ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში |
ეკატო |
Aug 22 2010, 08:40 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ჩამოვედით
არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა ეს იყო ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ემოციური გასვლა ფორუმის ისტორიაში გვინდოდა შარშანდელი ყაზბეგის მოლოცვისგან განსხვავებული მარშრუტი შემედგინა, გეგმაში გვქონდა დარიალის ხეობაში მშენებარე კომპლექსის მონახულება, ანანოს დიიიიდიიი თხოვნით სოფელ ცდოში ასვლა ღამისთევა გერგეტის მთაზე, სამების ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება და ზიარება, დილით მზის ამოსვლის ნახვა, მეორე დღეს კი სოფელ ჯუთას დალაშქვრა, რომელიც არის ყველაზე უკდურესი ჩრდილოეთი წერტილი ხევში, სადაც ცხოვრობენ არაბულები (ხევსურები). თუმცა ერთიმა პატარა გაუთვალისწინებელმა წინაღობამ, რომელიც შეგვხვდა გერგეტში, სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები თუმცა მალევე მივხვდით რომ ეს იყო ყველაზე კარგი დაბრკოლება რაც შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა ალბათ ვერაფერიც ვერ გაიგეთ ახლა რა მოვყევი მოკლედ, დანარჩენს (და ყველაზე მთავარს) დაწვრილებით ფოტოებთან ერთად მოგიყვებით, რომელსაც მეც თქვენთან ერთად სულმოუთქმელად ველოდები -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
.ნინო |
Aug 22 2010, 08:57 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
დამაინტრიგეე რა მოხდა ასეთი?
მუდამ მშვიდობით გევლოთ(გვევლოს, ერთად) -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ნათია |
Aug 22 2010, 09:06 PM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ხომ მაინც გიპოვეთ?!
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ikanosi |
Aug 22 2010, 09:20 PM
პოსტი
#4
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა უმცა ერთიმა პატარა გაუთვალისწინებელმა წინაღობამ, რომელიც შეგვხვდა გერგეტში, სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები რა იყო, ანანნო ხომ არ მოიტაცეს? -------------------- ფარით ან ფარზე
|
ანანო |
Aug 22 2010, 09:22 PM
პოსტი
#5
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
-------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
tamuna m |
Aug 22 2010, 09:25 PM
პოსტი
#6
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დროზე მოყევით და ფოტოებიც გვაჩვენეთ!
-------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ikanosi |
Aug 22 2010, 09:29 PM
პოსტი
#7
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ანანო
ციტატა ეხლა გამასწარ ყაზბეგშიც არის ინტერნეტი? -------------------- ფარით ან ფარზე
|
ეკატო |
Aug 22 2010, 09:30 PM
პოსტი
#8
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ხომ მაინც გიპოვეთ? აი ამ პოსტს უკომენტაროდ ვერ დავტოვებ სანამ ფოტოები იქნება ცოტას მოგიყვებით სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ სულ რაღაც 8 ფორუმელი და 2 მანქანა როგავა თავისი სუბარუ ფორესტერით და მისი ეკიპაჟის წევრები: სალი, ანანო, ლელა და მე ნეო თავისი სუზუკით და მისი ეკიპაჟი: ისმაილი და ლევანი. იმის გამო, რომ ღამის გათევას კარვებში ვაპირებდით და ყაზბეგში შეშა არ მოიპოვება, ამაზე თბილისიდანვე ვიზრუნეთ, გზად გავიარეთ და ვიყიდეთ ბეეეევრი შეშა, დავტვირთეთ ნეოს მანქანა და წავედით. პირველი გაჩერება რა თქმა უნდა ანანურსი გვქონდა (იხილეთ ფოტოები ) მერე გზაზე 2 ადგილზე მჟავე წყალთან გავჩერდით (ამის ფოტოებიც იქნება ) ყაზბეგში რომ ჩავედით პირდაპირ დარიალის ხეობას მივაშურეთ, სადაც უკვე დასრულებული მთავარი ტაძარი დაგვხვდა უზარმაზარი და ულამაზესი კომპლექსი შენდება, თუ არ გჯერათ მალე დარწმუნდებით ფოტოებს რომ ნახავთ იქედან წამოსულები ავედით სოფელ ცდოში (სხვა შემთხვევაში ანანოს ვერ გადავურჩებოდით ) ვინც პირველად იყო რა თქმა უნდა აღფრთოვანდა, გადაირია, გაგიჟდა და დაიშოკა ამის შემდეგ გავეშურეთ გერგეტის სამებისკენ, სადაც ლოცვის დაწყებამდე დაბანაკება უნდა მოგვესწრო, თუმცაააა... გზად შეგვხვდა ჩემი მამიდაშვილი, რომელმაც გვითხრა რომ სამებაზე მანქანით ვერ ავიდოდით, სანიაღვრეებს აკეთებენ და გზები გადათხრილიაო. რა თქმა უნდა კი დავუჯერეთ, მარა ჩვენი თვალით სანამ არ ვნახეთ, მაინც არ გვინდოდა იმ აზრთან შეგუება რომ გერგეტზე ვერ ავიდოდით. ფეხით რომ ავსულიყავით შეშას ვერ ავიტანდით და შესაბამისად ვერც დავბანაკდებოდით, ამიტომ დავიწყე ფიქრი როგორ გაგვეგრძელებინა ჩვენი მარშრუტი ისე, რომ ყველა დაგეგმილი ობიექტის ნახვა მოგვესწრო. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტე ჯუთაში ავსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით, თუმცა აქაც იყო ერთი პრობლემა, მეც პირველად მივდიოდი და არ ვიცოდი გზა რა მდგომარეობაში იყო და შეძლებდა თუ არა ჩვენი სუბარუ იქ ასვლას. რა თქმა უნდა მაინც წავედით. აი აქ კი ამ მანქანამ ისე გვასიამოვნა, უკან დაბრუნებულები ყველანი სუბარუს ფანები გავხდით (რა თქმა უნდა მძღოლისაც, რომელმაც მშვიდობით ჩაგვიყვანა და ჩამოგვიყვანა ) ჯერ ეს წაიკითხეთ და მეც გავაგრძელებ მოყოლას... -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ნაინა |
Aug 22 2010, 09:30 PM
პოსტი
#9
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ან მოყევით ნორმალურად და ასე თუ ისე გასაგებად, ან რას გვაინტრიგებთ აქ?
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ანანო |
Aug 22 2010, 09:41 PM
პოსტი
#10
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
დავიწყებ იმით, რომ მამა ირაკლი მიყვარს, თან ძალიან
გავხდი სუბარუს და სუზუკის Fანი ეს ორი დღე იყო ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში [ფოტოებს ცოტა მოგვიანებით დავდებ, დავტენი ბატარეებს] ძლივს ავაწყვეთ ნეოს კარავი [ აწყობის პროცესი არასდროს დამავიწყდება : D : D ] დავანთეთ კოცონი და კარგად ვხალისობდით 12ისთვის გადავწყვიტეთ დაძინება და ამ დროს შევნიშნეთ მანქანა პიპინით მოეშურებოდა ჩვენსკენ, ცოტა არ იყოს ავღელდით, რადგან ისეთ ადგილას ვიყავით მანქანები არ დადიოდნენ, არც ტელეფონი იჭერდა ცეცხლიც კი ჩავაქრეთ აფორიაქებულებმა არადა მე და ეკატო უკვე სპალნიკებში ვიყავით გახვეულები და სალიც ნელ-ნელა მოეშურებოდა, თან იცინოდა მგონი გახდის ნაცვლად უნდა ვიცვამდე და გავრბოდეო ამ დროს მანქანა შემოვარდა და თემო გადმოხტა, მისი ხმა რომ გავიგეთ კარვის პატარა შესასვლელიდან ერთმანეთს ვასწრებდით მე, ეკატო და ლელა[სემინარიელი) . აღმოჩნდა რომ მანქანით შემოგვიერთდნენ მამა ირაკლი, თემო, ნათია და თეო-თეე ვაიმე რა კარგი იყო -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ალექსანდრე |
Aug 22 2010, 09:47 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ეკატო
ციტატა ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტე ჯუთაში ავსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით ვაა ჯუთაში იყავით, მაგარია, ჩემი დედულეთია ისე როგორი ამინდები იყო ძალიან ხომ არ ციოდა? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ეკატო |
Aug 22 2010, 09:48 PM
პოსტი
#12
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
როგორც იქნა ჯუთამდე ავაღწიეთ.
ეს არის ულამაზესი სოფელი, რომელიც ისეთ მიყრუებულ ადგილზეა, არანაირი ცივილიზაცია რომ არ აღწევს იქამდე, მობილურებიც კი არ იჭერდა. ერთადერთი რაზეც ვღელავდით ის იყო, რომ ნათიას ვერ შევატყობინეთ ჩვენი ადგილმდებარეობა, ისიც კი ვერ გავიგეთ საღამოს მოდიოდნენ თუ არა, თუმცა იმედი მაინც გვქონდა სოფელს გავცდით დაახლოებით 3-4 კმ-ით, ვიპოვეთ კარგი ადგილი დასაბანაკებლად და დავიწყეთ მანქანების გადმოტვირთვა (ამ დროს გამოჩენილი მოხუცის ამბებს იმედია ნეო მოგვიყვება ) ადგილი მართლა შესანიშნავი იყო, იქვე იყო პატარა ფიცრული სახლი, სასმელი წყალი და თქვენ წარმოიდგინეთ ტუალეტიც კი ანუ ყველაფერი, რაც გვინდოდა კარვების გაშლის ისტორია ცალკე თემაა, მაგას ფოტოებთან მოყვება ვინმე ყველაზე მთავარი წინ გველოდა, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით. კარვების გაშლის და დაპურების შემდეგ, შემოვუსხედით კოცონს და მგონი თემა აღარ დაგვრჩა რომ არ შევხებოდით გული დაგვწყდა რომ თემო არ იყო ჩვენთან ერთად, პირველი შემთხვევა იყო რომ მის გარეშე წავედით და მაგრად გვაკლდა, თუმცა მიზეზიც გასაგები იყო და რას ვიზამდით კოცონთან დიდხანს გაგვიგრძელდა საუბრები, ამაზობაში ძილიც მოგვერია და ნელ-ნელა მივაშურეთ კარვებს. კარავში რომ შევედით და დასაძინებლად ადავიწყეთ მზადება, შემოგვესმა სიგნალების ხმა. გაგვიკვირდა იქ მანქანას რა უნდოდა, თითქმის ასძღვართან ვიყავით და იმ შუა ღამისას იქ მანქანის გამოჩენამ ცოტა შევაშინა კიდეც, მერე ნელ-ნელა უფრო მოგვიახლოვდა ხმა, თან გადაბმული სიგნალით, უკვე ავღელდით, სალიმ ერთი კი თქვა მგონი დროა ჩავიცვათ და გავიდეთ გარეთ, გავიგოთ რა ხდებაო, ამ დროს ისე ახლოს მოგვიახლოვდა მანქანა, რომ უკვე ხმაც კი გავიგეთ დააააააა.... ჩვენმა კივილმა დააყრუა იქაურობა პირველი თემოს ხმა შემოგვესმა გიჟივით გამოვარდი კარვიდან, რა თქმა უნდა ფეხშიშველი, სად იყო ბოტასის ჩაცმის დრო კარვიდან გამოსულს მეგონა მოჩვენებები დამეწყო, ჩემს წინ იდგა მამა ირაკლი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, იქვე ნათია და თეო, აქეთ თემო რაღაცას ყვიროდა, ეს მართლა დაუჯერებელი იყო. ნახევარი საათი მაინც დამჭირდა რომ აზრზე მოვსულიყავი, ეს მართლა წარმოუდგენელი იყო იქ, სადაც არანაირი ცივილიზაცია არ აღწევს, შუა ღამისას ამ ხალხის გამოჩენამ მართლა შოკში ჩაგვაგდო ყველა, სიხარულს თან გაოცება ემატებოდა, მოკლედ, აღარ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის ემოცია რაც იქ იყო. მერე დავიწყეთ გამოკითხვა თუ როგორ მოგვაგნეს, ეს ცალკე ისტორიაა ვაიმე, დავიღალე, მეტს ვეღარ ვწერ, მომეხმარეთ ვინმე, მე ჯერ ისევ შოკში ვარ წუხანდელი ღამის შემდეგ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ანანო |
Aug 22 2010, 09:54 PM
პოსტი
#13
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ეკატო
აშკარად უფრო კარგად წერ, ვიდრე მე მეძინება და არ გამომდის ვაიმე დავამატებ იმას, რომ ჯუთაში იყო გამყინვარება ღამე ვერაფრით დავიძინე, ისე მციოდა არადა ყველაფერი ზედ მეცვა ციტატა ამ თემას კითხულობს მომხმარებელი : დეკ. ირაკლი მამაო როგორ გაგვახარეთ გუშინ, ვერც კი წარმოიდგენთ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ალექსანდრე |
Aug 22 2010, 09:56 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ანანო
ციტატა ვაიმე დავამატებ იმას, რომ ჯუთაში იყო გამყინვარება როგორც მოსალოდნელი იყო -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მატასი |
Aug 22 2010, 10:09 PM
პოსტი
#15
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
რამაგარიააა გააგრძელეთ რაააა ))
-------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ეკატო |
Aug 22 2010, 10:23 PM
პოსტი
#16
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
მამაო როგორ გაგვახარეთ გუშინ, ვერც კი წარმოიდგენთ მგონი რეაქციაზეც გვეტყობოდა, ვეღარ ვწყნარდებოდი როგორ მეძინებოდა და სულ გამოვფხიზლდი სიხარულისგან რამაგარიააა გააგრძელეთ რაააა )) დანარჩენი სურათებთან ერთად, უფრო საინტერესო იქნება -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ნაინა |
Aug 22 2010, 10:26 PM
პოსტი
#17
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ეკატო
ციტატა დანარჩენი სურათებთან ერთად, უფრო საინტერესო იქნება ფოტოგრაფი ვინ გყავდათ, ნამეტანი ზარმაცობს და მგონი გამოვუცხადებთ სასტიკ საყვედურს პირად საქმეში შეტანით -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ეკატო |
Aug 22 2010, 10:30 PM
პოსტი
#18
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ეკატო ფოტოგრაფი ვინ გყავდათ, ნამეტანი ზარმაცობს და მგონი გამოვუცხადებთ სასტიკ საყვედურს პირად საქმეში შეტანით ფოტოგრაფები იყვნენ ანანო, სალი, როგავა და მამა ირაკლის აპარატით ვისაც გაუხარდებოდა ის -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ანანო |
Aug 22 2010, 10:35 PM
პოსტი
#19
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ეკატო ფოტოგრაფი ვინ გყავდათ, ნამეტანი ზარმაცობს და მგონი გამოვუცხადებთ სასტიკ საყვედურს პირად საქმეში შეტანით ვაიმე რადიკალ მიჭედავს და ვეცდები რაღაც შთაბეჭდილება შეგიქმნათ ნუ დაახლოებითი მაინც ესეც შეშის ყიდვისას ნეომ თვალები ჩამიპაჭუნა -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
.ნინო |
Aug 22 2010, 10:39 PM
პოსტი
#20
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ნათია, მოყევი როგორ მოხვდით ჯუთაშიიიიიიიიიიიიიი, დავინტრიგდი...
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი