IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საპატრიარქოს დაარსების კანონიკური უფლებები, ქართულ ეკლესიაში მიღებული თვალსაზრისი
marine
პოსტი Dec 7 2007, 04:32 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საუკუნეთა მანძილზე ქართულ ეკლესიაში გაბატონებული იყო თეორია, რომლის თანახმადაც ქართულმა ეკლესიამ საპატრიარქო ეკლესიად წოდების ღირსება მიიღო VII საუკუნეში, 681 წელს ჩატარებულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.

„ქართლის ცხოვრება“ წერს - „... იქმნა კრება მეექვსე, 170 (რ ~ ო) წმიდათა მამათა კონსტანტინოპოლის შინა, მეათასამმეტესა წელს პოღონატი კონსტანტინეს მეფობისას, რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინამძღუარ იყვნეს თეოდორე და გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ ჰრომთა პაპისანი და გიორგი კონსტანტინეპოლელი, თეოფანე ანტიოქელი. ამას კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი საპატრიარქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა...“მისთჳს მიგჳთვლია საქართველოს ეკლესიანი, მას ჰმონებდენ და მის ჴელ ქუეშე იყვნენ, და სჯულსა მისსა ერჩდენ, და მისგან იმწყსებოდენ. მიგჳცემია ჴელმწიფება შეკვრისა და განჴსნისა: -ხოლო პირველითგან ანტიოქიის კრების მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრების მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად... ხოლო უკეთუ ვინმე იკადროს კათალიკოსისა წინააღდგომა, მთავარეპისკოპოსმან გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი, ანუ მთავარეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, - განიკუეთენ. ხოლო ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა.“

ეს ცნობა, ერთი „მარტვილური ხელნაწერისა“ თანახმად, მოთავსებული ყოფილა კონსტანტინოპოლურ „ტაქტიკონში“. „ქართლის ცხოვრების“ ზემოთ მოყვანილ ცნობაში ნათქვამია, რომ VI მსოფლიო კრებამ მხედველობაში მიიღო მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ქართული ეკლესია „.. პირველითგან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებული იყო...“ ამის შესახებ დაცულია უფრო სრულფასოვანი და ამომწურავი ცნობა „ქართლის ცხოვრებაში“ - ანტიოქიის საეკლესიო კრებამო, წერს ის, აღიარა ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალია, ამიტომაციო, წერია იქ - „ამიერთგან განთავისუფლდა, რამეთუ კათალიკოზი ქართლისა ჴელქვეით არა არს პატრიაქთა და არა იკურთხვიან პატრიარქთაგან, არამედ თჳსისა სამწყსოსა მიტროპოლიტთა და მთავარეპისკოპოზთა და ეფისკოპოსზთაგან იკურთხვიან, რამეთუ თავისუფალი არს და მოციქულთა მაგიერი და მოციქულთა ტახტსა ზედა მჯდომი და პატრიაქი, თავი ყოველთა ეკლესიათა, წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი ცხოველი, და აქვს უაღრესობა და ხელმწიფება კათალიკოზსა ყოველთა ზედა, და მის მიერვე მიეცემის ყოველთა მადლი და კურთხევა შეკვრისა და განჴსნისა და იკურთხეოდენ მეფენი და მთავარნი, მთავარეფისკოპოზნი და მიტრაპოლიტნი, ეპისკოპოზნი და ამას სამწყსო... პონტოს ზღჳდან დარუბანდის ზღვამდე.“

ეს უფლება საპატრიარქო ეკლესიად წოდებისა ქართულ ეკლესიას მიუღია VII საუკუნის 30-40-იან წლებში ანტიოქიის საპატრიარქო კრების მიერ, ხოლო 681 წელს VI მსოფლიო კრებას დაუდასტურებია ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსება.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 27 2008, 12:01 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვ. გოილაძე წერს - „თუ თ. ბალსამონი ქართულ ეკლესიაზე საუბრისას წყაროს არ ასახელებს, სამაგიეროდ, „მარტყვილური ხელნაწერი“ წყაროდ „კონსტანტინეპოლურ ტაქტიკონს“ ასახელებს, რომელშიც უეჭველია ის დოკუმენტი უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც 681 წლის 16 სექტემბერს საიმპერატორო კარს გადაეცა შესანახად.

ამ „ტაქტიკონში“ ნათქვამი ყოფილა, რომ 681 წლის კრების შემდეგ ქართული ეკლესია ითვლება სამამამთავრო ეკლესიად ანუ საპატრიარქო ეკლესიად, რომ ის სრულებით თავისუფალია და არც ერთ პატრიარქს არ ექვემდებარება - „რამეთუ აღარავისაგან ხელ ქვეშ არს, არამედ თავისუფალ არს“, იგივე ცნობას იმეორებს ბერძენი კანონისტი მათეოს ბლასტარი - კერძოდ, რომ „... იბერიის ეკლესია არც ერთ პატრიარქს არ ექვემდებარება, რომ იბერიელთა ეკლესიის მღვდელმთავრები ჩვეულებრივ ხელთ ისხმებოდნენ საკუთარ ეპისკოპოსთაგან“ - უეჭველია მათეოს ბლასტარი „კონსტანტინოპოლის ტაქტიკონის“ მსგავსი წყაროდან სარგებლობს. მართალია, ბლასტარი ქართულ ეკლესიასთან კავშირში არ ახსენებს VI მსოფლიო კრებას, რადგანაც ის ავტოკეფალიის შესახებ საუბრობს და არა საპატრიარქო ღირსების შესახებ, ავტოკეფალია კი, მისი აზრით, ქართულ ეკლესიას ანტიოქიის კრებისაგან მიუღია, ცხადია, ამ დრომდე ადრე.

იუსტინიანე II რინოტმატის მეფობის დროს, 692 წელს, კონსტანტინოპოლის ტრულის დარბაზში კვლავ შესდგა საეკლესიო კრება. II, III, IV მსოფლიო კრებათა და ადგილობრივი კრებების კანონები, ზოგიც ახალი დაუმატია და ისინი ერთიანი სახით გამოსცა. თუმცა ამ კანონებში წინა კრებების ზოგი კანონი და დადგენილება არ იქნა შეტანილი. ასეთები, თეოდორე ბალსამონის სიტყვით, მის დროს ე. ი. XII საუკუნეში ჯერ კიდევ ბევრი იყო. 692 წლის მეორე კანონისადმი დართულ კომენტარში იგი წერს, რომ ასეთი წიგნები მან არაერთხელ ნახა დიდი თანამდებობის მოხელეთა ხელში და აფრთხილებდა მათ, რომ ძველი კანონები არ გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, შემდეგში ასეთი კანონები და დადგენილებები თანდათან ხმარებიდან გამოდიოდა და რადგან ხმარებაში არ იყო, ცხადია, აღარც გადაიწერებოდა. გამორიცხული არაა, ასეთ წიგნებში მოხვედრილიყო VI კრების დადგენილება ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსების შესახებ.

VII საუკუნის 80-იან წლებში ქართველები აქტიურად ებრძოდნენ ბიზანტიის მტრებს.

„686 წ. ქართლის ერისმთავარმა ნერსე I-მა დიდ სომხეთში მდგარი არაბთა სარდალი ბარაბა დაამარცხა და არაბები განდევნა. ამ ხანებში ბიზანტიას ძლიერ ესაჭიროებოდა ქართველთა სამხედრო მხარდაჭერა, ამიტომ VI მსოფლიო კრებაზე ქართული ეკლესიისათვის საპატრიარქო ღირსების მინიჭებას საიმპერატორო კარიც დაუჭერდა მხარს.“

„ქართლის ცხოვრებისა“ და სხვა ცნობით 681 წელს ქართულ ეკლესიას მიენიჭა საპატრიარქო ღირსება. საქართველოს საპატრიარქოში იმ დროს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი პროვინციაც შედიოდა. 720-იან წლებში საქართველოს საპატრიარქო ორად გაიყო - ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებად. X საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანების შემდეგ გაერთიანდა აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები - კვლავ შეიქმნა ერთიანი საქართველოს საპატრიარქო. XI საუკუნეში საქართველოს საპატრირქოს არსებობა უეჭველია.

როგორც აღინიშნა, XI საუკუნეში ქართულმა ეკლესიამ საპატრიარქო ღირსება თვითნებურად კი არ მიიკუთვნა, არამედ მას ჰქონდა კანონიკური საფუძველი საპატრიარქო ეწოდებინა ქართული ეკლესიისათვის - საფუძველი VI მსოფლიო კრების დადგენილება იყო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 04:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი