IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის ჯოჯოხეთი
სოფი
პოსტი Jun 2 2007, 11:27 PM
პოსტი #61


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



მადლობ...


ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით.

"მიცვალებულები სასმელით არ უნდა მოვიხსენიოთ.მათი მოხსენიება მხოლოდ ლოცვით შეიძლება.ახლობლის გარდაცვალებისას აუცილებელია ტაძარში 40 დღის განმავლობაში ლოცვა.ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა მოეწყოს მისთვის პანაშვიდი,მოიხსენიონ ფსალმუნში,გასცენ მის სახელზე მოწყალება და შესთხოვონ,ვისაც მისცემენ მოწყალებას ილოცოს მიცვალებულისათვის.
მიცვალებულს ხომ არ შეუძლია ილოცოს თავისი სულის გადასარჩენად.ამიტომ ის სასოებით ელის ჩვენს ლოცვას.განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ლოცვები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.როგორც ვიცით,სწორედ ამ პერიოდში გაივლის იგი იმ სამსჯავროს საზვერეებს,სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა.თუ ამ ხნის მანძილზე მასზე ვილოცებთ,ეს დაეხმარება მის სულს,თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს.
წმინდა სერაფიმესათვის ერთ ათონელ ბერს ასეთი ამბავი მოუყოლია: ბერი თურმე ადრე ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწეოდა.ერთხელ მას გამოეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანა.იქ მან ნახა ყველა ის საშინელება,რაც ჯოჯოხეთში ხდებოდა.განსაკუთრებით შეაძრწუნა იმ უზარმაზარი,გავარვარებული ღუმლის ნახვამ,საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა.სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი.იგი მთლიანად დანახშირებული იყო,გარედან შეკრული იყო ჯაჭვებით.ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა.მაშინ ანგელოზმა ჩააცვა მას თეთრი სამოსი და სხეულიც გაბრწყინდა ციური ნათელით,კაცმა ჰკითხა ანგელოზს:
- როგორ მოხდა ამ ადამიანის ფერიცვალება?
ანგელოზმა უთხრა:
- ეს კაცი წელიწადში ორჯერ თუ შემოივლიდა ეკლესიაში,მარხვებსაც ინახავდა,მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა,დილისა და საღამოს ლოცვებს არ კითხულობდა,აღსარებისას ცოდვებს არ ინანიებდა,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის დაშორებული იყო ერთმანეთისაგან.აღსარების დროსაც განიკითხავდა სხვას და ისე მოკვდა ცოდვებიც ვერ მოინანია.როგორც ხედავ,დაიმსახურა ასეთი სასჯელი.მაგრამ მისი ნათესავები,რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან,მისი სიკვდილის შემდეგ ლოცულობდნენ.მასზე გაძლიერებით ყოველთვის მიჰქონდათ სეფისკვერი ლიტურგიის დროს,უხდიდნენ პანაშვიდებს,კითხულობდნენ ფსალმუნებს,გასცემდნენ მოწყალებას და აი,საეკლესიო ლოცვების შემწეობით ღმერთმა გამომგზავნა მისი სულის ჯოჯოხეთისაგან დასახსნელად.შენც ეს ტანჯვა გელის,თუ ასეთ ცხოვრებას გააგრძელებ.
კაცმა იმ დღიდან იწამა ღმერთი და მერე ბერადაც კი აღიკვეცა.ჩვენ,მიწაზე მცხოვრებთ,არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი მაგალითები.სანამ დროა უნდა შევეცადოთ განწმენდას.შესაძლოა ისე მოხდეს,რომ ჩვენთვის უკვე ვეღარავინ შეძლოს ლოცვა.ამიტომ ჩვენვე უნდა ვიხსნათ ჩვენი თავი ჯოჯოხეთისაგან."


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jun 4 2007, 03:26 AM
პოსტი #62


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

მადლობ...
ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით.

"მიცვალებულები სასმელით არ უნდა მოვიხსენიოთ.მათი მოხსენიება მხოლოდ ლოცვით შეიძლება.


ჯერ ერთი საინტერესოა მაგ "მართლმადიდებლურ წიგნს" რა ქვია, მეორეც, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მოვიხსენოთ მიცვალებულები სასმელით? სუფრაზე სასმელით მიცვალებულთა მოხსენიება დიდი ხნის ტრადიციაა და ამაში არაქრისტიანული არაფერია, მით უმეტეს ამას არც პატრიარქი გვიკრძალავს, და მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მიცვალებულთა ხსოვნას....

ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

მიცვალებულს ხომ არ შეუძლია ილოცოს თავისი სულის გადასარჩენად.ამიტომ ის სასოებით ელის ჩვენს ლოცვას.განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ლოცვები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.როგორც ვიცით,სწორედ ამ პერიოდში გაივლის იგი იმ სამსჯავროს საზვერეებს,სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა.თუ ამ ხნის მანძილზე მასზე ვილოცებთ,ეს დაეხმარება მის სულს,თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს.


იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ?

ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

წმინდა სერაფიმესათვის ერთ ათონელ ბერს ასეთი ამბავი მოუყოლია: ბერი თურმე ადრე ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწეოდა.ერთხელ მას გამოეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანა.


რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა biggrin.gif

ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

იქ მან ნახა ყველა ის საშინელება,რაც ჯოჯოხეთში ხდებოდა.განსაკუთრებით შეაძრწუნა იმ უზარმაზარი,გავარვარებული ღუმლის ნახვამ,საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა.სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი.იგი მთლიანად დანახშირებული იყო,გარედან შეკრული იყო ჯაჭვებით.ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა.


როგორც ჩანს ეს ანგელოზი "კეთილია", მაგრამ ეკლესია სად გვასწავლის რომ კეთილი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში სულების გადასარჩენად?

ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა.


ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული?

ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

მაშინ ანგელოზმა ჩააცვა მას თეთრი სამოსი და სხეულიც გაბრწყინდა ციური ნათელით,კაცმა ჰკითხა ანგელოზს:
- როგორ მოხდა ამ ადამიანის ფერიცვალება?
ანგელოზმა უთხრა:
- ეს კაცი წელიწადში ორჯერ თუ შემოივლიდა ეკლესიაში,მარხვებსაც ინახავდა,მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა,დილისა და საღამოს ლოცვებს არ კითხულობდა,აღსარებისას ცოდვებს არ ინანიებდა,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის დაშორებული იყო ერთმანეთისაგან.აღსარების დროსაც განიკითხავდა სხვას და ისე მოკვდა ცოდვებიც ვერ მოინანია.როგორც ხედავ,დაიმსახურა ასეთი სასჯელი.მაგრამ მისი ნათესავები,რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან,მისი სიკვდილის შემდეგ ლოცულობდნენ.მასზე გაძლიერებით ყოველთვის მიჰქონდათ სეფისკვერი ლიტურგიის დროს,უხდიდნენ პანაშვიდებს,კითხულობდნენ ფსალმუნებს,გასცემდნენ მოწყალებას და აი,საეკლესიო ლოცვების შემწეობით ღმერთმა გამომგზავნა მისი სულის ჯოჯოხეთისაგან დასახსნელად.შენც ეს ტანჯვა გელის,თუ ასეთ ცხოვრებას გააგრძელებ.


ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან...

ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 07:27 PM) *

ჩვენ,მიწაზე მცხოვრებთ,არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი მაგალითები.


ჩვენ, მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა დროა დავწვათ და გავანადგუროთ ასეთი ფსევდო სასწაულ-ზღაპრები!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი Jun 4 2007, 10:20 PM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(sofi89 @ Jun 2 2007, 10:27 PM) *

მადლობ...
ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით.


სოფო რა ჰქვია მაგ მართლმადიდებლურ წიგნს არ გვეტყვი? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი Jun 5 2007, 10:52 AM
პოსტი #64


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



კეთილო ხალხო!
დეიდებო და ბიძიებო! biggrin.gif biggrin.gif
აბა ეხლა მითხარით, ჯოჯოხეთი გეოგრაფიული ადგილია თუ სულის მდგომარეობა? smile.gif


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 9 2007, 08:15 PM
პოსტი #65


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ჯერ ერთი საინტერესოა მაგ "მართლმადიდებლურ წიგნს" რა ქვია,
წიგნს ჰქვია "ჩევნთან არს ღმერთი". ისე არამგონია "ფსევდო სასწაულ-ზღაპრებით" გატენილი წიგნი გაეყიდათ ეკლესიის მაღაზიებში...
ციტატა
ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მოვიხსენოთ მიცვალებულები სასმელით? სუფრაზე სასმელით მიცვალებულთა მოხსენიება დიდი ხნის ტრადიციაა და ამაში არაქრისტიანული არაფერია, მით უმეტეს ამას არც პატრიარქი გვიკრძალავს, და მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მიცვალებულთა ხსოვნას....

გუჯა, ამ შემთხვევაში, სხვა მოხსენიება იგულისხმება.მართალი ხარ, მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მათ ხსოვნას,მაგრამ დაფიქრდი,ამით შევეწევით სულებს,თუ ლოცვით?ეს, უბრალოდ, მოხსენიება და პატივისცემაა მათი,მაგრამ ხვედრის შემსუბუქება ლოცვებით რომ ხდება,ეს შენც კარგად უნდა იცოდე.
ციტატა
იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ?

რა თქმა უნდა, ეგ არ ვიცით,ღმერთი ყველგანაა ყოველთვის,არ შემოისაზღვრება არც ადგილით,არც დროით,არც სივრცით,უბრალოდ 40 დღე ჩვენთვისაა დადგენილი,აქედან გამომდინარე, ჩვენ ასე განსაზვღვრავთ და ვამბობთ,რომ 40 დღეში ხდება მათი განსჯა,ამიტომაც ამ პერიოდში ვლოცულობთ გაძლიერებულად.რა იყო გუჯა,გეგონება პირველად გაიგე...
ციტატა
რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა

ეგეთი კარგი "ბოროტი ანგელოზები"რო გვყავდეს, რაღა გვიჭირს laugh.gif
ეს ამბავი დაწვრილებით არ წერია,შეიძლება მას ხილვა ჰქონდა.
ციტატა
ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული?

ყველამ კარგად ვიცით,რომ იმ ქვეყნად მხოლოდ ჩვენი სულებით ვართ,ამიტომ, მგონია, ეს პირობითადაა ნათქვამი,უბრალოდ, ბერმა შეიძლება ამის კარგად გადმოსაცემად თქვა ასე.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 9 2007, 09:22 PM
პოსტი #66


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
როგორც ჩანს ეს ანგელოზი "კეთილია", მაგრამ ეკლესია სად გვასწავლის რომ კეთილი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში სულების გადასარჩენად?

ციტატა
თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან...

ეს შეიძლება პირობითად მოხდა ასე,რადგან როგორც ვიცი,ადამიანის ხვედრის შეცვლა,ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაყვანა, უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 9 2007, 09:41 PM
პოსტი #67


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს შეიძლება პირობითად მოხდა



სოფი შეეშვი ამ ზღაპრების გამართლებას... ამაზე ხომ ვისაუბრეთ ადრე?
ციტატა
ისე არამგონია "ფსევდო სასწაულ-ზღაპრებით" გატენილი წიგნი გაეყიდათ ეკლესიის მაღაზიებში...

იცი რამდენიც გინდა იმდენია, და არ გინდათ ახლა თავიდან დავუბრუნდეთ ათასჯერ ნათქვამს?
ციტატა
მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მათ ხსოვნას,მაგრამ დაფიქრდი,ამით შევეწევით სულებს,თუ ლოცვით?

სოფი89, მაკვირვებ, მათხოვარს რომ დაეხმარები შეეწევა თუ არა მიცვალებულს? სანთელს რომ აანთებ შეეწევა თუ არა მიცვალებულს? მთელი გულით რომ მოსახსენებელს იტყვი თუნდაც სუფრაზე, შეეწევა თუ არა მიცვალებულს? რათქმაუნდა! ახლა ის რომ წირვაზე მოხსენება და შეკვეთილი წირვის ჩატარება დიდი მადლია, ეგ ნათელია, მაგრამ ამის შეპირისპირება სხვაგვარ მოხსენებებზე, უბრალოდ არ ცოდნაა საკითხისა!

მოკლედ, ეს კარგი თოფიქი იყო და ამ ელემენტალური საკითხების კიდევ უფრო გამარტივებით აფუჭებთ, ასე არ შეიძლება, წაიკითხეთ ცოტა მამები, დოგმატიკა...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 10 2007, 07:12 PM
პოსტი #68


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
სოფი შეეშვი ამ ზღაპრების გამართლებას... ამაზე ხომ ვისაუბრეთ ადრე?

ციტატა
და არ გინდათ ახლა თავიდან დავუბრუნდეთ ათასჯერ ნათქვამს?

ok,არც მე მინდა მაგაზე კამათი,ყველას თავისებურად ესმის,სხვადასხვანაირად ფიქრობს,განსჯის,და ახლა არც იმის მტკიცებას,დაჯერებას დაგიწყებთ ზღაპრები არაა-მეთქი,უბრალოდ ყველაფერი "ცრუ" არ იქნება,და საერთოდაც,ვიღაცას თუ რამე არ მოსწონს,ეს იმას არ ნიშნავს,რომ თავის ჭკუაზე ჭრას და კეროს,რომ ასეთი რაღაცეები არ ხდებაო...
ციტატა
სოფი89, მაკვირვებ, მათხოვარს რომ დაეხმარები შეეწევა თუ არა მიცვალებულს? სანთელს რომ აანთებ შეეწევა თუ არა მიცვალებულს? მთელი გულით რომ მოსახსენებელს იტყვი თუნდაც სუფრაზე, შეეწევა თუ არა მიცვალებულს? რათქმაუნდა! ახლა ის რომ წირვაზე მოხსენება და შეკვეთილი წირვის ჩატარება დიდი მადლია, ეგ ნათელია, მაგრამ ამის შეპირისპირება სხვაგვარ მოხსენებებზე, უბრალოდ არ ცოდნაა საკითხისა!

რა ვიცი აბა,მე ასე არ მეგონა.ლოცვებით რომ უფრო შევეწევით გარდაცვალებულებს ეგ კი ვიცი,და სასმელით მოხსენიებას რამდენად დიდი "მნიშვნელობა" ექნება ეგ საკითხავია...
ციტატა
მაგრამ ამის შეპირისპირება სხვაგვარ მოხსენებებზე, უბრალოდ არ ცოდნაა საკითხისა!

მოკლედ, ეს კარგი თოფიქი იყო და ამ ელემენტალური საკითხების კიდევ უფრო გამარტივებით აფუჭებთ, ასე არ შეიძლება, წაიკითხეთ ცოტა მამები, დოგმატიკა...

ისე, არ ცოდნა არ ცოდვაა biggrin.gif და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ;როცა ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ გამორიცხული არაა თითოეული ჩვენგანი ვცდებოდეთ...
ამიტომ,დაე,მომიტევოს უფალმა მე ცოდვილსა და უღირსსა... შემინდეთ თქვენც...

სიყვარულით,

სოფიო! biggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი Jun 10 2007, 08:47 PM
პოსტი #69


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ვისაც გგონიათ რომ ერკვევით ამ საკითხში რატომ არ მპასუხობთ?
ციტატა
ჯოჯოხეთი გეოგრაფიული ადგილია თუ სულის მდგომარეობა?



--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 10 2007, 09:00 PM
პოსტი #70


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჯოჯოხეთი გეოგრაფიული ადგილია თუ სულის მდგომარეობა?

ხუმრობდი მეგონა, ამაზე ჩვენ ადრე დავწერეთ, რათქმაუნდა ჯოჯოხეთია შემოსაზღვრულია, მაგრამ ის მაინც განიხილება, როგორც სულიერი მდგომარეობა.

სოფო კი ისევ ჯიუტობს,
მე სოფო ღვთისმეტყველებაზე გესაუბრები და არა იმაზე, როგორ მესმის მე ან ვახტანგის, ასე რომ თეოლოგიაზე ამის თქმა,
ციტატა
ყველას თავისებურად ესმის,
, მარტივად რომ გითხრა შეცდომაა,
ციტატა
ვიღაცას თუ რამე არ მოსწონს,ეს იმას არ ნიშნავს,რომ თავის ჭკუაზე ჭრას და კეროს,რომ ასეთი რაღაცეები არ ხდებაო...
, ეს ვერ გავიგე, ამ ვიღაცაში მაშინ ღვთისმეტყველი მამები უნდა იგულისხმო, იმიტომ აქ რასაც გწერ, არაა ჩემი აზრები არამედ ეს არის თეოლოგია, არა ზღაპრები!

ციტატა
სასმელით მოხსენიებას რამდენად დიდი "მნიშვნელობა" ექნება ეგ საკითხავია...


მაპატიე, მაგრამ სვანი იქნები შენ biggrin.gif ხომ დაგიწერე ნათლად, რომ რათქმაუნდა წირვაზე მოხსენება აღემატება ჭიქით მოხსენებას, მაგრამ არ მოხსენებას ჭიქით მოხსენება ათასჯერ სჯობია! ოდნავ მაინც თუ გამიგე? smile.gif

ციტატა
მათხოვარს რომ დაეხმარები შეეწევა თუ არა მიცვალებულს? სანთელს რომ აანთებ შეეწევა თუ არა მიცვალებულს? მთელი გულით რომ მოსახსენებელს იტყვი თუნდაც სუფრაზე, შეეწევა თუ არა მიცვალებულს? რათქმაუნდა! ახლა ის რომ წირვაზე მოხსენება და შეკვეთილი წირვის ჩატარება დიდი მადლია, ეგ ნათელია, მაგრამ ამის შეპირისპირება სხვაგვარ მოხსენებებზე, უბრალოდ არ ცოდნაა საკითხისა!


ციტატა
როცა ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ გამორიცხული არაა თითოეული ჩვენგანი ვცდებოდეთ

რათქმაუნდა, მაგრამ ახლა ისეთ ელემენტალურ რაღაცეებზე მეკამათები, რომ როგორ ვთქვა და სემინარიის I კურსზე ვისწავლე ეგ და იმის მერე 14 წელი გავიდა და თუ მაინც არ მიჯერებ, მაშინ რა გიყო smile.gif

იხარე,

კაიროსი!

P.S.

"ღვთისმეტყველებაში" რავა ყველგან მე უნდა ვკამათობდე biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 10 2007, 10:43 PM
პოსტი #71


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ჯოჯოხეთის მდებარეობაზე ერთერთ ავტორიტეტულ პროტესტანტულ საიტზე არის სტატია, რომლის ავტორმაც ჯოჯოხეთის ადგილი დაადგინა. მოკლედ კარგად გავერთე, რომ წავიკითხე.

ესეც ლინკი:

http://www.av1611.org/hell_place.html

ისე მე ვიცი ერთი ადგილი, საიდანაც როგორც ამბობენ ჯოჯოხეთში ჩასვლა შეგიძლია wink.gif . იმ პროტესტანტებს, რომ ვეკუთვნოდე ვისაც ჯოჯოხეთის მატერიალურობის სჯერა აუცილებლად წავიდოდა. ერთი ეგაა, რომ იქიდან ცოცხალი ვერავინ დაბრუნდა blink.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 10 2007, 10:58 PM
პოსტი #72


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ისე მე ვიცი ერთი ადგილი, საიდანაც როგორც ამბობენ ჯოჯოხეთში ჩასვლა შეგიძლია


biggrin.gif მაგარია biggrin.gif

გაგვიმხილე ერთი smile.gif

აქ კი ვჭუკჭუკობთ, სხვაგან მიდის ხმლების ფრიალი biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 11 2007, 12:05 AM
პოსტი #73


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(KAIROS @ Jun 10 2007, 10:58 PM) *

biggrin.gif მაგარია biggrin.gif

გაგვიმხილე ერთი smile.gif

აქ კი ვჭუკჭუკობთ, სხვაგან მიდის ხმლების ფრიალი biggrin.gif


გაგიმხელთ მაგრამ იმ პირობით თუ არ წახვალთ biggrin.gif

მოკლედ ციმბირში (იაკუტიაში) არის ესეთი ადგილი, რომელსაც სიკვდილის ველს ეძახიან (ანუ ჩემი ველი biggrin.gif ). თუ უშვალოდ იმ ველის მიდამოებში იტრიალებთ ან კბილები გაგცვივდებათ ან გამელოტდებით და შეიძლება თვით სიკვდილმაც (ეგ სხვა სიკვდილია - მე არ ვარ biggrin.gif ) კი მოგაკითხოთ. ხოლო იქ არსებულ ჩასასვლელში, რომელიც ჯოჯეხეთში ჩადის wink.gif თუ ჩახვედალთ სიკვდილი გარანტირებული გაქვთ. რაღაც მასალები მქონდა ამ ველზე მაგრამ რაც პარაფსიქოლოგიის და მსგავსი მისტიკური ამბებისადმი ინტერესი გამინელდა მსგავსი მასალებიც გაუჩინარდა ჩემი ვირტუალური მეხსირებიდან მაგრამ თუ ვიპოვე მოგაწვდით smile.gif

მოკლედ თუ ვინმე ექსპედიციის დაგეგმვას დააპირებს ჯერ გაითვალისწინოს ჩემი რჩევები wink.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 11 2007, 12:02 PM
პოსტი #74


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
იქ არსებულ ჩასასვლელში, რომელიც ჯოჯეხეთში ჩადის

ეჰეჰე,საღოლ!
ესეც ციმბირული "ბაბუშკინას სკაზკები" biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 11 2007, 02:30 PM
პოსტი #75


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
მაპატიე, მაგრამ სვანი იქნები შენ ხომ დაგიწერე ნათლად, რომ რათქმაუნდა წირვაზე მოხსენება აღემატება ჭიქით მოხსენებას, მაგრამ არ მოხსენებას ჭიქით მოხსენება ათასჯერ სჯობია! ოდნავ მაინც თუ გამიგე?

შეგეშალა,სვანი არ ვარ tongue.gif და ოდნავადაც გაგიგე laugh.gif მაგიტომაც ძაან გარკვევით დავწერე " მე ასე არ მეგონა-მეთქი"...
ციტატა
ციტატა
მათხოვარს რომ დაეხმარები შეეწევა თუ არა მიცვალებულს? სანთელს რომ აანთებ შეეწევა თუ არა მიცვალებულს? მთელი გულით რომ მოსახსენებელს იტყვი თუნდაც სუფრაზე, შეეწევა თუ არა მიცვალებულს? რათქმაუნდა! ახლა ის რომ წირვაზე მოხსენება და შეკვეთილი წირვის ჩატარება დიდი მადლია, ეგ ნათელია, მაგრამ ამის შეპირისპირება სხვაგვარ მოხსენებებზე, უბრალოდ არ ცოდნაა საკითხისა!



ციტატა
როცა ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ გამორიცხული არაა თითოეული ჩვენგანი ვცდებოდეთ

რათქმაუნდა, მაგრამ ახლა ისეთ ელემენტალურ რაღაცეებზე მეკამათები, რომ როგორ ვთქვა და სემინარიის I კურსზე ვისწავლე ეგ და იმის მერე 14 წელი გავიდა და თუ მაინც არ მიჯერებ, მაშინ რა გიყო

ხო მაგრამ,მე ეგ მაგაზე არ დამიწერია რა ციტატაც შენ მოიყვანე ჩემი დაპოსტილიდან.
ციტატა
P.S.

"ღვთისმეტყველებაში" რავა ყველგან მე უნდა ვკამათობდე

ხო ლა ვიცი აბა,რას გვერჩი ხოლმეეე? laugh.gif laugh.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jun 11 2007, 05:10 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ჩემი აზრით ჯოჯოხეთი აბსოლიტური მარტოობაა, მდგომარეობა როცა არავინ არ გიყვარს და შენ თავში ჩაკეტილი ვეღარავის აღიქვავ...

ჯოჯოხეთში ძალით არავის არ ყრიან, მას თვითონ ირჩევენ ადამიანები, ამიტომაც არის შესაძლებელი რომ ის მარადიული იყოს... თუმცა მარადიულობაც ძალიან პირობითი ცნებაა როცა სულიერ სამყაროზე ვსაუბრობთ...

ჯოჯოხეთიდან უკან მობრუნება ძნელია იმდენად რამდენადაც სხეული აღარ აქვს სულს და ნებაყოფლობითი ღვაწლის გაწევაც არ შეუძლია, თუმცა მგონია რომ ეს მაინც შესაძლებელია...

მე ჯოჯოხეთი უკანასკნელი წამალი უფრო მგონია ვიდრე სამუდამო სატუსაღო, თუმცა ვიმეორებ ვინაიდან მას ნებაყოფლობით ირჩევენ ადამიანები ის შესაძლოა მარადიულიც იყოს...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 12 2007, 07:09 PM
პოსტი #77


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(KAIROS @ Jun 11 2007, 12:02 PM) *

ეჰეჰე,საღოლ!
ესეც ციმბირული "ბაბუშკინას სკაზკები" biggrin.gif


biggrin.gif
შეიძლება ამ ბაბუშკებმა ზოგიერთი მატერიალისტური აზროვნების ადამიანი დააბოლონ კიდეც smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jun 15 2007, 01:46 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ჯოჯოხეთი მარადიულია მას შემდეგ, რაც იქნება საყოველთაო განკითხვა და ყველა დამკვიდრდება თავის მიერ ამქვეყნიურ ცხოვრებაში აჩეულ ადგილზე- სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. მაგრამ ,მანამდე, არსებობს მიცვალებულთათვის ლოცვები, წირვალოცვაზე მათი მოხსენება,მოწყალების გაცემა და სხვა, რომლებსაც ამოყავთ სული წყვდიადიდან. მაგრამ ეს ყველას არ ეხება ანუ თუ ადამიანი ისე წავიდა, რომ სიკვდილის სარეცელზეც ღმერთს გმობდა მას არაფერი უშველის .ან კიდევ ისეთი კატეგორია ხალხისა, რომელნიც მგავსნი არიან სახარებისეული მდიდრისა( იგავი მდიდრისა და ლაზარესი).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 15 2007, 04:44 PM
პოსტი #79


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



agmsarebeli
ციტატა
ჯოჯოხეთი მარადიულია მას შემდეგ, რაც იქნება საყოველთაო განკითხვა და ყველა დამკვიდრდება თავის მიერ ამქვეყნიურ ცხოვრებაში აჩეულ ადგილზე- სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. მაგრამ ,მანამდე, არსებობს მიცვალებულთათვის ლოცვები, წირვალოცვაზე მათი მოხსენება,მოწყალების გაცემა და სხვა, რომლებსაც ამოყავთ სული წყვდიადიდან. მაგრამ ეს ყველას არ ეხება ანუ თუ ადამიანი ისე წავიდა, რომ სიკვდილის სარეცელზეც ღმერთს გმობდა მას არაფერი უშველის .ან კიდევ ისეთი კატეგორია ხალხისა, რომელნიც მგავსნი არიან სახარებისეული მდიდრისა( იგავი მდიდრისა და ლაზარესი).

განსაწმედელს ქადაგებ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jun 15 2007, 06:13 PM
პოსტი #80


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(agmsarebeli @ Jun 15 2007, 09:46 AM) *

ან კიდევ ისეთი კატეგორია ხალხისა, რომელნიც მგავსნი არიან სახარებისეული მდიდრისა( იგავი მდიდრისა და ლაზარესი).


ეს საეკლესიო სწავლებაა თუ რომელიმე მამის ქადაგებიდან წაიკითხეთ? მესამე მდგომარეობა არ არსებობს! აბრაამის წიაღის შესახებ ახალი აღთქმა არ ქადაგებს....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 07:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი