IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა!
თერალ ი
პოსტი Apr 16 2009, 09:57 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



ციტატა(.ნინო @ Apr 16 2009, 10:48 PM) *

ერთი სული მაქვს როდის გამოვა, შინაგან სამქეთა სამინსტროს საიდუმლო დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი- გილდიას საქმე... ავტორები ირწმუნებიან რომ აჩვენებენ როგორ მოხდა ქართვლების და აფხაზების გადაკიდება ერთმანეთზე და მათი დაშორება...


ნინო
სად ეწერა ეს ინფორმაცია? ძაან დამაინტერესა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Apr 22 2009, 06:06 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



კანონისტი
ციტატა
პიონერთა სახლი - აპიონერცoა რշჳნշ

სოხუმი დაგავიწყდა, თუ მოგერიდა? ეხლა არა თქვა ეგეც მოგონილიაო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 22 2009, 06:13 PM
პოსტი #43


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



bekas
ციტატა
არა თქვა ეგეც მოგონილიაო

აყვა ჰქვია a075.gif

წაკითხვაა მანდ მოგონილი. და კიდევ k-ს ხაზი რომ ჰქონდა, ეგ არ იცოდნენ როგორ იკითხებოდა biggrin.gif და კიდე ის არ იცოდნენ, რომ ky დიგრაფი ერთი ბგერაა, ლაბიალიზებული 'ყ' და წარმოთქმით ჰგავს ქართულ 'ყვ'-ს.

1990-იანი წლების რეფორმების შემდეგ ყველა ლაბიალიზებულ ბგერას ერთი ნიშანი - 'ə' ეწერება.

ანუ იწერებოდა Akya, ახლა იწერება Akəa და შეიცავს სამ ბგერას 'ა'-ს, 'ყვ'-ს და 'ა'-ს

staywhite
ციტატა
რა მაინტერესებს კიდევ : ყველა აფხაზი ერთნაირ აფხაზურს საუბრობს? თუ განსხვავებებია მაინც ქვედიალექტები და რამე?

3 დიალექტია:

- სოხუმური
- აბჟუური
- ბზიფური

ასევე თურქეთისა და სირიის აფხაზთა აფხაზური.

სალიტერატურო არის სოხუმური.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
manri19811
პოსტი May 27 2009, 08:10 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,040



ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM) *

ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!



აფხაზური ეთნოსის წარმომადგენელთა უმრავლესობამ თავიანთი თავი თვითონ ჩაიგდეს ისეთ დღეში რომ ვერაფერი უშველით ალბათ...

აფხაზური ენა კი არა ადიღეურ-აფხაზური...აფხაზთა ენა არი ქართული(მეგრული)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი May 27 2009, 08:19 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM) *

ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.



იმედია თვითონ უფრო მიხედავენ!

ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM) *


ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!


არ თვლიან თავს ქართველებად რა ვქნათ ?! მაგ ლოგიკით ისევ ჯობია აფხაზები ანუ აფსუები ,,დავიბრუნოთ''- ნდობა აღვადგინოთ, მაგრამ გაგვიჭირდება, თუ ამ ეტაპზე შეუძლებელი არ არის.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი May 28 2009, 12:23 AM
პოსტი #46


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ნინო
სად ეწერა ეს ინფორმაცია? ძაან დამაინტერესა


ან პოსტ სკრიპტუმში იყო, ან ჟურნალისტის დღიურში... ზუსტად არ მახსოვს..


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი May 29 2009, 12:15 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2009, 06:13 PM) *

bekas

აყვა ჰქვია a075.gif

წაკითხვაა მანდ მოგონილი. და კიდევ k-ს ხაზი რომ ჰქონდა, ეგ არ იცოდნენ როგორ იკითხებოდა biggrin.gif და კიდე ის არ იცოდნენ, რომ ky დიგრაფი ერთი ბგერაა, ლაბიალიზებული 'ყ' და წარმოთქმით ჰგავს ქართულ 'ყვ'-ს.


ძმურად ეგ ყველაფერი აფხაზებმა თუ იციან biggrin.gif
ხალხო კანონისტს გავუფრთხილდეთ თორემ აფხაზებს დედა ენა დაეკარგებათ tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamaria?
პოსტი May 29 2009, 05:21 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 17-June 08
წევრი № 5,106



ციტატა(.ნინო @ Apr 9 2009, 04:36 PM) *

კი, ჩვენი ბრალიცაა... არა მარტო მათი a075.gif

"ქართველ" ჩინოვნიკებს რომ არ ევაჯკაცათ თავიანთი თანამდებობების შესანარჩუნებლად და სოხუმში და მის სემოგარენსი რომ კომპაქტურად არ ჩაესახლებინათ სომხები, სულ ცოტათი რომ შეეშალათ ხელი ანტიქართული კამპანიისათვის, ეს კონფლიქტი არ დაიწყებოდა....

და კონფლიქტის დაწყების მერეც რომ უამრავი საშინელება არ გვკეთებინა ქართველებს ერთმანეთისთვის გვქონდა ყველაფრის უკეთესად დამთავრების შანსი, მაგრამ ჩვენ ურთიერთმტრობას მოვუნდით...

გეთანხმები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 30 2009, 12:33 PM
პოსტი #49


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არ თვლიან თავს ქართველებად რა ვქნათ ?! მაგ ლოგიკით ისევ ჯობია აფხაზები ანუ აფსუები ,,დავიბრუნოთ''- ნდობა აღვადგინოთ, მაგრამ გაგვიჭირდება, თუ ამ ეტაპზე შეუძლებელი არ არის.

ეჰ, სამწუხაროდ გეთანხმები, ჯერ ფედერაციული აზროვნებაა მისაღწევი, ანუ უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, კაი ბატონო არ გინდა და ნუ გინდა, არ ხარ ქართველი, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად საერთო მიწაზეო...
მერე თუ გვეშველა შეიძლება ნელნელა ეროვნული მუხტის აწევა, რექართველიზაცია, თუმცა ეს 23 საუკუნეში ალბათ sad.gif

მაინც იმედით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი May 31 2009, 12:34 AM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(KAIROS @ May 30 2009, 12:33 PM) *

ეჰ, სამწუხაროდ გეთანხმები, ჯერ ფედერაციული აზროვნებაა მისაღწევი, ანუ უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, კაი ბატონო არ გინდა და ნუ გინდა, არ ხარ ქართველი, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად საერთო მიწაზეო...
მერე თუ გვეშველა შეიძლება ნელნელა ეროვნული მუხტის აწევა, რექართველიზაცია, თუმცა ეს 23 საუკუნეში ალბათ sad.gif

მაინც იმედით;

კაიროსი!


თავისით მაგაზე არასდროს არ წამოვლნენ, მითუმეტეს ახლა, ის კი არა ოსებიც არ არიან წამომსვლელები ფედერაციაზე ნუ იმ მიზერულ ნაწილზე ვწერ ვინც ჯერ კიდევ დარჩა იმ ბედკრულ შიდა ქართლის ლიახვისა და ქსნის ხეობაში. არადა სულ 2 წლის უკან ვიყავი ქსნის ხეობაში და მართლა პატარა სამოთხეა, ვერც კი წარმომედგინა თუ ასეთი ლამაზი იყო.

ასე, რომ პარალელურად სხვა გზებია საძიებელი, ნუ რათქმაუნდა ომს არ ვგულისხმობ ეგ უარესია.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 31 2009, 03:37 AM
პოსტი #51


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პარალელურად სხვა გზებია საძიებელი, ნუ რათქმაუნდა ომს არ ვგულისხმობ ეგ უარესია.

მაინც რას საბლე? ბანაკებით და ფანდარასტებით არაფერი გამოვიდა, ომით ცხვირიც და კისერიც ჩვენ წავიმტვრიეთ კისერი...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salome zhvania
პოსტი Feb 23 2010, 05:59 AM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-February 10
მდებარ.: USA
წევრი № 8,188



ყველას სალამი... ძალიან საინტერესო თემაა... აფხაზური მართლა ძალიან განსხვავდება მეგრულისაგან, ისევე როგორც სვანური და მეგრული, იმიტო რომ, ერთმანეთისგან მოშორებით ყალიბდებოდნენ... რაც შეეხება კულტურას, ჩვენ-მეგრელებს და აფხაზებსაც (და მაინც-ქართველებს, იმიტომ რომ ჭეშმარიტმა აფხაზმა, რომელმაც კარგად იცის თავისი ისტორია, იმასაც კარგად ხვდება, რომ ძმობის და მეგობრობის აღდგენაა საჭირო და რომ ეს ძმა სწორედ ნებისმიერი ქართველია...) უდიდესი და ძალიან საინტერესო კულტურა გვაქ, აუცილებელია, ჩვენ ახალგაზრდებმა კარგად შევისწავლოთ ეს კულტურა, ოღონდ არა ზედაპირულად, არამედ ღრმად...
და ყველანაირად ვეცადოთ ისევ დამოყვრებას... ძალიან დიდი ცოდვა გვაწევს ორივე მხარეს-ძმათა სისხლი, და ამაში ყველანი დამნაშავეები ვართ, იმიტომ რომ, ვიღაცის ნამღერზე ვიცეკვეთ.... კარგად ვიცით ის ვიღაც ვინ იყო... ჰოდა ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თუნდაც მტრის ჯინაზე აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობა, ოღონდ ისე არა პირველივე სირთულის მერე ხელს რო ვიქნევთ ხოლმე... სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს, "რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებიაო"-ნათქვამია... ჩვენც ვეცადოთ პირველ რიგში სითბო და სიყვარული გამოვიჩინოთ, თუ ტკბილად მოუბარი ენა გველს ხვრელიდან ამოიყვანს, დავიჯერო ჭეშმარიტი სიყვარული არ მოგვილბობს გულს??? პატიებაა საჭირო... ორივე მხრიდან.... მერე უფალიც შეგვეწევა და მოევლება ყველაფერს აბა როგორ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2010, 10:41 AM
პოსტი #53


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



salome zhvania
იცი, რომ თქვენი მონათესავე გვარია აფხაზური ზვანბა? smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kokito
პოსტი Jun 16 2010, 09:36 AM
პოსტი #54


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-June 10
წევრი № 8,944



100% გეთანხმებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 16 2010, 11:49 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ისე რუსებმა რომ აღუდგინონ კულტურა არ ჯობია ?? მერე ისწავლიან ჭკუას...

ჩვენ კულტურას ხომ თავს ვევლებით და ახლა აფხაზურის აღდგენაღა დაგვრჩა და ავშენდით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jun 17 2010, 01:03 AM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გადავათვალიერე ეს თემა და გული დამწყდა როგორ გაუცხოვდა ახლანდელი ახალგაზრდობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობისათვის. ვიცი ჩემო კარგებო, რომ აფხაზეთი არ გინახავთ, ბევრმა ისიც არ იცის რომ ისინი ყველაზე ახლობელი ეთნოსია ჩვენთვის. ნამდვილი აფხაზი ახლაც ქართველად თვლის თავს. საქართველოს და აფხაზებსაც ერთმანეთის წინაშე დიდი დანაშაული გვაქვს ჩადენილი. მართალია ეს დანაშაული პროვოცირებული იყო სხვა ძალების მიერ და გათვლილი იყო საქართველოს და აფხაზეთის დასაღუპავად, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ დრო მოარჩენს ამ იარებს და ეს ურთიერთობა აუცილებლად აღდგება.

რაც შეეხება აფხაზური კულტურის აღორძინებას, ამაში ქართველებმა წვლილი აუცილებლად უნდა შევიტანოთ. ფოლკლორით ჩვენ განსაკუთრებით ვგავვართ ერთმანეთს.

ხალხო ვიღაც ზულუსების რეპი ავიტაცოთ და ჩვენი ძმების აფხაზების ფოლკლორი და კულტურა დავივიწყოთ? აფხაზურას და აჩმას ხომ გადაწვდებით სუფრაზე მსუყედ?

რაც მოხდა მოხდა. ახლა ჩვენთან უარესი მდგომარეობაა, ქართველები ორად გახლიჩა ჩვენმა მთავრობამ (პოლიტიკა პასსს.) მეტს აღარ ვიტყვი არაფერს, აქ არ სიამოვნებთ ადამიანის ცხოვრების ნირზე და წესზე საუბარი, რასაც პოლიტიკა ითვალისწინებს. და მერწმუნეთ ამ საკითხში აფხაზეთი არაფერ შუაშია. მიზეზი ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ.

აფხაზეთის ტკივილიანი აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 18 2010, 01:35 AM
პოსტი #57


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



აფხაზებთან დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, საკუთარ თავს ქართველურ ტომად მიიჩნევენ თუ არა, არამედ იმას, რომ ცხოვრობენ კოლხეთის უძველეს მიწა-წყალზე. ეს არის არა აფსუების, არამედ კოლხების მიწა. აფხაზებსა და ქართველებს შორის ბოლომდე ალბათ არასოდეს მოხდება ურთიერთგაგება, რადგან ან ისინი უნდა შეურიგდნენ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, ან ჩვენ უნდა დავთმოთ ის, რომ აფხაზეთი აფსუეთია და არა კოლხეთი (ნუმც იყოფინ!).

P.S. ამასწინათ ინტერნეტში ასეთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი. ყველამ ვიცით, რომ ზამთრის ოლიმპიადას აწყობენ სოჭში. ჰოდა, რუსეთის მთავრობამ იმ ადგილებში, სადაც ოლიმპიური სოფელი უნდა გაშენდეს, მოსახლეობა უნდა აჰყაროს. არადა იქ თურმე ძველმორწმუნეები ("სტაროვერები") ცხოვრობენ. ცხადია ისინი პროტესტს აცხადებენ და არსად მიდიან, მაგრამ საინტერესო ეს როდია, არამედ ის, რომ ადგილი, ტერიტორია, სადაც ეს ოლიმპიური სოფელი უნდა გაშენდეს თურმე "იმერეთის დაბლობად" იწოდება. აი, ძალზედ მოკლე ინფორმაცია ამის შესახებ:

17.07.2010 13:00 : "В Имеретинской низменности в Сочи начались принудительные выселения людей из домов

На месте зданий будут построены олимпийские объекты. Жители спешно вывозят вещи, пытаясь хоть что-то спасти. Тех, кто не успел купить новые дома взамен сносимых, размещают в пансионатах, но места достаются не всем. О том, как происходит выселение
радиостанции "Эхо Москвы" рассказал житель имеретинской низменности Алик Ле.

Имеретинская низина находится в красивом районе у моря, а людям предлагались дома в горных селах и около радаров аэропорта. Жители и дальше намерены отстаивать свои права в судах".

http://www.echo.msk.ru/news/696146-echo.html


ასე, რომ არა მარტო აფხაზებს, არამედ რუსებსაც არ უნდა დავავიწყოთ, რომ აფხაზეთი კი არა, მის იქით, სოჭის ჩათვლით რაც არის, სირიკო ორჯონიკიძის მიერ გაჩუქებული ქართული, ძველკოლხური ტერიტორიაა, რომელსაც დღემდე შემორჩა ქართული ტოპონიმიკა.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dilaadriano
პოსტი Jul 26 2010, 11:53 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 26-July 10
წევრი № 9,199



რაოდენ სამწუხაროა რომ ძველმართლმადიდებელი ასეთი ტონით საუბრობს
მიწას ერთი პატრონი ყავს
როდესაც მოისურვებს მაშინ მიგვაქცევს მიწადვე

როდესაც ვწერთ კოლხური მიწაო
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ
ვიცით კოლხები ვინ არიან?
კოლხები კი არა
საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვართ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Aug 2 2010, 01:01 PM
პოსტი #59


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



dilaadriano
ციტატა
ვიცით კოლხები ვინ არიან?

მე ვარ smile.gif

-------------------------------------------------------------------------------------
აფხაზების "კულტურას" რაც შეეხება, ეგ ჯერ არ არსებობს, ახლა ცდილობენ მაგის შექმნის დაწყებას. აი ფოლკლორი და ენა კი მართლა მაგარი აქვთ a075.gif


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 3 2010, 04:09 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(ჯეგე @ Aug 2 2010, 02:01 PM) *

dilaadriano

მე ვარ smile.gif

-------------------------------------------------------------------------------------
აფხაზების "კულტურას" რაც შეეხება, ეგ ჯერ არ არსებობს, ახლა ცდილობენ მაგის შექმნის დაწყებას. აი ფოლკლორი და ენა კი მართლა მაგარი აქვთ a075.gif


გეორგიანელია კიდევ კოლხი, ერთი აქაური ფორუმელი

ისე რავა ხარ ჯეგე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი