IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 85 86 87 88 89 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 4 2017, 11:38 AM
პოსტი #1721


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამაო, რატომ ეძებენ ზოგიერთნი განმარტოებას? - ჰკითხა სულიერმა შვილმა მოძღვარს. მოძღვარმა უპასუხა: - როცა შენს ირგვლივ მყუდროებაა, კარზე ჩუმ კაკუნსაც კი გაიგონებ. ამიტომაც როცა მარტო ხარ და ელოდები შენი მეგობრისა და კეთილისმყოფელის მოსვლას, შეეცდები, ირგვლივ სიჩუმე იყოს, რათა გაიგო სტუმრის ხელის შეხება კარზე და გაიქცე მის შესახვედრად. მაგრამ როცა მტერს ანდა მრისხანე მსაჯულს ელი, ცდილობ, ხმაურით ჩაახშო მისი აუტანელი კაკუნი.

ერთხელ უფალმა უთხრა მთელ კაცობრიობას: "აი, მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ" (გამოცხ. 3,20). ამიტომაც ვისთვისაც უფალი არის ღმერთი სიყვარულისა და თვითონაც უყვარს იგი, გაურბის სოფლის ამაო შფოთს და განმარტოვდება, სადაც მას მოიცავს წმინდა, საიდუმლო სიჩუმე. და მას ესმის, როგორ უკაკუნებს გულის კარზე ღმერთი სიყვარულისა. ხოლო ვისთვისაც ღმერთი მსაჯულია მხოლოდ და არ უყვარს იგი, გაურბის განმარტოებას, რათა სოფლის ხმაურით ჩაახშოს ღვთის ხელის აუტანელი კაკუნი..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2017, 11:59 AM
პოსტი #1722


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რამდენად არის ქვეყნის გამარჯვების საწინდარი მაღალზნეობრივი და მორწმუნე ჯარი?

- ხშირად დავფიქრებულვარ ამ თემაზე. გამარჯვების მოსაპოვებად მხოლოდ სამშობლოს სიყვარული არ კმარა. ღვთის სიყვარულზე დიდი მოტივი არ არსებობს. მორწმუნე ადამიანის მამულისთვის თავდადება ღვთისთვის თავდადებას ნიშნავს. სწორედ ამით უნდა იყოს მოტივირებული ჯარისკაცის მისია.

სამხედრო სამსახურზე აღმატებული, რა თქმა უნდა, სასულიერო მსახურებაა. ყოველთვის კეთილი შურით მშურდა ბერ-მონაზვნების. კოდორის ხეობას რომ ბომბავდნენ, არც ერთ იქ მყოფ მონაზონს ან ბერს მონასტერი არ დაუტოვებია. ჩვენ, მეომრები, მართალია, იძულებით, მაგრამ მაინც წამოვედით იქიდან. ისინი კი იქ დარჩნენ. მათი ვაჟკაცობა უფრო თვალსაჩინო იყო, ვიდრე ჩვენი მხნეობა."

/საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული შტაბის უფროსი ლაშა ვადაჭკორია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2017, 10:31 AM
პოსტი #1723


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქვა ბერმა: თუ აბანოს კარები ხშირად გაიღება, გამოვა სიცხე მისგან და გაგრილდება. ასევეა მონაზონი, რომელიც არ დუმს. ლაპარაკით განგრილდება მისი სული სიმხურვალისაგან სულიერისა, არამედ კარგია დუმილი, რამეთუ დედაა სულიერი სიბრძნისა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2017, 10:48 AM
პოსტი #1724


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხეითის ქვემოთ, ლიახვის მარცხენა მხარეს საბაწმინდის მონასტერია. იგი აუშენებიათ X საუკუნეში. მონასტერში XIX საუკუნეში დედებს უმოღვაწიათ. აქვე ყოფილა შვიდი საყინულე - მთის ძირში წყაროები გამოდის. წყალი მხოლოდ პაპანაქებაში იყინება. გასული საუკუნის ოციან წლებში ჯერ კიდევ ყოფილა საბაწმინდაში ბზის ყუთი, რომელშიც მონაზვნის უხრწნელი ფეხი იდო. ლეგენდის მიხედვით, ქალს თავს დაესხნენ. ღმერთს შესთხოვა, სანამ შეურაცხმყოფდნენ, მანამდე დამფერფლე, ოღონდ ჩემგან რაიმე ნიშანი დატოვეო. ასეც მოხდა. ეს წმინდა ნაწილი თურმე მცხეთობას მცხეთას მიჰქონდათ, ერედვობას - ერედვში. ლოცვის შემდეგ უკან აბრუნებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2017, 11:18 PM
პოსტი #1725


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სათნოებებმა აბბა სერიდს ისეთი დიდება მოუტანა, რომ ზოგიერთი მონაზონი მას ადამიანურ საზომს გადაცდენილად ხედავდა. ამიტომაც ღმერთი მას წყლულებითა და ხანგრძლივი ავადმყოფობით გამოცდიდა, რათა "ადამიანური დიდება დაფარულიყო და ღვთის დიდება გარდამეტებულიყო". ბერდიდი არც განკურნებას შესთხოვდა ღმერთს, არამედ მხოლოდ სიმტკიცესა და მადლს სთხოვდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2017, 03:17 PM
პოსტი #1726


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მონაზვნისთვის სასარგებლოა ხორციელი სნეულება, რამეთუ შინაგანად ადამიანი განიცდის განახლებას, როცა გარეგნული იხრწნება".

/ბერი ანატოლი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2017, 10:10 PM
პოსტი #1727


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მონაზვნებს ეძინათ, წმინდანი [ფრანკების დედოფალი რედეგუნდა] მათ ფეხსაცმელს უწმენდდა და ზეთს უსვამდა, დერეფნებს ჰგვიდა, თეთრეულს ურეცხავდა და უკემსავდა, ნაგავი გაჰქონდა, ცეცხლს თვალს ადევნებდა, ავადმყოფებს უვლიდა, ბოლოს, კელიაში ქანცგაწყვეტილი იატაკზე დაემხობოდა და ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებდა ღამეს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 12:01 PM
პოსტი #1728


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსენდება ბერი სილუანის ნაამბობი მონაზვნის ლოცვის შესახებ, რომელიც იწყება მიწაზე, ადის ღმერთამდე და მასთან ერთად ისევ მიწას უბრუნდება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 11:14 PM
პოსტი #1729


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არღარავინ იყო მეტრფე მონაზონებისა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 10:24 AM
პოსტი #1730


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანი მონასტერში მიდის, საკუთარი ნება უნდა მოიკვეთოს. იქ მისული თუ დაიწყებს თავის მართლებას, ის მონაზვნობას ვერასდროს შეძლებს. მონაზონი მუდამ საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. თუ ამგვარი შეგნებით მიდის მონასტერში, ის უკვე ბედნიერია. რამდენიმე წლის წინ ათონის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა თავის სულიერ შვილს უბრძანა, სახედარი თავის სენაკში დაებინავებინა. ისიც უდრტვინველად დაემორჩილა სულიერი მამის კურთხევას და ბედნიერად გრნობდა თავს. როცა ადამიანი ასრულებს მორჩილებას და ამ დროს გადის წუთისოფლიდან, მისი სული უფალთან მიდის. მონასტერში წამსვლელმა უნდა დაუტეოს ყოველივე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გააგრძელოს ცხოვრება."

/მამა გიორგი რაზმაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 10:56 AM
პოსტი #1731


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური ცხოვრების ღვაწლი ადამიანში წლების განმავლობაში გროვდება. ასაკს ძალიან დიდი სულიერი გამოცდილება მოაქვს. მერე შეუძლია გახდეს მოძღვარი და მასწავლებელი სხვა ადამიანისა.

ბერ-მონაზვნებს განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ აღებული ღვთის წინაშე. ნათქვამია, რომ მონაზონი ყველაზე ადრე უნდა იღვიძებდეს და ყველაზე ადრე ადიდებდეს უფალს. ამიტომაა, რომ შუაღამიანით იწყება ღვთის დიდება. როცა მონაზვნები ამთავრებენ ლოცვას, მერე იღვიძებენ ტყეში ჩიტები. დავით მეფსალმუნე როცა ამბობს, "ყოველი სული აქებდით უფალსა", ზუსტად ფრინველები ამით ადიდებენ ღმერთს. ადამიანი იმიტომ არის გონიერი არსება, რომ მან, უპირველესად, ღმერთი უნდა განადიდოს საკუთარი სულიერი ცხოვრებით. ღამისთევის ლოცვები, ყოველდღიური ბრძოლა ვნებებთან ადამიანს ძალიან დიდ სულიერ გამოცდილებას აძლევს.

მონასტრული ცხოვრების წესით ადამიანებს ენიჭებათ სულიერი გამოცდილება. ათონის მთაზე ახალნაკურთხ მღვდელმონაზონს პირველად არ აძლევენ ჯვარს, არც აღსარების უფლებას. როცა ჯვრით მოსიარულე მოძღვარს დაინახავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოძღვარი გამოცდილია და უკვე აღსარების, სხვა საიდუმლოებების აღსრულების და სულიერი რჩევის უფლება აქვს."

/მამა გიორგი რაზმაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 11:16 AM
პოსტი #1732


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვაი ოქროთი გამდიდრებულ მონაზვნებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცოცხალი ღმერთის სახეს".

/წმ. ნიფონტ კონსტანტინეპოლელი/

"უცებ ჩემ წინ ვხედავ წარმოსადეგ, სოლიდური აღნაგობის მქონე ბერს. გაოცებული ვუყურებ მას და ვფიქრობ: როგორი ასკეტი უნდა იყოს ის?! ეს ბერი მოდის ჩემთან და მეკითხება: "შენ ფიქრობ, რატომ ვარ ასეთი მსუქანი არა? ეს იმიტომ, რომ მსუქანი ბერი განვიკითხე!" უნდა შევნიშნო რომ მაშინ მე საკმაოდ გამხდარი ვიყავი".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 11:09 PM
პოსტი #1733


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მათ მას მონაზვნობის სიყვარული გადასდეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 11:17 AM
პოსტი #1734


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ვასილის [ფირცხალავა] ერთმა მეგობარმა, ვალიკო შონიამ, დამსახურებულმა პედაგოგმა, შეიტყო თუ არა მისი განზრახვა [მამა ვასილი ბეთანიის მონასტერში 1954 წელს მივიდა], ცხელ გულზე წერილი მისწერა, სადაც გმობდა მის საქციელს.
ბეთანიის მონასტრიდან პასუხი ერთ კვირაში მიუღია. მამა ვასილი მეგობარს ურჩევდა, "არ შეჭრილიყო მისთვის უცხო სფეროში" და რადგანაც იმჟამად მოახლოებული ყოფილა წმინდა მთავარმოწამე გიორგის დღესასწაული, მას მონასტერში მოცლა არ ჰქონია, ამიტომ ჰპირდებოდა, რომ წერილზე სრულ და ვრცელ პასუხს მოგვიანებით გასცემდა.

ორიოდ თვეში დაპირებული პასუხიც მიუღია ბატონ ვალიკოს 48-გვერდიანი საერთო რვეულით.

"ეს იყო ნამდვილი მეცნიერული ნაშრომი რელიგიის საკითხებზე. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა, ბოლოს ვიღაცას შერჩა. ასე დავკარგე ეს უნიკალური ნაშრომი. ბევრი რამ დამამახსოვრდა იქიდან", - აღნიშნა ბატონმა ვალიკომ და თავისი წერილის ფრაგმენტი გაიხსენა: "შეგექმნა ოჯახი, გყოლოდა ცოლ-შვილი, გააგრძელებდი შთამომავლობას, გეცხოვრა ქრისტიანულად..." ამის პასუხად მამა ვასილი წერდა: "ვთქვათ, დგას მცენარე. მისი ტანი, ტოტები და ფოთლები მზეს ხედავენ, სუფთა ჰაერზე არიან. მართალი იქნება განა, თუ ისინი მცენარის ფესვებს ჩამოსძახებენ: ეი, თქვე უბედურებო, რა გინდათ მიწაში, იქ ხომ სინესტე და სიბნელეა, ამოდით აქ, სუფთა ჰაერზე, მიეფიცხეთ მზეს, დატკბით სინათლით და სოფლის მშვენიერებითო? ეს რომ გააკეთონ ფესვებმა, მაშინ მცენარე იცოცხლებს განა?!" მამა ვასილი თავის ნაბიჯს ასე ამართლებდა: "ახლა განსაკუთრებით უჭირს ჩვენს რელიგიას, აქ საჭიროა თავდადებული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე აიღებენ ხელს, გარდა ღვთისმსახურებისა. დიდი სამამულო ომის დროს ჯარისკაცები რწმენისთვის ტანკს ქვეშ უვარდებოდნენ, ამით დიდ გმირობას სჩადიოდნენ; რელიგიაშიც თავგანწირვის უნარის მქონე ადამიანებია საჭირო, რელიგიაში გმირობად ბერობის ხაზით სამსახურია აღიარებული".

მამა ვასილმა ღვთისმეცნიერებაში განსწავლულმა გადადგა ნაბიჯი - ღვთისმსახურებისაკენ ბერობის ხაზით. ეს იყო სრულიად შეგნებული მოქმედება (ის თურმე მონასტერში წასვლამდე დამოუკიდებლად სწავლობდა საღვთო მეცნიერებას). "მამა ვასილის პასუხი იყო ღრმად ფილოსოფიურად დასაბუთებული მსჯელობა. მკითხველს, სარწმუნოებაზე, ბერობაზე უარყოფითი ან ზედაპირული წარმომავლობის მქონეს, აზრს შეაცვლევინებდა - ამ ღრმად რელიგიურმა ნაშრომმა გააცამტვერა ჩემი ადრინდელი შეხედულება ბერობაზე", - გულწრფელად აღიარა ბატონმა ვალიკო შონიამ და დასძინა: - დღემდე ვნანობ, რომ მამა ვასილის ვრცელი პასუხი ჩემი წერილისა დავკარგეო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 11:47 AM
პოსტი #1735


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსენდება პახუმი დიდის ცხოვრება, როცა მას ანგელოზი გამოეცხადა და ღვთის განგებით უბრძანა, როგორ შეექმნათ საერთო საცხოვრებელი. პირველი ასეთი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც კინოვიალური ცხოვრების წესი ჰქვია, პახუმი დიდის პერიოდიდან მომდინარეობს. ანგელოზის ბრძანებით იქნა მიღებული მონასტრული ტიპიკონი. მთავარი ყურადღება მაინც ლოცვაზე იყო მიპყრობილი. ეს გახლდათ პირადი ლოცვები, საერთო ლოცვები, რომელიც ანგელოზმა განუცხადა პახუმი დიდს. ათონელი მამები დღესაც ცდილობენ ამ ტიპიკონით იხელმძღვანელონ. თუმცა არიან ისეთი მამები, რომლებიც სკიტებში მოღვაწეობენ."

/მამა გიორგი რაზმაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 12:08 PM
პოსტი #1736


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნილოს სორელის ირგვლივ 12 ბერი ცხოვრობდა. თითოეული მათგანი ცალკე, თავის სენაკში, ლოცულობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ქრისტეს სხეულივით ერთნი იყვნენ..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 08:58 PM
პოსტი #1737


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ის [წმიდა ტიმოთე, ევრიპოსის მთავარეპისკოპოსი] ატიკაში პენტელიკის მთაზე დასახლდა, რომელსაც უბიწოთა მთასაც ეძახდნენ და მრავალი ღირსი მამა მოღვაწეობდა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2017, 11:17 AM
პოსტი #1738


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც მონაზვნად აღკვეცის დღეს ვიყავი"

/დედა ქეთევანი (მელაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2017, 04:25 PM
პოსტი #1739


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- აუცილებელია თუ არა ბერობის მოსურნე ადამიანისთვის მშობლების კურთხევა? ზოგი მათი ნების წინააღმდეგ მიდის მონასტერში. დასაშვებია თუ არა ასეთი რამ?

- ვფიქრობ, მშობელი არ უნდა უშლიდეს ახალგაზრდას მონასტერში წასვლას. ნახოს მონასტერი; თუ ვერ შეძლო ამ ტვირთის ზიდვა, რომც ეხვეწოს წინამძღვარს, ის მაინც არ მიიღებს, ხოლო თუ მოწოდებულია ამისკენ, როგორც არ უნდა ეცადოს მშობელი, ვერ დააკავებს. ღვთის კურთხევა და ძალა ყველაფერზე დიდია.

ბევრჯერ მქონია შემთხვევა, გაღიზიანებული მშობელი მოსულა, დამიმშვიდებია, დამიწყნარებია და მითქვამს, თუ ღვთის ნებაა, თუ ღვთისაგან არის გამორჩეული, ვერც თქვენ, ვერც მე და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაწყობთ, ხოლო თუ ღვთისაგან არ არის მოწოდებული, რაც არ უნდა მოინდომოს, ვერ შეძლებს, დაბრუნდება და დაწყნარდება-მეთქი. ასეთი შემთხვევები გვქონია, ბევრი მოსულა, მაგრამ ბევრიც წასულა.

/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2017, 04:53 PM
პოსტი #1740


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ჩვენს სინამდვილეში ვხვდებით შემთხვევებს, როცა ოჯახის პატრონი ადგება სამონაზვნო გზას. ზოგჯერ ეს მეუღლის სურვილის გაუთვალისწინებლად ხდება, მეუღლისა, რომელთანაც უფალმა ის ერთსულ და ერთხორცად აკურთხა.

- მეუღლის სურვილის გაუთვალისწინებლად არავის ვურჩევ ამ გზაზე შედგომას. როცა ჯვარი გაქვს დაწერილი და წმინდად და პატიოსნად ცხოვრობ, ოჯახია შენი ეკლესია. ოჯახი უნდა მარხულობდეს, აღმსარებელი, მაზიარებელი იყოს, ბავშვებს თავიდანვე უნდა შეაყვაროს ეკლესია, ღმერთი, მოძღვარი, მოყვასი, სიყვარული უნდა ასწავლოს, - ეს ნაკლები ჯვარი კი არ არის! ვფიქრობ, ის უფრო ახირებული საქციელია, ქმარ-შვილი ან ცოლ-შვილი მიატოვო და მონასტერში წახვიდე. ჯერ ჩვენ ვეცდებით, ასეთი ადამიანი მონასტერში არ მივიღოთ და მერე ვერც თვითონ გაძლებს აქ. თუ იმ ჯვრის ტვირთვა არ შეუძლია, რასაც ოჯახი ჰქვია, უფრო დიდ ჯვარს როგორ იტვირთავს?"

/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 85 86 87 88 89 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 12 მომხმარებელი (მათ შორის 12 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 05:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი