IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა"
Believer
პოსტი Mar 27 2010, 09:45 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება




დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. [b]მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.[/b]

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=45027&Itemid=1



ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა


თამარ ჩხეიძე

http://netgazeti.ge/GE/2/News/1208/


სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს.


ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს.

სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი.

"მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე.

„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.

მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან.

მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები.

დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება".

ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

„მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“,
– ამბობს მამუკა გიორგაძე.

მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“
კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ .

თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“

შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Believer
პოსტი Mar 29 2010, 12:57 AM
პოსტი #2


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



გადაცემა "აქცენტები"

http://1tv.ge/Video-View.aspx?VID=711&Loc=...atID=1&LangID=1


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Believer   "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა"   Mar 27 2010, 09:45 PM
orthodox-georgia   ვერ შეეშვა ეს ხალხ...   Mar 27 2010, 10:15 PM
Believer   orthodox-georgia +1 საინტერე...   Mar 28 2010, 02:24 AM
KAIROS   +1 მმკ-ს დანამატი იქ...   Mar 28 2010, 03:48 AM
Believer   KAIROS მაშინ რას ვერჩ...   Mar 28 2010, 04:04 AM
KAIROS   შენც იგივე შეცდომ...   Mar 28 2010, 05:10 AM
მხევალი ნინო   უიმე, რა მოძრაობა კ...   Mar 28 2010, 09:31 AM
Believer   საპატრიარქო ვალდე...   Mar 28 2010, 09:43 AM
Amuza   ეჰ, რა ძალიან ცხელა ...   Mar 28 2010, 01:13 PM
Ismail   შუმერი ქაფიანიძე, ...   Apr 6 2010, 04:18 PM
ქევანა   ლანძღვა ყველას სხ...   Mar 28 2010, 09:12 PM
death   მაგათგან არაფერი გ...   Mar 28 2010, 10:30 PM
Believer   გადაცემა "აქცენტ...   Mar 29 2010, 12:57 AM
subterranean   არა   Mar 29 2010, 04:34 AM
KAIROS   აი ეს ბ.ნი http://geotimes.ge/in...   Mar 29 2010, 05:40 AM
giga tatarashvilis fani   ეს რაღააა? :D   Apr 7 2010, 09:05 PM
A.v.B   ბევრი არაფერი ვიცი...   Apr 7 2010, 09:12 PM
led_guitar   A.v.B არა ვინც მართლმ...   Apr 7 2010, 09:23 PM
A.v.B   A.v.B არა ვინც მართლმ...   Apr 7 2010, 09:26 PM
Believer   A.v.B სულის ცხონებას ...   Apr 7 2010, 10:58 PM
A.v.B   A.v.B სულის ცხონებას ...   Apr 7 2010, 11:10 PM
Believer   A.v.B რამდენად მართლ...   Apr 7 2010, 11:37 PM
A.v.B   როცა მოიქცევა არამ...   Apr 7 2010, 11:47 PM
led_guitar   A.v.B არა მე იეჰოვას მ...   Apr 8 2010, 09:58 AM
A.v.B   A.v.B არა მე იეჰოვას მ...   Apr 9 2010, 12:32 AM
giga tatarashvilis fani   A.v.B აბა იეჰოველებს ა...   Apr 9 2010, 07:14 AM
Believer   აღარ ხუმრობენ ესენ...   May 4 2010, 02:26 AM
Funkenstein   აღარ ხუმრობენ ესე...   May 4 2010, 11:46 AM
კანუდოსელი   გარდა თავმჯდომარი...   May 4 2010, 12:01 PM
მხევალი ნინო   ვაი :)))   May 4 2010, 12:09 PM
კანუდოსელი   სახეზეა ტიპიური მა...   May 4 2010, 12:12 PM
terra   არ მომწონს. რა საჭი...   May 4 2010, 12:15 PM
კანუდოსელი   არ მომწონს. რა საჭი...   May 4 2010, 12:18 PM
death   http://i077.radikal.ru/1005/79/df71cff67f43.jpg ...   May 4 2010, 12:59 PM
Believer   http://i077.radikal.ru/1005/79/df71cff67f43.jpg ...   May 7 2010, 10:46 PM
ბექა   უკვე ჩაასწორეს :D :D ...   May 11 2010, 05:39 AM
კანუდოსელი   :D   May 4 2010, 01:06 PM
Atman   http://i077.radikal.ru/1005/79/df71cff67f43.jpg ...   May 4 2010, 01:09 PM
Funkenstein   მამა თეოდორე გიგნა...   May 4 2010, 01:37 PM
Otherguy   „კონსტიტუციური მო...   May 4 2010, 06:22 PM
Otherguy   შეტაკება მომხდარა ...   May 4 2010, 07:16 PM
llaasshhaa   Otherguy საქართველი ღვთ...   May 5 2010, 02:21 AM
Otherguy   Otherguy საქართველი ღვ...   May 5 2010, 02:24 PM
KAIROS   სრული სიბნელე--- მა...   May 5 2010, 02:40 AM
Funkenstein   სრული სიბნელე--- მა...   May 5 2010, 02:54 PM
elusia   ეხლა ეკლესიაში თუ ...   May 5 2010, 03:00 PM
elusia   უი, უი, შენც დაგიჭერ...   May 5 2010, 03:16 PM
sandro40   ეგენი მირჩევნია ლი...   May 5 2010, 04:16 PM
Believer   სახალხო მართლმადი...   May 7 2010, 11:03 PM
ნაინა   რა ეშველება ამდენ ...   May 7 2010, 11:08 PM
ბადრი   ნაციზმის სუნი მცემ...   May 7 2010, 11:22 PM
ნონა   გვეშველება ნაინ გ...   May 7 2010, 11:27 PM
lingvo   ძალიან სამწუხარო ფ...   May 7 2010, 11:57 PM
თამარი_ცქნაფო   კავკასიას უყურებთ?...   May 8 2010, 12:19 AM
ბადრი   თამარი_ცქნაფო ვაი   May 8 2010, 12:28 AM
თამარი_ცქნაფო   ეს სამარცხვინოები...   May 8 2010, 12:29 AM
A.v.B   ოო... საინტერესოა რა...   May 8 2010, 12:33 AM
თამარი_ცქნაფო   ისაკაძე და მისი სა...   May 8 2010, 12:35 AM
A.v.B   ისაკაძე და მისი სა...   May 8 2010, 12:38 AM
თამარი_ცქნაფო   B)-->
ციტატა(A.v....   May 8 2010, 12:40 AM
sable   ისაკაძე და მისი სა...   May 8 2010, 12:52 AM
თამარი_ცქნაფო   ან იქნებ ისინი გალ...   May 8 2010, 12:53 AM
A.v.B   რაც უნდოდა იტყვის......   May 8 2010, 12:45 AM
თამარი_ცქნაფო   B)-->
ციტატა(A.v....   May 8 2010, 12:47 AM
A.v.B   B)--><div class='quotetop'>ც...   May 8 2010, 12:51 AM
თამარი_ცქნაფო   B)-->
ციტატა(A.v....   May 8 2010, 12:52 AM
ბიძია თომა   ახალი სეკტა? ვა ხედ...   May 8 2010, 12:54 AM
თამარი_ცქნაფო   ახალი სეკტა? ვა ხედ...   May 8 2010, 12:56 AM
ბიძია თომა   :D :D ჰა ცქნაფი დაფიქ...   May 8 2010, 12:57 AM
თამარი_ცქნაფო   ჰა ცქნაფი დაფიქრდ...   May 8 2010, 12:58 AM
ბიძია თომა   ეგენი ქიხები არია...   May 8 2010, 12:59 AM
arjuni   ფაშიზმია კიდე კარგ...   May 8 2010, 12:58 AM
თამარი_ცქნაფო   ფაშიზმია კიდე კარ...   May 8 2010, 12:59 AM
sable   ფაშიზმია თავიდანვ...   May 8 2010, 01:13 AM
თამარი_ცქნაფო   ეუფ ჯერჯერობით ის...   May 8 2010, 01:17 AM
sable   აჰა მაგას ისიც და...   May 8 2010, 01:22 AM
MONTY   იმდენს იზამენ რომ ...   May 8 2010, 01:09 AM
arjuni   თამარი_ცქნაფო http://cosg...   May 8 2010, 03:27 AM
Believer   მალხაზ გულაშვილი რ...   May 10 2010, 09:32 PM
arcivi9   მალხაზ გულაშვილი ...   May 12 2010, 04:40 PM
Amuza   სახალხო მართლმადი...   May 10 2010, 10:28 PM
zviadauri   როგოც ირკვევა მეგო...   May 11 2010, 12:45 PM
terra   http://maestro.ge/?address=uc&id=7982&page=1   May 11 2010, 03:37 PM
elusia   რა ამოძრავებდა ამ ...   May 13 2010, 09:01 AM
newbie   ციტატები როგორ ჩა...   May 14 2010, 09:40 PM
ქევანა   ბექა ოი ბექაა, შენ ...   May 14 2010, 10:09 PM
Tushi   არ მოგწყინდათ ერთმ...   May 14 2010, 10:32 PM
ქევანა   Tushi ეგ რომ მოგვწყინ...   May 14 2010, 10:34 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი