IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია
A.V.M
პოსტი Jul 21 2011, 12:38 AM
პოსტი #61

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ემილი
ისე აქამდე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობდი(ამერიკელს)ამ სახელით.(Ms Emilli)
აქედან ლამაზი სოფელი ჩანს,ალბათ სინამდვილეშიც ეგრე იქნება.

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 3 2013, 12:27 AM
პოსტი #62

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

მართალია ჩემი სოფლის შესახებ არაა , მაგრამ ახლოა და დავდებ .
რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს თემა...

ხაშურის რაიონი გეოგრაფიულად არც თუ ისე დიდი ფართობის გახლავთ,თუმცა დაკვირვებული თვალი აქ იმდენ საინტერესო ისტორიულ ძეგლს შეამჩნევს,რომ ტერიტორიული სიმცირე სულ გადაავიწყდება.
ჩვენ ვაგრძელებთ თემათა ციკლს ,,რა განძი გვქონია’’,რომლის მთავარი მიზანი არც თუ ისე ცნობილი ,მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლების საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობაა.
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ თემის მეორე ნაწილს,რომელიც სოფელ სატივეზე და ამ დასახლებაში მდებარე წმინდა სამების ტაძარზეა.მიუხედავად ცნობების სიმწირისა,ვიმედოვნებთ,რომ ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგაც მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება.
თემაში მოთხრობილია იმ ცნობილი ფაქტების შესახებ,რომელიც დაკავშირებულია სოფელ სატივესთან, იმ საიდუმლოსთან, რომელსაც წმინდა სამების ტაძრის ნეკროპოლი ინახავს.

შ ი ნ ა ა რ ს ი

I.შესავალი
II.ძირითადი საკითხები
1.სოფელ სატივის ისტორია
2.არქიტექტურა (გეგმა,სტილი,არქიტექტონიკა,ინ
ერიერი,ექსტერიერი)
საეკლესიო ნივთები: ბარძიმ-ფეშხუმი; სახარება; ტრაპეზი; კანკელი
3.სატიველ ბაგრატიონთა ისტორია
4.მოძღვრის ინტერვიუ

III.დასკვნა

შ ე ს ა ვ ა ლ ი

ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით,რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი,რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
ხაშური პატარა რაიონია,თუმცა მას საკმად საინტერესო წარსული აქვს.თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი.ცნობილია,რომ ხაშურის ტერიტორიაზე ,,გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო გზა.ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი’’.(1)ცხადია,ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.ისტორიკოსები მიუთითებენ,რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი.ჩვენი ყურადღება ამჯერად სოფელმა სატივემ მიიქცია,რომელსაც საკმაოდ საინტერესო და უცნობი წარსული აღმოაჩნდა

—————

1-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი

1.სოფელ სატივის ისტორია

სოფელი სატივე მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე,მდ.სურამულას აუზში ზ.დ.750 მ. ხაშურიდან დაშორებულია 16 კმ-ით,გომიდან(უახლოესი რკინიგზის სადგური)5-კმ-ით.სატივე შედის გომის სასოფლო საკრებოლოში,არის დიდი და პატარა სატივე.დიდი სატივე მდებარეობს მდ.სურამულას მარცხენა მხარეს,ხოლო პატარა სატივე მარჯვენა მხარეს.
სახელწოდება მომდინარეობს ტივისგან.გადმოცემით,აქ ტივების სადგური ყოფილა,რომელიც შემდგომ სოფლის სახელწოდებადაც ქცეულა.არის ვარაუდი იმის შესახებაც,რომ მდინარე მტკვრის ერთი ტოტი სწორედ სატივესთან გადიოდა,მდინარე მტკვარი კი, როგორც ცნობილია გამოიყენებოდა ტივების გადასაადგილებლად.ამდენად,გამორიცხული არ არის,რომ სოფლის სახელწოდება ტივიდან მომდინარეობდეს.
სატივეს იცნობს ვახუშტი ბატონიშვილი.იოანე ბატონიშვილი სურამის წყლის აღწერისას აფიქსირებს მას.ქართულ ისტორიულ და ეკონომიკურ ხასიათის ძეგლებში ხშირად გვხვდება იგი.
თავდაპირველად სატივე,როგორც ჩანს,ამირეჯიბების კუთვნილი მამულია,რომელიც შემდგომ დავითიშვილების ხელში გადავიდა.ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია: ,,..…სოფელი სატივე,ამირეჯიბებისგან ნანსისხლი’’.
როდის გადავიდა სატივე დავითაშვილების ხელში უცნობია,მაგრამ XVII საუკუნის 30-იანი წლებისთვის,რომ დავითიშვილების კუთვნილებაა არაერთ დოკუმენტში დასტურდება.როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების წიგნში დავით და რამაზ დავითიშვილების მამულის საქმეზე აღნიშნულია, ,,რომ გამოიფიცა დავით და გამოიტანა ფიცითა.. სოფელი სატივე..’’როგორც ამ დოკუმენტით ირკვევა,სატივეზე დავა ჰქონდათ დავით და რამაზ დავითიშვილებს.ეს უკანასკნელი დავითის ძმისწულია,მათ შთამომავლობას შემდგომშიც აქვთ დავა სატივეზე.
ზემო ქართლის XVII-XVII საუკუნეების მოსახლეობის აღწერის არაერთ დავთარშია დაფიქსირებული სატივე:
XVII საუკუნის დამდეგით დათარიღებული დავთრის მიხედვით,აქ 25 კომლი ცხოვრობს;
XVII საუკუნის მეორე საუკუნის ნახევრის დავთარში შეტანილია 14 კომლი;
1715 წლის რუისის სამწყოს დავთარში სატივიდან დაფიქსირებულია 12 კომლი;
XVII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად სატივე როგორც სოფელი მოიშალა,1761 წლის 19 თებერვალს ზაალ დავითაშვილი სატივის შესახებ ერეკლე II-ეს წერდა,,..ჩვენს მამულში ცეცხლი აღარ ანთია,აღარც ყმა დაგვრჩომია,რაც ლეკს მოურჩა,დაიფანტნენ.’’
როგორც ირკვევა სამეფო კარისაგან გარკვეული ღონისძიებები გატარებულა სატივის ასაღორძინებლად,მაგრამ აქ ხელმეორედ დასახლებული გლეხებიც ხშირად გამხდარან ლეკთა შემოსევების მსხვერპლნი.1764 წლის 24 ნოემბრის დიმიტრი ნაზირის არზაში ერეკლე II-სადმი,ნათქვამია:,,ახლაც აჯიაშვილი და 8 გლეხი კაცი ლეკისაგან დაკარგულან.’’იმდენად გართულდა საქმე,რომ მას სატივეში თავისი მსახურები დაუყენებია,რათა სოფელში დარჩენილი გლეხებიც არ დაფანტულიყვნენ.,,..მიდით, სატივეს დადექით,მანამდე ხელმწიფეს მოვახსენო,ვინც დარჩომილან,ისინიც და ქვრივ-ობლები არ დაიფანტონ მეთქი.’’(1)
დიმიტრი სთხოვს სამეფო კარს,რომ სატივის მიმართ გარკვეული

————————————-

1-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

შეღავათები განხორციელდეს,კერძოდ,ვინც აქ დადგებოდა განთავისუფლებულიყო სურსათის გადასახადისა და მორიგე ჯარში სამსახურისგან.,,თუ თქვენი წყალობა არ დაემართათ რა,და ერთი იმედიანი ოქმი არ უბოძეთ,იმათი გაძლება არ იქნება’’ნათქვამია არზაში.დიმიტრი იქვე მიუთითებს,რომ სატივეში ,,..მემკვიდრე ბინიანი კაცი არავინ არის.სულ მოგროვილ-მოგროვილი კაცნი შემიპყრია და ისინი დგანან.’’(1)
სამეფო კარმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა სატივის მიმართ.ეს კარგად ჩანს დოკუმენტზე ერეკლეს მიერ გაკეთებული წარწერიდან,რომელშიც ნათქვამია;ჩვენი ბრძანება არის,ვინც სატივეს დგახართ,მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატივებია.თქვენ მანდაურობაზე გულს ნუ გამოიცვლით.მანდავ მართებულათ უნდა იდგეთ..ნაზირისთვისაც გვითქვამს,თქვენს ყოვლისფრის ხელს მოგიმართავსთ.ჩვენც ყურს მოგიგდებთ.თქვენს ძალასა და უსამართლოს ვერავინ გიზამთ.ღმეთმა ნუ ჰქნას,თუ დაგჭირდებათ ჯარს მოგახმარებთ’’.
სამეფო ხელისუფკების მხრიდან სატივის მიმართ გატარებულმა ასეთმა სერიოზულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გამოიღო.უკვე,1766 წლის 8 სექტემბერს ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია:,,..რა სატივე აშენდა’’..
გერმანელი მეცნიერი ი.ა. გულდანშტედტი,რომელიც 1771-1772 წლებში მოგზაურობდა საქართველოში,რამდენჯერმე მოიხსენიებს სოფელ სატივეს,ორჯერ აღნიშნავს,რომ სატივე ციხეა.,,მოხისი და სატივე,ორივე ცერებრა’’.მდინარე სურამულას ხეობის აღწერის დროს კვლავ ასახელებს სატივეს, როგორც ციხეს-,,ციხე სატივე’’.
რას ემყარება ი.გულდანშტედტი, როდესაც სატივეს ციხედ მოიხსენიებს,სხვა დოკუმენტებში ვერ მივაკვლიეთ,არც სატივეშია რაიმე კვალი

———————-

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა,გვ-128

შემორჩენილი თუნდაც ნანგრევების სახით.ამ მხარეში ციხე მხოლოდ ოსიაურში გვხვდება.
სატივეში 1865 წელს 23 კომლი მოსახლეა (20 სახელმწიფო და 3 დრებით ვალდებული)1886 წლის აღწერით კი,აქ 36 კომლი ცხოვრობს (126 კაცი და 223 ქალი)რომლებიც ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მთლიანად ქართველები არიან.
სახელწოდება დანიშნულების სახელისგანაა მიღებული სა-ე თავსართ-ბოლოსართების საშუალებით სატივეში მდებარეობს წ.მ. სამების ეკლესია(დიდი სატივე)რომელიც XIXსაუკუნეშია აგებული(1)

———————–

1.თ.ლაცაბიძე.ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა.გვ126-127

არქტ.ძეგლი.სოფლის ჩრდ.აღმოსავლეთით 500 მ-ზე.აშენებულია XIXს-ის შუა წლებში ბაგრატიონ დავითიშვილის(დავიდოვის)მიერ.ეკლესია დარბაზულია(10.4X6.16)ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით.შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით,ნახევარწლიულ აფსიდში, დარბაზის სამხრეთით და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია,აფსიდის სარკმლის ორივე მხარე ნიშებია.საკურთხევლის წინ დგას კანკელი,ინტერიერი შელესილია და შეთეთრებულია,ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით,რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა,ინტერიერში ჩრდ.კედლის დასავლეთ ნაწილში ჩასმულ მარმარილოს ფირფიტაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა,დასავლეთ ფასადის კარის გასწვრივ კედელში ჩატანებულია ქვაზე-ჯვარი.დასავლეთით ეკლესიაზე მიშენებულია მაღალი პროპორციულობის აგურით ნაგები სამრეკლო,(3.2X3.2).I სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავანგარდით.II სართული ფანჩატურია,იგი I სართულთან შედარებით ვიწროა,ორივე სართულს გუმბათოვანი გადახურვა აქვს(1)

———————

1.საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,ტომი-V,გვ 429
საეკლესიო ნივთები
ა)ბარძიმ-ფეშხუმი

ტაძრის აღდგენის დროს,სამწუხაროდ ვერ იქნა ნაპოვნი უძველესი ბარძიმ-ფეშხუმი,ხოლო სურათზე ნაჩვენები ბარძიმ-ფეშხუმი იქნა შეძენილი ბატონ დავით ტყეშელაშვილის მიერ

ბ)სახარება

ტაძრის სახარება,ისევე როგორც ბარძიმ-ფეშხუმი,კომუნისტური მმართველობის პერიოდში დაიკარგა,ხოლო მოცემული სახარება შეძენილ იქნა 2008 წელს,წმინდა სამების ტაძრის მრევლის მიერ.

გ) ტრაპეზი

სურათზე გამოსახულია წმინდა სამების ტაძრის ტრაპეზი,ტრაპეზის ქვა არის შემორჩენილი ძველი ეკლესიისგან.

დ)კანკელი

ძველი ტაძრის კანკელი,ისევე როგორც ნივთების დიდი უმრავლესობა იგიც იყო დაკარგული,სურათზე გამოსახული ტაძრის კანკელი კი შეიქმნა ტაძრის მეორედ აღდგენისას.

სატიველ ბაგრატიონთა ისტორია

გასული საუკუნის საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ბაგრატიონ-დავითაშვილთა ოჯახმა,ეს იყო დიდი ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი,რომლის ყველა წევრიც გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენდა იმ დროის საქართველოში.
ყველა ოჯახს თავისი ისტორია და ბედი აქვს,განგებამ ტრაგიკული ხვედრი არგუანა ამ ოჯახს,ოჯახს,რომლის შვილები თავისი დროის საუკეთესო მოღვაწენი იყვნენ,თუმცა პირქუშმა დრომ არც ისინი დაინდო და ხშირად არგუნა ჟამის სიმწარე,მაგრამ აგრეთვე იყო ბედნიერი დღეებიც,რომლებმაც მცირეოდენი სიხარული მაინც მიჰგვარეს ბაგრატიონთა ამ შტოს.

ჩვენ ზემოთ მოგახსენეთ,რომ სოფელ სატივეში,მდებარეობს წმინდა სამების ტაძარი,ეკლესიის ნეკროპოლი ხუთი საფლავით,რომლებიც დიდ ისტორიას ინახავენ,ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება,თუ რა იმალება ცივი ლოდების უკან.
,,ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს პოდპორუჩიკის ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვის მშობლის,კნეინა მელანიას გუამი,რომელიც ითხოვს აღმომკითხველთაგან სულისათვისა განსვენებისა თქმასა.გარდაცვლილ არს ჩყნზ/1857/წელსა იანვრის 4 დღესა.
რაც შეეხება ალექსანდრე ბაგრატიონს,მას ყველა იცნობდა,როგორც უძლიერეს მებატონეს,დიდი მამულების პატრონს და შეუპოვარ ადამიანს.,,ალექსანრე ბაგრატიონ დავითაშვილი ერთ-ერთ დიდ ფეოდლად ითვლებოდა მთელს ქართლში,მისი გავლენის სფერო ისედაც ვრცელი იყო,ხოლო დიდი გავლენიანი გვარის ქალის შერთვამ სიმდიდრეც შემატა და სახელიც.’’(1)
საკმაოდ დიდი განათლება ჰქონია მიღებული ალექსანდრეს მეუღლეს დარია,რომელიც მეფე ერეკლეს შვილთაშვილი ყოფილა(ერეკლე-ანასტასია-ბიძინა-დარია),როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ,იგი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე ყოფილა,და გარდა ამისა უცხოურსაც კარგად ყოფილა დაუფლებული,ამის გამო იყო რომ შვილებმა ჩინებულად იცოდნენ ფრანგული ენა.
ალექსანდრე და დარია ბაგრატიონებს ჰყავდათ ხუთი შვილი:ნიცა,ბაბო,ტასო,გიორგი და თამარი.

———————-

1.ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ 1957.გვ283

,,1884 წელს ბაგრატიონ-დავითიშვილებმა გაათხოვეს უფროსი ქალიშვილი ნიცა,
მისი მეუღლე ბეჟან წერეთელი საჩხერეში ცნობილი პიროვნება ყოფილა,აკაკი
წერეთლის ახლო ნათესავი,შემდგომში კი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.სწორედ ამ ქორწინებით დაედო საფუძველი საჩხერეში ერთი მშვენიერი ოჯახის შექმნას,ხოლო ამ ოჯახის უპირველესი მეგობარი აკაკი წერეთელი იყო.ნიცას და ბეჟან წერეთელს სამი შვილი ჰყავდათ:ივლიტა,ალექსანდრე,თა
არი(1)
აკაკი მოხიბლული იყო ბეჯან და ნიცა წერეთლების ოჯახით,ძალიან უყვარდა მათი პირველი ქალიშვილი-ივლიტა,თუმცა უეცრად გარდაიცვალა უმანკო ივლიტა,მშობლებმა პატარა წერეთელი სატივის ტაძარში დაასაფლავეს,შეძრძწუნებულმა პოეტმა მშობლების სანუგეშოდ ივლიტას ლექსი მიუძღვნა:

,,იხარე ანგელოსთ გუნდში,
ვარსკვლავო მოსხივცისკარე,
ლიტანიობდე ამიერ
ეთერზე ფრთებმოელვარე.
წახველ უდროოდ ამ სოფლით
ედემის ნორჩი ყვავილი,
რომ შენი ხსოვნა შენს მშობლებს
ეკლად დაესოს მწარ ტკბილი.
თანამავალო ვარსკვლავთა,
ელვარებითა დიდებით.
ლიტანიობდე ცის გუნდში
იმხიარულე მშვიდობით“

—————

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.200წ.გამომცემლობა ცისნამი,გვ8.

(ყოველი სტრიქონის პირველი ასოებით იკითხება ივლე წერეთელი)

1903 წელს ნიცა ფეხმძიმედ შეიქმნება,თუმცა უიმედოდ უყურებდა მომავალს,ამის გამგონე აკაკი ლექსს უძღვნის,,შვილის დამკარგავ ორსულ დედას’’

,,იგლოვდი სისხლხორც დაკარგულს
შესტრფოდი თანვე მომავალს,
და სავსე სარწმუნოებით
იხდიდი სოფლის სესხს და ვალს.
ამბობდი ,,ყოვლად ძლიერო’’
წმინდა არს ნება შენიო,
სიკვდილით ჰბადებ სიცოცლეს
თვით ბნელზე ნათლის მფენიო”.

ნიცას გოგონა შეეძინა,რომელსაც თამარი დააარქვეს,აკაკიმ კი გოგონას თამუნია შეარქვა.
ოჯახში ხშირი იყო სტუმრიანობა,წარჩინებულ სტუმართა რიცხვს მიეკუთვნებიან ცნობილი მოღვაწეები-მარჯორი და ოლივერ უოდტროპები,რომლებსაც ერთი ღამე საჩხერეში,ბეჯან წერეთელთან გაუთენებიათ და ძლიერ მოხიბლულნი დარჩენილან მასპინძლობით.შემდეგში კი ინგლისელი სტუმრები საგურამოში,ილია ჭავჭავაძესთან წასულან.
ნიცას გარდა ბაგრატიონებს ორი ასული ჰყავდათ-ტასო და ბაბო.ამათგან ბაბო ყველაზე უმცროსი და სრულქმნილი მშვენიერებით

დაჯილდოებული ყოფილა,აკაკი მას ,,ტუჩმარჯანას”ეძახდა,როგორც ამბობენ,პოეტს იგი სარძლოთაც მოსწონდა:

,,სილამაზე,სიჭაბუკე
მომხიბლავი კაცის გულის,
ედემს ქმნილი,ცაში თლილი
აკვანია სიყვარულის.’’
მალე ბაბო პარიზისკენ აიღებს გეზს,ხოლო იქიდან ლონდონში გაემგზავრება.უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვეტს,რომ გახსნას საქველმოქმედო სამკერვალო ხელმოკლე ქალებისთვის.ამ განზრახვას კი მარჯორი უოდტროპის დახმარების შემდეგ მართლაც შეესხმევა ხორცი.1902 წლიდან იგი გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში,თუმცა,რამოდენიმე
წელიწადში უკურნებელი სენით დაავადდება და 1915 წლის 17 ივლისს

გარდაიცვლება,.,,XIX საუკუნის მიმწუხრისა და XX საუკუნის გარიჟრაჟის საქართველოს ნამდვილმა მშვენებამ,სამშობლოში ძლივს ჩამოიტანა სული და ძმამ იგი ეკლესიაში მშობელთა ფერხთით დაკრძალა.(1)
რაც შეეხება ტასო ბაგრატიონს,დავითიშვილების ოჯახიდან აკაკი ყველაზე მეტად ტასოს დაახლოებია და ლექსიც უძღვნია მისთვის-,,ტასო ბაგრატიონის ალბომში”
,,სკვითის ენა,სკვითის ქცევა,
მეგობრადაც ვინმე სკვითი,
ვისურვებ,რომ აგცდენოდეს.
შენ ეგ სხვისი მაგალითი.”
ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდა,როდესაც ტასო ცოლად გაჰყვა ქართული კულტურის ჭეშმარიტ კორიფეს,ვანო მაჩაბელს და გახდა აკაკის პოეტური ხატი,მისი შთაგონებით პოეტმა ბევრი ლექსი დაწერა,მათგან ერთ-ერთია ,,ტ..ს”
,,უცხოეთს მყოფსა შენს გამო,
გულში რომ ცეცხლი მეკიდა
დრო გარდასული კურცხალად
წამწამზე გადამეკიდა.”
თუმცა არც მისი ბედნიერება გაგრძელებულა დიხანს და 1917 წელს გარდაიცვალა იგი.შეწუხებულმა უოდტროპმა ნორვეგიიდან მოაწვდინა ხმა ჭირისუფლებს.

—————————-

1.მ.მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.გვ.74

უოდტროპს არც ნინო ორბელიანი ჩამორჩა და ლექსით გამოხატა გულისტკივილი :
,,შენ კი ტურფავ სახით,საქმით
სულით,გულით მშვენიერსა,
სამშობლო არ დაგივიწყებს
ეწამები ჩვენსა ერსა. ‘’

1899 წელს აკაკი წერს ლექსს:,,ცოცხალი სურათები”,რომელიც დათა ბაგრატიონს ეძღვნება,დათა დარდიმანდი,კეთილშობილი ჭაბუკი ყოფილა,და აკაკის კარგი მეგობარიც გამხდარა.
,,მზე ჩაგვესვენა..დაბნელდა,
ძლივს ბჟუტავს ჩვენი ლამპარი,
ჩვენი წარსული ჩვენთვისვე
გამხდარა სიზმარ-ზღაპარი..’’
დათას განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული,ცხოვრობდა-ჟენევაში,ნიცაში,პარიზში.ალბათ,სწორედ ამ სიბრძნეზე საუბრობდა აკაკი წერეთელი,როცა ხმალზე წარწერა გაუკეთა ბაგრატიონს.
,,სახარება გვირგვინად და
ტახტად ვეფხისტყაოსანი
საზრუნველად ქართველობა
და მეგობრად ბრძენმგოსანი.
ყველა ერთად შეადგენდა
ბაგრატიონთ ძლიერებას.
და ღირსეულ იმათ ნაშთსა
დღესაც კიდევ ვუძღვნი ქებას.’’
XX-საუკუნის გარიჟრაჟზე დათამ ცოლად მოიყვანა ბარათაშვილის ქალი და შექმნეს კიდევ ერთი შესანიშნავი ქართული ოჯახი,თუმცა ახლობლების დაღუპვის მომსწრე დათამ ვეღარ შეძლო დიდხანს სიცოცხლე და გარდაიცვალა 1921 წელს.
იმდროინდელ საქართველოში, როგორც ყველა მისი ოჯახის წევრი,საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო გიორგი ბაგრატიონი, რომელიც ყოფილა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი და რამდენადაც მას თავისი ოფიციალური მდგომარეობა აძლევდა საშუალებას,მნიშვნელოვანი წვლილიც შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.თუმცა განგების ხვედრი არც მას ასცდა და 1929 წელს განეშორა წუთისოფელს.
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ პატარა თამუნია წერეთელი,თუმცა ვრცლად არ გვისაუბრია მის შესახებ.ნიცა წერეთელი იხსენებს:ჩემმა შვილმა წაიკითხა ,,ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო”აკაკი რომ ყურს უგდებდა საშინლად აღელდა,ქვითინი დაიწყო.მე ვკითხე, რამ აგაღელვათ აგრე,რომ ატირდით მეთქი,- იმისთანა გრძნობით წაიკითხა,რომ ბედნიერება განვიცადე,რომ ამ პატარამ ასე იგრძნო ჩემი გულისნადები,დიდები ასე ვერ წაიკითხავენო.
როდესაც წამოიზარდა თამუნია,ყველა აღიარებდა რომ იგი ღვთაებრივი სილამაზის მატარებელი იყო.წერეთლების ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად,შესანიშნავი განათლების მქონე თამუნიამაც დაიწყო მუშაობა ლაღიძის წყლებში მოლარედ.თბილისში მალე გავრცელდა ხმა უმშვენიერესი ქალის შესახებ.ერთ დღეს ტიციან ტაბიძე შევა მაღაზიაში და დარჩება გაოგნებული ამ სილამაზის ხილვის გამო და უძღვნის კიდევაც ლექსს:
,, ბედნიერი ვარ-როგორც არასდროს,
თვითონ არ ვიცი რა მიხარია.
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია.
ტაშისკარიდან მოჰქრის გრიგალი
დიდ მოურავის მუზარადებით.
სჩანს მოგრეხია თავის ნამგალი,
მთვარე სავსეა გულის ნადებით,..
თამარ ვინ იტყვის-რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის-რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის-მართლა რა არის..
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
და ,,მოდი-ნახის”ვარ პატიმარი?.(1)
გიორგი ლეონიძე,ექსპრომტად უძღვნის ლექსს ,,ღამე ივერიისა”-თამუნიას
,,დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზედ წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე.’’
1925 წელსავე კონსტანტინე გამსახურდია მიართმევს მას ,,დიონისოს ღიმილს”,1926 წელს გრიგოლ რობაქიძე კი ,,გველის პერანგს‘’.1929 წელს თამუნია ცოლად გაჰყვა იმ დროისათვის გამოჩენილ იურისტსა და ექიმს ნიკოლოზ კახაძეს.თუმცა არც თამუნიას ასცდა მწარე სასმისი და შვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ ფეხი მოკვეთეს.ამის გამგონე ტიციანს კი სულითხორცამდე შეძრავს ეს ტრაგედია:
,,ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი

მას შემდეგ რაც მოვრჩით საჭირო მასალების მოკვლევას,გადავწყვიტეთ,რომ მივსულიყავით წმინდა სამების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილთან.
გ.ლ.დაგვლოცეთ მამაო.
მამაო-ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და
სრულიად საქართველო.
გლ- ჩვენ ყურადღებით გავეცანით ტაძართან დაკავშირებულ ცნობებს და გაოცებულებიც დავრჩით,გვაინტერესებს,თუ იყო კომუნისტური მმართველობის პოერიოდში ამ სიწმინდეების ხელყოფის მცდელობა?
მამაო- მოგახსენებთ,რომ იმ ავადსახსენებელი კომუნიზმის დროს იყო სიწმინდეების დაზიანებისმცდელობა საფლავები დამსხვრეულია,რადგან ჩვენი ,,თანამემამულეები”ფიქრობდნენ
რომ მათში სიმდიდრე იყო ჩატანებული,თუმცა მადლობა ღმერთს საფლავებმა ჩვენამდე მოაღწია.
გლ- რაც შეეხება უშუალოდ ტაძარს როგორი სახით მოაღწია ჩვენამდე?
მამაო-ტაძარი საკმაოდ დაზიანებული მდგომარეობაში დაგვხვდა,დაზიანებული იყო უძველესი ხის კანკელი,აგრეთვე,დაკარგული იყო უძველესი ნივთები,თუმცა ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა,რომ ტაძარს ძველი იერსახე დაბრუნებოდა და მადლობა ღმერთს, 2008 წელს აღდგა კიდევაც წირვა-ლოცვა.
გლ-დიდ დროს აღარ წაგართმევთ,თუ შეიძლება გვითხარით,რა სამუშაოებს საჭიროებს ამ დროისთვის ტაძარი?
მამაო-ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებულით,ამაში კვლავ გვეხმარება ბატონი დავითი და ღმერთმა შეაძლებინოს შეაძლებინოს მას მრავალი ამგვარი საქმის გაკეთება
(სატიველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი)

დასკვნა
ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგ ალბათ მკითხველი უკმაყოფილო არ დარჩება,რადგან როგორც სატივეს და სატიველ ბაგრატიონებს ძალიან ტრაგიკული,თუმცა საინტერესო ისტორია აღმოაჩნდათ,ჩვენ ვეცადეთ,რომ გაგვეგო ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლების უახლესი ისტორია,თუმცა მხოლოდ იმას მივაკვლიეთ,რომ დათას ქალიშვილი-როდამი საფრანგეთში გამგზავრებულა.იქვე დარჩენილა, რადგან არ სურდა კომუნისტურ საქართველოში ცხოვრება და გარდაცვლილა ნიუ-იორკში რამდენიმე წლის წინათ.
ამ მოკლე ისტორიის გაცნობის შესახებ ალბათ ყველა დავფიქრდით თუ რაოდენ ტრაგიკული,თუმცა საინტერესო ისტორია ჰქონია ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს,რომელის შესახებაც საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული.

გამოყენებული ლიტერატურა:

I-საქართველოს ისრორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,ტომი V.თბილისი 1990წ.
II-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი 2000წ.
III-თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონის ისტორია, ტოპონიმიკები. ხელნაწერი, ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
IV-მურად მთვარელიძე-მათი ბედნიერი და უბედური დღეები.2000წ
V-ვ.ჭელიძე,ცხოვრება ივანე მაჩაბლისა,თბ.1957
VI-ტიციან ტაბიძე,ლექსები,პოემები,პროზა,
ერილები,თბილისი 1985

შენიშვნა:
ნაშრომში გამოყენებულ ფოტოთა ერთი ნაწილი გადაღებულია ავტორის მიერ,ხოლო მეორე ამოღებულია წიგნიდან-მ.მთვარელიძე,,მათი ბედნიერი და უბედური დღეები’’,2000წ.ცისნამი

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 3 2013, 12:41 AM
პოსტი #63

2.არქიტექტურა (გეგმა,სტილი,არქიტექტონიკა, ინტერიერი, ექსტერიერი)

(ფოტოებს რომ მოვიცლ მერე ავტვირთავ)

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2016, 03:35 PM
პოსტი #64

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მზეჩაღვრილი ქართული სოფლით მოვიხიბლე"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2016, გვ.14/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2016, 12:25 PM
პოსტი #65

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ჩვენი ერის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენს წინაპრებს ღვთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. როცა სოფლის აშენება გადაწყდებოდა, პირველ რიგში შენდებოდა ტაძარი, მის ირგვლივ - სოფელი".

/"კარიბჭე" N13, 2008, გვ.41/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2016, 11:27 AM
პოსტი #66

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ქალაქი სოფლითაო, ნათქვამია. თუ ეს დედაბოძი გამოეცალა ქვეყანას, დაიქცევა. ამიტომ უპირველესად სოფელს უნდა მივხედოთ, სოფელი დავაყენოთ ფეხზე, ქალაქად და სოფლად ქართველობა ცხოვრობს, მათი გარჩევა არ შეიძლება - ცივილიზაციის სიკეთე ორივე მათგანს სჭირდება!"

/"კარიბჭე" N24, 2016, გვ.51/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2017, 10:36 PM
პოსტი #67

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ერთი სოფლის შესწავლას გერმანელი მეცნიერები მთელ სიცოცხლეს ანდომებენ. ჩვენს ქვეყანაში კი ბოლომდე შესწავლილი თითქმის არაფერია".

/მეცნიერი ლევან ფრუიძე
"კარიბჭე" N22, 2008, გვ.26/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2017, 12:56 PM
პოსტი #68

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ტრადიციები

საღოლაშენის უმთავრესი დღესასწაულია მარიამობა. ამ დღეს აქაურები ღამისთევით ხვდებიან ეკლესიაში, შემდეგ ყველა თავ-თავის ოჯახში აღნიშნავს. იციან ასევე ჭონა, რომელიც აღდგომის კვირას იმართება, ბავშვები დადიან ოჯახებში და ითხოვენ კვერცხებს. ბოლოს მოგროვილ კვერცხებს თანაბრად იყოფენ და სააღდგომოდ ღებავენ. კიდევ ერთი ტრადიცია, თაგო-თაგო, იმართება აღდგომის მარხვის ყველიერის კვირაში. ბავშვები ჭრიან ასკილის ჯოხებს, ბებიები აცხობენ ქადებს, ბავშვები კი ეკლიანი ჯოხით შემოივლიან ყველა ოთახს და ყრიან თაგვებს სახლიდან. ჯოხს უსვამენ იატაკზე და ამბობენ: "თაგო, თაგო, გამოდი, ანგელოზო, შემოდიო". ამ ძახილით ვითომ გამოდევნიდნენ თაგვებს, ფრონემდე ჩარეკავდნენ. წაღებული ქადა იქვე უნდა შეეჭამათ, რომ გარეკილი თაგვები უკან არ მობრუნებულიყვნენ. ერთ-ერთი ძველი ტრადიციაა მარიაშნობა . ამ დღეს კლავდნენ ოჯახში დედალს, აცხობდნენ ერბოს ქადას, მოხარშავდნენ კვერცხებს, გამოაცხობდნენ პურის კვერებს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სუფთა ღვინო და ამ ყველაფერს მიირთმევდნენ ოჯახში მყოფი მხოლოდ ქალები.

/"კარიბჭე" N6, 2009, გვ.34/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2017, 02:22 PM
პოსტი #69

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"კარგა გაიმანძილებ და სოფელიც გადაიშლება"

"დედაქალაქში მშენებლობის ბუმია, ჩვენი ძირძველი სოფლების ყოფნა-არყოფნა კი მართლაც ბეწვზე კიდია..."

/"კარიბჭე" N18, 2008, გვ.41/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2017, 10:07 PM
პოსტი #70

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანაფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2017, გვ.14/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 10:17 PM
პოსტი #71

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დილა ფარსმაში გაგვითენდა, ცად აზიდული მთების ალყაში მოქცეულ ხელისგულისოდენა ვაკეზე გაშენებულ სოფელში. "

"მხოლოდ სიყვარულს შეუძლია აღადგინოს მთაში ძველებური მჩქეფარე ცხოვრება, სიყვარულს არა კაცობრივს, არამედ ღვთაებრივს. მხოლოდ ქრისტეს სიყვარულს შეუძლია ააღორძინოს ეს სოფლები, რომლებიც ასე გულსაკლავადაა გაუკაცრიელებული. ეს ჩვენი სურვილი და თქვენი წინაპრების ოცნებაც რომ აღსრულდეს, ტაძარი უნდა აღდგეს და იკურთხოს. მაშინ სოფელიც გაიმართება, განმტკიცდება, გამრავლდება, თქვენი ცოლ-შვილი დაილოცება, თქვენი მომავალი იკურთხება და თქვენი კეთილი სიბერე განმზადდება".

/ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით
"კარიბჭე" N18, 2006, გვ. 21/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 02:13 PM
პოსტი #72

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ვინც სოფელს მიუბრუნდება,
ყველაზე დიდი კაცია"

/უშანგი მოსიაშვილი
"ათინათი" N2, 2017, გვ.28/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 11:35 AM
პოსტი #73

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"გასაჭირმა უმეტესობა ბარში გაიტყუა".

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.36/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 10:14 AM
პოსტი #74

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"რაჭის სევდა დღეს საყოველთაოა. იცლება სოფლები"

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ. 42/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2017, 10:37 AM
პოსტი #75

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დღეს სოფელ ჭერემში [გურჯაანის რაიონი] თითზე ჩამოსათვლელია ადგილობრივი მკვიდრი. ასე თუ გაგრძელდა, ეს ისტორიული სოფელი სულ მალე ნასოფლარად იქცევა..."

"სოფელი უნდა ვისმეს, შვილო? აი, წინ გაიხედეთ, მეორე სახლშიც არავინ ცხოვრობს. რამდენი სახლი დაკეტეს და ქალაქში წავიდნენ საცხოვრებლად..."

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.23, 24/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2017, 09:03 PM
პოსტი #76

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"თუ სოფელი დააფასე, ისიც დაგაფასებსო".

/"კარიბჭე" N23, 2017, გვ.29/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2017, 08:06 PM
პოსტი #77

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მოსახლეობისთვის როგორადაც დაუდგენელი არ უნდა იყოს სოფლის საზღვრები, ყველა სოფლის სასაზღვრო ზონას მაინც სასაფლაო განსაზღვრავს. რა გვარის ხალხიც არის დაკრძალული სასაფლაოზე და რა ტერიტორიიდანაც არიან ისინი, იქამდე მიდის საზღვარი. სხვა სოფლის მოსახლე, თუ ტერიტორიულად არ ეკუთვნის იმ სოფელს, არ დაიკრძალება იმ სოფლის სასაფლაოზე (თავადაც არ ისურვებს ჭირისუფალი). ეს დაუწერელი, მაგრამ სოფლის კანონია".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.42/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2017, 11:00 AM
პოსტი #78

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ლამაზი და მყუდრო სოფელია გაგური. მყუდროებას და იდუმალებას განსაკუთრებით ღამით გრძნობ კაცი. სიჩუმეში და სიმშვიდეში მოფი სივრცე ყველა ფიქრისგან გათავისუფლებს და დიდ სიმშვიდეს და სიტკბოს განიჭებს. ამ სივრცეს და გარემოს თან ახლავს სიბრძნე, რომ ყველაფერი და ყოველივე უსასრულოა".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.42/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2018, 11:38 AM
პოსტი #79

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სოფლის სამსახურში გაჭაღარავებულა"

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.21/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2018, 02:25 PM
პოსტი #80

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"რამდენჯერ მიფიქრია, რა ლამაზია სოფლის სასაფლაო. განსაკუთრებით ზამთარში, მარტოობა რომ აყრუებს სოფელს თეთრი შრიალით".

"ყველა ამჩნევს, რომ ის ხიბლი, რაც სოფელს ადრე ჰქონდა, ნელ-ნელა იკარგება. ხალხი მიდის, ტოვებს მშობლიურ სახლებს. ცხოვრება თითქოს ისე აღარ დუღს. მოწყენილობა იბუდებს სოფლებში.

ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. "თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინც მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო, მოლოდინის.

სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა. მოგისმენიათ? თუ არა, ნახეთ ნასახლარად ქცეული საქართველო და თქვენ გაიგონებთ ამ სიმღერას" ("დევების ნასახლარი", გოდერძი ჩოხელი).

თუმცა, ღვთის წყალობით გაგურის ველ-მინდვრები ჯერ კიდევ არ არიან დანატრულნი ადამიანთა ხმებს".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.33-34/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 05:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი