და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
და გვენატრება სიტყვაც ქართული..., რა ენა წახდეს... |
სოფი |
Jun 26 2007, 06:15 PM
პოსტი
#41
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა აი ესაა უდიდესი სისულელე, ბოდიშით და ამას ზედმეტად გამეტიჩრებული ხალხი აკეთებს, რას ქვია რაში გამოადგება? არვიცი ადამიანი რომელიც მშობლიურ ენაზე ამას ამბობს, არ შემიძლია ნორმალურად ჩავთვალო ხო ქეთ ტელევიზორში რომ დავინახავ პატარა ქართველ ბავშვებს,რომლებსაც ორი სიტყვაც ვერ გადაუბიათ ქართულად, გული მიკვდება ხოლმე.სულ იმას ვიძახი:მშობელმა როგორ ვერ და არ უნდა ასწავლო შვილს მშობლიური ენა-მეთქი.მე პირადად ძალიან შემრცხვებოდა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
iako |
Jun 26 2007, 08:09 PM
პოსტი
#42
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
სამწუხაროა მაგრამ ემიგრანტ ქართველთა შვილებში თითქმის უკვე დავიწყებას პოვებს ქართული ენა.უმეტზესობას უჭირს საუბარი, ძირითადად ესმით , მაგრამ ვერ საუბრობენ.
ერთმა თინეიჯერმა, რომელმაც მგონი 10 წლის ასაკში დატოვა საქართველო, ისიც კი მითხრა არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოში ჩასვლისო. თუმცა ქართულად მშვენივრად მეტყველებს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
k@the |
Jun 26 2007, 08:35 PM
პოსტი
#43
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
iako
რომ გაიარო საქართველოში და გაიკითხო, სამწუხაროდ ბევრი იტყვის: 'ნეტა სადმე წავიდოდე და საქართველოსკენ გამომხედი არ ვარო'. ის 10 წლის ბავშვი მანამდეც ეგრე იყო გაზრდილი, არაპატრიოტული სულისკვეთებით და ეგ მაგის ბრალია. არ დაიჯეროთ თითქოს საზღვარგარეთი ადამიანს ზნეს უფუჭებდეს, არა მას უბრალოდ ის გაფუჭებული ზნე პიროვნებისა სააშკარაოზე გამოაქ. ამიტომ ეგ მხოლოდ ემიგრანტების კი არა ქართველების ტკივილია. ესაა არაპატრიოტული, ან მხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი პატრიოტული სულისკვეთება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Jun 28 2007, 05:10 AM
პოსტი
#44
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეეჰ...
ჩვენ ჯერ კიდევ გათქვებადი ერი ვართ, ჩვენ ემიგრაცია არ ვიცით და არც ერთმანეთის გატანა... ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ რუსებისაგან, იტალიელებისაგან, სომხებისაგან, ებრაელებისაგან.. უამრავ ჩვენს მარგალიტს, ჩვენს დას და ძმას ვკარგავთ უცხოეთში, მეორე თაობას უკვე დავიწყებული აქვს საქართველო და ქართული, როცა სხვა ერები უკვე მთელი თაობებია ინარჩუნებენ მეობას! როგორი თბილია ქართული სიტყვა უცხოეთში გაგონილი, პირველად რომ ვბრუნდებოდი, ბავშვივით მიხაროდა, ვენის აეროპორტში სულ გაბრუძგლა ბევრი ქართველი რომ ვნახე ერთად... ხოლო თბილისი რომ გამოჩნდა, ყველა ქვემოთ იყურებოდა, ჩემს უკან ქალმა თვალებგაფართოებულ და ფითქინა ბავშვს უთხრა: "დედი, ესაა თბილისიო"... არადა ... ასჯერ და ათასჯერ მეტად გტკივა ქართველისაგან ღალატი და შუღლი, მილიონჯერ გიხარია ყველა მცირე სიხარული... მახსოვს, ქართული პარაკლისი ჩაატარა ერთხელ მამაომ, გოგოები "შენ ხარ ვენახს" გალობდნენ, და უცებ ვიღაც ქალს ტირილი აუვარდა, ძლივს გავაჩერეთ:" მაპატიეთო-ამოგვხედა-ქართული გალობა შვიდი წელია არ გამიგონიაო"... შემაჟრიალა... რამდენი ასეთი ქართველია უცხოეთში, რამდენი ქალი ტირის ჩუმად, რამდენს ყავს შვილი საქართველოში, რამდენ დამცირებას იტანენ, რამდენს უდგანან მოსამსახურედ, დამლაგებლად, მომვლელად... ერთერთ ქვეყანაში კი გურული წარმოშობის ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვნახე, ცქრიალა იყო, ულამაზესი, შველივით გოგო, საოცრად მღეროდა და ცეკვავდა, და მამამისმა ჩვენ გვითხრა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა... ეს მარგალიტიც დაგვეკარგება, ეს ანკარა წყაროც კი უცხო ოკეანეს ისე შეუერთდება, რომ მისგან კვალიც კი არ დარჩება... როგორი საწყენია, როგორი სატკივარი... და გათიშვა, ღმერთო, არ ვიცი შეიძლება საქართველოშიც იყო და ვერ ვამჩნევდი, მაგრამ უცხოეთი ლაკმუსივითაა, ამოატივტივებს ხოლმე ყველა ნაკლს და ღირსებას, ეს დაპირისპირება და გაუტანლობაა, რომ სასოს მკვეთს... არსად არ მინახავს ასე დაპირისპირება ქართველებში, როგორც აქ... არსად არ მინახავს ასე გაუტანლობა როგორც უცხოეთში... არსად არ ვართ ასე მარტონი როგორც აქ! რამდენს აურიდებია პირი ქართველს ქართველისათვის... ერთმანეთს ატყუილებენ, აგდებენ, ძარცვავენ, აყაჩაღებენ... ბიჭები ქურდებად და ნარკომანებად გვექცა, ჩვენი გოგოები, ჩვენი საამაყო და ლამაზი გოგონები სულ არაბების და ზანგების საყვარლებად და გერლფრენდებად იქცნენ... ერთადერთი რაც გაგვაერთიანებს არის ეკლესია და ამას უნდა მიხედოს ყველამ, სათვისტომო იქება თუ საელჩო! "ფესვებს" განგებ არ ვუყურებთ ხოლმე, მერე მთელი დღე აღარ ვართ... იქა ვართ, სახლში... გოგოები ტირიან ხოლმე, ჩვენ ჩუმად ვართ და ვიშლებით მერე... მერე... მერე სულ არ გინდა, რომ უცხო ენაზე დაელაპარაკო ვინმეს, გინდა, რომ შენთან იყო, სოფელში, წყაროსთან, მეგობრებთან, ჩრდილში და შენი სიო გიგრილებდეს შუბლს, შენი ჰაერით სუნთქავდე... შენები გაკლია მერე დღეები, თვეები, ხანდახან წლები ისე გადის, რომ თუ დაურეკავ და მერე აცრემლებულ დატოვებ დედას, და დაუბრუნდები უცხოდ უცხოეთს... "იმერულ ესკიზებს" ვუყურე ახლა და ეს მაწერინებს, მაპატიეთ ცოტა გაქანება მივეცი ფიქრებს, სულ რაღაც ათ დღეში ვიქნები სახლში და ვერ ვისვენებ უკვე, რა წამოვა მერე იქიდან ისევ... ჩვენს გულებში რომ საქართველოა, იმას მოვეფეროთ, იმას მივხედოთ და ღმერთიც ძალას მოგვცემს, რომ არც საქართველო შევარცხვინოთ და არც ქრისტიანის სახელი... მე ხატებთან მაქვს ქართული მიწა, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა გორისა ვარ მახსენებს და ლოცვასაც უფრო გულით ვამბობ ხოლმე--- "ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ..." მოყვასის, სამშობლოს და ღვთის სიყვარული გიმრავლოთ ღმერთმა! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iako |
Jun 28 2007, 11:05 AM
პოსტი
#45
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ჩემი დიდი გულისტკივილი გამოთქვი კაიროსს.
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ აქ ქართველი ქუცაში პირს აგარიდებდა და გერმანულად დაიწყებდა საუბარს, ეროვნება რომ არ ამოგეცნო. ამ უცხო ქვეყანაში უფრო შეკრულები და ერთმანეთის გამტანები უნდა ვყოფილიყავით მეგონა, მაგრამ ამაოდ... k@the პრობლემაც ამ ბავშვების აღმზრდელებშია და მათ რას დაადანაშაულებ, როცა ყოველდღე ის ესმის, თუ როგორი აუტანელი პირობებია საქართველოში. და არც კი ფიქრობენ მათ ქართულად აღზრდაზე. მაგრამ მადლობა უფალს არსებობენ მოსიყვარულე ქართველები რომელიც თავის სისხლსდა ხორც არ ივიწყებენ. ქართველი მოძღვრის ჩამოსვლა ნამდვილ დღესასწაულად გვექცა. ეს ერთ- ერთი მიზეზიცაა ჩვენი თავშეყრისა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ქეთუ |
Jun 28 2007, 06:12 PM
პოსტი
#46
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
გაიხარე, მართლა რამხელა გრძნობაა ჩადებული ამ სიტყვებში შენი სიტყვები ჩემს ტკივილს ეხმაურება ციტატა მე ხატებთან მაქვს ქართული მიწა, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა გორისა ვარ მახსენებს და ლოცვასაც უფრო გულით ვამბობ ხოლმე--- "საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი, შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი." მეტირება -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
nat |
Jun 29 2007, 12:23 AM
პოსტი
#47
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 25-May 07 წევრი № 2,014 |
"კაცმა რომ თქვას,ცაა უდიდესი ნუგეში ამ ქვეყანაზე, ცას რომ ახედავ,უცხო მხარე არ გეუცხოვება ადამიანს,ასე იტყვი,ამ ცას შენი ქვეყნიდანაც შესცქერიან,შენი მახლობელი,საყვარელი ადამიანები და ასე გგონია,ეს მიწა პატარაა და შენ სამშობლომდის სულ ორიოდე ნაბიჯია..."
კ.გამსახურდია -------------------- ევედრე ქრისტესა ღმერსა ჩემთვის, წმიდაო სათნოო ღმრთისაო ნატალია,რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი,ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის..
|
tako@tako |
Jun 29 2007, 08:52 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
ძალიან კარგი თემაა. მეც გამნიცდია მონატრებული მიწის გემო. საოცარია ქართული მიწა და ჰაერი. ყოველ დილას 5 საათზე მოლა მაღვიძებს და ეს სურვილს მიჩენს კიდე უფრო ძლიერი მართლმადიდებელი ვიყო და მოლის ხმა ჩემი ლოცვით დავრთგუნო.
|
makaaaaa |
Jul 8 2007, 09:25 PM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 8-July 07 წევრი № 2,412 |
და გვენატრება სიტყვაც ქართული...,
.... არა მარტო სიტყვა. გული, სული, ღიმილი, განცდა, ემოცია, ტკივილი. ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი, რაც საერთოდ ქართულია და მარტო ქართული. ეს არაფერია, რადგან უფალი მხოლოდ ისეთ განსაცდელს გვიგზავნის, რისი დაძლევაც ძალგვიძს. მარტო არასოდეს ვართ, ღმერთი მუდამ ჩვენთანაა. მთავარია ადამიანმა არ დაკარგო შენი მეობა, შენი ფესვები, ტრადიციები და პირველ რიგში სულიერება. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ყველაფრის გაძლება და გადატანა შეიძლება. |
Marabella |
Jul 8 2007, 10:55 PM
პოსტი
#50
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
ხოო მააი... არ უნდა დაგვავიწყდეი ვისი გორისანი ვაართ!
სხვისი არ ვიცი და მე ეხლა ცოტა ხანი არაა რაც წამოსული ვარ (ეხლა 2 წელია), მაგრამ აი 100 წელიც რომ იყოს ქართული არ დამავიწყდებოდა! მე მაგალითად ეგრევე მახსენდება ხოლმე ფერეიდანი და ფერეიდნელი ქართველები, რომელნიც დღესაც კი ქართულად ლაპარაკობენ! არ დაგავიწყდეთ - ირანში სხვა ენაზე ლაპარაკი უბრალოდ აკრძალულია... -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
mari-bior |
Jul 20 2007, 05:23 PM
პოსტი
#51
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 13-July 07 წევრი № 2,451 |
თემა მომწოოონს ყველენაირად ვცდილობთ კარგი ქართულით ვილაპარაკოთ და ნევრები გვეშლება ხოლმე როცა საქართველოში ინგლისურ ჟარგონებს ხმარობენ უკვე ძალიან ხშირად , მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმეჯერ დავუშვი შეცდომა ქართულ გრამატიკაში
|
alilo |
Jul 28 2007, 05:48 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
უცხოეთის მიწამ მიჩვევვა იცის და ზოგი იძახის ორი სამშობლო აქვს ის სადაც იმყოფება და საქრ|თველო მაგრამ როგორც ერთია ღმერთი ასევე ერთია სამშობლოცო.კარგია უცხოეტიც მაგრამ საქრთველოს არაფერი ჯობია არც იტლაია არც ინგლისის გარდა ისრაელისა რათA მცახოვარი ისრაელში დაიბადა.საქრთველო არის ამ ქვეყნიური სამოთხე
ქართველი მიდის სმშობლოდან და არც იხედება უკან უმეტესეი ასეა,არ იცოდეს მისიბებიის ბაბუიის ასახლი თუ პეხზე დგას ან მისი ქოხი თუ დაიგნრა ან იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა ნეტა ის ადგილი თუ დგას კიდე ის სახლი სადაც თვითონ გაიზარდა.არ ახსენება ჩუტების ჭუკჭუკი ცეცხლის სუნი სოფელში სუა მინდორში რო იწოოდა ან გამოცხვარი ხაჭაპური სსუნი მიის ბებია რო უცხობდა სოფელში მზეა რომელიც აფიცხებდა მას შუა ზაპხულში სოფელში.ქართველს ავიწყდება ეს ნატრვა და ეს სულიერი სიხარული როცა იგი მიდის გულით სულით და ხორცით სამშობლოდან ბევრმმა პატარა ქაღტველმა არ იცის სტიყვა ქართული ილია ანბანი ან აკაკის ლექსი ანმუხრანის მახარობელი ან გალაკტიონ და სხვა ასეთის ულიერი აგნძი რომლიც ჩვენ წინპრებმა დაგვიტოვეეს -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
natiko |
Aug 10 2007, 09:50 AM
პოსტი
#53
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 335 რეგისტრ.: 22-August 06 წევრი № 103 |
მართლა რასაც ნიშნავს 5 წელია რომ არა ვყოფილვარ ჩემს სამშობლოში, ჯერ და მაგრად მენატრება ქართული ყველაფერი. სულაც ამ ქართული საუბრით დავიწყებ, რომ თუ აქ სადმე ჯერ და ქართველებს და მერე ქართულ საუბარს შევნიშნავ ხოლმე, რატომღაც მიხარია ხოლმე ქართულ საუბარის მოსმენა.
მეც კიდე ოჯახში რომ ქართულად არ ვლაპარაკობდე და ანდა ქართულ საითებში (მართმადიდებლურ ფორუმში ანდა სხვა ქართულ საითებში) რომ არ შემოვდიოდე ალბათ მეც დამავიწყდებოდა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვაც და საუბარიც, რაც სამშობლოს ღალატად ჩამეთვლებოდა.ღმერთმა დამიფაროს. ხოლო და მე მიყვარს და მენატრება ჩემი მშობლიური(ქართული) ყველაფერი. ხოდა თუ რამე ვიცი მშობლიურის მხრიდან, არაფრის დავიწყებას არ დავაპირებ. -------------------- << ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
|
ირაკლი |
Aug 15 2007, 10:12 PM
პოსტი
#54
|
ჩავლე... ჯგუფი: Members პოსტები: 518 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,601 |
სალამი ყველას. მეც 7 წელია უცხოეთში ვარ. მაგრამ ხშირად ვახერხებ ჩამოსვლას და ამით ვანელებ იმ უუუუუუუდიდეს მონატრებას რაც ჩემში ბუდობს. გაიხარეთ
-------------------- ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
|
guest |
Aug 28 2007, 06:11 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Marabella,
გეთანხმები,მართალი ხარ იმაში რომ თუ ძალიან ბავშვი არ ხარ მშობლიური ენა არ დაგავიწყდება. ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ აქ რომ ჩამოვიდნენ (14 წელია უკვე),ქართული არ იციან მეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ არის სიტყვათა რაოდენობა რომლებიც არ ესმით,ძირითადად აბსტრაქტული ცნებები ამისათვის კი კითხვაა საჭირო ბევრი,მაგრამ აქაურ სინამდვილეში შეუძლებელი შეიქმნა ყველაფრის "მოვლა",სამწუხაროდ.. |
ნაინა |
Sep 1 2007, 01:15 AM
პოსტი
#56
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ქართველმა ბავშვმა რომ ქართული ენა არ იცის ეს რა თქმა უნდა მშობლების სირცხვილია.
ვცხოვრობ ამერიკაში და ვიცი რამდენიმე ოჯახი რომელსაც დიდად არ აღელვებთ მათი შვილი რა ენაზე საუბრობს, მათთვის მთავარია შვილმა წარმატებით გაიკვალოს გზა ცხოვრებაში, ამაში კი ვერანაირად ვერ დავეთანხმები, მარტო მომავალი სამსახური, განათლება და თანამდებობა ხომ არაა ყველაფერი. ერთ ამბავს მოგიყვებით. რამდენიმე ოჯახს, რომელთა შვილებიც ერთად დადიოდნენ სკოლაში, მშობელთა შეკრებაზე მოუწიათ წასვლა. წინასწარ მიიღეს შვილებისგან გაფრთხილება, არ გაბედოთ და ქართულად არ დაილაპარაკოთ, სირცხვილიაო, მათაც დაუჯერეს და ერთმანეთთანაც მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ. როცა ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოვთქვი ასეთი პასუხი მივიღე: აბა რა გვექნა ბავშვებს უხერულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაყენებდით და ხომ არ შევარცხვენდითო. გული მეტკინა უზომოდ, ვუთხარი კიდეც. თქვენი ბრალი ყოფილა თუ შვილს ქართული ენა უხერხულობას უქმნის, თავად თქვენ უნდა გრცხვენოდეთ რომ ხელს უწყობთ შვილების გადაგვარება- გადაჯიშებას. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ენა, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ფესვები დაივიწყა არავის არ სჭირდება და ვერასოდეს შეძლებს სიკეთის მოტანას ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც იმ ქვეყნისთვის სადაც ცხოვრობს თქო. მგონი გავანაწყენე, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვთქვი ის რასაც ვგრძნობდი. საქართველოდან ისრაელში წასული ებრაელები, (მაქვს რამდენიმესთან ურთიერთობა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ) დღესაც ქართულ ენაზე საუბრობენ. ერთმანეთთან უფრო იმიტომ გვიხარია შეხვედრა, მშობლიურ ქართულ ენაზე საუბრის საშუალება რომ გვეძლევაო. ქართულად საუბრობენ, ქართულად მღერიან და უზომოდ უყვართ საქართველო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ საქართველო ჩვენი უპირველესი სამშობლოაო და ყველანაირად ვცდილობთ ივრითთან ერთად ჩვენს შვილებს ქართული ენის ცოდნა და სიყვარული ჩავუნერგოთო. მართლა გულით მიხარია ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ. და თუ ებრაელები გრძნობენ, საქართველოს და ქართული ენის მადლს, ჩვენ ნამდვილ ქართველებს რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ გვესირცხვილება საკუთარ ენაზე საუბარი. (ყველა ქართველი არ მყავს მხედველობაში, აქ ერთეულებს ვგულისხმობ. ისე კიდევ კარგი, რომ ერთეულები არიან და არა ასეულები, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ათასეულებიც გახდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ უცხოეთში წასული ქართველების უმეტესობა ვერც გაიხსენებს სადაა მისი ნამდვილი ფესვები და რა ენაზე საუბრობდნენ მათი წინაპრები. გულსატკენია და უფრო მეტად შემაშფოთებელი.) ღმერთი გფარავდეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Tini |
Sep 11 2007, 11:22 PM
პოსტი
#57
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 21-August 07 წევრი № 2,622 |
როგორ ხართ? მეც მენატრება სიტყვა ქართული...
მიყვარხააართ!!!!! "როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს..." გაიხარეეეთ! -------------------- "ჩემო თვალნათელო , ჩემო ფრთანათელო , ოდესმე დიდი
ყოფილა საქართველო..." |
თათი87 |
Sep 14 2007, 10:27 PM
პოსტი
#58
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილი ყველა კარი ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე აი ესეც სიტყვა ქართული დღეს ცეკვა ქართულის შესრულებაც მომიწია -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
tornike20 |
Nov 18 2007, 06:18 PM
პოსტი
#59
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: DE წევრი № 3,205 |
გამარჯობა საქართველო!!!
ეხ მართლა რა ძნელი ყოფილა საქართველოსთან განშორება. მენატრება ყველაფერი ქართული. ქართველთან პირისპირ ლაპარაკი მენატრება, ქარტული ურთიერთობა მენატრება თქვენ მენატრებით მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ!!! მართლაც ლამაზი ფორუმია!!! გაიხაროს ამის დამაარსებელმა და გმერთმა დალოცოს მეც საქართველოდან შორს მყოფი ქართველი ვარ და აქედან გესალმებით!!! ქართულად ლაპარაკი არც მაინცდამაინხც არ მიჭირს ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ 20 ივნისის სჰემდეგ გერმანიაში ვარ. მაგრამ მონატრება... გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა "გამარჯობა აფხაზეთო შენი ლურჯო მთებო თეთრო სანატორია, მენატრება მზე სინათლის მფენი მენატრება ზღვა რომელიც შორია, მომაგებე მე იგივე პალმა როს ოდესღაც მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი, მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა შენი ძველი მეგობარი მიცან... ლამაზი ლექსია აბა გმერთი გფარავდეთ ქართველი -------------------- თქვენ გიყვართ ლოჟა, გიყვართ პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს... |
k@the |
Nov 18 2007, 09:59 PM
პოსტი
#60
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
tornike20
ღმერთმა გაგახაროს ქართველო! ერთ მიწაზე დავაბიჯებთ და გულითაც ერთ მონატრებას ვატარებთ თურმე! გაიხარე თორნიკე, მეც ქართველების მონატრებამ მომიყვანა ამ ფორუმზე, ქართველების სიყვარულს და სითბოს ვეძებდი და ვიპოვე კიდეც. შენც გეპოვნოს და დარჩენილიყავი ჩვენთან! 6 თვეა შორს ხარ და ეხლა უნდა გქონდეს წესით ნოსტალგიის პიკი. ასე ვიყავი მეც დ მერე ხან გამინელდება, ხან ისევ მომეძალება. იმედია კარგად ხარ და გვასახელებ სადაც ხარ! დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი