თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 8 2010, 02:27 AM

ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან.
მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით?
sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 8 2010, 02:47 AM

მაშ ღვთისმშობელი ყოფილა მხსნელი და არა მაცხოვარი.

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Apr 8 2010, 08:20 AM

"ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით?"

წინაპართაგან, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იუდადან მოყოლებული, რომელი იყო უფრო უცოდველი, ვიდრე დედა ღვთისა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 8 2010, 11:21 AM

Believer

ციტატა
მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით?

ამ დოგმატის აღიარება ნიშნავს იმას, რომ:
1. შესაძლებელი ყოფილა ადამისეული ცოდვის გარეშე ადამიანის დაბადება, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლის გარეშე.
2. უარვყოფთ ყოვლადწმინდა მარიამის ნებელობას, რადგან რაკიღა იგი დაბადებამდე, ჩასახვისთანავე იყო თავისუფალი პირველქმნილი ცოდვისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არაფერი გაუკეთებია თავისი თავის განსამზადებლად მაცხოვრის მიღებისთვის.
3. აკნინებს ღმერთკაცის არსს, რადგან ამ დოგმატით გამოდის, რომ სიკვდილს არ ექვემდებარებოდა არა მხოლოდ უფალი, არამედ ღვთისმშობელიც და ორივეს ხორციელი სიკვდილი არა ბუნების კანონზომიერება, არამედ მათი ნება იყო (რასაც მოჰყვა კიდეც ახალი - ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების დოგმატი)

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 8 2010, 12:10 PM

კანონისტი

ციტატა
(რასაც მოჰყვა კიდეც ახალი - ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების დოგმატი)



რაც მართლმადიდებლურ წიგნებშიც წამიკითხავს, ეკლესიამ გადმოცემით მიიღო ეს, მაგრამ დოგმატი ღვთისმშობლის ამაღლების შესახებ არ მიუღია.


ღვთისმშობელი უცოდველი იყო თუ ცოდვილი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 8 2010, 12:20 PM

Believer

ციტატა
რაც მართლმადიდებლურ წიგნებშიც წამიკითხავს, ეკლესიამ გადმოცემით მიიღო ეს, მაგრამ დოგმატი ღვთისმშობლის ამაღლების შესახებ არ მიუღია.

დოგმატი არ არის ჩვენში. ჩვენ ეკლესიას სწამს კეთილგადმოცემის საფუძველზე. მაგრამ არსებითი სწორედ ის არის, ამ მოვლენას (ანუ ყოვლადწმინდა დედის ზეცად ამაღლებას) რას ვუწოდებთ ჩვენ: ეკლესიის ტრადიციას თუ დოგმატს?

დოგმატი ნიშნავს იმას, რომ იგი სიკვდილს არ ექვემდებარებოდა, ხოლო ტრადიცია უბრალოდ მიანიშნებს იმაზე, რაც ქმნა უფალმა.

ციტატა
ღვთისმშობელი უცოდველი იყო თუ ცოდვილი?

პირველქმნილ ცოდვას გულისხმობ თუ პირადს?

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 8 2010, 06:00 PM

კანონისტი

ციტატა
პირველქმნილ ცოდვას გულისხმობ თუ პირადს?


თუ მას ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა, ესეიგი იყო ბუნებით ცოდვილი?

თუ ცოდვილი იყო ბუნებით, ხომ არ არის გამორიცხული ჰქონოდა პირადი ცოდვები?



პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 8 2010, 07:03 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 8 2010, 01:20 PM) *

არსებითი სწორედ ის არის, ამ მოვლენას (ანუ ყოვლადწმინდა დედის ზეცად ამაღლებას) რას ვუწოდებთ ჩვენ: ეკლესიის ტრადიციას თუ დოგმატს?

ღვთისმშობელი არ ამაღლებულა,
მოხდა მისი ზეცად აღყვანება...

ანუ რაც შენ შინაარსობრივად თქვი, უფრო ლაკონურად ასე შეგვიძლია ვთქვათ. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 8 2010, 07:10 PM

Believer

ციტატა
ბუნებით ცოდვილი

ამ ფრაზას თეოლოგია არ იცნობს.

არსებობს "პირველქმნილი ცოდვა" და არსებობს "ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება". ყოვლადწმინდა დედა ღვთისა დაიბადა პირველქმნილი ცოდვით, მაგრამ თავისი უმანკო ცხოვრებით "ჰპოვა მადლი წინაშე ღმრთისა". გაბრიელ მთავარანგელოზის ეს სიტყვები ძალიან საგულისხმოა. ამ ერთ სიტყვაში "ჰპოვა" განცხადებულია მთელი პოსტულატები ქრისტიანული თეოლოგიისა. ჰპოვა, ანუ მოიპოვა და არა ჰქონდა. თუკი მივიჩევდით, რომ ლათინური ეკლესიის დოგმატი მართალია, მაშინ მთავარანგელოზი არ ახარებდა ამ სიტყვებით ღვთისმშობელს...

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 8 2010, 09:22 PM

აბე

ციტატა
ღვთისმშობელი არ ამაღლებულა,
მოხდა მისი ზეცად აღყვანება...



ეს მხოლოდ ისტორიული გადმოცემაა და დოგმატი არ არის, ეკლესიას მგონი არც აქვს ამაზე ზუსტი პასუხი

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 11 2010, 11:51 AM

ციტატა(Believer @ Apr 8 2010, 10:22 PM) *

აბე
ეს მხოლოდ ისტორიული გადმოცემაა და დოგმატი არ არის, ეკლესიას მგონი არც აქვს ამაზე ზუსტი პასუხი


სათნო გარდმოცემა ისეთივე მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის, როგორც დოგმატები...
ორივეს ცოდნა საჭიროა ჩვენთვის...

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Apr 11 2010, 05:23 PM

იქნებ გადახედოთ ხარების სადღესასწაულოს-იქ ყველა კითხვის პასუხია, რაც აქ დაისვა.

მაცხოვარმა თუკი მიიღო ადამიანური, დაცემული ბუნება, მით უფრო შეგვიძლია ამის თქმა ღვთისმშობელზე. ყოვლადწმინდას გააჩნდა ჩვენებრი, დაცემული ბუნება, თუმცა მას ცოდვა არ შეხებია აღძრვითაც კი. ანუ ის რაც ჩვენში ცოდვილ ზრახვებს აძრავს ამისგან ყოვლითურთ განშორებული იყო დედა ღვთისა.

QUOTE(Believer @ Apr 8 2010, 05:00 PM) *

კანონისტი
თუ მას ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა, ესეიგი იყო ბუნებით ცოდვილი?

თუ ცოდვილი იყო ბუნებით, ხომ არ არის გამორიცხული ჰქონოდა პირადი ცოდვები?




ვეთანხმები კანონისტს- გამოთქმა ,,ბუნებით ცოდილი" შეიცავს საფრთხეს, რომ მოვიაზროთ ყოვლადწმინდა პირადი ცოდვნის მქონედ, რაც მკრეხელობაა და სიშლეგე.

პოსტის ავტორი: death თარიღი: Apr 11 2010, 05:27 PM

როგორც ყოველთვის ამ საკითხზეც საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს წმ. თომა აქვინელი smile.gif რომელიც მიიჩნევს რომ წმ. მარიამს არ ჰქონდა პიროვნული ცოდვები, მაგრამ ის არ იყო თავისუფალი პირველქმნილი ცოდვისგან - ის არ ცხონდა ქრისტეს გამომხსნელი ქმედების გარეშე.

ვინც ინგლისური იცის შეუძლია წაიკითხოს ეს ადგილები:

....The Church celebrates the feast of our Lady's Nativity. Now the Church does not celebrate feasts except of those who are holy. Therefore even in her birth the Blessed Virgin was holy. Therefore she was sanctified in the womb.

.... Nothing is handed down in the canonical Scriptures concerning the sanctification of the Blessed Mary as to her being sanctified in the womb; indeed, they do not even mention her birth. But as Augustine, in his tractate on the Assumption of the Virgin, argues with reason, since her body was assumed into heaven, and yet Scripture does not relate this; so it may be reasonably argued that she was sanctified in the womb. For it is reasonable to believe that she, who brought forth "the Only-Begotten of the Father full of grace and truth," received greater privileges of grace than all others: hence we read (Luke 1:28) that the angel addressed her in the words: "Hail full of grace!"

Moreover, it is to be observed that it was granted, by way of privilege, to others, to be sanctified in the womb; for instance, to Jeremias, to whom it was said (Jeremiah 1:5): "Before thou camest forth out of the womb, I sanctified thee"; and again, to John the Baptist, of whom it is written (Luke 1:15): "He shall be filled with the Holy Ghost even from his mother's womb." It is therefore with reason that we believe theBlessed Virgin to have been sanctified before her birth from the womb.

.... Even in the Blessed Virgin, first was that which is natural, and afterwards that which is spiritual: for she was first conceived in the flesh, and afterwards sanctified in the spirit.

.... Augustine speaks according to the common law, by reason of which no one is regenerated by the sacraments, save those who are previously born. But God did not so limit His power to the law of the sacraments, but that He can bestow His grace, by special privilege, on some before they are born from the womb.

.... The Blessed Virgin was sanctified in the womb from original sin, as to the personal stain; but she was not freed from the guilt to which the whole nature is subject, so as to enter into Paradise otherwise than through the Sacrifice of Christ; the same also is to be said of the Holy Fathers who lived before Christ.

.... Original sin is transmitted through the origin, inasmuch as through the origin the human nature is transmitted, and original sin, properly speaking, affects the nature. And this takes place when the off-spring conceived is animated. Wherefore nothing hinders the offspring conceived from being sanctified after animation: for after this it remains in the mother's womb not for the purpose of receiving human nature, but for a certain perfecting of that which it has already received....

.... Augustine says (De Nat. et Grat. xxxvi): "In the matter of sin, it is my wish to exclude absolutely all questions concerning the holy Virgin Mary, on account of the honor due to Christ. For since she conceived and brought forth Him who most certainly was guilty of no sin, we know that an abundance of grace was given her that she might be in every way the conqueror of sin."

.... God so prepares and endows those, whom He chooses for some particular office, that they are rendered capable of fulfilling it, according to 2 Corinthians 3:6: "(Who) hath made us fit ministers of the New Testament." Now the Blessed Virgin was chosen by God to be His Mother. Therefore there can be no doubt that God, by His grace, made her worthy of that office, according to the words spoken to her by the angel (Luke 1:30-31): "Thou hast found grace with God: behold thou shalt conceive," etc. But she would not have been worthy to be the Mother of God, if she had ever sinned. First, because the honor of the parents reflects on the child, according to Proverbs 17:6: "The glory of children are their fathers": and consequently, on the other hand, the Mother's shame would have reflected on her Son. Secondly, because of the singular affinity between her and Christ, who took flesh from her: and it is written (2 Corinthians 6:15): "What concord hath Christ with Belial?" Thirdly, because of the singular manner in which the Son of God, who is the "Divine Wisdom" (1 Corinthians 1:24) dwelt in her, not only in her soul but in her womb. And it is written (Wisdom 1:4): "Wisdom will not enter into a malicious soul, nor dwell in a body subject to sins."

http://www.newadvent.org/summa/4027.htm

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 11 2010, 08:26 PM

agmsarebeli

ციტატა
მაცხოვარმა თუკი მიიღო ადამიანური, დაცემული ბუნება


რა მიიღო კაცო, რას სწერ? biggrin.gif


ციტატა
ყოვლადწმინდას გააჩნდა ჩვენებრი, დაცემული ბუნება, თუმცა მას ცოდვა არ შეხებია აღძრვითაც კი. ანუ ის რაც ჩვენში ცოდვილ ზრახვებს აძრავს ამისგან ყოვლითურთ განშორებული იყო დედა ღვთისა.


თუ ღვთისმშობელს ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა და ბუნებით იყო ცოდვებისკენ მიდრეკილი, როგორ მოხდა რომ ის სიცოცხლის ბოლომდე უცოდველი დარჩა? ფსალმუნში სწერია „რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Apr 11 2010, 09:34 PM

QUOTE(Believer @ Apr 11 2010, 07:26 PM) *

agmsarebeli
რა მიიღო კაცო, რას სწერ? biggrin.gif

თუ ღვთისმშობელს ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა და ბუნებით იყო ცოდვებისკენ მიდრეკილი, როგორ მოხდა რომ ის სიცოცხლის ბოლომდე უცოდველი დარჩა? ფსალმუნში სწერია „რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“

რას ვწერ და ეკლესიის სწავლებას. მიიღო დაცემული და აღადგინა უხრწნელებაში.

პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ბუნება ჰქონდა დედაღთისასა. მისი უცოდველობის გარანტი გახდა სულიწმინდსი მადლი, თუმცა ჩვენებრი ბუნება შენარჩუნებული ჰქონდა მაცხოვრის შობის შემდეგაც.

სანამ აღდგომა და ამაღლება არ მოხდა ადამაინურ ბუნებას არ დაბრუნებია პირვანდელი უხრწნელება. თუმცა კი ნაუწყებია, რომ ადამის ბუნება განახლდა იორდანის წყლებში, როცა იქ მაცხოვარი ინათლება, მაგრამ ამ ნათლისღებას ვერ განვიხილავთ აჯვარცმის, აღდგომის და ამაღლების გარეშე. ესაა მთლიანი, ერთიანი ჯაჭვი. ასე, რომ დედაღვთისა, ისევე როგორც მაცხოვარი ატარებდა დაცემულ ბუნებას ყოველგვარი ცოდვითი მიდრეკილების გარეშე. თუკი ღVთისმშობლის უცოდველობის გარანტი სულიწმინდის მადლი იყო, მაცხოვრის ბუნების ,,უცოდველობის" გარანტი ძე ღვთისას ჰიპოსტასი იყო. აი ანგელოზების მაგალითზე აიღე: ისინი, როგორც ქმნილებადნი ცვალებადობას ექვემდებარებიან, მაგრამ მათი ნება არასოდეს აირჩევს ბოროტს, განა იმიტომ რომ ბუნება მათი უცვლელია, რამედ იმიტომ რომ მადლში ჰგიებენ და იცინან გამოცდილებით რაც დაემართა სატანას.

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Apr 12 2010, 02:01 AM

agmsarebeli

ციტატა
რას ვწერ და ეკლესიის სწავლებას. მიიღო დაცემული


დადე აბა ეკლესიის სწავლება, სად სწერია იესოს დაცემული (ანუ ცოდვილი) ბუნება ჰქონდაო blink.gif

ციტატა
ისევე როგორც მაცხოვარი ატარებდა დაცემულ ბუნებას ყოველგვარი ცოდვითი მიდრეკილების გარეშე.


ეს სად წაიკითხე?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 12 2010, 02:48 AM

ვახ, სიკვდილამ რომ პოსტი დადო, იმას მაუსი/თვალი ავარიდეთ? biggrin.gif

აჰა თემას მივაგენ, სათქვენოა

როგორი ბუნება მიიღო ქრისტემო, ამაზეა განხილვა ბოლო გვერდებზე smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=5102&st=80


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 12 2010, 03:03 AM

Глава VIII. Догматические отступления Рима
в) Непорочное зачатие Пресвятой Девы Марии
Учение о первородном грехе, сказавшемся в отнятии у прародителей и всего человечества "сверхъестественного дара благодати", привело к догмату о "непорочном зачатии Девы Марии". Этот догмат был провозглашен во второй половине XIX века.

Римо-католики учат: чтобы быть достойной стать Матерью Христа Спасителя, Пресвятая Дева Мария, в виде исключения – "привилегии" – была освобождена, при зачатии Своем, от первородного греха: получила сверхъестественный дар благодати, дар "первобытной праведности", и была тем уподоблена Еве до ее грехопадения. Официальное римо-католическое учение о догмате непорочного зачатия гласит так: "Учение, которое содержит, что Преблагословенная Дева Мария от первого момента Своего зачатия по особой благодати и преимуществу от Всемогущего Бога, ввиду заслуг Иисуса Христа, Искупителя человеческого рода, была сохранена от всякого пятна первородного греха, – есть учение, открытое Богом, и потому должно быть твердо и решительно исповедуемо всеми верными". "Пресвятая Дева, – пишет римо-католический священник С. Тышкевич в своем "Пространном катехизисе", – была предохранена от осквернения первородным грехом... в мгновение сотворения Ее души и соединения ее с зачатой плотью. Творец не допустил, чтобы Пренепорочная хотя бы только в период Ее утробной жизни пребыла лишенной благодати и как бы под властью греха" (с. 52). "Мария была сохранена от всякого пятна первородного греха с первого момента Ее одушевления, и освящающая благодать была дана Ей ранее, чем грех мог произвести какое-либо действие на Ее душу...сущность первородного греха была исключена, она никогда не была в ее душе. Одновременно с изъятием от греха состояние первородной святости, невинности и праведности... было возложено на нее, каковым даром каждое пятно и порок, все поврежденные душевные искривления, страсти и немощи, по существу принадлежащие первородному греху, были исключены", – говорит римо-католический богослов Улларторн.

"Творец не допустил, чтобы Пренепорочная хотя бы только в период Ее утробной жизни пребыла лишенной благодати"... Странно звучат слова этого нового учения. Разве лишил Господь ищущих Его и к Нему в Ветхозаветном периоде стремившихся благодати Своей? Да, первородный грех повредил, искривил человеческую природу, сделав ее неспособной к выполнению Божьего замысла о человеке, однако и после этой испорченности грехом в природе человеческой оставалось нечто доброе, что дало возможность покаяния Адаму и Еве, вследствие чего были возможны и в Ветхом завете примеры великой Святости и, наконец, явление Пресвятой Девы. Да и пророки и ветхозаветный царственный Псалмопевец свидетельствуют, что после грехопадения не лишил Господь человечество Своих даров благодатных. "Духа Твоего Святаго не отыми от мене", "Духом Владычним утверди мя", "от чрева матере моея Ты еси мой покровитель", – слышим мы из уст ветхозаветных мужей, и, наряду с зачатием Пресвятой Девы, чтит Церковь и зачатие Иоанна Предтечи.

Будучи всецело, душою и телом, дщерью Адама, оставаясь причастной первородному греху – ибо он неотделим от ветхозаветной природы человеческой – Дева Мария сделала первородный грех в Себе лично бесплодным, чем посрамила дьявола.

Возможность оснований для догмата непорочного зачатия отвергается и словами Апостола Павла: "Единым человеком грех в мир вниде и грехом смерть, тако смерть во вся человеки вниде, в нем бо вси согрешиша" (Рим. V, 12). Не имеет оснований этот догмат и в тех местах Священного Писания, на которые ссылаются римо-католики. Да и цитированный нами римо-католический богослов Улларторн "признает недостаточность ссылок на Священное Писание и в заключение своего толкования этого догмата откровенно заявляет, что из Священного Писания нельзя вывести этот догмат", и не этим ли объясняется, что в официальное определение этого догмата папа Пий IX не включил никаких ссылок на Священное Писание.

Для обоснования догмата непорочного зачатия приводят обычно следующие места Священного Писания: "Вражду положу между тобою и между женою, и между семенем твоим и между семенем ее; оно будет поражать тебя в голову, а ты будешь жалить его в пяту". Это слова Творца, сказанные Им змию-искусителю. В слове "женою" римо-католики видят Пречистую Деву. Они говорят: "Нельзя допустить, чтобы Та, через Которую должна быть сокрушена глава змия, Сама подверглась тлетворному уязвлению его, будучи причастна первородному греху". Но это место Священного Писания с самых древнейших времен, начиная с учителей церковных первых веков, Церковь никак не относила к Пресвятой Деве Марии, разумея под "женой" Еву, ибо говорит здесь Творец "о вражде" не как об однократном действии, а как о длительном историческом процессе борьбы между потомством Евы и семенем Сатаны (змия).

"Радуйся, Благодатная, Господь с Тобою, благословенна Ты в женах". Нельзя допустить, говорят римо-католики, что ангел приветствовал словом "Благодатная" ту, которая причастна первородному Греху. Римо-католики не замечают, как, стараясь возвысить Пречистую, они умаляют Ее достоинство и заслуги. Действительно, что выше, в смысле нравственном и религиозном: достижение непорочности Девы в результате Ее личного подвига жизни в Боге, в результате совместного действия Ее свободной воли и Божией благодати, – или же получение Пресвятой Девой непорочности в результате механического действия на Нее "сверхъестественных даров благодати"?

"Обрела еси благодать у Бога", – сказал Архангел Пречистой. Обрела подвигом чистой и непорочной жизни. "Обрела" – что значит это слово? Это значит: приобрела, достигла, заслужила. А наитие Святого Духа ("Дух Святый найде на Тя") совершенно освятило недра Девы Марии для воплощения Бога Слова.

За догматом о непорочном зачатии последовало провозглашение в 1950 году догмата о воскресении и вознесении Девы Марии, и этот новый догмат явился логическим выводом из догмата о непорочном зачатии, ибо, если Матерь Божия была изъята из общего закона первородного греха, то Ей, естественно, даны и дары сверхъестественные – праведность и бессмертие, и Она, подобно прародителям до грехопадения, не должна была подлежать закону телесной смерти.

====

В службе на праздник действительно встречаются эти слова: «Поём святое Твоё Рождество, чтим и не­ порочное зачатие Твоё, Невесто Богозванная и Дево, славят же с нами ангелов чини, и святьгх души» (4-й тро­ парь 6-й песий 2-го канона). Но, во-первых, эти слова можно относить к рождению и зачатию Ею («Твое» — вместо «от Тебя») Сына Божия. Это очень часто упо­требляется: например, «Рождество Твоё нетленно явися: Бог из боку Твоею пройде…» и т. д. (ирмос 9-й песни канона Преображению).

Но если и говорится здесь о Рождении Ее Самой, то Церковь в своих песнопениях нередко говорит многое «гимнологически», то есть с целью славословия. И тог­да она употребляет выражения в превосходной степени, усиливает мысли, подчеркивает до предела. Например, все мы знаем кондак: «Не имамы иныя помощи, не имамы иныя надежды, разве Тебе, Владычице…» Но кто же не знает, что мы надеемся и на святителя Ни­колая, и на преподобного Серафима, и других святых; а еще более — на милость и благодать Самого Бога Спасителя?! Но так как ныне прославляется Богоро­дица, то Ей и приписываются славословия в высшей степени.

Мысль же этих слов та, что родители зачали Ее уже в бесстрастной старости, что они оба были праведны, целомудренны, что зачатие было даром особой благода­ти Божией, — и т. п.; то есть свято, как говорится… И Кир Андрей, пиша эти слова, не помышлял, конечно, что им у католиков будет придан смысл не «гимнологичес­кий» (хвалебно-славословительный), а точно-догмати­ческий. Родилась же Она, как и все.

А о «святом» зачатии можно говорить и про Иоан­на Крестителя, и про многих иных «вымоленных» свя­тых. Да и нет охоты касаться этого вопроса: к Пречис­той Богородице нужно подходить со страхом… А иное лучше благоговейно пройти святым молчанием.

Зачата Она была по дару Божию, но естественно. А следовательно, и «первородный» корень греха был пе­редан Ей. Но благодатию Божиею и Своим подвигом Она преодолела все искушения его. И в этом — Ее слава, сила и величие. Однако потребовалось особое очищение от сего «корня» Духом Святым, которое и совершилось в момент зачатия Ею Сына Божия или пред сим моментом.

Из русских богословов епископ Игнатий (Брянчанинов) говорит, что и для Нее Сын Божий был Спаси­телем, как Она Сама воспевает в песне Своей:...и возрадовася дух Мой о Возе Спасе Моем… [Лк. 1, 47].

Но православное сознание смиренно не любит ка­саться этого вопроса, благоговея пред Честнейшей херу­вимов и Славнейшей серафимов. Умолчу и я, недостой­ный, касаться «одушевленному Божию Кивоту» (задостойник Благовещения).

Печатается по изданию: Митрополит Вениамин (Федченков). От Рождества Богородицы до Сретения. М., 2008.


http://www.pravmir.ru/neporochnoe-zachatie-bogorodicy/


http://www.pravmir.ru

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Apr 16 2010, 01:20 AM

QUOTE(Believer @ Apr 12 2010, 01:01 AM) *

agmsarebeli
დადე აბა ეკლესიის სწავლება, სად სწერია იესოს დაცემული (ანუ ცოდვილი) ბუნება ჰქონდაო blink.gif
ეს სად წაიკითხე?



ბევრი არ მიწვალია ამის წსაკითხად, წმინდა იოანე დამასკელი: ,,გარდამოცემის" შესაბამისი თავი ნახე.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Apr 16 2010, 09:08 AM

agmsarebeli

ციტატა
ბევრი არ მიწვალია ამის წსაკითხად, წმინდა იოანე დამასკელი: ,,გარდამოცემის" შესაბამისი თავი ნახე.

ციტირება გააკეთეთ, თუ შეიძლება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2014, 10:22 PM

ღვთისმშობლის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
29/08/2014
ავტორი: Orthodox Theology
gvtismshobeliავტორი: თემურ ბუაძე
ღვთისმეტყველების დოქტორი

არაერთი წმინდა მამა და ცნობილი საეკლესიო ავტორი ასწავლის, რომ იესოს ლოცვა – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ლაკონურად, ერთი წინადადებით გადმოსცემს სახარებისეული გამოცხადების უმთავრეს ჭეშმარიტებას. ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილი – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო“, აცხადებს, რომ ადამიანური სახელის და ბუნების მქონე კაცი – იესო – არის „ქრისტე“, ანუ ღვთივცხებული მესია, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა პირით აღუთქვა ღმერთმა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას; იგი არის ასევე „ღვთის ძე“, ანუ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ღმერთკაცობრივი პიროვნება. უფალი იესო ქრისტე ცხებულია თავისი ადამიანური ბუნებით, ღვთაებრივი ბუნებით კი იგი მაცხოვარია, რომელსაც ცოდვილთა შეწყალება ხელეწიფება.

მართლმადიდებლური სულიერი პრაქტიკა მეორე „მოკლე ლოცვასაც“ იცნობს – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების დროიდან მიეცა მოციქულებს. ამ ლოცვის გავრცელებულობაზე კარგად მეტყველებს ერთი ფაქტი, რომელიც წმინდა სერაფიმე საროველს უკავშირდება: წმინდა მამა სულიერ შვილებსა და მასთან მისულ მომლოცველებს ურჩევდა, დღის პირველ ნახევარში იესოს ლოცვას მისცემოდნენ, მეორეში კი – ღვთისმშობლისას. ეს უკანასკნელი, იესოს ლოცვის მსგავსად, ერთი წინადადებით გამოხატავს კაცობრიობის გამოხსნის ღვთაებრივ განგებულებას, ღვთისმშობლის თაყვანისცემის საეკლესიო გადმოცემას (პრაქტიკას) და ადამიანის განღმრთობასთან დაკავშირებულ მართლმადიდებლურ სწავლებას.

ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილის – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“ – სრულყოფილი გაგება მხოლოდ ქრისტოლოგიურ კონტექსტშია შესაძლებელი; მისი მეორე, მავედრებელი ნაწილი კი – „გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოვლადწმინდა ქალწულის ადამიანური ბუნების სრულყოფილ მადლისმიერ განღმრთობას მიანიშნებს, რომელიც მას ყველა ქმნილებაზე, თვით ზეციურ ანგელოზებზეც მაღლა აყენებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განღმრთობა საწინდარია იმ მდგომარეობისა, რომელსაც ღვთაებრივი განგებულებით გამოხსნილი კაცობრიობა მიაღწევს პარუსიის შემდეგ. ზემოთქმული კარგად მიანიშნებს, რამდენად პირველხარისხოვან როლს ასრულებს ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატიკისა და საკრამენტალური ცხოვრების არსში ჩასაწვდომად.

ღვთისმშობლის მოკლე ლოცვის საღვთისმეტყველო ანალიზი თავად ტერმინ „ღვთისმშობლით“ (Theotokos) დავიწყოთ; მას მოწინააღმდეგეები ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გამოუჩნდნენ; მათი ლიდერი, ნესტორი, თავისი აზრით, რიტორიკულ კითხვას სვამდა: „როგორ შეეძლო თოთხმეტი წლის ქალწულს ეშვა მარადიული, ბუნებით დროსა და სივრცეში შემოუსაზღვრელი ღმერთი?“. წმინდა კირილე ალექსანდრიელმა მას უპასუხა, რომ ქალწულმა მარიამმა შეუქმნელი ღვთაებრივი ბუნება კი არ შვა, არამედ ყოვლადწმინდა სამების განკაცებული მეორე ჰიპოსტასი (პირი); ღვთის სიტყვა იშვა დროში არა ღვთაებრივი, არამედ ადამიანური ბუნებით, რომელიც ქალწული მარიამისაგან შეიძინა; და რაკი ადამიანური ბუნება სამების მეორე ჰიპოსტასის საკუთარი ბუნება გახდა, ჩვენ დაუბრკოლებლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თავად ღმერთი, ანუ მისი პიროვნება, იშვა ქალწულისაგან. ამიტომაცაა, რომ მას ეკლესია „ღვთისმშობლის“ პატივით განადიდებს. ამის საილუსტრაციოდ, ნეტარ ავგუსტინეს ასეთი მაგალითი მოჰყავს: ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვიღაც ფილოსოფოსი მოკლეს და მიწაში დაფლეს“, თუმცა ადამიანებს არ ძალუძთ სულის (რომლის გონიერი ნაწილით ეს ფილოსოფოსი ფილოსოფოსობდა) არც მოკვლა და არც მისი მიწაში დამარხვა. მიუხედავად ამისა, მაინც გამართლებულია ამ წინადადების გამოყენება, რადგან სასიკვდილოდ დაჭრილი და მიწაში დაფლული სხეული ფილოსოფოსის პიროვნებას ეკუთვნოდა. ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანის შობასთან დაკავშირებითაც; ფეხმძიმე ქალის წიაღში ვითარდება და შემდეგ პირდაპირი გაგებით იშვება ახალშობილის სხეული და არა პიროვნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვამბობთ, რომ დედამ შვა სულიერი არსება, ადამიანი, რადგან, ახალშობილის სხეული მისი პიროვნული საკუთრებაა.

ამავე ლოგიკას ვხედავთ ხატთაყვანისცემის პრაქტიკაშიც: უფლის ხატს არ შეუძლია, გამოხატოს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, რადგან იგი მიუწვდომელი და გამოუხატავია; მას არ შეუძლია მისი ადამიანური ბუნების გამოხატვაც, რადგან ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება განუცალკევებელია (ქალკედონის საეკლესიო დოგმატის მიხედვით); და ბოლოს, ხატს არც იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივი ბუნების გამოსახვა შეუძლია, რადგან ამის მტკიცება მონოფიზიტური ერესის აღიარება გამოვიდოდა. უფლის ხატი გამოხატავს არა რომელიმე ბუნებას, არამედ ადამიანური ბუნების საშუალებით მიანიშნებს იესო ქრისტეს ღვთაებრივ პიროვნებას. აქ კარგად იკვეთება ღვთისმშობლის და ხატთა თაყვანისცემის ღრმა ლოგიკური კავშირი ქრისტოლოგიასთან: ღვთისმშობელი სამების მეორე ჰიპოსტასს შობს ადამიანური ბუნებით, ხატი კი – მას გამოხატავს.

წმინდა კირილე ალექსანდრიელისავე ლოგიკას ეფუძნება ასევე ე.წ. „პერიხორესის“ პრაქტიკაც, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: რაკი იესო ქრისტეს პიროვნება და სამების მეორე ჰიპოსტასი ერთი და იგივეა, ანუ უფლის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება ერთ ჰიპოსტასშია გაერთიანებული, ჩვენ შეგვიძლია, ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას მივაწეროთ ადამიანური თვისებები და პირიქით; ამას ემყარება წმინდა წერილის, ერთი შეხედვით, თითქოსდა „გაუმართლებელი“ ფრაზა (ყოველ შემთხვევაში ნესტორიანული თვალსაზრისით): „უფალი დიდებისა ჯვარს ეცვა“ ან „ღმერთმა თავის სისხლზე დააფუძნა ეკლესია“. ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ ტერმინი `ღვთისმშობელი“ ქალკედონის ქრისტოლოგიური დოგმატის არსის და მასზე დაფუძნებული საკრამენტალური ცხოვრების უაღრესად ლაკონური გამოხატულებაა.

ახლა სიტყვა „ყოვლადწმინდას“ შევეხოთ. რაკი ჩვენ ქალწულ მარიამს ყოვლადწმინდას ვუწოდებთ, ამით ვაღიარებთ, რომ იგი თავისუფალია ყოველგვარი პიროვნული ცოდვისაგან, თუმცა ჩვენსავით ცოდვილი ბუნების მატარებელია.[1] ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რითაც მართლმადიდებლური და კათოლიკური სწავლებები ერთმანეთისაგან განსხვავდება. კათოლიკური ეკლესიის მიხედვით, ყველა ადამიანი ადამში იმეორებს მის პირველყოფილ ცოდვას. აქ ეს ცოდვა იურიდიული ასპექტით განიხილება. კათოლიკები ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივად შობილ ადამიანთაგან ვერავინ შეძლებდა ადამისეული პირველყოფილი ცოდვის თავიდან აცილებას. ქალწულ მარიამის პირველყოფილი ცოდვისაგან თავისუფლების დასასაბუთებლად ისინი იძულებული გახდნენ, ღვთისმშობლის ე.წ. „უმანკო ჩასახვის“ დოგმატი შემოეღოთ მეცხრამეტე საუკუნეში. ამ დოგმატის თანახმად, ქალწული მარიამიც უმანკოდ ჩაისახა თავისი დედის წიაღში; მას ეს „პრივილეგია“ წინასწარ ებოძა თავისი ძის მომავალ დამსახურებათა საფუძველზე.

მართლმადიდებლური ტრადიცია, პირველყოფილ ცოდვაში[2] ორ ასპექტს გამოჰყოფს: პირველია მისი „იურიდიული“ ასპექტი – ადამმა პიროვნულად, საკუთარი ნებით გადაწყვიტა ცოდვის ჩადენა და მეორე „ბუნებითი“ – ამ ცოდვას, თუ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ტერმინს გამოვიყენებთ, ადამის ბუნების გახრწნა, ანუ მისი ვნებებისა და სიკვდილისადმი დაქვემდებარება მოჰყვა. ადამის შთამომავლები მემკვიდრეობით ბუნების ცოდვილიანობას, ხრწნილებას იღებენ და არა იურიდიულ ცოდვას. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია, ადამიანი დაცემულ ბუნებას ატარებდეს, მაგრამ პიროვნული ცოდვა არ ჰქონდეს. ასეთები არიან, მაგალითად, ახალდაბადებული ჩვილები; ისინი დაცემულ ბუნებას ფლობენ (ამიტომაა აუცილებელი მათი ნათლობა), თუმცა, უძლურების გამო, პიროვნული ცოდვის ჩადენა არ შეუძლიათ. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ერთადერთი ზრდასრული ადამიანი იყო (მამაკაცისა და დედაკაცისაგან შობილი), რომელსაც პიროვნული ცოდვა არ გააჩნდა. ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებულმა, განგებულებითმა მფარველობამ ისე განამტკიცა და განწმინდა ქალწული მარიამი, რომ მასში არსებულ დაცემულ ბუნებას პიროვნული გამოხატულების საშუალება არ მიეცა. ეს გარემოება ვლადიმირ ლოსკის საშუალებას აძლევს, ზემოხსენებულ ნაშრომში, დიდი სიფრთხილით მიუთითოს საეკლესიო გადმოცემაზე, რომელიც „მიძინებისას“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცაში ხორციელ ამაღლებას უკავშირდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცაში ხორციელი ამაღლება ერთ-ერთი საფუძველია მისი სერაფიმებსა და ქერუბიმებზე აღმატებულობისა. წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანური ჰიპოსტასი, ანგელოზებისაგან განსხვავებით, შედგენილია, რადგან იგი ორი – სულიერი და ხორციელი – ბუნებისაგან შედგება. რაკი ადამიანური ჰიპოსტასი შედგენილია, მას, ანგელოზებისაგან განსხვავებით, შემოქმედებითი ცხოვრების უნარი აქვს. სულიერი თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი ჩვენში ბუნებრივად არსებული განსხვავებული იმპულსების თავისუფალ მართვას, მათ იერარქიული თვალსაზრისით დაქვემდებარებას მოითხოვს. თუ წმინდა გრიგოლ პალამას ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ადამიანის პიროვნება მოწოდებულია, მართოს თავისი სულიერი და ხორციელი ბუნების ენერგიები. აქ ბერძნული სიტყვა „ენერგია“ მოქმედების მნიშვნელობით არის გამოყენებული. არისტოტელეს მიხედვით, რომელსაც ქრისტიანული ღვთისმეტყველებაც იზიარებს, ყოველ ბუნებას თავისი სპეციფიური მოქმედება, ანუ ენერგია, გააჩნია. ამით განსხვავდება ერთი ბუნება მეორისაგან. ცხადია, რომ თავისი მოქმედება, ანუ ენერგია, გააჩნია ღვთაებრივ ბუნებასაც. რაკი ღვთაებრივი ბუნება შეუქმნელია, შეუქმნელი ანუ მარადიულია მისი ენერგიებიც. ამის გამო წმინდა გრიგოლ პალამა ღვთაებრივ ენერგიებს თავად ღმერთსაც უწოდებს. წმინდა მამის მიხედვით, ადამიანის განღმრთობა, მის მიერ ღვთაებრივი ენერგიების, ძალის, ფლობასაც გულისხმობს. რაკი ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ ენერგიებს, ანუ თავად ღმერთს, ეზიარება მადლისმიერად, იგი მადლისმიერი ღმერთი ხდება. სწორედ ამ მდგომარეობას მიაღწია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. იგი მადლისმიერი, ღვთაებრივი ძალმოსილებითა და ავტორიტეტით ზრუნავს და მფარველობს კაცობრიობის მოდგმას და მთელ სამყაროს. ამიტომაც ვევედრებით მას ჩვენს ცხონებას. უფლის განგებულებით, ყველა ადამიანი ასეთი მდგომარეობის მიღწევისთვისაა მოწოდებული. განა ამას არ ნიშნავს უფლის მამის მარჯვენით ჯდომა? მამის მარჯვენით დაჯდომით იესო ქრისტემ ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივი ძალაუფლების, ღვთაებრივი ენერგიების ფლობის შესაძლებლობა მისცა. ასეთ მდგომარეობას გამოხსნილები დაიმკვიდრებენ პარუსიის შემდეგ, როდესაც გადარჩენილთა სულები ახალი, სულიერი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესმიერი სხეულით შეიმოსებიან.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო მთავარი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თაყვანისცემის საეკლესიო ტრადიცია მართლმადიდებლური დოგმატიკის, საკრამენტალური ცხოვრებისა და ჩვენი ესქატოლოგიური მოლოდინის საუკეთესო გამოხატულებაა.

[1] ამასთან დაკავშირებით, იხილეთ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის – ვლადიმირ ლოსკის სტატია – „Всесвятая“.

[2] ეს ტერმინი პირველად ნეტარ ავგუსტინესთან გვხვდება. მან კარგად არ იცოდა ბერძნული ენა და პირველყოფილი ცოდვილიანობა შეცდომით პირველყოფილ ცოდვად თარგმნა.

http://www.orthodoxtheology.ge/theotokos/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2014, 04:21 PM

"მერმე კუალად მიუგო მარიამ ანგელოზსა მას და ჰრქუა:

ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი ქუეყანისაი ცნობად არა მნებავს?

რამეთუ ზეცისასა მას სიძესა თავი თვისი განუკუთნე; ქალწულად მნებავს დადგრომად და პატივი ქალწულებისაი არა მნებავს განცემად".

/წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის ქადაგებიდან/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2014, 09:49 PM

"უბიწოო, უცდომელო, უხრწნელო, ყოვლადწმინდაო ქალწულო, სძალო უფლისაო..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2015, 08:39 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2015, 09:09 PM

"სიყვარულმა ის ზეციური მამის ასულად აქცია, სისპეტაკემ - სულიწმინდის სასძლოდ, თვინიერებამ - დედად ღვთის ძისა"

/არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Apr 7 2015, 02:33 PM

Believer

ციტატა
რა მიიღო კაცო, რას სწერ?

სიმართლეს წერს, ცოდვით დაცემული ადამის ბუნება მიიღო უფალმა და არა პირველცოდვის არ მქონე ადამის მსგავსი. ანუ ხრწნად და მოკვდავ სხეულში განკაცდა და სხვათაშორის ვნებების მქონე, ცოდვისაკენ მიდრეკილ ხორცში.

ამ იმედით მოახდინა სწორედ მისი გამოცდა სატანამ.

https://www.youtube.com/watch?v=Kv45xgAbhC4

რაც შეეხება ღვთისმშობელს ის უბიწოდ არ ჩასახულა, ჩაისახა ჩვეულებრივი ტრადიციული სექსის შედეგად, ხოლო რომაულ პაპისტური ერესი რომ ახალ ველოსიპედს იგონებს ესეც ცხადია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 04:03 PM

"ხშირად, დასავლეთში, პოეტები ქალწულ მარიამს ხოტბას ასხამდნენ, როგორც მშვენიერ ქალბატონს, ხოლო რაინდები მას თავიანთი გულის დედოფალს უწოდებდნენ, რაც მართლმადიდებლობისთვის ჟღერს როგორც საშინელი მკრეხელობა და აბუჩად აგდება წმინდანისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 07:17 PM

"ღვთისმშობელი ძალზე ჰგავს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატს, მე ის ბევრჯერ მინახავსო, - ამბობდა მამა პაისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 05:28 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კათოლიკურ ეკლესიაში "ეკლესიის დედად" იხსენიება. ისევე როგორც "მეოხს", "ეკლესიის დედასაც" კათოლიკური ეკლესიისთვის საღვთისმეტყველო მნიშვნელობა აქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 09:49 PM

"მართლამდიდებელი ეკლესია დედა ღვთისას მიიჩნევს კაცთაგან (ანუ ადამიანთაგან) ყველაზე აღმატებულად და წმინდად, იგია მეოხი ჩვენთვის თავისი ძის წინაშე. თუმცა იგი ხორციელად, ბუნებრივი წესით იშვა თავისი მშობლებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის ორი ქრისტე, ორი მხსნელი, ვინაიდან თუკი მარიამი უკვე იყო უბიწოდ, მამისაგან შობილი, იგი გამოდის უკვე იყო აღთქმული მესია, მაშ, რიღასთვის გახდა მაცხოვრის განკაცება საჭირო? თუკი სიტყვა უკვე განკაცდა ღვთისმშობლის სახით (უბიწოდ ჩასახვის მეშვეობით)".

/დიაკონი გიორგი ბერაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:04 PM

"1854 წელს მიიღეს ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის დოგმატი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:53 PM

"ამ წმინდა უდაბნოში მამა პაისის [ათონელი] სხვა ზებუნებრივი შემთხვევებიც განუცდია: მას ნება მიეცა, ჩასწვდომოდა, თუ როგორი ღვთისმოშიში და უმწიკვლო კავშირი ჰქონდათ წმინდა იოაკიმესა და ანას, წმინდა ცოლ-ქმარს, რომელთაგანაც ჩაისახა და იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

მამა პაისის ღვთისგან ეუწყა, რომ "წმინდა იოაკიმე და ანა სრულყოფილი სულიერი ადამიანები იყვნენ, ერისკაცულ ბრძნობას მოშორებულნი. ასეთი უვნებო წყვილი არასოდეს ყოფილა. თავიდან ცალ-ცალკე ევედრებოდნენ ღმერთს, მათთვის შვილი ეჩუქებინა, მერე კი შეერთდნენ, ვითარცა ქმარი და ცოლი, არა ხორცის სურვილით, არამედ ღვთის მოშიშებით.

რამდენადაც ღვთისმშობლის ჩასახვა სიტკბოების (სიამოვნების) გარეშე მოხდა, ამიტომაც იგი იყო ყოვლადწმინდა. რა თქმა უნდა, არ იყო თავისუფალი პირველყოფილი ცოდვისგან, როგორც ამას პაპისტები ფიქრობენ, ვინაიდან ის ბუნებრივი სახით ჩაისახა, მაგრამ მისი ჩასახვა მოხდა სრულიად უვნებლად, როგორც ღმერთს სურდა, რომ ადამიანები შობილიყვნენ".

ერთხელ, საუბრისას მამა პაისი კვლავ შეეხო ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავდა მის მნიშვნელობას. მიხვდა, თანამოსაუბრეს მისი სიტყვებისა არ სჯეროდა. წამოდგა და მტკიცედ წარმოთქვა, - მე განვიცადე ეს ამბავიო. ამით ნათლად უთხრა, რომ ის, რასაც ამბობდა, მისი საკუთარი კეთილმოკრძალებული ფიქრები კი არ იყო, არამედ საღმრთო გამოცხადება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2019, 07:00 PM

"კათოლიკეებს თავიანთ სწავლებაში აქვთ ცდომილება ღვთისმშობლის მუცლადღებასა და შობასთან დაკავშირებით, ისინი თვლიან, რომ წმინდა მარიამიც უბიწოდ ჩაისახა, როგორც მაცხოვარი. წმინდა ქალწული მარიამი ჩაისახა და იშვა ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი. ის იშვა ჩვეულებრივად ადამის ცოდვაში, როგორც ყველა.

არა მარტო მაცხოვრის შობამდე და კაცობრიობის გამოხსნამდე, მაცხოვრის შობის შემდეგაც ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში იშვება, რომლისგან განწმენდაც მხოლოდ ნათლისღებითაა შესაძლებელი. შემდგომში ღვთისმშობელიც და მოციქულებიც ადამისეული ცოდვისგან ჩვეულებრივ ნათლისღებით განიწმინდნენ.

ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრებ გარდაცვლილ მართალთა განწმენდაც ნათლისღებით მოხდა. როდესაც მაცხოვარმა ნათელიღო იორდანეში, მასში ნათელიღო მთელმა კაცობრიობამ და ყველა მართალმა, ვინც მაცხოვრის შობამდე ცხოვრობდა.

ღვთისმშობელმაც და მოციქულებმაც ნათელიღეს ჩვეულებრივად, ისევე, როგორც შემდგომში ყველა ქრისტიანმა. ეს მოხდა მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდგომ."

"- საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ხანდაზმული მშობლებისგან შობას...

- ცხადია, მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხანდაზმულობის დროს მათი თანაცხოვრება იყო მხოლოდ და მხოლოდ შვილიერებისთვის და არა ვნებითი. ღვთისმშობელი ვნების გარეშე ჩაისახა. ნებისმიერი ჩასახვა ღვთის სათნოა, მასში ღვთის ხელი ურევია და მისთვის ხელის შეშლა ღვთის მცნებებთან დაპირისპირებაა, მაგრამ ხანდაზმული მშობლებისგან ვნების გარეშე ჩასახვით ყოვლადწმინდა ქალწული ჩასახვისთანავე იქმნა გამორჩეული. ამასთან, ის იშვა ორი მართალი ადამიანისგან, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოთმინებით იტანდნენ უშვილობას, თანაც ამის გამო ხშირად უხდებოდათ ყვედრების მოსმენა. თუმცა მართალი იოაკიმე და ანა არასოდეს დამცხრალან ღვთის მიმართ ვედრებით. შესთხოვდნენ, მათთვის შვილიერების მადლი მიენიჭებინა. ამგვარი ღვთისმოსაობით განვლეს სიცოცხლე და სწორედ ამის შემდეგ მიეცათ უკვე ასული, რომლისგანაც იშვა კაცობრიობის მხსნელი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 06:55 PM

"ბევრი წმიდა მამა ამტკიცებს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი აბსოლუტურად უცხო იყო ცოდვისათვის, თუმცა ადამის პირველშობილ ცოდვას ისიც ექვემდებარებოდა, როგორც ყველა სხვა ადამიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 04:37 PM

"რომის კათოლიკური ეკლესიის მართლმადიდებელი სწავლებიდან ძირითადი გადაცდომებია ქალწული მარიამის უბიწო ჩასახვისა და მისი ხორციელად ამაღლების შესახებ სწავლება ე.წ. მარიოლოგიური დოგმატები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 11:44 AM

"ბოლო საუკუნენახევრის განამვლობაში რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ორი ახალი დოგმატი შეემატა: მარიამ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვა და მისი ხორციელად ზეცად ამაღლება. ამ დოგმატებს მარიამული ეწოდება. ამ კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებების დოგმატიზაციამ კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლობას კიდევ უფრო დააშორა.
მარიამ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის საღვთისმეტყველო დასაბუთების პირველი მცდელობები IX საუკუნის დასავლური ღვთისმეტყველ, პასქაზიუს რადბერტის სახელთან არის დაკავშირებული. ამ სწავლების ფესვები იმ კრძალვაშია, რომელიც მოციქულთა დროიდან მარიამ ღვთისმშობლის მიმართ ჰქონდათ.
შემდგომში ღვთისმშობლის თაყვანისცემა სულ უფრო გავრცელდა და მან საბოლოო აღიარება 1854 წელს პოვა, როდესაც პაპმა პიუს IX-მ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწო ჩასახვის შესახებ სწავლება რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმად გამოაცხად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 12:18 PM

"უბიწო ჩასახვის დოგმატი მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემას ეწინააღმდეგება, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულის სიკვდილს მოწმობს. ეკლესია ამ მოვლენას მიძინების დღესასწაულით აღნიშნავს. სიკვდილი პირველქმნილი ცოდვის შედეგია, რადგან "ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი". ამიტომ ღვთისმშობლის გარდაცვალება მოწმობს იმაზე, რომ ის პირველქმნილი ცოდვის შედეგს ექვემდებარება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 12:33 PM

"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისგან უქორწინებლად - სულიწმიდის მიდგომით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 10:21 PM

"1870 წლამდე, ანუ დოგმატის მიღებამდე, რომის ეკლესიას, "უცდომელმა" პაპმა პიუს XI ახალი დგომატი უბოძა. მან კარდინალთა წინაშე, 1858 წელს, საჯაროდ მოაწერა ხელი ქალწული მარიამის პირველქმნილი ცოდვისაგან უმანკოდ ჩასახვის სჯულისსწალებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:42 PM

"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებლად - სულიწმიდის მიდგომით"

პოსტის ავტორი: შამხაზაი თარიღი: Aug 28 2023, 04:26 PM

ციტატა(Believer @ Apr 8 2010, 02:27 AM) *

ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან.
მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით?
sad.gif

არა და ყველაფერი ძალიან მარტივად არის. არც მირიამი ჩასახულა კაცისა და ქალის თესლის ურთიერთქმედების გარეშე, არც მისი ძე და არც ღმერთი უშვია. ეს უბრალოდ ესე სურთ, რომ იყოს, მაგრამ არ არის და ვერ არის.

რაც შეეხება პირველცოდვას, მაგ პირველცოდვას ქვია ეცერ ჰა რა (ბოროტი საწყისი) რუახ ჰა კადოშის (სულიწმიდის) ანტაგონისტი (არაწმინდა სული).

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ამ არაწმინდა სულის "ეცერ ჰა ტოვ" გარეშე იშვა მხოლოდ სამი კაცი. 1. ადამ რიშონი (პირველი კაცი) რომელმაც მოგვიანებით ცოდვით დაცემის შედეგად მიიღო და საკუთარ ადამიანურ სულზე გველივით შემოიხლართა მკვდარი სული ეშმაკისა. 2. მოშე რაბინუ და 3. ირმიაუ წინასწარმეტყველი.

ამ სამივეზე წმინდა წერილში წერია, რომ ეცერ ჰა რა-ს გარეშე იშვნენ. დანარჩენებზე არა. ამიტომ მირიამი, რომ მსგავსად იშვა, იეშუა რომ მსგავსად შვა და ა.შ ერთადერთი ადგილი სადაც ამის შესახებ წერია ეს ორთოდოქსთა და კათოლიკეთა ფანტაზიებია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 04:55 PM

"რომის კათოლიკეები ცდუნებულნი არიან, თითქოსდა ღვთისმოსაობიდან გამომდინარე, მათ სწამთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიბადა პირველქმნილი ცოდვის გარეშე. მაშინ, როდესაც ის სწორედაც რომ არ იყო გათავისუფლებული პირველქმნილი ცოდვისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაიბადა სწორედ ისევე, როგორც ღმერთს სურდა, რომ შობილიყვნენ ადამიანები - პირველი ადამიანის შექმნისთანავე.

იგი იყო ყოვლადწმინდა, იმიტომ, რომ უვნებლად ჩაისახა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა მშობლები მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის შვილი ებოძებინა. ხოლო ამ ვედრების შემდეგ ისინი შეერთდნენ არა ხორციელი ვნებით, არამედ - ღვთის მორჩილებიდან გამომდინარე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 06:09 PM

"მამა პაისს [ათონელი] სინაზე ყოფნისას სული წმიდის მადლით განეცხადა ის ამბავი, რასაც შემდეგ ამბობდა: "წმიდანნი იოაკიმე და ანნა სრულყოფილად სულეირი წყვილი იყო. მათ ერთმანეთის მიმართ ხორციელი ლტოლოვა არ ჰქონდათ. ჯერ ლოცულობდნენ ცრემლებით ღვთის წინაშე და ევედრებოდნენ შვილიერებას და მხოლოდ შემდგომ, უფლის მორჩილებით, ერთდებოდნენ. ამიტომაც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩაისახა ვნების გარეშე. რა თქმა უნდა, იგი არ იყო წინაპართა ცოდვისგან განთავისუფლებული, როგორც ეს მცდარად სწამთ პაპისტებს. ყოვლადწმიდა ბუნებრივად ჩაისახა, მაგრამ ვნების გარეშე. შემოქმედ ღმერთს სურდა ასე ჩასახულიყნენ და დაბადებულიყვნენ ადამიანები". ნეტარი მამა ამას ერთ მომლოცველს ეუბნებოდა. მამა პაისმა მსმენელს ეჭვი შენიშნა და ხმამაღლა თქვა: "მე ეს ვიხილე" - ამ სიტყვებით იმის თქმა სურდა, რომ რასაც ამბობდა, არ იყო მარტო მისი რწმენიდან გამომდინარე, არამედ ღვთიური გამოცხადებით ეუწყა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2024, 05:08 PM

"ხშირად დასავლეთში პოეტები ქალწულ მარიამს ხოტბას ასხამდნენ, როგორც მშვენიერ ქალბატონს, ხოლო რაინდები მას თავიანთი გულის დედოფალს უწოდებდნენ, რაც მართლმადიდებლისათვის ჟღერს როგორც საშინელი მკრეხელობა და აბუჩად აგდება წმიდანისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)