თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ დაკარგული ქართული ტაძრები

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 27 2012, 10:51 AM

თითქმის მთელ ფორუმს გადავხედე ახლა მაგრამ ვერ ვიპოვე ასეთი თემა. არადა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ქართული ტაძრების ბედი რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს კუთვნილებაში აღარ იმყოფება. მაგალითად ავიღოთ ტაო-კლარჯეთის მონასტრები. ან თუნდაც გავიხსენოთ ქართული კულტურის კერები სხვადასხვა ქვეყნებში. როგორიცაა ჯვრის მონასტერი პალესტინაში, შავი მთა სირიაში, სინას მთა არაბეთის ნახევარკუნძულზე, პეტრიწონის მონასტერი მაკედონიაში და ბოლოს ბიზანტია, სადაც არაერთი ქართული მონასტერი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში ვნახე ტაძარი, რომელიც ადრე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ყოფილა, ქართველებს უმსახურიათ იქ. შემდეგ კი რაც თურქეთმა დაიპყრო საბერძნეთი მათ მფლობელობაში გადასულა ეს ტაძარიც.ახლა ბერძნებმა კი აღადგინეს იქ წირვა-ლოცვა მაგრამ უბრალოდ ღვთისმშობლის ეკლესიადღა მოიხსენიებენ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 9 2013, 12:20 PM

http://www.radikal.ru
– X საუკუნის ქართული კულტურული ძეგლი ოშკი მძიმე მდგომარეობაშია – ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ავრცელებს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად თურქეთში იმყოფებოდა, მან დასძინა, რომ თურქული საზოგადოების ელიტური ნაწილი და ხელისუფლება ძეგლის გადასარჩენად ქართველების მხარში ამოსადგომად მზადყოფნას გამოთქვამენ. (29.04.2010.)
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/o/oshki.html

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 9 2013, 12:41 PM

ისტორიულ ლორე-ტაშირის მიწაზე არსებული ქართული ეკლესიებიც მიამატეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 15 2013, 08:05 PM

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ქალაქ ანკარაში ქართული და თურქული მხარე იმსჯელებს. ქართულ მხარეს ანკარაში კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი წარმოადგენს. იშხანთან დაკავშირებით ის თავის თურქ კოლეგას შეხვდება. მიზანდარი თურქეთში უკვე გაემგზავრა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.

როგორც მარინე მიზანდარი აღნიშნავს, ამ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა იქნება.

იშხნის მონასტერში თურქულმა მხარემ სამუშაოები ქართულ მხარესთან ხელშეკრულების დადებამდე დაიწყო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები არასწორად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ძეგლი ზიანდებოდა. ამის გამო კულტურის სამინისტრომ თურქულ მხარეს სამუშაოების შეჩერება სთხოვა და შუამდგომლობა ამ საკითხში ქართულ საგარეო უწყებას სთხოვა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, სამუშაოების ნაწილი დროებით შეჩერებულია.


ეს კი დღევანდელი ინფორმაცია
თურქული მხარე მზადაა იშხანთან დაკავშირებით ქართული მხარის შენიშვნები გაითვალისწინოს.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარე კვირაში თურქეთში ქართველი ექსპერტები ჩავლენ და იშხანზე მიმდინარე რეაბილიტაციაზე დაკვირვების პროცესში ჩაერთვებიან.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)