იოანე 3-13 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოანე 3-13 |
მარიამი |
Oct 27 2008, 12:57 PM
პოსტი
#61
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა დედისთვის შვილის მოვლა გაცილებით ადვილია ვიდრე ადამიანისთვის სხვა ადამიანზე, მითუმეტეს უცხოზე ზრუნვა დამიჯერე მჯერა, მაგრამ ეგეც მოვალეობაა უფალმა თქვა: გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავიო. დედა-შვილზე მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ადვილი გასაგები ყოფილიყო. სინამდვილეში კი ყველა ადამიანის სიყვარულს და ყველაზე ზრუნვას გვავალებს უფალი (ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა). და თუ ამ მოვალეობას აღვასრულებთ და ამით გავამაყდებით, ისეთივე სასაცილოები ვიქნებით ღვთის წინაშე, როგორც შვილზე ზრუნვის გამო გაამაყებული დედა. ციტატა ან ღმერთთან ყოფნა რისთვის გინდა? შენი თავისთვის არ გინდა? კი, ჩემი თავისთვის მინდა. რადგან მხოლოდ ღმერთთან ყოფნით შეიძლება ნამდვილი ბედნიერების და ნეტარების მიღწევა ადამიანისთვის. და ეს ამპარტავნებაა? ციტატა და სიამაყეს და ამპარტავნებას ერთმანეთში ნუ ურევ თუ შეიძლება რა განსხვავებაა მათ შორის? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Atman |
Oct 27 2008, 01:43 PM
პოსტი
#62
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
სიამაყე რაღაც კარგის გაკეთებით განცდილი შინაგანი ბედნიერება და კმაყოფილებაა, რომელიც გაიძულებს კიდევ უფრო მეტი გააკეთო რომ იგივე განიცადო, ანუ პროგრესი განიცადო. ამპარტავნება კი საკუთარი თავით მოხიბვლაა და თან იმ ფორმით როცა სხვამაც გინდა რომ იგრძნოს შენი ეს შინაგანი ბედნიერება, თუნდაც კარგი საქმით გამოწვეული. და რეგრესს იწვევს. ეს ნაუცბათევი განმარტებაა, სერიოზულად არ მიფიქრია ამ ცნებების განმარტებაზე და არცაა საჭირო, შინაგანად გრძნობს ყველა განსხვავებას თუკი მოინდომებს.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ana-xatia |
Oct 27 2008, 02:21 PM
პოსტი
#63
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
cinemamu
ციტატა და როცა იცი რომ თუ თავს დაიმდაბლებ ამაღლდები ეგ უკვე ანგარება არაა? თუ კი აცნობიერებ რომ მონა ხარ და რაც გევალება იმას აკეთებ, მაინც ამაყი არ ხარ და ბედნიერი რომ იხდი შენს ვალს? ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე... ასევე სიამაყესაც... ამიტომაა ძალიან ძნელი სიარული რომ ამპარტავნებაში არ გადავიდეთ. თავზე ნაცარი დავიყარე დასამდაბლებლად და მივხვდი რომ ამპარტავნებით ჩავდიოდიო - დავით მეფსალმუნეს აქვს ნათქვამი. |
დათიკო |
Oct 27 2008, 02:23 PM
პოსტი
#64
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
შენთვის სიამაყე კეთილი საქმის კეთებისგან მოტანილ სიხარულთთანაა გათანაბრებული. მართლმადიდებლური გაგებით კი სიამაყე ამპარტავნების ტოლფასია. სხვაობა ტერმინების სხვადასხვანაირად გაგებაშია. |
Atman |
Oct 27 2008, 02:42 PM
პოსტი
#65
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ამიტომაა ძალიან ძნელი სიარული რომ ამპარტავნებაში არ გადავიდეთ. თავზე ნაცარი დავიყარე დასამდაბლებლად და მივხვდი რომ ამპარტავნებით ჩავდიოდიო - დავით მეფსალმუნეს აქვს ნათქვამი. ზუსტად! ციტატა შენთვის სიამაყე კეთილი საქმის კეთებისგან მოტანილ სიხარულთთანაა გათანაბრებული.მართლმადიდებლური გაგებით კი სიამაყე ამპარტავნების ტოლფასია. სხვაობა ტერმინების სხვადასხვანაირად გაგებაშია. შენ ის მითხარი რადგანაც ეს მართლმადიდებლური ფორუმია ყველაფერს მაგ კუთხით უნდა მივუდგეთ? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მარიამი |
Oct 27 2008, 02:43 PM
პოსტი
#66
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა შენ ის მითხარი რადგანაც ეს მართლმადიდებლური ფორუმია ყველაფერს მაგ კუთხით უნდა მივუდგეთ? ტერმინებზე თუ არ შევთანხმდით თავიდანვე, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ, არაფერი გამოვა -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Atman |
Oct 27 2008, 03:07 PM
პოსტი
#67
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თემას რომ გავცდით არა უშავს? ისე თუ რამე იცით ზესკნელზე და ქვესკნელზე გაგვანათლეთ ვინმემ. რა განსხხვავებაა ზესკნელსა და ცათა სასუფეველს შორის? სად გვხვდება ბიბლიაში ცნება ზესკნელი?
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
loen |
Dec 2 2008, 09:26 AM
პოსტი
#68
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
შევეცდები თავდაპირველ შეკითხვას გავცე პასუხი.
წავიკითხე სადღაც და მე მგონი სიმართლესთან ახლოს არის. იოანე 3-13 : "...არავინ ასულა ცაში, გარდაციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია..." 4 მეფეთა 2-1 : "...როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად..." 4 მეფეთა 2-11 : "...და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი..." დაბადება 4-24 : "...და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა..." ებრაელთა 11-5 : "...რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა..." თუ დავუკვირდებით ამ ციტატებს, სჩანს , რომ ღმერთმა აიყვანა ელიაც და ხანოქიც ცაში , თვითონ არც დაუმსახურებიათ და არც თავისი ძალებით ასულან . მაგრამ ქრისტე , რომელიც ციდან ჩამოვიდა , ცაში ავიდა თავისი ძალით და დამსახურებულად. ასე თუ გავიგებთ , მაშინ მართალია და აღარ გვხვდება წინააღმდეგობა.: არავინ ასულა ცაში თავისი ძალით და დამსახურებულად, ეასო ქრისტეს გარდა , რომელიც ციდან ჩამოვიდა და გახდა ძე კაცისა. სხვანაირად რომ ვთქვათ , იესო არ ამბობს, რომ არავინ აუყვანია ღმერთს ცაშიო. და მაღთლაც იესოს ამაღლებისას არ წერია ღმერთმა აიყვანა ის ცაში, არამედ "...როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში..." (ლუკა 24-51) მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ახსნის შესახებ. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
Atman |
Dec 24 2008, 04:21 PM
პოსტი
#69
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა შევეცდები თავდაპირველ შეკითხვას გავცე პასუხი.წავიკითხე სადღაც და მე მგონი სიმართლესთან ახლოს არის.იოანე 3-13 : "...არავინ ასულა ცაში, გარდაციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია..."4 მეფეთა 2-1 : "...როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად..."4 მეფეთა 2-11 : "...და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი..."დაბადება 4-24 : "...და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა..."ებრაელთა 11-5 : "...რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა..."თუ დავუკვირდებით ამ ციტატებს, სჩანს , რომ ღმერთმა აიყვანა ელიაც და ხანოქიც ცაში , თვითონ არც დაუმსახურებიათ და არც თავისი ძალებით ასულან .მაგრამ ქრისტე , რომელიც ციდან ჩამოვიდა , ცაში ავიდა თავისი ძალით და დამსახურებულად.ასე თუ გავიგებთ , მაშინ მართალია და აღარ გვხვდება წინააღმდეგობა.: არავინ ასულა ცაში თავისი ძალით და დამსახურებულად, ეასო ქრისტეს გარდა , რომელიც ციდან ჩამოვიდა და გახდა ძე კაცისა.სხვანაირად რომ ვთქვათ , იესო არ ამბობს, რომ არავინ აუყვანია ღმერთს ცაშიო.და მაღთლაც იესოს ამაღლებისას არ წერია ღმერთმა აიყვანა ის ცაში, არამედ "...როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში..." (ლუკა 24-51)მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ახსნის შესახებ. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ჩემი აზრით არ ასულა გულისხმობს არ ასულას და თავისით თუ ღმერთის ძალით აქ მნიშვნელობა არა აქვს, მითუმეტეს რომ თავისით, ღმერთის ნების გარეშე არც იესო ასულა ზეცად. ციტატა შევეცდები თავდაპირველ შეკითხვას გავცე პასუხი.წავიკითხე სადღაც და მე მგონი სიმართლესთან ახლოს არის.იოანე 3-13 : "...არავინ ასულა ცაში, გარდაციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია..."4 მეფეთა 2-1 : "...როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად..."4 მეფეთა 2-11 : "...და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი..."დაბადება 4-24 : "...და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა..."ებრაელთა 11-5 : "...რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა..."თუ დავუკვირდებით ამ ციტატებს, სჩანს , რომ ღმერთმა აიყვანა ელიაც და ხანოქიც ცაში , თვითონ არც დაუმსახურებიათ და არც თავისი ძალებით ასულან .მაგრამ ქრისტე , რომელიც ციდან ჩამოვიდა , ცაში ავიდა თავისი ძალით და დამსახურებულად.ასე თუ გავიგებთ , მაშინ მართალია და აღარ გვხვდება წინააღმდეგობა.: არავინ ასულა ცაში თავისი ძალით და დამსახურებულად, ეასო ქრისტეს გარდა , რომელიც ციდან ჩამოვიდა და გახდა ძე კაცისა.სხვანაირად რომ ვთქვათ , იესო არ ამბობს, რომ არავინ აუყვანია ღმერთს ცაშიო.და მაღთლაც იესოს ამაღლებისას არ წერია ღმერთმა აიყვანა ის ცაში, არამედ "...როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში..." (ლუკა 24-51)მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ახსნის შესახებ. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ჩემი აზრით არ ასულა გულისხმობს არ ასულას და თავისით თუ ღმერთის ძალით აქ მნიშვნელობა არა აქვს, მითუმეტეს რომ თავისით, ღმერთის ნების გარეშე არც იესო ასულა ზეცად. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
loen |
Dec 28 2008, 08:35 AM
პოსტი
#70
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ჩემი აზრით არ ასულა გულისხმობს არ ასულას და თავისით თუ ღმერთის ძალით აქ მნიშვნელობა არა აქვს, მითუმეტეს რომ თავისით, ღმერთის ნების გარეშე არც იესო ასულა ზეცად. საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ ჩემი აზრით არ ასულა გულისხმობს არ ასულას და თავისით თუ ღმერთის ძალით აქ მნიშვნელობა არა აქვს, მითუმეტეს რომ თავისით, ღმერთის ნების გარეშე არც იესო ასულა ზეცად. სწორედაც რომ არ ასულა გულისხმობს , არ ასულა და არა არ აუყვანია. იესო კი, თავის ძალით ავიდა, დამსახურებულად. მე როგორც ვიცი, შენი პოსტებიდან გამომდინარე, არა ხარ ქრისტიანი(თუ ვცდები ბოდიში). ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს დიდი მნიშვნელობა არცა აქვს შენთვის. და შენ თუ მართლა ეძებ სიმართლეს, წაიკითხე ბიბლია და თვითონ ის გაგცემს პასუხს ყველა შენს კითხვაზე. მე რაც შემიძლია , ისევ ბიბლიიდან მოგიყვანო ციტატები. ხოლო თუ შენა დავა და კამათი გინდა, მაშინ აზრი არა აქვს, რადგან შენ თუ არ გინდა, რაც არუნდა გიმტკიცოს ვინმემ, არ დაიჯერებ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მე შემიძლია(თუ მოვინდომე) გიმტკიცო, რომ შავი თეთრია და შენ ვერ დამიმტკიცებ, რომ თეთრი შავი არ არის, თუ ერთი და იმავე საფუძველზე დაყრდნობით არ ვმსჯელობთ. ჩემი საყრდენი ღმერთის სიტყვაა, რომელსაც ბიბლიაში ვგებულობ და ბიბლია თვითონ ამტკიცებს მის ჭეშმარიტებას(თუ დაკვირვებით წაიკითხავ). ასე რომ, სჯობს ჯერ წაიკითხო ბიბლია დაბადებიდან გამოცხადებამდე(და არა მარტო წაიკითხო - შეისწავლო), და მერე ვილაპარაკოთ მის მცდარობაზე თუ ჭეშმარიტებაზე. სიყვარულით, loen. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
დათიკო |
Dec 28 2008, 11:28 PM
პოსტი
#71
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
loen
ციტატა სწორედაც რომ არ ასულა გულისხმობს , არ ასულა და არა არ აუყვანია. იესო კი, თავის ძალით ავიდა, დამსახურებულად. მე როგორც ვიცი, შენი პოსტებიდან გამომდინარე, არა ხარ ქრისტიანი(თუ ვცდები ბოდიში). ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს დიდი მნიშვნელობა არცა აქვს შენთვის. და შენ თუ მართლა ეძებ სიმართლეს, წაიკითხე ბიბლია და თვითონ ის გაგცემს პასუხს ყველა შენს კითხვაზე. მე რაც შემიძლია , ისევ ბიბლიიდან მოგიყვანო ციტატები. ხოლო თუ შენა დავა და კამათი გინდა, მაშინ აზრი არა აქვს, რადგან შენ თუ არ გინდა, რაც არუნდა გიმტკიცოს ვინმემ, არ დაიჯერებ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მე შემიძლია(თუ მოვინდომე) გიმტკიცო, რომ შავი თეთრია და შენ ვერ დამიმტკიცებ, რომ თეთრი შავი არ არის, თუ ერთი და იმავე საფუძველზე დაყრდნობით არ ვმსჯელობთ. ჩემი საყრდენი ღმერთის სიტყვაა, რომელსაც ბიბლიაში ვგებულობ და ბიბლია თვითონ ამტკიცებს მის ჭეშმარიტებას(თუ დაკვირვებით წაიკითხავ). ასე რომ, სჯობს ჯერ წაიკითხო ბიბლია დაბადებიდან გამოცხადებამდე(და არა მარტო წაიკითხო - შეისწავლო), და მერე ვილაპარაკოთ მის მცდარობაზე თუ ჭეშმარიტებაზე. ვერ დაგეთანხები ლეონ. კი წაიკითხავს წმინდა წერილს ეგ ადამიანი, მაგრამ მისი წაკითხული, რწმენის გარეშე იქნება კიტხვა ლიტერატურული ძეგლისა და არა წიგნისა რომელსაც შეუძლია გაცხოვნოს. ის კითხვისას იქნება ისეთივე კრიტიკული, როგორც ახლაა, შესაბამისად მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ადამიანი ჩაწვდება რამეს, თუკი რწმენის და სულიერების გარეშე წაიკითხავს წმინდა წერილს. |
მოყვასი |
Jan 17 2009, 04:56 AM
პოსტი
#72
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არს ცაში." ამას როგორ განმარტავთ? გამარჯობა cinemamu იოანეს 3:13-ში ჩაწერილი სიტყვების განმარტებას არ ვაპრებ, უბრალოდ მსურს ორიოდ სიტყვა ვთქვა ამ მუხლთან დაკავშირებით. იოანეს 3:13-ში სიტყვები: "რომელიც არს ცაში" ზოგიერთ უძველეს ბერძნულ დედნისეულ ასლებში არ გვხვდება. ბიბლიის ტექსტების სპეციალისტები მუხლში მოცემულ სიტყვებს "რომელიც არს ცაში" - უყურებენ საეჭვოდ და მიიჩნევენ რომ იგი ჩამატებულია დაახლოებით მე-4 საუკუნეში და ამ მუხლის ინტერპრეტირების აშკარა მცდელობას წარმოადგენს. ამიტომ, გასაკვირი არაა თუ რატომ არის გამოტოვებული იოანეს 3:13-ში სიტყვები "რომელიც არს ცაში" ბიბლიის ზოგიერთ ცნობილ თარგმანებში. მოყვასი პ.ს. ამ საკითხზე, შემიძლია დაწვრილებითი დეტალები მოგაწოდოთ თუ გსურთ. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
ქევანა |
Mar 14 2009, 01:03 PM
პოსტი
#73
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ისე თუ რამე იცით ზესკნელზე და ქვესკნელზე გაგვანათლეთ ვინმემ. რა განსხხვავებაა ზესკნელსა და ცათა სასუფეველს შორის? სად გვხვდება ბიბლიაში ცნება ზესკნელი? ეს მეც მაინტერესებს მაგრამ თუკი ჯოჯოხეთში არის ე.წ. "აბრაამის წიაღი" (და ისე დღეს ეს ადგილი აღარ უნდა არსებობდეს, ხომ? ჩემი აზრით, ქრისტეს აღდგომის მერე "აბრაამის წიაღმა" დაკარგა თავისი დანიშნულება ) მაშინ, ზეცაშიც იქნება მსგავსი ადგილი და რადგან ელია და ენუქი ცოცხლები არიან, ქრისტემდე ისინი ცათა სასუფევლში არ იყვნენ, არამედ სხვაგან (მაგრამ ზეცაში). დღეს სად იქნებიან? ისევ იქ, სადაც ქრისტეს აღდგომამდე იყვნენ თU ცათა სასუფეველში? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Aug 12 2009, 08:40 AM
პოსტი
#74
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ბიბლიის ტექსტების სპეციალისტები მუხლში მოცემულ სიტყვებს "რომელიც არს ცაში" - უყურებენ საეჭვოდ და მიიჩნევენ რომ იგი ჩამატებულია დაახლოებით მე-4 საუკუნეში და ამ მუხლის ინტერპრეტირების აშკარა მცდელობას წარმოადგენს. ამ ფორუმზე ხშირად გამიგია, სახარების სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებაო მოკლედ ზოგი ამბობთ ჩამატებულია სახარებაში რაღაცეებიო, ზოგი ამბობთ არაო... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 12 2009, 05:30 PM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
cinemamu
ჩამატებებს და ჩასწორებებს ამბობენ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები და იმ მუხლებზე რომლებიც ამხელს მათ არასწორ სწავლებებს და რაღაც რომ უნდა თქვან თავის დასაცავად ამბობენ ჩამატებულიაო და აშ. |
Otherguy |
Nov 4 2009, 11:00 PM
პოსტი
#76
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არს ცაში." ამას როგორ განმარტავთ? აბა ელია? როგორც მახსოვს ცოცხლად არ იქნა ზეცაში ატაცებული? პავლე მოციქული ამბობს მაგაზე: 6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. 7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. რომაელთა მიმართ, თავი 10. პ.ს. ელია ზეცად ავიდა, მაგრამ მერე ჩამოვიდა... ასე რომ იგი გადაადგილდა ფიზიკურ სამყაროში, ერთი ადგილიდან მეორეზე და არ ასულა არამატერიალურ სამყაროში, რადგან: "სისხლი და ხორცი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს, ხრწნილი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას..." ნუ ეს არგუმენტი ერთადერთი არაა... cinemamu ჩამატებებს და ჩასწორებებს ამბობენ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები და იმ მუხლებზე რომლებიც ამხელს მათ არასწორ სწავლებებს და რაღაც რომ უნდა თქვან თავის დასაცავად ამბობენ ჩამატებულიაო და აშ. ამას რომ წერთ ხალხი გიჯერებთ ხოლმე რა... ხალხს უყვართ ის აზრები რაც მათ რწმენაზე კარგს ამბობს ხოლო სხვისაზე ცუდს... ამას აუტისტური დამოკიდებულება ქვია... პ.ს. ისააკ ნიუტონიც იეჰოვას მოწმე იყო ხომ? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი