ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
შევრდომილი |
Nov 21 2007, 03:28 PM
პოსტი
#61
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
პატარა აზრი
ბედნიერება არ ყოფილა თურმე სიმდიდრე, ბედნიერება არ ყოფილა თურმე მშვენება. ბედნიერი ხარ მაშინ, როცა გულით იცინი და გრძნობ სადარდელს საბოლოოდ რომ ეშველება. სინანულია საფეხური ბედნიერების, ავი საქმის დროს საძნელოა დარდის განდობა. გაჭირვებისას საყვედური მზად გვაქვს გამჩენთან, დალხინების დროს გვავიწყდება ვუთხრათ მადლობა. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
შევრდომილი |
Nov 21 2007, 03:39 PM
პოსტი
#62
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
სანამ მზეს სძინავს
სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა და გარიჟრაჟზე ცის ელფერი დადუმებულა, ირგვლივ მიდამო, არე-მარე გაჩუმებულა, დაძინებულა, თითქოს სუნთქვაც გაჩერებული. დასვრილი ფუნჯი, ეს ნახატი მიტოვებულა. მხატვარსაც სძინავს, თურმე იქვე მიგორებულა. აკვამარინში ღია ფერებს დასძინებიათ, მაგრამ სიმუქის ფერთა გამას არ სძინებია. მთვარე ნათელი მთელი ღამე ცაზე დაღლილი უკვე ჩასულა, ბევრი რამე ჰქონდა განცდილი. ეს სიდიადე ბუნებაში გაჯერებულა... სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
marine |
Nov 21 2007, 04:51 PM
პოსტი
#63
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,233 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სანამ მზეს სძინავს მთვარე ნათელი მთელი ღამე ცაზე დაღლილი უკვე ჩასულა, ბევრი რამე ჰქონდა განცდილი. ეს სიდიადე ბუნებაში გაჯერებულა... სანამ მზეს სძინავს, ღამე ჯერ არ გათენებულა. ლამაზია.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ზარნაშო |
Nov 21 2007, 05:47 PM
პოსტი
#64
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
გასეირნება თბილისში ღამით
(ოდეს M.M. სიყვარულით გახელებული ქალაქს უვლიდა წრეებსა) ლამპიონები ფლეთენ სიბნელეს, ყრუდ კისკისებენ ცირკთან ქალები, რა ყოფილაო, ოხ, ეს სიბერე, ამბობენ ქუჩის ძაღლის თვალები... ფართო ნაბიჯით ქალაქს წრეს ვურტყამ, ფიქრი კი ნაბიჯს ბევრად წინ უსწრებს; არ ვუსმენ ხალხის ყაყანს ჩემს უკან და ვეღარ ვამჩნევ თვალში მინუსებს*. დავიარები თბილისში მარტო, მთელი ქალაქის სევდა თან დამაქვს... საით მივდივარ, ვისთან და რატომ? ხეტიალის დრო ნეტავ სადა მაქვს _________________________________ *ახლომხედველი ვარ -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
daviTi 22 |
Nov 21 2007, 09:07 PM
პოსტი
#65
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 21-September 07 მდებარ.: baTUMI / ozurgeTi წევრი № 2,800 |
ივერთა მხარე
1.გამოხვეულა ვაზის წალკოტში ეს ღვთითდაცული მხარე ივერთა, ასწიეთ ჯამი და ადღეგრძელეთ მშობელი მიწა ამერ-იმერთა. 2.ღმერთს დაუბერტყავს კალთა თავისი ამ ჩვენს მიწაზე სიბარაქისი, როცა ვუყურებ ამ ჩვენს ნაფუძარს ვხვდები წახდენას მე სატანისი. 3. მაგრამ, რაც უფრო დიდია ჩვენზე ნაწყალობევი დიდ სამებისი, მაშინ მით უფრო მოვლა სჭირდება და გაფრთხილება მას ქართველისი. გათელილი სიმართლე 1. მღვრიე მირაჟი - კუპრად ქცეული, მრუმე ნიღაბით გადაგლესილი, ქვეყნად იმარჯვებს, როგორც რჩეული, იმ დაწყევლილი ანტიქრისტესი. 2. ხოლო სიმართლე - ტალახს თრეული, უარყოფილი - გადათელილი, ტირის და ოხრავს, როგორც ეული; ჭირისუფალი საქართველოსი. |
GABAONI |
Nov 22 2007, 12:16 AM
პოსტი
#66
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 |
ვინც არ მინახავს გაუმარჯოს ყველას სალამი
მოგესალმებათ ოცნებებში ჩაძირული ჩემი კალამი ნეტა ვინ იცის ჩვენს შორის რა მანძილია ოჰ სიყვარულო შენს გარეშე არ შემილია მე შენი ნათელი სახე მაბრმავებს სულ შენსკენ არის ჩემი ფიქრები ცხოვრების ბოლომდე შენ გამოგყვები ერთხელ ტუმაინც ჩემი იქნები მე შენ სიყვარულს გულით ვატარებ ყოველ დღე უფრო და უფრო მინდები ჩემთან დარჩი სხვას ნუ იპოვი პერიასავით ნუ გაფრინდები -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
zviadauri |
Nov 22 2007, 02:05 PM
პოსტი
#67
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
პოეზია უმაგრესია და თქვენ, რომ ასე გიყვართ
|
Маиа |
Dec 5 2007, 12:15 AM
პოსტი
#68
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
Свеча
Тайну тишины Расскажет свет в дали... Горит и не знает Кому освящает, Чьи слезы иссушает, Чьи грехи омывает... Покорно тая, Свою жизнь отдавая, Смирением своим Нас вразумляя; За каждого страдая, Треском исчезая, Жертвенностью своей Нашу боль разделяя; Стоит и не стонет, Ни в чем не упрекает, Своим жизненным примером Тайну любви открывает... -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
Dec 5 2007, 12:42 AM
პოსტი
#69
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
* * *
Прошло то время, Когда над городом опустилась мгла, Сердцами людей завладела тьма. И через годы... десятилетия безверия, Внук ведет деда в Храм... для причащения -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
თამარი_ცქნაფო |
Dec 5 2007, 01:40 AM
პოსტი
#70
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
* * * Прошло то время, Когда над городом опустилась мгла, Сердцами людей завладела тьма. И через годы... десятилетия безверия, Внук ведет деда в Храм... для причащения ლამაზი და ნამდვილი... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
marine |
Dec 5 2007, 01:46 PM
პოსტი
#71
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,233 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * * Прошло то время, Когда над городом опустилась мгла, Сердцами людей завладела тьма. И через годы... десятилетия безверия, Внук ведет деда в Храм... для причащения არჩვეულებრივია, მაიკო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
Dec 5 2007, 05:40 PM
პოსტი
#72
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
თამარი_ცქნაფო
marine -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
კანონისტი |
Dec 6 2007, 01:28 PM
პოსტი
#73
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ადრე კი დავდე მგონი მაგრამ კიდევ დავდებ:
ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს ეძღვნება საქართველოს მომავალ მეფეს ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს, შენგან ხელდასხმულს, ღმერთო, ფარავდე ერსა ჩვენსა და მეფეს ცხებულს დაგვასხი, ღმერთო, ზეციური ხელი ძლიერი განსაცდელისგან გამოიხსენ ქართველი ერი მოგვმადლე ძლევა საკვირველი, მოგვეც ნათელი, რათა მარადის განვადიდოთ შენი სახელი სიბრძნითა შენით განანათლე ხელმწიფე ჩვენი და აღადგინე საქართველო, ვითარც ძე შენი! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
Dec 6 2007, 01:31 PM
პოსტი
#74
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,233 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ადრე კი დავდე მგონი მაგრამ კიდევ დავდებ: ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს ეძღვნება საქართველოს მომავალ მეფეს ღმერთო, მოხედენ ჩვენს საქართველოს, შენგან ხელდასხმულს, ღმერთო, ფარავდე ერსა ჩვენსა და მეფეს ცხებულს დაგვასხი, ღმერთო, ზეციური ხელი ძლიერი განსაცდელისგან გამოიხსენ ქართველი ერი მოგვმადლე ძლევა საკვირველი, მოგვეც ნათელი, რათა მარადის განვადიდოთ შენი სახელი სიბრძნითა შენით განანათლე ხელმწიფე ჩვენი და აღადგინე საქართველო, ვითარც ძე შენი! არაჩვეულებრივია!! ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო საღამოზე!!!!!!!!! ვინც ამ თემაში აქტიური წევრია, გთხოვთ აქ შემოიხედეთ http://church.ge/index.php?showtopic=3158&st=0 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
Dec 11 2007, 12:11 AM
პოსტი
#75
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
-------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
nuciko-22 |
Dec 11 2007, 01:47 AM
პოსტი
#76
|
nino kobidZe ჯგუფი: Members პოსტები: 432 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,261 |
თენდება...ცივა...წვიმს... და ქარია...
მუხის ფოთლების კორიანტელში მარტო მივყვები ქუჩას...და მცივა... სად ხარ?...არ მოხვალ?...მე ხომ გელოდი!... მე ხომ უსაზღვრო ლოდინი ვიცი... ისევ მარტო ვარ...და ისევ მცივა. რა ხდება ჩემს თავს?...თვითონ არ ვიცი... მე მაინც გელი...ისევ არ ჩანხარ... დავრჩი სულ მარტო...არავის ველი, არავინ მინდა... ცხოვრება მიდის...გასულა კიდეც! ხსნა ერთადერთი შენ ხარ, უფალო, შენთან მოვედი, ჩამიკარ გულში! მომეალერსე და დამიყვავე! შენებრ ხომ არვის და არასდროს არ ვყვარებივარ, უფალო ჩემო! უფალო ჩემო, მიხსენ! მე ხომ მარტო ვარ...და ისევ მცივა... ისევ შენ გელი, ო, ღმერთო ჩემო! -------------------- დედიკო გენაცვალოთ,მიყვარხართ!
|
teo.. |
Dec 13 2007, 07:57 PM
პოსტი
#77
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
არაჩვეულებრივად ლამაზი ლექსები გაქვთ ჩემო კარგებო, ძალიან მომეწონა
მეც მოგართმევთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს: მარადიულობა თუ გონთა სამეფო მარადიულობა და გონთა სმეფო, რა არის უკვდავი??. რა უნდა დაემხოს??. ფიქრები ერთმანეთს უქმნიან ლაბირინთს უაზრო აზრები - აზრებთან პაექრობს. რა არის -უაზრო, ან, აზრი -გენია?? თვით თეთრი ფერიც კი - ათასი ფერია. ჩრდილები თან სდევენ საგნებს ცის ქვეშეთში, ყველაფერს, რასაც ღვთის ხელი ურევია. ამიტომ - დიადი, მთლად შეუცნობია. ვინ არის -იუდა?? ვინ არის - ბერია?? რა ფერის ბალახი ამოდის მდელოზე, იქ, სადაც ათონის წმიდანი ბერია... გინახავთ?? ოდესმე ხრიოკი უდაბნო, ან ლომის ბოკვერი - პაწია, უმანკო, ჯერ არ მოვლენილა ამ წუთის სოფელში მთლად წყალ -წაღებული, ანდა მთლად უნაკლო. დრო მიჰქრის... კულისებს კვლავ ფარავს ფარდები. სად მრავლობს ეკალი?? სად ხარობს ვარდები?? ბრმის დარად თუ დახვალ, რას ერჩი სუფლიორს, პასუხს არვინ აგებს ასეთი ბრალდებით. კვლავ ათას ფერებით ირევა სამყარო, ვიღაცა ამეფებს გონებით ავადმყოფს. მთლად მძიმე თავთავი გართხმულა მიწაზე, შტერი კი, ყველასთან უტიფრად ამაყობს. ჩემს თავზე კვლავ ბრუნავს დრო-ჟამის უღელი, სიხარულს დარდი სცვლის... საქმეა ულევი. წლები წლებს მისდევს და ძველსა სცვლის ახალი, სამყარო ბრუნავს და კვლავ რჩება უცვლელი. დღე ერთი, ვითარცა - წელია ათასი. ვის როგორ აბრუნებს -წესი და ადათი, ვიღაც ამოსუნთქვას ვერ ასწრებს ამქვეყნად, ვიღაცას შემოაქვს - სიცოცხლე ხალასი. სამყაროს შემოქმედი - მართლაც რომ გენია! ყველა ინდივიდი თავისთვის - ერთია. სხვა არის - მადლი და სხვა - ნიჭთა მარაგი, გიჟი და ჭკვიანი უფლისთვის ერთია. ვისთვის, ცოდვა-მადლის გარჩევაც ძნელია. გლახაკის შველა და კაცთაკვლაც ერთია. ვისთვის, შეუცნობი გამხდარა უფალი, ბიბლია, თორა და ყორანიც ერთია. გზა,კი, სავანისკენ ვიწრო და თეთრია. სიცოცხლე - ნათEლი დიდების სვეტია. შორს, ჩემგან სიკვდილი! დე გარდავიცვალო! უფალთა-უფალი იესოც ერთია! უფალი - ერთია!..უფალი - ერთია! 12.03.2007 ნიუ-იორკი თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
Маиа |
Dec 14 2007, 12:33 AM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
არაჩვეულებრივად ლამაზი ლექსები გაქვთ ჩემო კარგებო, ძალიან მომეწონა მეც მოგართმევთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს: მარადიულობა თუ გონთა სამეფო უფალი - ერთია!..უფალი - ერთია! 12.03.2007 ნიუ-იორკი თეა კანდელაკი უმაღლესია... მომეწონა -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
judi |
Dec 18 2007, 12:45 PM
პოსტი
#79
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
მარტოსულ მთვარის სანთლის შუქზე მეფობს წყვდიადი,
სევდიანი და ნაღვლიანი შევყურებ ზეცას.. და ვარსკვლავების ზურმუხტის და ფირუზის თვლები, ლანდების ქსელით ჩახვეულნი დამსხდარან ზეცას.. მყუდროა ირგვლივ ყველაფერი, ვუსმენ სიჩუმეს... მესმის ფოთლების, ყვავილების და მიწის სუნთქვა, ვყნოსავ ტკბილ სურნელს, შეჯერებულს ვარდის სურნელით და წამის ყოფით ოცნებებში ვაფარებ მათ თავს: თითქოს ია ვარ, თავმდაბალი, ნაზი, უმანკო, მაგრამ ამაყი, უწმიდესი გრძნობით აღვსილი, თითქოს მაცვია ფარატინა ქაღალდის კაბა, ცის ლაბირინთში გაშუქებულ პირიმზის ფერი. და მბერავ სიოს ფრთების კალთით ატატებული, დავყავარ მინდვრად, მიწნავს გვირგვინს ცისარტყელისას, მაცნობს იდუმალ სამყაროს და სამოთხის ნაწილს, მასწავლის ფრენას და ჩიტების ჭიკჭიკა ენას.. და, წამის ყოფით, სულ ერთი წამით ვპოვე მე შვება, გადაფრენილმა ყვავილების სამფლობელოში, სევდა და დარდი შემიცვალა იმედის შუქმა და კვლავ ვესწრაფვი ხილვას წმიდა ოცნების სიზმრის, სადაც ვიხილე ჭეშმარიტი სულის ზეობა, ლაღ სიყვარულის და სიკეთის დღესასწაული... -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 22 2007, 10:41 PM
პოსტი
#80
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ახლა მეცინება, ისე უცნაურ სიტუაციაში დაიწერა ეს ლექსი, ზუსტად იმ დღეს, როცა 21 წლის გავხდი... დიდი ვერაფერი, მაგრამ გარკვეულ პერიოდს მაგონებს სულ და თავისებური ხიბლი აქვს ჩემთვის...
21-ე იმედი ბავშვობის დღეებს წაიღებენ ეული ფიქრნი და მერე თუნდაც თავს დაგვემხოს მთელი სამყარო, ჩაძირულები ჩვენ დავრჩებით ვარდისფერ ნისლში და რძისსუნისფერს გავიყოლებთ მთელი გზა-წყარო. არ შეჩერდება აღარც მწირი და აღარც კაცი, არც სიძულვილი გამოგვჭედავს რკინის გულებად, მხოლოდ მზისფერი ალუჩების ყვავილთა დასი ნათელ თვალთ სითბოდ აღავლენენ ოსანას ზეცად! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 12:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი