IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

48 გვერდი V « < 45 46 47 48 >  
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება
marine
პოსტი Jul 20 2023, 10:52 AM
პოსტი #921


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ასეთი მაგალითი მოყავს მამა პაისს. მამა პაისი მოგეხსენებათ, იყო ჩვენი თანამედროვე. ის გვიყვება, რომ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, რომელსაც დიდი განსაცდელი ჰქონდა და დახმარება მთხოვაო. სასარგებლო რჩევა მივეცი, მანაც მომისმინა, დამიჯერა და მდგომარეობაც გამოუსწორდა, მაგრამ შემდგომ ისევ შეხვდა განსაცდელი და ისევ ის მეთოდი გამოიყენა, რომელიც წინათ ვურჩიეო, მაგრამ განსაცდელები გაუმრავლდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე წამალი არ შველის ყველა ავადმყოფობას, ასევე ვერ შველის ერთი და იგივე რჩევა-დარიგება ყველა ცოდვას, ამისთის საჭიროა ტაძარში მისვლა და ხშირი აღსარება, სწორედ მაშინ მივიღებთ ყველანაირ რჩევა-დარიგებას ნებისმიერი სიძნელის დასაძლევად"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2023, 02:39 PM
პოსტი #922


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და აქედან გამომდინარე, სინდისიერად შეაფასოს საკუთარი თავი. აი, ასე უნდა მოემზადო აღსარებისთვის, ხოლო როცა მიხვალ მღვდელთან აღსარებაზე, იქაც ეშმაკი ყოველგვარ ხერხს ხმარობს, რომ არ გათქმევინოს წრფელი აღსარება, აღგავსებს ცრუ სირცხვილით. როგორ ვუთხრა მღვდელს ჩემი ცოდვის შესახებ, რა შეხედულება და წარმოდგენა დარჩება ჩემზე? არაფერი, უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოძღვართან ერთად იქ მყოფობს უფალიც, რომლის წინაშე არაფერი არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს და დამალული, რომელი არა გამოჩნდეს.

რასაც ჩვენ ვმალავთ გულში, თუ არ იქნება აღიარებული სასულიერო პირის წინაშე, ჩემიდან დაწყებული, თქვენით დამთავრებული, ის მაინც განცხადდება, მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იქნება და აღარ იქნება იმედი გადარჩენისა და ცხონებისა. აი, ამისთვის არის საჭირო მიხვიდე, განაგდო შენგან ცრუ სირცხვილი, გულწრფელად აღიარო ყველა ცოდვა, რათა არ წაიღო ეს ცოდვა სახლში, ოჯახში, შვილებში, ახლობლებში, რათა იქ არ მოხდეს განსაცდელები და უბედურებები"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2023, 06:10 PM
პოსტი #923


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც მორწმუნეა, ლოცულობს, აღსარებას ამბობს და ეზიარება - მას უფალი უხსნის გონებას და სწორ არჩევანსაც გააკეთებს"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2023, 08:07 PM
პოსტი #924


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვის გააზრებით, უბრალოდ და პატივისცემით, იმის გაცნობიერებით, რომ იღებ უფლის სხეულსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ, სხეულებრივი ბუნებით, ვერ ვჭამთ სხეულს, უფალმა თავისი წყალობა მოიღო ჩვენზე, ცოდვილებზე, რომ მისი სხეული და სისხლი ვჭამოთ პურის სახით"

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2023, 08:20 PM
პოსტი #925


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ზიარების წინა ლოცვაში წერია: "დაეგე პირველ მასწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად საიდუმლოისა მის". ხოლო თუკი ისე მიიღებს წმინდა ზიარებას, რომ არ შეურიგდები [დეიდას], მაშინ წმინდა ზიარება არ ჩაგეთვლება წმინდა საიდუმლოდ".

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2023, 09:04 PM
პოსტი #926


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა იეროდიაკონმა მითხრა შემდეგი: "კვირას, წირვაზე, მღვდელმონაზონ ... ქრისტეს წმინდა საიდუმლოების მიღების შემდეგ, სახე გაუბრწყინდა, როგორც წმინდა სერაფიმე საროველს. ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი მის სახეს, ისეთი სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი ყურება".

ეს მღვდელმონაზონი განსაკუთრებულს არაფერს ავლენდა. ცხოვრობდა უბრალოდ, დიდი მშრომელია, ყველა სამონასტრო საქმეს ასრულებს. მეტს არაფერს დავწერ მასზე, რადგან საკუთარ ქვეყანაში უპატივცემულოა წინასწარმეტყველი.

დიდება, უფალო, შენს წმინდა გულმოწყალებას კაცობრიობისადმი, რადგან ასე უხვად გვაძლევ ცოდვილებს მადლს ყველა საეკლესიო საიდუმლოში და განსაკუთრებით, საღვთო ლიტურგიაზე ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარებისას, რადგან ამ დროს ჩვენ ქრისტესთან ვერთიანდებით. წმინდა ზიარებას მოკრძალებულით უნდა მივეახლოთ, საკუთარი ცოდვების გააზრებით. იმისთვის, რომ გვქონდეს სინაზე, გული გვითრთოდეს და სახე გვიბრწყინავდეს, როგორც ზემოხსენებულ იეროდიაკონს, არ არის საჭირო ამისკენ სწრაფვა. ღვთის მადლი თავისი შეხედულებისამებრ მიმალდებს ადამიანებს ყოველივეს".

/ღირსი იოანე ბალაამელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2023, 07:38 PM
პოსტი #927


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსარება - ჩვენი ფარია. გულისმიერი ლოცვა ღვთისადმი სრული მინდობით - ესაა ჩვენი ძალა. წმინდა ზიარება - ესაა ანტიდოტი ყველა სულიერი და ფიზიკური ჩარევების წინააღმდეგ"

/ხუცესი ელპიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2023, 12:20 PM
პოსტი #928


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1512 წლის დიდი შიმშილობისას სავანემ ათასამდე ბავშვი იხსნა შიმშილით სიკვდილისგან. სწორედ ამ დროს ახალგაზრდა თავადი, ივანე რუზელი უზიარებელი მიიცვალა. ნეტარი მამა [ღირსი იოსებ ვოლოცკელი] ლოცვად დადგა, მიცვალებული აღადგინა და აზიარა, რის შემდგომაც თავადმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2023, 05:40 PM
პოსტი #929


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მან შენდობის ლოცვა წამიკითხა. და იცით? ყველაფერმა გამიარა! ერთი კარგი თვისება მქონდა; როგორც კი მოძღვარს აღსარებას ვეტყოდი - დიდება შენდა ღმერთო - მაშინვე ყველაფერი გამივლიდა. ყოველთვის, როცა აღსარებას ვამბობდი, დიდ სიხარულს ვგრძნობდი და სულ ლოცვაში ვიყავი. მწამდა, რომ აღსარებას ღმერთს ვეუბნებოდი, რომ ისევ მასთან ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ძლიერი იყო ეს გრძნობა ჩემში! ახლა კი... ვხედავ, როგორ ამბობენ ზოგიერთები: "ფრთხილად იყავი, მოძღვარმა არ გაიგოს!" გესმით? მაშინ, როცა ჩვენს დროში მოძღვარი შიგ გულის სიღრმეში გვყავდა, იმდენად გვიყვარდა და არაფერი გვქონდა მისგან დაფარული"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2023, 06:25 PM
პოსტი #930


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არსებობს სინანულსა და აღსარებაზე აღმატებული რამ. ეს საიდუმლო წარმოადგენს ღვთის სიყვარულის ძღვენს ადამიანისადმი. ამ სრულყოფილი გზით ადამიანი თავისუფლდება ბოროტებისგან. მივდივართ, აღსარებას ვამბობთ, განვიცდით ღმერთთან შერიგებას, ჩვენში სიხარული შემოდის და გვშორდება დანაშაულის გრძნობა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2023, 05:56 PM
პოსტი #931


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვილი, რომელიც სინანულშია და აღსარებას ამბობს, გამოდის საკუთარი "მე"-დან. მას შემდეგ, რაც აღსარებას იტყვის, აღარ უბრუნდება წარსულს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 04:14 PM
პოსტი #932


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კართან ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კართან ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2023, 01:27 PM
პოსტი #933


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მოხუცთან საუბარი გავაგრძელე:

- რა გიმძიმებს სულს?

- მძიმე ცოდვა მაქვს, რომელიც მრავალი წელია, არ მასვენებს. აი, ახლა მოვახერხე აქ მოსვლა, რომ ის ღვთისმშობლის წინ დავტოვო. მხოლოდ მას შეუძლია მეთაურისგან ამის დამალვა.

- ვინ არის ეს მეთაური?

- ქრისტეა, ჩემო შვილო. მაპატიე, შვილოს რომ გეძახი, მაგრამ ასეთი წლოვანი ვარ.

- რა არის შენი მძიმე ცოდვა?

- მე, მამაო იღუმენო, ერთ-ერთ პარასკევს მარხვა დავარღვიე.

- რამე სახნილო შეჭამე?

- არა, ეს არასოდეს გამიკეთებია. პარასკევს მეუღლესთან ერთად დავწექი. მაგრამ ამ დღეს ხომ ქრისტე ჯვარს აცვეს. ის ვ ნების გამო იტანჯებოდა, მე კი ამ დროს სიტკბოება მინდოდა... არ შემიძლია ამის დავიწყება. მრავალი წელია, ვლოცულობ, მთებში, რომ დავდივარ ამას ვყვირი, მაგრამ დანაშაულის გრძნობა არ მტოვებს. ფრინველებმა, გარეულმა მხეცებმა, ტყეში ხეების ყველა ტოტმა იცოდა ჩემი ცოდვის შესახებ. ახლა მინდა, რომ ღვთისმშობელმა შეიტყოს და აღხოცოს ჩემი სულიდან.

გაოგნებული გავიყინე და ვერაფერი ვთქვი, მერე კი გავიფიქრე: "ჩვენ ბერები საკუთარი თავის მიმართ სიმკაცრეზე ვსაუბრობთ. რა სიმკაცრეზეა საუბარი! ეს პაპა ყველაზე გამკაცრებული სიმკაცრეა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს!"

/არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2023, 04:36 PM
პოსტი #934


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ცოდვებისგან გახსნის ლოცვა წავუკითხე, მან ისევ მიწამდე დახარა თავი, მემთხვია ხელზე და წავიდა, რათა მეორე დღეს სიცოცხლის ბარძიმიდან ზიარებით უფალს შეხვედროდა"

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2023, 05:26 PM
პოსტი #935


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი "ამპარტავნებს არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს". ეს სიტყვები განსაკუთრებით გაიხსენე მაშინ, როცა სააღსარებოდ მიდიხარ. არაფერი ბორკავს ისე ენას და არ ანებებს თქმას სიტყვისა ვცოდე, როგორც ამპარტავნება. დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე, ნუ დაინდობ საკუთარ თავს, ნუ შეშინდები ადამიანის წინაშე. გააცხადე საკუთარი სიმყრალე, რადგან ამით განიბანები; წარმოაჩინე შენი ჭრილობები და შეხორცდება ისინი. აღიარე შენი სიცრუე და უსამართლობა და გამართლდები; რამდენადაც დაუნდობელი იქნები საკუთარი თავის მიმართ, იმდენად მეტ სიბრალულს გამოავლენს შენდამი უფალი და შეწყალების უტკბილესი გრძნობით აღსავსე დარჩები. სწორედ ესაა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც იგი ანიჭებს იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი ცოდვების გულწრფელი აღიარებით იმდაბლებს თავს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2023, 06:00 PM
პოსტი #936


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შვილები დედის რძით იზრდებიან, ჩვენ კი სისხლითა და ხორცით ვიზრდებით, რომელიც არის ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლისაგან. ამგვარად გამოდის, რომ ჩვენც მისი რძით ვიზრდებით"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2023, 07:51 PM
პოსტი #937


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯიხეთის მონასტრის ქვემოთ, სოფელ ქვიანში, ქალბატონი გარდაიცვალა. კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და მობრუნდა. ოჯახში უთქვამს, იქ მითხრეს, სანამ არ ეზიარები, არ მოხვიდეო. ქალი ზიარებას ითხოვდა. ახლობლებმა მაშინვე შეატყობინეს მამა ანდრიას (კბილაშვილი), ავადმყოფის ზიარება გვინდაო, მაგრამ არ თქვეს, რომ ქალი მკვდრეთიდან იყო მობრუნებული.

მოძღვარმა უპასუხა, რომ მოვიცლი, ვაზიარებო. ქალის სახლი მონასტრის გზაზე იყო, რამდენჯერმე შემოუთვალეს მამა ანდრიას, მან კი მაინც ვერ მოიცალა. ერთი თვის შემდეგ აზიარა, მეც თან ვახლდი. მაშინ თქვა იმ ქალმა - იქიდან გამომიშვეს და მითხრეს, სანამ არ ეზიარები, არ მოხვიდეო. ზიარებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა. ეს იყო სასწაული. ეტყობა, იმ ადამიანს ჰქონდა ისეთი მადლი, რომ უფლისგან დაეშვა, მობრუნებულიყო და ნაზიარები წასულიყო"

/დედა მართა (ჩხიკვიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2023, 06:22 PM
პოსტი #938


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - ზოგჯერ მძიმე ავადმყოფის ახლობლები თავს იკავებენ მისი ზიარებისგან, რადგან არ უნდათ, შეაშინონ იგი, რათა არ იფიქროს, ვკვდებიო.

- ესე იგი, ადამიანი უზიარებელი უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაიგოს, ვკვდებიო და არ აღელდეს? ახლობლებმა უნდა უთხრან მას, - ზიარება წამალია, რომელიც შენ დაგეხმარებაო. ზიარებით ადამიანი იღებს დახმარებას და ამავე დროს იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ემზადება"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2023, 11:01 AM
პოსტი #939


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღსარების დროს ცოდვებს მალავენ, ერთნი - ცრუ შიშის, მეორენი - ცრუ სირცხვილის, მესამენი - ამპარტავნების გამო; ზოგიერთნი კი სინანულის საიდუმლოსი მონაწილეობისას საკუთარ უშჯულოებას, საკუთარ ცოდვებს ღვთისმსახურის წინაშე არ ამხელენ, უბრალოდ, უმეცრებიდან გამომდინარე"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2023, 05:41 PM
პოსტი #940


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვების მთელი გულით აღიარება უდიდესი სიკეთეა, ხოლო მათი დაფარვა - სატანის გახარება"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

48 გვერდი V « < 45 46 47 48 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი