წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
marine |
May 10 2024, 02:00 PM
პოსტი
#601
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,044 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიმდაბლეზე ასეა ნათქვამი:
"მას არა აქვს ენა, რომ ილაპარაკოს ბოროტად სხვებზე, და არა აქვს თვალები, რომ დაინახოს სხვისი ბოროტება, არა აქვს ყურები, რომ ისმინოს სხვისი ავსიტყვაობა" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
გუშინ, 06:42 PM
პოსტი
#602
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,044 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭეშმარიტი სიმდაბლე სულიერი გონებაა. იგი ღვთის ნიჭია; იგი ადამიანის გონებასა და გულში ღვთის მადლის მოქმედებაა.
შეიძლება იყოს თვითნებური სიმდაბლეც: მას საკუთარი თავისთვის თხზავს ამპარტავანი სული, მოხიბლული და ცრუსწავლებით მოტყუებული სული, სული, რომელიც საკუთარ თავს ეპირფერება, სული, რომელიც სოფლისაგან ფერებას ეძებს, სული, რომელიც სავსებით მიისწრაფვის მიწიერი წარმატებისა და მიწიერი სიამეებისკენ, სული, რომელსაც დაუვწყებია მარადისობა, ღმერთი. თვითნებური, საკუთარი შეთხზული სიმდაბლე შედება ურიცხვი, სხვადასხვაგვარი ეშმაკობისაგან, რომლებითაც ადამიანური სიამაყე ცდილობს სიმდაბლის დიდება დაიჭიროს დაბრმავებული სოფლისაგან, სოფლისაგან, რომელსაც თავისი უყვარს, სოფლისაგან, რომელიც ადიდებს მანკიერებას, როცა მანკიერება სათნოების იერს იმოსავს, სოფლისაგან, რომელსაც სძულს სათნოება, როცა სათნოება მის თვალებს საკუთარი წმინდა უბრალოებით, სახიერებისადმი წმინდა და მტკიცე მორჩილებით წარმოუდგება. ქრისტეს თაავმდაბლობას არაფერი ისე არ ემტერება, როგორც თვითნებური სიმდაბლე, რომელიც ქრისტეს მორჩილების უღელს უარყოფს და ღვთისადმი თვალთმაქცური მსახურების საფარველქვეშ მკრეხელურად ემსახურება სატანას" /წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 06:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი