თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ავაზაკის და სიდონიას შესახებ

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 10 2007, 03:00 AM

ედიშერ ჭელიძე

კეთილგონიერ ავაზაკს, რომელსაც ჯვარზე არანაირი წყლის დასხმა, ცხადია, არ მიუღია მაცხოვრისგან, რადგან შეუძლებელი იყო ეს, მაგრამ იგი ნათელღებული (ანუ, რაც იგივეა, პირველცოდვისგან გათავისუფლებული) გახდა საკუთარი რწმენით და მაცხოვრისეული ცხოველსმყოფელი სულით (სულიწმინდით) , და არა მხოლოდ ნათელღებული გახდა, არამედ - სავსებით ჯოჯოხეთგარიდებულიც და დახშული სამოთხის პირველგამღებიც.
ამასვე ვიტყვით უფლის კვართითურთ დაფლულ სიდონიასთან დაკავშირებით, რომელიც ცხადია, ცხონებაშია და რომლის ცხონებულობას თუმცა ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, მაგრამ მაინც ბორგნეულობენ, რადგან "ფრიად სჭირთ". მათი მოსაზრება ამგვარია:სიდონია თურმე აღესრულა სულიწმინდის მოფენამდე. ეს იმას ნიშნავს,რომ მის ძმას ელიოზს, რომელმაც მაცხოვრის კვართი მიიღო მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, უსწრაფესად, სულიწმინდის მოფენამდე ჩამოუბრძანებია იგი მცხეთაში და კვართის შემტკბობელი სიდონიაც ამ დღესასწაულამდე აღსრულებულა, რის გამოც ისიც, როგორც თვლიან ძველი აღთქმის მართლებთან ერთად ცხონებულა როგორც წევრი ძველი აღთქმის ეკლესიისა, რადგან ახალი აღთქმის ანუ ქრისტეს ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება.
აღნიშნული მსჯელობა, ზემოგანხილული არაერთი ბრზნობის მსგავსად, უაღრესი უვიცობის ნაყოფია.
მართალია, მაცხოვნებელი ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება, მაგრამ ძველი აღთქმის მართალთა აღმოყვანება ჯოჯოხეთიდან ამ დღეს კი არ ხდება, არამედ მაცხოვრის ჯვარცმიდან მესამე დღეს, მისი ძლევაშემოსილი აღდგომისას. სწორედ ამ დღეს ხდება ძველი აღთქმის მართალთა ცხონებაში შესვლა და ეს უდიადესი მოვლენა ერთგზისია. ცხადია, არავინ იტყვის, რომ ელიოზმა შაბათსვე ჩამოასვენა კვართი მცხეთაში და სიდონიაც შაბათსვე აღესრულა.
მაშ, რამ აცხოვნა სიდონია, რით მოინათლა იგი?
კვართის შემტკბობი ქალწული აცხოვნა და მონათლა მოწამეობრივმა აღსასრულმა, საკუთარმა რწმენამ და მაცხოვნებელმა სულმა, ხოლო ნათლობის ხილული სახის აღუსრულებლობა შეენდო მას, რადგან ამგვარი რამ ყოფითად, ფიზიკურად ყოვლად შეუძლებელი იყო (ვისგან მოინათლებოდა?)






პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 10 2007, 03:17 AM

ამ საკითხზეც არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, ზოგი არ აღიარებს ე.წ. აღიარებით (უხილავად) ნათლობას და ამის გამო ედიშერს მწვალებელად მიიჩნევენ, მე პირადად ვეთანხმები ამ სწავლებასაც, რადგან უფალი ამბობს-ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მამა ღმერთის წინაშეო...

ამ სწავლების ზოგიერთ ოპონენტს ჰგონია რომ ავაზაკი საერთოდ არ მონათლულა, მაგრამ თუ ავაზაკი მოუნათლავად ცხონდა გამოდის რომ მოუნათლავებიც შესაძლოა ცხონდნენ?

სიდონიასთან დაკავშირებითაც ედიშერის მწვალებლობაზე საუბრობენ და ჰგონიათ რომ სიდონია ძველი აღთქმის წმინდანია, და მათთან ერთად ცხონდა, მაგრამ ეს რომ აფსურდია ცხადია, ძველი აღთქმის წმინდანები ცხონდნენ ჯვარცმიდან 3-მე დღეს, და ისრაელიდან საქართველომდე ელიოზი თქვენი აზრით რამდენ ხანს მოანდომებდა ჩამოსვლას ფეხით?




უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)