IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> მონა ღვთისა თუ მსახური ღვთისა?, რომელი უფრო მართებულია?
Atman
პოსტი Sep 10 2009, 05:25 PM
პოსტი #21


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 10 2009, 05:37 PM
პოსტი #22


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი.

საკითხის არსის ვერ გაგება იმთავითვე არასწორი შეხედულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პირდაპირი, ამქვეყნიური გაგებით ცხადია მონობა არასასიამოვნო ცნებაა და ის უარყოფით რეაქციას იწვევს ყველა ადამიანში. მაგრამ ქრისტიანული რელიგიის ჭრილში ხმარება ამ ცნებისა აუცილებლად მოითხოვს შესაბამის მიდგომას.

მონა ეს ის პიროვნებაა, რომელიც სხვა პიროვნებამ იყიდა და თავის მფლობელობაში მოაქცია, ანუ გამოისყიდა ასევე სხვა პიროვნებისგან, რომელსაც ეს მონა ეკუთვნოდა და თავის მფლობელობაში მოაქცია. ესაა ვიწრო და მშრალი გაგება მონობის, როგორც უარყოფითი მოვლენისა. მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანობას, უფრო სწორად რატომ იხმარება მონობა ქრიტიანობაში არა უარყოფითი გაგებით. მოგეხსენებათ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ პირდაპირი გაგებით მონა გახდა ცოდვისა, ანუ მას თავისუფლება წაერთვა და იგი მჭიდროდ დაუკავშირდა ცოდვას, ისე რომ მისგან გათავისუფლების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა მას. მაგრამ მაცხოვარმა თავისი განკაცებით გამოგვისყიდა თავისი მსხვერპლით ამ მონობისგან, ცოდვის მონობისგან, ანუ მაცხოვარმა გვიყიდა და დაგვამონა სიკეთეს (რაზეც თუ არ ვცდები პავლე მოციქულიც საუბრობს), ცხონებას, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ცხონდება, საჭიროა თავისუფალი ნება, რომ ადამიანის ცხონება შედგეს.

მხოლოდ ამ გაგებით თუ შეიძლება ჩვენ ვიხმაროთ მონობის ცნება ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რომ გამოსყიდულნი ვართ ცოდვისგან ქრისტეს მიერ, რომ გამომსყიდველი ჩვენი მეუფეა, რომელიც ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს პიროვნებაზე არამედ აძლევს მას საშუალებას თავისუფლად ქმედებისა. შესაბამისად ამ "მონობაში" (შეგნებულად ვსვამ უკვე ბრჭყალებში) აღვასრულებთ ჩვენ უფლის მსახურებას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 10 2009, 05:45 PM
პოსტი #23


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Sep 10 2009, 05:25 PM) *

მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი.



ეგ არის მონობის ის გაგება რომელიც მონათმფლობელურმა საზოგადოებამ ჩამოაყალიბა და რომელიც შეურაცხყოფასაც იაზრებს თავის თავში... ღვთის მონობა კი მორჩილებაა.


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 10 2009, 05:46 PM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მონა ეს ის პიროვნებაა, რომელიც სხვა პიროვნებამ იყიდა და თავის მფლობელობაში მოაქცია, ანუ გამოისყიდა ასევე სხვა პიროვნებისგან, რომელსაც ეს მონა ეკუთვნოდა და თავის მფლობელობაში მოაქცია. ესაა ვიწრო და მშრალი გაგება მონობის, როგორც უარყოფითი მოვლენისა. მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანობას, უფრო სწორად რატომ იხმარება მონობა ქრიტიანობაში არა უარყოფითი გაგებით. მოგეხსენებათ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ პირდაპირი გაგებით მონა გახდა ცოდვისა, ანუ მას თავისუფლება წაერთვა და იგი მჭიდროდ დაუკავშირდა ცოდვას, ისე რომ მისგან გათავისუფლების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა მას. მაგრამ მაცხოვარმა თავისი განკაცებით გამოგვისყიდა თავისი მსხვერპლით ამ მონობისგან, ცოდვის მონობისგან, ანუ მაცხოვარმა გვიყიდა და დაგვამონა სიკეთეს (რაზეც თუ არ ვცდები პავლე მოციქულიც საუბრობს), ცხონებას, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ცხონდება, საჭიროა თავისუფალი ნება, რომ ადამიანის ცხონება შედგეს.



ბოლომდე გეთანხმები... და ადამიანს, რომელიც დაადგა ან მთელი გულით ცდილობს რომ ქრისტეს გზას დაადგეს, ჯობია რომ მსახური ღვთისა ეწოდოს, რადგან მისი საკუთარი ნებაა და სურვილია უანგაროდ ემსახუროს იმას, ვინც გამოისყიდა ცოდვებისადმი მონობისგან. ჯობია ვიხმაროთ ცნებები: მონა ეშმაკისა და მსახური ღვთისა, არ მეთანხმები?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 10 2009, 06:13 PM
პოსტი #25


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



დათო

ანუ მონა ღვთისას და მხევალი ღვთისას ნაცვლად მსახური ღვთისა ხო?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 10 2009, 06:39 PM
პოსტი #26


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნონა
ციტატა
ანუ მონა ღვთისას და მხევალი ღვთისას ნაცვლად მსახური ღვთისა ხო?

ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ არანაირი პრობლემა არაა მონა ღვთისა ვიხმაროთ, რადგან აქ ის იგულისხმება რაც ზემოთ დავწერე. ნებისმიერი ფორმა მისაღებია და ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მთავარია გავიაზროთ რას ვამბობთ და რა შინაარსს ვდებთ ამა თუ იმ ნათქვამში.

აი პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან ნაწყვეტი:

მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი. ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ.
თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. (რომ. 6. 12-23)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 10 2009, 07:44 PM
პოსტი #27


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(afxazi @ Sep 10 2009, 06:39 PM) *

ნონა
მთავარია გავიაზროთ რას ვამბობთ და რა შინაარსს ვდებთ ამა თუ იმ ნათქვამში.

დათო
+1 2kiss.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
FiloTeos
პოსტი Oct 7 2010, 05:24 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-October 10
წევრი № 9,588



უფალს არ სჭირდება მონები, მას ყველა ემსახურება სიყვარულით და სიხარულით...


--------------------
სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი