ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:27 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია.
იტოგში: გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო. ციტატა Ar-Pharazôn ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი... ციტატა Ar-Pharazôn იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში. ციტატა kardu ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს ციტატა Ar-Pharazôn ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული. ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად.... რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. არის ორი მოსაზრება. პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი. მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი, ეს არიან ბერძნები. ხოლო ესენი კი, თურქები არიან. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ხევსურები 1901 ხევსურები 1929 თუშები 1901 სვანები სვანები გელოვანები ქელეხი სვანეთში 1886 რაჭველი ცოლ-ქმარი 1886 მეგრელები მეგრელი ქალი გურული პოლიცისტები ყარაჩოხელები -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:40 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
შემდეგ სოტირისმა ასეთი პოსტი დადო:
რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. მე ასე ვიცოდი კრეტელ ბერძნებშიც არის ეგ, მაგრამ კრეტელებთან დაკავშირებით ისაა საინტერესო, რომ პონტოდან გადასახლდა მანდ ხალხი მე-18 ს.-ში და თან ლაზებს უწოდებდნენ ბერძნები. ციტატა მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი ესენი არიან თურქები, ანატოლიელი ზეიბეკების ტანსაცმელში გამოწყობილი: ეს ჩაქურა არ არის, რაღაც სხვაა. პონტო საერთოდ არეული რეგიონი ეთნიკურად, ამიტომ რა ვისი იყო, მაგის თქმა ხშირად ჭირს. პ.ს. მალადეც იმდენი ფოტოს დადებისთვის რაზეც მე ვუპასუხე: Sotiris ციტატა ეს ჩაქურა არ არის, რაღაც სხვაა. არა, ჩაქურა არ არის, მაგრამ ზუსტად იგივე დეტალებისგან შედგება. შარვალი, ტუნიკი (ეგაა,რომ ქამარში ჩატანიებული არ აქვთ), ქამარი, ჩექმებს (აზიურებს) ვერ ვხედავ, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ აჭარელ და საერთოდ გლეხებს ყოველდღიურ ხმარებაში არ ქონდათ აზიურები. ციტატა პ.ს. მალადეც იმდენი ფოტოს დადებისთვის აუუ. იცი რამდენი ვიჩალიჩე? შემდეგ ჯამბაკურმა მიპასუხა: ჯამბაკური დადგენილია უკვე, რომ ეს ჩოხები გვიანაა შემოსული საქართველოში. საიდან არის ეგ დადგენილი? იქნებ სამეცნიერო წყარო დაასახელო. შესაძლოა გვიანდელია მცირე დეტალი-ჩოხის საქილეების ზომა და განლაგება. თორემ ჩოხა ბევრად ძველია. ,,ჩერკესკაო" რომ ამბობ უხერხულია ეს არის რუსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი რადგან მათ ასეთი ტიპის სამოსი პირველად ჩერქეზეთში ნახეს. რა ჩოხა რომ თქვა ვერ გავიგებთ თუ აგვერევა რაიმე? ეგ ფოტოები რაც ამ თემაში ატვირთე გთხოვ სხვაგან გადაიტანო რადგან მგალობლის შესამოსელთან საერთო არაფერი აქვთ. რაზეც მე ასეთი პასუხი გავეცი: ჯამბაკური ციტატა საიდან არის ეგ დადგენილი? იქნებ სამეცნიერო წყარო დაასახელო. აკი დავწერე, ადრინდელ ჩანახატებში არსად გვხვდება მეთქი. მერე ის პოსტიც წაიკითხე კაცო, თბილისის ფორუმიდან გადმოღებული. ციტატა თორემ ჩოხა ბევრად ძველია. კი, ჩოხა ძალიან ძველია მართლაც, ბერის და მღვდელის კაბაც ჩოხა არაა? ციტატა ,,ჩერკესკაო" რომ ამბობ უხერხულია ეს არის რუსების მიერ დამკვიდრებული ტერმინი რადგან მათ ასეთი ტიპის სამოსი პირველად ჩერქეზეთში ნახეს. რა ჩოხა რომ თქვა ვერ გავიგებთ თუ აგვერევა რაიმე? "ჩერქესკას" იმიტომ მივუწერე წინ ე.წ., თორე ეხლა რაც ჩოხაში იგულისმება ყველა გულისხმობს ქილებიან ჩოხას. ადრეულ ჩანახატებში, ფრესკებზე ან ნაშრომებში არსად არაა ნახსენები ასეთი ქილებიანი ჩოხა. ციტატა ეგ ფოტოები რაც ამ თემაში ატვირთე გთხოვ სხვაგან გადაიტანო რადგან მგალობლის შესამოსელთან საერთო არაფერი აქვთ. კაი, ფოლკლორში გავხსნი ახალ თემას და იქ გავუშვებ. იტოგში: როგორც გინდათ ისე იმსჯელეთ, შეიძლება საქართველოშიც იყოს მოგონილი ჩოხა, შესაძლოა ჩრდილო-კავკასიაშიც. ლოგიკა უფრო მეორეს ემხრობა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთი რამ ნათელია: სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ჩოხისა და ჩაქურის წარმომავლობის მტკიცება ჩიხში შეგვიყვანს, ვინაიდან ვერაფერს ვერ დაამტკიცებს ვერცერთი მხარე. მხოლოდ ლოგიკის დონეზე იქნება მსჯელობა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
komisia |
Jun 20 2007, 09:49 PM
პოსტი
#3
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მაგარი დიალოგია
ციტატა ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული. ჰმ.. არა მჯერამს. მგონი სწორედ ქართლ-კახეთში ეცვათ გრძელი ჩოხები. მოკლე ჩოხები კიდე უფრო მთის ხალხს ეცვა.. ციტატა ერთი რამ ნათელია: სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი. 100% პ.ს. სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ბერძნების ტანსაცმელი უფრო წააგავს ჩაქურას. პ.პ.ს. საღოლ რამდენი გიწერიათ -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ვეშაპო |
Jun 20 2007, 10:42 PM
პოსტი
#4
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
komisia
ციტატა მგონი სწორედ ქართლ-კახეთში ეცვათ გრძელი ჩოხები. გრძელი ჩოხები დასავლეთში ეცვათ, აქ იგულისხმება კოჭებამდე ჩოხები. ქართლსა და კახეთში მუხლს ქვემოთ ბოლოვდებოდა. ეხლა რაც ანსამბლებს აცვიათ, (ანჩისხატს არ ვგულისხმობ) ისეთი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
mariami-k |
Jun 21 2007, 09:05 AM
პოსტი
#5
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ულამაზესია ქართული ტრადიციული ჩაცმულობა.
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
komisia |
Jun 21 2007, 12:01 PM
პოსტი
#6
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ვეშაპო
ციტატა გრძელი ჩოხები დასავლეთში ეცვათ, აქ იგულისხმება კოჭებამდე ჩოხები.ქართლსა და კახეთში მუხლს ქვემოთ ბოლოვდებოდა.ეხლა რაც ანსამბლებს აცვიათ, (ანჩისხატს არ ვგულისხმობ) ისეთი. კიდევ კარგი მითხარი, თორე ხომ შევრცხვებოდი სხვაგან mariami-k ციტატა ულამაზესია ქართული ტრადიციული ჩაცმულობა. მა როგორ გინდა -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ulvashi |
Jun 21 2007, 04:56 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ყაბალახზე რას იტყვით?
მე ვეძებ ჩემთვის მინდა |
G A B O |
Jun 24 2007, 05:17 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
რა მაინტერესებს, ჩოხის ფერი და საერთოდ ტანსაცმლის ფერი თუ განაპირობებდა ან მიანიშნებდა, რომელიმე ფენის, ან კატეგორიის (მაგ: ტავადის, აზნაურის) წარმომავლობას. და რომელი ფერი უფრო იყო პრესტიჟული, უხეშად რომ ვთქვათ (მოდაში)?
|
komisia |
Jun 24 2007, 05:42 PM
პოსტი
#9
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
G A B O
ციტატა რა მაინტერესებს, ჩოხის ფერი და საერთოდ ტანსაცმლის ფერი თუ განაპირობებდა ან მიანიშნებდა, რომელიმე ფენის, ან კატეგორიის (მაგ: ტავადის, აზნაურის) წარმომავლობას. როგორც მე ვიცი: ჩვეულებრივ გლეხებსა და მუშებს ეცვათ უფრო მოკლე ჩოხები, იმიტომ რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ. თავადებს კიდე გრძელი ჩოხები, ნუ იმ კუთხესთან შედარებით რომელშიც ცხოვრობდა. თავადური რათქმა უნდა უფრო შემკული იყო ფუფუნების დეტალებით, ოქრო-ვერცხლში ჩასმული ქილები, მაგისივე ქამარ ხანჯალი და ნაქარგები. ფერს რაც შეეხება, შავი ფერი კარგი იყო ღამით, როდესაც ლეკებთან ან ეგეთებთან ჰქონდათ პატარ-პატარა შეტაკებები, შავი ჩოხა რო გაცვია სიბნელეში ვერავინ დაგინახავს, (ვიღაც კომპეტენტური კაცი საუბრობდა ამაზე და იქიდან მახსოვს ) ხოდა მაგითი სარგებლობდნენ ჩვენები . ბორდოსფერი და თეთრი ჩოხები კი უფრო სადღესასწაულო და ყოველდღიური მოხმარებითვის იყო. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Cecxladze I |
Jun 25 2007, 01:01 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
ვაა რა კაი ფოტოები ვნახეეეეეე.
ერთი იდეა გამიჩნდაა და იქნებ თქვენც მომეხმაროთ. ესეთი საღამოები რომ ჩატარდეს მაგ:გურული სიმღერების საღამო და გურული სამოსი რომ ეცვას ყველა მომღერალს. და ა.ს.შ. ყველა კუთხეს.როგორი იდეაა? |
potiabesbaia |
Jun 25 2007, 01:30 PM
პოსტი
#11
|
ფოთი ფოთელებს ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 |
Cecxladze I
ციტატა ესეთი საღამოები რომ ჩატარდეს მაგ:გურული სიმღერების საღამო და გურული სამოსი რომ ეცვას ყველა მომღერალს. და ა.ს.შ. ყველა კუთხეს.როგორი იდეაა? იდეა გადასარევია, მაგრამ შესასრულებლად ძნელი ისე სხვათაშორი, ფოთის მუზეუმშია დაცული ფოთური ჩოხა და ქალის კაბა. რომ ჩავალ სურათებს გადავუგებ და აქ დავდებ! ისე უცნაური ჩოხა კია. ბარხატისაა, მწვანეა და ძალიან სქელი. ალბათ ზამთრის ჩოხა იყო. ქალის კაბა კიდე ძალიან ლამაზია და თურმე იმ კაბის პატრონი მაგ კაბას 6 წელი კერავდა, თუ მეტი კიდე. ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი, თუმცა ქვები და სხვა სამკაულები ბანკსჰია, სეიფში და სამწუხაროდ ვერ ვნახე იმედია ამ ზაფხულს მოვახერხებ ნახვას და გადაღებას! -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
komisia |
Jun 25 2007, 03:31 PM
პოსტი
#12
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ციტატა ბარხატისაა, მწვანეა მწვანე ჩოხა რა უბედურებაა... პირველად მესმის... -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
potiabesbaia |
Jun 25 2007, 06:31 PM
პოსტი
#13
|
ფოთი ფოთელებს ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 |
komisia
ციტატა მწვანე ჩოხა რა უბედურებაა... პირველად მესმის... არა პირველად არ მესმის მწვანე, მაგრამ ბარხატის ნაღდად პირველად ვნახე!!! -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
ქავთარაძე |
Jun 25 2007, 09:10 PM
პოსტი
#14
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ხოდა მეც ამ ტანსაცმელს შევიკერავ |
komisia |
Jun 25 2007, 10:40 PM
პოსტი
#15
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ქავთარაძე
შენც აპირებ შეკერვას? ისე ნეტა ამ ფორუმზე გვყავს ვინმე ჩოხოსნებიდან? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ვეშაპო |
Jun 26 2007, 04:37 PM
პოსტი
#16
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
komisia
ციტატა ისე ნეტა ამ ფორუმზე გვყავს ვინმე ჩოხოსნებიდან? ბექაა მგონი შუხოშვილი. ისე, მომღერლებს (იგივე ფანოღ-პევცებს) და მოცეკვავეებს (იგივე ტანცორებს) უფრო ხშირად გვაცვია ჩოხა, ვიდრე მაგ ჩოხოსნებს და ჩოხოსნებად ვერ ჩავითვლებით? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
komisia |
Jun 26 2007, 06:48 PM
პოსტი
#17
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ციტატა მომღერლებს (იგივე ფანოღ-პევცებს) და მოცეკვავეებს (იგივე ტანცორებს) უფრო ხშირად გვაცვია ჩოხა, ვიდრე მაგ ჩოხოსნებს და ჩოხოსნებად ვერ ჩავითვლებით? კაცო, რო ჰქვიათ ჩოხოსნები, ე.ი. მოყვარული ჩოხოსნები რა.. ანუ პროფესიონალი მომღერლები და მოცეკვავეები არ არიან თორე მომღერლები და მოცეკვავეები ხომ თავისთავად ჩოხოსნები არიან -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
N. R. |
Jul 6 2007, 04:26 AM
პოსტი
#18
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მწვანე ჩოხა რა უბედურებაა... პირველად მესმის... ფოლკლორის დათვალიერება ფესტივალზე მოგეხსენებათ მონაწილე მომღერალთა გარკვეულ ნაწილს სამოსი შეუკერეს, ისეთი ფერის ჩოხები შეკერეს უკეთესს ვერ ინატრებდი სულო და გულო, რა ფერის გინდოდა რომ არ ყოფილიყო! ხოდა ახლა რომ მთვარობა გვყავს ისეთი ერთი კაცი მაინც კი გამოერეოდა ფოთის ხელისუფლებაშიც იმ დროისთვის (ალბათ), ხოდა მწვანე ჩოხაც ეგრე გაჩნდა რა.... პ.ს. ასეთია ,,მწვანე ფერის ჩოხის შექმნის" ჩემეული ჰიპოთეზა -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ვეშაპო |
Jul 7 2007, 08:55 PM
პოსტი
#19
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
N. R.
ციტატა პ.ს. ასეთია ,,მწვანე ფერის ჩოხის შექმნის" ჩემეული ჰიპოთეზა ჰეჰ! შენ უნდა ნახო, ოთარ ბერძენიშვილს რავარი ხასხასა მწვანე ჩოხა აქვს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Nanio |
Jul 7 2007, 09:05 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
komisia
ციტატა ისე ნეტა ამ ფორუმზე გვყავს ვინმე ჩოხოსნებიდან? ვაოფებ, მაგრამ მაინც ჩემი აზრით ჩოხოსნების ორგანიზაცია არაფრის მომცემია -------------------- მეკენდარია? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი