IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
tinka
პოსტი Dec 23 2006, 02:04 AM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



აუ რა კარგი და საჭირო თემაა, ვკითხულობ და რამდენი რამ ვისწავლე უკვე, ახლა ვეცდები გამართულად ვწერო და ვილაპარაკო და ბარბარიზმები არ ვიხმარო კიდევ, თუ რამე შემეშლება, მეც შემისწორეთ smile.gif
დიდი მადლობა ამ თემისთვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 23 2006, 02:49 AM
პოსტი #82


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ზოსიმე @ Dec 23 2006, 01:30 AM) *

თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე smile.gif

თამართან მართლა დიდი მადლობა, ჩემ მაგივრად იხარჯება, პრინციპში, ჩემ მაგივრად კი არა, თავად სურს ასე, მაგრამ სხვების კბენებს კი მოვერიდოთ ამ ჩემს თემაში biggrin.gif
ჰო, შეცდომა მე ვიპოვე: თუ შეცდომა მიპოვე, გთხოვ, biggrin.gif შემისწორე smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზოსიმე
პოსტი Dec 23 2006, 01:23 PM
პოსტი #83


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 8-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 657



ციტატა
მაგრამ სხვების კბენებს კი მოვერიდოთ ამ ჩემს თემაში



შეცდომაა-კბენა
სწორია-მხილება
p.s.-სასვენი ნიშნებისთვის მადლობა. smile.gif


--------------------
ღმერთი სიყვარულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 23 2006, 02:16 PM
პოსტი #84


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ზოსიმე @ Dec 23 2006, 01:23 PM) *

შეცდომაა-კბენა
სწორია-მხილება
p.s.-სასვენი ნიშნებისთვის მადლობა. smile.gif



პ.პ.ს.კბენა (გაკილვისა და ცოტა ირონიანარევი განკითხვის მნიშვნელობით) სულაც არ არის შეცდომა laugh.gif

მხილებასა და გაკილვას შორის კი დიდი განსხვავებაა_ეს სწორია biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 24 2006, 02:20 PM
პოსტი #85


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვინმემ ხომ არ იცით, იწერება თუ არა რომაულ რიცხვებთან ბრუნვის ნიშნები ყველა შემთხვევაში?
მაგალითად, "ილია II ქადაგება", თუ "ილია II-ის ქადაგება"?
"ვულოცავ ნიკოლოზ V დაბადების დღეს" თუ "ვულოცავ ნიკოლოზ V-ს დაბადების დღეს"?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 24 2006, 05:46 PM
პოსტი #86


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მარიამი @ Dec 24 2006, 02:20 PM) *

ვინმემ ხომ არ იცით, იწერება თუ არა რომაულ რიცხვებთან ბრუნვის ნიშნები ყველა შემთხვევაში?
მაგალითად, "ილია II ქადაგება", თუ "ილია II-ის ქადაგება"?
"ვულოცავ ნიკოლოზ V დაბადების დღეს" თუ "ვულოცავ ნიკოლოზ V-ს დაბადების დღეს"?

ილია II-ის ქადაგება

ნიკოლოზ V-ის დაბადების დღე

ახალ ''უწყებანზე'' შეცდომაა sad.gif sad.gif sad.gif უნდა იყოს: ილია II-ს და არა _ ილია II-ეს sad.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 24 2006, 06:07 PM
პოსტი #87


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მადლობა smile.gif გაიხარე!


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარინე
პოსტი Dec 24 2006, 07:00 PM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 432



ციტატა(თამარი @ Dec 24 2006, 05:46 PM) *

ილია II-ის ქადაგება

ნიკოლოზ V-ის დაბადების დღე

ახალ ''უწყებანზე'' შეცდომაა sad.gif sad.gif sad.gif უნდა იყოს: ილია II-ს და არა _ ილია II-ეს sad.gif

მე სხვაგვარად მასწავლეს sad.gif რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო unsure.gif


--------------------
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 24 2006, 07:21 PM
პოსტი #89


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მარინე @ Dec 24 2006, 07:00 PM) *

მე სხვაგვარად მასწავლეს sad.gif რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო unsure.gif

მეც მქონდა ეგ ვერსია გაგებული და იმიტომ ვიკითხე. მე თვითონ ვფიქრობ, რომ უნდა იწერებოდეს. ყოველთვის ცალსახად არ იგულისხმება ხოლმე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 24 2006, 10:24 PM
პოსტი #90


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მარინე @ Dec 24 2006, 07:00 PM) *

მე სხვაგვარად მასწავლეს sad.gif რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო unsure.gif

dry.gif აბა, რა გითხრა, ვინც ეგ თქვა, ეტყობა ნორმებს მთლად კარგად არ იცნობდა, მაგის გამო ქულას ვაკლებთ wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 25 2006, 01:42 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(თამარი @ Dec 23 2006, 02:49 AM) *

თამართან მართლა დიდი მადლობა, ჩემ მაგივრად იხარჯება, პრინციპში, ჩემ მაგივრად კი არა, თავად სურს ასე, biggrin.gif



თამარ, სიმართლე გითხრა, მეც მქონდა ამგვარი თემის გახსნის სურვილი. ამიტომაც ვაქტიურობ ხოლმე (რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გახსნილი იქნება smile.gif ). რამდენიმე დღის წინ რომ ვნახე, მეორე გვერდზე იყო გადასული, გული დამწყდა და სასწრაფოდ გავააქტიურე. smile.gif
კარგია, კითხვებსაც რომ სვამენ. ორი დღეა ფორუმზე არ შემოვსულვარ და სასიამოვნო სიახლეები დამხვდა. smile.gif

ციტატა(ზოსიმე @ Dec 23 2006, 01:30 AM) *

თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე smile.gif


დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის ორივე თამარის სახელით. smile.gif
ოღონდ ერთს დავამატებდი, თუ არ მიწყენ: ვინმეს თავი მართლმადიდებელი რომ "ეგონოს", ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას კი მთელი ცხოვრების მანძილზე (ხშირად საკუთარ შეცდომებზე) ვსწავლობთ.
შეცდომები უკვე გაუსწორებიათ. biggrin.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 25 2006, 01:54 PM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



თემიდან გადახვევა რომ არ გამომივიდეს.... smile.gif

გერმანულიდან ქართულში შემოსულ სიტყვებში EI დიფთონგი აი -თი უნდა გადმოიცეს.
სწორია: აინშტაინი, რაიხსტაგი, ცვაიგი (და არა: ეინშტეინი, რეიხსტაგი, ცვეიგი) და ა.შ.
ეს წესი არ ვრცელდება იმ სიტყვებზე, რომლებიც გერმანულიდან შესულან რუსულ ენაში, დაქვემდებარებულან რუსული ენის ნორმებს და შემდგომ შემოსულან ქართულში. ამის კვალობაზე ქართულში უნდა იწერებოდეს: ბრონშტეინი, ეიზენშტეინი, რუბინშტეინი, ეიხენვალდი...

ევროპული ენებიდან მომდინარე LA და LU ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულ ენაში გამოვლით ЛЯ და ЛЮ კომპლექსიან ფორმებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფებით.
სწორია: აკუმულაცია, აკუმულატორი, ასიმილაცია, იზოლაცია, იზოლატორი, კანცელარია, კომპილატორი, მალარია, პლაჟი, პოპულარული, ტრანსლაცია, ალუმინი, ილუზია, პლუს, რეზოლუცია. ჰალუცინაცია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, იზოლიაცია, იზოლიატორი, კანცელიარია, კომპილიატორი, მალიარია, პლიაჟი, პოპულიარული, ტრანსლიაცია, ალიუმინი, ილიუზია, პლიუს, რეზოლიუცია, ჰალიუცინაცია) და მისთ.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 26 2006, 01:27 PM
პოსტი #93


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



შეცდომაა:მადლობა მოუხადა
სწორია:მადლობა გადაუხადა

მაგრამ:
ბოდიში მოუხადა
და არა ბოდიში გადაუხადა


ასოციაცია: ბოდიშის მოხდა _ ბოდიში თითქოს ვალია, რომელიც უნდა მოიხადო

მადლობა კიდევ საფასურია, რომელიც უნდა გაიღო, ანუ გადაიხადო, იმისთვის რაც შენთვის გააკეთეს.

biggrin.gif

პ.ს. amdin-s
როცა პოსტს "აქვეყნებ" და ეწერება "მადლობთ" არის დიიიდი შეცდომა, უნდა იყოს გმადლობთ!! laugh.gif
ანდა მადლობა!!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2006, 01:34 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



.:თამარი:.

რომელია სწორი ვარიანტი: ვერ აგიწერ თუ ვერ აგიღწერ?

წინასწარ დიდი მადლობა. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 26 2006, 01:41 PM
პოსტი #95


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(marine @ Dec 26 2006, 01:34 PM) *

.:თამარი:.

რომელია სწორი ვარიანტი: ვერ აგიწერ თუ ვერ აგიღწერ?

წინასწარ დიდი მადლობა. smile.gif


სწორია: ვერ აღგიწერ

თუმცა ვერ აგიწერ ასევე შესაძლებელია.
აღ-არის ზმნისწინი, რომელიც ამ ფორმით (ანუ ძველი ფორმით) დღევანდელ ქართულშიც იხმარება რამდენიმე სიტყვასთან, მათ შორის სიტყვა აღ-წერასთან.
ამ პრევერბის თამანედროვე ვარიანტია ა_ ,რომელიც შეიძლება შეენაცვლოს ძველ ფორმას, იმ შემთხვევაში თუკი სიტყვის მნიშვნელობა არ შეიცვლება.

ვერ აგიღწერ არის დიდი შეცდომა, რადგან ზმნისწინის გახლეჩა არ შეიძლება.

მაპატიეთ, მე რომ გიპასუხეთ, მაგრამ სულმა წამძლია sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2006, 01:43 PM
პოსტი #96


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



kato_Bato

ძალიან დიდი მადლობა!! smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Dec 26 2006, 06:36 PM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



გთხოვთ დამეხმარეთ, ტესტს ვავსებ და... smile.gif
ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად მცდარი ფორმა?
ა) მგონია
ბ) არც ერთი
გ) მით უმეტეს
დ) მინახიხარ
თქვენი იმედი მაქვს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 26 2006, 06:43 PM
პოსტი #98


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(tinka @ Dec 26 2006, 06:36 PM) *

გთხოვთ დამეხმარეთ, ტესტს ვავსებ და... smile.gif
ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად მცდარი ფორმა?
ა) მგონია
ბ) არც ერთი
გ) მით უმეტეს
დ) მინახიხარ
თქვენი იმედი მაქვს smile.gif



მცდარია: მინახიხარ
რადგან ზმნა არის ნახვა

უნდა იყოს: მინახავხარ


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Dec 26 2006, 06:47 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



kato_Bato
მადლობა, გაიხარე! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 26 2006, 09:31 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა
მაპატიეთ, მე რომ გიპასუხეთ, მაგრამ სულმა წამძლია


რა პატიებას ითხოვ, მე პრივატიზებული კი არ მაქვს ეს თემა. :D

პირიქით, შესანიშნავია, ასე ოპერატიულად რომ უპასუხე. აბა მე ხომ არ დამელოდებოდით საღამომდე...

ძალიან მიხარია, ეს თემა რომ ცოცხლობს, კითხვებსაც სვამენ... :rolleyes:

ციტატა
პ.ს. amdin-s
როცა პოსტს "აქვეყნებ" და ეწერება "მადლობთ" არის დიიიდი შეცდომა, უნდა იყოს გმადლობთ!!
ანდა მადლობა!!


ჰო, ეგ შეცდომა მეც მომხვდა თვალში...


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 08:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი