IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გრძელი თმები
realoba
პოსტი Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Dec 20 2011, 07:18 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
თქვენი აზრით, იესო არ ატარებდა გრძელ თმას?


ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი წყარო, ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად მაცხოვარმა გაუგზავნა ავგაროზს. ამ ისტორიას ახლა არ მოვყვები, დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ. მოკლედ ვიტყვი: მაცხოვარმა პირი დაიბანა, შემდეგ სახეზე ტილო დაიდო და მასზე სასწაულებრივად გამოსახა თავისი ხატი. სწორედ ამ ხატზე (თუ მას მისი ზუსტი შესატყვისობით წერენ), მაცხოვარს აქვს კულულები (რაც შეიძლება გრძელ თმებად ჩავთვალოთ).

მაგრამ, ამ საკითხში მაცხოვრის გრძელი თმები პრობლემას ვერ წყვეტს. ჩემის აზრით საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი მთელი ეკლესიური ცხოვრების განხორციელებაა, განსახიერებაა, მათ შორის ქალწულებრივი და სამონაზვნო ცხოვრებისა (მეუდაბნოვეობისა და დაყუდებულობის ჩათვლით). მაცხოვარში აქვს ყოველივე ქრისტეანულს საფუძველი, ამიტომაც, მე ისე აღვიქვამ, რომ თავისი გრძელი თმებით (თუ მაცხოვარსაც გრძელი თმები ჰქონდა) მან მეუდაბნოვეთა ღვაწლზე მიანიშნა.





ცნობილია, რომ მეუდაბნოვეთათვის გრძელი თმების ტარება სულაც არ არის ცოდვა. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს VI მსოფლიო კრების 42-ე კანონი, სადაც წერია:

"მეუდაბნოვედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწარმოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ტრიალებენ და თავიანთი აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ, მონასტრებში დამკვიდრდნენ და ძმათა რიცხვს მიემატონ. ხოლო თუ არ მოისურვებენ ამას, ქალაქიდან მთლად განიდევნონ და იძულებით უდაბნოში იქნენ დამკვიდრებულნი, რადგან მეუდაბნოვედ სახელდებით მოისურვეს სახელის მოხვეჭა" (კანონი დამოწმებულია 1987 წლის საქ. საეკლესიო კალენდარში განთავსებული "დიდი სჯულისკანონის" თარგმანის მიხედვით).

ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ კანონს სჯულის კომენტატორები:

ზონარა: "ძველად იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იმოსებოდნენ შავ სამოსში და არ იკვეცავდნენ თმას, არამედ კულულებად დაწნულს უშვებდნენ მხრებსა და მკერდზე და ასე დადიოდნენ ქალაქებში და ტრიალებდნენ ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთ შორის, რითაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერ-მონაზვნურ აღთქმას. ამგვართ კრება უბრძანებს შეიკვეცონ თმა და წავიდნენ მონასტრებში, რათა იცხოვრონ და იღვაწონ სხვა ბერებთან ერთად (საინტერესოა, ამისთვის რა საჭირო იყო თმების შეკვეცა თუ აქ თმის შეკვეცის მონასტრული წესი არ იგულისხმება? - ძვმ.); თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან, რათა დარჩენილი ცხოვრება გაატარონ უდაბნოსი, რისგანაც მეუდაბნოვის სახელი მიუღიათ..."

არისტინეციგივეს ამბობს, ოღონდ უფრო ცხადად: "შეიკვეცონ თმა და სხვა ბერთა სახე მიიღონ, თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან".

ბალსამონიკი წერს: "ამრიგად, კრებამ დაადგინა... რათა მათ შეიკვეცონ თმები და წავიდნენ მონასტრებში, რათა იქ გაატარონ მონაზვნური ცხოვრება..."

ამრიგად, ამ კანონის თანახმად, გრძელი თმების ტარება მისაღებად მიიჩნეოდა მეუდაბნოეთათვის (სრულიად ცხადი და გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ არა მონასტრულად მცხოვრები ბერებისთვის. ისინი თმებს იჭრიდნენ და ტონზურასაც იკეთებდნენ. სწორედ მათი სახის მიღებას უბრძანებს კანონი "მეუდაბნოვეებად" სახელდებულ და ქალაქებში მოხეტიალე თვითმარქვიებს.

ეს კანონი და სხვა ისტორიული მაგალითები ცხადად აჩვენებენ, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია ითხოვდა მოკლე თმებს სასულიერო პირთათვის და გრძელთმიანობის დასტურად არსად იმოწმებდა მაცხოვარს. მეტიც, არ შეგვიძლია მართლმადიდებლობას ვუსაყვედუროთ გრძელთმიანობის მოშლა და მაცხოვრისადმი მიბაძვის დავიწყება... მითუმეტეს, რომ მოციქულებიც მოკლე თმებით გამოისახებიან ხატებზე მართლმადიდებლური ტრადიციით.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
realoba   გრძელი თმები   Dec 15 2011, 03:07 PM
A.V.M   არ მაგვიანდებოდეს...   Dec 15 2011, 04:45 PM
dr.house...   გრძელი წვერებიტა დ...   Dec 15 2011, 05:33 PM
realoba   გრძელი წვერებიტა ...   Dec 15 2011, 06:24 PM
dr.house...   მადლობა განმარტებ...   Dec 15 2011, 07:32 PM
ikanosi   შეიძლება რა თქმა უ...   Dec 15 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ცდები:) realoba თუ რა...   Dec 15 2011, 07:26 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI გრძელი თმი...   Dec 15 2011, 07:33 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI გრძელი თმი...   Dec 15 2011, 07:38 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI მაგალითად IV...   Dec 15 2011, 07:50 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI მომწონს მე ...   Dec 15 2011, 07:58 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ეგ ჩემი ახირება ...   Dec 15 2011, 08:06 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ციტატა დამ...   Dec 15 2011, 08:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ციტატა დამ...   Dec 15 2011, 08:13 PM
ქევანა   რათ გინდათ კაცებს ...   Dec 15 2011, 08:11 PM
ikanosi   ეს არ ნიშნავს იმას ...   Dec 15 2011, 08:15 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI პავლე კორი...   Dec 15 2011, 08:28 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ასევე VI მს. კ...   Dec 15 2011, 08:49 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ჰოდა "გარედან...   Dec 15 2011, 10:20 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :P   Dec 15 2011, 10:55 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi ეს ჭეშმარიტება...   Dec 20 2011, 06:50 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli სხვათაშორ...   Dec 20 2011, 06:55 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ჩემთვის ცნ...   Dec 20 2011, 07:18 PM
GIORGI LELUASHVILI   ტურინის სუდარა? არ...   Dec 20 2011, 07:26 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI არა, ტურინი...   Dec 20 2011, 08:30 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ჰო გასაგე...   Dec 20 2011, 10:26 PM
dzvelmartlmadidebeli   სანამ პოლემიკას გა...   Dec 21 2011, 01:34 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ასე ზუსტა...   Dec 22 2011, 07:11 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI არ ვიცი ვის...   Dec 22 2011, 11:02 PM
Hercules   მაინტერესებს როგო...   Dec 23 2011, 02:31 PM
dzvelmartlmadidebeli   Hercules ტონზურები სხვ...   Dec 24 2011, 11:46 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli აქ უკვე ყვ...   Dec 24 2011, 11:46 PM
A.V.M   ჰო ტა!ტა!ტა! ამ ...   Dec 27 2011, 02:52 PM
Zukazuka314   Da morcha es tema? Bolomde ar wamikitxavs...dameza...   May 14 2015, 01:11 AM
Zukazuka314   ??????   May 19 2015, 10:30 PM
G_saxva   Zukazuka314 აბა ქართულად ...   May 20 2015, 09:46 AM
Zukazuka314   [b]Zukazuka314 აბა ქართულა...   May 24 2015, 02:30 AM
Zukazuka314   ანუ რას იძახი, მარ...   May 25 2015, 03:57 AM
G_saxva   Zukazuka314 შენი დადებული ...   May 25 2015, 09:54 AM
Zukazuka314   ზევითიმ ვიღაც ძვე...   May 25 2015, 02:05 PM
G_saxva   Zukazuka314 ეგ ქრისტესი ა...   May 25 2015, 02:13 PM
A.V.M   ეჰ...   May 30 2015, 11:31 AM
sanfol   Zukazuka314 ალბათ გინდოდა...   May 30 2015, 12:02 PM
Zukazuka314   Zukazuka314 ალბათ გინდოდ...   Jun 4 2015, 12:26 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 11:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი