სულის უკვდავება, არის თუ არა ყველა სული უკვდავი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულის უკვდავება, არის თუ არა ყველა სული უკვდავი? |
sable |
Nov 8 2009, 07:44 PM
პოსტი
#101
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
გარდა ამისა, შენ წერ: "მთაწმინდელს ვერ ვკითხავთ ამის შესახებ მაგრამ ნათელია რის გამოც შეიტანა ცვლილება"-ო, და ამის ახსნას ინტერპრეტაციაში ნახულობ. თეოლოგიური ინტერპრეტაციით რომაა თარგმნილი მთაწმინდელის მიერ შესრულებული თარგმანი იოანეს 8:58-ტშიც, გეთანხმები, მაგრამ, მე ბერძნული ენის გრამატიკიდან გამომდინარე გკითხე, აგეხსნა, ან შენ ან ნებისმიერს, თუ რატომ არის არასწორი ადიშის ითხთავში გადათარგმილი სიტყვები "ვიყავ მე" არასწორი თარგმანი, ბერძნული სიტყვებისა "πρὶν ᾿Αβραὰμ γενέσθαι ἐγὼ εἰμί" (პრინ აბრაამ გენესთე ეგო ემი). მე ვიყავიო რომ წერია ეგ გულისხმობს იმას რომ ვიყავი და ვარო, ძველი ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე მე ვარო ვერაფრით ვერ ეწერებოდა. ვიყავ ვიყოფდი ერთიდაიგივეა ანუ აღნიშნავს ყოფნას ოღონდ არა წარსულში არამედ ზოგადად ყოფნას ხოლო მანდ წერია რომ ''აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე'' ანუ აბრაამამდე ვარსებობდი და ვარსებობო. ძველი ქართულის გარტყმაში არ ხართ არცერთი და ზოგი აკრიტიკებთ და ზოგი კიდე თავისებურათ ღეჭავთ რა მოკლედ -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
A-G-A-P-E |
Nov 8 2009, 07:46 PM
პოსტი
#102
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,691 |
მე ვიყავიო რომ წერია ეგ გულისხმობს იმას რომ ვიყავი და ვარო, ძველი ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე მე ვარო ვერაფრით ვერ ეწერებოდა. ვიყავ ვიყოფდი ერთიდაიგივეა ანუ აღნიშნავს ყოფნას ოღონდ არა წარსულში არამედ ზოგადად ყოფნას ხოლო მანდ წეია რომ ''აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე'' ანუ აბრაამამდე ვარსებობი და ვარსებდი და ვარსებობო. ძველი ქართულის გარტყმაში არ ხართ არცერთი და ზოგი აკრიტიკებთ და ზოგი კიდე თავისებურათ ღეჭავთ რა მოკლედ sable ესე იგი, სიკვდილასგან განსხვავებით შენ ამბობ რომ ადიშის ოთხთავი სწორი თარგმანია ხომ? -------------------- ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©
_____________________________________ "რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები |
afxazi |
Nov 8 2009, 07:48 PM
პოსტი
#103
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
არაჩვეულებრივად საუბრობთ, მაგრამ თემა სხვა საკითხს ეხება და იძულებული ვარ ჩავერიო. ნუ ავცდებით თემას.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sable |
Nov 8 2009, 07:50 PM
პოსტი
#104
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable ესე იგი, სიკვდილასგან განსხვავებით შენ ამბობ რომ ადიშის ოთხთავი სწორი თარგმანია ხომ? რათქმაუნდა! ეგ ახალ ქართულ ენაზე, რაც იქ წერია ნიშნავს: ''მე ვარ'' ! ანუ საუბარია აბრაამამდე არსებობაზე და ვიდრე იმ დღემდე, როდესაც ეს სიტყვები უთხრა იმ ხალხს ვისაც ეუბნებოდა. ანუ ახალ ქართულ ენაზე როდესაც თარგმნიან ''მე ვარ'' იქ მოიაზრება ვიყავი და ვარო, ზუსტად ისე როგორც ადიშის თარგმანში ოღონდ ადიშის თარგმანი თანამედროვე ქართული ხომ არ არის ის ისე გაიგო როგორც დღეს გესმის. ფრაზა: ''ვიყავ მე'' საერთოდ არ არის გრამატიკულად სწორი ახალ ქართულ ენაზე, სწორია: ''მე ვიყავი''. ეს თუ წარსულზეა რათქმაუნდა საუბარი ასე, რომ ''აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე'' დღევანდელი ქართული გრამატიკის ნორმების გათვალისწინებით გაუმართავია ამდენად მისი თანამედროვე ქართული ენის კონტექსტში ჩასმა არ შეიძლება! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
A-G-A-P-E |
Nov 8 2009, 07:50 PM
პოსტი
#105
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,691 |
არაჩვეულებრივად საუბრობთ, მაგრამ თემა სხვა საკითხს ეხება და იძულებული ვარ ჩავერიო. ნუ ავცდებით თემას. აფხაზი გამარჯობა მართალი ხარ, რაც არ უნდა საინტერესოდ ვსაუბრობდეთ, ფაქტია ავცდით თემას. სად შეიძლება ამ თემაზე გავაგრძელოთ საბარი? -------------------- ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©
_____________________________________ "რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები |
afxazi |
Nov 8 2009, 07:52 PM
პოსტი
#106
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
A-G-A-P-E
ციტატა მართალი ხარ, რაც არ უნდა საინტერესოდ ვსაუბრობდეთ, ფაქტია ავცდით თემას. სად შეიძლება ამ თემაზე გავაგრძელოთ საბარი? შეიძლება გაიხსნას თემა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
death |
Nov 8 2009, 07:54 PM
პოსტი
#107
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
A-G-A-P-E
ციტატა death ხომ გთხოვე რომ მსგავსი მომართვებით ნუ მომმართვავ. შემიძლია ავტვირთო და თანაც არაერთი თარგმანი. მაგრამ აზრს ვერ ვხედავ, რადგან როგორც ადიშის თარგმანზე ამბობ შეცდომააო მაგრამ ვერ დაასაბუთე რატომ, იგივეს იტყვი ნებისმიერ თარგმანზე. ამიტომ ნაცვლად იმისა იმ თარგმანს რომელიც ისე თარგმნის როგორც შენ მოგწონს სწორი უწოდო და იმას რომელიც არ მოგწონს პრიმიტიული და არასწორი, ხომ ჯობია მოიყვანო ბერძნული ენის რომელიმე სპეციალისტის ახსნა-განმარტება რომელიმე ისეთ თარგმანზე, რომელსაც აკრიტიკებს "ვიყავ"-ით არასწორია რომ გადაითარგმნოსო. საქმე იმაშია რომ გრამატიკული თვალსაზრისით, ბერძნული იდიომა "ეგო ეიმი" მართებულად ითარგმნება როგორც "მე ვარ", ისე "ვიყავი". რა შუაშია აქ მომართვა? ყველა ავტორიტეტული ბიბლური რედაქცია თარგმნის ამ ადგილას როგორც "მე ვარ", ამას ვლპარაკობ და მეტს არაფერს და შენ კიდევ მეუბნები ზოგი ისე თარგმნის ზოგი ასეო. ოდიშის ოთხთავი არ არის ავტორიტეტული, რადგან გაურკვევლია რეალურად ბერძნულიდან ითარგმნა თუ სუმხურიდან, ბაძანა ბრეგვაძე არ არის ბიბლიოლოგი საერთოდ, მას არ გააჩნია არანაირი სამეცნიერო ხარისხი ამ დარგში. გეუბნები კიდევ ერთხელ აბოსლიტურად ყველა ცნობილი რედაქცია, რასელისტების თარგმნის გამოკლებით თარგმნიან როგორც მე ვარ რამეს ვწერ გაუგებრად? რაც შეეხება ბერძნული ენის სპეციფიკას გეთანხმები, თუ ეგო ემის ვთარგმნით როგორც წარსულ განვრცობითს (Future in the past) ანუ წარსულში, რაღაც დროს შექმნილს და იქიდან არსებულს, მაშინ ანალოგიურად უნდა ვთარგმნოთ ის მამა ღმერთთან მიმართებაში, რომელიც ფსალმუნებში ამბობს, სანამ მთები გაჩნდებოდა ვიყავიო. ანუ გამოვა რომ მამა ღმერთი წარსულში, რაღაც პერიოდში შეიქმნა და იქიდან მოყოლებული არსებობს. ეს არ არის სადაო დღეს და ამიტომაც არცერთი ავტორიტეტული ბიბლიური რედაქცია არ თარგმნის ამას როგორც "მე ვიყავი", ამას მხოლოდ რასელისტები აკეთებენ და მიხვდები ალბათ რის გამოც. უბრალოდ მომავალი რასელისტი ხარ და არ გიდნა ამის აღიარება და ამაშია საქმე. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
A-G-A-P-E |
Nov 8 2009, 08:45 PM
პოსტი
#108
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,691 |
A-G-A-P-E შეიძლება გაიხსნას თემა. afxazi გავხსენი თემა და ვისაც სურვილი ექნება ამ საკითხებზე ქვენოთ მითიტებულ თემაში ვისაუბრებთ: http://church.ge/index.php?showtopic=7109&...=0entry563802 აფხაზი, პირადად მე პატიებას ვითხოვ იმისთვის რომ მონაწილეობა მივიღე არასათანადო თემაში იოანეს 8:58-ზე შეკითხვების დასმისთვის. death თუ გსურს, თემა გავხსენი იოანეს 8:58-ზე და იქ გადაიტანე შენი პოსტები. აქ სულის უკვდავებაზეა თემა და ამიტომ არ ვეხმაურები შენს პოსტს, რადგან აფხაზის შენიშვნას მართებულად მივიჩნევ. სწორედ ამიტომ გავხსენი ახალი თემა რომელიც აპოლოგეტიკის განყოფილებაში შეგიძლია ნახო. -------------------- ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©
_____________________________________ "რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები |
gio_opizari |
Feb 26 2010, 04:52 AM
პოსტი
#109
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
Otherguy ადამიანს გააჩნია უკვდავი სული რაც ერთ ერთი მსგავსებაა მისი უფალთან. წმიდა წერილში მრავლადაა ამის აღმნიშვნელი ადგილები, თუნდაც სახარებისეული იგავს დავესესხოთ, სადაც მდიდრისა და ლაზარეს გარდაცვალების შემდგომი მდგომარეობა და განცდებია ასახული. გნებავთ ძველი აღთქმიდან გავიხსენოთ ელია როგორ შესთხოვს უფალს გარდაცვლილი ბავშვის სულის ჩაბრუნებას მისივე გვამში. ვისაც სულის უკვდავება არ წამს დაბეჯითებით ვიტყვი რომ ის ქრისტეს უარმყოფელია ნებსით თუ უნებლიედ რადგან ჯვარცმულმა მაცხოვარმა ერთ ერთ ავაზაკს იმავე დღესვე სამოთხეში განსვენება აღუთქვა, მაშ ეს რას ნიშნავს თუ არა იმას რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს?! ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის სიტყვა ჭეშმარიტი, ლოგოსი რომლის ბაგითგან გამოსრული ყოველი სიტყვა არის ორლესული მახვილი რომელიც ყოვლის მომცველია. ღვთის სიტყვით შეიქმნა სამყარო და მის სიტყვას ემორჩილება ყველა და ყველაფერი და ამ სიტყვის წინააღმდეგ რატომ მიდის ადამიანი, გვირგვინი ყოველი ქმნილებისა?! ღმერთმა შეგინდოთ ყველას ვისაც ადამიანის სულის უკვდავება არა გწამთ. დარწმუნებული ვარ არ გინდათ მაგრამ იცოდეთ რომ ამით ღმერთს, მის სიტყვას უარყოფთ. მაინცდა მაინც მაშინ უნდა მიხვდეთ როცა გვიანი იქნება და სოფლიდან გასულნი ღვთის წინაშე წარდგებით?! მერწმუნეთ საშინელი იქნება ღვთის კრეტსაბმელის წინაშე წარდგობა და მოლოდინი მსჯავრისა. სინდისი დაგწვავთ... გაახილეთ თვალები და თან ფართოდ გაახილეთ!!! გული მტკივა, რატომ უნდა ხდებოდეს ასე...
-------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი