენ ეხლა და შენსავით ვინმე არაერთგულთან იყავი , დაახლოებით ესეა..

პორკე cray.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 10 2010, 04:35 PM

ციტატა(ikanosi @ Dec 3 2010, 12:47 AM) *

პორკე cray.gif

ნოსე ისპანიოლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2010, 04:54 PM

გუდაგუდა
Han comenzado su español biggrin.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 11 2010, 01:40 AM

ციტატა(ikanosi @ Dec 10 2010, 05:54 PM) *

გუდაგუდა
Han comenzado su español biggrin.gif

yo hablo poco español biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
me gusta georgia wub.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 11 2010, 10:50 AM

ციტატა
yo hablo poco español
me gusta georgia

Dónde aprender español?

კარგი, ახლა მომტყდა ენა biggrin.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 12 2010, 01:08 AM

ციტატა(ikanosi @ Dec 11 2010, 11:50 AM) *

Dónde aprender español?

კარგი, ახლა მომტყდა ენა biggrin.gif

soy una chica buena biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 12 2010, 11:40 AM

გუდაგუდა
მეც ვიცი ტრანსლატეს ხმარება biggrin.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 12 2010, 02:14 PM

ციტატა(ikanosi @ Dec 12 2010, 12:40 PM) *

გუდაგუდა
მეც ვიცი ტრანსლატეს ხმარება biggrin.gif

კარგია გამოგადგება biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 12 2010, 04:49 PM

გუდაგუდა

ციტატა
კარგია გამოგადგება

შენ უკვე იყენებ ვატყობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 13 2010, 01:08 AM

ციტატა(ikanosi @ Dec 12 2010, 05:49 PM) *

გუდაგუდა

შენ უკვე იყენებ ვატყობ biggrin.gif

laugh.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 18 2012, 11:59 AM

ვინმეს ხომ არ გეგულებათ თურქულის მასწავლებელი? ჩემი მეგობრისთვის მინდა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 18 2012, 05:06 PM

სოფი
მასწავლებელკი არა, მაგრამ თურქულის უფასო კურსები არის, მიღება ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირაში, თსუ–ს მეორე კორპუსში smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 22 2012, 02:27 PM

ქევანა

მადლობა ქევან : *

პოსტის ავტორი: MOgeLA თარიღი: May 29 2013, 10:59 PM

საჭიროებამ მოითხოვა და დავიწყე თურქული ენის შესწავლა. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ეს ფოსტი შექმნა. გაიხარეთ. უფრო დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინადადებებსაც დაწერთ თურქულად ნათარგმნს, იმ წინადადებებს რომელიც აქტიურია ცხოვრებაში და ხშირად გვიხდება მათი გამოყენება.

საჭიროებამ მოითხოვა და დავიწყე თურქული ენის შესწავლა. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ეს ფოსტი შექმნა. გაიხარეთ. უფრო დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინადადებებსაც დაწერთ თურქულად ნათარგმნს, იმ წინადადებებს რომელიც აქტიურია ცხოვრებაში და ხშირად გვიხდება მათი გამოყენება.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jul 7 2013, 09:13 PM

ციტატა(MOgeLA @ May 29 2013, 10:59 PM) *

საჭიროებამ მოითხოვა და დავიწყე თურქული ენის შესწავლა. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ეს ფოსტი შექმნა. გაიხარეთ. უფრო დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინადადებებსაც დაწერთ თურქულად ნათარგმნს, იმ წინადადებებს რომელიც აქტიურია ცხოვრებაში და ხშირად გვიხდება მათი გამოყენება.

საჭიროებამ მოითხოვა და დავიწყე თურქული ენის შესწავლა. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ეს ფოსტი შექმნა. გაიხარეთ. უფრო დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინადადებებსაც დაწერთ თურქულად ნათარგმნს, იმ წინადადებებს რომელიც აქტიურია ცხოვრებაში და ხშირად გვიხდება მათი გამოყენება.

ჯავახიშვილშია უფასო კურსები, ცოტა ზევითაც იუნუს ემრეს ცენტრში იქ რიგებია ცოტა
აიეს წიგნი ბევრი საჭირო სიტყვ,ა ძირითადი გრამ წესები, მოკლედ ბევრის მომცემი
http://libroteka.com/knigi/3/kabardin-samouchitel-tureckogo-yazyka-skachat-knigu-besplatno
ეს ყოველდღიური
http://padabum.com/d.php?id=32370

ბევრი მაქვს კიდევ მარტივებიც, როგორი გჭირდება მითხარი დავდებ

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 7 2013, 10:26 PM

ერთი გულე-გულე ვიცი მეტი არაფერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 8 2013, 10:17 AM

ციტატა(qetevano @ Jul 7 2013, 10:26 PM) *

ერთი გულე-გულე ვიცი მეტი არაფერი biggrin.gif

რა ნიშნავს მერე ეგ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 8 2013, 11:08 AM

G_saxva

ციტატა
რა ნიშნავს მერე ეგ?

ნახვამდისო

პოსტის ავტორი: თამთათამთა თარიღი: Apr 9 2014, 11:45 PM

კანონისტი
კანონისტი


იქნებ თურქული გრამატიკაც დაამატოთ

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 30 2014, 12:05 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 6 2009, 10:32 AM) *

KAIROS
რაც ქართულად არის, იმას a075.gif

ქართულად, წესით, იადონი ჰქვია smile.gif

ანუ პოლად ბულბულოღლი მართლაც ბულბული ყოფილა?

პოსტის ავტორი: eleniko30 თარიღი: Jun 25 2014, 12:31 PM

თუ იცით ეხლაც არის უფასოდ კურსები?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)