IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ასწავლის თუ არა საღმრთო წერილი ქილიაზმს???
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 9 2013, 04:29 PM
პოსტი #1

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

მეგობრებო თქვენი აზრით ბიბლია მხოლოდ ზეციერ ცხოვრებას ქადაგებს? თუ მიწიერსაც?

ესაიას 45:18 რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.

აქ ჩანს რომ უფალმა დედამი წა შექმნა ადამიანებისთვის რომ იგი ავსილიყო და მთლიანად დასახლებულიყო დავითიც ბრძანებს_ ცა ცად უფლისათვის , ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ!

ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა , განა ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთმა ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ?

ესაიას 55
11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე.

უფალი აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას და სწორედ ამისათვის მოავლინა ძე ღმრთისა რათა დაემსხვრია ეშმაკის საქმენი!

მინდა აგრეთვე უფლის სიტყვებზეც გავამახვილო ყურადღება_ იოანე 11: 26 ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

უფლის ეს სიტყვები მართასადმი მიმართული ეხება ბოლო ჟამის ქრისტიანებს , რომლებიც არ მოკვდებიან, და თუ არ მოკვდებიან ესეიგი ხორციელად დარჩებიან საუკუნოდ !

მაინტერესებს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია _ როგორი სხეულით მიდიან ქრისტიანები ზეცაში? და რას ნიშნავს მათთვის საყოველთაო აღდგომა? რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია blink.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 14 2013, 10:41 PM
პოსტი #2

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

ციტატა
რაში სჭირდება სულიერ სხეულს აღდგომა? ძალიან ბუნდოვანია

სიტყვა აღდგომა გაცილებით ღრმა მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე ეს მკვდარი სხეულის გაცოცხლებაა, ვინაიდან შენნაირებზე ამბობს უფალი აღაპევ, მკვდრებმა კი საკუთარი მკვდრები დამარხონ. ადამიანი აღსდგება მაშინ, როდესაც მასში მშვინვიერი კაცი მოკვდება და სულიერი გაცოცხლდება, სხეულებით კი უფალი მოსავს დათესილ მარცვალს, სულიერ სხეულს აღდგომა აღარ ჭირდება, ის უკვე აღმდგარი სხეულია და თანახმად იესოს სიტყვისა სუფევს ვითარც ანგელოზნი ცაში და არც თხოვდება და არც ცოლს ირთავს, ჰო კიდევ აფერისტ რასელთან ერთად არ თამაშობს ასპიტის ბუდესთან და ხბოსა და ლომის ერთად ბალახის ძოვის ზღაპრებს არ ყვება. შეუძლია გაარჩიოს მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამისაგან და ა.შ

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 15 2013, 01:06 AM
პოსტი #3

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(Iah @ Oct 14 2013, 10:41 PM) *

სიტყვა აღდგომა გაცილებით ღრმა მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე ეს მკვდარი სხეულის გაცოცხლებაა, ვინაიდან შენნაირებზე ამბობს უფალი აღაპევ, მკვდრებმა კი საკუთარი მკვდრები დამარხონ. ადამიანი აღსდგება მაშინ, როდესაც მასში მშვინვიერი კაცი მოკვდება და სულიერი გაცოცხლდება, სხეულებით კი უფალი მოსავს დათესილ მარცვალს, სულიერ სხეულს აღდგომა აღარ ჭირდება, ის უკვე აღმდგარი სხეულია და თანახმად იესოს სიტყვისა სუფევს ვითარც ანგელოზნი ცაში და არც თხოვდება და არც ცოლს ირთავს, ჰო კიდევ აფერისტ რასელთან ერთად არ თამაშობს ასპიტის ბუდესთან და ხბოსა და ლომის ერთად ბალახის ძოვის ზღაპრებს არ ყვება. შეუძლია გაარჩიოს მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამისაგან და ა.შ

ბიბლია საუბრობს საყოველთაო აღდგომაზე ქრისტეს მოსვლისას და თუ კაცი მანამდე მოკვდა და აღდგა მაშ მას რაგად უნდა კვლავ აღდგომა ქრისტეს მოსვლისას? საქმეს ისიც ართულებს რომ თითოეული თავისი წესითო_ ჯერ პირმშო ქრისტე , შემდეგ კი ქრისტესნიო ასე ამბობს პავლე. ამასთანავე საქმე მოციქულთაში _ კვლავ პავლე ამბობს_ მაქვს იმედი რომ იქნება მკვდართა აღდგომა მართლებისაც და უმართლოებისაცო _ ანუ თუ შენ ამბობ რომ აღდგომა ხდება მშვინვიერი სხეულის სიკვდილის შემდეგ , ეს კარგი აზრია რაც ერთ ერთი იდეაა ჩემი მოსაზრებებისა , მაგრამ რა ვქნათ რომ ის წინააღმდეგობრივია პავლეს სიტყვებისა? თუ უმართლო ადამიანი ჯოჯოხეთში გაისტუმრეს მაშ რას ნიშნავს უმართლოს აღდგომა? რა სარგებელია თუ ღმერთი კვლავ სასტიკი და დესპოტი გამოდის? blink.gif პასტორმა რასელმა რაც დაწერა თავის ექვსტომეულში ნეტავ ვინმეს ქონდეს კიდევ დაწერილი წმინდა წერილის სრული განმარტება! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 15 2013, 04:38 PM
პოსტი #4

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

esre ars cheshmariteba
ციტატა
ანუ თუ შენ ამბობ რომ აღდგომა ხდება მშვინვიერი სხეულის სიკვდილის შემდეგ , ეს კარგი აზრია რაც ერთ ერთი იდეაა ჩემი მოსაზრებებისა , მაგრამ რა ვქნათ რომ ის წინააღმდეგობრივია პავლეს სიტყვებისა?

წინააღმდეგობრივი არ არის წმინდა წერილის უკეთ ცოდნა გმართებს, თავად პავლე მოციქული წერს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სულიერი სხეულით აღდგომაზე:
35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?

36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.

44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.

50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.

ციტატა
კვლავ პავლე ამბობს_ მაქვს იმედი რომ იქნება მკვდართა აღდგომა მართლებისაც და უმართლოებისაცო

წმინდა წერილი ასევე ამბობს: ნეტარია ის ვისაც არ უძევს წილი მეორე სიკვდილში, რაც იმას ნიშნავს, რომ უმართლონი აღსდგებიან განკითხვისა და მეორედ სიკვდილისათვის, რაც შეეხება მართალთა ხორციელ აღდგომას, ასევე გვამცნობს წმინდა მოციქული იოანე, რომ მან იხილა სხვა ხალხი ქვეყნის ყველა ერიდან და ტომიდან თეთრებით მოსილი, პალმის რტოებით ხელში და კითხვაც დასვა ვინ არიან ეს ხალხი და საიდან მოვიდნენო, ამ კითხვაზე რა პასუხიც მიიღო იმისდა მიხედვით იმსჯელე და მართალთა ხორციელ აღდგომაზეც შეგექმნება მართებული წარმოდგენა.
ციტატა
პასტორმა რასელმა რაც დაწერა თავის ექვსტომეულში ნეტავ ვინმეს ქონდეს კიდევ დაწერილი წმინდა წერილის სრული განმარტება!

თვითგამოცხადებულმა პასტორ რასელმა საკუთარ რვატომეულში და არა ექვსტომეულში რაც ჩაჯღაბნა სწორედ ამით ვხვდებით მის სრულ უბირობასა და უვიცობას საღვთისმეტყველო საკითხებში.

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 15 2013, 09:01 PM
პოსტი #5

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(Iah @ Oct 15 2013, 04:38 PM) *

esre ars cheshmariteba

წინააღმდეგობრივი არ არის წმინდა წერილის უკეთ ცოდნა გმართებს, თავად პავლე მოციქული წერს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სულიერი სხეულით აღდგომაზე:
35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?

36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.

44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.

50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
წმინდა წერილი ასევე ამბობს: ნეტარია ის ვისაც არ უძევს წილი მეორე სიკვდილში, რაც იმას ნიშნავს, რომ უმართლონი აღსდგებიან განკითხვისა და მეორედ სიკვდილისათვის, რაც შეეხება მართალთა ხორციელ აღდგომას, ასევე გვამცნობს წმინდა მოციქული იოანე, რომ მან იხილა სხვა ხალხი ქვეყნის ყველა ერიდან და ტომიდან თეთრებით მოსილი, პალმის რტოებით ხელში და კითხვაც დასვა ვინ არიან ეს ხალხი და საიდან მოვიდნენო, ამ კითხვაზე რა პასუხიც მიიღო იმისდა მიხედვით იმსჯელე და მართალთა ხორციელ აღდგომაზეც შეგექმნება მართებული წარმოდგენა.

თვითგამოცხადებულმა პასტორ რასელმა საკუთარ რვატომეულში და არა ექვსტომეულში რაც ჩაჯღაბნა სწორედ ამით ვხვდებით მის სრულ უბირობასა და უვიცობას საღვთისმეტყველო საკითხებში.

______________ ნეტარია ის ვისაც არ უძევს წილი მეორე სიკვდილში, რაც იმას ნიშნავს, რომ უმართლონი აღსდგებიან განკითხვისა და მეორედ სიკვდილისათვის, _________________ მოიცა მართლმადიდებლური ეკლესია ასევე ასწავლის რომ_ გარდა უფლის მოსვლის დროს განკითხვისა , თითოეულ ადამიანი წარდგება პირად სამსჯავროზე გარდაცვალებისას და თუ მას განაჩენი გამოუტანს ღმერთმა და ჯოჯოხეთში დაეშვა მაშინ ქრისტეს მოსვლისას კვლავ მეორედ უნდა გამოუტანონ განაჩენი ? და კვლავ ჯოჯოხეთში დაეშვება თუ არ მოინანიებს? და ეს მეორე დაშვება ჯოჯოხეთში ალბათ მეორე სიკვდილს ნიშნავს ხო? მაგრამ აქვე ავღნიშნავ რომ სიკვდილიც და ჯოჯოხეთიც ჩაყრილ იქნა ცეცხლის ტბაშიო რაც მეორე სიკვდილს ნიშნავსო ასე თქვა იოანემ , ხომ არ ნიშნავს ეს იმას რომ ჯოჯოხეთი უნდა განადგურდეს? რაც შეეხება პავლე მოციქულის ეპისტოლეს 1 კორინთელთა 15 თავში წერს იმას რაც შენ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში აგერია და ეს იმის მაჩვენებელია რომ მე უფრო უკეთ უნდა მესმოდეს აღნიშნული მონაკვეთი ვიდრე შენ! blink.gif მინდა ავღნიშნო რომ რასელი არასოდეს ყოფილა ხელდასხმული პასტორად და არც რაიმე საღვთისმეტყველო განათლება მიუღია , უფრო მეტიც როცა ის სასამართლოში წარდგება ჯვარედინა დაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება რომ მას არც ბერძნული ცოდნია და არც ებრაული ! საინტერესოა მაგრამ სწორედ ეს უბრალო განათლების მქონე კაცი ამოარჩია ღმერთმა რომ უკანასკნელ ჟამს კვლავინდებურად ემატა ჭეშმარიტებას ნათება. blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 16 2013, 01:01 AM
პოსტი #6

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

Iah
ახალი ხარ და თუ გაქვს შმაგისთან კამათის ნერვები , ჩემი თავი შემოგევლოს...biggrin.gif

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 16 2013, 03:07 AM
პოსტი #7

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

esre ars cheshmariteba
ციტატა
მოიცა მართლმადიდებლური ეკლესია ასევე ასწავლის რომ_ გარდა უფლის მოსვლის დროს განკითხვისა , თითოეულ ადამიანი წარდგება პირად სამსჯავროზე გარდაცვალებისას და თუ მას განაჩენი გამოუტანს ღმერთმა და ჯოჯოხეთში დაეშვა მაშინ ქრისტეს მოსვლისას კვლავ მეორედ უნდა გამოუტანონ განაჩენი ?

მათი ეს ყოფა დროებითია. როგორც ყოფა იმ დაცემულთა ვისაც ქრისტემ უქადაგა ჯოჯოხეთსა შინა. მაშ რა აზრი ქონდა ამ ქადაგებას, თუ ისინი განწირულნი იყვნენ? ასე რომ მართლმადიდებელი სამოციქულო დედა ეკლესია არავის იმეტებს მოსაკვდინებლად, მაგრამ ადამინის არჩევანში არ ერევა და როგორც წმინდისაგან მინიჭებული აქვს უფლება "რასაცა შეჰკრავთ მიწასა ზედა შეკრულ იყლს ცაში", ამ უფლებას იყენებს რა ეკლესია, არ განსჯის და განსასჯელთ უტოვებს მოსამართლეს სამართლანს ანუ ღმერთს, ეხლა შენ რომ ჩვენგან ითხოვ ცხვრებისა და თხების გარჩევას, გეტყვი არ განსვჯით თუმცა ამის უფლება გვაქვს, ჩვენ თქვენს მსგავსად ღმერთზე წინ არ ვხტუნაობთ. რასაც ის გადაწყვეტს იქნება ისე და ამას ვერავინ შეცვლის, ჩვენ კი უფლის განგების მორჩილნი ვართ, სულ რომ შეიცვალოს ნება და წარმართნი აღაზევოს ჩვენსა ზედა ამასაც მხიარულად მივიღებთ, ჩვენ არ ვართ ის ძეები უძღები შვილისათვის ხბოს დაკვლის გამო, რომ შურით აღვივსოთ, ჩვენ მიქცეული ძმების მოყვარულნი ვართ, ასე რომ ნუ ხტუნაობ! ნუ იჭაჭები, ეს ძალად სათნო ნიღაბიც არას გარგებს, წმინდა ეკლესიამ შენ კი არ გაგდევნა, შენ გაექეცი თავად მას, ვინმემ კი არ გაგაგდო, შენ დაკარი ფეხი და გაიქეცი, თბილი ადგილი იპოვე, საკუთარი უკანალი თბილად მოიწყე ლონდონში ეს სანამ მამისაგან ბოძებულს გაფლანგავ წარნართთა გარყვნილებაში და მიწიერ სიამეთ ეძებ, ახლა კი ხლართავ კულტურულ მებრძოლ ეპითედებს, დრტვინავ, არ გამოვა რა გეუბნები, იცი რად არ გამოვა? შენ ერსა და ქრისტეს უღალატე აი ამიტომ, ეხლა შორიდან რამდენიც არ უნდა იბზრიალო არ გამოვა სანამ დედა ეკლესიას არ დაუბრუნდები, მაგრამ რომ დაუბრუნდე ჯერ ღორების მწყემსად უნდა იქცე და ამ მწყემსად გაქცევს უფალი შენზედ მოვლენილი განსაცდელებით, გგონია ეგ ბაირამობა მუდამ გაგიგრძელდება? დაეცემი და გლახაკად იქცევი, იობსაც კი შეშურდება შენი, ამიტომ გეუბნები ნუ ჯიუტობ! მამას დაუბრუნდი ის გელოდება.
A.V.M

ციტატა
ახალი ხარ და თუ გაქვს შმაგისთან კამათის ნერვები , ჩემი თავი შემოგევლოს...

ნერვები? ვინ არის, რომ მოსტაცოს ძლიერს მსხვერპლი თავად ძლიერის გაუთოკველად? ნერვები კი არა სულიერი ბრძოლა ისწავლეთ ძმებო, რადგან ჩვენ შედეგს კი არა მიზეზს ვებრძვით. თუმცა მე შედეგს ვებრძვი და ეს არა სწორია.

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 16 2013, 10:38 PM
პოსტი #8

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(Iah @ Oct 16 2013, 03:07 AM) *

სად უქადაგა ქრისტემ ჯოჯოხეთში? პეტრე მოციქულის წერილში აღნიშნულ მონაკვეთში არ დგას ჰადესი და რატომ ამახინჯებ წმინდა წერილს? ჰადესი ( ანუ ჯოჯოხეთი) მხოლოდ 10 ადგილზე დგას ახალ აღთქმაში, ამიტომ ნუ ამტკიცებ იმას რაც არ იცი blink.gif

გარდა ამისა მდიდრისა და ლაზარეს იგავში ( აბრაამი) ანუ იგულისხმება მამა ღმერთი გასაგებად ამბობს _ ჩვენსა და თქვენს შორის დამყარებულია დიდი უფსკრული და ვერც აქედან მსურველნი და ვერც მანდედან _ ვერ გადმოვლენო ! ასე რომ დროებით ვერ იქნებიან მიცვალებულნი ჯოჯოხეთსა შინა! blink.gif

მწყემსებივით ვინ ცხოვრობს და სამარცხვინო ფუფუნებაში ვინ ცხოვრობს ამას ღმერთი განსჯის ! მოწმეები მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში ძაძებით შემოსილები ქადაგებდნენ და ყველაზე საშინელი დევნა დაატყდათ თავს! ჰიტლერმა დაიფიცა რომ ბოლოს მოუღებდა მათ და საკოცენტრაციო ბანაკებში უამრავი მოწმე ამოხოცა , მაგრამ მიუხედავად ამისა მოწმეებმა კიდევ უფრო გააფთრებით განაგრძეს ქადაგება! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 17 2013, 11:15 AM
პოსტი #9

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

esre ars cheshmariteba
ციტატა
სად უქადაგა ქრისტემ ჯოჯოხეთში?

სულთა საბყრობილე სად არის აბა პლეხანოვზე?
ციტატა
ნუ ამტკიცებ იმას რაც არ იცი

მე კი არა შენ არ იცი არაფერი, ბაიბურში არ ხარ.
ციტატა
ანუ იგულისხმება

ანუ უკვე იეღოვლურ "განმარტებებს" მიჰყავი ხელიsmile.gif აქ ის იგულისხმება, იქ ის არ უნდა ეწეროსsmile.gif)))))) იგულისხმებაsmile.gif)))

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 17 2013, 06:54 PM
პოსტი #10

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(Iah @ Oct 17 2013, 11:15 AM) *

esre ars cheshmariteba

სულთა საბყრობილე სად არის აბა პლეხანოვზე?

მე კი არა შენ არ იცი არაფერი, ბაიბურში არ ხარ.

ანუ უკვე იეღოვლურ "განმარტებებს" მიჰყავი ხელიsmile.gif აქ ის იგულისხმება, იქ ის არ უნდა ეწეროსsmile.gif)))))) იგულისხმებაsmile.gif)))

წადი აფხაზს მიებარე ან გურამს რაღაცა მაინც ისწავლე ელემენტარული! blink.gif საღვთო წერილს ფრთხილად მიუდექ, თორემ ცეცხლის ალით იძიებს შურს უფალი იესო ქრისტე მასზე ვინც არ დაემორჩილება მის სახარებას blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 17 2013, 09:38 PM
პოსტი #11

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

esre ars cheshmariteba
ციტატა
წადი აფხაზს მიებარე ან გურამს რაღაცა მაინც ისწავლე ელემენტარული!

აქ უკვე დემაგოგია ჩართე განზრახული რომ ვერ გამოგივიდა?

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 17 2013, 10:13 PM
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(Iah @ Oct 17 2013, 09:38 PM) *

esre ars cheshmariteba

აქ უკვე დემაგოგია ჩართე განზრახული რომ ვერ გამოგივიდა?

რამდენი წლის ხარ? წადი შენს თანატოლებს ესაუბრე ჭეშმარიტებაზე ჯობია . კარგად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 18 2013, 01:44 AM
პოსტი #13

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

esre ars cheshmariteba
ციტატა
რამდენი წლის ხარ?

იმდენის და ცოტა მეტის.
ციტატა
წადი შენს თანატოლებს ესაუბრე ჭეშმარიტებაზე ჯობია

ვესაუბრები, შენ აქ არ გამოგივიდა შენი ცრუ იდეაფიქსის დამკვიდრება ეგ სხვისი არავის ბრალი არ არის, ზეციურ იერუსალიმს მიწაზე ვერ ეღირსებით, ვერც შენ, ვერც რასელი და ვერც სატანა, მიწიერი სამოთხის იდეა სატანას იდეაა, ხალხი იმას ცდილობს რომ მატერიიდან სულიერში ამაღლდნენ და თქვენ უკან ექაჩებით, საღორეში რომელსაც მატერია ქვია, არადა დაწერილია: "ზეცანი გრგვინვით გადაივლიან და საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი დაიწვებიან", ის ახალი ცა და ახალი მიწა კი რომელსაც თეთრებით მოსილნი დაიმკვიდრებენ თქვენი ჟურნალის გარეკნებზე დახატულ ჭრელაჭრულა პეიზაჟებს არ გავს, სულ სხვა განზომილებაა, სულიერების სულ სხვა დონე და არაფერი აქვს საერთო დღევანდელ რეალობასთან, ასე რომ ბრუკლინის ხიდთან ვერ გამოგივიდა ედემის გაშენება, წადი ახლა და საკუთარ სექტაში შესჩივლე ხუცესებს არაეფექტურად ვმუშაობ თქო.

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iah
პოსტი Oct 18 2013, 01:56 AM
პოსტი #14

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-October 13
წევრი № 13,376

esre ars cheshmariteba
ციტატა
ვინაიდან ეშმაკმა დროებით შეაფერხა ღმერთის განზრახვა

ფეისპალმი სად გაქვთ ხალხნო დაამატეთ რა სმაილიკებში, ესეთი მარგალიტები უნდა შევამკო ხოლმე.
ღვთის განზრახვა ეშმაკს შეუფერხებია თურმე DD:)
ციტატა
ადამიანბეს მისცა ალტერნატიული ზეციერი სამკვიდრო ?

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.

2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.

მანამდე კი:

9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ.

10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?

ასე რომ წადი ეხლა ასპირინი გადაყლაპე და დამშვიდდი, მომავალში უკეთ მოემზადე სადემაგოგოდ როდესაც დააპირებ აქ შემოსვლას, უი ესეც ბონუსად ზეცაში დამკვიდრებული ხელისუფლების შესახებ:
21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.

22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.

23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.

- See more at: http://orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/...h.OzBxgy3W.dpuf

--------------------
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Oct 18 2013, 03:25 PM
პოსტი #15

უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723

A.V.M
ბიჯო,ხო იცი თავისუფლების წინ რო დგანან შმაგის "ძმაკაცები" ხოდა მე და მგალობლიშვილი ველაპარაკებიიით biggrin.gif იცი ეგა? ერთი გოგო იყო, და იძახდა იოანეს მერე ღვთის ძალით არავინ არ წერდა და არ წინასწარმეტყველებდაო.. ჰოდა მგალობლიშვილი ეკითხება რასელი ღვთის შემწეობით მოქმედებდაო? ( ანუ როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს კალამი ვარ ღვთის ხელშიო ეგრეო? ) ანუ რასელს ღმერთი აწერინებდაო?? ხოდა გაიტრუნა და საბოლოოდ იცი რა მივიღეთ პასუხი? ის გოგო გვპასუხობდა ვიცი მაგრამ არ გეტყვითო biggrin.gif biggrin.gif ჩვენ ვეკითხებოდით იცი პასუხიო? იმან კი მარა არ გეტყვითო biggrin.gif ეგ გამახსენა ამან biggrin.gif
ციტატა
საინტერესოა მაგრამ სწორედ ეს უბრალო განათლების მქონე კაცი ამოარჩია ღმერთმა რომ უკანასკნელ ჟამს კვლავინდებურად ემატა ჭეშმარიტებას ნათება.

--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 18 2013, 04:20 PM
პოსტი #16

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

toka@
არ ვიცოდი...biggrin.gif

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Oct 18 2013, 04:37 PM
პოსტი #17

უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723

A.V.M
ახლა ხო იცი biggrin.gif biggrin.gif სხვადასხვა სწავლებაა აშკარად biggrin.gif biggrin.gif

--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 18 2013, 08:47 PM
პოსტი #18

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(toka@ @ Oct 18 2013, 03:25 PM) *

A.V.M
ბიჯო,ხო იცი თავისუფლების წინ რო დგანან შმაგის "ძმაკაცები" ხოდა მე და მგალობლიშვილი ველაპარაკებიიით biggrin.gif იცი ეგა? ერთი გოგო იყო, და იძახდა იოანეს მერე ღვთის ძალით არავინ არ წერდა და არ წინასწარმეტყველებდაო.. ჰოდა მგალობლიშვილი ეკითხება რასელი ღვთის შემწეობით მოქმედებდაო? ( ანუ როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს კალამი ვარ ღვთის ხელშიო ეგრეო? ) ანუ რასელს ღმერთი აწერინებდაო?? ხოდა გაიტრუნა და საბოლოოდ იცი რა მივიღეთ პასუხი? ის გოგო გვპასუხობდა ვიცი მაგრამ არ გეტყვითო biggrin.gif biggrin.gif ჩვენ ვეკითხებოდით იცი პასუხიო? იმან კი მარა არ გეტყვითო biggrin.gif ეგ გამახსენა ამან biggrin.gif

3 დგის უკან მეც მანდ მოვხვდი ტავისუფლებაზე გოგოს ველოდებოდი და მოწმეების მოპირდაპირედ ვიდექი , ჩემ გვერდით კი მართლმადიდებელი რამდენიმე ბიჭი აპროტესტებდა მოწმეების ვითომცდა ცრუ სწავლებას! მერე ერთი ჩემთან მოვიდა და მკითხა შენც მოწმეებთან ხომ არ ხარო? მე ვუთხარი არა ! და მე ჩემ იზმენებში ვიყავი გოგოს ველოდებოდი biggrin.gif . მერე იმ ბიჩმა ბოდიში მომიხადა რომ მეც მოწმეების მრევლად ჩამთვალა და მითხრა შენ რა მაგარი კაცი ხარო და ჩემთან ერთად სურათი გადაიღო biggrin.gif . ხოდა მგონია რომ იქ რომელიმე ფორუმელი მაინც იქნებოდა რაღაიდა ეს თემა ახსენეთ blink.gif . აქვე დავძენ ფსალმუნის 104 :15 სადაც უფალი მკაცრად ამბობს: არც კი შეეხოთ ჩემს ქრისტიანებს და ჩემს წინასწარმეტყველთ არც კი უბოროტოთ ! თუ ბრძოლაა სულიერად ებრძოლოთ მოწმეებს ანდაც თუკი მართლმადიდებლურ ეკლესიას პრეტენზია აქვს ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე , მაშ რად უნდა სჭირდებოდეს მას ბრძოლა რომელიმე მცირე ერესთან? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 18 2013, 09:11 PM
პოსტი #19

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

არადა მეც ჩემს გონებაში აშკარა განხეთქილებამდე მივდივარ და იძულებული ვხდები ხელოვნურად შევქმნა განმარტება blink.gif

ეხლა ვმუშაობ ფერისცვალებაზე და ვერაფერი მოვუხერხე ამ მონაკვეთს , ერთი რამ მაფიქრებს_ როგორ ამოიცნეს მოწაფეებმა მოსე და ელია როცა მათ თვალით არ ყავდათ ნანახი ისინი? wub.gif ანდა როგორ ესაუბრება მოსე და ელია იესოს მის წასვლაზე და აღდგომაზე /? მაქვს იმედი რომ უფლის შეწევნით ჩავწვდები ამ მონაკვეთს user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Oct 18 2013, 09:25 PM
პოსტი #20

უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723

esre ars cheshmariteba
შენ თავს ვფიცავარ მომენატრე და ფორმაში ხარ ხარ biggrin.gif biggrin.gifმაგარი კაცი ხარ იმენა biggrin.gif საწყალი რასელი რატო ვერ მოგესწროო.. biggrin.gif ხო იამაყებდა შენით იტყოდა მომესწრო ბიჭიო biggrin.gif:D

--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 09:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი