IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

43 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში
KAIROS
პოსტი Jun 24 2007, 11:08 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ განყოფილებაში რამოდენიმე ცალკე კითხვისათვის ცალ-ცალკე თემა იხსნებოდა და იკეტებოდა და ა. შ. ახლაც დაიბადა კითხვა და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ამ ახალ თემას, სადაც ყველას შეეძლება დასვას ნებისმიერი კითხვა ბიბლიის პერსონაჟების, ტერმინების, გაუგებარი ადგილების თუ სხვა რამის შესახებ.

წარმატებულ ძიებებს გისურვებთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 24 2007, 11:55 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



...........................
აი ეს შეგვიძლია მივიღოთ პირველ კითხვებად, თამარ-ცქნაფომ დასვა ღვთისმეტყველებაში და აქ გადმოვიტანე:

1) " მაინტერესებს, როგორ აიხსენება თამარის (იუდას რძლის) საქციელი და რატომ იხსენიებს მის სახელს მათეს სახარება? გარკვეული განმარტებები მეც ვიცი, მაგრამ რატომღაც ერთმანეთთან შეუსაბამოა. უფრო კომპეტენტური ახსნა კარგი იქნებოდა."


2) კიდევ მაქვს ერთი კითხვა: თუკი ებრაელებში დედის ხაზით გადაეცემა გვარი (რანაირად ჩამოვაყალიბე ), მაშინ რატომ იხსენიების ბიბლია სულ მამაკაცთა სახელებს და ქალებს იშვიათად?

მე ჯერ არ მცალია, ამიტომ ფორუმელები პასუხებს იმედია არ დაუგვიანებენ კითხვების ავტორს.

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 24 2007, 12:36 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კაიროს, ოთხო მოციქული იესოს აღდგომის შემდეგ ადამიანთა მისვლას აკლდამაში სხვადასხვაგვარად აღწერს... ეს თემა შენთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ არა გავშლი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 24 2007, 01:34 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(მნათე @ Jun 24 2007, 01:36 PM) *

კაიროს, ოთხო მოციქული იესოს აღდგომის შემდეგ ადამიანთა მისვლას აკლდამაში სხვადასხვაგვარად აღწერს... ეს თემა შენთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ არა გავშლი smile.gif



გაშალე რა wub.gif

მაინტერესებს .... rolleyes.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 01:50 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მნათე @ Jun 24 2007, 01:36 PM) *

კაიროს, ოთხო მოციქული იესოს აღდგომის შემდეგ ადამიანთა მისვლას აკლდამაში სხვადასხვაგვარად აღწერს... ეს თემა შენთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ არა გავშლი smile.gif

მარტო კაიროსისთვის იხსნება თემები? უნდა გახსნა, აბა რა, რატომ კითხულობ ამას?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 24 2007, 03:08 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ოთხო მოციქული იესოს აღდგომის შემდეგ ადამიანთა მისვლას აკლდამაში სხვადასხვაგვარად აღწერს...


მნათე. ეს კითხვა წერილით უკვე დამისვა დავითმა, ამიტომ იმედია არ მიწყენს და შემოკლებული სახით შემოგთავაზებთ კითხვა-პასუხს, რათქმაუნდა კითხვები იქნება და აქედან გავაგრძელოთ:

დავითის კითხვა:


" მათეს 28-ე თავი, მარკოზი მე-16 თავი, ლუკა 24-ე თავი, იოანეს მე-20 თავი - შესაბამისადაა დალაგებული ქვედა ტექსტებიც.

- მაგდალელი და მეორე მარიამი მიდიან სამარხთან (2 მიდის)
- მაგდალელი, მარიამ იაკობისა და სალომე მიდის სამარხთან (3 მიდის)
- დედაკაცები მივიდნენ სამარხთან (რამდენიმე მიდის, დაახლოებით 10-მდე - 24:10)
- მაგდალელი მიდის სამარხთან (მხოლოდ 1 მიდის)

- მოხდა დიდი მიწისძვრა, ანგელოზმა ლოდი გადააგორა, მცველები დააფეთა და ლოდზე დაჯდა. შემდეგ აკლდამაში შეუძღვა ქალებს და ანახა მათ ის ადგილი, სადაც იესო იწვა. მისი ბრძანებით ქალები წავიდნენ იერუსალიმში მოწაფეებთან. იესოს ნახვის ადგილად დასახელებულია გალილეა. იესო მათ არ უნახიათ.
- ქალებს ლოდი გადაგორებული დახვდათ, შევიდნენ ღია აკლდამაში, იქ ანგელოზი დახვდათ, რომელმაც მოწაფეებთან მისვლა და შემდეგ მათი გალილეაში გამგზავრება უბრძანა. იესო მათ არ უნახიათ.
- ქალებს ლოდი გადაგორებული დახვდათ, შევიდნენ ღია აკლდამაში და ძალიან შეფიქრიანდნენ, როცა იესოს გვამი ვერ ნახეს. ამ დროს მათ თავზე მოულოდნელად წამოადგათ 2 ანგელოზი. რაიმე ბრძანება არ მიუციათ. ქალები მიდიან მოწაფეებთან. იესო მათ არ უნახიათ.
- მაგდალელს ლოდი გადაგორებული დახვდა, ანგელოზები არ უნახია და გვამი ვინ წაიღო ის აფიქრებდა. ამიტომ სასწრაფოდ დაბრუნდა იერუსალიმში და აცნობა ამის შესახებ მოწაფეებს. მოწაფეები მოვიდნენ, აკლდამა დაათვალიერეს და მალევე წავიდნენ. მაგდალელი ატრიდა და როცა აკლდამაში შეიხედა, დაინახა 2 ანგელოზი, თუმცა ვერ აღიქვა ისინი ანგელოზებად და საუბარი გაუბა (არ შეშინებია). ამ დროს გავიდა და ნახა მაცხოვარი, მაგდალელმა ისიც ვერ იცნო და მასაც გაესაუბრა. მერე როგორც იქნა, იცნო და მოწაფეებთან გააგზავნა ის იესომ, მესიჯით: მკვდრეთით ვარ აღმდგარიო!

მათე და მარკოზი დაახლოებით ერთნაირად აღწერენ ამ ისტორიას (ანგელოზების რიცხვსაც 1-ად ასახელებენ), მაგრამ ლუკა და განსაკუთრებით იოანე, სულ სხვა ისტორიას ყვებიან..."

პასუხი:



"ციტატა
მაგდალელი და მეორე მარიამი მიდიან სამარხთან (2 მიდის)
- მაგდალელი, მარიამ იაკობისა და სალომე მიდის სამარხთან (3 მიდის)
- დედაკაცები მივიდნენ სამარხთან (რამდენიმე მიდის, დაახლოებით 10-მდე - 24:10)
- მაგდალელი მიდის სამარხთან (მხოლოდ 1 მიდის)"


ზემოთ სჩანს

1) მიდიან ქალები

2) მარიამ მაგდალელი არის ამ ქალებში

3) ლოდი გადაგორებულია

4) ანგელოზი ( ზოგან დაზუსტებულია ორი) ეჩვენებათ


ესაა მთავარი, დანარჩენი დეტალებშია განსხვავება, რაც ახალი აღთქმის წიგნების ორიგინალურობაზეც მეტყველებს ყველა თავისი ენით ყვება ე.ი. არაა გადაწერილი და კანონიკურობაზეც ე.ი. ძირითადში ყველა თანხმდება.

ლუკა ბერძენია და მისი სტილია ყველაფერის დაზუსტება, მისი სახარებაც ხომ ყველა სრულია და დაწვრილებითი? ჰოდა, ლუკასგან არ გაგიკვირდეს, სისხლში აქვს ზუსტი ისტორიის წერა გამჯდარი.

იოანე... იოანე განსაკუთრებულ დიალოგებზე და მოვლენებზე ჩერდება მხოლოდ, მაღალი სპირიტუალიზმის და სიმბოლიზმის ფაქტებს გადმოსცემს მისებური სულისშემძვრელი დიალოგებით, ამიტომაა რომ არჩევს მისებური მისტიციზმით ფაქტებს და მხოლოდ მათ წერს..

ანუ აქ ჩვენ წინააღმდეგობას კი არა, სხვადასხვა კუთხით დანახულ ერთიდაიგივე ფაქტს ვხედავთ, ზოგან დაზუსტებულს ზოგან არა, აქცენტი რაა ეგაა მთავარი, მახარობელთა სიმბოლიკაც, ხომ მათ აქცენტებზე მეტყველებს?

...............

ეს მოკლედ და შემდგომში ჩავუღრმავდეთ!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 24 2007, 03:53 PM
პოსტი #7


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,888
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
შემდგომში ჩავუღრმავდეთ!




გელოდებით...


ვაღიარებ, რომ ეს განსხვავებები არასოდეს შემიმჩნევია..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 05:12 PM
პოსტი #8


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
დავითის კითხვა

აღნიშნულიო საკითხის გარჩევა სხვა ფორუმზე მიმდინარეობდა.
აქაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არებობს ამ თანამიმდევრობის ორგვარი ვერისა. ერთია ეპისკოპოს ზოსიმეს მიერ შეკრებილი განმარტება წმინდა მამათა გადმოცემის მიხედვით, სადაც სიუჟეტი მარიამის მისვლიდან იწყება.
http://www4.avoe.ge/ftp/movies29/Next/Next.avi
და მეორე განმარტება, რომელი სხვაადასხვა რუსული საიტებიდან მოვიძიე:

მოქმედება I

მარკ. 16:1 და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სხონ მას
მარკ. 16:2 და ნიადაგ განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსვლასოდენ მზისასა
მარკ. 16:3 და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?
მათე 28:1ხოლო მწუხრი შაბათსა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სჴუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავიდა მის
იოვანე 20:1 ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალინელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო
ლუკა 24:1 ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა


რაც შეეხება შაბათისა და პარასკევის ამბავს, ამაზე მოგვაინებით გავაგრძელოთ საუბარი.
აქ უბრალოდ საუბარია იმაზე რომ მოდიან ეს დედები მათთან ერთად მაგდალინელი.

მოქმედება II

მათე 28:2 და აჰა ძვრაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა
მათე 28:3 ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი
მათე 28:4 ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდნენ მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი

მოქმედება III

მარკ. 16:4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.
მარიამი
იოვანე 20:1 საფლავსა მას ზედა და იხილნა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.
იოვანე 20:2 რბიოდა და მოვიდა სიმონ პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა , რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ:”აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი”.

მოქმედება IV

მარკ. 16:5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.
მათე 28:5 მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ.
მარკ. 16:6 ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, მათე 28:6 არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.
მათე 28:7 და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ.
მარკ. 16:7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
მათე 28:8 ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
ამის შემდეგ ისინი კი წავიდნენ რომ ეცნობებინათ მოწაფეებისტვის, მაგრამ შეშინდნენ გარკვეული მიზეზის გამო.
მარკ. 16:8 და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

მოქმედება V

ამის შემდგომ, სავარაუდოდ, მოვიდნენ სხვა დედებიც, ლუკას მიხედვით, ის არ ასახელებს სახელებს არამედ უბრალოდ ამბობს: და სხუანი ვინმე მათ თანა
რა თქმა უნდა მათაც იპოვეს გადაგორებული ლოდი
ლუკა 24:2 და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან
ლუკა 24:3 და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
ლუკა 24:4 და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
ლუკა 24:5 და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
ლუკა 24:6 არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,
ლუკა 24:7 და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
ლუკა 24:8 და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.
ლუკა 24:9 და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
აქაც ანგელოზი ესაუბრება ამ დედებს. ვფიქრობ არ უნდა იყოს გასაკვირი და არალოგიკური, თუკი ანგელოზი მათაც დაახლოებით იგივეს ეუბნება.

მოქმედება VI

მხოლოდ ამის შემდეგ მოდიან მოწაფეები
იოვანე 20:3-10 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე და მოვიდოდეს საფლავად
რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.
და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.
მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.
და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.
რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.
წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.

მოქმედება VII

იოვანე 20:11-18ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.
და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.
რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.
მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.



ციტატა
1) " მაინტერესებს, როგორ აიხსენება თამარის (იუდას რძლის) საქციელი და რატომ იხსენიებს მის სახელს მათეს სახარება?

წმინდა მამები ამდაგვარად განმარტავენ ამ ამ ადგილს (მეუფე ზოსიმეს ამოკრებილი):

იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მაკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 05:28 PM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
) კიდევ მაქვს ერთი კითხვა: თუკი ებრაელებში დედის ხაზით გადაეცემა გვარი (რანაირად ჩამოვაყალიბე ), მაშინ რატომ იხსენიების ბიბლია სულ მამაკაცთა სახელებს და ქალებს იშვიათად?

ამას ლევირატო ჰქვია. და თუ გვსურს გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი, ლევირატის მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ:

В брачном праве Ветхого завета определяется, помимо прочего, такое понятие, как левират: в левиратном браке младший брат (или другой родственник) умершего бездетным израильтянина обязан жениться на его вдове; первый ребенок, родившийся в таком браке, считался потомком умершего (а не своего «физического» отца). Левиратный брак был обусловлен, с одной стороны, необходимостью продолжения священнических (левитских) родов, а также имущественными причинами.

http://www.bible-center.ru/topic/marriage

ანუ ლევირატის დროს ხდება ე.წ. თესლის აღდგენა. ამ დროს დედის ხაზით კი არ გადაეცემა გვარი, არამედ იმ მამის ხაზით, რომლის მეუღლეც ესა თუ ის ქალი იყო და გარდაიცვალა არ ეს კაცი უშვილოდ, მისმა ძმამ "აღადგინა მისი თესლი", ანუ შვილი რომელიც ლევირატის შედეგად იშვა ითვლება არა ძმის გვარის გამგრძელებლად, არამედ იმ კაცისმ რომელიც გარდაიცვალა უშვილოდ და მისმა ძმამ მოიყვანა მისი ცოლი.
ცოტა ახლართულად ავხსენი, მაგრამ იმედია მიხვდებით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 06:48 PM
პოსტი #10


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დათიკო @ Jun 24 2007, 06:12 PM) *

KAIROS



იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მაკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი).

ეს მეც ვიცოდი sad.gif მაგრამ რატომრაც არ მაკმაყოფილებდა... wink.gif

ციტატა(დათიკო @ Jun 24 2007, 06:28 PM) *

ამას ლევირატო ჰქვია. და თუ გვსურს გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი, ლევირატის მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ:

В брачном праве Ветхого завета определяется, помимо прочего, такое понятие, как левират: в левиратном браке младший брат (или другой родственник) умершего бездетным израильтянина обязан жениться на его вдове; первый ребенок, родившийся в таком браке, считался потомком умершего (а не своего «физического» отца). Левиратный брак был обусловлен, с одной стороны, необходимостью продолжения священнических (левитских) родов, а также имущественными причинами.

http://www.bible-center.ru/topic/marriage

ანუ ლევირატის დროს ხდება ე.წ. თესლის აღდგენა. ამ დროს დედის ხაზით კი არ გადაეცემა გვარი, არამედ იმ მამის ხაზით, რომლის მეუღლეც ესა თუ ის ქალი იყო და გარდაიცვალა არ ეს კაცი უშვილოდ, მისმა ძმამ "აღადგინა მისი თესლი", ანუ შვილი რომელიც ლევირატის შედეგად იშვა ითვლება არა ძმის გვარის გამგრძელებლად, არამედ იმ კაცისმ რომელიც გარდაიცვალა უშვილოდ და მისმა ძმამ მოიყვანა მისი ცოლი.
ცოტა ახლართულად ავხსენი, მაგრამ იმედია მიხვდებით smile.gif

და იცი, რომ მთლად ეს არ მიკითხავს? biggrin.gif ზოგად პრინციპზე ვთქვი, სულ მამაკაცთა სახელები რომაა, არადა ამ დროს ვიცით, რომ გვარი დედის ხაზით გადადისო smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 07:05 PM
პოსტი #11


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თამარი_ცქნაფო
ციტატა
ვიცით, რომ გვარი დედის ხაზით გადადისო

რას გულისხმობ: დედის ხაზით გადადის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 07:19 PM
პოსტი #12


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დათიკო @ Jun 24 2007, 08:05 PM) *

თამარი_ცქნაფო

რას გულისხმობ: დედის ხაზით გადადის?

გვარს ზოგადად
დაგაბნიეთ ახლა მე თქვნ. კაი, არა უშავს, გმადლობთ მაინც smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 07:21 PM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თამარი_ცქნაფო
ციტატა
გვარს ზოგადად

და ვინ თქვა რომ დედის გვარი გადადის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 07:23 PM
პოსტი #14


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დათიკო @ Jun 24 2007, 08:21 PM) *

თამარი_ცქნაფო

და ვინ თქვა რომ დედის გვარი გადადის?

კითხვა ჩამოვაყალიბე არასწორად, რამდენად მართალია მაშინ, როცა...ვიგულისხმე smile.gif





--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 07:28 PM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თამარი_ცქნაფო
ციტატა
კითხვა ჩამოვაყალიბე არასწორად, რამდენად მართალია მაშინ, როცა...ვიგულისხმე

დედის გვარი არ გადადის, არამედ, პირიქით მამის გვარის გაგრძელება ხდება. მისი "თესლი" (გვარი) რომ არ დაიკარგოს ამისთვისაა ლევირატის წესი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 07:35 PM
პოსტი #16


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



smile.gif გმადლობ
ციტატა(დათიკო @ Jun 24 2007, 08:28 PM) *

თამარი_ცქნაფო

დედის გვარი არ გადადის, არამედ, პირიქით მამის გვარის გაგრძელება ხდება. მისი "თესლი" (გვარი) რომ არ დაიკარგოს ამისთვისაა ლევირატის წესი.



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 07:53 PM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თამარი_ცქნაფო
ციტატა
გმადლობ

იცოცხლე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 08:00 PM
პოსტი #18


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დათიკო @ Jun 24 2007, 08:53 PM) *

თამარი_ცქნაფო

იცოცხლე smile.gif

რუთზე რას მეტყვი? biggrin.gif

ანუ იმ ტრადიციის შესახებ მაინტეერსებს, ყანაში ერთ დღეში რის მოგროვებასაც შეძლებდა, მხოლოდ ის რომ უნდა აეგროვებინა. გასაგებია, რომ უპოვართა დახმარებით იყო განპირობებული ეს წესი, მაგრამ, ამას გარდა, სხვა რამ დატვირთვაც ხომ არ აქვს?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 09:08 PM
პოსტი #19


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თამარი_ცქნაფო
ციტატა
რუთზე რას მეტყვი

სამწუხაროდ არ ვიცნობ კარგად რუთის წიგნს. sad.gif
იქნება ვინმე კომპეტენტურმა გაგცეს ამაზე პასუხი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 24 2007, 10:37 PM
პოსტი #20


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ეჰ, ლიტერატურა მაინც მიმითითეთ, თორემ ახალს ვერაფერს ვიგებ ამ საკითხებზე sad.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

43 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th October 2019 - 07:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი