IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, წმ. მამათა შეხედულებები
ნოე
პოსტი May 3 2012, 08:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მინდა თუ არსებობს რამე მართლმადიდებლური სწავლება. biggrin.gif


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 3 2012, 08:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



წმინდა იოანე ოქროპირი, განმარტება 1 კორინთელთა 11 თავზე:

“კაცი არაა ვალდებული თავსაბურავი გაიკეთოს, რადგან უფლის ხატია, არამედ ქალია ვალდებული. არამარტო იმიტომ, რომ კაცს ქრისტე ჰყავს თავსაბურავად როგორც მოციქული ამბობს, არამედ იმიტომაც, რომ მას ძალაუფლება გააჩნია ქალზე.”


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 3 2012, 11:24 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ლაშა ყველანაირად ვცდილობ ხოლმე, რომ არ ჩავერიო საუბრებში, მაგრამ ასე დამახინჯებულად წარმოსახვა ეკლესიური სწავლებისა მაიძულებს ხოლმე პასუხი გაიცეს ამ ყვეალფერზე.

რასაც შენ ამბობ და რა შინაარსაც დებ აღნიშნულ სიტყვებში, ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ეკლესია ქალებს დამამცირებელ ადგილს განუწესებს და არარაობად მიიჩნევს მათ. სინამდვილეში ეს ასე არ არის და ეს, ვფიქრობ, შენ თვითონაც კარგად იცი.

პავლე მოციქული უღრმეს და უმშვენეირს სწავლებას გადმოგვცემს კორინთელთა მიმართ XI თავში და კარგი იქნებოდა, რომ სრულად გაცნობოდი ამ მონაკვეთს იგივე წმ. იოანე ოქროპირის განმარტების თანხხლებით (შენვე ახსენე ის).

პავლე მოციქული ამბობს:

"ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა" (I კორ. 11.7).

რა სიტყვებიც შენ მოიტანე მას მოსდევს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელსაც ყურადღება არ მიაქციე. რა გაგებით ახსენებს მოციქული ტერმინ "ხატს" ამ ფრაზაში? "ხატი" აქ იმ მნიშვნელობით კი არ მოიხმობა, რომ მხოლოდ კაცი შეიქმნა ხატად ღმრთისა, ეს ხომ უკეთურება იქნებოდა, არამედ ეს ტერმინი მოიხმობა იმ მდგომარეობის გამომსახველად, რომ როგორც უფალი მთავრობს მამაკაცზე, ამის მსგავსად მამაკაცი მთავრობს ყოველივე ქვეყნიურზე (ამადაც შეიქმნა კდიეც ადამი) და მათ შორის ქალზეც.

ცხადია ტერმინი "მთავრობა" დღეს იმდენად უარყოფითი შინაარსითაა დატვირთული, რომ ძნელია გააგებინო ადამიანს მისი საღვთო შინაარსი. ტერმინი "მთავრობა" ძალაუფლებას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ძალაუფლება გააჩნია ვინმესადმი, ამ შემთხვევაში მამაკაცს ქალისადმი, არამედ სრულიად სხვას.

მოვიხმობ პარალელურ ტერმინებს, რომ უფრო ცხადი გახდეს სიტუაცია: ყველასთვის ცხადი ტერმინი: "მღვდელთმთავარი", რომელიც არ ნიშნავს ზოგადი გაგებით ეპისკოპოსს. ამ ტერმინს უფრო ღრმა შინაარსი აქვს. ბერძნულად ის გადმოიცემა სიტყვით "იერარხია", რომელსაც თარგმნიდნენ აგრეთვე, როგორც "სიწმინდეთ დასაბამობა", "სიწმინდეთ მთავრობა" და ამის ფონზე პირველი მნიშვნელობის სიტყვაში ტერმინი "მღვდელი" არა ვინმე მღვდელს ნიშნავს, არამედ სიწმინდეს. არის ამგვარი ტერმინიც "სამღვდელო მსახურება", რაც წმინდა მსახურებას ნიშნავს. ანუ სიტყვა "მღვდელი" ფართო გაგებით სიწმინდეს ნიშნავს. შესაბამისად ტერმინი "მღვდელთმთავარი", ბერძნულად "იერარხია" სიწმინდეთდასაბამობას, სიწმინდეთმოთავეობას ნიშნავს.

რა კავშირშია ეს ყოველივე განსახილველ თემასთან? იმ კავშირშია, რომ როდესაც ვსაუბრობთ იერარქიულობაზე, და ეს ანგელოზთა იერარქიაზეა კონკრეტულად, ნათქვამია, რომ თითოეული მწკრივი ანგელოზთა დასებიდან იმღვდელთმთავრება ზემორე მწკრივისგან და თავის მხრივ უმღვდელთმთავრებას ქვემორე მწკრივს. და ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ უფლისგან მომდინარე მადლმოსილების გადამცემი, ვტქვათ ანგელოზთა მწკრივისთვის არის მტავარანგელოზთა მწკრივი და ა.შ.

ამ შემთხვევაშიც საუბარია იმაზე, რომ მამაკცის მოტავე არის ღმერთი, ხოლო ის თავის მხრივ ქალის და რა გაგებით მოიხმობა მთავრობა აქ უკვე მე მგონი გასაგებია. მხოლოდ და მხოლოდ იერარქიული კუთხით და არანაირად რამენაირი ძალაუფლების მხრივ. მაშინ ასე თავად მამკაციც დაკნინებულია უკიდურესად, რადგან მასზე მძლავრობს ღმერთი (თუკი მთავრობას მძლავრობის, ძალაუფლების შინაარსით მოვიხმობთ).

რაც შეეხება მოციქულის მიერ ნახსენებ სიტყვას "დიდება ღმრთისა არს", ამაზე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მამაკაცი არავის სამთავრო არ არის, გარდა ღვთისა, ანუ მასზე არავინ მოთავეობას, გარდა უფლისა და ამიტომაც არ შეჰფერის მას ლოცვის დროს თავის დაბურვა, ხოლო თუკი ქალი თავს იბურავს, ამით გამოხატავს იმას, რომ როგორც მამაკაცს ღმერთი, ასევე ქალს მამაკაცი მოტავეობას "ხოლო დედაკაცი დიდება ქმრისა არს". და ამას გამოხატავს სწორედ ის თავის დაბურვით.

აქ რაიმე დამამცირებლობა კი არ არის, პირიქით მამაკაცს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა განეკუთვნება, რომ იზრუნოს ქალზე და არა იმძლავროს მასზე (რა ვთქვა იმაზე, რომ ზოგი აქეთაა საპატრონო). არანაირი უფლება მას არა აქვს ქალზე, მას დაევალა მხოლოდ მზრუნველობა, პატრონობა. მაშინ, როცა თვით უფალი არ მძლავრობას ადამიანის ნებაზე, რა უფლება აქვს ვინმეს იმძლავროს მეორე ადამიანზე? ამის გამართლება ხომ უგუნურება იქნებოდა.

ასე რომ მართლმადიდებლობა არანაირ დამამაცირებელ მდგომარეობას არ განუკუთვნებას ქალს და ამას ამყარებს იგივე პავლე მოციქულის სიტყვებზე, რომ "არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ" და ჭეშმარიტად ასეა.

მაშინ როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქერუბიმთა და სერაფიმთა აღმატებულ მდგომარეობას განვუკუთვნებთ, მაშინ როცა გვყავს უამრავი უდიდესი ქალი წმინდანი, რომელთაც სასოებით ვეთაყვანებით... დამცირებულობაზე საუბარი უხერხულობად არ მიგაჩნია?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 3 2012, 11:57 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



afxazi

კარგი ხარ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 4 2012, 12:04 AM
პოსტი #5


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



afxazi
+++++++ მილიონჯერ


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 4 2012, 08:06 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

მოკლედ საერთოდ ვერ ხვდები რას ვწერ, რაღაცა იარლიყს მაწებებ, იმას უარყოფ და ტაშს გიკრავენ მერე... biggrin.gif

"ღვთის ხატი" არ ეხება ადამიანურ ბუნებას...

და პავლე რომ ამბობს "ქალს არ აქვს უფლება ეკლესიაში ხმის ამოღების, სახლში ქმარს კითხოს"-ო ეს თუ არ მიუთითებს ძალაუფლებაზე, მაშინ აბა რა მიუთითებს...


ღვთის ხატი ნიშნავს ძალაუფლებას ხილულ სამყაროზე. ეს კი პირველ რიგში კაცშია გამოხატული და მერე ქალში. ღვთის ხატი არ ეხება ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც ერთნაირი აქვთ...


და კიდევ, ცნობისათვის, პავლე მოციქული როცა წერს: "არც მონაა, არც მმართველი, ყველა ერთია უფალში"-ო, ეხლა იმის მტკიცებასაც დამიწყებ, რომ პავლე მოციქული მონათფლობელობას ეწინააღმდეგებოდა? მაშ "მონებო ყველაფერში დაემორჩილეთ ბატონებს" რაღას ნიშნავს? "ყველა ერთია უფალში" არის ცხონებაზე და არა მორჩილებაზე!

საშინელება ეს ბიბლიური ტექსტების გადატანითი მნიშვნელობით გაგება რა...


პ.ს. დანარჩენების ტაშებზე კომენტარს არ გავაკეთებ.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 4 2012, 08:58 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Otherguy @ May 4 2012, 08:06 AM) *

რაღაცა იარლიყს მაწებებ, იმას უარყოფ და ტაშს გიკრავენ მერე... biggrin.gif

დანარჩენების ტაშებზე კომენტარს არ გავაკეთებ.


ოზერ, მე, პირადად, მოწონება იმიტომ არ გამომითქვამს, რომ, აფხაზმა ,,რაღაცა იარლიყი მოგაწება''.
ზოგადად, თემაა ჩემთვის აქტუალური, საინტერესო და ამიტომ ესმა ყურთა შენთა აპლოდისმენტი იგი მქუხარეი.

ნაინა თავისას იტყვის.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 4 2012, 11:42 AM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
ღვთის ხატი ნიშნავს ძალაუფლებას ხილულ სამყაროზე. ეს კი პირველ რიგში კაცშია გამოხატული და მერე ქალში. ღვთის ხატი არ ეხება ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც ერთნაირი აქვთ...


აბა მითხარი როგორ არ მოგაწეპო biggrin.gif როდესაც შენისთანა ნიჭიერი ადამიანი ასეთ მდარე რამეებს წერს.

მაინცდამაინც დრო რომ არ დავხარჯოთ ხატოვნებაზე საუბრით, მიგითითებ და წაიკითხე:

წმ. კირილე ალექსანდრიელის საღვთისმეტყველო სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=54&lang=en

აგრეთვე:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en

მე გირჩევდი გულდასმით გაეცნო აღნიშნულ სტატიებს და მერე გამოთქვა შენი აზრი ადამიანის ღვთისადმი ხატოვნების შესახებ, თუ რა იგულისხმება ხატში.

მიგითითებდი აგრეთვე წმ. გრიგოლ ნოსელის "შესაქმისათვის კაცისა" XVI თავს.

ხოლო შენი სიტყვების შესაბამობა რომ ცხადია, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სქესთა გარჩევა (ქალი და მამაკაცი) ეს ცოდვით დაცემის შედეგია და არა ადამიანის ტავდაპირველი მდგომარეობა. ვიცი მეტყვი მანამდე გაყოო, მაგრამ იმიტომაც გაყო უფალმა სქესნი, რომ წინასწარმცოდნეობით იცოდა რაც მოხდებოდა და არ დატოვა ადამიანი უნუგეშო. ეს რომ ასეა და თავდაპირველად შექმნილ ადამიანში ასე ვთქვათ მამაკაცობა და დედაკაცობ არ იხილვებოდა, ამას წმ. გრიგოლ ნოსელიც უცხადესად ამბობს. და ლოგიკურად ეს ასეცაა, რადგან უფალმა ადამიანი შექმნა მის ხატად და მსგავსად და არა მხოლოდ მამაკაცი. ეს ფაქტია და ამას არც არავინ არ ამბობს ეკლესიის მამათაგან. კვლავ გავიმეორებ, ხატად ღმრთისა შეიქმნა ადამიანი და არა მამაკაცი. ხატობა კი ნიშნავს საღვთო ბუნებისადმი ხატობას და არა რომელიმე თვისებით საღვთო ბუნების რომელიმე თვისების გამოსახვას საკუთარ თავში. კიდევ ვიმეორებ, გაეცანი ზემოთ მითითებულ სტატიებს.


ციტატა
და პავლე რომ ამბობს "ქალს არ აქვს უფლება ეკლესიაში ხმის ამოღების, სახლში ქმარს კითხოს"-ო ეს თუ არ მიუთითებს ძალაუფლებაზე, მაშინ აბა რა მიუთითებს...


ჯერ ერთი როცა ციტირებას აკეთებ ბიბლიიდან საკუტარი ინტერპრეტაციით ნუ აკეთებ ამას, არამედ მოიტანე უშუალოდ ბიბლიიდან და მიუთითე საიდან მოგაქვს. მეორეც სად წერია სიტყვა ძალაუფლება, წერია მთავრობა და ამ სიტყვის შინაარსი მე მგონი კარგად გამოჩნდა ზემოთ. ამ ლოგიკით თავად უფალიც მძლავრობს კაცზე და ესეც მიუღებელია ცხადია. რით განსხვავდება ღვთის მძლავრობა (ძალაუფლება შენი აზრით ამას ნიშნავს) მამაკაცის მძლავრობაზე ქალთან? არაფრით ცხადია.

ციტატა
და კიდევ, ცნობისათვის, პავლე მოციქული როცა წერს: "არც მონაა, არც მმართველი, ყველა ერთია უფალში"-ო, ეხლა იმის მტკიცებასაც დამიწყებ, რომ პავლე მოციქული მონათფლობელობას ეწინააღმდეგებოდა? მაშ "მონებო ყველაფერში დაემორჩილეთ ბატონებს" რაღას ნიშნავს? "ყველა ერთია უფალში" არის ცხონებაზე და არა მორჩილებაზე!


ან სპეციალურად აკეთებ ამას ანდა მართლა უმეცრებაში ხარ. როდესაც მოციქულები მონებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ბატონებს, ამით კვერს კი არ უკრავდნენ მონათმფლობელობას, ეს გამორიცხულია და განმარტებებში შეგიძლია ნახო. ეკლესია, ცხადია, არ უპირისპირდებოდა არსებულ წყობილებას, არ შემოქონდა შფოთი საზოგადოებაში, არამედ შინაგანად გარდაქმნიდა მას.

რატომ არ გამოუცხადეს კატეგორიული ბრძოლა წინადაცვეთის ჩვეულებას მოციქულებმა? რატომ დაცვითა პავლე მოციქულმა ტიმოთე მოციქულთა კრების შემდგომ? არ უპირისპირდებოდნენ იმიტომ, რომ ხალხში იდმენად იყო გამჯდარი ეს ჩვეულება, რომ კატეგორიული მიდგომა კარგს არ მოიტანდა. ამიტომ დაელოდნენ ისინი თავისით როდის გადაგვარდებოდა ეს ჩვეულება და გადაგვარდა კიდეც. მთელი წყება ვიცით ეპისკოპოსებისა, რომლებიც წინადაცვეთილნი იყვნენ და მეთაურობდნენ იერსუალიმის ეკლესიას I-II საუკუნეებში.

ასევე როდესაც მაცხოვარს სთხოვეს გადაეხადა გადასახადი, თქვა, რომ მას არ ეკუთვნოდა ეს, მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთ ადმაიანებიო, მიმართა პეტრეს, წადი გადააგდე ანკესი, დაიჭერ თევზს და მას პირში ექნება ძვირფასი ქვა, წადი და გადაიხადეო.

რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? იმაზე, რომ ეკლესია არ ილაშქრებდა დამკვიდრებულ წყობილების წინააღმდეგ კატეგორიულად, არამედ შინაგანად გარდაქმნიდა მას. იგივე ითქმის წარმართულ დღესასწაულებზე, მაგალითად დეკემბრის ბოლოს მზის განახლების უმტავრესი დღესასწაული აღინიშნებოდა წარმართებში, ეკლესიამ კი შობის დღესასწაული დაადგინა ამ დროს და უთხრა კაცობრიობას, რომ ჭეშმარიტი მზე ამოგვიბრწყინდა ამ დღეს. უამრავი წარმართული გამონათქვამი გააქრისტიანა ეკლესიამ და ა.შ. რაზე მეტყველებდა ეს ყველაფერი? ვფიქრობ ცხადია ყველაფერი. მოციქულები მონებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ბატონებს, მაგრამ ბატონებსაც მოუწოდებდნენ თავის მხრივ კეთილად მოქცეოდნენ მონებს. სიყვარული და პატივისცემა შექონდათ ამ ქვეყნიურ რაღაც წეს-წყობილებებში, თორემ ღვთის წინაშე ყველანი ტანასწორნი არიან და იქ აღარაა მონობა, ბატონობა და ა.შ.

აი ამას ნიშნავს მოციქულის სიტყვები და რაღაც სიახლეების შემოტანა, თან უაზრო სიახლეების, ვფიქრობ უადგილოა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 4 2012, 07:02 PM
პოსტი #9


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Otherguy
ციტატა
პ.ს. დანარჩენების ტაშებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

მე მომეწონა როგორ აგიხსნა აფხაზმა და ჩემი პლიუსები კი აფხაზის ახსნას ეხებოდა. ანუ ვეთანხმები.
სად ნახე მანდ ტაში და მქუხარე ოვაციები?
შენ თუ მოჩვენებები გაწუხებს, ეგ ჩემი ბრალი სულაც არაა და აჯობებს მიაკითხო ექიმს.
ეს რჩევად მიიღე და არა ლანზღვად ოღონდ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 4 2012, 08:20 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

მე ინტერპრეტაციები არ მახასიათებს ჩემო აფხაზ, მე ვკითხულობ იმას რაც წერია და არ ვაწვალებ არაფერს...

"ღვთის ხატი" ეს გამოთქმა ყოველთვის ერთი მნიშვნელობითაა ბიბლიაში და ეწოდება ადამიანს. უბრალოდ მოსეს თქმით ეს გამოიხატება ძალაუფლების ქონაზე ხილულ სამყაროში, რომელიც გამოხატავს ღვთის უხილავ ძალაუფლებას. პავლე მოციქულის თქმით კი ეს ძალაუფლება ყველაზე უკეთ კაცში გამოიხატება ანუ ღვთის ხატი კაცია, თუმცა ქალი ამ ხატის ხატია და არანაირად არაა მასზე უმცროსი ბუნებით, სათნოებით და ა.შ.

1 კორინთელთა 14 თავი:

34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.


აქ "ეკლესია" არ ნიშნავს შენობას, რადგან ეს მნიშვნელობა გვიან შეიძინა. ეკლესია ნიშნავს ქრისტიანთა შესაკრებელს, ჯგუფს.

წმ. იოანე ოქროპირის განმარტებებს დავდებ ეხლა. ერთადერთია ანტიოქიური სკოლიდან ვინც ანათემას არათუ გადაურჩა, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვს.

ნუ კაი, ჯობია არ დავდო, ისეთი რამეები უწერია რომ... smile.gif ციტირებს დაბადებიდან მუხლს: "ლტოლვა გექნება მისდამი, ის კი იბატონებს შენზე"-ო, ამიტომ აშკარაა მისი იდეები, თუ გინდათ თავად ნახეთ...

პ.ს. კარგად ვიცი რატომ არ გინდა ამის აღიარება. პავლე ამბობს: "ღმერთი ქრისტეს თავია, ხოლო კაცი ქალის", აქ იერარქია არანაირად არ გაწყობთ. smile.gif წმ. იოანემ იცოდა ეს და ამიტომ თქვა, რომ სხვადასხვანაირ თავობაზე იყო საუბარი ქრისტეს და ღმერთის შემთხვევაში. თან სხვა თუ არაფერი, ქალი თანასწორად შეიქმნა კაცის თავიდან, მერე მოხდა მისი მორჩილად გახდომაო. ასევეა ქრისტეც, იყო თანასწორი, მაგრამ თავი დაიმცროო. ნუ ბუნება რომ ერთი აქვთ ქალს და კაცს ამას არავინ უარყოფს.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 5 2012, 02:37 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ამის მსგავსად მამაკაცი მთავრობს ყოველივე ქვეყნიურზე (ამადაც შეიქმნა კდიეც ადამი) და მათ შორის ქალზეც.

აფხაზ, შევასწორებდი დიდის პატივისცემით:
ნორმალური მამაკაცი მთავრობს..

თორე კრეტინ "უფროსს" მე ვერ და არ ავიტან და რამდენი ქალია ჩემნაირი, ვინ დასთვლის biggrin.gif biggrin.gif

Otherguy
ღვთის ხატზე უკვე გკითხეს, სხვა თემაშიც იყო დისკუსია, ასე რომ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2012, 03:49 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
(რა ვთქვა იმაზე, რომ ზოგი აქეთაა საპატრონო)

laugh.gif laugh.gif kiss1.gif

დათო, ძალიან კარგი ხარ.
მეამაყები kiss1.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2022, 09:43 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოლი ქმრის უღელტოლია"

/აკაკი წერეთელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2022, 07:13 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედაკაცი ისეა, როგორც თანამგზავრი - პლანეტა, რომელიც თან ახლავს ქმარს ამქვეყნიურ გზაზე, იგი გაუმრუდებელი სიმართლით უნდა უძღვებოდეს მის შინაურ ყოფას და მის ირგვლივ სათნოებისა და კეთილგონიერების მოკრძალებულ შუქს ჰფენდეს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 02:08 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქმეს ის უკეთ წაიყვანს,
ვინც დედაკაცთან ფრთხილია!"

/აკაკი წერეთელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 02:08 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქმეს ის უკეთ წაიყვანს,
ვინც დედაკაცთან ფრთხილია!"

/აკაკი წერეთელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 02:33 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალია ბურჯი და ქვაკუთხედი როგორც კერძო ოჯახის, ისე საზოგადოებისაც, ე.ი. მთელის მისი ქვეყნის, მისი სამშობლოსი".

/აკაკი წერეთელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 02:44 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შვენის მამაკაცს გამბედაობა"

/აკაკი წერეთელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2022, 01:31 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართალია, ცოლი გყავს, მაგრამ ქალებს მაინც ერიდე!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2022, 09:15 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფრთხილდი ქალებს, შენ არც დავითზე წმიდა ხარ და არც - სოლომონზე ბრძენი!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი