IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> იოანე 3-13
Atman
პოსტი Oct 15 2008, 12:30 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არს ცაში."

ამას როგორ განმარტავთ?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Oct 15 2008, 12:35 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(cinemamu @ Oct 15 2008, 12:30 AM) *

"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არს ცაში."

ამას როგორ განმარტავთ?

როგორ განგიმარტავტ ვდა ქრისტე ორ ბუნებოვანია და იგი ყველგან მყოფია როგორც ღმერთი,


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2008, 08:14 AM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
როგორ განგიმარტავტ ვდა ქრისტე ორ ბუნებოვანია და იგი ყველგან მყოფია როგორც ღმერთი,


სწორია, მაგრამ კითხვას ბოლომდე არ პასუხობს. "არავინ ასულა ზეცად" კონკრეტულად ამაზე რას იტყვით? ქრისტეს მოსვლამდე არავინ არ ასულა ცათა სასუფეველში?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 15 2008, 09:32 AM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(cinemamu @ Oct 15 2008, 08:14 AM) *

სწორია, მაგრამ კითხვას ბოლომდე არ პასუხობს. "არავინ ასულა ზეცად" კონკრეტულად ამაზე რას იტყვით? ქრისტეს მოსვლამდე არავინ არ ასულა ცათა სასუფეველში?

არა, ქრისტემდე მართალი ადამიანებიც ჯოჯოხეთში, ე.წ. "აბრაამის წიაღში" მიდიოდნენ. ქრისტემ ჯვარცმის შემდეგ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან მართალთა სულები და დაუმკვიდრა ცათა სასუფეველი.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2008, 01:17 PM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
არა, ქრისტემდე მართალი ადამიანებიც ჯოჯოხეთში, ე.წ. "აბრაამის წიაღში" მიდიოდნენ. ქრისტემ ჯვარცმის შემდეგ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან მართალთა სულები და დაუმკვიდრა ცათა სასუფეველი.


არც ეს პასუხი მომწონს a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 15 2008, 01:28 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



cinemamu
ციტატა
არც ეს პასუხი მომწონს


მე ვთვლი სწორი პასუხი გაგცა, თუ არ მოგწონს ეგ სხვა საქმეა, და რაც დაგიწერა მარიამმა ეგ მასეა .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 15 2008, 02:31 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(cinemamu @ Oct 15 2008, 01:17 PM) *

არც ეს პასუხი მომწონს a075.gif

და რატომ არ მოგწონს? smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 15 2008, 02:56 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მარიამი

იმიტომ რომ ის ეძებს მისი ფიქრების დასტურს და არა სიმართლეს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 15 2008, 03:59 PM
პოსტი #9


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მხოლოდ ერთ ფრაზაზე რომ არ ჩავიციკლოთ და უაზრობაში არ გადავიდეთ, მგონი აჯობებს მთელ თავს გადავხედოთ და გავიხსენოთ როდის და ვის უთხრა ეს სიტყვები უფალმა:

იოანეს სახარება

თავი მესამე

1. ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,

2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.

3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.

4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?

5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.

6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.

7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.

8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

9. მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

10. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?

11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ.

12. თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?

13. არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.

14. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა.

15. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

17. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.

18. ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

19. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.

20. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.

21. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი.

22. შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ.

23. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან.

24. რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში.

25. მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო.

26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან.

27. მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.

28. თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული.

29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

30. ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე.

31. მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია.

32. რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს.

33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი.

34. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს.

35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას.

36. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.




ციტატა
არც ეს პასუხი მომწონს


ის, რომ ქრისტემდე აღარავინ შესულა სამოთხეში ადამის განდევნის შემდეგ, და აბრაამის წიაღის შესახებ ამბობს უფალი სახარებისეულ იგავში მდიდარისა და ლაზარეს შესახებ.

ლუკას სახარება

თავი მეთექვსმეტე (მუხლები 19-31)

19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.

20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.

21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.

22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.

23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.


24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.

25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.


26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.

27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.

28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.

30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.

31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.

ჩემი აზრით ის რომ მდიდარს შეუძლია ხმა მიაწვდინოს და დაელაპარაკოს ან თუნდაც დაინახოს ლაზარე და აბრაამი, მიუთითებს იმას, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან უფალთან, სამოთხეში....



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2008, 08:00 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.


და აბრაამის წიაღი რაღაა? სამოთხე და ჯოჯოხეთი ვიცი და ეგ წიაღი ვერ გამიგია რომელია biggrin.gif

ციტატა
იმიტომ რომ ის ეძებს მისი ფიქრების დასტურს და არა სიმართლეს


მნათე
ყველა თავის ფიქრებზე ეძებს დასტურს, განსხვავება ისაა რომ ზოგს სჯერა და ზოგი ეძებს a075.gifმე მეორეს ვამჯობინებ, ვისაც გჯერათ გაგატარებთ რა პრობლემაა biggrin.gif

და საერთოდ ქრისტე წესების და დოგმების ბრმად დაჯერებას უარყოფდა და მისი სიტყვები იყო: ეძიებდე და ჰპოვებდე". თქვენ კი "მწიგნობარნო" მხოლოდ იქ ეძიებთ სადაც საკუთარი რელიგია გეუბნებათ, ვინც სხვაგან ეძებს მკრეხელებად მიიჩნევთ გულის სიღრმეში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 15 2008, 08:42 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



cinemamu
ციტატა
მე მეორეს ვამჯობინებ, ვისაც გჯერათ გაგატარებთ რა პრობლემაა


სიმართლე ესაა და შენ რაც გინდა ის დაიჯერე, თუ არ აპირებ დაჯერებას რაღას კითხულობ მაშინ smile.gif

ციტატა
და აბრაამის წიაღი რაღაა? სამოთხე და ჯოჯოხეთი ვიცი და ეგ წიაღი ვერ გამიგია რომელია biggrin.gif


შენ თუ არ გაგიგია, არ ნიშნავს რომ არ არსებობდა smile.gif დაგიწერეს ზემოთ რასაც ნიშნავს, მაგრამ:

ციტატა
იმიტომ რომ ის ეძებს მისი ფიქრების დასტურს და არა სიმართლეს


smile.gif ამაზე მნათემ გიპასუხა ამომწურავად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 15 2008, 08:53 PM
პოსტი #12


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



cinemamu
ციტატა
და აბრაამის წიაღი რაღაა? სამოთხე და ჯოჯოხეთი ვიცი და ეგ წიაღი ვერ გამიგია რომელია

ნუ მიიღებ აბრაამის წიაღს რაიმე მესამე ადგილად. ის ჯოჯოხეთში იყო. უბრალოდ მართალი სულები, ქრისტეს მოსვლამდე აღმოჩნდნენ იქ, რადგან ჯერ არ იყო გახსნილი გზა სასუფევლისკენ. ეს ქრისტემ მოახდინა, და ამოიყვანა შემდგომ ჯოჯოხეთიდან. ხოლო ის ადგიი სადაც ისინი იმყოფებოდნენ პირობითად აბრაამის წიაღად იწოდებოდა. თუმცა კი ჯოჯოხეთში იყო იგი.
ციტატა
ყველა თავის ფიქრებზე ეძებს დასტურს

ყველას მაგივრად არ ვისაუბრებდი.
აქვე დავამატებ, რომ ადამიანი არა თავის მოსაზრებების გამართლებას უნდა ეძებდეს, არამედ ღვთის სიტყვის განმტკიცებას საკუთარ თავში.
ზოგიერთი იმასაც კი ახერხებს, რომ სახარებისეულ სწავლებას იმდგავარად ხსნის, რომ მოარგოს საკუთარ სურვილებს.
ციტატა
და საერთოდ ქრისტე წესების და დოგმების ბრმად დაჯერებას უარყოფდა და მისი სიტყვები იყო: ეძიებდე და ჰპოვებდე".

"ეძიებდე და ჰპოვებდე" არ იყო ნათქვამი მაგაზე.
არის ისეთი ცოდნა რომელიც უნდა მიიღო ისე როგორც ეს ეკლესიის სწავლებაშია, რადგან თავად ეჭვის შეტანაც ამაში უკვე ცოდვაა და გზიდან აცდენა. მაგალითად დოგმატია ერთი ღმერთის რწმენა. ამას აღარ სჭირდება "ძებნა და პოვნა"...
ციტატა
თქვენ კი "მწიგნობარნო"

ნუ იტყვი ასე.
მწიგნობრობის დაბრალება გამოუძიებლად არ შეიძლება.
მოდი კონკრეტულად გავარკვიოთ რას გულისხმობ მწიგნობარში და ვფიქრობ ასე აღარ იტყვი შემდეგომ.
ადამიანი რომელიც მხოლოდ დაზეპირებული სწავლებით ცდილობს სჯულის დაცვას, ისევე როგორც ძველი აღთქმისეული მწიგნობრები იყვნენ (სხვათა შორის ისინი, ვინც ქრისტე ჯვარს აცვეს). ჩვენ კი იაკობ მოციქულის ეპისტოლეს თუ დავეყრდნობით გვწამს რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. თუკი მხოლოდ წიგნიერი ცოდნით შემოიფარგლება ქრიტიანი, ის უარყოფს სახარებისეულ სწავლებას და ვფიქრობ რომ შენ არ გსურდა ჩვენი შედარება ასეთ ადამიანთან.
მე ვიცი რატომ ამბობ შენ მაგას. ფიქრობ რომ თუკი ადამიანი ეყრდნობა დოგმატებს და არ საჭიროებს მათ ეჭვ ქვეშ დაყენებას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის "მწიგნობარია". არადა ეს ორი რამ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რწმენა დოგმატებში მხოლოდ კალაპოტის მაჩვენებელია, ის გზა თუ საით უნდა იაროს ადამიანმა, რათა უაზროდ არ იხეტიალოს სამყაროში. სხვა საქმეა ძიება, რომელიც აუცილებელია ქრისტიანის ცხოვრებაში. ის დოგმატებს მიღმაა და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არანაირად არ მოდიან. არ ვიცი შენ გაქვს თუ არა წაკითხული წმიდნა მამათა ნაშრომები, მაგრამ თუ გადახედავ დარწმუნდები, რომ ეს ხალხი სხვას არაფერს აკეთებდა თუ არა ეძებდა.
ციტატა
მხოლოდ იქ ეძიებთ სადაც საკუთარი რელიგია გეუბნებათ

ერთ პატარა ისტორიას მოგიყვები:
ერთი კაცი უღრან ტყეში აღმოჩნდა და გზა აებნა. უკვე საღამოვდებოდა და იცოდა რომ ამ ტყეში ღამე უთუოდ დაიღუპებოდა. უეცრად დაინახა კაცი, გაუხარდა, მივიდა და ჰკითხა:მეგობარო, ხომ ვერ მიმასწავლით როგორ გავაღწიო ამ ტყიდან? პასუხად კი მოისმინა: რას ბრძანებთ?! ამ ტყიდან გასასვლელი არ არსებობს! თქვენ აქ სამუდამოდ ხართ და ვერც ვერასოდეს ვერ გააღწევთ აქედან... დამწუხრდა ეს კაცი, რა ქნას არ იცის. უეცრად დაინახა მეორე ადამიანი. ადგა და იმ კაცსაც სთხოვა ესწავლებინა გზა. მან კი უპასუხა: კი, რა თქმა უნდა, აგერ ამ ბილიკს გაყვებით, შემდეგ დიდ ხესთან გადაუხვევთ მარჯვნივ და მიადგებით ტყის დასასრულს. ამ მოთხრობის მორალი კი ასეთია. ის მეორე კაცი, რომელმაც მიასწავლა გასასვლელი, ის დოგმატებია, რომელიც ტყიდან გასასვლელ გზას გვაჩვენებს, ხოლო ეს გზა კი ჩვენ დამოუკიდებლად უნდა გავიაროთ, რომელსაც ასევე ღვაწლი ჭირდება, რომ არ ავცდეთ და სწორად ვიაროთ. თორემ გზას კი გვასწავლიან, მაგრამ თუ არ ვივლით მაგ გზით აუცილებლად ავცდებით მიზანს. smile.gif
ციტატა
ვინც სხვაგან ეძებს მკრეხელებად მიიჩნევთ გულის სიღრმეში

ვერც ამაში დაგეთანხმები.
ჯერ ერთი, ტერმინი მკრეხელი სრულიად სხვა რამეს ნიშნავს ვიდრე შენ აქ გულისხმობ.
ხოლო ის ადამიანი, ვინც სხვაგან ეძებს და არა მართლმადიდებლობაში, მკრეხელი კი არ არის, არამედ გზააბნეული ადამიანია, რომელსაც იმ კაცის მსგავსად არ იყოს, გზა აებნა უღრან ტყეში და ახლა დახეტიალობს და ვერ უპოვია გასასვლელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2008, 09:16 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო მწიგნობრებში კარგად იცი რომ ყველა არ მიგულისხმია. კაი კაცი ხარ და კარგად მესმის სჰენი თვალთახედვა, მაგრამ ასევე მესმის სხვა რელიგიების თვალთახედვაც. მე არც ეკუმენისტი ვარ და პირიქით, მგონია რომ რელიგიების გაერთიანება კრეტინიზმია, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა რელიგია გზაა ღმერთისკენ. და ყველაზე დიდ გზად ქრისტე მიმაჩნია, ხოლო თავად მართლმადიდებლობა შედარებით ნაკლება, იმიტომ რომ შეცვლილია ბევრი რაღაც, თუმცა ესეც ღმერთის ნებაა და ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. ერთადერთი რაც მაღიზიანებს ჩვენ რელიგიაში მარადიული ჯოჯოხეთით დაშინებაა, ღმერთის ღრმად მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ შეუძლებელია დროებითი ცოდვისთვის სამუდამოდ დაიტანჯოს ადამიანი. მოკლედ ჩვენ რელიგიაში წესები, რიტუალები და საიდუმლოებანი რაცაა პირადად მეც ვცდილობ დავემორჩილო, მაგრამ რაც შეეხება მსოფლმხედველობას და ფილოსოფიას, ბევრიბ აბსურდული გაგებაა და ღმერთს იმას ვთხოვ ყველას აუხილოს თვალები. დაივიწყეთ ჯოჯოხეთის შიში და ღმერთის სიყვარულს დაუთმეთ მთელი გონება. იუდაიზმის წარმოდგენა "დამსჯელ ღმერთზე" შეცვალეთ ღმერთით, რომელსაც ყველანი ვუყვარვართ და მარადიული ჯოჯოხეთისთვის არ გაგვწირავს არცერთს. ამ ბოლო წინადადებაზე საკუთარი სულით ვაგებ პასუხს! smile.gif
ყველანი ღმერთთან მივალთ ადრე თუ გვიან a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 15 2008, 09:33 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



cinemamu

მთავარია არა ის, რომ ეძებ, არამედ ის - რას ეძებ... რომ იპოვნი გასაგებია biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 15 2008, 09:38 PM
პოსტი #15


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არს ცაში."

აბა ელია?

როგორც მახსოვს ცოცხლად არ იქნა ზეცაში ატაცებული?



003.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 15 2008, 09:42 PM
პოსტი #16


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



cinemamu

ციტატა
36. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.


ეს იოანეს სახარების III თავშია მეტს არ ვაკოპირებ, იმიტომ რომ ზემოტ თითქმის მტელი თავი დავაკოპირე smile.gif


ციტატა
მოკლედ ჩვენ რელიგიაში წესები, რიტუალები და საიდუმლოებანი რაცაა პირადად მეც ვცდილობ დავემორჩილო, მაგრამ რაც შეეხება მსოფლმხედველობას და ფილოსოფიას, ბევრიბ აბსურდული გაგებაა


მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის და ფილოსოფიის, ძირითადი მართლმადიდებლური დოგმების და მრწამსის ჭეშმარიტებაში თუ ეჭვი გეპარებათ, რიტუალები რირას მაქნისია? unsure.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 15 2008, 09:43 PM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



syd
ციტატა
აბა ელია?

როგორც მახსოვს ცოცხლად არ იქნა ზეცაში ატაცებული?

ჰმ. საინტერესო შენიშვნაა. smile.gif
cinemamu
ციტატა
დათიკო მწიგნობრებში კარგად იცი რომ ყველა არ მიგულისხმია. კაი კაცი ხარ და კარგად მესმის სჰენი თვალთახედვა, მაგრამ ასევე მესმის სხვა რელიგიების თვალთახედვაც. მე არც ეკუმენისტი ვარ და პირიქით, მგონია რომ რელიგიების გაერთიანება კრეტინიზმია, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა რელიგია გზაა ღმერთისკენ. და ყველაზე დიდ გზად ქრისტე მიმაჩნია, ხოლო თავად მართლმადიდებლობა შედარებით ნაკლება, იმიტომ რომ შეცვლილია ბევრი რაღაც, თუმცა ესეც ღმერთის ნებაა და ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. ერთადერთი რაც მაღიზიანებს ჩვენ რელიგიაში მარადიული ჯოჯოხეთით დაშინებაა, ღმერთის ღრმად მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ შეუძლებელია დროებითი ცოდვისთვის სამუდამოდ დაიტანჯოს ადამიანი. მოკლედ ჩვენ რელიგიაში წესები, რიტუალები და საიდუმლოებანი რაცაა პირადად მეც ვცდილობ დავემორჩილო, მაგრამ რაც შეეხება მსოფლმხედველობას და ფილოსოფიას, ბევრიბ აბსურდული გაგებაა და ღმერთს იმას ვთხოვ ყველას აუხილოს თვალები. დაივიწყეთ ჯოჯოხეთის შიში და ღმერთის სიყვარულს დაუთმეთ მთელი გონება. იუდაიზმის წარმოდგენა "დამსჯელ ღმერთზე" შეცვალეთ ღმერთით, რომელსაც ყველანი ვუყვარვართ და მარადიული ჯოჯოხეთისთვის არ გაგვწირავს არცერთს. ამ ბოლო წინადადებაზე საკუთარი სულით ვაგებ პასუხს!
ყველანი ღმერთთან მივალთ ადრე თუ გვიან

მოდი ამ საკიტხზე ღვთისმეტყველების განყოფილებაში გავაგრძელოთ საუბარი, აქ კი კონკრეტულად ვისაუბროთ საკითხზე
ციტატა
იოანე 3-13

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2008, 10:51 PM
პოსტი #18


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯობია ცალკე თემა შექმნათ "მწვალებლებისთვის" და იქ ვისაუბროთ smile.gif


ციტატა
აბა ელია? როგორც მახსოვს ცოცხლად არ იქნა ზეცაში ატაცებული?


ასეთი საინტერესო ბევრი რამაა ბიბლიაში და რატომღაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Oct 15 2008, 11:02 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(syd @ Oct 15 2008, 09:38 PM) *

აბა ელია?

როგორც მახსოვს ცოცხლად არ იქნა ზეცაში ატაცებული?
003.gif

ერერთმა წმინდა მამამ მორჩილები გამოსცადა და რაღაც კითხვა დაუსვა,ყველამ თავიებურად უპასუხა მხოლოდ ერთმა ბერმა უთხრა რომ არ იცის ამ კითხვაზე პასუხი.წმინდა მამამ ასეთი რამ თქვა:მართალია(თუ არ ვცდები ბერი იოსები) როდესაც იძახის არ ვიციო.მგონი მიმიხვდით რისი თქმა მინდა.ქრისტიანობაა ერთადერთი რელიგია რომელიც ადამიანისთვის ყოველთვის საიდუმლოებად დარჩება და ყველაფერი არ და ვერ გვეცოდინება და რასაც ვერ ჩავწვდებით არც უნდა ვეძიოთ(ეს ბერი ნგაბრიელის სიტყვებია) თვითონ კითხვა მართლა საინტერესოა smile.gif ,მეც დავფიქრდი მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა არ ვიცი,მაგრამ ამან მე რწმენაში არ უნდა დამაბრკოლოს


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 15 2008, 11:19 PM
პოსტი #20


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



chelo
მართალი ხარ. მე იმიტომ კი არ მწამს რომ ბიბლია კარგად ვიცი, არამედ იმიტომ მწამს რომ მწამს...

არის რაც გვესმის და ამიტომ გვწამს.

და არის რაც არ გვესმის მაგრამ მაინც გვწამს...

რასაც ვერ ხვდები სწორედ ის უნდა იწამო თორე ხილულს და გაგებულს რა რწმენა უნდა, ის ხომ ისედაც იცი

smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 05:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი