ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
yipiani gio |
Jul 23 2012, 10:19 AM
პოსტი
#401
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
ციტატა აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მოცურავს მთა–მთა, დარდი მასწავლე ფშავლის ასულო, ე მაგ თაფლისფერ თვალთა. ციხე–გორობას მე სტუმრად მოვალ, არ გეოცები ნეტა, შენთან ალერსი მწადიან ქალო, ყოფნა მწადიან შენთან. და მერე თუნდაც ფშავლის ასულო, შენ ძმათ შამაჭრან ხმალზედ, ნეტავ ვიცოდე როგორ მიტირებ, გლოვის სევდიან ხმაზედ. მაღალ ბილიკებს, მთებს და ჭიუხებს, რაისთვის სთელავ ნეტა. მოდი ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლახოთ ერთად. აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მოცურავს მთა–მთა, დარდი მასწავლე ფშავლის ასულო, ე მაგ თაფლისფერ თვალთა. ვგიჟდები ამ სიმღერაზე. ქართული ფოლკლორის მარგალიტია ჩემი აზრით -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
ნანინა |
Aug 24 2012, 11:41 PM
პოსტი
#402
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
yipiani gio
D: -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
tornike-13 |
Oct 16 2012, 06:33 PM
პოსტი
#403
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 16-October 12 წევრი № 12,680 |
*** გფარავდეს ლომისის მადლი ტანზედ აგესხას რკინაო ხელთ გეპყრას ჭრელი მანდილი რომ მტერს არ მაალხინაო გამარჯვებულსაც გეაროს ღმერთი გიძღოდეს წინაო დიდგორის ველზე გიხმობენ ჯოგი დაგხდია მტრისაო ქართველო ხელი ხმალს იკარ სანამ ფრანგული ჭრისაო თუ გული რკინისა გიდევს უყვეს აბჯარი ხისაო წმინდა გიორგიმ დაგლოცოს ალალ-მართალი შვილსაო კურთხეულ მიწას გართმევენ მარიამ წმინდანისაო ქართველს ერთი აქვთ სამშობლო ვერვის ვერ მისცემს წილსაო არასწორად გიწერია გფარავდეს ლომისის მადლი ტანზედ აგესხას რკინაო ხელთ გეპყრას მჭრელი მახვილი რომ მტერს არ მაალხინაო გამარჯვებულსაც გეაროს ღმერთი გიძღოდეს წინაო დიდგორის ველზე გიხმობენ ჯოგი დაგვსხმია მტრისაო ქართველო ხელი ხმალს იკარ სანამ ფრანგული ჭრისაო თუ გული რკინისა გიდევს იყვეს აბჯარი ხისაო წმინდა გიორგი დაგლოცავს ალალ-მართალი შვილსაო კურთხეულ მიწას გართმევენ მარიამ წმინდანისაო ქართველს ერთი აქვთ სამშობლო ვერვის ვერ მისცემს წილსაო ეს ნუგზარ ფსუტურის სიმღერაა. |
mariam14 |
Jun 23 2013, 03:05 PM
პოსტი
#404
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 23-June 13 წევრი № 13,211 |
მთაზე ავალ და დავძახებ სიმღერას ომახიანსა, ვერ ვათელინებ სამშობლოს, მტერს, ვერაგსა დადიანსა. ქართველს სიკვდილი ურჩევნის სიცოცხლეს ღალატიანსა. კარგი ყმა ერთხელ ნაშობი, მოკვდების ხელში ხმლიანად, არც ხმალი უნდა ვაჟკაცსა თუ გული გაიფრთიანა. ჯიშს ვერ მოსპობენ ქართველის გინდ ამოსწყვიტონ მთლიანად. ავახმიანებ სამრეკლოს, ზარებს შემოვკრავ ხმიანად, ქომაგ თუ ამოგვიწყვიტეს ვაი რომ დავრჩებით ტიალად. ქართველოსა საქართველოსთვის გვემღეროს მუდამ მთლიანად. აი ესე იწყება ეგ სიმღერა: ქალმა დამწყევლა ლამაზმა მხურვალე ლალის ბაგეთი მხურვალე ლალის ბაგეთი და ვერც ერთმა მითხრა ლამაზმა რა დაგიშავე ასეთი რა დაგიშავე ასეთი და მენატრება ეგ ხმა ტკბილი და თან დამდევს მისი ჩრდილი და თან დამდევს მისი ჩრდილი და მიყვარს მაგ ხმის გაგონება ვერ წავშალე მაგონდება ვერ წავშალე მაგონდება და ეს სიმღერა არ იცით ვინმემ როგორ არის: დაუკარ ჩემო ფანდურო ამაიღე ხმაო გულს დარდი შამამწოლია ლექსი უნდა ვთქვაო/.. მეტი აღარ მახსოვს//:(( როცა შენს დალალებს ქარი შლის მაიგევხარ ნესტანს და თამარ ქალს დედაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს თუ გინდა ყაჩაღი დამარქვან როდესაც ჩავუვლი შენს ქუჩს მოსახვევს იქ ტოტებს მიხრიან წნორები დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ სასიძოდ თუ მოვეწონები მინდა სულ გიმღერო ცხრანაწნავიანო უქრობი სურვილით წავიდეთ წამოდი წავიდეთ მთა გადავიაროთ წამოხვა? წამოდი წავიდეთ. ლექსებით აგიხსნი სიყვარულს იცოდე მე ჩემსას გავიტან წამოვალ და სადმე მოგძებნი და მერე ხევსურეთს წაგიყვან მთაში მე პატარძალს მეძახდნენ მაყრები წამოვა რამდენი იცოდე მე ვერას დამაკლებს ვაჟაო ეგ შენი თვალები რა გახდა ეგ შენი დანახვა შენ ნახვას მე ვეღარ ვესწრები ყინულზე ცივი ხომ არა ხარ ვერ გავდგი შენ გულში ფესვები. არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები მშვენებით მაიგევხარ სალი კლდის ავაზას მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები ვაჟები ლოცავენ შენ სავალ შარა გზას. მზექალო კვლავ შენზე ფიქრები მაწვალებს ისმინე ქალბნელო ვაჟკაცის ვედრება ქალაქს ნუ წაიღებ ყორნისფერ დალალებს მთას უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას რომ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს იცოდე დღეიდან არ შემხვდე მზექალო კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით შევცდები შეგტაცებ პერანგის საყელოს მთას გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით. და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს ვეწვევი გავხდები სალი კლდის ხიზანი შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი. ღამე ლაშარის ხეობებს, ფარავდა ღრუბლების სურები, .. მთის ხეობებში ღრეობენ ფშავლები და ხევსურები X2 იდგა ლაშარი გელოდა, მთამ არ იცოდა სათქმელი, .. რომ სანთელივით დნებოდა შენი თვალების ნათელი X2 გელოდნენ არ მოსდიოდი და იდგნენ დარბაისლები, .. შენ ბალახისთვის კვდებოდი, შენზე დარდობნენ ნისლები X2 იმ ღამეს თვალებშავება ღამე ფშავლებმა დალახეს, .. კვდებოდა ვაჟა-ფშაველა, გულში იკრავდა ბალახებს X2 ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი, ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება, .. ღამ-ღამ რომ იციან მგლებივით წანწალი, თავლაში თავნება წაწლების ფერობა X2 ფშავლებს ხომ არა ჰყავთ ლექსებში ბადალი, დილამდე იციან ფანდურზე თენება. ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი და პანტის არაყით მთლად გამოშტერება. თუ მტერი დალანდეს, იარაღს ისხამენ, სალი კლდის ვეფხვებად ჩნდებიან ფშავლები. .. ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ დასდევენ, ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ მფარველი X2 ნურცა რას მკითხავ და არცა რას გიამბობ, შენ ჩემი გაჩენის დასწყევლი გარიჟრაჟს! .. მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე და მთების ნიავიც მეტყოდა სამძიმარს! X2 და ვეღარ მოგიხმობ ვით სატრფოს ქორბუდა, ღამეებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით, .. არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი, არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ვარდები X2 გუდამაყრელო მთაში არწივი ნავარდობს ცაში ღრუბელნი ჰფენია .. ჩანჩქერთა კლდე ჭიუხებში და ესოდენ მოულხენია X2 არაგვო შენსა კალთებსა კლდენი ლოდები ჰფენია .. ამაყო გუდამაყრელნო და რად, რად მოგიწყენია X2 რად ჩამახველ ბარადა მთაში სუნთქვაა შენია .. ვადაჯვრიანი მახვილი და ომში არ მოგისვენია X2 საქმენი სავაჟკაცონი მთას მოუთმენლად გელიან .. უნდა დასტოვო სიცოცხლე და მოგიხმობს არაგველია X2 სამასმეერთე იქნები პირზე ღიმილის მფენია .. მამულს ანაცვლო სიცოცხლე და ჩვეულებაა შენია X2 ია საფლავზე ნაზარდსა ცრემლი ცვარნამად სდენია დაგიტირებენ წნორები და არწივი ანა ფრენია X2 ამაყო გუდამაყრელო და რად რად მოგიწყენია. |
pusko1 |
Mar 5 2014, 04:22 PM
პოსტი
#405
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 5-March 14 წევრი № 13,607 |
ნიორი და ხახვის ფოჩი
ლამაზ გოგოს მივუჩოჩდი წიხლი მკრა და გადამაგდო ორი კვირა ვეღარ მოვრჩი |
rezikuna |
Jan 30 2015, 12:54 PM
პოსტი
#406
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 29-January 15 წევრი № 13,997 |
ხევსურული სიმღერა, ამ გულში ქალაუ შენა ხარ ერთადერთი, თუ იცით ტექსტი დამიწერეთ გთხოვთ.
|
lasha200 |
May 21 2018, 02:02 AM
პოსტი
#407
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 21-May 18 წევრი № 14,764 |
გამარჯობა
ამ სიმღერის ტექსტი არ იცით ვინმემ? http://www.alazani.ge/base/Machakhela/Mach...oisa_Varada.mp3 |
DGBartaia |
Jun 20 2023, 02:40 PM
პოსტი
#408
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 20-June 23 წევრი № 15,375 |
კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ https://www.youtube.com/channel/UCj9CQCztJSFGTKb8kKG0VhA |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი