თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ მსოფლიოს ისტორია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 10:10 PM

მსოფლიოს ისტორია მოვაქციოთ ამ ერთ თემაში.

"აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი ეგვიპტური სტილის ობელისკი მისივე სახელობის ქვეყნის დედაქალაქშია აღმართული, თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმის ბორცვს შორის. ობელისკი მოპირკეთებულია მერილენდის გრანიტით. ის ყველაზე მაღალი ნაგებობაა ქალაქ ვაშინგტონში, სადაც ცათამბჯენებს არ აგებენ და მონუმენტს სიმაღლით არც ერთი შენობა არ უნდა აღემატებოდეს. ასეთია ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ რამე დაწერილი რეგულაცია არ არსებობს და ის არც ერთხელ არ დარღვეულა".

/"ისტორიანი" N I - III, 2022წ. გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 04:29 PM

"კონსტანტინე V-ზე ამბობდნენ, რომ ადამიანებს ცხენები ურჩევნია, რომ ის ნეხვში ივლებს თავს, თითქოსდა, ჯანმრთელობისთვის კარგიაო. მოწინააღმდეგეებმა მას კოპრონიმე შეარქვეს, რაც ბერძნულად ნეხვსახელიანს ნიშნავს, რადგან, თითქოსდა, ნათლობისას მან ემბაზი გასვარა".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი 2, გვ.76/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 08:27 PM

"შუა საუკუნეების ინგლისში ოჯახის წევრებთან ერთად მათი სტუმრებიც ერთ ოთახში, თანაც XVI საუკუნემდე ყველანი შიშვლები წვებოდნენ. აქედან გამომდინარე, გასარკვევია იმდროინდელ ინგლისელებს ჰქონდათ თუ არა სირცხვილის გრძნობა, ან რა ხარისხის იყო ის. ცნობილია, რომ მთელ შუა საუკუნეების განმავლობაში საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, თბილისში ტანის დაბანა, აბანოში ხშირი სიარული ჩვეულებრივი ამბავი იყო. შუა საუკუნეების ინგლისში კი მეფე მხოლოდ სამ კვირაში ერთხელ იღებდა აბაზანას, უფრო მეტიც, რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალები და კაცები აბანოში ერთად იბანდენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 35/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 01:07 PM

"იქ, [გერმანიაში], მას შემდეგ, რაც ოცდაათწლიანი ომის შედეგად, მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, კრაისტაგმა 1650 წლის 14 თებერვალს ნიურნბერგში გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც უქმდებოდა მონოგამიის მოთხოვნა და უახლოესი 10 წლის მანძილზე ყველა მამაკაცს ეძლეოდა უფლება ცოლად მოეყვანა ერთდროულად ორი ქალი. მსგავსი რამ მოხდა რუსეთშიც, 1721 წ. პეტრე I-ის ბრძანებულებით რუს ქალებს უფლება მიეცათ ცოლად გაყოლოდნენ შვედ ტყვეებს, ისე რომ ამ უკანასკნელთ რჯული არ შეეცვალათ. მხოლოდ ერთი პირობა იყო განსაზღვრული: ქმრები არ აიძულებდნენ ცოლებს მართლმადიდებლობაზე უარის თქმას და შვილებსაც მართლამდიდებლად მონათლავდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.276/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)